შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩრდილები სიბნელეში(5)


13-03-2017, 14:11
ავტორი MmariiamM))
ნანახია 1 354

თავი 5

შუაღამეს უკვე სალემში ვიყავით, გარშემო სამარისებური სიჩუმე იდგა, თითქოს მოჩვენებების ქალაქი იყო, რომელიც ხალხმა დიდი ხნის წინ მიატოვა. ბებიას სახეზე აღელვება ეტყობოდა, მე მინდოდა დამემშვიდებინა და სიჩუმე დავარღვიე
-მგონი ამ ქალაქში არავინ ცხოვრობს, ყველაფერი ისე მიყოვებულად გამოყურება
-ალექსანდრა სიჩუმემ არ მოგატყუოს, ამ ქალაქში ყოველთვის ჩანს ჩრდილები სიბნელეში. -ვერ მივხვდი ბებია რას გულისხმობდა, მან შესახვევისკენ მიმითითა, რომელიც ტყესთან მიდიოდა. გარშემო ხეები სიბნელე და მანქანის სავალი გზა იყო, ცოტა ხანში გზის ბოლოს ძველი ჭიშკარი გამოჩნდა, ისე გამოიყურებოდა თითქოს ათასი წელია არ გაღებულა, მანქანის ფარები მივანათე და დავინახე რომ ამ მცენარეებით დაფარული ჟანგიან ჭიშკარს ჩია მოხუცია მოუახლოვდა, მან კარები გააღო, ბებიამ უსიტყვოდ მანიშნა გზა გამეგრძელებინა, გავიარეთ დიდი ეზო და ქვებით მოკირწყლულ ბილიკს დავადექით, ცოტახანში ჩვენს წინ უზარმაზარი სახლი აღიმართა, სახლი კი არა ნამდვილი სასახლე, მე ასეთი სახლები აქამდე მხოლოდ ფილმებში მინახავს, მანქანა სახლის წინ გავაჩერე და მანქანიდან გადმოვედით. მოხუცი რომელიც შემოსავლეში შეგვხვდა, მოგვიახლოვდა ბებიას ხელზე აკოცა და უცნაურად გაუღიმა
-მიხარია რომ დაბრუნდით ჩემო ქალბატონო. -მე გაოცებული ვუყურებდი, წარმოდგენა არ მქონდა ვინ იყო ეს მოხუცი კაცი.
-ალექსანდრა გაიცანი ეს შენი მსახურთუხუცესი უილიამია
-სასიამოვნოა თქვენი გაცნობა სერ
-პირიქით პატარა ქალბატონო, ჩემთვის დიდი პატივი ჯეიმსის და ამელიას ქალიშვილის გაცნობა
-უილიამ სახლში შენს გარდა ვინმე არის?
-ქალბატონო ებიგეილ ამ სახლში მე ჩემი შვილიშვილები და ჩემი ცოლი ვცხოვრობთ
-კარგი აჯობებს სახლში შევიდეთ, მანქანაში ბარგია
-ახლავე შემოიტანენ ბიჭები. -მოხუცი სახლისკენ გაგვიძღვა, ბებიას თვალებში ნოსტალგია და მონატრება დავინახე, როდესაც სახლში შევედით გაოცებისგან პირი დავაღე, სახლი ნამდვილი სასახლე იყო, დიდი დარბაზები, ძვირფასი ნახატები და ქანდაკებები, თავი ზღაპარში მეგონა.
-ბებია ეს ვისი სახლია?
-ახლა შენი სახლია ალექსანდრა
-ქალბატონო ებიგეილ რომელი ოთახი მოგიმზადოთ?
-მე ოთახი არ დამჭირდება, ალექსანდრას კი მთავარი საძინებელი მოუმზადე
-ახლავე ვეტყვი ჩემს ცოლს, მეგონა თქვენც დარჩებოდით
-შენ იცი უილიამ მე დარჩენა არ შემიძლია, მაგრამ ჩემს გოგოს გაბარებ
-მას ისე გავუფრთხილდები როგორც საკუთარ შვილს.
-ბაბუა ჩემოდნები რომელ ოთახში შევიტანო?
-ეს შენი შვილიშვილია?
-გაიცანით ეს ჯეიკობია, ეს კი ქალბატონი ებიგეილი და მისი შვილიშვილი ალექსანდრაა
-შეგიძლია ალექსი დამიძახო -ხელი ჩამოვართვი ჯეიკობს
-ბარგი მთავარ საძინებელში შეიტანე, შვილო
-კარგი ბაბუა, დროებით ქალბატონებო. -ჯეიკობი წავიდა, ბებიამ უილამს სახლის გასაღებების აცმა გამოართვა და ბნელ დერეფანში წინ გამიძღვა, რამდენიმე წუთში დაკეტილ კართან გავჩერდით, ბებიამ კარი გააღო და ჩემს თვალწინ დიდი წიგნებით სავსე ოთახი გადაიშალა, ოთახის ცენტრში ძველი საწერი მაგიდა და სკამი იდგა, ოთახის მარჯვენა კუთხეში კი დივანი, ოთახის დანარჩენი ნაწილი წიგნის თაროებს ჰქონდა დაკავებული.
-ები აქ რას ვაკეთებთ?
-ალესანდრა ეს კაბინეტია, აქ ყველა საჭირო წიგნია რომელიც მაგიის შესასწავლად დაგჭირდება. -მე მტვრიან თაროს მივუახლოვდი წიგნი გადმოვიღე, თუმცა მისი გადაშლა ვერ შევძელი.
-ბებია ეს წიგნები როგორ დამეხმარება თუ მათი გადაშლაც კი არ შემიძლია?
-ახლა არ შეგიძლია თუმცა მაგიის მიღების შემდეგ შეძლება. -ები შეტრიალდა თაროებს ჩამოუარა, ერთი წიგნი გადმოიღო ხელი გადაუსვა, რაღაც მოძებნა, თვალი გადაავლო და კარისკენ მიმითითა. ჩვენ კაბინეტი დავტოვეთ, მე და ებიმ კიბეები ჩავიარეთ და შემოსავლეში დავბრუნდით.
-უკვე მიდიხართ ქალბატონო ები?
-უილიამ მე მას მაგიის მიღებაში დავეხმარები და შემდეგ წავალ
-სამწუხაროა რომ არ რჩებით
-მიზეზები კარგად იცი, უილიამ მინდა მისი აქ ყოფნის შესახებ არავინ იცოდეს მანამ სანამ მაგიას არ დაეუფლება ბოლომდე.
-როგორც იტყვით ქალბატონო. -მე და ებიმ სახლი დავტოვეთ და ეზოს გავლით ტყისკენ წავედით, დიდი ხნის სიარულის შემდეგ ძველ სასფლაოსთან აღმოვჩნდით, სასაფლაო გავიარეთ და მივადექით ძველ აკლდამას, ებიმ რაღაც სიტყვები წარმოთქვა და აკლდამის კარი გაიღო, ჩვენ შიგნით შევედით, მე დაბნეული ვიდექი შესასვლელთან ები კი რაღაც ბალახებს ალაგებდა აკლდამის ცენტრში.
-საყვარელო აქ უნდა დაწვე
-აქ რატომ ვართ, ან ეს ბალახები რა ჯანდაბაა?
-კითხვებს ნუ მისვამ ახლავე ამ ბალახებზე დაწექი. -მე უსიტყვოდ დავემორჩილე ების მოთხოვნას, აკლდამის ცენტრში ვიწექი ები რაღაცას ბუტბუტებდა და სხეულზე რაღაც ბალახების ნაზავს მისმებდა. ცოტა ხანში გარშემო ყველაფერი განათდა, თითქოს ეს სინათლე აკლდამაში არსებული საფლავებიდან მოედინებოდა, ცოტა ხანში სინათლე ერთად შეგროვდა და თვალის დახამხამებაში ჩემს სხეულში გადმოვიდა, ეს ყველაზე უცნაური შეგრძნება იყო, მოულოდნელად უდიდესი ძალის მოზღვავება ვიგრძენი ძალის რომელიც ჩემივე სხეულიდან მოდიოდა, გაურკვევლობაში ვიყავი, ცოტა ხნის წინ მაგია მხოლოდ ფოკუსები მეგონა ახლა კი ნანახმა გამაოცა.
-ები ეს რა იყო?
-ეს მაგია იყო ჩემო გოგო, შენი მემკვიდრეობა ახლა შენშია. იმედია გრძნობ ამ ძალას
-ვგრძნობ ძალას მაგრამ რა უნდა მოვუხერხო ამას?
-კაბინეტში ყველა საჭირო წიგნია, ისტორია და შელოცვები ისინი დაგეხმარება.
-ესიგე უკვე მიდიხარ?
-სახლში მიგიყვან და მერე წავალ
-დარწმუნებული ხარ რომ ყველაფერი გამოვიდა?
-დასარწმუნებლად რაღაც უნდა გააკეთ
-რა უნდა გავაკეთო?
-გონება გაითავისუფლე, წარმოიდგინე თითქოს შენს გარშემო სიცარიელეა, შემდეგ კი ცეცხლზე იფიქრე
-ეს საშიში არ არის?
-გააკეთე რაც გითხარი -ების მითითებისამებრ მოვიქეცი და დავინახე ჩემს ხელზე როგორ შეიქმნა ცეცხლის ბურთი.
-ეს მაგარი შეგრძნებაა, შენ არ გითქვამს რომ მაგია ასეთი კარგია
-ეს არაფერია იმასთან რისი გაკეთებაც შეგიძლია
-ბებია მე მესმის რომ უნდა წახვიდე, მაგრამ არ დაგავიწყდეს კაილას არაფერი უთხრა, მან არ უნდა გაიგოს
-მე არ გეთანხმები მაგრამ შენი გადასწყვეტია. -მე და ები სახლში დავბრუნდით, ის გამომემშვიდობა და მსახურთუხუცესის შვილიშვილმა ავტობუსის გაჩერებასთან წაიყვანა, მე ჩემი მანქანით წასვლა შევთავაზე მაგრამ მან უარი განაცხადა. ები წავიდა მე კი დავრჩი ამ უზარმაზარ სახლში მარტო, უცხო ადამიანების გარემოცვაში. დიდხანს ვიდექი შემოსასვლელთნ შემდეგ უილიამ ჩემი საძინებლისკენ გამიძღვა, როდესაც ოთახში შევედი გაოცებული დავრჩი, ოთახი თითქმის ჩემი ძველი სახლის ხელა იყო. ოთახის ცენტრში დიდი საწოლი იდგა, მარცხენა მხარეს ტანსაცმელის კარადა და ტუმბო დიდი სარკით, ოთახი მართლაც შესანისნავი იყო. უილამმა მარტო დამტოვა, მე შხაპი მივიღე და საწოლში ჩავწექი. ები რამდენიმე საათში უკვე მედისონში იყო, სახლის კართან კი კაილა ელოდებოდა
-კაილა აქ რას აკეთებ?
-ები სად წავიდა ალექსი?
-მაპატიე ძვირფასო მაგრამ ამის თქმა ამიკრძალა
-ეს სალემში ნანახ მისი მშობლების ფოტოს ეხება?
-კაილა მომისმინე, ალექსს ძალიან უყვარხარ მაგრამ ახლა მას მარტო ყოფნა სჭირდება, საკუთარ თავში უნდა გაერკვიოს
-ვერ ვიჯერებ რომ უჩემოდ წავიდა
-უშენოდ დიდხანს ვერ გაძლებს, ასე რომ მალე დაგირეკავს და თავად აგიხსნის ყველაფერ
-როგორც იტყვით ები, ახლა კი ძილინებისა.
დილით ადრე გამეღვიძა, ფანჯარასთან მივედი და ფარდები გადავწიე, ჩემს თვალწინ ულამაზესი ხედი გადაიშალა დიდხანს ვიყურებოდი ფანჯრიდან, შემდეგ შხაპი მივიღე, ტანსაცმელი ჩავიცვი და დაბლა ჩავედი, ჯერ კიდევ მაოცებდა სახლის ინტერიერი, ყველაფერს გაფართოებული თვალებით ვუყურებდი. მისაღებში ულიამი დამხვდა რამდენიმე ადამიანთან ერთად.
-დილამშვიდობისა მის ალექსანდრა, მინდა ჩემი ოჯახი გაგაცნოთ, ჩემი მეუღლე ვიქტორია, ჩემი შვილიშვილები ჯეიკობ და ჯოზეფ ანდერსონები.
-სასიამოვნოა თქვენი გაცნობა, მიხარია რომ ამ სახლში მარტოს არ მომიწვს ყოფნა
-მის ალექსანდრა საუზმე მზად არის
-უბრალოდ ალექსი დამიძახეთ ვიქტორია
-როგორც იტყვი ჩემო გოგო. -ვიქტორია სასადილო ოთახისკენ გამიძღვა, უზარმაზარ მაგიდასთან მხოლოდ ერთი ადამიანისთვის იყო გაშლილი სუფრა. ვიქტორიამ მაგიდის თავში მდგომი სკამისკენ მიმითითა და ის და დანარჩენები წასასვლელად მოემზადნენ
-სად მიდიხართ?
-ჩვენ უნდა ვიმუშაოთ მის ალექსანდრა
-დიდი პატივისცემის მიუხედავად ულიამ მოვითხოვ ყველამ ჩემთან ერთად ისაუზმოთ -ამ სიტყვებზე ჯეიკობმა ირონიულად გაიცინა
-რაიმე არასწორად ვთქვი?
-დიდი პატივისცემით ალექს მაგრამ ნამდვილად გეტყობათ რომ სალემიდან შორს გაიზარდეთ
-რას გულისხმობთ?
-ჩემს ძმას იმის თქმა უნდა რომ დიდგვაროვანი ჯადოქრები მოსამსახურეებს მაგიდასთან არ იწვევენ
-ჯოზეფ არ ვიცი აქამდე რა ხდებოდა ამ სახლში მაგრამ ახლა აქურობა მე მეკუთვნის ასე რომ ჩემი წესები მოქმედებს, დღეიდა ყველანი ერთად ვისაუზმებთ, ვისადილებთ და ვივახშმებთ
-თუ დაჟინებით მოითხოვთ შემოგიერთდებით -უილიამმა ბიჭებს მაგიდასთან დასხდომა სთხოვა, ხოლო ვიქტორია წავიდა დამატებითი თემფების მოსატანად. საუზმობას მოვრჩი და მაშინვე კაბინეტში ავედი, წიგნები გადმოვიღე და კითხვას შევუდექი. გარშემო უამრავი წიგნი იყო და მე ყველა მათგანი უნდა წამეკითხა რათა სრულყოფილი ჯადოქარი გავმხდარიყავი.
ერთი თვის შემდეგ. ერთი თვე დამჭირდა რათა ყველაფერი შემესწავლა, ერთ თვეში მაგია ჩემი ცხოვრება გახდა, მე კაბინეტიდან არ გამოვდიოდი მინდოდა სწრაფად შემესწავლა ყველაფერი, რადგან არ ვიცოდი სანამდე დარჩებოდა ჩემი ქალაქში ყოფნის ამბავი საიდუმლოდ. ები ყოველდღე რეკავდა ულიამთან და ჩემს ამბავს კითხულობდა, მას არ მოსწონდა ის რასაც იგებდა, ერთი თვის მანძილზე მხოლოდ საჭმელად და დასაძინებლად გამოვდიოდი კაბინეტიდა, ერთ თვეში მარტოსულ დეპრესიულ წიგნებზე ჩაციკულ გოგოდ გადავიქეცი. ები ჩემს გამო ღელავდა ამიტომ კაილას დაურეკა და მასთან მისვლა სთხოვა
-გამარჯობა ები, ყველაფერი რიგზეა?
-არა არ არის, შენი მეგობარი ჭკუიდან შეიშალა
-რას გულისხმობთ ალექსი კარგადაა?
-არა არ არის, ის დეპრესიული და მარტო სულია
-მე რით დავეხმარო ისიც კი არ ვიცი სად არის -ები ქაღალდის ნაგლეჯზე მისამართი დაუწერა და სთხოვა სასწრაფოდ ჩემთან წამოსულიყო. კაილა ასეც მოიქცა დღის ბოლოს უკვე სალემში იყო, ავტობუსის გაჩერებაზე კი ჯოზეფი დახვდა და სახლში მოიყვანა, კაილას აღფრთოვანებას საზღვარი არ ჰქონდა. ის სახლში მოსვლისთანავე უილიამმა ჩემთან მოიყვანა. მე წიგენბის კითხვაში ვიყავი გართული, მოულოდნელად კაბინეტის კარი გაირო და კარებში კაილა შემოვიდა
-შენ აქ რა გინდა? როგორ მიპოვე?
-ებიმ გამომგზავნა, დროა ყველაფერი მომიყვე ალექს -კაილა მომიახლოვდა მე კი ხელის შეუხებლად მივაჯახუნე კაბინეტის კარი, ამის დანახვამ კაილა ძალიან გააოცა, ეს მისთვის მოულოდნელი და ახლი იყო.



№1  offline აქტიური მკითხველი nawkas12345

Momwons dzalian. Kargi motxrob@a da mjera shsmdegi tavebi kidev da kidev uketesebi iqnebia. Vel8 shemdegs!!!

 


№2  offline წევრი MmariiamM))

nawkas12345
Momwons dzalian. Kargi motxrob@a da mjera shsmdegi tavebi kidev da kidev uketesebi iqnebia. Vel8 shemdegs!!!

მადლობა და მიხარია რომ მოგეწონა
--------------------
Mm))

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent