მორჩილება 12
დილით მარიამი სკოლაში წავიდა და შუადღისას,როცა სახლში ბრუნდებოდა სადარბაზოში ისევ მამამისი დახვდა. -რატო მხვდები აქ?ხომ გითხარი ნუ მოდიხართქო - გაუწყრა მარიამი -ცოტა ხანი წამომყევი,უნდა გელაპარაკო -არა - უტხრა მოკლედ და გადაჭრით -ჯიუტი ხარ,დედაშენივით მარიამმა არაფერი უპასუხა და გზა გააგრძელა -მარიამ,გაჩერდი.ცოტა ხანს წამომყევი რა,ლაპარაკი მინდა -ცოტა ხანი - უთხრა მარიამმა,ღრმად ჩაისუნთქადა მამამისისკენ მიბრუნდა.სადარბაზოდან გავიდნენ და მამამისის მანქანაში ჩასხვდნენ.მანქნა დაქოქა და მარიამისთვის უცნობ ადგილას წავიდნენ.მერაბმა მანქანა გააჩერა და ხმას აღარ იღებდა. -რა გინდოდა? - კითხა მარიამმა -არ ვიცი საიდან დავიწყო -საიდანაც იწყება -კარგი - უპასუხა მერაბლა და ღრმად ჩაისუნთქა - ბევრი კითხვა გაქვს ალბათ ჩემთან,რატო არ გაქცევდი ყურადღებას,რატო არ გირეკავდი,არ გნახულობდი -დიდი ხანია აღარ მაწუხებს ეგ კითხვები -რაც ასაკში შევედი,ისევ მე მაწუხებს ყველაფერი -უნდა გაწუხებდეს კიდეც - ირონიულად უპასუხა მარიამმა მერაბმა არ შეიმჩნია შვილის პასუხი და მოყოლა გააგრძელა,თან ეტყობოდა,რომ სულიერად მართლა ვე რიყო კარგად. -დედაშენი ძალიან მიყვარდა -ეჭვიც არ მეპარება - ისევ ირონიულად შეაწყვეტინა მარიამმა მერაბმა სიმწრისგან გაიღიმა -შეიძლება არ გჯერა,მაგრამ მართლა ძალიან მიყვარდა.ვიცი რატოც გეპარება ეჭვი,კარგი არაფერი მომიტანია დედაშენისთვის და ცხოვრება დავუნგრიე -აქამდე ვერ ხვდებოდი,რომ უნგრევდი? -აქამდე ერთი სულელი კაცი ვიყავი მარიამმა ისევ გაიღიმა ირონიულად და თან ძალიან ეცოდებოდა ეს კაცი,რომ ასეთი უბედური იუო -კარგი არავისთვის არაფერი მომიტანია.ყოველთვის ცუდი ადამიანი ვიყავი,ცუდი შვილი,ცუდი ქმარი,ცუდი მამა.უადგილო ადგილას ვამბობ,მაგრამ მაინც მინდა გითხრა,როგორ მიყვარდა დედაშენი,უბრალოდ სიტყვებით ვერ გადმოვცემ,არადა როგორ მინდა იცოდე.ჩემს გამო ცხოვრება დაენგრა და დრო რომ უკან დაბრუნდეს,არც კი ვიცი იგივეს ვიზამდი თუ არა,იმდენად მიყვარდა.არ უნდა მომეტაცებინა,მაგრამ დავინახე თუ არა,გულში ჩამივარდა და იმის შემდეგ დღემდე არ დამვიწყებია.იმდენად მეშინოდა,რომ სხვასთან იქნებოდა და სხვაზე გათხოვდებოდა,რომ ნამდვილ არაკაცას ვიქეცი -სკოლის მერხს მოაშორე.ყოველდღე რომ სცემდი ეგეც სიყვარულის გამოხატვის ერთ-ერთი ფორმა იყო?ისეთ დღეში გყავდა,მტერსაც არ ვუსურვებ,კიდევ დიდხანს გაგიძლო -სადისტია მამაშენი,მოძალადე და პათოლოგი.ბევრი ეგრე დამახასიათებდა და ეგრეცაა.ფიზიკურად ახლოს ვიყავით,მაგრამ სულიერტად იმდენად შორს ვიყავით ერთმანეთისგან,რომ არ შემეძლო ამის ატანა და ასე გამოვხატავდი ამ სიშორეს.ის სხვა სამყაროში იყო,სხვა სამყარო ქონდა,სწავლის გაგრძელება უნდოდა,მე ერთი სოფლელი,უვიცი ბიჭი ვიყავი,მაგრამ ამ დიდი განსხვავების და შეუთავსებლობის მიუხედავად,მაინც ყველაზე და ყველაფერზე მეტად მიყვარდა -მასინვე უნდა წამოსულიყო შენგან -შენ არ იცი რამდენჯერ მიჩივლა,მაგრამ ციხისთვის ვერ გამიმეტა.რომ წამოვიდა,მერე კიდევ მოვიტაცე და ჩემთან დარჩა,მაგრამ ბოლოს რომ წამოვიდა... - აქ ლაპარაკი შეწყვიტა და ღრმად ჩაისუნთქა - ბოლოს რომ შევირიგე ქალაქში ვიყავით ჩემს მანქანაში.მაღაზიაში გადავედი სიგარეტის საყიდლად და რომ დავბრუნდი დედაშენი მანქანაში აღარ დამხვდა.გაიპარა.ალბათ რომელიმე კორპუსს შეაფარა თავი.ვეძებე და ვეღარ ვიპოვე.ბოლოს მასინ წავიდა ჩემგან.რომ იცოდე რა დამემართა.იმის მერე მტკივა გულში რაღაც,რასაც დედაშენი ქვია.ჩემნაირ ცხოველთან დიდხანს ითმინა და ბოლოს ვეღარ გამიძლო.რამდენჯერ ვცადე დედაშენის წასვლის შემდეგ -მოსმენილი მაქვს შენი სუიციდის მცდელობებზე ისტორიები - უთხრა მარიამმა და გაიხსენა მისი მამიდაშვილის,თაკოს მონაუოლი,რომ როცა პატარა იყო,სახლში მისულმა ვენებ გადაჭრილი ბიძა დაინახა,ძალიან შეეშინდა,რადგან პატარა ბავშვისთვის რთული იუო ოჯახის წევრის ასეთ მდგომარეობაში დანახვა.ასევე გაიხსენა მისი სხვა სუიციდის მცდელობაც,როცა აბები დალია და თავს იკლავდა...რაც მთავარია,ეს მცდელობები არაერთხელ გაიმეორა -თუ იცი აღარ გავაგრძელებ.მოკლედ შეეშინდათ იმის,რომ დ კიდევ ვცდიდი და სახლში მეორე ცოლი დამახვედრეს.იმის შემდეგ აღაც მიცდია ,მერე მაკამ (მერაბის მეორე ცოლი) შვილის გააჩინა,სალომე (მარიამის ნახევარ და) -და იმის მერე მარტო იმისთვის ხარ მამა -გახსოვს,პატარაობაში რომ დაგირეკე ერთხელ და პატიება გთხოვე?მიუხედავად იმისა,რომ პატარა იყავი და ნათქვამს ვერ გაანალიზებდი,მაინც დიდი ძალისხმევა დამჭირდა,რომ შენთან დამერეკა.შენი გახსენება ჩემთვის ყველაზე მტკივნეული იყო,რადგან ყოველთვის დედაშენს მახსენებდი და ნაწილობრივ ამის გამო არ გყავდი გვერდით,მაგრამ მესმის შენი და არც გამტყუნებ -შენს მეორე შვილს მშვენიერ მამობას უწევდი,მაშინ როცა არც იცოდი,თუ როგორ აკლდი პირველ შვილს,საერთოდ არ იცოდი როგორ იყო,რას ჭამდა,ცოცხალი იყო თუ არა - უთხრა მარიამმა,მაგრამ მერაბიმ ხმა ვეღარ ამოიღო -მახსოვს შენი პატარაობა - განაგრძო მერაბმა მარიამის მეხსიერებაში ყოველთვის იყო ბუნდოვნად დალექილი რამოდენიმე მომენტი მამასთან ერთად,როცა ერთად თამაშობდნენ და ამ მომენტების გახსენებისას ყოველთვის ცრემლები ადგებოდა ხოლმე თვალებზე -ეხლა კიდევ გიყურებ და - განაგრძო მერაბმა - და იმ პატარა ბავშვისგან აღარაფერია დარჩენილი.რა მალე გადის დრო.იმ ბავშვის მაგივრად სხვისი გაზრდილი ჩემი შვილია.პატარა ბავშვს,რომელსაც მე ვეთამაშებოდი ხოლმე,ახლა თვალებსი ვეღარ ვუყურებ ამ დროს მარიამის ტელეფონმა დარეკა.მარიამმა ნომერს დახედა და ზურა იყო.ტელეფონი გაუთიშა -ის იყო? - ზიზღით და ირონიით კითხა მერაბმა -შენი საქმე არ არის -ის იყო - გაიღიმა მერაბმა ზიზღით - სწორედ იმის თქმა მინდოდა,რომ არ მინდა შენც დედაშენივით უბედური იყო და დაანებე თავი მაგ ვიღაცას -ჯერ ერთი შენი საქმე სულ არაა ჩემი ცხოვრება,მითუმეტეს უბედური ვიქნები თუ არა,მაგაზე შენ არ უნდა ნერვიულობდე,მერე კიდევ ვიღაცასთან ყოფნით არ განისაზღვრება უბედურება-ბედნიერება -ცოცხალი მაგალითი ვარ - უთხრა მერაბმა და მისი პირველი ცოლი,ანუ მარიამის დედა იგულისხმა -თქვენი სიტუაცია სხვა იყო -თქვენი სხვაა არა?!მაინც რამდენი წლისაა ეგ კაცი? - განაგრძო მერაბმა -მაგაზე სალაპარაკოდ არ გამოგყოლილვარ -სულ თავს არიდებ მაგაზე ლაპარაკს,ალბათ საკმაოდ დიდია.მითხარი,რამდენი წლის არის -მერაბ,არ არის საჭირო შენ იცოდე რაღაცეები -არ არის მართალია.დარწმუნებული ვარ გიყენებს.რამდენად ახლოს ხართ ერთმანეთთან?ახლოს ხართ? -წავიდეთ რა - უთხრა გაღიზიანებულმა მარიამმა.მერაბმა მანქანა დაქოქა. -ეტყობა საკმაოდ ახლოს ხართ და ასაკითაც ბევრად დიდია შენზე.არ მინდა ის ვიფიქრო,რასაც ყველა იფიქრებდა -და ყველა რას იფიქრებდა? - კითხა მარიამმა ცინიკურად - მთელი კაცობრიობის აზრის გათვალისწინება მაგარი იცით ხოლმე -შენც კარგად ხვდები რას.ამხელა კაცთან ახალგაზრდა გოგო რის გამო უნდა იყოს? -რაც არ უნდა იფიქრო,ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს და არა ისეთი,როგორიც შენ გგონია.ხო,ჩემზე დიდია და ზუსტად იმისგან ვგრძნობ იმ სითბოს და არამარტო იმ სითბოს,შენგან რომ უნდა მეგრძნო - უთხრა მარიამმა ცივად და მანქანიდან სწრაფად გადავიდა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.