შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მორჩილება 8


3-03-2017, 13:10
ავტორი anonimiavtori
ნანახია 2 784

ზურა მისკენ გადაიხარა და აკოცა.
ისევ განაგრძეს ლაპარაკი.
-ხან ისე ვერ გკოცნი,რომ თავი დამნაშავედ არ ვიგრძნო - შეჩერდა ზურა და უთხრა
-თუ არ გინდა ნუ მკოცნი
-როგორ არ მინდა
-ხოდა ცოტა ხანს მაინც ნუ ფიქრობ მაგაზე - უთხრა მარიამმა.
ცოტა ხანში ზურამ მეორე ღერს მოუკიდა და მარიამსაც შესთავაზა
-არ მინდა - უთხრა და უცებ გაახსენდა ბოლო დღე სკოლაში და ზურაზე ჩამოკონწიალებული მანდატური.მაშინვე მიახალა:
- ის შენი დაქალი რაზე გაცინებდა მაშინ სკოლაში?
-ვინ ჩემი დაქალი?
-ქეთა მანდატური,რომ გეკიდებოდა ბოლო დღეს
-რაღაცას მიყვებოდა,რა იყო?
-არაფერი
-და გეკიდებოდა რა სიტყვაა?
-გეკიდებოდა და რა გითხრა?
-და ის ბიჭი კლუბში რას შვრებოდა? - კითხა ცოტა გაღიზიანებულმა
-ცეკვავდა
-ხოო?ის გოგოც უბრალოდ იდგა და მელაპარაკებოდა
მარიამს ხმა აღარ ამოუღია.ზურამ იფიქრა,რომ უხეშად გამოუვდა,ცერა თითით ლოყაზე შეეხო და ლაპარაკი წამოიწყო
-რატო მკითხე?
-ისე - მოკლედ და გადაჭრით უპასუხა მარიამმა
-გაბრაზებული ხარ?
-რაზე უნდა ვიყო გაბრაზებული?
-არ ვიცი და აბა რა გჭირს?
-არაფერი
-მოწევა ხო არ გინდა?
-კი
ზურამ სიგარეტი ამოიღო და გაუწოდა
-შენებმა იციან,რომ ეწევი?
-არა
ზურას გაეღიმა და მისკენ გადაიხარა.კიდევ ერთხელ აკოცა.
-არ დაგვინახონ - უთხრა მარიამმა
-კაი,შევიდეთ - უპასუხა ზურამ ღიმილით,ხელი გადახვია და სახლში შევიდნენ
უკვე გვიანი იყო და ყველამ დაიძინა.აღდგომა თენდებოდა და ყველა ადრე ადგა.შუადღისას ნათესავების საფლავზე გავიდნენ და საღამოს დაბრუნდნენ და ქეიფი დაიწყეს და შუაღამამდე არ მორჩენილან.მეორე დღეს,საღამოს ქალაქში დაბრუნდნენ და ყველა თავის სახლში დაბრუნდა.
მარი და ზურა ისევ აგრძელებდნენ შეხვედრებს,თუმცა მათი ურთიერთობა კოცნას არ გასცდენილა და ყველაზე ძალიან ის მოსწონდა ორივეს,რომ მათთვის მხოლოდ ფიზიკური სიახლოვე არ იყო მთავარი.
მანქანაში ისხდნენ ჩახუტებულები და ლაპარაკობდნენ ათას სისულელეზე,თუმცა მათთვის სისულელე არაფერი იყო
-მიყვარხარ - უთხრა ზურამ
-მეც - უპასუხა და აკოცა
ყოველთვის თბილი საუბარი ქონდათ,როგორც ახლა.თითქოს ,,წმინდა“ კავშირი და სიყვარული ქონდათ ამის გამო.ყოველთვის თბილად ექცეოდნენ ერთმანეთს.
რეზოს დაბადების დღე მოახლოვდა.ორივე დაპატიჟებული იყო.ამ დღეს რეზოსთან ერთად ზურაც ძალიან დათვრა.მარიამი ზურას გვერდით იჯდა.ბევრი დალია და უკვე ნასვამი იყო.თითქმის ყევლა მთვრალი იყო.მარიმმა იგრძნო,როგორ დაადო ფეხზე ხელი და სწრაფადვე მოიშორა,რომ ვინმეს არ შეემჩნია
-აივანზე გავალ და გამოდი ცოტა ხანში შენს - უთხრა ჩუმად ზურამ
-კაი
ზურა ადგა და 2 წუთში მარიამიც გარეთ გავიდა.ოთახში ხალხი მიდი-მოდიოდა,ამიტომ მათ ერთად გაქრობა ძნელი შესამჩნევი იქნებოდა.მარიამი გავიდა თუ არა აივანზე,კოცნა დაიწყეს
-დაგვინახავენ - უთხრა მარიამმა
-დაგვინახონ მერე - უთხრა ზურამ,რომელიც საკმაოდ მთვრალი იყო და კოცნა განაგრძო
-კაი გაჩერდი რა,მთვრალი ხარ
-მთვრალი არ გიყვარვარ?
-არ მიყვარს მთვრალი ხალხი
-აი მე კიდე ყველანაირი მიყვარხარ - უთხრა და კოცნა განაგრძო
-ზურა დაგვინახავენ.შევიდეთ რა
-იცი რა მაგრა მომენატრე?
-მეც მომენატრე,მაგრამ შევიდეთ ეხლა
-არა რაა,შენთან მინდა - ამოილუღლუღა ნასვამმა და აკოცა .სახლში მალევე შევიდნენ.უკვე წასვლის დრო იყო.
-დღეს ჩემთან დარჩები? - კითხა ზურამ მაცდურად.მარიამმა გაკვირვებულმა შეხედა
-მარტო ვარ 2 დღე - დააყოლა
-რავი
-რა რავი,დარჩი რა - უთხრა,თან ეხუტებოდა
-უხერხულია
-რა არის უხერხული?
-შენი აზრით რა უნდა იყოს? - უთხრა და რათქმაუნდა მისი ცოლი იგულისხმა
-ცოტა ხანს მაინც რო არ ვიფიქროთ მაგაზე არ შეიძლება? - კითხა გაღიზიანებულმა - ყოველ წუთს რატო მახსენებ?გგონია მე არ მახსოვს?
მარიამი ხმას არ იღებდა
-მეც ისე მაწუხებს ეგ,როგორც შენ - უპასუხა ისევ გაღიზიანებულმა და სიგარეტს მოუკიდა
-კაი.დავრჩები
უკვე გვიანი იყო და ზურამ წასვლა გადაწყვიტა.მარტო არ გაუშვეს მანქანით რეზომ წაიყვანა.მარიამი ცოტა ხანს სპეციალურად დარჩა თეკლასთან,შემდეგ ტაქსით წასვლა გადაწყვიტა და ზურასთან წავიდა.მხოლოდ მისი მისამართი იცოდა,კარებთან კი ზურა დახვდა.შევიდა თუ არა მაშინვე აკოცა.ბედნიერი იყო იმით,რომ ზურა რომანტიკოსი არ იყო და სანთლები არ დაახვედრა.ჩვეულებირივი სახლი იყო,სადა და კეთილმოწყობილი.კარგ განწყობაზე იყვნენ,რადგან მთელი ღამე წინ ქონდათ.
-ძაან მთვრალი ხარ
-გეშინია?
-არა,მთვრალი ხარ უბრალოდ
-გამომაფხიზლე მერე - ეშმაკურად გაუღიმა ზურამ
-მე როგორ?
-როგორც გინდა
-რომ იბანაო?
-მაგრა მეზარება,მარა ძაან მინდა
-იბანავე
-წამოდი - უთხრა ზურამ
ზურამ ხელი გადახვია და ბარბაცით გაყვა სააბაზანოში
-მოდი,ვიბანაოთ
-შენ იბანავე
ზურა მოეხვია და აღარ უშვებდა
-კაი,გამიშვი რა,იბანავე მიდი - უთხრა შეწუხებულმა მარიამმა
-მაგარი მთვრალი ვარ
-ვიცი - უთხრა მარიამმა და სააბაზანოსკენ აიღო გეზი და ხელგადახვეული ზურაც ბარბაცით გაიყოლა.საშხაპეში თბილი წყალი მოუშვა.
-თუ გინდა შემომიერთდი - ისევ გაუღიმა მთვრალმა ზურამ
-არ მინდა,მადლობ
ზურა გონზე აღარ იყო და ვერ გრძნობდა,რომ ტანსაცმლით ბანაობდა
-ტანსაცმლით აპირებ ბანაობას?
-უი,მაცვია? - თქვა გაკვირვებულმა.ამ მომენტში ძალიან სასაცილო იყო.პიჯაკის ღილების გახსნა დაიწყო და თან ვერ ახერხებდა.მარიამი მიეშველა.ღილები გაუხსნა და მაისურის გახდაშიც დაეხმარა
-აბა შენ იცი ეხლა,იბანავე - უთხრა მარიამმა და გასვლა დააპირა
ზურამ ხელი ძლიერად დაუჭირა,თავისკენ მიიზიდა და კოცნა დაუწყო
-ხო არ გაგიჟდი,გამიშვი რა
-კაი დაწყნარდი,აღარ ვარ მთვრალი - უთხრა და კოცნა განაგრძო.კედლისკენ მიაბრუნდა და შხაპის ქვეშ მოაქცია
-ზურა,დავსველდი - შეიცხადა მარიამმა
-არაუშავს,გაშრები
-გავალ და იბანავე შენ - უთხრა მარიამმა
-ხო,ვიბანავებ - უთხრა გამოფხიზლებულმა და აკოცა.მარიამი გავიდა.უკვე გვიანი იყო და ორივეს ეძინებოდა.
-მე სად დავიძინო?
-სადაც გინდა
-შენ სად დამაწვენ? - უთხრა ღიმილით
-წამოდი - უთხრა და გვერდითა ოთახში გაიყვანა
ერთმანეთს აკოცეს და დაემშვიდობნენ.რათქმაუნდა იმ ღამით არაფერი არ მომხდარა.
დილით მარიამი ზურას კოცნამ გააღვიძა
-დილამშვიდობის - უთხრა ზურამ
-დილამშვიდობის - უთხრა და აკოცა
-როგორ გეძინა?
-კარგად.რომელი საათია?
-12 დაიწყო
მარიმ თავისკენ მიიზიდა და აკოცა.ზურაც მის ლონიზე წამოწვა და ისევ საუბარი დაიწყეს,თან ერთმანეთს კოცნიდნენ,კბენდნენ და იცინოდნენ.ზურამ მოუღუტუნა და მარიამმა ფართხალი დაიწყო,უფრო მოუღუტუნა და პანიკებში ჩავარდა,თან იცინოდნენ.ბოლოს ისევ აკოცეს ერთმანეთს,ცოტა ხანს ლოგინში იწვნენ და ისევ საუბარი გააგრძელეს
-დღესაც დარჩი,მარტო ვარ ხვალამდე
-სადაა შენი ცოლი?
-სოფელშია ნათესავებთან.ბავშვებიც იქ არიან
-და რომ ჩამოვიდეს?
-არ ჩამოვა.დარეკავს,რომ ჩამოვიდეს
-აა.კარგი - უთხრა და აკოცა.ცოტა ხანში ადგა
-გავალ სახლში დედაჩემთან,მერე კლუბში მივდივარ და გამოვალ მერე
-მე გაგიყვან
-აუ არ მინდა,ფეხით გავივლი
-როგორც გინდა - უთხრა და აკოცა
საღამოს მარიამი თეკლასთან და მეგობრებთან ერთად კლუბში წავიდა.მარიამმა,თეკლამ და მათმა მეგობარმა - ლევანმა ბევრი დალიეს და დათვრნენ.ერთობოდნენ,ცეკვავდნენ და კარგ დროს ატარებდნენ.ზურასგან მესიჯი მიიღო ,,გართობას რომ მორჩებით მომწერე და გამოვალ“.მარიამმა მოკლედ უპასუხა ,,კაი“.
,,ხომ არ დათვერი?“
,,ხოო :D“
,,თეკლა მანდაა?“
,,ხო მარა რომ წავა მერე მოგწერ და გამოდი“
,,ოკ“
,, :* ‘’
უკვე გვიანი იყო და ზურას მისწერა
,,თეკლა არ მიდის და რა ვქნა?  „
,,მოვალ და ვეტყვი აქეთ ვიყავითქო :* „
,,კაი“
ცოტა ხანში მივიდა ზურა და თეკლას გადაეყარა
-ვაა ზური,რას აკეთებ აქ?
-საქმე მქონდა და დაგინახე
-დარჩი მოდი,გაერთე,მარიამიც აქაა.აი იქააა - დაანახა თეკლამ მარიამი,რომლსაც ლევანი რაღაცას ეჩურჩულებოდა,ხელი გადახვეული ქონდა და თან იცინოდნენ.დაინახა თუ არა,მაშინვე იეჭვიანა
-არა უნდა წავიდე და წამოდით,თქვენც გაგიყვანთ
მარიამმა ზურას გაბრაზებულ სახეს თვალი მოჰკრა და მისკენ წავიდა
-გამარჯობა ზურა - არ შეიმჩნია,რომ დღეს მეორედ ნახულობდა
-გაგიმარჯოს.წამოდით,გაგიყვანთ
-ვიყოთ ცოტა ხანს.დარჩი ზურა შენც რა.რეზოც მოდის ჩვენს წასაყვანად და იყავით ჯერ,რა გეჩქარებათ,ახალგაზრდები ხართ
-კაი,დაველოდები რეზოს
ნასვამმა მარიამმაც შენიშნა ზურას სახე და ღიმილი მოეშალა.ზურა აშკარად დაღვრემილი იყო.ახლა მარიამი მხოლოდ იმას ელოდებოდა,რომ გარეთ გასულიყო ცოტა ხნით,რომ გაჰყოლოდა.იცოდა,რომ გავიდოდა.არც შემცდარა.ცოტა ხანში თვითონაც გარეთ გაყვა.ზურა სიგარეტს ეწეოდა.მარიამი მივიდა და ლოყაზე აკოცა.ზურას რეაქცია არ ქონია და არც არაფერი გაუკეთებია
-რა გჭირს? - კითხა მარიამმა
-არაფერი,რა უნდა მჭირდეს - ცივად უპასუხა
-როგორ არა,რა მოხდა
-არაფერითქო
მარიამმა კიდევ აკოცა,ახლა ტუჩებში.კისერზე ხელები მოხვია და მთელი ძალით მიეკრო
-დაგვინახავენ - უთხრა ზურამ
-დაგვინახონ მერე
-მთვრალი ხარ? - დაეჭვებით კითხა ზურამ
-მგონი
ზურას ხმა აღარ ამოუღია და მოწევა განაგრძო
-რატო იქცევი ეგრე?
-ჩვეულებრივ ვიქცევი
-არ იქცევი ჩვეულებრივ,ცივი ხარ
-გეჩვენება - ისევ ცივად უპასუხა
მარიამს აღარაფერი უთქვამს.კისრიდან ხელი მოაშორა და კლუბში შევიდა.ზურამ ცოტა არ იყოს ინანა,რომ ასე მოიქცა.
ამასობაში რეზოც მივიდა და გაუკვირდა ზურა რომ იქ დახვდა.გადაწყვიტეს,რომ თეკლას მამამისი წაიყვანდა და მარიამს ზურა.მარიამი მეგობრებთან აღარ მისულა,გარეთ გავიდა,ისეთ ადგილას სადაც ზურა არ იდგა და ტირილი დაიწყო.ისევ ისეთი შეგრძნება ქონდა,თითქოს დაკარგა.იცოდა,რომ არ დაუკარგავს,მაგრამ მისი დაკარგვის სასწაული შიში ქონდა.უნდოდა ზურა მისულიყო,თუმცა იცოდა,რომ არ მივიდოდა.ბრაზობდა იმ სიმღერების ხმაზეც,რომლებიც მის ყურამდე აღწევდა.ყველა კარგად იყო.ყველა,მის გარდა.
***
-მარიამი ხო არ გინახავს? - კითხა თეკლამ მამამისს
-არა.აქ არ იყო?
-ხო აქ იყო და გავიდა და ვეღარ ვპოულობ
ლევანისთან მივიდა და ლევანისაც კითხა,მაგრამ არც მან იცოდა.შემდეგ იქვე მჯდარ ზურას მოკრა თვალი და მასთან მივიდა
-ზურა,მარიამი ხომ არ გინახავს?
-გარეთ იყო წეღან - უპასუხა გაკვირვებულმა - ვერ პოულობ?
-ვერა,რომ გავიდა მერე აღარ მინახავს.წავალ გარეთ ვნახავ
ზურა მიხვდა,რომ იქ იქნებოდა,თანაც ალბათ ცუდ ხასიათზე იყო და თავის თავზე გაბრაზდა,რომ უხეშად და ცივად ელაპარაკა.
თეკლა გარეთ გავიდა და მარიამი მოძებდა.
-გოგო,რატო ხარ აქ,წამო ჩვენთან.რამდენი ხანია გეძებ
მარიამი ხმას არ იღებდა
-რა გჭრს? - კითხა გაკვირვებულმა - ტირიხარ?რა გატირებს,რა მოხდა?
-არაფერი.დავიღალე
-რაღაც მოხდა,რატო ტირიხარ მითხარი?
-რავი,ცუდ ხასიათზე ვარ
თეკლა კოპებშეკრული და შეწუხებული უყურებდა
-მიდი,პირი დაიბანე და შემოდი რა,კარგ დროს ვატარებთ,ან წავიდეთ
-არ მინდა.მეძინება
კიდევ დიდხანს ელაპარაკა,თუმცა სულ უარს იღებდა.
-დავუძახებ იმათაც და წავიდეთ
-კაი
თეკლა კლუბში შევიდა.
-იპოვე? - კითხა ზურამ
-ხოო
-სად იყო?
-გარეთაა
-კარგადაა?
-რავი,ცუდად იყო,ტიროდა რაღაცაზე და არ მითხრა რატო



№1  offline წევრი mia15

kargia male dade.davinteresdi dzalian.rogor ganvitardeba movlenebi.male dade.agar daagviano.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent