ის... ნაწილი 23
აღელვებულმა თომამ ხელი მომკიდა და მთხოვა სწრაფად ჩამეცვა და გავყოლოდი. -შეგიძლია მითხრა რა ხდება ? ვკითხე და მივაჩერდი -ემილი გთხოვ უბრალოდ მენდე სწრაფად ცაიცვი და გამომყევი ყველაფერს აგიხსნი უბრალოდ ეხლა მინდა უსაფრთხო ადგილას იყო -რატომ ზრუნავ ჩემზე ასე? შენ ამ ისტორიაში უბრალოდ არაფერ შუაში ხარ თითქმის უცხო ადამიანი ხარ და მე უნდა გენდო ? შენ გესმის რომ მე ამ სიტუაციაში ვერავის ვენდობი -ემილი გაჩუმდი, მართალი ხარ თითქმის უცხო ვარ, არ მაქვს კითხვაზე პასუხი უბრალოდ არ შემიძლია შენგან შორს ვიყო და ვიცოდ საფრთხე გემუქრება,მენდე გთხოვ აქედან გავიდეთ და ყველაფერს აგიხსნი. თომა თვალებში ჩამაცქერდა,გაუცნობიერებლად სწრაფად ჩავიცვი და თომას რჩევით რამდენიმე საჭირო ნივთი და ტანსაცმელი ჩავყარე ჩანთაში -საბუთებიც აიღე მითხრა და საძინებელში ღია ფანჯარა დაკეტა,მზერა არეულ საწოლზე კოკას მაისურს გადაავლო და უცნაურად შემომხედა, საყვედურნარევი თვალებით , მეცნო ეს მზერა თითქოს თავი დამნაშავედ ვიგრძენი თვალი ავარიდე და უხერხული სიჩუმე დავარღვიე -მზად ვარ თომა ჯერ თვითონ ჩავიდა კიბეზე. გარეთ ჯერ შენ გადი მანქანაში ჩაჯექი და ნელა იარე, მეორე ქუჩაზე დამელოდე არ მინდა ერთად დაგვინახონ მითხრა და თვალით მანქანისკენ მანიშნა. უხმოდ დავემორჩილე და მანქანა ნელი მოძრაობით დავძარი, როდესაც მეორე ქუჩაზე გადავუხვიე შევანელე და შევჩერდი, რამდნეიმე წუთში თომაც მოვიდა კარი უჩუმრად გამოხსნა ღვედი გაიკეთა. -სავადმყოფოში წადი -შეგილიძლია ეხლა მაინც მითხრა რა ხდება, ასე გაურკვევლად როდემდე უნდა ვიყო ვუთხარი და გასაღები გადავატრიალე -ყველაფერს აგიხსნი ემილი, ლიზის ვესაუბრე, საფრთხე გემუქრება,მასაც საფრთხე ემუქრება რადგან ის არ უნდა გადარჩენილიყო მაგრამ გადარჩა, ორივე საფრთხეში ხართ. -ლიზის ელაპარაკე? რამის შევკივლე ისე ჩავეკითხე, ლიზიმ რამე გითხრა?? -კი ემილი ვესაუბრე სულ რამდნეიმე სიტყვა მითხრა მაგრამ ეგ უკვე მაშინებს ადგილზე აგიხსნი ყველაფერს ეხლა უბრალოდ მინდა მშვიდად მივიდეთ, მითხრა და ხელზე ხელი მომკიდა, წვრილი თითები ტუჩებთან მიიტანა და ოდნავ შეახო, სავადმყოფომდე არაფეროი უთქვამს უბრალოდ მთელი გზა ჩემი ხელი ეკავა ხელში და დროდადრო ვგრძნობდი როგორ უჭერდა თავის ძლიერ თითებს. თომას კაბინეტში შესვლისას კარი გადაკეტა და დაჯექი სკამზე მიმითითა. -პირველ რიგში არავის არავის არფერი არ უთხრა , აბსოლიტურად არაფერი ეხლა კი კარგად მომისმინე, დღეს ლიზისთან ვიყავი დილით, ისევ ისეთი შეშინებული და შოკირებულია , ველაპარაკებოდი მე არ დაგიმალავ და კიდევ ვფირობდი რომ ბევრი რამ შენი მონაყოლიდან შენი ძლიერ იფონით გამოწვეული იყო.. -თომაა რაა -გაჩუმდი და დამასრულებინე, გამაჩერა თომამ, ვფიქრობდი რეალობას გეუბნები ხომ არ გატყუებ ეს ისე უცნაურად მეჩვენებოდა ამაზე ლიზის ვესაუბრებოდი ჩემთვის ველაპარაკებოდი... საუბარი კარზე კაკუნმა გააწყვეტინა, თომამ კარი გააღო ექთანი მას პაცინტთან სასწრაფო გაყოლას სთხოვდა -ემილი აქ იყავი მალე დავბრუნდები, სასწრაფოდ უნდა ვნახო პაციენტი თავი უხმოდ დავუქნიე და სწრაფად გასულს თვალი გავაყოლე, ღმერთო რა ხდება გავიფიქრე და მობილურზე შემოსულ ზარს დავხედე -ხო კოკა ვუპასუხე -როგორაა ჩემი ანგელოზი? მომესმა კოკას ხმა და პასუხი არ დამაცადა ისე მომაყარა როგორ მოვენატრე უკვე. -ნორმალურად ვარ კოკა -შესვენებაზე გამოვდივარ შენი საყვარელი სალათი ხომ არ გვეჭამა პატარავ? -არა კოკა არ მინდა ვუპასუხე -ემილი დაგირეკავ და იცოდე უარი არ მიიღება მიყვარხარ მითხრა და დამემშვიდობა დერეფანში ნერვიულად დავდიოდი ,თომა არ ჩანდა ისევ რამდნეი წუთის მერე სწრაფი ნაბიჯით გამოვიდა პალატიდან -ემილი ოპერაციაზე შევდივარ მდგომარეობა გაუარესდა უბრალოდ დამელოდე და ლიზი მოვინახულოთ მითხრა და სწრაფადვე საოპერაციო ბლოკში შევიდა . არ მახსოვს რამდნე ხანს ველოდებოდი თომას, საოპერაციოდან გამოსვლას ,კოკას უკვე მესამე ზარზე და თხოვნახე უარი არ ვუთხარი, ექიმის სამუშაო მაგიდაზე დატოვებულ ტელეფონზე თვალი შევავლე და სმს დავუტოვე კოკასთან ერთდა გავდივარ ცოტა ხანს დამირეკე როგორც კი მოიცლი ,კარი გამოვხურე და უკვე საკმაოდ გამთბარ ქალაქში გავედი. -უამრავი ყვავილების თაიგულით ქონდა სავსე მანქანა კოკას, ეს ყველა შენია ყველზე ლამაზ გოგოს ყველაზე ლამაზი ყვავილები მითხრა და მაკოცა -კოკა, გავუღიმე რა მეშველებოდა შენს გარეშე ვუთხარი და მივეხუტე. უნებლიედ თავი დამნაშავედ ვიგრძენი კოკას წინაშე, იმის გამო რომ თომა ჩემში უცნაურ ემოციას იწვევდა და მაფორიაქებდა. -მოკლე თმა საოცრად მოგიხდა მითხრა კოკამ და წვენი მოსვა -ხო არა გავუღიმე მეც მომწონს ვიბროს ხმამ მობილურის არსებობა შემახსენა და სმს გავხსენი , თომასგან იყო "ლიზის მოკვლა კოკას სურდა" |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.