"ილიანი"
ი ლ ი ა ნ ი როგორც იქნა გავემგზავრე.. ბათუმი, მზე, ზღვა, ტალღები, ჩემი ზღვის სურნელი, ხმაური და გართობა. ჩემი და უკვე იქ მიცდიდა მეგობრებთან ერთად, მე მხოლოდ 5 დღით მომცეს უფლება მშობლებმა ჩემთვის ხომ ზღვა არ შეიძლებოდა. არაუშავს მთავარია აქ ვარ. უკვე ჩასული საყვარელ სურნელს ვისრუტავდი სანაპიროდან ნატალის ხმა რომ გავიგონე: -ნიააა აქ ვაართ, -სწორედ იმ დროს ამოდიოდნენ სანაპიროდან, ჩემი და სამულესთან და მეგობართან ერთად- წამო სახლიც აქვეა ჯერ ბუნაგი გაგაცნოთ შენ ზღვას მერეც ნახავ- და გაღიმებული ბინისკენ გამიძღვა, საღამოს გასეირნებას ვაპირებდით და მომზადებაც გვჭირდებოდა. როგორ ვიყავი მონატრებული საყვარელი ტალღების ხმა გამეგონა თუმცა ჯანდაბას ცოტასაც მოვითმენ. საღამოს შადრევანთან, ღამის კლუბებში, ცარიელ ჩაშავებულ სანაპიროზე ვისეირნეთ წვიმაში გავიწუწეთ და როგორც იქნა ღამის 4ზე სახლიც გავიხსენეთ. დაწოლილს იმის ნაცვლად დაღლილს ჩამძინებოდა ოცნება განვაახლე, მართალია შეყვარებული არ მყავდა, თუმცა მოწოდებით რომანტიკოს, რომელიც თეთრ ცხენზე ამხედრებულ პრინცს ელის ოცნება არ მიჭირს, არც იდეები მაკლია. როგორც იქნა ჩამეძინა თუმცა დილის 9ზე მაღვიძარა გაბმული გამკიოდა პირობა შეასრულე რა იმედითაც გამოგიშვეს და სანაპიროზე იოდი ჩაყლაპეო. ვინ იცის რა დამიჯდა ავმდგარიყავი და ჩამეცვა, მალე მშობლებს ვურეკავდი და ვატყუებდი უკვე ერთი საათია ვსეირნობ უბრალოდ გაღვიძება არ მინდოდა თქვენითქო. ჰმმ ამ ლაპარაკში მადისაღმძვრელი სამეზობლო დავლანდე, ღმერთო ამდენი სიმპატიური ერთად საიდან, ვეცადე არ შემჩნეოდა ისე გავიარე თუმცა ერთ-ერთი მწვანეთვალებას სიცილზე ლამის გავიყინე. - ხალხოოო რა გაძინეებთ, ბედი სადარბაზოსთან მოგვდგომია ადექით ჩაიცვით- მთელი ბინა ყვირილით მოვიარე თუმცა პასუხად მხოლოდ ჩემი დის ბურდღუნი გავიგე- მადლობთ მე დაკავებული ვარ. ასე იოლად ვინ შემეწინააღმდეგებოდა ამიტომ უკვე ნახევარ საათში სანაპიროს მივუყვებოდით და ირგვლივ ყველას ვათვალიერებდი. ცოტა ხანში პირსახოცზე გაწოლილი ჩემს წიგნში თავჩარგული მზეს ვეფიცხებოდი ჩემი დის ხმა რომ გავიგონე: - გოგონებოოო ახალი კინოფილმი “pretty Man”-და ჩაიცინა. მე და ნათია მაშინვე მივხვდით და წყლისკენ გავიხედეთ. დიდი ნერწყვის გადაყლაპვით თუ დახრჩობა არ გამოგიცდიათ ვერ მიხვდებით იმ დროს რა ვიგრძენი, წყლიდან ჩემი მწვანეთვალება ამოდიოდა აი ისე ფილმებში მთავარი გმირი რომ მოემართება, სველი თმის გვერდით გადაქნევით, შემდეგ ხელით გადასწორებით და ვითომ მკერდის გასუფთავებით წვეთებიდან, სინამდვილეში კი პრესს რომ ამარიაჟებენ. უკან მივიხედე პირღიამ ახლა რეჟისორი გამოხტება და გადაღებულიას იყვირებსთქო თუმცა მხოლოდ მოხითხითე ნათი შემრჩა ხელთ: - ნი დიდი ბუზები იცის აქო და პირი დამამუწია. აჰ კარგი იქნებოდა ჩემი თავისუფლება და ზღვით დატკბობა რომ არა უნივერსიტეტი, აგვისტოშიც კი. 3 დღეში ლექტორის ზარს რომ დავხედე ამოვიხვნეშე. ვიცოდი ან მორიგი თემა მქონდა დასამუშავებელი ან კონფერენცია ან რომელიმე კონკურსზე საბუთების გაგზავნა. მე ხომ გერმანია მოვლილი „გამოცდილი“ სტუდენტი ვარ. შევცდი. -ნია თსე-ში ერთ კვირიანი დაფინანსებული ლექციები ტარდება და შენ და ნათია უნდა გაგიშვათ გერმანისტები არ ყავთ, ამიტომ ამ მაილზე შენი მონაცემები გაუგზავნე და ორშაბათს თბილისში იყავი.- პასუხი შემატოვა და გამითიშა. მეორე დღეს ზღვას, მზეს, ჩემს მწვანევალებას უნდა შევლეოდი, თუმცა სხვა რა გზა მქონდა სადარბაზოსთან ნათიას და მის შეყვარებულს დაველოდე, თბილისში ერთად უნდა წავსულიყავით და ახალი ისტორიებისთვის მომზადებული უკან თავისუფლად წამოვიდრანცე. წინ იმედი მქონდა საინტერესო ერთი კვირა მელოდა... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.