შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ლელო (თავი 2)


13-03-2017, 22:59
ავტორი japara
ნანახია 2 358

თამაში დამთავრდა. მახოს და ქეთოს ენა არ გაუჩერებიათ. მაგათ რო გავხედე თვალები გადავატრიალე. ჩემს ამ რეპლიკაზე ალექსანდრეს გაეცინა.
- ვითომ უხეში გოგო. - გავხედე. ცალი წარბი გამომწვევად ავუწიე.
- ვითომ-ს გაჩვენებ ახლა. ადექი თორე ჩავრჩით დინამოზე ღამის თევით. - ქეთო და მახო ადგნენ და კიბისკენ წავედით. სკამებიდან რო გავედით და კიბეებზე ჩავდიოდით. ალექსანდრე გვერდზე მომიდგა.
- ცივი გოგოსავით იქცევი... - ზუსტად ვიცოდი. ახლა ჩემს კითხვას ელოდა, რომ ეთქვა ლექსზე, მაგრამ მე რისი მე ვარ ხალხს მოლოდინები რომ არ გავუცრუო. - გალაკტიონზე კიდე გიჟდები.
- იმედია ოდესმე კავშირს იპოვი.
- შენ დამეხმარები? - ხელი ჩამკიდა. მე უცებ გამოვაცურე და სამივეს გასაგონად ვთქვი - მოიცადეთ.
- დამთავრა უკვე!!! - ქეთევანი რისი ქეთევანია მე რო არ შემეწინააღმდეგოს. მიყვარს ეს ბატი ტასიკო.
- არა ქეთო! სანამ დღის მოთამაშეს არ დაასახელებენ არაფერი დამთავრებულა!- კომენტატორი:
- ჟურნალისტები პრესცნეტრში თუ შეიძლება... და ბოლოს. დღის მოთამაშედ დასახელდა... - დუმილი. - მერაბ კვირიკაშვილი! - ხტუნაობა დავიწყე და ახლაღა შევამჩნიე, დაძაბულობის გამო ხელი ალექსანდრეს მაჯაზე მქონდა ჩაბღაუჭებული. რო გავაცნობიერე დავიბენი, მაგრამ მაგას არასდროს ვიმჩნევ. ალეს სახე გაბრწყინებოდა. უკვე სახელსაც ვუმოკლებ? ღმერთო მგონი მართლა გოგო ვარ! ისეთი ბედნიერი თვალებით მიყურებდა. მე ხელი პირზე ავიფარე.
- უი ბოდიში. მოაჯირი მეგონა. - ცივად ვუთხარი და კიბეზე გზა გავაგრძელე. მივაძახე. - ხო გითხარი მეკოს დაასახელებენ-თქო! - კიბეები ჩამოირბინა და დამეწია.
- რატო იქცევი ასე?
- როგორ?
- ხვდები!
- იქნებ სხვა რაღაცას ვხვდები. გოგო ვარ, რა იცი თავში რა მომივა. - ჩემს ნათქვამზე მე თვითონ გამეღიმა. მიყვარს ჩემი ლაპარაკი.
- იმ სიტყვის დამთავრება არ მაცადე. ხელი რო ჩაგკიდე მეკოზე გადაიტანე ყურადღება და ... რას ნიშნავს ყველაფერს ნუ გააფუჭებ? - თვალები გადავატრიალე.
- რა მნიშვნელობა აქვს? უკვე მაინც გააფუჭე.
- რა გავაუჭე? - კიდევ კარგი ქეთოს არ ესმის ჩემი ლაპარაკი, თორემ ახლა ისეთ მკაცრ მზერას მტყორცნიდა, მზერასთან ერთად ხელსაც მტყორცნიდა თავში. ისინი წინ მიდიოდნენ.
- რა გააფიჭე და რაც იყო. თავისუფლად ვლაპარაკობდით, ვიქცეოდით, ვხუმრობდით და ვერთობოდით.
- მერე?
- მერე? მეტყვი მომწონხარო და მერე უნდა გვქონდეს ბანალური, არაფრისმომცემი ურთიერთობა. მერე ერთმანეთს შევეჩვევით და მეტყვი რომ გიყვარვარ, ან მე გეტყვი... აქედან კი ნამდვილი ჯოჯოხეთი იწყება. სულელ ადამიანებს გონიათ, ერთმანეთს ეკუთვნიან, გონიათ, რომ შეუძლიათ მეორეს დაუშალონ ვინმესთან მეგობრობა ან ყურება, მეტი ყურადღება მოსთხოვონ, ამის უფლება კი არავის აქვს. ჰგონიათ, რომ მეორეს გარეშე ვერ იცოცხლებენ. - თვალები გადავატრიალე. - მერე შენ რაღაცას მაჩუქებ და მე გამიხარდება. იმიტომ რომ ის რაღაც შენ თავს გამახსენებს. ბოლოს ერთმანეთი მოგვბეზრდება და სადღაა შენი სიყვარული? სიყვარული სათამაშოებში კი არა ქცევებშია. - სანდრო ყურადღებით მისმენდა, ამიტომ გადავწყვიტე არ გავჩერებულიყავი. - სიმართლე გითხრა, სულ არ მაქვს სურვილი, ვინმე მითხრას რომ ვუყვარვარ. - ამოვისუნთქე და გავიღიმე. - რამდენი რაღაცა ვთქვი.
- მივხვდი. - ისეთი სახით გავხედე ჩემს კითხვას მიხვდა. - შენ არც ნათქვამი მიყვარხარ გინდა და არც ნივთიერი ნაგავი, მაქსიმუმ 20 წელიწადში რომ გაქრება. - გავუღიმე. - შენ ის გინდა რაც სულ შენთან იქნება. უფროსწორედ შენში.
- მაგას უფრო ვაფასებ, მაგრამ მე არც ეგ მინდა.
- აბა რა გინდა? სინამდვილეში არც მე მინდა ვინმეს მივეჯაჭვო. მერწ ჯაჭვის გაწყვეტა მტკივნეულია. თუ არ გეტკინა ოდრსმე მაინც აგეწვება ნაკაწრები. - ჩუმად მივყვებოდით ბრბოს. მას გავხედე და გავუღიმე.
- მომწონს შენთან ლაპარაკი. ასე მგონია, შემიძლია გენდო.
- რა თქმა უნდა შეგიძლია. გპირ...
- მეზიზღება პირობები. ბოდიში.
- არ გინდა, ვინმემ პირობა მოგცეს, რომ ჯაჭვისგან დაგიცავს, უნდობლობისგან დაგიცავს და ეს პირობა შეასრულოს?
- ალექსანდრე...
- მაგხელა სახელს ნუ მეძახი. - გამიღიმა და ხელის ჩაკიდება დააპირა, მაგრამ გადაიფიქრა.
- ალე... -გამეღიმა- ჩვენ დედამიწაზე ვცხოვრობთ.
- იქნებ იმ ერთადერთმა შეასრულოს პირობა. - გავიცინე.- ეგრეც ვიცოდი.
- არ მითხრა, რომ შენ გჯერა.
- არა.
- მითხარი.
- რა გითხრა?
- შენზე. ის რისიც გჯერა... არა ის მითხარი რაც გინდა, რომ მითხრა.
- ეგ როგორ?
- მე ამაზე მინდოდა ლაპარაკი და გითხარი, ახლა შენც თქვი რაც გინდა. თუ გინდა ნურაფერს იტყვი. აა უი ხო... - წინ გადავუდექი. - თავში არც კი გაივლო, რომ ამ საუბარს კი არა, საუბრის თემას მამც ეტყვი ვინმეს. გაიგე? თორე მართლა რომანტიკოს იდიოტს ვგავარ.
- 30 წუთში ყველაში ყველაზე რეალისტ ადამიამად გამაცანი თავი. რომანტიკოსი კი რეალოსტი ვერ იქნება და ვერც რეალისტი იქნება რომანტიკოსი. - ისევ გვერდზე ამოვუდექი. მომწონდა, რომ არც ხელები გვქონდა ჩაკიდული და არც გადახველი. მხრებით ერთმანეთს მივწებებოდით. მას ხელები შარვლის ჯიბეებში ეწყო, მე კი ქურთუკისაში.
- ჩემი ჯერია. ვერ ვიტან პატხალიმ ხალხს. და რამდენი მყავს გარშემო?! სანდრო მიყვრხარ, ჩემი ძმა ხარ, ჩემი ერთადერთი, ყველაზე მეტად მიყვარხარ. არა ეს ბოლო მანადგურებს. მილიარდი კაცი ყველაზე მეტად რო გიყვარს. მარა მაგრა მკი*ია უკვე ყველაფერი. - გამეცინა.
- ქეთოს და კიდე ორის გარდა, ვინმეს რო უთხრა, მეკო ამდენს ფიქრობს ან ამდენი რაღაც აწუხებსო, ისე დაგცინებენ - გულოამად გამეცინა - ო ღმერთო! - სანდრომ თავი დამიჭირა და გაყინულ ცხვირზე ცხელი ტუჩებით ნაზად მაკოცა.
- მეკო...
- რა იყო?
- მ... არაფერი.
- ოხ ეს ბიჭები… - თვალები გადავატრიალე. - სულ არ იცი გოგოებთან მოქცევა.
- რას მერჩი?
- ნახევარი საათია ერთმანეთზე აკრულები დავდივართ და “ცხოვრების არსზე” ვლაპარაკობთ. - ამ სიტყვების თქმისას ხმა გოგოსავით დავიწვრილე. - ხოდა ამის მერე “მ” და არაფერიო ამბობ. რა იცი, რო ამ მ-ს მიყვარხარ-ის დასაწყისად არ ჩავთვლი, შენ ნომერს და გვარს არ გავიგებ და ტვინს არ მოგიხნავ? უწყინარი და საჭირო რჩევა ბიჭებს ჩემგან: გოგოებთან გარკბეულად და მკვეთრად ილაპარაკეთ, თორემ შეიძლება ისეთი რაღაც გაიგონ სულ რომ არ გფიქრიათ, თქვენს ყველა მოქმედებას დაუკვირდით თორემ ისინი მის უკან დამალულ ჩანაფიქრს ამოიცნობენ, რომელიც სინამდვილეში არ არსებობს და უბრალოდ აბსურდია. ორივე შემთხვევაში მაგარ შარში ხართ.
- კი მაგრამ… შენი მთელი ნალაპარაკებიდან გამომდინარე…
- იქნებ შენი დაკერვა იყო ჩემი ყველა სიტყვის მიზეზი? - თვალი ჩავუკარი. - გოგოებთან ფრთხილად საყვარელო. - ქეთოსკენ გავიქეცი და ხელი გადავხვიე. ალემ მახოს ხელკავი გამოუდი.
- გვრიტები მოვიდნენ.- აკისკისდა ქეთო. მეტიჩარა. არადა ასე არ იცინის.
- სუპერ-წყვილი. - მხარი აუბა მახომაც. რა ენაღვლება ბიჭს.
- მაგ ქაჯთან მაწყვილებ ბიჭო? იქამდე არ დავიჯერებ, რომ გოგოა სანამ დამამტკიცებელ საბუთს არ ვნახავ. - ქეთომ გაოცებულმა გადმომხედა. მაგას გონია გავწითლდები ან რამე.
- შე უბადრრუკო არსება. - რრ ძალიან გამოკვეტილად ვთქვი. ასუ უფრო მეტ ხიბლს ძენს. - მეტი დამამტკიცებელი საბუთი რა გინდა? მთელი მეორე თაიმი მკერდზე მიყურებდი, ხამო. - მახომ ბოლო ხმაზე გადაიხარხარა. რა თქმა უნდა გავაზვიადე. ერთი-ორჯერ დავიჭირე მისი მზერა მხოლოდ. ალემ ჩაახველა და თან ჩუმად ამოსძახა.
- უსირცხვილო.
- შენი ჭირი მე, ნუ ახველებ, ყველას გვესმის შენი დუდღუნი მაინც. და უსირცხვილოსა და უკპმპლექსოს შორის განსხვავება ისწავლე, შტერო. მე არ მაქვს კომპლექსი იმ ქმედებაში გამხილო, რაც რატომღაც გოგოებს რცხვენიათ, შენ კი არ გაქვს სირცხვილი, გოგოს ჯერ მკერდზე აშტერდები, მერე კიდევ ქაჯს ეძახი. - ენა გამოვუყე და მაღაზიაში შევირბინე. უკან მახო წამომეწია. ალე და ქეთო გარეთ დარჩნენ. - დიდი “კიტ-კეტი” თუ შეიძლება. - მოლარეს ვუთხარი ღიმილით. - ეგ არა. სულ სულ დიდი. ხო, 2,75-იანი. მადლობა. - ფული გადავიხადე და ორ ნაბიჯში მახომ გამაჩერა.
- დამელოდე. ორი “მარლბორო” თუ შეიძლება. - “მა-რ-ლბორო”? ყოველთვის მეგონა, რომ “მალბორო ერქვა”. მიუხედავად იმისა, რომ მისი შეკვრის სურათს ერთი პერიოდი მთელი სც. ქსელი დაკავებული ჰქონდა. გვერდზე ამომიდგა. - ქეთას რა უყვარს? ანუ…
- მაქსიმალურად რომანტიკული და თბილი იყავი. ბუნებრივი და უაზროდ არ იკაცო… ერთგული. - წინ გადავუდექი, როდესაც მაღაზიიდან გამოვედით. ისინი უკვე მოშორებით იყვნენ. - ერთი თვე ამას მისი უფროსი ძმა ვერ გეტყვის და მანამდე მე გეტყვი. იცოდე, რ აწყენინო… არა მის ძმასთან არ გაიქცევა, მაგრამ პირველს მე მეტყვის და დამიჯერე ამის გამოცდა არ გინდა. იმედი არ გაუცრუო.
- მემუქრები?
- ნუ მეკაცები გენაცვალე. ქეთო საუკეთესოს იმსახურებს. - თვალი ჩავუკარი. და იმათთან მივედი. მახომ ჯიბიდან ერთი “მარლბორო” ამოიღო და ძმაკაცს გადაუგდო.
- ო ღმერთო! - თვალები გადავატრიალე.
- სანდრიკ გოგო აგახიე. - ჩაიროხროხა მახომ.
- მაგ უტვინოს გოგო შენ იყავი თუ გინდა. მე არ ვარ.
- ჯერ. - ჩუმად ჩაიჩურჩულა და გაიღიმა. დებილი. მერე მე გამომხედა. - “მარლბოროსთან” პრობლემა გაქვს რამე სწერვუშკ? - ხმა ძალით დაიბოხა, ბიჭებმა რო იციან გარჩევების დროს.
- ნუ მეძაბები თუ ძმა ხარ რა… რა პრობლემა მაქ და მეზიზღება ეს ლაწირაკი ბიჭები სიგარეტგაყრილები რო დატასაობენ და თავი კაცები გონიათ. ფუი!- გავიღიმე.
- ვაფშე ბიჭი მეგობარი გყავს? ერთი მაინც. - ამაზე მე და ქეთევანმა იმხელაზე გადავიხარხარეთ.
- ხუმრობ ხო? ორად ორი დაქალი ყავს. არა გოგო მეგობარი ძალიან ბევრი მაგრამ. დაქალი 2. და ძმაკაცი არც იკითხო… - აკაკანდა ჩემი ბატი ტასიკო. ბატის კაკანი ვის გაუგია ისე?
- გოგოებთან არ მეგობრობ?
- თუ გოგოებში დრამატიკოს, სულელ, ემოციურ ან ძალით სარკასტულ, ძალით მოაზროვნე არსებებს გულისხმობ, რომლებსაც ყველაფრის თავი და ბოლო სიყვარუ”ლ”ი ჰგონიათ, არა. აი ჩემნაირ ქაჯებთან კი.
- ქაჯი ვარ გოგო მე? - გამომძახა ქეთომ.
- არა შენ გამოაკლისი ანგელოზი ხარ თუსს… - გავუღიმე. და ყურში ჩავჩურჩულე. - ქაჯი ხარ აბა რა ხარ. - ქუთომ თვალი ჩამიკრა. მე წინ წავედი. - წავედით.
- გაჩერებაზე ვართ. - სწერვულად მითხრა ალემ.
- აბა ვინ საით? - ტაში შემოვკარი და “კიტ-კეტს” ერთდროულად ორი ნატეხი მოვტეხე და პირში ჩავიტენე.
- ვა ვა… დიდი უყიდია. - ჩემკენ გამოიწია ალე. შოკოლადი უკან გავწიე.
- მარტო ჩემთვისაა. აბა ვინ საითთქო?
- მე ქეთას მერე რო ტი-ბი-სია იქ. მაგრამ ჯერ ქეთას…
- ხო ხო კარგი გავიგე. -თვალები ავატრიალე.
- მაგდენი ტრიალით თვალები გადმოგეყრება.
- შენ მაგდენი მიშტერებით. - ვუთხარი, როცა ვიღაცა გოგოს უკანალს თვალი გააყოლა და მართლა გულიტ გადავიხარხარე.
- ხო არ ეჭვიანობ?
- არა. მე შენზე? ამბიციური ბიჭი ხარ. - თავზე ხელი გადავუსვი და ხელკავი გამოვუდე.
- მე ნახალოვკაში მივდივარ. - შემომხედა როდის ვკითხავდი: “შენც მანდ ცხოვრობ”-თქო? მაგრამ ეს ხომ ისევ და ისევ მე ვარ. - მაგდენი კითხვა არაა მეკო საჭირო. ხო, მეც ნახალოვკაში ვცხოვრობ. - ოხ ქეთო ამოგაგლიჯავ ენას. 2 წუთიანი სიმშვიდე. გვრიტები ერთმანეთს უყურებდნენ. მე და ალე კიდე ერთმანეთს ვჩქმეტდით ხელებზე, უფრო ვპრწკენდით. - შენ სად ცხოვრობ?
- ჯერ მეუბნები “მეც” ნახალოვკაში ვცხოვრობ და მერე მეკითხები სად ვხოვრობ? უტვინო. - მახო და ქეთო ავტობუსში ავარდნენ.
- აბა ავო ლე ღეუნიონ პაიღ! - ფრანგულად მომაძახა ქეთომ. მისი საყვარელი კინოდანაა, თორე სად იცის ფრანგული. ავტობუსი დაიძრა თუ არა ალე ისევ მე მომიდგა, ხელი ჩამკიდა და მის ქურთუკის ჯიბეში ჩამადებინა.
- რაო? - შტერის სახით გამომხედა შტერმა სანდრომ.
- რაო და შეხვედრამდე წყვილოო, ფრანგულად. - გავუღიმე. - ალე, ეს ხელი…
- მაგრა მცივა, და გეხვეწები რა…
- ცივი ხელები მაქვს. - ისევ სწერვად გავხედე.
- გათბობ მერე რა გინდა რას მებუსხები და ეს ალე რა სახელია?- ამ მებუსხებიზე გამეღიმა. - და ან ძმა გყავთ, ქალბატონო?
- კი ბრატან. - ჩემს ასეთ მიმართვაზე გაეცინა. - 22 წლის სესტრიონკა-რუსკა და 6 წლის ანგელოზი- ნიკოლოზი, ნიკუშა. - ამ ვაჟკაცის ხსენებაზე გამეღიმა. ამ დროს ალეს მზერა ვიგრძენი და გავხედე. - თქვენ ვაჟბატონო?
- პატარა კაპასი, 9 წლის ანა, ჩემთვის ანიჩკა.
- გამაცნობ? - რა სისულელე ვთქვი! მაგრამ ბავშვები ისე მიყვარს… ყველა. ყველა პატარას მალევე ვუყვარდები. მეც მათთან თავს ისე ვგრძნობ, თითქოს არაფერი ცუდი არ არსებობს.
- უკვე ოჯახის გაცნობაზე გადახტი გოგო? სად გეჩქარება? - ეს მიმართვა ძალიან მომეწონა. გამაჟრიალასავით.
- ოო… შენ ხო ნორმალურად კაცი ვერ დაგელაპარაკება. ავტობუსი მოვიდა მალე…- ავედით მხოლოდ ერთი ადგილი იყო დარჩენილი. არ დავჯექი.რა თქმა უნდა არც ის… ავტობუსი წავიდა.
- დაჯექი ჰე…
- არა.
- რატო?
- ბოლო ადგილზე არასდროს ვჯდები.
- რატო?
- არ მინდა და იმიტო.
- რატო?
- რატო რატო… - გავაჯავრე. ისევ გაეცინა. - იმიტომ, რომ ვიღაცა ამოვა და მაინც უნდა დავუთმო, ან თუ ახალგაზრდა იქნება, თავი დამნაშავედ ვიგრძნო. - ავტობუსი უკვე გაჩერებული იყო. მოხუცი ამოვიდა და დაჯდა. -ხედავ? ახლა აქ რომ ვმჯდარიყავი სირცხვილით დავიწვებოდი. - ჩუმად ვუთხარი. რომ მოხუცს არ გაეგო
- ხო დაუთმობდი, რა აზრი აქვს?
- კი მაგრამ მაინც… 16 წლის ვარ და მთელი თბილისის ქუჩები რო დავტკეპნო ენერგია მაინც მექნება… არაფერს მიზავს, თუ ავტობუსში არ დავჯდები. ვინ იცის, როგორი დაღლილია ნებისმიერი ვინც აქ ამოვა. ხოდა თუ მუხლები არ მეკეცება ბოლო ადგილებზე არ დავჯდები.
- კარგი გოგო ხარ, შვილო. - გამიღიმა მოხუცმა. შემრცხვა. უფროსი როცა მაქებს, ვიწვი და თან ვამაყობ, მაგრამ მრცხვენია. არადა ვჩურჩულებდი, რატომ გაიგო? ისე გამოვიდა თითქოს თავს ვიწონებდი.
- მადლობა. - ღიმილით ვუთხარი.
- გაუფრთხილდი და მოუარე. - ხელზე მოეფერა ალეს.
- აუცილებლად. - ალემაც ღიმილით უთხრა და გამომხედა. რამე დავაშავე? გოგოსავით იქცევა მეკო გოგოლაძე! ახლა ამ წუთას იკამ, თორნიკემ ან გიორგიმ რომ დამინახონ სიცილით ჩაიფსავენ. (ჩემი ძმაკაცები). ჭარხალი მონაგონია. შავში გარდამავალი შინდისფერი მადევს, ზუსტად ვიცი. ავტობუსი ისევ გაჩერდა და ბევრი ადამიანი ჩავიდა. ალე სკამზე დახტა და მის გვერდითა სკამზე ხელი დაატყაპუნა.
- დაბრძანდით, ქალღმერთო. - ამაზე, რეაქცია მექნებოდა (უხეში რა თქმა უნდა) რომ ვუსმენდე. უცებ ცუდი წინათგრძნობა გამიჩნდა და სახე შემეჭმუხნა. - მოხდა რამე? - ტელეფონს ხელი ვტაცე და დედაჩემს დავურეკე.
- დედა, ნიკუშა როგორაა?
- აბა მე რა ვიცი? არ ვარ სახლში.
- რაღა თქმა უნდა! პატარას ამხელა სიცხე აქვს და ერთი დღით ვერ მოიცალე?
- შენ სად ხარ? რუსკა?
- ერთადერთხელ დავტოვე ასეთ დროს. თამაშის გამოტოვება არ მინდოდა და პირველად მივეცი ჩემს თავს უფლება… რუსკასთანაა. მაგრამ შენ დედა ხარ. კიდევ ერთხელ რომ მკითხოს დედას რატომ არ სცალ…
- ნუ წუწუნებ მეკო! მე ასეთად არ გამიზრდიხარ.
- მართალია, შენ არ გაგიზრდივარ, არც ასეთად არც ისეთად. ბებომ გამზარდა! და მამამ! ცოდოა ნიკ… - გამითიშა. ტელეფონი ჯიბეში ჩავიტენე. ახლაღა მივხვდი, ვიჯექი და ალეს ხელზე ხელს ისე ვუჭერდი მე მტკიოდა.
- ნიკუშას შენ ზრდი? - თავი დავუქნიე. - ბოდიში უტაქტო კითხვა…
- იცი, 6 წლისაა და ყველაფერს ხვდება. ერთხელ იცი რა მკითხა? დედას თუ არ ცალია, რატომ გამაჩინაო? - ლოყაზე ცრემლი ჩამომიცურდა და თავი მხარზე დავადე. - არადა მასთან დედაზე ცუდს არასდროს ვამბობ. პირიქით სულ ვაქებ და ვაყვარებ. ვეუბნები როგორ უყვარს დედას, მე მაინც ხომ უნდა ვუთხრა. მასთან ერთად ოთახში კი არა, სახლშიც კი ვკრძალავ დედაზე ცუდის თქმას, თუნდაც ეძინოს… მას მაინც უყვარდეს ის ძ… დედა. - ამოვიხვნეშე.
- ის “მ” რომ ვთქვი და არ დავამთავრე…
- ხო…
- მე შენნაირი არავინ შემხვედრია-თქო უნდა მეთქვა. - გამეღიმა და ცრემლი მოვიშორე.
- მეკო შენ კარგი ადამიანი ხარ. და საოცრად ძლიერი.
- არა. არ ვარ ისეთი ძლიერი, როგორიც უნდა ვიყო. ნიკუშას ჭირდება…
- არა! შენ ძლიერი და კარგი ხარ. - ლოყაზე ვაკოცე და შუბლით მივეყრდენი.
- მადლობა. - ჩუმად ჩავჩურჩულე. - ჩავდივართ. - ჩემ ასახვევს ნელა ავუყევით. ხელები ჩაკიდებული არ გვქონდა. ზოგადად ნელა მიყვარს სიარული და არც ის მასწრებდა. ჩემი ეზოდან ხმა გამოდიოდა. ალეს ხელი დავავლე და გავფითრდი. შემცივდა. ასე როდის აცივდა? ვიყინებოდი. ძარღვებში სისხლი აღარ იყო, გავბრუჟდი. - მითხარი, რომ მეჩვენება. - სასწრაფოს ხმა. - ჩქარი ნაბიჯით ეზოს მივუახლოვდით. სასწრაფო ჩემს სადარბაზოსთან იდგა.
- მეკო… შეიძლება სხვა…
- მიშველე. - გათეთრებულმა გამოვხედე ალეს. - ალე, მიშველე. - ჩამეხუტა.
- ყველაფერი კარგად იქნება, გაიმეორე. შეიძლება სხვასთანაა. გაიმეორე!
- მე… უნდა წავიდე ალე… მე ჩემი პატარა უნდა ვნახო. ალე. - ადგილს ტყვიასავით მოვწყდი და სადარბაზოში შევვარდი. “ყველაფერი კარგად იქნება. ყველაფერი კარგად იქნება…” ვიმეორებდი გულში. მეექვსეზე როგორ ავედი ღმერთმა იცის, ფაქტია ლიფტს არც კი დავლოდებულვარ, ღილაკს მივაჭირე, მაგრამ გავიქეცი…
კარები ღიაა. ღმერთო! ისინი აქ არიან. შევვარდი. ნიკუშა დივანზე იყო მიწვენილი და რაღაცას დუდღუნებდა, ექიმები სინჯავდნენ, რუსკა კი თავზე ხელდაწყობილი ადგა მათ. მივუახლოვდი. ნელა და ჩუმად. ნიკუშა დუდღუნებდა. მე მეძახდა. დედას კი არა მემეს ეძახდა. ჩემი მემე სადააო? ექიმებს ეკითხებოდა. სულელი! მივვარდი. მის ფეხებთან დავჯექი.
- მემე მოვიდა პატარავ… - ხელი ჩამკიდა. თვალებზე ცრემლები მაწვებოდნენ, მაგრამ არ ვუშვებდი. თვალები არ ამვსებია ცრემლებით, არც გადმომვარდნია, არც ავწითლებულვარ, უბრალოდ ვიღიმოდი. ნიკუშას ჩემს ცრემლს როგორ დავანახებ?
- ჩემი მემე. - გამიღიმა და ხელი ჩამკიდა. ექიმს გავხედე. თვალებით ვეხვეწებოდი და თან მის პატარა ხელს ცერა თითით ვეფერებოდი.
- ხომ კარგად იქნება? - ნიკუშას ამ კითხვის შეეშინდა და გამომხედა. ეს გამოხედვა გულს მიკლავდა. - სუპერ-გმირს ბევრი ადამიანი ჰყავს გადასარჩენი და ავად ყოფნისთვის არ სცალია. - ავუხსენი ექიმებს. პრინცს გავხედე. - ასე არაა? - ღმერთო, როგორ მინდოდა ხელში ამეყვანა და გულში ჩამეკრა, მაგრამ ექიმი სინჯავდა და… ჩემი პატარა.
…….
დავამატებ, რომ დედის გამართლება არ სცადოდ არც თბილი არაა ბავშვებთან :დდ შემიფასეთ ძაან გთხოვთ :)



№1  offline წევრი japara

MoonLady
წყალივით მიდის, ძალიან სწრაფად იკითხება და სიუჟეტიც სწრაფად მიდის. მომწონს.

მადლობა მადლობა bowtie heart_eyes

 


№2  offline მოდერი ენემი

კარგია ველოდები მომდევნოს. დედის გამართლებას არც კი ვაპირებ ეგეთები დედის დაძახებას არ იმსახურებენ, ვერც კი ვხვდები როგორ შეუძლია ავად მყოფი შვილი მარტო დატოვოს?! უმსგავსობაა ისინი შვილებს არ იმსახურებენ :/ imp imp

 


№3  offline წევრი japara

baby girl for everyone
კარგია ველოდები მომდევნოს. დედის გამართლებას არც კი ვაპირებ ეგეთები დედის დაძახებას არ იმსახურებენ, ვერც კი ვხვდები როგორ შეუძლია ავად მყოფი შვილი მარტო დატოვოს?! უმსგავსობაა ისინი შვილებს არ იმსახურებენ :/ imp imp

Xo ai mec arasdros mesmoda egetebis da magito chavtene sadghac mara ravici ra moxdeba dedamisze

 


№4  offline აქტიური მკითხველი La-Na

რომ არ დაგემატებია ისედაც ჩანს რა უსინდისოა.ბოლოს ამეტირა.კარგია
--------------------
ლანა

 


№5  offline წევრი japara

La-Na
რომ არ დაგემატებია ისედაც ჩანს რა უსინდისოა.ბოლოს ამეტირა.კარგია

ძაან მახარებს ასეთი შეფასებები heart_eyes მადლობა ძაან დიდი heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent