შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ძველი პიანინო - 6


14-03-2017, 01:15
ავტორი Lex
ნანახია 1 622

6.
ფიფო ცოფებს ყრიდა. სამსახურშიც უამრავი პრობლემა დაუგროვდა. რამდენიმე გაუხსნელი საქმე კისერზე აწვა, ცალკე უფროსობა აჩქარებდა, ცალკე მიმის უპასუხისმგებლობაზე ეშლებოდა ნერვები. მიუხედავად დატვირთული მუშაობისა, მაინც მოახერხა და ოთხჯერ მიაკითხა სახლში, სამსახურშიაც გაუარა, რადგან მობილურის ზარებს არ პასუხობდა, სახლის ტელეფონზეც ბევრჯერ დაურეკა...
„ამხელა გოგო სახლიდან გადის და ერთს არ დაიბარებს სად მიდის... ტელეფონის აღებასაც კი არ კადრულობს!“... ფიქრი შემოსულმა თანამშრომელმა გააწყვეტინა, ახალი მკვლელობის ამბავი ისეთი მხიარული სახით აუწყა, რომ ფიფომ გაიფიქრა ნეტა რა უხარია ამ უბედურსო...
დანაშულის ადგილზე მისულს მიმიმ დაურეკა, ერთად ვისადილოთო. ფიფო სიხარულისგან ადგილს ვერ პოულობდა, ერთი სული ჰქონდა როდის გაეცლებოდა იქაურობას.
მეგობართან ვიყავი, მეგონა ტელეფონი დავკარგე და თურმე მანქანაში სკამის ქვეშ ჩავარდნილაო - მიმიმ პატარა ტყუილით მოახერხა თავის დაძვრენა.
ფიფო ცოტას უბღვერდა, მაგრამ თვალები ბედნიერებისგან უბრწყინავდა, მიმის ეს არ გამოპარვია და თავისთვის ეშმაკურად ეღიმებოდა.
- შენ არასდროს არ მკითხულობ, არც კი მირეკავ, სულ მე ვაქტიურობ... დღეს კი რაღაც მოხდა ხომ?.. როგორც იქნა, გაბედე და მომიკითხე... - ბურდღუნებდა ფიფო
- რავიცი, სულ შენ მასწრებ ხოლმე დარეკვას. ისედაც ვიცი როგორი სამუშაო გაქვს, ზედმეტად არ გაწუხებ - თავს იმართლებდა მიმი
- ალბათ ძაან მიგაჩვიე... იქნებ თავიც შეგაწყინე?
- დღეს თავისუფალი დრო მაქვს, მინდოდა შენს სამსახურში გამომევლო, მაგრამ თავი შევიკავე... რატომღაც ვიფიქრე, რომ...
- მერე მოსულიყავი, ჩემს თანამშრომლებს გაგაცნობდი
მიმის გაეღიმა:
- ახლაც ალბათ საინტერესო საქმეს მოგწყვიტე.
ფიფომ თავი გადასწია უკან და დაღლილი ხმით წარმოთქვა:
- საკმაოდ რთული და კი საინტერესოც არის, რა თქმა უნდა... - საუბარი ტელეფონის ზარმა გააწყვეტინა, უფროსობა იბარებდა, სასწრაფოდ სამსახურში უნდა დაბრუნებულიყო.
ფიფო მოიღუშა, მიმის დატოვება არ უნდოდა, ძლივს როგორც იქნა მიმიმ დაურეკა და თავად შეათავაზა გასეირნება, თანაც მთელი დღე თავისუფალი ჰქონდა - „წავა ახლა დაქალებში ჩაჯდება და ტელეფონსაც არ აიღებს... მე კი ნერვები უნდა ვიშალო“...
მაგრამ ფიფო ძალიან გაახარა მიმიმ სამსახურში წაყოლა რომ შესთავაზა. სიამაყით ჩაატარა დერეფანში და თავის კაბინეტში შეუძღვა. გრძნობდა რამდენი წყვილი თვალი შურით უყურებდა.. მიმის შემხედვარე, რამდენი გასკდებოდა შურით.
მიმი ფიფოს სავარძელში მოკალათდა:
- ესე იგი აქედან იძლევით ბრძანებებს, ბატონო ფიფია!..
რამდენი ხანია უკვე ერთმანეთს იცნობდნენ და არასდროს დაინტერესებულა მისი საქმიანობით. იყო რაღაც ზღვარი მათ შორის, უხილავი და შეუცნობელი. თითქოს ერთად იყვნენ და მაინც არსებობდა რაღაც ისეთი სიშორე, რომელიც ახლოს მისვლის უფლებას თითქოს უზღუდავდა. როცა ამ დროს სულ რამოდენიმე წუთის გაცნობილ მხატვართან ბევრად უფრო მეტი სიახლოვე იგრძნო ვიდრე ფიფოსთან... რაღაც უნდა შეეცვალა, რა ფასი ჰქონდა ასეთ მეგობრობას, როცა რაღაც დაფარული იქნებოდა მათ შორის, იქნებ მართლაც მის მიერ აღმოჩენილი სადარბაზოს უჩინარი ბინადარი საშიში ბოროტმოქმედია... თანაც მიმის უკვე სახეზეც კარგად იცნობს... ხომ შეიძლება რომ...
არა, უნდა მოეყოლა... რადაც არ უნდა დაჯდომოდა უნდა როგორმე ისე შეეპარებინა ეს ამბავი, რომ ფიფოს მაინდამაინც არ სწყენოდა.
- შეიძლება გკითხო, იმ დღეს როდესაც პირველად გნახე..
- სადარბაზოში რომ თავს დაგესხით ის ამბავი გაინტერესებს? - სიცილით უთხრა ფიფომ - არა მაინც როგორ არ შეგეშინდა?.. მარტოს იქ რა გინდოდა?..
- ხომ მოგიყევი?.. - გაბღუზული ხმით უთხრა მიმიმ. ფიფომ ღიმილით დაუქნია თავი. მიმიმ განაგრძო:
- ჰოდა ახლა შენი ჯერია, შენ მომიყევი რა ხდებოდა და ვის დასდევდით ასე გაშმაგებულნი?
ფიფომ სიტყვის თქმაც ვერ მოასწრო, რომ ისევ ტელეფონის ზარი... დამნაშავე ბავშვივით წარბშეკრული უსმენდა უფროსობის საყვედურს, მერე კი შეწუხებული სახით მიმის მიუბრუნდა:
- მოდი ჯერ ახალ საქმეს მივხედავ და იმას მერე მოგიყვები კარგი?
- გინდა მეც დაგეხმარები?
- აუცილებლად! აბა უშენოდ არაფერი გამომივა. - ფიფოს ხმაში ირონიაც იგრძნობოდა.
მიმის გულიანად გაეცინა...

LEX·2016 წლის 23 აპრილი, კვირა.



№1  offline წევრი Niioo

აუუუ… რა კარგია, მიყვარს შენი ისტორიები

 


№2  offline წევრი Lex

გმადლობთ, ეს ჯერ კიდევ იწერება და როდის ან როგორ დავამთავრებ არ ვიცი :)
--------------------
Lex

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent