შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ქუჩის სამოთხე (მეხუთე თავი)


14-03-2017, 12:44
ავტორი La Llorona
ნანახია 1 788

- წამო ჩვენ გავიდეთ. მითხრა დამიანემ და გარეთ "გამათრია".
- შენი აზრით, გავიმარჯვებთ? ვკითხე და მის მკერდს დავაკვირდი. მშვიდად ადიოდა და ჩადიოდა. მიწაზე დაჯდა და მეც თავის გვერდით მომისვა. მხარზე მიმიხუტა და უსასრულობას გახედა. ცხელი სუნთქვა მეფრქვეოდა და გული წამში ათასჯერ ცემდა. ესმოდა, დარწმუნებული ვარ ესმოდა ჩემი გულის ხმა და მისი გული ცდილობდა ჩემთან ერთად ეფეთქა. გახურებული ტუჩები საფეთქელზე მომაკრო და ცხელი კოცნა დამიტოვა. პასუხს ველოდი, მაგრამ არ ჩანდა. ამოვიოხრე.
- მე მჯერა, რომ გავიმარჯვებთ. ერთად გავიმარჯვებთ და ბედნიერები ვიქნებით, რა თქმა უნდა ერთად. ხო, ერთად მე, შენ, ქეთა, დათა, თამარი და თოკო. მთავარია ერთმანეთი გვყავს და გავიმარჯვებთ თუ არა ეს ბევრს არაფერს წყვეტს. ხელები წელზე შემომაჭდო და კალთაში ჩამისვა.
- მაგიჟებ. ამოიოხრა და თავი ჩემს თმებში ჩამალა. ვდუმდი, ყველაზე მარტივი გამოსავალი დუმილია, ყველაზე ლაჩრული დუმილია, ყველაზე ტკბილი დუმილია, ყველაზე მწარე დუმილია, მაგრამ მაინც ყველაზე მარტივია.
- წამოდი,, ჩალაგდით და წავიდეთ სადაც გინდათ. მითხრა და შუბლზე მაკოცა.
- დღესვე? აღმომხდა.
- ხო, დღესვე. გამიღიმა და საფეთქელზე კიდევ ერთხელ მაკოცა. ტანში დამიარა და ამის დასაფარავად წამოვიკივლე.
- აააააა, მაგარია. კისერზე ჩამოვეკიდე ბიჭს. შემდეგ, მოვშორდი და გოგოებს მივახტი.
- დღესვე მივდივართ. ერთ ხმაში ვკიოდით და მომავალ დასვენებაზე მაჟრჟოლებდა.

***
- არ არსებობს სვანეთში ვართ. ჩავიჩურჩულე და გოგოებს მივეხუტე.
- რა ბედნიერებაა, ოცნება ამიხდა. იკრიჭებოდა ქეთა და თვალებით შეყვარებულს ეძებდა.
- ქეთა, გაბრაზებულია, წადი და დაელაპარაკე. ვუთხარი და ღიმილით მოვემზადე მისი ბუზღუნის მოსასმენად იმის შესახებ, რომ ამას ვერ გააკეთებს თავისი პრინციპების გამო. შევცდი, სასიამოვნოდ შევცდი. უხმოდ გავიდა დათას მოსაძებნად.
- მეც წავალ. თამომ მითხრა და გავიდა. საწოლზე დავემხე. ქეთამ სიყვარულის გამო პრინციპებს გადააბიჯა. ნეტა მეც ასე მოვიქცეოდი? ალბათ, კი. ყოველთვის მჯეროდა, რომ სიყვარული არსებობს და თეთრ ცხენზე ამხედრებულ პრინცზე ვოცნებობდი. სისულელეა, მაგრამ ასეა. ვფიქრობდი როგორ მოვიდოდა და ხელზე მაკოცებდა, ვარდებს მომიტანდა და ერთად როგორ ვიცხოვრებდით. ეხლა ვიცი, რომ ცხოვრება ზღაპარი არაა. ცხოვრება ბევრ განსაცდელს გვიმზადებს და გულის სიღრმეში ვიცით, რომ ცხოვრების გამოცდა აუცილებლად თავს მოგვევლინება. მაგრამ მაინც უტეხად გვჯერა, რომ ყველაფერი კარგადაა. ერთ დღეს კი ქარტეხილი დაგვატყდება თავს. დავკარგავთ საყვარელ ადამიანებს, სახლს, ოჯახს, მეგობრებს, ჩვენ კი ვერ ვუძლებთ. მხოლოდ ძლიერებს შეუძლიათ გაუმკლავდნენ ცხოვრების გამოცდას და სულიერად არ გატყდნენ.დედა მენატრება, ტკივილამდე მენატრება, მაგრამ მისი დაბრუნება არ შემიძლია. არ შემიძლია მისი ღიმილის, ტკივილის დანახვა. არადა ძალიან მინდა ახლა აქ იყოს და უყურებდეს როგორ ვეკეკლუცები დამიანეს. ზოგს ამის შერცხვებოდა, მაგრამ მე არა. ბედნიერი ვიქნებოდი ეყურებინა თუ როგორ ვიბნევი დამიანეს შეხებისას, კისერში და შუბლზე კოცნისას. დამიანესთან ურთიერთობა მაფრთხობს ჯერ ამისთვის მზად არ ვარ. თან დარწმუნებული ვარ, რომ არ მიყვარს. უბრალოდ მსიამოვნებს მასთან ყოფნა და სულ ეს არის. დარწმუნებული ვარ, რომ ის "ის" არ არის. გაურკვლობაში ვარ და ეს საშინლად არ მსიამოვნებს. აუცილებლად უნდა დაველაპარაკო დამიანეს, ისე გამოდის თითქოს მე მას გუგას დასავიწყებლად ვიყენებდე და ეს ერთი მხრივ ასეცაა, მაგრამ დამიანესთან ძალიან კარგია. ის თბილი და "ტკბილია". დასვენება მჭირდება ცოტა ხანი, თორემ თავის ქალა ამეხადა.
- რაზე ფიქრობ? ბოხი ხმა გავიგონე და დამაჟრჟიალა.
- რაზე არა ვისზე. ღიმილით ვუპასუხე. ცოტა მივიჩოჩე და ჩემ გვერდზე ხელი დავკარი, იმის ნიშნად, რომ დამჯდარიყო.
- მაშინ ვისზე? ეშმაკურად გამიღიმა და ცხელი სუნთქვა მომაფრქვია.
- შენზე. გულრწფელად ვუთხარი და თავი მკერდზე მივადე. გული ძალიან სწრაფად უცემდა.
- ეგ კარგია. მითხრა და მიმიხუტა. ცხვირი მკერდზე გავუხახუნე და კისერში სველი კოცნა დავუტოვე.
- ნუ ცუღლუტობ და დაიძინე. ადგომა დააპირა, მაგრამ ხელი ჩავავლე და ადგილზე დავაბრუნე.
- ერთად დავიძინოთ, გთხოვ. კატის თვალებით შევხედე და გულ-მკერდზე უფრო მივეკარი.
- ჩემი ციცქნა. მითხრა და თვალები დახუჭა. მეც მივბაძე. წეღან ვამბობდი ყველაფერს ვეტყვი-მეთქი. მაგრამ ეხლა რას ვაკეთებ? მასთან ერთად ვიძინებ. არასწორი საქციელია, მაგრამ როცა რამე ძალიან გსიამოვნებს ვერ ეწინააღმდეგები. მორფეოსის სამყაროში როგორ გადავეშვი ვერ მივხვდი.
დილით გოგოების შემოვარდნამ გამაღვიძა. თავი ცუდად ვიგრძენი იმის გამო, რომ დამიანე ჩემს საწოლში არ დამხვდა. უკმაყოფილოდ ამოვიფრუტუნე და მოფხუკუნე გოგოებს დავუბღვირე.
- რა? უცვოდველი სახე მიიღო ქეთამ და გვერდით დამისკუპდა.
- აბა როგორი იყო? მკითხა თამარიმ. გაოცებისგან პირზე ხელი მივიფარე, შემდეგ კი გადავიკისკისე. გოგოები დადებილებულები მიყურებდნენ და მოუთმენლობით მიცქერენ. ძლივს ამოვისუნთქე.
- თქვენ გგონიათ, რომ მე და დამიანე ერთად ვიწექით? ძლივს შევეკითხე და მათი დახრილი თვალების დანახვისას კიდევ ერთხელ გადავიკისკისე და დაღლილი საწოლზე გავწექი. გახსენებისას ისევ გადავიკისკისე და თავი ქეთას მივადე.
- ჩემი ბატები ხართ თქვენ. გავუცინე და თავი ბალიშზე დავდე.
- აბა? ამოიბიზღუნა თამარიმ.
- მხოლოდ გვეძინა ერთმანეთზე გაწოლილებს. დებილივით გავიღიმე და ჭერს ავხედე.
- ჩვენი ნინუცა შეყვარებულია. გოგოები ხმაში აკისკისდნენ და მეც ამიყოლიეს.
- არ ვიცი, არამგონია. შეპარვით ვუთხარი და თავი ბალიშში ჩავრგე.
- დაბნეულობა ჩვეულებრვი მომენტია, მეც ეგრე ვიყავი. ქეთამ ხელი ჩაიქნია და ჩამეხუტა.
- თამო შენ? ვკითხე და მოვემზადე როდის დაგვახტებოდა თავზე. მაგრამ ჰოი საოცრებავ გვერდიდან მშვიდად მოგვიწვა და ბავშვობის მოგობებების გახსენებას მოვყევით.
- გოგოებო წამოდით ჭამეთ. დათა შემოვიდა და სამზარეულოში გაგვყარა.
-მმ, რა გემრიელი სუნია. ამოილაპარაკა თამომ და მაგიდას "მიახტა".

***
- სიქსტეპი, ვინდმილი, სიქსტეპი, ქაfი გაინდერი, ვინდმილი, სვრისტეპი და სტოპ. ეგ არის, ყოჩაღ ბავშვებო. დამიანემ გვითხრა და გაგვიღიმა. დაღლილი იატაკზე მივესვენე. სვანეთში დარბაზის პოვნა ძლივს მოვახერხეთ, მაგრამ შევძელით.
- დაიღალე? გვერდზე დამიანე მომიჯდა და თავი კალთაში ჩამიდო. ირგვლივ მიმოვიხედე და ვერავინ შევამჩნიე. ბიჭი ჩემს ჩანაფიქრს მიხვდა და ირონიულად გაიცინა. დაუფიქრებლად თმებში ხელი შევუცურე და თამაში დავიწყე. ჩვენს ურთიერთობას სახელი არ ერქვა და ეს ორიგინალურობა მომწონდა, თან მაშინებდა. დამიანე ძალიან თბილია და ამავდროულად უხეში. თვალები დახუჭა და ხელები წელზე მომხვია.
- მძიმე ხარ. გავუცინე და უკეთესად მოვკალათდი.
- ადგილები გავცვალოთ? ეშმაკურად გაიცინა.
- კი. წამოვიყვირე და ავდექი. ვაცალე როდის დაჯდებოდა დამი და თავი კალთაში ჩავუდე, ხელები წელზე მოვხვიე როგორც მან და თვალები დავხუჭე.
- წამოდი, სადღაც უნდა წაგიყვანო. მითხრა და ამაყენა. ხელი ჩამკიდა და სირბილით წავიდა. მეც შეძლებისდაგვარად მივსდევდი.
- დავიღალე. გავაჩერე და ვუთხარი.
- ცოტა დარჩა და მერე დაისვენებ. არ გაჩერებულა ისე მითხრა. ხუთ წუთში მართლა გაჩერდა და გვირილებით სავსე მინდორში დამაჯინა. ირგვლივ ყველაფერი ლამაზი იყო. მთები ჩანდა, "მწვანე მინდორი თეთრი კოპლებით" კი საუკეთესო იყო. დამიანეს მივახტი და მინდორზე გადავაწვინე, ხელი ჩამკიდა და ცალი ხელით გვირილა თმებში გამიკეთა.
- ულამაზესი ხარ.

ქუჩის სამოთხე (მეხუთე თავი)


ძალიან დიდი მადლობა ყველას ვინც კითხულობთ და კიდევ უფრო დიდი მადლობა მათ ვინც საკუთარ აზრს აფიქსირებს. ყველა მიყვარხართ. შეიძლება ხვალ ვერ დავდო რადგან სკოლა იწყება და როცა მოვახერხებ აუცილებლად ავტვირთავ



№1  offline აქტიური მკითხველი nawkas12345

Aainteresoa Ras gaaketeb momavalshi
Moutbenkad veli

 


№2  offline აქტიური მკითხველი La Llorona

nawkas12345
Aainteresoa Ras gaaketeb momavalshi
Moutbenkad veli

მადლობა და ვნახოთ რას გავაკეთებ ❤❤
--------------------
M.D

 


№3  offline მოდერი ენემი

საოცრებაა დამიანე <3 მაგარი ცეკვა გამოვა heart_eyes

 


№4  offline აქტიური მკითხველი La Llorona

baby girl for everyone
საოცრებაა დამიანე <3 მაგარი ცეკვა გამოვა heart_eyes

ცეკვის არ ვიცი, მაგრამ დამიანე მართლა საოცრებაა ❤
--------------------
M.D

 


№5  offline აქტიური მკითხველი La-Na

კარგია.მაგრამ ცოტა რომ დაწვრილებით დაწერო არა?უფრო მაგარი გამოგივა და ცეკვაზე გაამახვილო ყურადღება
--------------------
ლანა

 


№6  offline აქტიური მკითხველი La Llorona

La-Na
კარგია.მაგრამ ცოტა რომ დაწვრილებით დაწერო არა?უფრო მაგარი გამოგივა და ცეკვაზე გაამახვილო ყურადღება

მადლობა, შევეცდები ყველა შენიშვნა გავითვალისწინო
--------------------
M.D

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent