შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დაუჯერებელი 'თავი 8'


14-03-2017, 13:40
ავტორი ტომაჩკა
ნანახია 3 707

თავი 8

დღეს ჩემი ოცდამეორე დაბადების დღეა, დილიდან კარგ ხასიათზე ვარ, ვიღებ საჩუქრებს ნათესავებიდან და მიხარია, ჩემ ძმებს რათქმაუნდა ჯერ არაფერი უჩუქებიათ, თუმცა ვიცი საღამომდე მაჩუქებენ, უნივერსიტეტში ვარ, რადგან ორშაბათია, ანანოსთან ერთად ვზივარ ლექციებზე და ყურადღებით ვუსმენ როდესაც მობილურზე მესიჯი მომდის
-გილოცავ დაბადების დღეს ვიქტორია-მესიჯი ლაზარესგანაა, სწრაფად ვუბრუნებ მადლობის მესიჯს და ისევ განვაგრძობ ლექციის მოსმენას, თუმცა ჩემ ტელეფონზე კვლავ მესიჯი მოდის
-ლექციებს რომელზე ამთავრებ?-მესიჯი კვლავ ლაზარესგანაა
-ნახევარ საათში, რა ხდება?-ვუბრუნებ სწრაფად მე
-გარეთ გელოდები-მწერს და მიკვირს, რატომ მელოდება გარეთ? მართალია გუშინ ვნახე მაგრამ გასაგებად ვუთხარი რომ ჩვენს შორის არაფერი გამოვიდოდა, მითუმეტეს იმისა რომ ძალიან მომწონს, პასუხს აღარ ვუბრუნებ, თუმცა ლაზარეზე ფიქებში ისე ვერთობი სულ მავიწყდება ლექციაზე რომ ვარ, ნახევარი საათი ისე იწელება, თითქოს მთელი საუკუნე გავიდაო, როგორც კი ლექცია სრულდება ანანოსთან ერთად გარეთ გავდივარ.
-ლაზარე მელოდება, არვიცი რა საქმე აქვს, თუმცა 10 წუთში დავასრულებ აქ თუ დამელოდები-ყელს ვიწელავ მუდარის ნიშნად და ანანოს იქვე ვტოვებ, სწრაფად მივდივარ ლაზარეს მანქანისკენ და წინა სავარძელზე ვჯდები
-გამარჯობა-ვეუბნები და წარბაწეული ვუყურებ
-კიდევ ერთხელ გილოცავ-მიღიმის ის და ჯიბეებში რაღაცას ეძებს, რომ ვერ პოულობს, სახე ეღუშება და უკანა სავარძლიდან ჟაკეტს იღებს, მის ჯიბეებსაც ჩხრეკს და როდესაც სასურველ ნივთს პოულობს იღიმის
-შენთვის საჩუქარი მაქვს-მეუბნება ის და ხელში პატარა ზომის ყუთს ათამაშებს
-ლაზარე, მადლობა მაგრამ არ იყო საჭირო-უხერხულად ვგრძნობ თავს და გამოწვდილ ყუთს ხელში ვიქცევ
-კარგი, არ გახსნი?-ჩემკენ ტრიალდება მთელი ტანით და ღიმილით მიმზერს
-ამ, ახლავე-ვიბნევი მის მზერაზე და ყუთს თავს ვაძრობ, გაკვირვებული ვუყურებ ოვალური ფორმის ღვთისმშობლის ხატს, რომელიც წვრილ ოქროს ჯაჭვზეა ჩამოკიდებული
-მოგწონს? ვერ მოვიფიქრე რა მეჩუქებინა და ეგ ავარჩიე-თვალები უბრწყინავს მას
-ლაზარე, არ იყო საჭირო, ეს ხომ ძალიან ძვირფასია-ვლუღლუღებ მე და მას გაკვირვებული შევყურებ
-კარგი, ახლა წადი, ვხედავ მეგობარი გელოდება-ჩემს მხარეს კარს აღებს ის და მანიშნებს წავიდე, მეც მანქანიდან გადმოვდივარ და საჩუქრით ხელში მივდივარ ანანოსკენ
-სწრაფად მივდივართ ჩემთან, ელენე უკვე მოდის, და ყველაფერს მიყვები-ხელკავს მიყრის ანანო და ჩემს მანქანასთან მივყავარ
-ნუ გაშტერდი, რა გაჩუქა ესეთი?-ცხვირწინ ხელს მიფრიალებს ის
-რა მაჩუქა კიარა რატომ მაჩუქა?-ვიღებ ხმას მეც და საჭესთან ვჯდები, ჯერ მაღაზიაში გავიარეთ, უამრავი საჭმელი და ტკბილეული ვიყიდეთ და ისე ავედით ანანოსთან, რომელიც მარტო იყო სახლში.
--
-ღმერთო არ მჯერა რომ ეს ლაზარემ გაჩუქა, ახლავე გაიკეთე-აღტაცებულია ელენე და სწრაფად მიკეთებს მედალიონს კისერზე
-გუშინ იმდენ სისულელეზე მელაპარაკა, დღეს მედალიონს მჩუქნის, ვერ ვხვდები რა ვიფიქრო, ვითომ მართლა მოვწონვარ?-ვეკითხები გოგონებს და ღვინოს ვსვავ
-რაზე გელაპარაკა?-ინტერესდება ანანო
-ჯერ მითხრა უნდა მოგიტაცოო, რათქმაუნდა არ დავუჯერე, მერე მითხრა ჩემი შეყვარებული იყავიო, არ მეგონა თუ სერიოზულად ამბობდა-მხრებს ვიჩეჩ მე
-აუუ ყველაზე მაგარი სიძე მეყოლებაა-იცინის ელენე და ლოგინზე ხტუნაობს.
-ამან ბევრი დალია-იცინის ანანოც და ბოკალს ავსებს
-მოკლედ, გაჩუქა ბიჭმა მედალიონი, ანუ მოსწონხარ, თან ფასიანი, ანუ ძალიან მოსწონხარ, და შენც მოგწონს, იეეს, მალე ვიკას შეყვარებული ეყოლება და მალე გაგვითხოვდებაა-ხარხარებს ელენე
-გეყოთ, მოვრჩეთ ამაზე საუბარს, დღეს ბოლომდე ვსვაავთ-ვიყვირე და მეც ავხტი ლოგინზე, მალევე შემოგვიერთდა ანანოც, ბოლოს ისე მთვრალები ვიყავით ლოგინზე ვიჯექით და ვეღარ ვდგებოდით, ჩემი ტელეფონი კი რეკავდა და არ ჩერდებოდა
-ვინ ჯანდაბაა რა-ამოვიბუზღუნე და ძლივს წამოვდექი ფეხზე, როცა ტელეფონზე ლაზარეს ნომერი დავინახე სწრაფად ავიღე ხელში და ვუპასუხე
-გისმენ-შევეცადე ჩვეულებრივი ხმა მქონოდა
-ნასვამი ხარ?-მკითხა სიცილით ურიადმყოფელმა
-რა ვერ დავლევდი?-გამიკვირდა მე და იქვე დივანზე დავჯექი, მალევე დამეცნენ თავზე სიცილით გოგონები
-აუ მომშორდიით-ვიყვირე გამწარებულმა და ვეცადე გოგონები მომეშორებინა, თუმცა ვერაფერს გავხდი,
-მისმენ?-გავიგე ტელეფონში ლაზარეს ხმა
-ახლა კი-ამოვიბუზღუნე და ვცადე ფეხებით მაინც გადამეგდო ჩემიდან ანანო
-შენი ნახვა მინდა-მითხრა სერიოზული ხმით მან
-გვითხარი სად და მოვიყვანთ-იკივლა ელენემ და ტელეფონი ხელიდან გამომგლიჯა, ვერ გავიგონე ლაზარემ რა უთხრა რადგან ელენე სწრაფად გავიდა ოთახიდან
-დამიბრუნე ტელეფონიიი-ვიკივლე და ვცადე ანანო მომეშორებინა რომ ელენეს გავკიდებოდი, თუმცა მალევე შემობრუნდა ელენე ბედნიერი სახით
-გამოიპრანჭე, პაემანზე მიდიხარ-ამის თქმა იყო და ანანო სწრაფად წამოვარდა ფეხზე
-თქვენ გაგიჟდით?-ამოვილუღლუღე ძლივს და ფეხზე წამოვდექი
-10 წუთში ლაზარე მოვა-ჩაიცინა კმაყოფილმა ელენემ და სწრაფად მივარდა კარადას
-მეხუმრებით ხო?-ვთქვი საწყლად და იქვე დივანზე დავჯექი. სახეზე ხელები ავიფარე
-კაბა არ გინდა, მთვრალი ხარ და ვერ ჩაიცმევ, აი ეს შარვალი კარგი იქნებოდა-გამოიღო შავი კლასიკური შარვალი კარადიდან ანანომ
-ხო, თან როგორ მოუხდებაა-დაეთანხმა ელენეც
-ამასთან სულ ეს ზედა მაცვია ხოლმე-გამოიღო ანანომ თეთრი პერანგი კარადიდან და იქვე დადო
-ადექი, სწრაფად აბაზანაში შედი-ფეხზე წამომაგეს ორივემ და აბაზანისკენ გამიყვანეს
-ხალხო რამ გამოგაფხიზლათ ასე მალე?-ამოვიბუზღუნე და სწრაფად გავიხადე სპორტული შარვალი და მაისური
-მიდი, 5 წუთში შემოვალ და მზად დამხვდი-კარი გაიხურეს გოგონებმა, მეც მალევე მოვუშვი ცივი წყალი და ხელ პირი დავიბანე, შემდეგ კი მთელი სხეულით შევეყუდე, თმა მაღლა მქონდა აკრული ამიტომ არ გამსველებია, მართლაც ხუთ წუთში შემომაკითხეს გოგონებდა და პირსახოცი შემომიტანეს, მეც სწრაფად გავიმშრალე ტანი.
-გამოფხიზლდი?-გამიცინა ანანომ
-ვერა-სახეზე ავიფარე ხელები და ლოგინზე დავწექი
-ახლავე აეგდე ფეხზე, ეს პერანგი და შარვალი ჩაიცვი-სწრაფად ამაყენეს ფეხზე და მათი დამხარებით ჩავიცვი პერანგი და შარვალი.
-მაღლებზე ივლის?-ეკითხებოდა ელენე ანანოს
-ჩავაცვათ წასვლის წინ, თუ ვერ ივლის უკეთესი, ლაზარე წაიყვანს-თვალი ჩაუკრა ანანომ ანთიძეს და კვლავ განაგრძობდნენ სახლში ბოდიალს. მალევე გაისმა კარზე ზარი
-ლაზარეა, წადი გააღე ვიკაა-დამიყვირა ანანომ და ფეხსაცმელების შერჩევა დაიწყო, მეც ზლაზვნით წამოვდექი და ფეხშველი მივედი კართან, გავაღე და კარის ჩარჩოს მივეყრდენი რომ არ წავქცეულიყავი
-როგორც ჩანს ძალიან კარგად გაერთეთ-ჯერ მე ამათვალიერა ურიადმყოფელმა მერე სახლი
-5 წუთში მზად იქნება-სწრაფად გამოვარდა მისაღებში ელენე, ჯერ ლაზარე გადაკოცნა, შემდეგ კი ძალით წამათრია და დივანზე დამსვა, თვითონ დივანზე ავიდა, ჩემს უკან დადგა და ისე დამიწყო თმების დავარცხნა.
-ელენე მტკივაა, ელენეე-ვკიოდი ბოლო ხმაზე მე და ვცდილობდი ჩემი თმები მისი ხელებიდან გამომეწიწკნა, მაგრამ შენც არ მომიკვდე, ამასობაში ანანომ ფეხსაცმელები მომიტანა და თავისი ხელით ჩამაცვა ფეხზე
-აჰა თმები მზადაა-დივნიდან ჩამოხტა ელენე და წინიდან გამომხედა
-აუ ცოტა გვერდით მომსვლია შეკვრა, მაგრამ არაუშავს, ლაზარე არ შეიმჩნევს ხო?-გახედა ლაზარეს სიცილით, რომელიც სიცილისგან უკვე აწითლებულიყო
-წავედით?-იკითხა და ფეხზე წამოდგა
-წადით-დაუდასტურა ანანომ და ფეხზე წამოდგომაში დამეხმარა, თუმცა მაღალქუსლიანები მეცვა და ძალიან გამიჭირდა წონასწორობის დაცვა
-შენ გაბარებთ ჩვენს განძს, ხელი არ გაუშვა თორემ დაეცემა, თმები არ შეიმჩნიო, თუ შეცივდება რამე მოააცვი არ გაგიცივდეს, თუ რამე კეტები ჩანთაში უდევს, მეტი აღარ დაალევინო, სახლში 2 საათამდე მოიყვანე, გასაგებია?-თითებზე ითვლიდა ელენე და ისე უხსნიდა მას, ანანომ კი ჩანთა მომაჩეჩა ხელში
-ხომ არ ჯობია სახლში დარჩეს?-იკითხა ლაზარემ და ზემოდან დამხედა
-კი მგონი ეგრე ჯობია-ამოვილაპარაკე მე და შუბლზე ხელი მივიდე, საშინლად მტკიოდა თავი
-არა, ამას ნუ უსმენ მთვრალია, წადით ახლა-თვალები დაგვიბრიალა ელენემ, ჩვენც სწრაფად დავტოვეთ ანანოს სახლი
-ხომ არ გამოიცვლიდი ფეხზე?-შემომთავაზა ლაზარემ
-მანქანამდე მივიდეთ და მერე-თვალები ავატრიალე და ლიფტის კედელს მივეყრდენი თან ლაზარეს გავხედე
-მე არ მეგონა ასეთი სიტუაცია თუ იქნებოდა-გაიცინა ლაზარემ
-ამისთვის პასუხს მოოვთხოვ ორივეს რომ გამოვფხიზლდები-ჩავილაპარაკე მე და ლაზარეს ხელკავი გამოვდე რომ არ წავქცეულიყავი გასვლის დროს
-წამოდი ახლა სადმე მარკეტში მინერალურ წყალს გიყიდი, თავის ტკივილის წამალს დაგალევინებ და სახლში დაგაბრუნებ-გეგმები გამაცნო ლაზარემ
-სახლში ასე ვერ მივალ, გოგონებიც მომკლავენ ახლა სახლში რომ ავბრუნდე-ამოვილუღლუღე და სავარძელი უკან გადავწიე, მე კი კარგად მოვკალათდი მასე
-შემიძლია მაისური გათხოვო, უფრო კომფორტულად იქნები, და თმა გაგიშალო-შემომთავაზა მან
-მე თვითონ-სწრაფად ავწიე ხელი რომ თმა გამეშალა, თუმცა ვერაფრით მოვაძვრე თმის სარჭი, რომლითაც თმა მქონდა დამაგრებული
-დაგეხმარები-სწრაფად შემაშველა ხელი ლაზარემ და თმა გამიშალა
-ღმერთო რა კარგია-გავიღიმე მე და თმა წინ გადმოვიყარე
-აი შენი კედები-ჩემი ჩანთიდან პარკში გახვეული კედები ამომიღო მან და მომაწოდა, მეც გამოვართვი, პარკიდან ამოვიღე და მაღალქუსლიანების მაგივრად ჩავიცვი.
-მაისური გინდა?-მკითხა მან ღიმილით და მანქანა დაძრა
-სად მივდივართ?-ვკითხე და სკამზე კვლავ გადავწექი
-ჩემთან, არამგონია შენი ამ მდოგომარეობაში სადმე წასვლა მისაღები იყოს-მითხრა ისე რომ გზისთვის თვალი არ მოუშორებია, მეც თვალები დავხუჭე და ვერც გავიგე როგორ მივედით ლაზარესთან, არც ის მახსოვს როგორ გადამიყვანა მანქანიდან, პერანგი გამხადა და თავისი მაისური გადამაცვა, ღამით გამეღვიძა, ღამით რა დილის ექვსის ნახევარი იყო, წესიერად არ იყო გათენებული, ლოგინში ვიწექი, შარვლით და ლაზარეს მაისურით, ჩემი პერანგი და კედები იქვე სკამზე ეწყო. სწრაფად წამოვდექი საწოლიდან და ფეხშიშველი გავედი ოთახიდან, როგორც ჩანს მეორე სართულზე ვიყავი, კიბეები ვიპოვე და ძირს ჩავედი, მალევე ვიპოვე სამზარეულო, მაცივრიდან მინერალური წყალი გამოვიღე და დავლიე......

ნუ 1 დღე ჩამივარდა პირადი მიზეზების გამო, თუმცა ახლა აქ ვარ, შეაფასეთ....



№1  offline მოდერი bibo

კარგი ხარ მარწყვის ჯემო heart_eyes heart_eyes ატმის ნბუსუსო იმდენი ვიცინე თმის გაკეთებაზე და ქუსლებზე ივლის კიო სიცილისგან ვხოხავდი joy joy ბევრობა კაობა ხარ შენ ალუბალო მიყვარს ხალიანი და შენსავით ტკბილი ისტორიები heart_eyes kissing_heart

 


№2  offline ახალბედა მწერალი ტომაჩკა

bibo
კარგი ხარ მარწყვის ჯემო heart_eyes heart_eyes ატმის ნბუსუსო იმდენი ვიცინე თმის გაკეთებაზე და ქუსლებზე ივლის კიო სიცილისგან ვხოხავდი joy joy ბევრობა კაობა ხარ შენ ალუბალო მიყვარს ხალიანი და შენსავით ტკბილი ისტორიები heart_eyes kissing_heart

ბიბოოო^^მომენატრეე^^

 


№3 სტუმარი Nia

Shenasishnavia

 


№4  offline ახალბედა მწერალი ტომაჩკა

Nia
Shenasishnavia

მადლობა<3

 


№5  offline მოდერი bibo

ტომაჩკა
bibo
კარგი ხარ მარწყვის ჯემო heart_eyes heart_eyes ატმის ნბუსუსო იმდენი ვიცინე თმის გაკეთებაზე და ქუსლებზე ივლის კიო სიცილისგან ვხოხავდი joy joy ბევრობა კაობა ხარ შენ ალუბალო მიყვარს ხალიანი და შენსავით ტკბილი ისტორიები heart_eyes kissing_heart

ბიბოოო^^მომენატრეე^^

მეკიდე მომენატრე ჯემო ბევრობები heart_eyes kissing_heart კარგი ხარ საუკეთესო საწაული heart_eyes kissing_heart

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent