შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩრდილები სიბნელეში(7)


15-03-2017, 17:02
ავტორი MmariiamM))
ნანახია 1 320

თავი 7

ერთი კვირა თვალის დახამხამებაში გავიდა. ერთი კვირის მანძილზე ჩემს სახლში უამრავი ხალხი ირეოდა, დეკორატორები და ორგანიზატორები. მუშები რომლებიც კაილას ყველაფრის მოწყობაში ეხმარებოდა. ჩემი შეშლილი მეგობარი ამ საქმის ნამდვილი ოსტატია, ამიტომ ჩემი ჩარევა არ აღმოჩნდა საჭირო. მე ჩემი ბოლო შესაძლებლობით ვსარგებლობდი და მაგიის კონტროლში ვვარჯიშობდი, მესმოდა როგორ მიდი-მოდიოდა ხალხი, ოთახებში, როგორ მოჰქონდათ უამრავი საჭირო დეტალი, მე კი მხოლოდ მაგიაზე ვფიქრობდი. არ მინდოდა შევრცხვენილიყავი ბაბუაჩემის უფრო სწორად რიცარდ მურის წინაშე, ამ კაცს ისედაც ჩემზე უკეთსი ჰგონია თავი ამიტომ მე არ მსურს ყოყოცობის კიდევ ერთი მიზეზი მივცე.ორი დღე იყო მეჯლისამდე დარჩენილი, ამიტომ კაილამ გადაწყვიტა მოსაწვევები დაერიგებინა, მოსაწვევები ჯეიკობმა და ჯოზეფმა დაარიგეს, ჯოზეფი კაილას გვერდიდან არ შორდებოდა მთელი ეს დრო, ყველაფერში ეხმარებოდა და კაილას მეწყვილეც უნდა იყოს მეჯლისზე. მოკლედ მოსაწვევები დაარიგეს. მურების საგვარეულო სახლში მოსაწვევი საღამოს მიიტანეს, მოახლემ პირდაპირ რიჩარდს მიუტანა მსაწვევი
-სერ მოსაწვევი მოგივიდათ
-ვისგან არის?
-კონვერტზე არაფერი წერია
-მერე რას ელოდები გახსენი და წაიკითხე
-ახლავე -მოახლემ მოსაწვევი გახსნა და ხმამაღლა წაიკითხა- „პარასკევს საღამოს 6 საათზე გეპატიჟებით მეჯლისზე, სმიტების საგვარეულო სახლში. პატივისცემით მის სმიტი“
-სად მეპატიჟებიან?
-სმიტების საგვარეულო სახლში
-ეს შეუძლებელია, იქ არავინ ცხოვრობს -მოსამსახურემ მოსაწვევი გადაატრიალა და ხელით მიწერილი წარწერა დაინახა
-სერ აქ კიდევ რაღაც წერია
-ახლავე წამიკითხე
-„დროა ერთმანეთი გავიცნოთ, დრო მოვიდა პასუხი აგო ჩადენილისთვის. –A“ სულ ეს არის სერ, მოგიმზადოთ კოსტიუმი წვეულებისთვის?
-რა თქმა უნდა, უნდა გავიგო ვინ ბედავს ჩემთვის დამუქრებას. -ორი დღე სწრაფად გავიდა. პარასკევი 6 საათი, სტუმრება მოსვლა დაიწყეს სახლი უცხო ხალხით იყო სავსე მე კი ჯერ კიდევ ვემზდებოდი, არც ისე მარტივია ჯინსებიდან სამეჯლისო კაბაზე გადასვლა. როდესაც ყველა სტუმარი შეგროვდა ჯეიკობმა მომაკითხა რათა სტუმრებთან ერთად ჩავსულიყავით, მან ისიც თქვა რომ სტუმრებს შორის რიჩარდიც დაინახა.
-აბა პრინცესა მზად ხარ?
-ახლავე გამოვალ
-ვაუ შესანიშნავად გამოიყურები
-შენც, კარგი სმოკინგია
-მადლობა, დროა წავიდეთ სადაცაა კაილა სტუმრებთან წარგადგენს. -მე და ჯეიკობი კიბის თავზე ჩრდილში ვიდექი, კაილა კი მიკროფონს მიწვდა და სიტყვის წარმოთქმა დაიწყო
-პირველ რიგში დიდ მადლობას გიხდით მობრაძნებისათვის, თქვენი აქ ყოფნა ჩვენთვის პატივია, გთხოვთ ისიამოვნეთ სასმელით და მუსიკით. ახლა კი მინდა წარმოგიდგინოთ სახლის ქალბატონი, სმიტების უკანასკნელი მემკვიდრე, ალექსანდრა სმიტი. -მე და ჯეიკობი ხელკავით ჩამოვედით კიბეზე და სტუმრებს შევერიეთ, ჯეიკობი ყველას მაცნობდა თუმცა მე თვალებით იმ ერთადერთ სტუმარს ვეძებდი რომელსაც ჩემთვის მნიშვნელობა ჰქონდა, მოულოდნელად ზურგსუკან ხმა გავიგონე
-დედაშენის ასლი ხარ ალექსანდრა სმიტ -მე შემოვტრიალდი და ჩემს წინ დავინახე, შავ სმოკინგში გამოწყობილი, საშუალო სიმაღლის ჭაღარა შერეული მოხუცი, რომელსაც ხელში შამპანური ეჭირა და მე მიწვდია
-დედაჩემს საიდან იცნობთ სერ?
-ამელია ჩემი ქალიშვილი იყო
-ესე იგი ეს თქვენ ხართ რიჩარდ მური
-დიახ ეს მე ვარ ბაბუაშენი
-ვწუხვარ მაგრამ ბაბუა შვილიშვილს ობლობისთვის არ იმეტებს
-მართლაც გეტყობა რომ შენში მურების სისხლია
-რას გულისხმობ?
-პირდაპირ საქმეზე გადადიხარ
-როგორც ჩანს თქვენც, ასე რომ აჯობებს კაბინეტში ვისაუბროთ - მე და რიჩარდი ხელკავით ავედით კიბეებზე, ბნელი დერეფანი გავიარეთ და კაბინეტში შევედით, მე სკამისკენ ვანიშნე, ისიც უხმოდ სკამზე ჩამოჯდა
-აბა ალექსანდრა აქ რატომ მოხვედი?
-მე აქ ყოფნის უფლება მაქვს ეს ჩემი სახლია
-გგონია სალემში ჩამოხვალ, მეჯლისს გამართავ და ამით ჩემი მემკვიდრე გახდები?
-ფული ჩემი ინტერესის წყაროს არ წარმოადგენს
-შენ კარგად იცი რომ ფულს არ ვგულისხმობ
-გასაგებია მაგია, მაშინ იმედს გაგიცრუებ მე უკვე მივიღე მაგია რომელიც მე მეკუთვნოდა
-ეს შეუძლებელია ამას უხუცესის გარეშე ვერ გააკეთებდი
-არც გამიკეთებია
-ებიგეილ სმიტი აქამდეც უნდა მივმხვდარიყავი
-მოდი პირდაპირ გეტყვი აქ იმისთვის ჩამოვედი რომ ჩემი კუთვნილი მივიღო და პასუხი გაგებინო ჩემი მშობლების სიკვდილის გამო
-და ამას როგორ აპირებ? -მე რიჩარდს მივუახლოვდე სახე ყურთან მივუტანე და ყურში ჩავჩურჩულე
-იმას წაგართმევ რაც ასე ძვირფასია შენთვის, იმას რაც შვილის სიცოცხლეზე მაღლა დააყენე, შენს ტიტულს, მაგიას და სახელს ფექვეშ გავთელავ. ახლა კი დროა სტუმრებს დავუბრუნდე, უხერხულია მათი მარტო დატოვება -მე შემოვბრუნდი და ქვევით ჩავედი, გულიგამალებით მიცემდა, მოულოდნელად ვიგრძენი ვიღაცამ ხელი როგორ ჩამავლო და საცეკვაო მოედნისაკენ როგორ წამიყვანა, როდესაც შევხედე ეს ჯეიკობი იყო, ის მომეხვია და ასე ვცეკვავდით კარგა ხანს. უკვე გვიანი იყო თუმცა სტუმრები წასვლას არ ჩქარობდნენ, მე კი კარგი მასპინძლის როლის თამაში მიხდებოდა. გავიცანი ქალაქის მერი და სხვა ბევრი მნშვნელოვანი ფიგურა, ყველას აინტერესებდა ჩემი ისტორია თუმცა მე ნამდვილად არ მსურდა მათთვის ჩემი ამბის მოყოლოა. საუბარში ვიყავი გართული როდესაც რიჩარდი მომიახლოვდა
-გამოსამშვიდობებლად მოვედი, უკვე გვიანი დროა წავიდე
-გაგაცილებთ რიჩარდ -მე ის კარამდე მივაცილე, მისი მანქანაც მოიყვანა მძღლომა, კარი გაუღო რიჩარდი მანქანაში ჯდებოდა, უეცრად მომიტრიალდა და მითხრა
-ჩემო ძვირფასო აჯობებს ბარგი ჩაალაგი და სასწრაფოდ გაემგზავრო
-ვწუხვარ მაგრამ ჩემი ვიზიტი საკმაოდ ხანგრძლივია სალემში
-წადი ალექსანდრა სალემიდან, შენ არ იცი რას ეჭიდები აქ იმაზე ძლიერი ძალაა ჩარეული ვიდრე წარმოგიდგენია
-რას გულისხმობ? -რიჩარდი მანქანაში ჩაჯდა და წავიდა ჩემს კითხვაზე პასუხი არ გამცა. მე არ მინდოდა უკან წვეულებაზე დაბრუნება ამიტომ ბაღში გასეირნება გადავწყვიტე, ფიქრებში ვიყავი გართული ვფიქრობდი რიჩარდზე, ის სულ არ ჰგავდა იმ ადამიანს რომელსაც შვილის მოკვლა შეეძლო თუმცა ფაქტები სხვას ამტკიცებდა. ფიქრებში გართული საკმაოდ შორს წავედი, უეცრად დავინახე ჩრდილი ხეებს შორის, კარგად ვერ გავარჩიე ვინ იყო რადგან ბაღში სუსტი განათებაა, ჩრდილი სიბნელეში იდგა და მიყურებდა როდესაც მასთან მიახლოვება ვცადე ის შეტრიალდა და წასვლა დაააპირა, ჩემგან საკმაოდ მოშორებით შეჩერდა ჩემკენ შემობრუნდა და მითხრა
-ამელია და ჯეიმს სმიტის ქალიშვილო წადი სალემიდან, აქ შენი ადგილი არ არის, შენ აქ დარჩენა მხოლოდ ტკივილს მოგიტანს -მე მინდოდა მასთან მისვლა, მინდოდა დამენახა ვინ იყო მაგარმ ვერ შევძელი, ის ჩრდილი თითქოს გაუჩინარდა, მე გზის გაგრძელებას ვაპირებდი თუმცა ჯეიკობის ხმა შემომესმა და უკან სახლში დავბრუნდი
-სად იყავი ვინერვიულე
-ყევალფერი რიგზეა ჯეიკ, უბრალოდ გავისეირნე
-შეგიძლია სახლში დაბრუნდე სანამ სეირნობდი ყველა სტუმარი წავიდა
-მადლობა ღმერთს ახლა ავალ დავიძინებ
-ოთახამდე მიგაცილებ, თუ შეიძლება
-რა თქმა უნდა -ჯეიკობმა საძინებლის კარამდე მიმაცილა შემდეგ გამომემშვიდობა და წავიდა, თუმცა მე შევაჩერე - ჯეიკ მადლობა ამ საღამოსთვის
-მე არაფერი გამიკეთებეია
-ისიც საკმარისი იყო ჩემს გვერდით რომ იყავი
-ძილინებისა პრინცესა
-ძილინებისა -ჯეიკობი წავიდა, მე ოთახში შევედი საწოლზე პირქვე დავემხე და დილამდე არ გავნძრეულვარ, იმდენად დაღლილი ვიყავი რომ ტანსაცმლით დამეძინა.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent