შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ცა ჯერ კიდევ ლურჯია ( თავი 7 )


15-03-2017, 17:22
ავტორი nan javaxishvili
ნანახია 1 394

ცხოვრებაში ყოველთვის ყველაფერი ისე არ ხდება, როგორც ჩვენ გვსურს... მე ეს უკვე კარგად გამაგებინა რეალურმა სამყარომ და უნდა მცოდნოდა, რომ ისევ გამოჩნდებოდა, რაღაც რაც წინ გადამეღბებოდა და საშუალებას აღარ მომცემდა, რომ ჩემი გზა გამეგრძელებინა... ახლა ალექსანდრე მოიწევს ჩემსკენ გაცხოველებული სახით და მე კიდევ ერთხელ ჩემი ცხოვრების მანძილზე ნამდვილად არ ვიცი რა მომელის, ისევ გავუმკლავდები ყველაფერს, თუ ჩავიძირები და დავკარგავ იმას, რის გამოც ისევ წყლის მაღლა ვტივტივებ... ცხოვრებისეული გაკვეთილები აი, რას მიგზავნის ბედისწერა სისტემატურად, ჩემი ასაკისთვის საკმაოდ ბევრი ვნახე და ბევრიც დავაშავე, განა ახლა არ ვიცი რას ვაკეთებ და არ ვაანალიზებ ჩემს საშინელ საქციელს? განა არ ვიცი რომ ჩემს სულს ვამძიმებ ამ საშინელი ტვირთით, რასაც შურისძიება ჰქვა? ვიცი და თან საკმაოდ კარგად, თუმცა არ შემიძლია გავჩერდე და ცხოვრების დინებას მივყვე. რთულია დავნებდე, რადგან ჩემი ცხოვრების განვლილ წლებს შიშით თუ გადავხედავ, მეშინია ისეთი რამ არ გამახსენდეს, რაც ბოლოს მოუღებს ჩემი ხელით ძვლივს შეკოწიწებულ ცხოვრებას... იცით, ახლა ვფიქრობ, რომ ჩემს ცხოვრებაში კარგზე მეტი უბედურება და დარდი იყო. მაშინ, როცა გზის გასაყარზე აღმოვჩნდი უსუსურობას, სიძლიერე ვამჯობინე და აი ახლა აქ ვარ, იქ სადაც უნდა ვიყო, იქ ვარ რისთვსაც ეს ომი განვაახლე და მე ჩემი ადამიანობა ფეხით გადავთელე... ახლა შესაძლოა ფსკერისკენ არ ვეშვები და ზედაპირზე ვტივტივებ, თუმცა იმას ვაანალიზებ, რომ წყვდიადისკენ მივემართები და გაჩერების შესაძლებლობა მინიმალურ ნიშნულამდეა დაყვანილი.
რა მარტვია არა გაბრაზება, ვუყურებ ალექსანდრეს და ვგრძნობ მეც, როგორ მივლის სხეულში მრისხანება...
-ბიჭებო ხომ იცით რაც უნდა გააკეთოთ? - თავი დამიკრეს - მე შესაძლოა ვერ მოვიდე, ამიტომ როგორცვე დაწყნარდება დამამშვიდებელი გაუკეთეთ და დუშეთში დააბრუნეთ.... ხო მართლა ხელზე საღებავის მოცილება არ დაგავიწყდეთ - მშვიდად ვაგრძელებდი და თან ალექსანდრეს თვალს არ ვაშორებდი - მადლობთ ბიჭებო - დაჩის მხარზე ხელი დავადე გიოს კი ხელში კონვერტი მიცაწოდე და ალექსანდრესკენ გავემართე... თავაწეული მივდიოდი, უკვე აღარაფერზე არ ვდარდობდი " რაც იქნება იქნება " გავიფიქრე და მის წინ დავდექი
-აქ არა - მხოლდ ეს ორი სიტვა ამოვუშვი ბაგეებიდან, მეტს აზრიც არ ჰქონდა, ის უბრალო შებრუნდა მანქანისკენ და მძღოლის ადგილი დაიკავა...

მანქანაში სიჩუმე გამეფდა, არ ვიცი რა ვთქვა და საერთოდ აქვს თუ არა აზრი. ვხედავ მის დაჭიმულ მკლავებს, მტევნებს რომლებიც მძლავრად უჭერენ საჭეს, ვუყურებ სპიდომეტრს, რომელიც ნელ-ნელა სიჩქარეს უმატებს და მის სახეს რომელიც დაჟინებით გაჰყურებს გზას. ვხვდები რამდენად უჭირს თავის შეკავება და მოთმენა, რომ არ შემოვაკვდე... ხო არ მოგესმათ ახლა თქვენ რომ აქ იყოთ და მის სიბრაზისგან დაჭიმულ სხეულს უყურებდეთ გადაჭარბებულ ნათქვამად არ მოგეჩვენებდათ? სიჩუმე აი რას ვერ ვიტან, მთელი ცხოვრება სიჩუმეში გავატარე, არასდროს არავისთან ამიწევია ხმა, არასდრს მიკამათია, რადგან ყოველთვის ლოიალური ადამიანი ვიყავი, მშობლების დაკარგვამ კი ბევრი რამ შეცვალა ჩემს ცხოვრებაში, მეც შემცვალა და იმის საპირისპირო გამხადა რაც ვიყავი. ახლა არავის შევარჩენ ჩემთან ხმის აწევასაც კი, ადრე კი უბრალოდ გზიდან ვცილდებოდი იმ ადამიანს, რომელიც არ მომწონდა ან ვფიქრობდი, რომ არ იყო ჩემნაირი მშვიდი და გაწონასწოებული, ახლა კი პირიქით, მათ ვებრძვი და საკადრის პასუხს ვუბრუნე. რამდენიმე თვის წინ, რომ ეთქვათ ახლანდელ ნიკოლზე მომავალში ასეთი იქნებიო, გამეცინებოდა და ვეტყოდი ექიმს გაესინჯე-მეთქი, სასცილოა რა მალე იცვლება ყველაფერი...
მოულოდნელად გავაცნობიერე, რომ მანქანამ გზიდან გადაუხვია და სადღაც დიდ სახლთან გაჩერდა. არ მიკითხავს სად ვართ, ვიცი რომ მაინც არ მიპასუხებს ამიტომ უბრალოდ გადავყევი და დაველოდე მთავარ კარს, როდის გახსნიდა... " ალბათ მისი სახლია " არავინ ჩანს! თუმცა სახლს ეტყობა რომ ახალი დალაგებულია. ლამაზად და გემვნებითაა ყველაფერი მოწყობილი, როგოც ჩანს ამ სახლის დიზაინერს კარგი გემოვნება ჰქონდა " გამახსენე ალექსანდრეს ვთხოვო ამ სახლის დიზაინერის ნომერი მომცეს " - შენ ხომ არ შეგიძლია ცოტახანს მაინც შეიკავო თავი - " არა არანაირად " არ ჩამოვრჩი მეც საკუთარ თავს, ისე ხომ მაგარია ჩემს თავს რომ ვეჯიბრები, ვინმეს ჩემი ფიქრების წაკითხვა, რომ შესძლებოდა გიჟის იარლიკს მომაკრავდა წამებში...
მისაღებში დივანზე ვზივარ და ვუცდი, როდის დაიწყებს ალექსანდრე კამათს, ჩხუბს ან არ ვიცი... მას ხომ არ ვიცნობ, ძნელია განსაზღვრო რამე, რის შესახებაც მცირე ინფორმაცია გაქვს, მეკი რა ვიცი მასზე? ბევრი არაფერი... არ მომეცა მისი ნორმალურად გაცნობის საშუალება, თუმცა აქვს კი აზრი? ვფიქრობ მას ეს არ აინტერესებს ან უბრალოდ მე მინდა რომ ასე ვფიქრობდე, რადგან ერთადერთი საპირისპირო სქესის ადამანია, რომელიც ნამდვილად ვიცი, რომ მომწონს და არაა წამიერი გატაცება, რათქმაუნდა ნიკოლოზის შემდეგ... მგონი საკუთარ თავსაც ვერ ვუტყდები გრძნობებში, მე ხომ ამ მხრივ საკმაოდ ჩაკეტილი ვარ...
ჩემს მოპირდაპირედ ალექსანდრე დაჯდა, ხელში ვისკის ჭიქა ეჭირა, რომელიც შემდგომ მინის მაგიდაზე დადო. ვნერვიულობდი შესაძლოა გარეგნულად არაფერი მემჩნეოდა, თუმცა მე ხომ ვგრძნობდი ამას, ეს კი სულს მიხუთავდა და აღარ შემეძლო მეტის მოთმენა... თავი რომ არ გამეცა სიგარეტი ამოვიღე ჯიბიდან და მოვუკიდე, ფილტვებს ნიკოტინი არ ესიამვნათ, თუმცა ამისთვის ყურადღება არ გამიმახვილებია და უბრალოდ მოწევა განვაგრძე. მობილიზირება მჭირდება მეკი ათას ნაწილად მაქვს გონება გაფანტული, " ჯანდაბა დამშვიდება მჭრდება და არც ეს დედანატირები სიგარეტი მშველის "
-გადააგდე - მოულოდნელად მისი გაღიზიანებული ხმა მომესმა, თავი მაღლა ავწიე და მის აელვებულ თვალებში დაჟინებით ჩავაშტერდი
-ვაიდა რომ არ მინდა?! - კიდევ ერთი "ნაპასი " დავარტყი, ფეხზე წამოვდექი და ვისკის ჭიქაში ჩავუგდე დარჩენილი ღერი, შემდეგ კი ისევ ჩემი ადგილი დავიკავე... ცოტახანს ხმის ამოუღებლად მიყურა
-ვერც კი ვხვდები უნდა დაგიჩოქო და თაყვანი გცე, თუ ერთი კაგად მოგცხო საჯდომზე და ეგ სულელური აზრები და ქცევები თავიდან გამოგიბერტყო - ფეხზე წამოდგა და ჩემსკენ დაიძრა - რის მიღწევას ცდილობ? - ნიკაპში ხელი ამომდო და თავი ამაწევინა - შენ არ ხარ მათნაირი - სახე ახლოს მომიტანა და ჩემს ბაგეებთან დაიჩურჩულა, მეკი ნელ-ნელა ვეთიშებოდი გარე სამყაროს, ასე არ უნდა მოქმედებდეს ჩემზე ეს ადამიანი, არ შეიძლება... ბოლოს მომიღებს - გეგონა ერთხელ თუ გამოგივიდა ჩემი გაცურება მეორედაც შეძლებდი? ძილის წამალი არ არის გამოსავალი ნიკოლ, შენ ყველას ატყუებ და ეს შენ არ გგავს... - ბაგეებზე ვიგრძენ მისი ცხელი სუნთქვა და ეს ბოლო წვეთი იყო ოდნავ წამოვიწიე, ახლა მე გამოვიჩინე ინიციატივა და გამოვიწვიე, ოდნავ მივაკარი ტუჩები მის გავარვარებულ ბაგეებს, თუმცა წამიერად, შემდეგ ისევ მოვცილდი და საწყის ადგილს დავუბრუნდი
-ვფიქრობ, რომ უკვე იცი რა გამიკეთა ბარბარემ და ახსნას არ დავიწყებ, რატომ და რისთვის ვაკეთებ ამას... შეიძლება შეცდომაა ის რასაც ჩავდივარ, თუმცა ამაზე ნაკლებად ვფიქრობ. იმ ყველაფერს ვერ შევარჩენ ვერც მას და ვერც მამამისს... არ ვაპირებ უკან დავიხიო მაშინ, როცა ის ასე ახლოსაა... მე მას უბრალოდ წარსულს ვახსენებ და არ ვეხები ხელით, როგორც ეს თვითონ გამიკეთა, მე მის ფსიქიკაზე ვმოქმედებ და თუ შენ შენი მიზნები გაქვს ვწუხვარ, მე ჩემი მიზანი მაქვს და არ გავჩერდები, მანამ სანამ საწადელს არ მივაღწევ, ეს კი მათი ხცოვრების დასასრლი იქნება, მათი ბედნერების კვალის წაშლა...მაშინ გავჩერდები როცა ისინი არსებობისთვის ბრძოლას დაიწყებენ, აი მაშინ კი ჩემი მიზანი ბოლომდე იქნება შესრულებული - ხმა სიმწრისგან მეხლიჩებოდა, ჩემთვის ეს საშინლად მტკივნეული იყო.
-შენს სულს რას უშვრები? ის იტანჯება ნიკოლ ვხედავ, როგორ გიჭირს ამის კეთება, გგონია დამიმალავ და მომატყუებ მაგ ტკივილს, რომელიც შენში იმალება და შიგნიდან გჭამს? შესაძლოა ახლა გამიცანი, თუმცა მე შენ საკმაოზე კარგად გიცნობ და ვიცი თუნდაც ახლა როგორ ნერვიულობ... - თავი ჩემსკენ დახარა და თვალებში ჩამაშტერდა - ვიცი, რომ ხვდები და არ ვუარყოფ ბაბარასთან და მის ოჯახთა მე პირადი მიზნები მაქვს, შესაძლოა იგვეც კი რაც შენ, მაგრამ გეფიცები ნიკოლ ოთახში ჩაგკეტავ და გარეთ აღარ გამოგიშვებ იქამდე სანამ ყველაფერს არ დავასრულებ, ჩემი სული კარგახანია მოწამლულია და არ ვაპირებ შენს სულსაც იგივე დაემართოს, არ ვაპირებ ისეთივე ბნელი გახდეს, როგორც ჩემი...
-ეს ჩემი ცხოვრებაა ალექსანდრე, ჩემი და მე გადავწყვეტ ჩემს მომავალს, არ ვაპირებ დანებებას და ყველაფრის შუა გზაზე მიტოვებას, მგონი გასაგებად ვამბობ - უხეშად მოვიშორე თავიდან მისი ხელი და ფეხზე წამოვდექი - მათ გამინადგურეს ცხოვრება და მეუბნები, რომ შევარჩინო ეს? ხვდები მაინც რას მთხოვ? - ხმას საგრძნობლად ავუწიე - არა! არ შევჩერდები და დაე უარესად დავამახინჯო ჩემი ისედაც დასერილი სული - უკვე წყობიდან გამოვდიოდი
-შენი ხმა აღარ გავიგო გასაგებია? -დაიგრგვინა ალექსანდრემ - არ ვაპირებ შენს ამაში გარევას, შეეშვები მათ და ყველაფერს მე მომანდობ - დაიღრიალა, ვაღიარებ გაბრაზებული ვიყავი, თუმცა მაინც შემეშინდა - გასაგებია? - მუშტი სარკეს დაარტყა, დავინახე როგორ იქცა ულამაზესი ნამუშევარი ნამტვრევებად, ვხედავდი ალექსანდრეს მტევნიდან გადმოდენილი სისხლის კვალს, კანკალმა ამიტანა...
-რატომ? - დავიყვირე - რატომ? გინდა რომ მათგან თავი შორს დავიჭირო? - შეჯახება...დედას განწირული კივილი -ამას მიზეზი ხომ უნდა ქონდეს - ვაგრძელებდი ყვირილს და ვგრძნბდი ძალა, როგორ მერთმეოდა... მანქანების გაუჩერებელი სიგნალები... მამას განწირული ყვირილი, რომელიც მე მეძახდა - მითხარი! ალექსანდრე, რატომ გინდა რომ დამიცვა? - ხმა მიწყდებოდა. მამას სისხლიანი მკლავი... დედას განწირული თვალები, რომლებიც შველას ითხოვდნენ... სიგნალები, გაუთავებელი ხალხის ჩოჩქოლი და სირენების ხმაური, წითელი და ლურჯი განათებები... - ლურჯი - ამოვიხრიალე მათ განათებაზე მშობლების სისხლი შავ ლაქად მოჩანდა, მახსოვს რა საზარელი დასანახი იყო ეს ჩემთვის... მახსოვს, მახსოვს მათი უსულო სხეულები შემდეგ კი გავითიშე, გავითიშე და მაგ დროს გამოვეთიშე ძველ სამყაროს... წარსულის კადრებმა ჩამიქროლეს თვალწინ და წამში გაქრნენ... მეკი მათ გაქრობასთან ერთად ჩავიკეცე, ჩავიკეცე როგორ მაშინ, თუმცა ახლა გონებას არ ვკარგავდი... დავივწყებდი თითოეულ დეტალს ჩემი ცხოვრებიდან, თუმცაა არაფერი გამომდის
-ნიკოლ - ალექსანდრეს შეშფოთებული ხმა მომესმა - ნიკოლ - მისი ხელის შეხება, ღმერთო ასე რატომ ვგრძნობ შვებას მისი შეხებისას? - შემომხედე, გთხოვ ნიკოლ - ოჰ ღმერთო რა კარგად ჟღერს მისი ბაგეებიდან წარმოთქმული ჩემი სახელი, ნუთუ ესაა სიყვარული? ნამდილი სიყვარული და არა ბავშვური გატაცება,, თუ ეს არ არის აბა სხვა რა შეიძება იყოს? - ნიკოლ შემომხედე! შენ ხომ გინდოდა გაგეგო, რატომ მინდა რომ დაგიცვა, შემომხედე - ვგრძნობდი მის ხმაში შეპარულ შიშის ნოტებს - ნიკოლ, პატარავ... - სახეზე ხელს ნაზად მისვავდა, თან თავისი გახურებული ბაგეებით მიკოცნიდა მთელ სახეს...
-სამოთხეში თუ ვარ ნუ მისცემ უფლებას აქედან გამაძევონ - ამოვიჩურჩულე და მკერდზე მივეკარი... საფეთქელთან ნაზი კოცნა დამიტოვა
- ოხ ნეტა იცოდე, როგორ... - გავითიშე, ახლა კი მართლა გავითიშე და გადავედი მორფოსის სამყაროში, ალექსანდრეს ბოლო სიტვები ვეღარ გავიგონე, თუმცა ერთს მივხვდი... შემიყვარდა...



№1  offline მოდერი ენემი

ვაიმეე რა საინტერესოა მალე დადე მომდევნოც ძაან მაგარია მომწონს უფროსწორად მიყვარს უკვე heart_eyes heart_eyes

 


№2  offline აქტიური მკითხველი თაკოთაკო

ვაიმე ეს რა იყო ყოჩაღ
--------------------
თ.ჭიღლაძე

 


№3  offline აქტიური მკითხველი Anuki96

მიშველეთ ამდენი ემოციისგან გული აღარ ჩერდება საგულეში.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent