შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ქუჩის სამოთხე (მეექვსე თავი)


15-03-2017, 18:51
ავტორი La Llorona
ნანახია 1 416

- დამიანე. დავუძახე.
- გისმენ.
- მივდივართ ჩქარა. ვწიკვინებდი და ხელებგადაჯვარედინებული ველოდი როდის გამოაღწევდა სახლიდან დამიანე. ბავშვები უკვე წავიდნენ მე კიდე ამ ველურთან და თბილთან დამტოვეს. აბა წყვილებს შორის ხომარ ჩავძვრებოდი.ნუ ჯერ თოკო და თამარი წყვილი არ არიან, მაგრამ იმედი მაქვს მალე იქნებიან, რადგან თვალებს ერთმანეთს ისე უჟუჟუნებენ რომ აღარავინ ახსოვთ მერე.
- მოვედი. ზურგიდან ჩამეხუტა და კისერში მაკოცა. დამიარა? იცოცხლეთ. მაქსიმალურად შევეცადე დამემალა, მაგრამ მაინც შეამჩნია და გაიცინა. ისე გაიცინა მე, რომ მიყვარს და კისერში კიდევ ერთხელ მაკოცა, დამიარა, ისევ მაკოცა, ისევ დამიარა.
- გაჩერდი. ვუთხარი და ხელები არ გავაშვებინე ისე შემოვტრიალდი.
- ტკბილი ხარ. მითხრა და ლოყაზე მაკოცა. ჯერ ერთზე შემდეგ მეორეზე.
- ვიცი. ეშმაკურად გავუღიმე.
- ჩემი ეშმაკი. შუბლზე მაკოცა და მანქანისკენ გაემართა. გამოშტერებული გავყურებდი ამაყად მომზირალ მთებს და მეღიმებოდა.
- არ მოდიხარ? მკითხა დამიმ და ირონიულად გაიღიმა. მანქანისკენ გავემართე და წინ დავჯექი. ნახევარი გზა უხმოდ გავიარე, შემდეგ კი ტელეფონმა დარეკა. მამაჩემი იყო, როგორ მომნატრებია.
- ხო, ჩემო სიცოცხლე. გავუცინე და ისე ვუპასუხე.
- ნუ მეაფერისტები მეგრელი კი არ ხარ. გადაიხარხარა და მეც ავყევი.
- რომ მოვალ გცემ.
- ვერ გაბედავ, დაცვა არ დაგანებებს. კაი მოიცა საქმე მაქვს შენთან. დღეს სახლში არ ვიქნები და არ მოიწყინო.
- კაი რა ისედაც მენატრები და დღესაც ვერ გნახავ? ამოვიბუზღუნე. შევნიშნე როგორ დაეჭიმა ძარღვები დამიანეს და გულში გამეცინა.
- მაპატიე.
- მიყვარხარ, მა. ვუთხარი და დავინახე როგორ მოეშვა დამიანე.
- აფერისტო, მეც. მითხრა და გათიშა.
- ცეკვაზე მომიყევი, როგორ დაიწყე და ასე შემდეგ. ვუთხარი დამიანეს და მოსასმენად მოვემზადე.
- გრძელი ამბავია. მიპასუხა
- გზაც გრძელია. ენა გამოვუყავი. ჩემს ბავშურობაზე გაეცინა და ლოყაზე მაკოცა.
- კაი მომისმინე. 15 წლის ვიყავი, ძალიან მოსაწყენი ცხოვრება მქონდა. სკოლა-სახლი, სკოლა-სახლი ჩემი დღის რუტინა ასეთი იყო. ერთ დღეს ქუჩაში მივდიოდი და გადავეყარე ქუჩის მოცეკვავეებს. ძალიან კარგად ცეკვავდნენ. ერთ-ერთმა შემამჩნია და ჩემთან მოვიდა. მითხრა, რომ თუ მსურდა მასწავლიდა ცეკვას. უარი ვუთხარი. და იცი რატომ? მკითხა. უარყოფის ნიშნად თავი გავაქნიე.
- შემეშინდა. ხო მამაჩემის შემეშინდა. ვანო ლოთი და ნარკომანი იყო. ყოველდღე მცემდა და ფიზიკურად ვერ შევძლებდი ვარჯიშს.
- გცემდა? წამოვიყვირე და ხელი ხელზე მოვუჭირე.
- ხო, ერთ დღეს იგივე განმეორდა, მაგრამ დედას დაარტყა ხელი.ვერ მოვითმინე და მეც დავუბრუნე. გაითიშა. ყველაფერი ჩავალაგე, დედაჩემს მოვკიდე ხელი და წამოვედით. არ ვიცი სად მივდიოდით, მაგრამ მჯეროდა, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა. ერთი საათი ან ორი ქუჩაში ვიდექით და მანქანას ველოდით. სოფელში ბებოსთან წავიდოდით, მაგრამ ის კაცი ვნახეთ, გოგა. მოცეკვავე. სახლში წაგვიყვანა, დედა ჯიუტობდა, მაგრამ მაინც წავედით. გოგა მასწავლიდა ცეკვას, მუშაობას და საერთოდ ცხოვრებას. მასთან ცხოვრებისას გავიცანი თოკა და თამარი. ვცეკვავდით და ამით ვირჩენდით თავს. გოგამ პატარა ბიზნესიც წამოიწყო და გვყოფნიდა ფული. გოგა იცი როგორი კაცია. ყველაზე თბილი, კეთილი და ამავდროულად მკაცრი. ნამდვილ კაცად გამზარდა და მისით ვამაყობ. ის მამაჩემია. მე ასე ვთვლი. ერთ დღეს გოგამ და დედამ დამაჯინეს და ბლუყუნი დაიწყეს, ბოლოს კი ძლივს მითხრეს, რომ ერთმანეთი უყვარდათ. ისე გამიხარდა ორივეს მივახტი და ჩავეფსკვენი რასაც ქვია. დამიანემ მოგონების გახსენებისას ჩაიღიმა და გადმომხედა.
- არ ვიცი რა გითხრა. ვუთხარი და ლოყაზე ვაყოცე. ბუსუსებმა დააყარა მასაც და მეც.
- გინდა მოგიყვე რას ნიშნავს თითოეული ილეთი? მკითხა.
- კი. თვალები გამიბრწყინდა.
- სიქსტეპ ქართულად ექვს ნაბიჯს ნიშნავს. ზუსტად ექვსი მოძრაობით სრულდება ეს ილეთი. მისი სწავლა ყველაზე მარტივად შეიძლება ექვს ეტაპად თუ დაყოფ. მეც ეგრე მასწავლეს. ასევე სვრისტეპი. თითქმის იგივეა რაც სიქსტეპი, ოღონდ სამი მოძრაობისგან შედგება. ვინდმილი ყველაზე მეტად მიყვარს, რთული მოძრაობაა, მაგრამ ლამაზი და დახვეწილი. მისი სუფთად შესრულება აუცილებელია.
- მე ვინდმილი ცუდად გამომდის. ვთქვი და ტუჩები გავბუსხე. ჩემს ქცევაზე გაეღიმა.
- რომ მივალთ გასწავლი. მითხრა და ტუჩის კუთხეში მაკოცა. გამაჟრჟოლა, მუცელში პეპლები აფარფატდნენ და გულ-მკერდში გადაინაცვლეს. ასეთი რაღაც არ გაგიგონიათ ხომ? არც მე. მაგრამ იმდენად სასიამოვნო იყო ძალიან პატარა შეხებაც კი ტუჩზე, რომ დავდნი. სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით.
- ქაfიგრაინდარზე მოგიყვები ახლა. ქართულად ყავის ამთქვეფს ნიშნავს. გაკეთების დროს ისეთი ქმედება სრულდება, რომ თითქოს ყავას თქვეფ. და როდესაც "ყავის ათქვეფას" დაასრულებ ილეთიც დასრულდება. გაიცინა და გზას გახედა. ვუყურებდი მის პროფილს და მეღიმებოდა. დახვეწილი ნაკვთები ქონდა. დიდი, სქელი ტუჩები. მწვანე, ღრმა, თვალები. კანისფერი ძალიან თეთრი ქონდა, ვამპირს მოგაგონებდათ, მაგრამ არა, არ იყო. მას გული უცემდა, ჩემთან სიახლოვისას კი ძალიან ძალიან ჩქარა. ის, რომ ვარჯიშობს სხეულზე ეტყობა. ოთხი კუბიკი აქვს.
- მოვედით. თქვა და მანქნიდან გადავიდა. ქეთამ მომწერა, რომ ღამე დათასთან რჩებოდა.
- არ შემოხვალ? შევთავაზე და აწითლებულმა გავხედე.
- გინდა, რომ შემოვიდე?მაცდურად გამომხედა.
- კი. თავი ჩავხარე.
- მაშინ შევიდეთ.მითხრა და ხელკავი გამიყარა. დაცვას მივესალმე და გასაღებით კარი გავაღე.
- რამეს დალევ? შევთავაზე.
- არა, არაფერს. მეძინება, წამო დავიძინოთ. მითხრა და ხელში ამიყვანა. გული ამიჩქარდა და ავჭარხლდი.
- ნინა, მხოლოდ დავიძინებთ - მითხრა და გაიცინა - შენი ოთახი აქეთაა არა? მკითხა. თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე. კარი ფეხისკვრით გააღო და საწოლზე გადამაწვინა. გვერდზე მომიწვა და თავი ჩემს კისერში ჩარგო. ღრმად სუნთქავდა ჩემს სურნელს. მკერდზე მივეკარი, ხელები კისერზე მოვხვიე და მის თმებში დავიწყე თამაში. ძილბურანში ვიყავი როდესაც დამიანეს ტელეფონმა დარეკა.
- ამის... ვინ არის ეხლა? ჩაიბურტყუნა დამიანემ და ძილის შებრუნება ცადა. ტელეფონი არადა არ ჩერდებოდა.
- უპასუხე. ვუთხარი და ხელი ვუჯიკე.
- გისმენთ. ამოიბლუყუნა.
- ...
- როდის?
- ...
ვერ გავიგე რა უპასუხა, მაგრამ დამიანეს პასუხი გარკვევით გავიგე.
- ამის დედა შევე*ი. წამოხტა და გარეთ გავარდა, გამიკვირდა რადგან დამიანე ჩემთან არასდროს, არასდროს იგინებოდა. ახლა კი საერთოდ არ მორიდებია და ისე შეიგინა. გაურკვევლობაში ვიყავი და გული ცუდს, ძალიან ცუდს მიგრძნობდა. მთელი ღამე ვცდილობდი დემეძინა, მაგრამ იშედეგოდ. საწოლში ვწრიალებდი და ყოველ წამს საათს ვამოწმებდი როდის გათენდება-მეთქი. მობილურის ზარმა შემაკრთო, ბალიშიდან თავი ავწიე და ტელეფონს დავხედე. დამიანე რეკავდა და მალევე ვუპასუხე.
- დამიანე. დავუძახე.
- უკაცრავად ამ ტელეფონის პატრონის ვინ ბრძანდებით? დაახლოებით 30 წლის ქალის ხმა გავიგე და გავშრი, ნერწყვი მძიმედ გადავყლაპე და ისე ვუპასუხე.
- მეგ...მეგობარი. კანკალი დამეწყო.
- მისი სახელი და გვარი მითხარით.
- დამიანე ბურდული, კი მაგრამ რა მოხდა? ძლივს ვკითხე.
- ბატონი დამიანე ბურდული ავარიაში მოყვა.


ძალიან ვეცადე და ვცდილობ ყველა შენიშვნა გავითვალისწინო. არ ვიცი ეს თავი როგორია, მაგრამ ძალიან ვეცადე რომ ამეტვირთა. მადლობა ყველას და ძალიან მიყვარხართ heart_eyes heart_eyes



№1  offline მოდერი ენემი

მოგკლავ არ გაცოცხლებ ჩემ დამის რამე რომ მოუვიდეს რა ხარ რა ინტრიგა ჩანს :D dizzy_face

რა რატო გაიმეტე ასე მაინც ვერ ვიგებ . ისე სხვა გვარი უფრო მოუხდებოდა მაგალითად ახვლედიანი(ჩემი უსაყვარლესი გვარი ვგიჟდები ამ გვარის ხალხზე), მაგარი ხარ მომდევნო კარგი უნდა იყოს <3

 


№2  offline აქტიური მკითხველი La-Na

კარგი იყო საყვარელო.იმედია ყველაფერი კარგად იქნება
--------------------
ლანა

 


№3  offline აქტიური მკითხველი La Llorona

baby girl for everyone
მოგკლავ არ გაცოცხლებ ჩემ დამის რამე რომ მოუვიდეს რა ხარ რა ინტრიგა ჩანს :D dizzy_face

რა რატო გაიმეტე ასე მაინც ვერ ვიგებ . ისე სხვა გვარი უფრო მოუხდებოდა მაგალითად ახვლედიანი(ჩემი უსაყვარლესი გვარი ვგიჟდები ამ გვარის ხალხზე), მაგარი ხარ მომდევნო კარგი უნდა იყოს <3

ვნახოთ რა იქნება. და იმედია რამე არ წამომივლის და ვაცოცხლებ. მადლობა ასეთი კარგი მკითხველი რომ ხარ. მიყვარხარ

La-Na
კარგი იყო საყვარელო.იმედია ყველაფერი კარგად იქნება

მადლობა დიდი
--------------------
M.D

 


№4  offline აქტიური მკითხველი nawkas12345

ნუ მომწონს კარგი იყ.
არ ვიცი როგორ აგიხსნა . ცოტა დადინჯება არ აწყენს ამ მოთხრობა. უფრო სერიოზული იქნება. ძალიან მომწონს თხრობა . საინტერესოდ ყვები.
ველი შემდეგს

 


№5  offline აქტიური მკითხველი La Llorona

nawkas12345
ნუ მომწონს კარგი იყ.
არ ვიცი როგორ აგიხსნა . ცოტა დადინჯება არ აწყენს ამ მოთხრობა. უფრო სერიოზული იქნება. ძალიან მომწონს თხრობა . საინტერესოდ ყვები.
ველი შემდეგს

მადლობა დიდი,ვეცდები გამოვასწორო❤❤
--------------------
M.D

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent