არმეგონა ასე ადვილად თუ გაგიშვებდი!(თავი 2)
-კარგით ქალბატ....ნატა!-გადაიკისკისა და მეც გამეცინა. -მე გავალ შენ მოეწყე.-თვალი ჩამიკრა და კარები მიიხურა.სავარძელში ჩავჯექი და ფანჯრიდან ბუნებას გავხედე ზღვა...რა ლამაზი იქნება გაზაფხული....მერე ზაფხული აქ ცურაობაც მეღირსება.უცებ კარებზე კაკუნია და ფეხზე ვხტები. -მობრძანდით!-კარები იღება და მწვანეთვალება შემოდის. -გამარჯობა!-ღიმილით მოიწევს ჩემსკენ. -გამარჯობა! -როგორ ხარ??-იქვე სავარძელში ჯდება და მანიშნებს დაჯექიო.მეორე სავარძელში ვჯდები. -კარგად შენ??-მეც შენობით ლაპარაკზე გადავდივარ. -რავი არამიშავს.კარგად მოეწყვე??-ოთახს ათვალიერებს. -ხო რავი.-უცებ სიცილი უტყდება და უხერხულად მეღიმება. -ასეთი ჩაკეტილი რატო ხარ??აუუ ვიცი-უცებ დგება და აქეთ-იქით დადის.იმდღის გამო ხო??აუუ მაპატიე რაა მაშინ თავი ვერ შევიკავე და. -ეგ არაფერ შუაშია დავივიწყოთ თქო,უბრალოდ ჯერ ვერ შეგეჩვიე.-ვუღიმი და სიცილით მიახლოვდება.კანკალს ვიწყებ და ტანში მცრის,რომ შემეხოს ალბათ დავიშლები.უკან ვიხევ,მაინც შორს ვიჭერ მისგან თავს.უცებ ხვდება და ოთახიდან გადის. -უფფფ-ამოვიხვნეშე და ლოგინზე დავემხე.არ ვიცი როგორ მაგრამ ჩამეძინა.ძილში ვგრძნობ ვიღაც თმაზე მეფერება.დედაჩემი??არა მის სურნელს ვიცნობდი.აბა ვინ??ამის გაფიქრებაზე ლოგინიდან დაფეთებული ვხტები და დიტოს ვხედავ. -გაგიჟდი????აქ რა გინდა??ან საერთოდ რას აკეთებ??-ხმას არ ვუწევ მაგრამ სიმკაცრე მეტყობა. -თმაზე გეფერებოდი რა მოხდა??-თითქოს არაფერი ლოგინიდან დგება და მიახლოვდება. -რა მოხდა??ვინ მოგცა უფლება,რომ მეხები??არ გაბედო არ მომიახლოვდე!!-თითს ვუქნევ და უკან ვიხევ და უცებ კედელს ვეჯახები.მალე მის სხეულს ვეწებები უფროსწორად თვითონ მაწებებს.ერთი ხელი კედელზე აქვს მიდებული,მეორე წელზე და მისკენ ვყავარ მიწეული. -რას აკეთებ გამიშვი!!!!!-ვფართხალებ,მაგრამ უშედებოდ.ძლიერად ვუჭერივარ და არ მიშვებს.ცოტაც და ვიტირებ.სახე ახლოს მოაქვს და უარესად ვფრათხალებ და ბოლოს ვიღლები და ძალა მეცლება. -მორჩი??-ირონიული ხმით მეკითხება. -რა გინდა თავი დამანებე..-უკვე ვსლუკუნებ. -მართალია დროებით,მაგრამ ჩემი ცოლი ხარ და უფლება მაქვს თითქმის ყველაფრის და ისტერიკებში ნუ ვარდები!!!-ხელი გამიშვა და გაბრაზეგული ოთახიდან გავარდა.კედელს მივეყრდენი და ჩავიკეცე.ხელებში თავი მოვიქციე და ავტირდი.არ ვიცი როდემდე მაგრამ დიდხანს ვტიროდი თვალები ჩამიშავდა,ძალა გამომელია,ემოციებისგან დავიცალე,სუნთქვაც ძლივს შემეძლო და ყველაფერი გაშავდა.... *** დიტო ოთახში,რომ შევედი სესილის ჩასძინებია.ისე ტკბილად ეძინა.საყვარლად ედო ხელებზე თავი და ტუჩები გაბუშტული ქონდა.არ ვიცი,მაგრამ მგონი ეს გოგო მომეწონა თან ძალიან.ლოგინზე ჩამოვჯეი და თმაზე ფერება დავუწყე.ცოტახანში წამოხტა და ისტერიკებში ჩავარდა,მერე ჩემდაუნებურად კედელზე ავაკარი და ისეთ დღეში ჩავაგდე ჩემი თავი შემძულდა.ისეთი ამაზრზენი სიტყვები ვუთხარი მომინდა ჩემი თავი მეცემა.ოთახიდან გიჟივით გამოვვარდი,ჩემს ოთახში შევედი და მინდოდა ყველაფერი დამელეწა.ასეთ დღეში რომ ჩავაგდე ჩემი თავი მძულდა.ერთ საათში მის ოთახში შევედი,ბოდიშის მოხდა მინდოდა და დავინახე.თვალებჩაშავაბული, კედელთან ჩაკეცილი,ფერ წასული სესილი.ეგრევე ხელში ავიყვანე.მე ჩავიდინე ეს ყველაფერი და მე გამოვასწორებ.ერთი დღის "ცოლი" სიკვდილამდე მივიყვანე რა ადამიანი ვარ მე!?ქვემოთ ჩავირბინე და გაფითრებული ნატა უკან ამედევნა. -რა ჭირს შვილო??? -არ ვიცი ასე ვიპოვე ოთახში.-მანქანაში ჩავაჯინე და არავის ვუსმენდი.მანქანა ადგილს მოსწყდა და საავადმყოფოში წავედით. ხელში აყვანილი გადმოვიყვანე და საავადმყოფოში შევირბინე.მაშინვე დამესიენ ექიმები და საკაცით წაიყვანეს.იქვე სკამზე დავჯექი და თავი ხელებში მოვიქციე. -ჩემი ბრალიაა!რას ვერჩოდი რა მინდოდა!?ეს...ეს როგორ გავუკეთე!!-თავს ძლივს ვაკონტროლებდი.1საათი საუკუნედ მომეჩვენა.აქეთ-იქით დავდიოდი.უცებ ოჯახის წევრებიც მოვიდნენ. -როგორ არის??-მომვარდა დაფეთებული ნატა. -არ ვიცი არაფერი უთქვამთ ჯერ. -ვაიმეეე გავგიჟდები მაგ გოგოს,რომ რამე დაემართოს!!-თვალები აუცრემლიანდა ნატას. -არაფერი მოუვა დამშვიდდი!-დედას მოვეხვიე და ექიმიც წამოვიდა ჩვენსკენ.ყველა მას მივცვივდით და ღიმილით დაიწყო. -ყველაფერი კარგად არის!გადაღლილობის ბრალია,ასევე ძალიან ინერვიულა რაღაცაზე ბევრიც უტირია თვალებზე ემჩნევა.ამ ყველაფერს მისმა სხეულმა ვეღარ გაუძლო და ასე მოხდა.ეცადეთ არ გადაღალოთ და ნაკლები ინერვიულოს!ნახვა შეგიძლიათ,ოღონდ არ გადაღალოთ!-თავაზიანად დაგვტოვა ექიმმა. -მე შევალ თქვენ სახლში წადით თუ რამე მოხდება დაგირეკავთ!-დედას თავზე ვაკოცე და პალატისკენ წავედი.როგორ არ მინდოდა კარის გაღება.ვიცოდი დამნაშავე ვიყავი და რა პირით მივდიოდი.ბოდიშიც არ უშველის ამ ყველაფერს.ეხლა საერთოდ არ მაპატიებს.იდიოტი ვარ რეები ვუთხარი.....კარები ფრთხილად შევაღე შევაღე.ფერი მოსვლიაა,მაგრამ თვალები ისევ ჩაშავებული აქვს და აქეთ-იქით აცეცებს.მის წინ ჩამოვჯექი და თვალი ამარიდა. -როგორ ხარ?? -კარგად.-მოკლედ მომიჭრა და თავი გაატრიალა. -მაპატიე არ ვიცი ყველაფერი როგორ მოხდა და რას ვაკეთებდი ვერ ვხვდებოდი.-ხელზე ხელი დავადე და ცივად გაწია,თავი გადმოატრიალა და წამოჯდა. -რამდენჯერ უნდა მოიხადო ბოდიში ერთიდაიგივეზე??!!რამდენჯერ გაპატიო!?როდომდე ავიტანო შენი ესეთი საქციელები!?იცი როგორ შემაზიზღე თავი!?არარაობა ხარ!ბედნიერი ვარ დროებით,რომ ვარ შენი ცოლი და არასამუდამოდ!-ზიზღით წარმოთქვა ყოველი სიტყვა და თავი გაატრიალა.აჰაა დიტო კმაყოფილი ხარ??გოგოს თავი შეაძულე შენი ქცევებით!ოთახის კუთხეში სავარძელში გადავინაცვლე და იქიდან ვუყურებდი სესილის.ყოველ მის მოძრაობას ვაკვირდებოდი.მისი წვრილი ხელები ჰაერში დაფარფატებდა.ყურადღებით ჩაჰყურებდა წიგნს და მომენტებში ხან ეღიმებოდა ხან სახე ეცვლებოდა ლამის ეტირა.მისკენ წავედი და მის ლოგინთან სკამზე მოვკალათდი. -რას კითხულობ??-მინდოდა ხმა ამოეღო თორე ისეც დავინახე რასაც კითხულობდა.წიგნი ცვირწინ ამიფრიალა და კითხვა გააგრძელა. -ასე უნდა მექცეოდე სულ??-გაკვირვებულმა შემომხედა.სათვალე გაისწორა და ირონიულობა დაეტყო. -აბა რას ელი ჩემგან?? -კარგი რა 1წელი ერთად უნდა ვიყოთ მამაჩემის ამბავიც და დაპირებაც გეცოდინება და ასე უნდა დავჭამოთ ერთმანეთი??-უცებ თვალები აუცრრმლიანდა. -მხოლოდ მამაშენის ხათრით გპატიობ.-დიდი ყოყმანის შემდეგ ძლივს მითხრა. -აბაა გინდა შოკოლადები???-წარბები ავუთამაშე.მინდოდა რამით მესიამოვნებინა და დავმეგობრებოდი. -რავი კი...-მოსაწყენად თქვა და წიგნი აიღო.აღარ გამიგრძელებიაა ავდქეი და მაღაზიაში წავედი... *** გონს,რომ მოვედი პალატაში ვიყავი და ექიმები მესეოდნენ თავზე.1საათიაა გასინჯვის,გამოკითხვის და ყველა პროცედურისშემდეგ ძლივს ვიკითხე რა მჭირს თქო და ნერვიულობის ბრალიაო.გამახსენდა ის მომენტი, დიტომ რა საზიზღრობები მითხრა.თურმე მისი ცოლი ვარ და უფლებები აქვს.არ ვიცი ეს ერთი წელი ან მე მოვკლავ ან თანვს მოვიკლავ.მხოლოდ იმიტო დავთანხმდი,რომ მაწყობდა ყველაფერი სწავლის გაგრძელება მინდოდა სად მემუშავა მერე და ამ ერთ წელში ყველაფერს მოვაგვარებდი.ცხოვრებას ავიწყობდი და ორივე ჩვენიგზით წავიდოდით,მაგრამ ამ ქმნილების ატანა უკვე აღარ შემიძლია.კარები გაიღო და დიტო შემოვიდა.დაიწყო ბოდიშები,სინანული და ა.ს.შ.მის ქცევაზე ნერვები ამეშალა რა პირით მოდის და ბოდიშებს მიხდის???გაბრაზებულმა ყველაფერი მივახალე,არც კი მომრიდებიაა და მაშინვე გადაინაცვლა კუთხეში მდგარ სავარძელში.წიგნი ავიღე ვიფიქრე ცოტა დამამშვიდებს მეთქი,მაგრამ მწველი მზერა არ მასვენებდა.ყოველ ჩემს მოძრაობას აკვირდებოდა.ბოლოს ისევ წინ მომიჯდა.იმდენი მელაპარაკა მაინც მომთაფლა,მამამისის გამო ვაპატიე,ძალიან მეცოდება ნიკა ასეთ მდგომარეობაში,რომ არის.მესმის მისი უნდა შვილის ბედნიერება,მისი სიხარული,მომღიმარი სახე და ყველაფერი კარგი.ნიკა შემეცოდა ასე სულ ჩხუბში და ერთ ამბავში რო ვიქნებით სულ გაგიჟდება კაცი.ვაპატიე და მაშინვე შოკოლადები შემომთავაზა.ყოყმანით დავთანხმდი.ბავშობის მერე შოკოლადი არ მიჭამია თან მინდოდა ისევ გამესინჯა თან არა,მაგრამ მცდელობა აღარ გავუფუჭე და დავთანხმდი.მაშინვე გაიქცა და 10წუთში პარკებით ხელში შემოვიდა. -აქ მიპირებ დატოვებას??-გაკვირვებული ვკითხე და ჩვენ რეაქციებზე სიცილი აგვიტყდა. -შოკოლადები,ნამცხვრები,წვენები ყველაფერია!!-იქვეე დააწყო პარკები.ნელა ამოალაგა წვენიც თვითონ დაასხა მეცინებოდა რომ ვუყურებდი. -აჰა აიღე!-წვენი და ნამცხვარი მომაწოდა და მეც გამოვართვი. -აბა ეხლა მომიყევი რამე შენზე??-მოკალათდა და ნამცხვარი მოკბიჩა. -რავი რა მოგიყვე საინტერესო ცხოვრება არასდროს მქონია.მოსაწყენი ამბები კი არ გვინდა.შენ მომიყევი!-ჯერ გაუკვირდა,მერე ნამცხვარი დადო,ჩაახველა და სიცილი ამიტყდა.უცებ დასერიოზულდა და სიცილი აუტყდა.ვკისკისებდით ორივე სანამ ექთანმა არ შემოაღო კარები. -ცოტა ჩუმთან აქ სხვებიც არიან!!-გაისმა წრიპინა ხმა და კარები გაიკეტა.დიტო დაიჭყანა და ლაპარაკში გააბრაზდა.ამაზესულ გადავკისკისდი და უცებ გამაჩუმა.ისევ ჩაახველა და დაიწყო მოყოლა.დილამდე ვლაპარაკობდით და ვიცინოდით.სულ სასაცილო ამბებს მიყვებოდა.ერთი-ორი ექიმისგან ლანძღვაც მივიღეთ.5თუ 4 ხდებოდა,რომ ჩამეძინა. *** დიტო პარკებით,რომ შევედი გაუკვირდა.მის რეაქციაზე სიცილი დაიწყო.იცინოდა და ლოყები ეჩხვლიტებოდა ისეთი საყვარელი იყო მომინდა ის ლოყები დამეკოცნა.დიტო გაჩერდი რა გჭირს!?ძლივს დავიმორჩილე თავი.პარკები ამოვალაგე ორივემ მივირთვით.ბევრი ვიცინეთ,ჩემი ბავშვობა სულ მოვუყევი.ექიმებისგან ლანძღვაც მივიღეთ,მაგრამ ვის ადარდებდა.ვიცინოდით და ვერ ვჩერდებოდით.5ისკენ ჩაეძინა.გვერძე მივუწექი და თმაზე დავუწყე მოფერება.არ ვიცი ამ გოგოში რა მომეწონა,მაგრამ მასთან ძალიან კარგად ვგრძნობ თავს და სულ მინდა მასთან ვიყო.რამოდენიმეჯერ ვაწყენინე,მაგრამ დღეიდან ყველაფერი გამოსწორდება.ეს ერთი წელი მისთვის და ჩემთვის ზღაპარი იქნება.7საათისკენ კუთხეში სავარძელში ჩავჯექი.მიმდოდა ისევ მის თმას მოვფერებოდი,მაგრამ ისევ შეეშინდებოდა ისევ გაბრაზდებოდა და ამიტომ თავი შორს დავიჭირე მისგან.მეც ისე ჩამეძინა ვერ გავიგე. *** სესილი გამეღვიძა და მაშინვე მოვათვალიერე იქაურობა.კუთხეში მოკუნტულს ეძინა დიტოს.ისეშემეცოდა გამომიცდია ეგრე წოლის მერე ტკივილები.დღეს გაწერის დღე იყო.სანამ ექთნები დამესეოდნენ ავდექი და მოვწესრიგდი.დიტოს ისევ ეძინა.ექთანი,რომ შემოვიდა უკან გავაბრუნე და გარეთ ველაპარაკე.დამარიგა აღარ ინერვიულოთო და ლექცია წამიკითხა.ძლივს,რომ დაასრულა დიტოსთან შევბრუნდა და მის წინ ჩავიმუხლე. -დიტო!-ჩუმად წავიჩურჩულე და რათქმაუნდა რეაქცია ნული. -დიტო!-ეხლა ხელით ოდნავ შევანჯღრიე,მაგრამ რეაქცია არ აქვს.სახეზე მოვუსვი ხელი,გამაჟრიალა.სახიდან ჩემდა უნებურად თმაში შევუცურე ხელი.სესილი რას აკეთებ გონს მოდი!!-უცებ გავიაზრე და სახეზეგადავედი.ნელა გავარტყი რამოდენიმეჯერ და ძლივს გაახილა თვალები.უცებ წამოვხტი და მის წინ გავჩერდი.გონს,რომ მოვიდა წამოდგა.დაბნეულმა აიჩეჩა თმა. -წავიდეთ??-ძლივს მოაბა თავი. -ჰოო რა ეს სუნი მაღიზიანებს.-დავეჭყანე და სიცილით გავედით გარეთ.მანქანაში მოვკალათდით და სახლისკენ წავედით. -სახლში მისვლა გინდა??-მეკითხება შუა გზაში. სიმართლე,რომ ვთქვა არ მინდოდა.ვერ ვიტან როცა თავზე მეხვევიან და როგორ ხარ? ეხლა ხო კარგად ხარ? და ათასი შეკითხვა.ამიტომ გამოვუტყდი. -არა,მაგრამ შენ თუ გინდა წავიდეთ...-წარბები ამითამაშა. -არც მე მინდა ამიტომ შოპინგის დროა!!-წამოიძახა უცებ.-ჯერ!-უცებ მიაყოლა და თვალი ჩამიკრა.მართალია უკვე სხვა წრეში ვარ,მაგრამ არ მინდა ასე ძალიან გამანებივრონ ჩემი ტანსაცმელიც მეყოფა.რაც მაქვს არცერთი არ ვარგა,მაგრამ პირველივე დღესვე ცოტა უხერხულად ვარ,ვიცი უამრავ რამეს მიყიდის.შეწინააღმდეგების უფლება არ მაქვს ამიტომ უზარმაზარ მაღაზიაში ძალით მიმათრევს. -შენ გასახდელში შედი კაბებს მე შეგირჩევ!-გასახდელში შემტენა და უამრავი კაბა შემომაყარა.პირველი რაც ხელთ მომყვა იყო ნაცრისფერი,წელში გამოყვანილი,მუხლს ზემოთ ტანზე მომჯდარი კაბა.კაბის მუცელთან რვიანი იხაზებოდა.ჩავიცვი,მაგრამ გასვლა არ მინდოდა.ასე არასდროს მცმია. -გამოდი!-კაბას ქვემოთ ვექაჩებოდი და ისე გამოვედი.დიტომ პირი დააღო ჩემს დანახვაზე. -დამცინი ხო??-უკან შევბრუნდი გაბრაზებული. -არა,არა მოიცა!-ხელში მწვდა და სარკესთან გამომათრია.უკნიდან დამიდგა და მხრებზე ხელი დამადო. -შეხედე რა ლამაზი ხარ!ასეთი ტანის მქონე ადამიანი არ უნდა იმალებოდეს!დატრიალდი!-ხელით დამაბზრიალა და თავის მკალვებში მომაქცია.მისი მხურვალე ხელი წელზე ვიგრძენი და სასიამოვნოდ დამიარა ტანში.თან ცოტა შიშიც გამიღვიძა იგივე რომ არ ექნა,მაგრამ მხოლოდ აციმციმებული თვალებიით შემომცქეროდა.უცებ თავი გააქნიაა და მალევე გამიშვა ხელი. -მიდი სხვა კაბებიც გაისინჯე...-დაბნეულად გადაისვა თმაზე ხელი.აღარ გავწელე საუბარი და შემდეგი კაბა გავისინჯე.უამრავი კაბა ვიყიდეთ სულ მოკლეები და 2გრძელი,მერე შარვლები ვიყიდეთ,ასევე მაიკები,თბილი სვიტერებიც და ზამთრის ფეხსაცმელებიც.მაღაზიიდან უამრავი პარკით ხელში გამოვედით,ზოგი საბარგულში ჩავაწყვეთ და ზოგი უკანა სავარძელზე.მერე მანქანაში ჩვენც მოვკალათდით და სახლისკენ წავედით. -აუუ ძალიან დაიხარჯე,დიდი მადლობა! -კაი რა რა მადლობა,ეს ერთი წელი დედოფალივით უნდა გაცხოვრო!-თვალი ჩამიკრა და გზას გახედა.ბოლო სიტყვებმა ტვინში ბევრჯელ გაიჟღერეს და სასიამოვნო ღიმილი მომგვარეს.არასდროს არავის უზრუნიაა ასე ჩემზე,გარდა დედაჩემისა.ჩემზე სულ ზრუნავდა და სულ თავს მევლებოდა,ეს ერთი შვილი დამრჩაო სულ მაგას ამბობდა. -დამრჩაო!?-წავიბუტბუტე ჩუმათ და ტვინში გაავაანალიზე. -ვაიმეე!!!-შევკივლე და დიტომ მკვეთრად დაამუხრუჭა. -რამოხდა??კარგად ხარ??-ფერები გადაუვიდა სანამ ხმას ამოვიღებდი. -არააა...არა...ეს..ეს როგორ?!-თმაზე ნერვიულად ვისვამდი ხელს და ვჩურჩულებდი. -რამოხდა??რა მოგივიდა??-უკვე შიში იგრძნობოდა დიტოს ხმაში. -მე..მე და ან ძმა მყავს.......ან მყავდა...-ამოვისლუკუნე და ტირილი დავიწყე. -გეხვეწები არ იტირო!რამოხდა ამიხსენი! -სადმე წავიდეთ და მოგიყყვები..-ავოვიოხრე და ცრემლები ძლივს შევიკავე.დიტომ სწრაფად დაძრა მანქანა და ერთ მშვიდ ადგილას მიმიყვანა.პატარა კაფე იყო,ცოტა ხალხით.შევედით და თავისუფალ მაგიდაზე დავსხედით.მალევე მოგვადგა გოგო. -რას მიირთმევთ?? -ორი ყავა!?-დაეჭვებით თქვა და თავი,რომ დავუქნიე მერე განამტკიცა და გოგოც წავიდა. -აბა რამოგივიდა??-ხელებს დაეყრდნო დიტო. -დედაჩემი გამახსენდა....-ცრემლები წამომივიდა მის გახსენებაზე.-მისი სიტყვები გამახსენდა...ერთხელ დაქალები ყავდა მე 13 წლის ვიყავი.არ მახსოვს რას ვაკეთებდი,მაგრამ იქვე დავტრილებდი და მომესმა როგორ თქვა დედამ ეს ერთი შვილი დამრჩაო და მალევე მომესმა მისი ტირილის ხმა.მაშინ მის სიტყვებს ყურადღება არ მივაქციე მაშინვე დედასთან გავიქეცი და მისი დამშვიდება დავიწყე...-ცრემლები თავისით მიიკვლევდნენ გზასდა არ ჩერდებოდნენ. -და ეხლა მისი სიტყვები რატო გაგახსენდა??-ცუდად მომიჭრა და გავიჭედე.დედას სიტყვები ხო მის სიტყვებზე გამახსენდა.ისე უნდა დამელაგებინა აზრები,რომ დიტოს არ ეფიქრა შემიყვარდა. -შენს სიტყვებზე გამახსენდა...დედა სულ "ჩემო დედოფალო"-ო მეუბნებოდა....მერე გამახსენდა როგორ ზრუნავდა ჩემზე და ეს სიტყვებიც ამომიტივტივდა....-ცრემლები შევიწმიმდე ჩვენსკენ მომავალი ოფიციანტი,რომ შევნიშნე.ყავები დადო და წავიდა. -არ გინდა მაგ საკითხზე მამაშენს ელაპარაკო??-შემომთავაზა დიტომ.-მან შეიძლება იცია რა მოუვიდა შენ დას ან ძმას.-ჰო ზუსტად შეიძლება იცის.გონება გამინათდა. -ჰოო,შეიძლება...მადლობა!-ხელი ხელზე დავადე და ვიგრძენი როგორ დაურა ტანში რაღაცამ მასაც და ოტივეს სასიამოვნოდ გაგვეღიმა.ჩემი ხელი მის ხელებში მოიქცია. -მადლობა შენ,რომ ყველაფერი მაპატიე და უკვე მენდობი!-მის ხმაში გულწრფელობა იგრძნობოდა. -წამოდი სახლში წავიდეთ,დავიღალე. -კაი წავიდეთ!-ხელი არ გაუშვია ისე ამოაცურა ფული ჯიბიდან და მაგიდაზე დადო.ასე ეკიდა ხელი სანამ მანქანამდე არ მივედით.ჩასხედით და სახლისკენ წავედით... * * * დიტო კუთხეში ჩამძინებია თვალები,რომ გავახილე სესილი ამდგარი იყო ვერც გავიაზრე,რომ საავადმყოფოში ვიყავით და თვალები ისევ დავხუჭე.ნახევრად მეძინა,როცა კარების ხმა გავიგე,მერე სასიამოვნო სურნელმა ცხვირში მომიღიტინა.მივხვდი,რომ სესილი იყო და არ გავახიოე თვალები.ჩუმად წაიჩურჩულა ჩემი სახელი,მერე შემანჯღრია,მაინც არ გავახილე თვალები მაინტერესებდა როგორ გამაღვიძებდა.სახეზე ხელი მომისვა და ვიგრძენი როგორ დაბურძგლა,უცებ თმაში შემიცურა ხელი ისე მსიამოვნებდა მისი შეხება,მაგრამ უცებ გადავიდა სახეში ნელ გარტყმაზე და აღარ გავწელე თვალები გავახილე,ისე უეცარი რეაქცია ქონდა დავიბენი და ძლივს ამოვღერღე წავიდეთ თქო.გზაში რაღაცნაირად ვიყავი,არ მინდოდა სახლში მისვლა მინდოდა სადმე წავსულიყავით ჩვენ ორნი და შოპინგი შევთავაზე.მართალიაა ძალით შევტენე მაღაზიაშიც და გასახდელში,მაგრამ სულ ტყუილად არა.გასახდელიდან საოცრება გამოვიდა ისე უხდებოდა ის კაბა.მისი გრძელი და სწორი ფეხები კარგად იკვეთებოდა.გამიბრაზდა და მის მოსაბრუნებნლად,რომ მივედი უეცრად ჩემს მკლავებში მოექცა.აქაც მალე მოვედი გონს და გავუშვი.უამრავი ტანსაცმელი ავარჩიეთ,სესილის სიხარული და უხერხულობა ეტყობოდა და მადლობებიც მიხადა. ბოდიშით გაგრძელება დავიგვიანე.ეს საცდელი თავის მეორე ნაწილია.სახელი ძლივს შევურჩიე.ამის დადებას არ ვაპირებდი სისულელე მეგონა,მაგრამ დღეს საცდელი თავის კომენტარებს გადავხედე და თქვენი თბილი სიტყვები გულზე მომხვდა და მაინც დავდე.ძალიან მაინტერესებს თქვენი აზრი,ვფიქრობ დასახვეწია,ალბათ ბევრი შეცდომა და თქვენს რჩევებს დიდი სიამოვნებით მოვისმენ! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.