პიანისტის პირველი სიყვარული
1. ოდესმე გყვარებიათ? აი მე, ამ საკითხში დღესაც ვერ ვერკვევი. ან რავიცი რა შეიძლება დაარქვა გრძნობას, როცა გამუდმებით ერთსა და იმავე ადამიანზე ფიქრობ, ოცნებობ. . . ამავდროულად კი სასტიკი წინააღმდეგი ხარ საკუთარი გრძნობები აღიარო. თუმცა იცი რომ გვიანია უკვე მაინც, რადგან თითქმის დარწმუნებული ხარ, რომ იმ ადამიანს რომელმაც თავი შეგაყვარა შენს მიმართ აღარავითარი გრძნობა გააჩნია და მის თვალებში ხანდახან ზიზღსაც კი ხედავ. ერთი ძალიან ჩვეულებრივი დღეა. უბრალოდ ახალ სკოლაში გადადიხარ. განცდებში ხარ. არიცი როგორ შეეგუები კლასს, სკოლას, მასწავლებლებლებს, სიტუაციას. იმასაც აცნობიერებ, რომ უკვე უფროსკლასელი ხარ. ნაკლები შეცდომის დაშვების უფლება გაქვს. თითქოს თან დიდი ხარ და თან არა. კლასში აფორიაქებული შევედი. საერთოდ წარმოდგენა არ მქონდა რა მელოდა წინ. მანამდე არავინ მყვარებია და არც არავის ვყვარებივარ. უბრალოდ ერთი ჩვეულებრივი წარჩინებული მოსწავლე ვიყავი და მეტი არაფერი. ბავშვებს შევერიე. თან აქეთ-იქით ვიყურებოდი. ვცდილობდი უკეთესად გამეგო ყველაფერი, ოღონდ არ ვიცი ზუსტად რა. მთავარი იყო მალე მოვრგებოდი ახალ კლასს. რამდენიმე ბიჭი მომეწონა კიდევაც მაგრამ სერიოზული არაფერი გამიფიქრია. აი როგორც იყო ზარი დაირეკა. ახალ მეგობრებს როგორ მოვშორდი არ მახსოვს. მერე ”ვიღაცამ” ხელი მომკიდა და გაკვეთილზე გვერდით დამისვა. ცოტა დებილი თვალებით მიყურებდა. მერე ბოდიშიც მომიხადა თავი უხერხულად გაგრძნობინეო. მთელი დღის განმავლობაში ვხედავდი როგორ ცანცარებდა გაკვეთილებზე. მგონი მაგის გარდა არავის სიცილის ხმა არ ისმოდა. სახლში მოვედი თუარა მეგობრობის მოთხოვნა მქონდა. ალბათ მიხვდებით ვისგანაც. წარმოდგენა არ მაქვს ვინ იყო მაგრამ მისი პროფილის ფოტო ახლაც მახსოვს. კილომეტრიან მესიჯებს მწერდა უამრავი სმაილითა და ათასნაირი სიტყვით. რავიცი ან ამდენს სად პოულობდა ან იფიქრებდა. სკოლაში არაფერს იმჩნევდა. თითქოს არაფერი ხდებოდა, მაგრამ ჩატს მიკლებდა. საერთოდ არაფერს ვფიქრობდი მასზე. გარდა იმისა, რომ მაგრად ღადაობდა. მისი არცერთი სიტყვის მჯეროდა, მაგრამ გამოხედვაში სულ სხვას ვხედავდი ხოლმე და ვერ ვარკვევდი ნამდვილად რას. დღეები გადიოდა აი ის უცნაური ბიჭი გაკვეთილზე გაშტერებული, თავდადებული მაკვირდებოდა ხოლმე. მე არაფერს ვიმჩნევდი. ანდა რაუნდა შემემჩნია არაფერი ხდებოდა. როგორც იყო ნახვაზე დამითანხმა. სულ კანკალებდა. ჭარხლისფერი იყო და ხელი მოკიდებას ცდილობდა. მაგრამ მე ქალბატონი თავისფასია ვარ და უხეშად ვიშორებდი ყოველთვის. მის სათითაო მესიჯს ქცევას სიტყვას საერთოდ ყველაფერს აბუჩად ვიგდებდი. ვცდილობდი დავმეგობრებოდი მეტი არაფერი მინდოდა. ნუ ასე ჩემს თავს ვაჯერებდი არადა ნელ-ნელა ფიქრებში მეჭრებოდა და რომიყურებდა მეთითონაც ვიძაბებოდი უკვე. მწერდა და არვიცოდი რა მეპასუხა თუ არადა ვგიჟდებოდი. აი მერე კი ნამდვილი თავის დაფასება დავიწყე. ყველანაირად ვცდილობდი მეეჭვიანებინა. ყოველთვის ბიჭებთან ერთად დავდიოდი. ვცდილობდი თუნდაც ყველაზე უმნიშვნელო დეტალი ისე გამომეყვანა თითქოს რაიმე ხდებოდა. ისიც იყო ჩუმად და ხმას არ იღებდა. ყველაფერი წყნარად მიდიოდა, თავის რიტმში. მეხვეწებოდა ერთად ვიყოთო. მაგრამ რადგან ”მიყვარხარ” ერთარდერთხელ წამოცდა და გადააკეთა არ ვუჯერებდი. ის ფიქრი არ მასვენებდა, რომ ჩემი ”დაკერვით’’ იტრაბახებდა. ამიტომ თავს კიარ ვიკავებდი მაქსიმალურად ვამცირებდი რაც შემეძლო. ის კი მაინც მაშტერდებოდა ხოლმე გაკვეთილებზე ასე უაზროდ და მასწავლებლები რატომ არ იმჩნევდნენ არაფერს ვერ ვხვდები. მაგრამ, ერთ დღეს, ეს ამბავი დაქალთან წამომცდა და მას შემდეგ ყველაფერი აირია. ჩემზე საშინელი შთაბეჭდილება შეუქმნა ისეთი, რომ ზედაც კი აღარ მიყურებდა. მუსიკალური სკოლა ახალი დამთავრებული მქონდა. კონცერტზე დამპატიჟეს და გახარებული წავედი ისე მქონდა მონატრებული ჩვენი სკოლის როიალი. მთელი კონცერტი გაყუჟული ვიჯექი. გამოსვლას ვნანობდი. ერთ წელიწადში ცხრაწლედის დიპლომს ავიღებდი, ალბათ რამდენ ახალ რამეს ვისწავლიდი. არვიცი რატომ, მაგრამ ძველი მოსწავლეებიდან რამდენიმე სცენაზე მიგვიწვიეს. გავნერვიულდი არაფერი მახსოვდა კარგად. სანამ სხვები უკრავდნენ ასე თუ ისე რაღაცები გამახსენდა. და აი გამომაცხადეს. შიშისაგან ოფლი მასხამდა. ისე მეშინოდა არ შემშლოდა, არ შევრცხვენილიყავი. სცენისკენ გავემართე. ერთი საფეხური, ორი, სამი, ოთხი, ხუთი. . .და აი უკვე სცენაზე ვარ. როიალს ვუახლოვდები და ვჯდები. თავს ვიწყნარებ პედლებს ვპოულობ და ვიწყვებ შოპენის დაკვრას. საერთოდ არ ვუკვირდები რას ვუკრავ, მაგრამ რასაც ვუკრავ მასში დიდი გრძნობაა. როცა მივხვდი, რომ აღარ შემეშლებოდა მთელი სიამაყით განვაგრძე ტრელების და გასმების კეთება. ვერ აგიღწერთ რა სიამოვნებაა. დავამთავრე, ტაშით დარბაზი ინგრევა ყველაზე მეტად ჩემი მეგობრები უკრავენ. მერე ვიღაცის ნაცნობი სახე შევნიშნე და დავინახე როგორ გამოემართა სცენისაკენ ჩემი მომავალი სიყვარული. შოკში ვიყავი საერთოდ ვერაფერს ვაანალიზებდი ძალანარევი ღიმილი მქონდა სახეზე. ვერ ვიჯერებდი სიზმარი იყო თუ ცხადი. თან მრხვენოდა ასე უეცრად დაკრული რომ მოისმინა თან მიხაროდა, რომ შემირიგდა. პირველი რიგებიდან ჩემი მასწავლებელი მიღიმოდა და თვალებით მეუბნებოდა ”ხომ გეუბნებოდი მუსიკა გამოგადგებაო”. ხელი გამომიწოდა და სცენიდან დიდი პატივით ჩამომიყვანა. პ.ს პირველად ვწერ და მკაცრად ნუ შემაფასებთ. ისტორია ძირითადად რეალურია |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.