შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ცხოვრება გრძელდება _5_


17-03-2017, 02:10
ავტორი Frigga
ნანახია 1 516

გთხოვთ თქვენი შთაბეჭდილებები გამიზიაროთ. მადლობთ რომ კითხულობთ, მართალია ბევრი არა მაგრამ ვისაც მართლა მოსწონს ჩემი ნაწარმოებები მთელი გულით დიდ მადლობას ვუხდი, ჩემთვის მთავარი არაა რამდენი კითხულობს ჩემს ნამუშევარს მთავარია რომ როცა ვწერ მე მსიამოვნებსს... მადლობა კიდევ ერთხელ <3

დავინახე როგორ მოჰქროდა მანქანა ჩემსკენ, თითქოს ქარს ორ ნაწილად ჰყოფდა და მხოლოდ ერთი მიზანი ჰქონდა, დამჯახებოდა და იმ ქვეყნად გავესტუმრებინე. ისეთი შეგრძნება მქონდა თითქოს ჩემს შიგნით ვიღაცამ ღილაკი იპოვა და დააჭირა, ვიღაცამ ის გამორთო რაც მამოძრავებდა, წამიერად გავითიშე, მიუხედავად იმისა რომ ვხედავდი როგორ მოჰქროდა ჩემსკენ ის მანქანა რომელიც სავარაუდოდ გზიდან არგადასვლის შემთხვევაში სწორედაც იმ ქვეყნად გამისტუმრებდა, ერთ ადგილზე ვიდექი გაშეშებული, მუხლებში საშინელ სიცივეს ვგრძნობდი და მიკანკალებდა, საკუთარ თავში ძალას ვერ ვპოულობდი რომ როგორმე ეს გაშეშებული დამძიმებული და აკანკალებული ფეხები ადგილიდან დამეძრა, არ ვიცი ეს რა ჯანდაბა იყო, მხოლოდ ის ვიცი რომ მე უბრალოდ ძეგლივით ვიდექი და ინდურ სერიალში მეგონა თავი, თითქოს შენელებული კადრი იყო და წამები საათებად იქცა.
ისეთი ძლიერი შიშის გრძნობა დამეუფლა რომ ლამის გული საგულის საზღვრებს გასცდა, სისხლის მი-მოქცევა შეწყდა და წამიერად კლინიკური სიკვდილი განვიცადე.
ძლიერი შეჯახება ვიგრძენი, თვალები დავხუჭე და შიშმა საბოლოოდ მოიცვა მთელი სხეული.
- ანა. ღმერთო მოვასწარი... ანა გაახილე თვალები.
შეშინებული მოჭუტულ თვალებს შიშით ვახელ, ჯეისს მკლავზე ვყავარ გადაწვენილი და ფეხები ტროტოარის ქვაზე მიდევს.
- მოვკვდი? აქაც შენ ხარ? მადლობა ღმერთს.
ალექსმა გულიანად გადაიხარხარა და მერე თვალებში ჩამხედა.
- ასეთი სულელი რა მყავხარ?
- ხდება ხოლმე, მოიცა შემოგხედო მართლა შენ ხარ?
სახეზე ხელი დავადე.
- მე ვარ მე.
ჯეისი სიცილით კინაღამ გვერდზე მომიწვა, როცა სიცილს მორჩა მოიფიქრა და წამომაყენა. ფეხზე ვერ ვდგებოდი საშინლად მიკანკალებდა მუხლები და არა მარტო მუხლები მთლიანი სხეულით ვკანკალებდი, ( ჯანდაბა მორჩი ნარკომანივით კანკალს) საკუთარ თავს ჩავჩიჩინებ მაგრამ უშედგოდ.
- მოდი დავჯდეთ.
ისევ სიცილი.
- ნამდვილად მაწყობს.
მეც ნაგლად ვუღიმი და იქვე სკამთან მისვლას ვცდილობ.
- ჯანდაბა.
ხმამაღლა ვყვირივარ.
- დაგეწყო?
- კიი და თუ ვერ უძლებ შეგიძლია დამტოვო.
ბუზღუნით სკამამდე მივაღწიე და ჯეისს ხელით გზისკენ ვანიშნე.
- წადი.
- კარგი რა პრობლემაა.
დაუფიქრებლად მიბრუნდა ჯეისი და მანქანაში ჩაჯდა, სწრაფად დაქოქა და ორ წუთში იქ აღარ იყო.
ცოტა ხანი ვიჯექი სკამზე და კანკალს ვებრძვოდი, შემდეგ ვცადე გზა გამეგრძელებინა, ვეყრდნობოდი რაც ხელში მომყვებოდა ყველაფერს და ღრმად ვსუნთქავდი, მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა, ბოლოს იმდენად ამიკანკალდა ფეხები რომ ისევ ჩავიკეცე.
- ჯანდაბა გადაადგი ეგ ფეხები. აჰაა უკვე საკთარ თავს ხმამაღლაც ველაპარაკები, ღმერთო შენ დამეხმარე.
ფეხბი ვეღარ გამიჩერებია ისე მიკანკალებს ასე რა ჯანდაბამ შემაშინა.
ახლა უკვე გულში ვფიქრობ და რაც ძალა და ღონე მაქვს წინ მივიწევ.
საბოლოოდ სანამ ბოლომდე გავეედი ქუჩას, თვალებში დამიბნელდა, ისევ გამეყინა მუხლები და უსულოდ მოვწყდი, მაგრამ არც ახლა დავცემულვარ მაგრად, ისევ დამიჭირეს.
თვალები გავახილე, ისევ ჯეისი.
- ეს უკვე სასაცილოა, ნამდვილად აღარაა სახუმარო, რაარის ეს? რამდენჯერაც ასფალტზე გაწოლა მომინდება შენ უნდა გკითხო?
- ასფალტზე გაწოლა ხო? ახლა წამოდი.
წამომაყენა, ხელი მაგრად მომკიდა და რაც ძალა და ღონე ჰქონდა გაიქცა.
- მოიცა ნუ მიმათრევ!!!
ისევ თტავისას აგრძელებს, ასე ხელჩაკიდებული ჩავყავარ დაღმართზე, იმდენად მაგრად მიჭერს რომ ხელი ლამის მომტეხოს, მაგრამ თითქოს არც მე მინდა გამშვას.
- ნუ ფართხალებ რა.
- დავიღალე, ასე რატომ მიმათრევ?
შევაჩერე და ხელი გავაშვებინე.
- დაიღალე?
- კი საკმაოდ.
დაბღვერილი ისევ თითისწვერებზე ვიწევი და ჩავხედე იმ არაამქვეყნიურ ცისფერ მოელვარე თვალებში.
ხელი მტაცა, აზრზე რომ მოვეი უკვე ზურგზე ვყავდი აკიდებული და იმ ადგილიდან საკმაოდ მოშორებით ვიყავით, დიდი მანძილი გაერბინა. მეე კი როგორც ყოველთვის გამოვფხიზლდი თუ არა მაშინვე ფართხალი დავიწყე.
- ჯეის, ვერ გადამირჩები,
ფეხებს ვაფართხალებ.
- ჯეის ცოდო ხარ ჩამომსვი
ახლა უკვე რაც ძალა და ღონე მაქვს ვხუტები რომ არ გადმოვვარდე
- ჯეის უკვე ცუდად ვარ
ცალხელს ვუშვებ კისრიდან , მაგრამ ჯეისი მტკიცედ მიკრავს ზურგზე.
- გეყოფა მეთქი ახლა უკვე მართლა ვბრაზდები.
- დიახ ქალბატონო როგორც იტყვი.
შუა გზაჯვარედინზე გამაჩერა, მანქანები კრუგს გვირტყამდნენ სიგნალით მაგრამ ის მაინც თავისას აგრძელებდა.
- მენდობი?
ზურგიდან მსვავს და თვალებში გამომწვევად მიყურებს.
- არა.
- ოო ეგ სხვა საქმეა რადგან მოგიწევს მენდო.
- ვითომ რატომ?
- აი ამიტომ.
შუა მანქანებში შევარდა, გულმა უცნაურად ფეთქვა დამიწყო, ცივმა ოფლმა დამასხა.
- ჯეის, ჯეის ახლავე გამოდი მაქედან.
კადეგორიული ტონით ვუყვირი ალექსს.
- არა სანამ შენც არ მოხვალ ჩემთან.
ჯეისი ისევ თავისას აკეთებს როგორც ყოველთვის.
არ ქნა ეგ მაგასაც ეგ უნდა, უნდა რომ ენდო, არ გააკეთო გესმის ანნა?!
ახლა მოკეტე ქვეცნობიიერო თორემ ნაღდად გავრეკავ.
რაც ძალა და ღონე მაქვს მოვიკრიბე და ნელ- ნელა მივდივარ ჯეისისკენ.
- მოდი ნუ გეშინია მაგარია.
- ხოო აბა რაა.
გაბრაზებული ვჩხავივარ შუა ქუჩაში და ჯეისამდე მისვლას საკუთარი ადამიანობისა და ძალების ფასად ვცდილობ.
ეს მანქანების გაუთავებელი სიგნალი გონებას მიფანტავს, უფრო მითვიძებს შიშს, მაგრამ თითქოს რაღაც უხილავი ძალა იღვიძებს ჩემში, რაღაც ისეთი რაც აქამდე არასდროს მიგრძვნია. ცოტა დარჩა ჯეისამდე ძალიან ცოტა სულ ორი მანქანა, მაგრამ ისინი ძალიან სწრაფად დადიან.
- მოდი თორემ გეფიცები მე გადავალ ძალით და მანქანას შევუვარდები.
- არა... მოვდივარ.
ყველაფერი გაჰქრა, მხოლოდ ჯეისს ვხედავ. იმ მანქანებსაც ისე გავუარე გვერდით ვითომც არაერი და როგორც იქნა მივაღწიე ამ თავხედამდე.
ერთი კარგი სილა გავაქანი და მერე შიშისგან აკანკალებული და გაციებული ხელები ისევ სახეზე მოვუსვი.
- მაპატიე გეტკინა?
ჯეისი ჩემს ხელებს სახიდან იშორებს.
- საშინლად გაყინული ხარ.
ჩემს ხელებს მის დიდ ხელების გარემოცვაში ათავსებს და მიზილავს.
მე ისევ თვალებში მიბინდდება.
- ჯეის.. ჯეის.... ჯეის...
- გაიღვიძე ანნა გთხოვ, ასე რატომ გემართება?! ყველაფერი ჩემი ბრალია, მაპატიე გევედრები.
ჯეისის ხმა ჩამესმის, მისი ბოხი და ალერსით სავსე ხმა, რომლის გაგონებასაც წლრბი ვრლოდი.
- ჯეის. თვალებს ვახელ, თავი ჯეისის კალთაში მიდევს, ჯეისს კი თავი დაუხრია და ლამის ატირდეს.
- ანნა, მაპატიე, მეორედ აღარაფერს დაგაძალებ გპირდები.
ისევ სილა სახეში.
- ეს რისთვის?
- იმისთვის რომ ხელს არასდროს მიშვებ და არ მაძლევ უფლებას წავიქცე.
ჯეისი ხელებს სათუთად მხვევს და გულში მიხუტებს.
- ეს მუდამ ასე იქნება.
- რაღაც არამგონია, ეს ფრაზა ადრეც უთქვამთ ჩემთვის მაგრამ არ აუსრულებიათ.
მის მხრებში ჩარგული თავი მაღლა წამოვწიე და აცრემლებულმა თვალებში ჩავხედე.
- გთხოვ ნუ მახსენებ იმას რის გამოც რაც წასული ვარ არ მძინებია.
- კარგი დაივიწყე. ძალიან დავიღალე, სახლშიავიდეთ კარგი?
- უფლებას მომცემ რომ როგორც აქ მოგიყვანე ისე წაგიყვანო?
ისევ ჩახუტებულები ვსაუბრობთ, ცოტაც და ჩამეძინება.
- არ..
- ანა გთხოვ.
- უიმეე კაი ჰო.
ისევ ზურგზე ამიკიდა, მაგრად მიმიკრა და ნელა, აუჩქაარებლად მიდიოდა ქუჩაში.
მის მხარზე ჩამეძინა, მხოლოდ მაშინ გამეღვიძა როცა უკვე ლოგინში მაქვენდა, სადაციყო უნდა გასულიყო რომ გადაწყვიტა ჩემს ყავისფერ მდივანზე დაეძინა, მართალია გამოვფხიზლდი მაგრამ ჯეისს ეს ა გაუგია.
- ჯეის, მოდი აქ, ჩემთან.
- არა არასდროს.
- მაგისთვის არც არასდროს დაგიძახებ, უბრალოდ შემცივდა და ჩამეხუტე.
ჯეისი ზანტად ადგა დივნიდან, ჩემი საბანი აწია და ზურგზე მისი სითბო მაშინვე ვიგრძენი როგორც კი მკლავები მომახვია...




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent