შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩემი მორაგბე ( 3 )


17-03-2017, 14:09
ავტორი ის გოგონა
ნანახია 1 833

უნიში როგორც ყოველთვის დავაგვიანე ... ერთ ხელში ქსეროქსის ფურცლები მეჭირა ,მეორეში წყალი ,ორი ჩანთა მქონდა გადაკიდებული და ვცდილობდი როგორმე ჩამოყრილი თმა უკან გადამეწია .
აფორიაქებული შევვარდი აუდიტორიაში და ჩემი ადგილი დავიკავე.
კარგი აღნაგობის მამაკაცი შემოვიდა აუდიტორიაში .
- გამარჯობათ, მე თქვენი ახალი ლექტორი ვარ ზაზა
მინდა იცოდეთ ,რომ აქ უსაქმური ხალხი არ მჭირდება !
- თვალები შუბლზე ამივიდა...
ერთი შეხედვით პირველ კურსელი გეგონებოდათ , საკმაოდ სიმპათიური, მაღალი ,მხარბეჭიანი მამაკაცი ,რომელიც თურმე 28 წლის გახლდათ . მისი სიარულის მანერა იმაზე მეტყველებდა რომ მოცეკვავე იყო. მხრებში გამართული და თავაწეული. ოდნავ მოშვებული წვერი მის სახეს ნამდვილად შვენოდა . წყნარი , დალაგებული საუბარი განაგრძო
- ვისაც ნამდვილად არ აინტერესებს არაფერი შეუძლია ახლავე გაბრძანდეს .
და შევთანხმდეთ რომ ჩემი საუბრის დროს არავინ ჩამეჩრება საუბარში .
გაშტერებულმა ტუჩის კვნეტა დავიწყე... მობილურის ზარმა გამომიყვანა ამ სიშტერედან
- ელენე სად ხარ?
მხოლოდ ეს მოვასწარი რომ ხელიდან გაომგლიჯა ტელეფონი ახალმა ლექტორმა
- ამას ლექციის ბოლოს მიიღებ ( ცალყბად გაიღიმა )
...........
_ მოკლედ ლილე ... ხვალ ტურზე მივდივართ ყველაფერი მოვაგვარე...
- ჩვეენ მარტო? აუ სხვა დროს რა ,არ ვარ ეხლა მაგის ხასიათზე
- ნუ ბოდიალობ გოგო, კეთილი ინებე და წამოდი! ანდროც მოდის და..
- ოღონდ არ თქვა რომ იოანეც
- დიახთ , უარი არ მიიღება ... მეც მიყვარხარ ( ტელეფონი გამითიშა )
რათქმაუნდა იქ წასვლას სიკვდილიც კი მერჩივნა .. არ მინდოდა იმ თავხედის ნახვა მაგრამ.... ელენეს ვერ ვუთხარი უარი
-------------------------
ტურისთვის ვემზადებოდი . მეორედ მივდიოდი და არც თუ ისე
გამოცდილი ვიყავი, ამიტომ ჩემი ძმა მეუბნებოდა ყველაფერს იქ რაც დამჭირდებოდა.
ყველაფეერი მოვამზადე და ელენესთან ავედი .
- გოგო რადროს მაკიაჟია ხომ არ გადაირიე ? გამეცინა
კმაყოფილი სახით იჯდა სარკესთან და დიდი სიამოვნებით იკეთებდა მაკიაჟს ისე თითქოს რაიმე შეხვედრაზე მიდიოდა .
ელენეს ტელეზე ზარი გაისმა , ჩვენი უზარმაზარი ჩანთები ჩავიტანეთ და ჩავედით .
მის დანახვაზე ჩემ სხეულში რაღაც იმპულსებმა იფეთქეს ..
ზოგადად მთაზე შეყვარებული გოგო ვიყავი . ხშირად ვფიქრობდი იქ ცხოვრებაზე.პირველად 16 წლის ასაკში, ხევსურეთში, რომ წავედი მივხვდი ეს ის იყო, რაც მჭირდებოდა... საოცრად შემიყვარდა იქაურობა. იქიდან წამოსვლა არ მინდოდა ... იმდენად გამიტაცა მთამ, რომ დავიფიცე, როგორც კი შესაძლებლობა მექნებოდა აუცილებლად ვიქონიებდი ხევსურეთში სახლს. მიუხედავად იმისა, რომ საოცრად არ მსიამოვნებდა მისი (იოანეს )დანახვა, იძულებული ვიყავი ამეტანა და ეს ხევსურეთში წასვლის გამო მაინც გამეკეთებინა. ჩემს ფეხებს ნამდვილად არ ვუჩიოდი, მაგრამ საშინლად დამღალა სიარულმა .პირველი დღე ძალიან ხალისიანი და ენერგიული იყო. ნაკლებად ვკონტაქტობდი ახლომყოფებთან. ალბათ მინდოდა ბოლომდე შემეგრძნო ის, რასაც ვხედავდი და რაც მიყვარდა... მართალია ლაშქრობა მომწონდა ,თუმცა საშინელ დისკომფორტს ვგრძნობდი უწყლობის გამო. ჩემდა საბედნიეროდ კარვების გაშლა მდინარესთან ახლოს დავიწყეთ .
- სად მიდიხარ ლილე?
-მდინარეში ელე აღარ შემიძლია ასე...
ცურვა კარგად შემეძლო და არც გიჟ მდინარეს შევუშინდი. საცვლების ამარა ყინულივით წყალში შევცურე. ვიგრძენი როგორ დამეხორკლა მთელი სხეული . მალე შევეგუე წყალს და გრძელი თმები მთლიანად დავისველე. სრული ბედნიერება იყო, განტვირთვა როგორც ასეთი... - ცივია? ჩუმად ჩალაპარაკებულ სიტყვებს ძლივს მოვკარი ყური და არც შემიხედავს ისე გადავწყვიტე პასუხის გაცემა . -ძალიან . მომეხმარები ამოსვლაში?. ხელი გავუწოდე და მასაც წყალში გადმოვუძახე.გულიანად გადავიკისკისე . თვითკმაყოფილმა შევხედე ,მას კი ისეთი სახე ჰქონდა გულში გავიფიქრე - აი ახლა კი დაგერხა ლილეე ! ასვლას ვლამობდი, რომ ფეხში მომკიდა ხელი და წყალში ჩამათრია. როგორც ჩანს ამ ჯაჯგურის დროს ფეხი ქვას მივარტყი და ტკივილისგან კივილი აღმომხდა. თავი დავიძვრინე და ნაპირზე კოჭლობით ავედი.. - ასეთი მხეცი როგორხარ! . ფეხის დანახვაზე ლამის გული წამივიდა... ღრმა ჭრილობა არიყო ,თუმცა ტკივილს გამო ვერ ვადგავდი ფეხს. მაშინღა მივხვდი რომ საცვლების ამარას შემომყურებდა ვაჟბატონი და მაშინვე პირსახოცი მოვიხვიე.
-რამოგივიდა ..
- არაფერი კარგად ვარ... ( ვაი ამ კარგად ყოფნას ) ასკინკილათი გადავწყვიტე კარვამდე მისვლა თუმცა.. ხელი შემაშველა....
- პატარა ბავშვი ხარ ! გაეღიმა
მასთან შედარებით ფიზიკურადმართლაც ბავშვს ვგავდი, მაგრამ როგორ გადავაბიჯებდი ჩემ სიამაყეს და როგორ ვაღიარებდი ამას?!
- ხმას ნუ იღებ !
- ოჰო კუკლა გაბრაზდა?
- არც იოცნებო !
კარავში შემიყვანა და ელენეს დაუძახა
- ვაიმე ლილე რა გჭირს... ფეხი ? ფეხი გტკივა ? ვაიმე რა ვქნათ? ღრმაა? არ უნდა გებანავა აი ნახე რამოგივიდა
- ელე დაწყნარდი რაიყო.
- შენ რომ რამე მოგივიდეს აქ არვიცი.
- შე ბატო რაღა უნდა მომივიდეს... მომივიდა უკვე ( გამეცინა )
-მოიცა მალამო და ბინტი მაქ მოვიტან..
-მომეცი მე შევუხვევ... მისი ბარიტონი თითქოს მზრუნველი ბიჭისას გავდა.ხმა არ ამომიღია.
- ეს რაღაც მგონი სპირტს შეიცავს და დაგეწვება ცოტა.
დიდი ხელები ჩემს ფეხს შეახო ... ყველანაირად ცდილობდა , რომ ნაზად გაეკეთებინა
- დამადო თუარა წამოვიყვირე. სული შემიბერა და გადამიხვია .
- მადლობა.გამიღიმა.ამ ღიმილში ჩანდა, რომ წუხდა ჩემ გამო..
არ მინდოდა,რომ ჩემიცრემლები დაენახა და ყველანაირად ვიკავებდი თავს ...
კარავიდან გავიდა თუარა ჩემმა გვირილებმაც ( ცრემლებმა ) გზა იპოვნეს ...
-----
იმის გამო რომ წესივრად ვერ დავდიოდი გუნდის მსვლელობა შევაფერხე... ნელა მივიწევდით წინ .ასე თუ გავაგრძელებდით საკვებიც გამოგველეოდა და მალეც ვერ ავაღწევდით დანიშნულების ადგილას . ელენეს მხარზე დაყრდნობილი სულ ბოლო ძლივს მივხოხავდი. უკან მომავალ იოანეს მოვკარი თვალი .... თვალის დახამხამებაში ამიტაცა ჰაერში და გზა განაგრძო .
- დამსვი ! რასაკეთებ
- ძალიან ხოხავ
- ვაიმე ? ხომ არ დაგავიწყდა ვინ დამაკოჭლა?
- ჰოდა შეცდომა უნდა გამოვისყიდო, მადლობის მაგიერი ხარ? მოკუმე ეგ ლამაზი ტუჩები და დატკბი ჩემს ხელში ყოფნით, მეორედ არც მოგეცემა ამის შანსი ( თავისებურად გამიღიმა )
ხელებს ისე მიჭერდა თითქოს ეშინოდა არ დავვარდნილიყავი . მისთვის საერთოდ არ ვიყავი მძიმე მაგრამ ვაი რომ მას ჩემზე მძიმე ჩანთა ეკიდა. მზე საშინლად აჭერდა... გაუსაძლისი იყო ასეთ სიცხეში სიარული ,მაგრამ სხვა გზა არ გვქონდა. ხანდახან თვალს ვაპარებდი . ის კი ისე იქცეოდა თითქოს არც ვეჭირე ხელში , თითქოს არ ვარსებობდი. გზას გაჰყურებდა და ალბათ ისევ რაგბზე ფიქრობდა . 1 საათის სავალზე კარგად ვატყობდი, რომ უკვე ნაპერწკლებს ყრიდა თვალებიდან. სახიდან ჩამოსული ოფლი სალფეტკით მოვწმინდე .
ჩემს საქციელზე ჩაეღიმა .
- იქნებ დამსვა? დაიღალე ძალიან.
- არა ! მაგ შენს დალალებს თუ შეიკრავ კარგს იზავ ისე
- წყალიც არგინდა? ცოტა ხანი შევისვენოთ რა
- კარგი 15 წუთში შევისვვენოთ....
მართლა დაიღალა მაგრამ არ უნდოდა ეღიარებინა.. 15 წუთში ბალახზე დამსვა და თითქმის მთელი ბოთლი წყალი დალია...
ელენეს და ანდროს გავხედე ისინიც ბალახზე ჩამომჯდარიყვნენ და რაღაცაზე გულიანად იცინოდნენ .
- რა გვარის ხარ? მოულოდნელად ვკითხე
- მილდიანი რაიყო
- სვანი ხარ?
- დედით კახელი
- ჰაჰ გეტყობა , ორივე კუთხისთვის დამახასიათებელი ნიშნები გაქვს ხასიათში .
რაღაცნაირად შუბლშეკრულმა გამომხედა.ცოტა დავიძაბე რამე ისეთი ხომ არ ვთქვითქო.
მთელი გზა სვანებზე ვღადაობდი მისი სახის ნაკვთები მეუბნებოდნენ ,რომ ნერვები ეშლებოდა თუმცა ხმას არ იღებდა .
ეს დღეც ნელ- ნელა მიიწურა. ჩამობნელდა. ვჩქარობდით კარვების გაშლას. მე ანდრო მეხმარებოდა. ჯგუფის სხვა წევრებმა ცეცხლი დაანთეს . ერთ ბიჭს ფანდური ჰქონდა წამოღებული,. დანახვისთანავე გამახსენდა ტკბილი ბავშვობა... 6 წელი ვმღეროდი, მაგრამ ბოლოს თავი დავანებე... რა თქმა უნდა ჩემი ნიჭიც გამოვაჩინე და „შატილის ცასავით „ ვიმღერე . უხდებოდა იმ გარემოს ეს სიმღერა ... შევამჩნიე იოანეს მზერა მაგრამ თვალი ავარიდე და მთელი გრძნობით გავაგრძელე სიმღერა .ფეხი უკეთესად მქონდა .
ელენე შემოძვრა კარავში..
- რაღაცა ხდება თქენს შორის და არვიცი?
- ღადაობ გოგო ეგ და მე? რა სისულელეა ჩემში მხოლოდ ზიზღს იწვევს და როგორც ჩანს არც ის ოცნებობს ჩემს დანახვაზე
- კარგი რა შენ რომ მღეროდი, როგორი გიყურებდა ვერ შეამჩნიე?
- ნუ ბოდიალობ. დაიძინე !
- აუ ლილე ანდროს ვაკოცე
- ვაიმეე მართლა? როდის? მე სადვიყავი? მერე როგორი იყო აბა ?
- ყველაფერი იმაზე ცუდადაა ვიდრე მეგონა
- რამოხდა?
- შეყვარებული ყავს კარგა ხანია თურმე და მგონი დანიშნულებიც არიან
ისეთი გულდაწყვეტილი სახე ჰქონდა არ შემეძლო მისი ასე ყურება
- შანსი არაა ... თბილისში, რომ ჩავალთ გავარკვიოთ იქნებ საეჭვიანოდ გითხრა . ნუ ნერვიულობ ჩემო გოგო ყველაფერი კარგად იქნება
მომეხუტა..
ყველას დაეძინა, მაგრამ მე თვალი ვერ მოვხუჭე .
გარეთ გავედი საოცრად ყინავდა, ამიტომ ცეცხლის ანთება დავიწყე
- ფუ ჯანდაბა აინთე რაა !
ჩემთვის ვბუზღუნებდი
- ეგრე ვერ აანთებ ! სულ მე როგორ გჭირდები ?!
( ესღა მაკლდა)
- არ მჭირდები მარტოც მოვახერხებ!
- ასანთი ხელიდან გამომგლიჯა და ცეცხლიც აანთო
- რატომ არ გძინავს?
- ვერ დავიძინე
ალბათ ნახევარი საათი ვიჯექით ასე ჩუმად , გაუნძრევლად
- წავალ დავიძინებ ( გავუღიმე და ადგომა დავაპირე )
- ნაკვერჩხალი ჩააქრო და ახლოს მოვიდა.
ერთი ხელი ნელ-ნელა შემიცურა წელზე, მეორე ხელი კი ნიკაპზე შემახო და თავი მაღლა ამაწევინა .გაშტერებული ჩავჩერებოდი მწვანე თვალებში და ვერ ვხვდებოდი რას აკეთებდა. უფრო სწორად ვხვდებოდი, მაგრამ ვერ ვიჯერებდი ... მის სუნთქვას იმდენად ახლოს გრძნობდი ადგილზე გავშეშდი და გავიყინე. იმ მომენტში შევისწავლე მისი თითოეული ნაკვთი . შუბლზე შრამი ჰქონდა ,თუმცა ეს თავის პროფესიიდან გამომდინარე არ გამკვირვებია. ნორმალური ზომის ტუჩები კარგად გამოჰვეთოდა წვერში , სწორი ცხვირი და ლამაზი თვალის ჭრილი საოცარ ეშხს ჰგვრიდა მის სახეს . ჩემი ,, მეორე მე“ მკარნახობდა, რომ თუ მაკოცებდა სახეში გამერტყა , ან ფეხებშუა ამომეცხო ... გული მეუბნებოდა , რომ არცერთი არ უნდა გამეკეთებინა,დამევიწყებინა ჩემი სიამაყე და არ შევწინააღმდეგებოდი . სინამდვილეში ვკვდებოდი ისე მწყუროდა მისი ტუჩები საოცრად მიზიდავდა და საოცარ სჰეგრძნებებს იწვევდა ჩემში .გული საშინლად ამიჩქარდა, მეგონა საგულედან გამომვარდებოდა . საბოლოოდ გაურკვევლობაში ჩავარდნილმა თვალები დავხუჭე და განაბული დაველოდე მის კოცნას . ახლოს მოტანილი ტუჩები უცებ მომშორდა . მე კი ისევ იმ მდგომარეობაში დავრჩი . გულიანად იცინოდა.. მე დამცინოდა...
- გეგონა რომ მართლა გაკოცებდი ? ჰაჰა ძალიან სასაცილო სახე გქონდა ... ( გამაჯავრა )
ერთიანად მომაწვა ზიზღის და იმედგაცრუების გრძნობა... გულმკერდზე ხელი ვკარი და ვუყვირე
- ვინხარ ჰა? მითხარი ვინხარ ... თავისთავზე შეყვარებული ნაგავი . არ გაბედო ჩემთან მოახლოება ! კოჭლობით მივედი კარავთან და კარავი საგულდაგულოდ დავკეტე
ის ისევ იცინოდა. საშინლად მეტკინა გული.
ჩემ გვირილებთან ერთად ჩამეძინა.
.................
დილის 7 საათზე ,მთებში ჩემი განწირული კივილი გაისმა....



№1  offline წევრი Kristine

ძაან მაგარი იყოო

 


№2 სტუმარი ancho

კომენტარიmale gaagrdzele

 


№3  offline წევრი Sali_sali

ააუუუ მალეეე გააგრძელე და თავებიი გაზარდეე :)))) ძაალიან მომწონს

 


№4  offline წევრი ის გოგონა

Kristine
ძაან მაგარი იყოო

ancho
კომენტარიmale gaagrdzele

Sali_sali
ააუუუ მალეეე გააგრძელე და თავებიი გაზარდეე :)))) ძაალიან მომწონს

მადლლობბთ <3 თუ მე და ჩემმა მუზამ ვივაჟკაცეთ დღეს გამე დავდებ :დ თუარადა ხვალ უეჭველი

 


№5  offline მოდერი bla.ell

Uh davvintrigdiii geli sayvarelo

 


№6  offline წევრი ის გოგონა

bla.ell
Uh davvintrigdiii geli sayvarelo

<3 <3 ჰიჰი

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent