შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

წარმოსახვა ნაწილი 2


17-03-2017, 14:14
ავტორი invisible from society
ნანახია 1 385

მივედი თუ არა ნინას ვეძებდი, თუმცა უშედეგოდ , ამიტომ სასმელი ავიღე და აივანზე გავედი. გადავყურებდი თბილისს და ვფიქრობდი ბექაზე. რა უნდა მეთქვა მისთვის ან ის რას მეტყოდა. ამ დროს წელზე ვიგრძენი ვიღაცის ხელი , ასევე ნაცნობი სურნელი. არ მინდოდა შებრუნება, თვალებში ვერ ჩავხედავდი, თუმცა სხვა გზა არ იყო.შევბრუნდი და დავინახე ბექა. და ამ დროს თითქოს და დრო გაჩერდა. თითქოს ყველაფერმა არსებობა შეწყვიტა და ვიყავით მხოლოდ ჩვენ ორნი.მის ლურჯ თვალებში ჩავიძირე , ადრე არც კი შემიმჩნევია , რომ ასეთი ლამაზი თვალები ჰქონდა. თითქოს მის გარდა ააფერი არსებობდა. იყო მხოლოდ ის და მე, ვიყავით მხოლოდ ჩვენ.თავის გაკონტროლება არც კი მიცდია უნებურად ვაკოცე, ისე რომ არც მიფიქრია.მანაც კოცნით მიპასუხა , მაგრამ უეცრად სიცილი დაიწყო, და დაინგრა ის უხილავი კედელი , რომელიც გარე სამყაროსთან გვაკავშირებდა.
-კოცნა ისევ ისეთი იცი.
მის ხმაში იმდენი ირონია იყო, იმდენად დამცინავი იყო და იმდენად უცხო იყო ეს ჩემთვის ,რომ აზრზე ვერ მოვედი.
-რა არის ? გაგიკვირდა ? გეგონა ისევ ისეთი ბექა დავბრუნდებოდი ? ისევ ისე გაგიჟებით მეყვარებოდი? შენი დანახვისას პულსიც კი აღარ ამიჩქარდა. ერთადერთი რამ, რასაც შენს მიმართ ვგრძნობ არის უდიდესი, უდიდესი სიძულვილი.ადრე ვერც კი წარმოვიდგენდი , რომ ადამიანს შეეძლო ასე შეძულებოდა ის ადამიანი , ვინც ყველაფერზე მეტად უყვარდა. მართალი ყოფილა ის გამოთქმა, სიყვარულიდან სიძულვილამდე მხოლოდ ერთი ნაბიჯია. შენი ეს კოცნა იმდენად გულის ამრევი იყო ,რომ უნდა წავიდე და რამე დავლიო .
ვუყურებდი როგორ მიდიოდა, და ვერ ვხვდებოდი რატომ მტკიოდა ყველაფერი. გაუსაძლისი ტკივილი მქონდა , თითქოს ეს რაღაც მოდიოდა ყელში მაწვებოდა. ყველაფერი მეწვოდა, ეს იყო ენით აღუწერელი ტკივილი.ვიდექი ერთ ადგილზე და ვერ ვინძრეოდი. უეცრად მხარზე შეხება ვიგრძენი , ნინა იყო.
-წამოდი,სახლში წაგიყვან.
ხმა არ ამომიღია სახლამდე, უხმოდ გადავედი მანქანიდან და სახლში შევედი. კიდევ ვერ ვაცნობიერებდი ბოლომდე თუ რამ ხდებოდა, ერთი ვიცოდი , რომ რაღაც მჭამდა შიგნიდან. როდის ჩამეძინა არ ვიცი, დილით მაღვიძარამ გამაღვიძა. რობოტივით ავდექი და სამსახურში წავედი. უხმოდ მივედი ჩემს მაგიდასთან და დავჯექი.ცოტა ხანში ნინაც მოვიდა, გუშინდელზე მკითხა, ყველაფერი მოვუყევი და მუშაობა გავაგრძელე. ვეღარაფერს ვეღარ ვგრძნობდი , გარდა იმ ტკივილისა რაც ბექას ნახვის შემდეგ დამრჩა.
შესვენებიდან რომ დავბრუნდი ჩემს მაგიდაზე მოხსენება იდო , რომლის მიხედვითაც მე ბექას პირად მდივნად ჩამომაქვეითეს. რა თქმა უნდა , ვხვდებოდი , რომ ამას მხოლოდ ჩემს დასასჯელად აკეთებდა. სიმართლე რომ ვთქვა , ვიცოდი რომ ყველაფერი დავიმსახურე მისგან. დაახლოებით ერთი თვე გავიდა , ბექას მთავარ საქმედ ჩემი დასჯა იქცა. ყველა დოკუმენტს თავიდან მაკეთებინებდა , რაც არ უნდა კარგად გამეკეთებინა რამე , მისთვიის საკმარისი მაინც არ იყო. ცდილობდა როგორმე დაემატებინა ჩემთვის საქმე და გამოსდიოდა კიდეც. მეც ასე უსიტყვოდ ვაკეთებდი ყველაფერს. ბევრჯერ მიფიქრია , რომ წავსულიყავი სამსახურიდან , მაგრამ თითქოს რაღაც უხილავი ძალა მაკავებდა. აქამდე თუ დილით გაღვიძების მიზეზი არ მქონდა , ახლა პირიქით იყო. თითქოს რაღაც აზრი მიეცა ჩემს ცხოვრებას, რისთვისაც ვარსებობდი. ზოგჯერ მქონდა ის მომენტებიც , როცა უკვე ვეღარ ვუძლებდი მისი სიძულვილით სავსე მზერას , მაგრამ როცა მას ვხედავდი გული საგულედან მივარდებოდა , ყველაფერი წყევტდა ირგვლივ არსებობას , ოღონდ ორი წუთი გამეტარებინა მასთან ერთად და ამისთვის ყველაფერს დავთმობდი. როცა ეს ყველაფერი ნინას მოვუყევი მისმა პასუხმა შემაშინა.
-სულელო, შეგიყვარდა...
-გამორიცხულია, მე არასდროს არავინ მყვარებია და არამგონია , რომ მომავალშიც შემიყვარდეს.
-ნეტავ, შენი თავი დაგანახა როცა მას უყურებ. თვალები გაბრწყინებული გაქვს , ასე კი მხოლოდ იმ ადამიანებს ემართება ვისაც უყვარს .
უბრალდო ამის დაჯერება მიჭირდა. მთელი ცხოვრება სიყვარულს ვეძებდი , ამის გამო იმდენი ადამიანის ცოხვრება დავანგრიე , და ახლა უეცრად, მიყვადება ის ადამიანი , რომელსაც ვძულვარ. ადამიანი , რომელიც ჩემთვის მიუწვდომელია. შეიძლება ეს ჩემი სასჯელია ყველა იმ ნატკენი გულის სანაცვლოდ , რომელიც მე გავანადგურე.

დილით ჩვეულბისამებრ მივედი სამსახურში. მალევე ბექაც მოვიდა და მასთან ერთად მისი საცოლეც . ლამაზი ქალი იყო . ის იყო ქალი , რომლის ადგილზეც შეიძლებოდა ახლა მე ვყოფილიყავი და ის ბეჭედი , რომელიც მას ეკეთა , ოდესღაც ჩემს თითზე იყო.

3 წლის წინ, 1 მარტს ჩემს დაბადების დღეზე ბექამ ცოლობა მთხოვა , სწორედ მაშინ გამიკეთა ეს ბეჭედი . მაგრამ ზუსთად ერთ თვეში მე ის ქორწილის დღეს მივატოვე. ეს იყო დღე , რომელმაც შეცვალა ჩვენი ცხოვრება. იმ წუთას არც კი მიფიქრია , რომ დადგებოდა დღე , როცა მე ეს კაცი შემიყვარდებოდა, დღე როცა მხოლოდ მის გამო ვიცხოვრებდი, როცა მისი დანახვისას მის თვალებში ვიძირები...

ბექამ თავის კაბინეტში მიხმო. მეც დაუყოვნებლივ შევედი.
-მოემზადე , ხვალ სვანეთში მივდივართ საქმიან შეხვედრაზე.
-ხვალ , ჩემი დაბადებისდღეა და ...
არ მაცადა დამესრულებინა .
-წადი და მოემზადე , ხვალ 12ზე გამოგივლი.
მეორე დღეს ზუსტად 12 საათზე მომაკითხა . გზაში ხმას არ იღებდა , თუმცა როცა „ ჩვენი“ მუსიკა ჩაირთო , ვეღარ შევიკავე თავი და უნებურად ვთქვი.
-ოდესმე შელებ . რომ მაპატიო ?
-მხოლოდ მაშინ , როცა ისე გეტკინება გული როგორც მე . მაშინ როცა განადგურებულს გნახავ, როცა სიცოცხლე აღარ გენდომება აი ზუსტად მაშინ გაპატიებ.
ამის მერე ხმა არცერთს აღარ ამოგვიღია . ჩავედით და შეხვედრამაც წარმატებით ჩაიარა . იქაური კომპანიის წარმომადგენელმა ყავაზე დამპატიჟა . მეც ბექასთან ყოფნა აღარ შემეძლო და დავთანხმდი. სასტუმროს კაფეში ვისხედით, კარგი ადამიანი ჩანდა გიორგი, ცდილობდა როგორმე თავი მოეწონებინა ჩემთვის მაგრამ ეს იყო შემთხვევა , როცა არაფერს არ ქონდა აზრი.ჩემთვის არსებობდა მხოლოდ ბექა.
-შეიძლება სულელური კითხვაა მაგრამ მაინც , გყავს შეყვარებული ?
-არა , უიმედოდ ვარ შეყვარებული ადამიანზე , რომელთანაც ვერასდროს ვიქნები
გიორგის სახე შეეცვალა, აღარაფერი უთქვამს . ამ დროს გაცოფებული ბექა მოვიდა.
-ყველგან გეძებდი, სად დადიხარ ?
-დაგერეკა და გეტყოდი სადაც დავდივარ
-გამორთული ხომ არ გაქვს აბა ტელეფონი?
მართლაც გამორთული მქონდა. შეხვედრაზე ყოველთვის ვრთავ ხოლმე და როგორც ჩანს ჩართვა დამავიწყდა. იმდენად გაბრაზებული იყო , რომ გიორგი ბოლოს შეამჩნია და ამან საშინლად გააცოფა და ხელი ისე მაგრად მომიჭირა , რომ მეტკინა . რასაც ქვია გამათრია კაფიდან და ნომერში ამიყვანა.
-საქმიან ურთიერთობებს ნუ ურევ სენს ბინძურ საქმეებში.
-არაფერს არ ვურევ , უბრალოდ ყავა დავლიეთ.
-ქრისტი, ხომ იცი რომ ვერ მომატყუებ .
-გთხოვ. ამ სცნებს მორჩი.
-მართალია, დღეს უფრო დიდი სცენები მელის . დღეს ხომ შენი დაბადებისდღეა. დღე როცა მე მომკალი. მოემზადე დღეს სიურპრიზი გელოდება.
კარი გაიჯახუნა და ოთხიდან გავიდა. მთელი დღე იმაზე ვფიქრობდი , თუ რა ჩაიფიქრა . წამიერად იმედის ნაპერწკალი მიჩნდებოდა , მეგონა რომ მაპატიებდა და მეტყოდა რომ ისევ ვუყვარვარ , მაგრამ შემდეგ მახსენდებოდა მისი მზერა და აქ იკარგებოდა ჩემი იმედი.
საღამოს მომწერა, რომ ჰოლში მელოდებოდა . მეც სწრაფად წავედი. როცა ჰოლში შევედი , ირგვლივ სრული სიბნელე იყო, ხმაც არ ისმოდა.
-ბექა აქ ხარ ?
არ მპასუხობდა
-ბექა აქ ხარ ? ნუ მაშინებ , მიპასუხე
პასუხი კვლავ არ ისმოდა .
-ბექა გთხოვ.
ხმაში უკვე შიში მეტყობოდა. და უეცრად ჩემს წინ გამოჩნდა ეკრანი...




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent