შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

იტალიური ეზო.(მესამე თავი)

18-03-2017, 00:34
ავტორი liar girl
ნანახია 2 323

მესამე თავი
*
თბილისი შეიძრა, ლიზა კანდელაკი წასულა, თბილისიდან კი არა? საქართველოდან წასულა. მიზეზს ვერავინ ხვდებოდა, ან როგორ უნდა მიმხვდარიყვნენ, მიზეზი არც ყოფილა. უბრალოდ ადგა და წავიდა. თავისი თავი ვერ იპოვა, აქ ჩვენთან. ჩვენს თბილისში. ალბათ მიზეზი მისი მწერლობაც იყო, კარიერას ავიწყობო იფიქრა.. ჩვენ? არც კი გავუფრთხილებივართ. წერილით გვამცნო, რომ აწ უკვე ვენეციაში ბრძანდებოდა და უკან დაბრუნებას არც აპირებდა.
რა ვიგრძენით?
იმედგაცრუება.
ალბათ, ყველაფერი სხვანაირად უნდა ყოფილიყო, ჰო, ალბათ, მაგრამ არ არის, არც იქნება, თითქოს დავიშალეთ, თითქოს რაღაც ნაწილი მოგვაკლდა, თითქოს არ ვიყავით ისინი ვინც ამ იტალიურ ეზოში ცხოვრობდნენ..
თითქოს იტალიურ ეზოს ვუღალატეთ, თითქოს..
*
-ანუ წავიდა? ლიზა წავიდა?
სიგარეტს ღერი-ღერზე ეწეოდა მიშო, თან ბოლთას ცემდა ნერვიულად, არავის სჯეროდა, ვის წასვლას და ლიზას წასვლას ვერავინ ვიჯერებდით.
-საღოლ კანდელაკი, ტაში აქედან დავუკრათ? თუ არ ეკადრება ვენეციელ გოგოს თბილისიდან ტაშის დაკვრა?
ჰო, ალბათ ყველა მიხვდით ეს ნიკუშა იყო. არ იცვლებოდა, უფრო ირონია არ იცვლებოდა მასში. ნიკუშას დაპატრონებოდა და დღითი დღე იწოვდა. საბოლოოდ ნიკუშასგან ალბათ ცარიელი ირონიაღა დარჩებოდა.
-ნიკუშა არ გინდა..
ძლივს ამოიხავლა ელენემ, ცრემლი - ცრემლს მოსდევდა, ვერ ჩერდებოდა, თვალები ტირილისგან კი უფრო და უფრო უსივდებოდა.
-როგორ წავიდა? უბრალოდ, არ მესმის. არც მჯერა, ან უბრალოდ არ მინდა, რომ დავიჯერო.
მის ნაზ ხმას სულ ვიცნობ, სადაც არ უნდა ვიყო, რამდენ ხალხშიც მის ხმას, სულ გამოვარჩევ. ისეთი ნაზი და მშვიდი ხმა აქვს.. ეს ანო იყო, ჰო ღამბაშიძე.
-დაბრუნდება!
მკაცრი ხმა, რა თქმა უნდა - მაშო იყო. ამას ასე დაზუსტებით მაშოს გარდა ვერავინ იტყოდა, ვერც ვერავის ეცოდინებოდა. ალბათ ჩვენც ვიცოდით ეს ყველამ გულის სიღრმეში, მაგრამ არ ვაღიარებდით უფრო ვერ. გვეგონა ლიზა შეცვალეს, ჰო ის კომუნისტკა ჩვენ, რომ ვიცნობდით შეცვალეს, ჩვენ მოგგვლიჯეს და ვენეციაში წაიყვანეს.
-ნუცა სად არის? ისიც ხო არ გაიქცა?!
ლუკა იყო, მაშოს ლუკა. ახლა ვიცი, როგორ ზიან ყველა ერთად, ლიზას სასტუმრო ოთახში, ახლა ვიცი, როგორ განიცდიან ყველა ლიზას წასვლას. ახლა ვიცი, რომ აღარაფერი იქნება ისე როგორც იყო ან როგორც უნდა ყოფილიყო.
-ოთახშია იქით, ლიზასი..
ისევ ელენე, ისევ ელენეს ხავილიანი ხმა.
-წავიდეთ, აქ აღარაფერი დაგვრჩა.
მკაცრი იყო დემეტრეს ხმა, გავიგე, როგორ მიადგეს სკამები მაგიდას, ყველანი წამოდგნენ.
-მაშო, წამოიყვან?
სანდრო.
ჩემი სანდრო.
-ჰო, წადით მოვალთ ჩვენც მალე.
*
-მართლა წავიდა?
-ხო ნუცა.
-როგორ გაბედა?
-არ ვიცი.
-ჯანდაბას მაგის წიგნი! ჯანდაბას მაგის კარიერაც! ჩვენ, როგორ დაგვტოვა?
არ მჯეროდა, გეფიცებით არ მჯეროდა.
-ყველაფერი ხდება ნუც, ხო იცი დაბრუნდება, ხო იცი იქ ვერ გაძლებს უჩვენოდ, იქ არარის მისი ადგილი. დაბრუნდება, თბილისს და ჩვენ აუცილებლად დაგვიბრუნდება.
-საერთოდ აღარ დაბრუნდეს, აჯობებს.
-ადექი ნუცი, გველოდებიან.
*
იმ დღეს ყველაფერი შეიცვალა, იმ დღეს იტალიური ეზოც შეიცვალა, ჩვენც შევიცვალეთ. რაღაცეები აირია, რაღაცეები დალაგდა, მე ისევ გაურკვევლობაში ვიყავი.
მე და სანდრო?
ერთად ვიყავით. ან უბრალოდ ერქვა, რომ ერთად ვიყავით არ ვიცი, ყველაფერი აირია, ყველაფერი..
*
ეზოში შევაბიჯებდი, დილა იყო ათი საათი. სიმშვიდე იყო, ჩვენი ეზოსთვის არადამახასიათებელი. ჯერ დემეტრეს სახლს ჩავუარე, მერე ანოსას, ელენესას, ლუკასას, მარიამისას, ნიკუშას სახლისთვისაც უნდა ჩამევლო უკნიდან ხმა, რომ გავიგონე.
-ნუცა.
ნიკუშა იყო, ნელა მივტრიალდი.
-სად იყავი დილაუთენია?
-სარბენად.
ისე ხმამაღლა გაიცინა, ისე. მთელი ეზო გაიგებდა მის სიცილს..
-შენ ნუცა ავალიანი იყავი სარბენად თანაც ამ დროს? ჰმ, არ მეჯრა.
სიგარეტის კოლოფიდან ერთი ღერი ამოაძვრინა და გააბოლა.
-რაღაცეები იცვლება, ნიკუშა.
-მიყვარს ჩემ სახელს, რომ ამბობ.
ირონია ვერსად დავიჭირე, გულწრფელი იყო..
-რატო?
-უბრალოდ მიყვარს.
მოკლედ მომიჭრა და ღრმა ნაპასი დაარტყა.
-სანდრო მომენატრა.
არ ვიცი რატომ, რისთვის ან საიდან მომაფიქრდა, რომ ჩემ გრძნობებზე ნიკუშასთვის უნდა მელაპარაკა. გაეღიმა, არ ვიცი როგორ, მაგრამ გაეღიმა. სიგარეტი ძირს დააგდო და ფეხით გასრისა.
-მერე მე რატო მეუბნები ამას ტო?
-ვინმესთვის უნდა მეთქვა..
ჩუმად ამოვილუღლუღე, ისე, რომ ჩემი სიტყვები მეც კი ძლივს გავიგონე.
-არასწორი ადამიანი აარჩიე ნუცა, სანდრო უნდა ყოფილიყო ეგ და არა მე.
-კარგად ნიკუშა.
-კარგად „ნუცი“.
ბოლოს მაინც ირონიამ იჩინა თავი..
*
-სანდრო..
-ჰო.
-მომენატრე.
-მეც.
-მთაწმინდაზე, რომ ავიდეთ?
-გვიანია.
-გიყვარვარ?
-ჰო.
-ლიზა მენატრება.
-ვიცი.
-შენც, რომ წახვიდე?
-არ წავალ.
-მართლა?
-ჰო, მართლა.
*
სიტყვები ზედმეტად ბანალურია, ბანალურია ჩვენთვის, ჩემთვის და სანდროსთვის. ჩვენ ვიცით, რომ ერთმანეთი გვიყვარს, ამას არ სჭირდება ბევრჯერ გამეორება, ჩვენ ვიცით, რომ არაფერი ვართ უერთმანეთოთ და თუ ისიც წავა, მე აღარ ვიქნები ის ნუცა ვინც ვიყავი. მაშინ იტალიური ეზო საბოლოოდ ჩაკვდება და აღარ იარსებებს. ჩვენ თუ კიდევ გამოგვაკლდება ვინმე, არამგონია გაძლოს, არამგონია ჩვენ გავძლოთ..
*
-ოტიუმში?
ელენემ ხელები ერთმანეთს გაუსვა ბედნიერად, თითქოს ოტიუმი ჩვენი მეორე სახლი იყო.
-ჩემთან ავიდეთ რა, ბიჭებს დავურეკოთ ჯოკერი მოვცხოთ.
მობეზრებულმა ვთქვი მე.
-კი რაა, ნუცასთან ჯობია. დავიტანძე ამ ოტიუმში „პორწიალით“.
ნაზად მოსვა ყავა ანომ და მარიამს გახედა. მარიამმაც თანხმობის ნიშნად თავი დაგვიქნია და მანქანა ჩვენს ეზოში შეაყენა. ბიჭებს დავურეკეთ, იაკო ისევ ბედნიერი იყო ყველას ისევ ერთად, რომ გვხედავდა უბრალოდ ერთის გამოკლებით, მაგრამ მაინც ერთად. თითქოს ამ დღემ დააბრუნა ყველაფერი თავის ადგილზე, დააბრუნა ის რის შეცვლასაც ვცდილობდით ან გვინდოდა, რომ შეგვეცვალა. ბოლოს მაინც იტალიურმა ეზომ გაიმარჯვა.
ხომ გითხარით, იტალიურმა ეზომ თუ გაღიარა და თავისი შვილი დაგარქვა, არსად გაგიშვებს..
*
ლიზა?
ეს მძიმე თემაა, მიუხედავად იმისა, რომ უკვე თვებია წავიდა, წავიდა იმ ვენეციაში და დაგვტოვა მაინც გვენატრება. მასზე არ ვსაუბრობთ, მაგრამ ვიცი ყველას ენატრება, ჩემსავით. ვიცი ახლა ჩაისთან ერთად არის მოკალათებული და წერს, გაუჩერებლად.. ხანდახან ცრემლიც კი ჩამოუვარდება თვალიდან, ხანდახან უკან დაბრუნებაც კი მოუნდება, მაგრამ არ იზავს. მის საქმეს ბოლომდე მიიყვანს, რადგან წავიდა არამგონია უკან დაბრუნდეს, მაგრამ მაშოს ამის ჯერა, ჯერა, რომ ერთ დღეს ლიზა ისევ შეავსებს იმ ადგილს რაც დაგვიცარიელა, მეც მინდა, რომ მჯეროდეს. მეც მინდა ამაში ასე ვიყო დარწმუნებული, მეც მინდა მისი უკან დაბრუნება, არ ვაღიარებ, მაგრამ მინდა..
და
მაინც..
მე ვიცი ახლა, როგორ ზი, მე ვიცი ახლა როგორ წრუპავს ჩაის და როგორ წერს..
წერ ისტორიას რომელიც ჩვენზეა, ჩვენ გვეკუთვნის და ჩვენი იქნება.
*
-გამოშვებას იმ ახალი ამბით ვიწყებთ, რომ ლიზა კანდელაკი, მწერალი, რომელმაც გზა ვენეციაში გაიკვლია წიგნს წერს სახელად „იტალიური ეზო“. მინდა წარმატებები ვუსურვო მას, იმედი მაქვს ინტერვიუს მალე ავიღებთ მისგან..
*
-ნუცა!!!
კივილი, რომელიც ყურებს მიგუბებს და მიჭირს რაიმე გავიგო.
-მარიამ, ჩუმად! გამისკდა ყურები.
-ლიზა წიგნს წერს!!
არ წყნარდება, კივის გაუჩერებლად.
-და?
-იტალიური ეზო ჰქვია ნუცა, იტალიური ეზო!!

№1  offline წევრი Mmariami)

მიხარიხარ.
ვამაყობ შენით მართლა.
მიხარია რო ჩემი პერსონა ხარ, მიხარია რო ჩემთვის მეგობარზე მეტი ხარ, შენი არსებობა მიხარია ჩემში, ვიცი რო არ გიყვარს სენტიმენტები, დრამატიზმი და ბევრი სიყვარულები მაგრამ ვიცი რო შენც ისევე გიყვარვარ როგორც მე-შენ.
შენით ვამაყობ, ძალიან ძალიან ამაყი ვარ შენს გამო, ყოველ ნაწერში ვგრძნობ როგორ იზრდები და უფრო მაგარი ხდება, ყოველ ახალ თავს ეტყობა შენი გაზრდა:)
ვიცი ამ თავის დაწერა როგორ გაგიჭირდა, წარმომიდგენია, მხოლოდ ჩვენ ვიცით ალბათ, თუმცა კარგი იყო, განსხვავებული იყო, წინა ორ თავსაც კი აჯობა, რაღაცნაირი სხვანაირი ნაწერი იყო.
მიუედავად იმისა რომ ჩემი მეორე მე ხარ, მაინც არ მეუბნები რა მოხდება მომავალში და ეს მანადგურებს, მინდა პირველმა ვიცოდე იტალიური ეზოს ამბავი, მინდა მჯეროდეს რო ბედნიერად დამთავრდება თუმცა ფაქტია ბედნიერად არ მთავრდება
და
ეს
უბედური დასასრულები
შენი აღმაფრეენაა
რისი შეცვლაც შენში ყველაზე მეტად მინდა,მინდა რო აქ მაინც გვქონდეს ის ბედნიერება რაც ისე არ გვაქვს, ბევრი დრამაა ნუცა
ზედმეტად ბევრია
იტალიური ეზო ვერ გაუძლებს.
ხო რაღაცეებში ავირიე, ვერ მივხდი სად წარსული იყო სად აწყმო, ფაქტია ლიზა წარსულში წავიდა, ეხლა აღარავინ არის ფაქტია დაიხურა იტალიური ეზოს კარი მაგრამ
რაღაცეებში მაინც ავირიე, ვერ ვხვდები რატო, ზედმეტად იმოქმედა ალბათ.
ლიზა ვენეციამ წაიღო
ვიღაცა სიკვდილმა
გოგოებმა კარები დაკეტეს
ხო ხვდები რო ბევრია?
იტალიური ეზოსთვის ბევრია
ჩვენთვისაც ბევრია
ჩემთვის - ძალიან ბევრია.
ნუცა და სანდრო მაკლია
ბევრი ნუცა და სანდრო მინდა
ბევრი
ბევრი
ბევრი.
ნიკუშა?
ნიკუშა არ ვიცი
ნიკუშა ჩემთვის ირონია არ არის
უფრო
ყალბად შექმნილი ირონიაა
არ ვიცი
ავირიე.

ისე ნუც
ეგ ეზო მომენატრა
იმდენი ხანია აღარ ვყოფილვარ მაკლია, ყოველ საღამოს მახსენდება და მგონია აღარ მელოდები
ხო მელოდები ნუც?
იაკოც ხო მელოდება?!
ხო გაგიხარდებით მაგ ყავისფერ კარებს რო შემოვაღებ?
ეგრე
გაუხარდება
ეზოსაც
ეხლა
აწყმოში
მტვრიანი კარის თავიდან შეღება
და თუ ყველაფერი არ იქნება ძველებურად
მაშინ
მტვერი უნდა გადაიწმინდოს
შუქი აინთოს და ახლინდებურად იყოს.
საერთოდაც იცი რა?!
ვისაც არ უნდა მოეკლა თავი, გინდ ჩემი ვარაუდიდ ვინ იყო ის იყოს, თუნდაც სხვა, რა მნიშვნელობა აქვს, გაბრაზება მიბყრობს, არ მეცოდება და სიყვარულისთვის შეწირული სიცოცხლე არ მენორმალურება, ვიცი რო არ ვაპატიებდი, ვიცი რო მაშო რომელსაც ასე სწამს ლიზას დაბრუნების არც ნიკუშას და არც სანდროს სიკვდილს არ აპატიებდა.
თვითმკვლელობა - სიმხდალეა და სილაჩრეა, მერე რა რომ დიდი გამბედაობა ჭირდება?! მაინც ყველაზე ლაჩარი, გაუბედავი, უბედური და საცოდავი ადამიანია ის ვინც თავს იკლავს
და
მე
აღარ მჯერა მაგ სიყვარულის!
იმ სიყვარულის არ მჯერა
სიკვდილით რო კარები დახურა
მეგობრობის
ეზოსი
ოჯახის
ძმაკაცების
ნაცნობების
თბილისის
და
ნუცას
კარები რომ დახურა იმ სიყვარულის მე არ მჯერა!

მე მიყვარს ჩვენი ეზო, მიყვარდა წარსულშიც და მიყვარს ეხლაც, ცარიელი ეზოც მიყვარს
და
მჯერა
რო გოგოები მაინც მოახერხებენ ერთად ყოფნას
მჯერა რო მეგობრობა არ მთავრდება, ყოველშემთხვევაში ეს მეგობრობა ვერ დამთავრდება.

ნუცასი არ მესმის, რატო უნდება მაინცდამაინც ნიკუშასთვის იმის თქმა რო სანდრო ენატრება?! არ მესმის!

---
მ ა შ ო :)

№2  offline მოდერი Nia kvaratskhelia:)

არ დავიწყებ ახსნებს
არ დავაკომენტარებ ისე რა, ნუ ხო ხვდები ?
შეიძლება ამომასხას,ვერ მოვითმინო და ბოლო თავამდე დაგიწერო ყველაფერი საერთოდ.
და
მაინც მე
ჯიუტად ვიტყვი!
სანდრო უსაფუძვლოა, ჩემთვის
ნიკუშა მინდა...

№3  offline წევრი liar girl

მედი
ძალიან მომწონს♡მალე დადე რა ახალი თავი♡

ძალიან მიხარია! აუცილებლად.

Mmariami)

შენ ხო არ იცი მე როგორ მიყვარხარ. არა მარტო მე, მთელ ჩვენს იტალიურ ეზოს. გინდა აქ, გინდა რეალურ ცხოვრებაში. ჩვენ ყოველთვის ბედნიერები დაგელოდებით, როდის შემოაღებ ყავისფერ კარებს, ჩვენ ყოველთვის ბედნიერები დაველოდებით შენს მოსვლას. სულ და ყოველთვის. ხო იცი, რომ ეს მოტხრობა მჭირდებოდა, თანაც ძალიან ბევრი დრამით და დასასრულით, ვიცი, რომ იცი. შენ ყველაფერი იცი. იმაზე მეტად მიყვარხარ ვიდრე ვინმეს წარმოუდგენია, ბედნიერება ხარ შენ ჩემი პირადი.

kata-nia
არ დავიწყებ ახსნებს
არ დავაკომენტარებ ისე რა, ნუ ხო ხვდები ?
შეიძლება ამომასხას,ვერ მოვითმინო და ბოლო თავამდე დაგიწერო ყველაფერი საერთოდ.
და
მაინც მე
ჯიუტად ვიტყვი!
სანდრო უსაფუძვლოა, ჩემთვის
ნიკუშა მინდა...

ჰო, ვხვდები. ველოდები როდის ამოგასხამს, იმიტომ, რომ მაინტერესებს ყველაფერი საერთოდ! ვნახოთ რა მოხდება..

№4  offline მოდერი ენემი

ლიზა? წავიდა ხო მარა მაშო სიმართლეს ამბობს ის ლიზაა ის კანდელაკია ის კომუნისტკა როგორც თქვენ ეძახით ის ადრე თუ გვიან დაბრუნდება ის იტალიური ეზოს შვილია ამას ვერ და არ დაივიწყებს ის ლიზაზო რომელსაც ვიცნობთ მას ყველაფერი ახსოვს ის უცხოეთშიც კი თქვენზე ფიქრობს როგორ შეგიძლიათ იფიქროთ რომ არ დაბრუნდება მას ხომ თქვენ ისე ენატრებით როგორც თქვენ ის სწორედ ამიტომ წერს ის თქვენზე რომ მონატრება ოდნავ მაინც შეიმსუბუქოს <3 მე მჯერა რომ კანდელაკს დააბრუნებ ისევ საქართველოში ისევ იტალიურ ეზოში ვიცი რომ ასე მოხდება. <3 ძალიან ვწუხვარ რომ სანდრომ ან ნიუშამ უნდა დაგვტოვოს მაგრამ ეს ხომ ის ისტორიაა რომელსაც ნუცა ავალიანი წერს ის ხომ დრამების მოყვრულია :D წარმატებები "ნუცი". <3 heart_eyes

№5  offline წევრი liar girl

baby girl for everyone

არ ვიცი, ვნახოთ. როგორ და რანაირად მოხდება. დიდი მადლობა!

№6 სტუმარი Ucnobi

Sainteresoa.. titkos ezos bavshvebs stkivat tumca konkretuli pirovnebebis meti aravin gamotkvams tkivils megobris casvlaze. Aurdaurie zedmetad lizas casvla mxolod imis gamo rom cigni daceros? Bagshi dadis kimagram? Tu venecia muzebis kalakia chemi azrit cota seriozuli mizezi unda hkonoda ase daekara megobrebi da casuliko. Rac sheexeba nikushas me mis gundshi var.

№7  offline წევრი liar girl

Ucnobi

უნდოდა წასვლა, იქ მეტს მიაღწევდა ვიდრე აქ თბილისსში და საქართველოში. იქ რეალურად აიწყობდა ცხოვრებას, მეტი სერიოზული მიზეზი რაღა გინდა? ეჩხუბათ და ისე წასულიყო? გასაგებია.

№8 სტუმარი Ucnobi

liar girl

Arvici ikneb chagerto vinme avtori shen xar da avgnishanv rom kargic.

№9  offline წევრი liar girl

ხო და ესე გადავწყვიტე მე. დიდი მადლობა.

სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent