დაუჯერებელი თავი '9'
თავი 9 -ლაზარე, გეყოს ძილი რა-ნერვებმოშლილმა ამოვილაპარაკე და სწრაფად ავედი ისევ მეორე სართულზე, რამოდენიმე ოთახი დავათვალიერე, თუმცა ლაზარეს ვერსად წავაწყდი, ხოლოს სადღაც ბოლო ოთახში მივაგენი მის მძინარე სხეულს -ზარმაცაა, ადექი ფეხზეე-სწრაფად მივედი მის ლოგინთან და ყურში ჩავყვირე -თავი დამანებე-ამოიზმუვლა მან და მხარი იცვალა -ლაზარე ურიადმყოფელო, აეგდე ფეხზე-ვკივი ბოლო ხმაზე და თან ფარდებს ვწევ, მზის სხივებიც უცებ შემოდის ოთახში და მძინარე ლაზარე შუბლს ჭმუხნის, მასთან მივდივარ და მის ლოგინზე ვბობღდები -გაიღვიძე და მითხარი აქ რა ჯანდაბას ვაკეთებ?-არ ვანებებ თავს მას -არ შემეშვები?-თავზე ბალიშს იფარებს ის, მეც ნერვებმოშლილი სწრაფად ვდგები საწოლზე, შემდეგ კი ფეხებით ავდივარ ლაზარეს შიშველ ზურგზე, ჯერ ერთი ფეხით ვაწვები მთელი ძალით, შემდეგ კი მეორე ფეხითაც ავდივარ. -ახლა რო გადმოგაგდო ხომ ხარ ღირსი?-ბუზღუნებს ის დასწრაფად მავლებს ფეხებში ხელს, მქაჩავს და მეც მოწყვეტილი ვვარდები ლოგინზე -იდიოტო, რომ გადავვარდნილიყავი?-ვკივი და ვცდილობ წამოვდე, თუმცა ცალი ფეხით დაჭერილი ვყავარ და ვერ ხარერხებ, ისიც სწრაფად მაჩოჩებს თავისკენ, შემხეგ კი წელზე ხელებს მხვევს -წვერამ საკუთარ ლოგინში მომაკითხა, ყავა არ მოგიტანია?-ხითხითებს ის და ნერვებს უფრო მიშლის -ყავა არა, შხამს მოგიტან-ვეუბნები მე და ვცდილობ თავი გავითავისუფლო, თუმცა არაფერი გამომდის -შენს ძმებს მოეწონებათ, რომ გაიგებენ, ღამით ჩემთან იყავი და დილით ოთახში შემომივარდი. -ჩემი ძმები ამას ვერ გაიგებენ, მოკლედ გასაგებია, გუშინ მეც და გოგონებიც მთვრალები ვიყავით, მათ რაღაც ისულელეს, შემდეგ აქ მომიყვანე და მადლობელი ვარ რომ კიდევ მათ ხელში არ ჩამაგდე, ამიტომ ახლავე ადგები, წამიყვან იქ საიდანაც მომიყვანე და იქ დამთავრდება ეს ამბავი, არაა აუცილებელი ვინმემ გაიგოს-ავუხსენი სიტუაცია მას, თუმცა როგორც ჩანს სრულებითაც არ ესმოდა ბატონ ლაზარეს ჩემი საუბარი, მას ჩემს წელზე შემოეხვია ხელები და თვალებდახუჭული იწვა -შენ რა გძინავს?-ლოყები გავუწელე მას, თუმცა რეაქცია არ ჰქონია, შემდეგ სწრაფად გავითავისუფლე ხელი მისგან,არც ამაზე ჰქონია რეაქცია ოთახიდან გავედი და იმ ოთახში შევედი სადაც გავიღვიძე, ჩემი ნივთები ავკრიბე და გასასვლელის ძებნა დავიწყე, თუმცა ჩაკეტილი დამხვდა, ამიტომ ფანჯარა გამოვაღე და სწრაფად ვისკუპე პირველი სართულიდან -ასე ხო ურიადმყოფელო?-ამოვილაპარაკე ნერვებმოშლილმა და სწრაფად გავედი უკანა გასასვლელისკენ, გავედი და ფეხით გავუყევი ქუჩას, ფული არ მქონდა, ამიტომ ფეხით მივჩანჩალობდი, 10 წუთიანი სიარულის შემდეგ მივხვდი რომ გადავჩვეოდი ფეხით სიარულს, ამიტომ ტაქსი გავაჩერე და ანანოს ბინასთან გავაჩერებინე, სწრაფად ჩამოვუტანე ბინიდან ფული და ისე ავბრუნდი სახლში. გოგონებს ჯერ კიდევ ეძინათ, ამიტომ ჩუმად ავავსე წყლის ჭურჭელი და ორივეს წყალი გადავასხი თავზე -რა ჯანდაბაა?-წამოხტა ჯერ ელენე ფეხზე შემდეგ კი ანანო -თქვენ შეიშალეთ ხო? რა გამიკეთეთ აზრზე ხართ?-ვუკივლე მათ გამწარებულმა -რა გაგიკეთეთ?-ჩაიცინა ელენემ -ვერ ხვდები ხომ?-წარბები შევჭმუხნე მე -ვერააა-თავი გააქნია უდანაშაულოსავით ანანომ -თქვენ მე, მთვრალი, გამიშვით იმ ბიჭთან ერთად რომელიც მომწონს, არ მოგიკითხივართ მთელი ღამე, და დილას უდანაშაულო სახით მხვდებით აქ-ხელები გულზე გადავიჯვარედინე და ცალი ფეხი იატაკზე ავათამაშე მე -კაი ნუ ბრაზდები, ლაზარე უცხო კიარაა, ლაზარეს ადგილზე სხვა რომ ყოფილიყო ბაზარი არაა, არ ვიზავდი ეგეთ რაღაცას, „პროსტა“ ლაზარეს ვიცნობ და ვიცი რომ ცუდს არაფერს გააკეთებდა, ხოდა გადავწყვიტე შენთვის ხელი შემეწყო, ჰა, სექსი ჰქონდათ?-წარბები აათამაშა ელენემ -შენ დებილი ხარ?-თვალები გამიფართოვდა მე -კარგი რაა, ვიხუმრეე-კვლავ უდანაშაულო სახე მიიღო მან -ჯერესერერთი შუა გზაში მანქანაში ჩამეძინა და დილას ლაზარეს სახლში გამეღვიძა, მერე თქვენ რა ელოდით რომ მე მთვრალი მასთან დავწვებოდი?-გაკვირვებულმა ვკითხე მას -რა მოხდა, მე თორნიკესთან მაქვს ურთიერთობა-წარბები შეჭმუხნა ანანომ -შენ შენ ხარ, და თორნიკე 10 წელია გიყვარს, თან თქვენ ერთად ხართ-შევუტიე ანანოს -გარგი გვეყო, ჩქარა დაჯექი და მოგვიყევი რა მოხდა?-სწრაფად მომცვივდნენ ორივე, დივანზე დამსვეს და მაიძლეს ყველაფერი მომეყოლა -საყვარელია, ძაან-თვალები აუციმციმდა ანანოს -დღეს დასჯილები ხართ, სანამ ლექციაზე წავალთ, ყავა ომიმზადეთ და რამე საჭმელი, თორე სადაცაა გული წამივიდეს, მე მანამდე ჩავიცვავ-წარბები ავუწიე მათ -გული წაგივიდეს? ეს მგონი უკვე ორსულადაა-ახარხარდა ანანო, თუმცა მალევე წამოხტა ფეხზე როდესაც კარზე ზარი დარეკეს -ალბათ თორნიკეა-ამოიფრუტუნა ელენემ და სამზარეულოსკენ გასწია. -შენი ბიჭია-გაკრეჭილი შემოვარდა ანანო ოთახში და წარბები აათამაშა -ვიინ?-თვალები გამოვართოვდა მე და ფეხზე წამოვხტი -ლაზარე ურიადმყოფელი-გამიმეორა მან -კარგი წამო გავიდეთ-ხელკავი გამოვდე ანანოს და ისე გავიყვანე მისაღებში, სადაც ლაზარეს დაეკავებინა ადგილი -სად გამექეცი?-წარბები ამიწია მან -არსად, უბრალოდ შენს სახლში შემთხვევით მოვხვდი, ამიტომაც გადავწყვიტე ასე წამოსვლა, შენ მაინც გეძინა, და მე რა მეკეთებინა?-მხრები ავიჩეჩე მე და მის წინ სავარძელზე მოვკალათდი -კარგი რა, ამ ზედმეტობების გარეშე, არ მინდა ეს სულელური თავის მართლებები-ხელები გულზე გადაიჯვარედინა მას, -ავდექი და წამოვედი, ვსო ესაა სულ -კარგი, რატომ ადექი და წამოხვედი?-წინ გადმოიხარა ლაზარე და ხელებით მუხლებს დაეყრდნო -აუ საქმე არ გაქვს? არ შეგიძლია უბრალოდ შემეშვა?-ფეხზე წამოვდექი და ზემოდან გავაშტერდი მე წარბებშეკრული -სალაპარაკო გვაქვს, გუშინ მინდოდა დაგლაპარაკებოდი მაგრამ ვერ ვისაუბრეთ, ამიტომ მაინტერესებს როდის შევძლებთ საუბარს -რა გვაქვს სალაპარაკო?-ვკითხე და სწრაფად ავარიდე თვალი მის მზერას, ოთახში მიმოვიხედე და მხოლოდ ახლა მივხვდი რომ ანანო ოთახიდან გაპარულიყო -9 საათზე სახლთან გამოგივლი და დამხვდი, ახლა კი წავედი, კარგად გოგონებოო-წამოდგა სწრაფად ფეხზე ის, გოგონებს დაემშვიდობა და ისე გავიდა სახლიდან, ვერც გავიაზრე -ღმერთო, ნეტა რაზე უნდა გესაუბროს, არა ვიქტორია წვერავა, ნამდვილი სულელი ხარ-შემოვარდა ქოთქოთით ელენე და წინ დამიდგა, მას უკან ანანო მოჰყვა -მითხარით რა გავაკეთოო?-ამოვიზუმუვლე და სავარძელში ჩავჯექი, ყველაფერი ერთმანეთში ირეოდა, არვიცოდი რა გამეკეთებინა, დავთანხმებოდი მის წინადადებას ერთად ყოფნის თაობაზე? თუ არა? ძალიან მომწონდა ლაზარე ურიადმყოფელი, თუმცა მისი ქცევებიდან ვერანაირ ემოციას ვერ მიღებდი, მეგონა მხოლოდ დამცინოდა, ერთობოდა მეტი არაფერი. -უნდა შეხვდე, დაელაპარაკო-დამრიგებლური ტონი ჰქონდა ანანოს -აზრზე არვარ რა გავაკეთო-ამოვიოხრე და ფეხზე წამოვდექი -უნივერსიტეტში გვაგვიანდება-ვთქვი და ანანოს ოთახისკენ წავედი გამოსაცვლელად.. -- შავი ტანზე გამოყვანილი შარვალი მაცვია, ამავე ფერის პერანგი და ადიდასის თეთრი ბოტასები, მხარზე ჩანთა მაქქვს გადაკიდებული რომელშიც ჩემი ნივთები მიწყვია, ყელზე კი ლაზარეს ნაჩუქარი მედალიონი მიკეთია. ზუსტად 9 საათზე დავტოვე სახლი და ეზოში ჩავედი, ლაზარე მანქანით იდგა იქვე და მელოდებოდა -კარგია რომ არ დააგვიანე-წინა კარი გამოვაღე თუარა მითხრა მან და მანქანის ძრავა აამუშავა -სად მივდივართ?-ვკითხე როდესაც მანქანა დაძრა და ღვედი შევიკარი -სადმე მშვიდ ადგილას, ძალიან არ ცივა და შეგვიძლია სადმე პარკში დავჯდეთ-მითხრა და პასუხის მოლოდინში გამომხედა მან -კარგი, პარკი კარგია-მხრები ავიჩეჩე მე და გზას გავხედე, მალევე გააჩერა მანქანა სადღაც მიყრუებულ პარკთან, ორივე გადავედით. -შემიძლია მოსაცმელი გათხოვო, ყოველი შემთხვევისთვის სულ მანქანაში მიდევს-გამიღმა მან. -კარგი იქნებოდა-დავეთანხმე მეც, ჯერ აპრილის პირველი რიცხვები იყო და ძალიან ციოდა, მან მალევე გადმოიოღო თბილი მოსაცმელი და მომაწოდა -მადლობა-ვუთხარი უხერხულად და უკან გავყევი, მოსაცმელი მოვიცვი და ვიგრძენი თუ როგორ გამყინვია მთელი სხეული. -მოკლედ, სერიოზულად გეუბნები, ისე არა როგორც აქამდე, მინდა ჩემი შეყვარებული იყო -ლაზარე ეს სერიოზული საკითხია, უნდა იცოდე რომ 15 წლის ბავშვები აღარ ვართ რომ ეს საკითხი ასე იოლად გადავწყვიტოთ-ვთქვი და დიდი ჟაკეტი უფრო მაგრად შემოვიკარი ტანზე -ვიცი, ვიქტორია, მინდა შეგახსენო რომ არ ვარ 15 წლის რომ ასე დაუკვირვებლად შემოგთავაზო რამე-მითხრა მან და იქვე სკამზე დაჯდა, მე კი მის წინ დავდექი, არ მინდოდა დაჯდომა. -ვიცი ლაზარე, უბრალოდ არ მარტივად ვერ მივიღებ გადაწყვეტილებას-შუბლი შევკარი მე -ვიცი, ამიტომაც ახლა გეუბნები, მე 3 დღეში მივდივარ მოსკოვში, მგონი უნდა იცოდე რომ მე იქ ვცხოვრობ უკვე რამოდენიმე წელია, თუმცა ვგეგმავ აქეთ გადმოსვლას, ნუ რათქმაუნდა ეს დამოკიდებულია შენზე, მე ახლა 2 კვირით მივდივარ მხოლოდ, და მინდა 2 კვირის შემდეგ როდესაც ჩამოვალ, შენ იცოდე პასუხი, თუ რათქმაუნდა დადებითი იქნება რათქმაუნდა ძალიან გამიხარდება-სერიოზულად საუბრობდა ის და თან თვალებში მიყურებდა. -კარგი, ანუ ორი კვირა მაქვს მოსაფიქრებლად-ჩავიცინე მე -ნამდვილად, ოღონდ მე პასუხი უკვე ვიცი-თვალი ჩამიკრა მანაც და გაიცინა -მართლა ? და რა არის პასუხი?-წარბები ავწიე მე -რათქმაუნდა თანხმობა, აბა ჩემნაირ ბიჭს ხელიდან ვინ გაუშვებს-წარბები აათამაშა მან -ნუ რავიცი, მე მაინც ვაპირებ დავფიქრდე-თვალი ჩავუკარი მას -წამოდი, სადმე წავიდეთ და გავერთოთ-ფეხზე წამოდგა ის და წელზე ხელი მომხვია, და მანქანისკენ გამიძღვა -სად წავიდეთ?-ავხედე ქვემოდან მას -ბარში წავიდეთ-შემომთავაზა მან -აუ, არმინდა ბარში-ამოვიზუბღუნე მე -მაშინ შენ მოიფიქრე -წავიდეთ კინოში-გავუღიმე მე და მანქანაში ჩავჯექი -კარგი რა, ახლა არ მითხრა რამე რომანტიულ ფილმზე დავესწროთო?-თვალები აატრიალა მან, შემდეგ მანქანას მოუარა და საჭეს მიუჯდა -საშინელება ვუყუროთ მაშინ რამე-შევთავაზე მე -მაშინ ჩემთან ავიდეთ, ტკბილეული და წვენები ვიყიდოთ და იქ ვუყუროთ რამეს-არ წყვეტდა შემოთავაზებებს ის -იმედია დიდი ტელევიზორი გაქვს-წარბშეკრულმა გავხედე მას და ღვედი შევიკარი,მან კი მანქანა დაძრა, მალევე გააჩერა მანქანა სუპერმარკეტთან -წამოდი, ვიყიდოთ რაღაცეები-გადავიდა მანქანიდან ის და სუპერმარკეტისაკენ წავიდა, მეც უკან მივყევი. -ფორთოხლის წვენი ავიღოთ?-მკითხა მან და კალათში ბევრი ჩიფსები ჩაყარა -ხო, ფორთოხლის წვენი ავიღოთ, მე კი ჩიფსებს არ ვჭამ ამიტომ ბევრს ნუ აიღებ-გავუცინე მას -არაუშავს, მე შევჭამ სულ-დამამშვიდა მან -ღოროო-მუცელში ჩავარტყი ხელი მას და სიარული განვაგრძე -- -ჩართე ფილმი, მე კი ამ ყველაფრისთვის ჭიქებს მოვიტან და თეფშებს-მითხრა ლაზარემ და ნოუთბუქი მომაწოდა, მეც სწრაფად ამოვარჩიე ფილმი, ნოუთბუქი ტელევიზორზე შევაერთე და ახლა უკვე იქ ჩაირთო ფილმი. -აი, წვენისთვის ჭიქები, და ნუ ყველაფერია რაც კი შეიძლება დაგვჭირდეს-სინით ხელში გამოვიდა ლაზარე სამზარეულოდან, მეც სწრაფად გამოვართვი. შემდეგ კი ფილმის საყურებლად დავჯექით. ძალიან დიდ ბოდიშს გიხდით დაგვიანებისთვვის, კომპიუტერი გამიფუჭდა დაწერილი თავი წამეშალა და ეს ყველაფერი ტელეფონით დავწერე, ტელეფონით წერა კი სიკვდილს უდრის ჩემთვიუს, მთელი სამი დღე ვწერდი ამ პატარა თავს (( |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.