Black Widow_შავი ქვრივი #9
"ჯერ კიდევ არ მომკვდარვარ?" თვალებს ნელა ვახელ და მინგიუს ვხედავ. -კარგად ხარ?_აღელვება ეტყობა. მხოლოდ თავს ვუქნევ და ისიც ფეხზე მაყენებს. -სამწუხაროა, რომ ჩვენი შეხვედრა ჩაიშალა. მალე შევხვდებით ლილი._სამრეკლოდან იმ უცნობს ვხედავ. თვალს მიკრავს და ქრება. -კლეიტონ!_მინგიუ სასწრაფოდ იქით ბრუნდება და აჩრდილს მიყვება. გაშეშებული ვდგავარ ერთ ადგილას და სებასტიანს ველოდები, არც კი ვიცი რატომ. მე ხომ ისგან გაქცევას ვაპირებდი, ახლა კი უბრალოდ ველოდები... მეშინია? კი. რატომ? არ ვიცი, მაგრამ მეშინია. არ შემიძლია ისევ გავიქცე, ასე უსუსურად არასდროს მიგვრძნია თავი. მინგიუ წამებში ბრუნდება და მკლავში მავლებს ხელს. შეშინებული ვუყურებ, ის კი თვალებიდან ცეცხლებს ყრის. -აღარ გაბედო გაქცევა. ამჯერად დაგინდობ, რადგან რაც გამოიარე საკმარისი იყო შენს დასასჯელად. მაგრამ იცოდე შემდეგში ვერ გადამირჩები._სიარულს იწყებს და მეც ლეკვივით მივყვები. როგორც იქნა ტყემდე მივდივართ და ვჩერდები, რადგან საკმაოდ დაღლილი ვარ. მინგიუ ამას ამჩნევს და თვალებს აბრიალებს. -ეს ადამიანები...რა გამოუსადეგრები ხართ._ჯერ თავისთვის ამბობს, ისე რომ არც მიყურებს, შემდეგ კი ჩემს ფეხებს აკვირდება, თავს აქნევს და ჩემთან მოდის. -რ...რას აკეთებ..._გაოგნებული ვუყურებ. თავის დიდ მკლავებში ისე ვყავარ მოქცეული როგორც პატარა თოჯინა. -ხელები შემომხვიე კისერზე._ვყოყმანობ, მაგრამ მისი მკაცრი გამოხედვის შემდეგ მაშინვე ვასრულებ ბრძანებას და მის მკერდს ვეკრობი. მოულოდნელი სიჩქარე თავბრუს მახვევს და ხელებს კიდევ უფრო ძლიერად ვხვევ კისერზე. მინგიუ უსწრაფესად მიქრის და თავადაც ვერ ვხვდები როგორ მიდის ასე სწრაფად როცა მე ვყავარ ხელებში. ცოტა ხანში ჩემრდება და ქვაზე მსვავს. ცივა, თანაც ძალიან. კანკალს ვიწყებ, ფეხები ტანთან ახლოს მიმაქვს და ვცდილობ გავთბე. თავში რაღაც მხვდება... -რა ჯანდაბაა..._ იმ რაღაცას სახიდან ვიშორებ და ხელში სებასტიანის მოსაცმელი მრჩება. -ჩაიცვი გაცივდები._ცივად მეუბნება და მეც ვიცვამ. ესეც რა თქმა უნდა კაბასავით მაქვს, თუმცა ახლა მთავარია გავთბე. მისი სურნელი აქვს, სასიამოვნო მაგეამ ამავდროულად საშიში, რომელიც უკან დახევას გაიძულებს. თუმცა ეს უფრო გიზიდავს, რომ მეტად შეიგრძნო ის. -ეს ყველაფერი სიზმარია არა?_გაუაზრებლად ვამბობ ამ სიტყვებს ხმამაღლა. -კიდევ არ გჯერა? მე რომ შენს ადგილას ვყოფილიყავი ალბათ ეგრე ვიქნებოდი, მაგრამ უნდა დაიჯერო. ამ სამყაროში ყველაფერი არც ისე მარტივია როგორც გგონია._მიახლოვდება და მისი მზერა ჩემს კისერზე გადმოდის. შეშინებული უკან ვიწევი და კისერზე ხელს ვიფარებ. რა თქმა უნდა ეს მისი ყურადღების გარეშე არ რჩება და იღიმის. -ამჯერად არ გიკბენ უბრალოდ მანახე როგორ გაქვს კისერი._არ ვიცი რატომ, მაგრამ ვენდობი და კისერს ვუშვერ. ნაჭერს მხსნის და ნაკბენს ხელს ახებს. ტკივილისგან თვალებს ვხუჭავ და გვერდით ვიწრვი. -მაპატიე..._ჩუმად ამბობს და ხელს ნაკბენიდან იღებს. ჩემსკენ იწევა , ერთ ხელს კისერზე მხვევს მეორეს კი წელზე და თავისკენ მიზიდავს. არ ვიცი რას ველოდო, უბრალოდ თვალებს ვხუჭავ და ხელებს მკერდზე ვადებ. არ მკბენს.... უბრალოდ იმ ადგილს ტუჩებით ეხება. ისე ნაზად, რომ ტკივილი სიამოვნებაში გადადის. აღარ მეშინია, დაძაბულობას ვიხსნი და მას ვეყრდნობი. -ახლა უფრო მალე მოგირჩება._თვალებში მიყურებს. მზერას არ მაშირებს და მეც არ შემიძლია თვალი ავარიდო. უბრალო გამოხედვა აქვს და ეს მატყვევებს. არ მეშინია მისი და ახლა თავს პირიქით ყველაზე დაცულად ვგრძნობ. ჩემს სახეს ხელებში იქცევს და მიახლოვდება. შუბლზე მკოცნის და ისევ მშორდება. "იმედგაცრუებული ვარ? არა! კი! არა! კი! არა! კი! ჯანდაბა კი! იმედგაცრუებული ვარ. კნუტივით ვყავდი მკლავებში მოქცეული და შუბლზე მაკოცა?!" სანამ საბოლოოდ გაიწევა დროს ვიხელთებ და ახლა მე ვიქცევ მის სახეს ხელებში. ჯერ გაოცებული მიყურებს, შემდეგ კი ირონიულად იღიმის და მეც მის ტუჩებს ვეხები. ეს უნდა გამეკეთებინა, მარტო მას არ აქვს უფლება ასე მეთამაშოს! ამ საქციელს ვნანობ? არა რა თქმა უნდა! ვხვდები რომ მოსწონს, მაგრამ მისი სიამოვნება დიდ ხანს არ გაგრძელდება. ხელს ვკრავ, მაგრამ მიჭერს და არ მშორდება. ჯანდაბა! მინდოდა მის ნერვებზე მეთამაშა, მაგრამ როგორც ჩანს რაც მოსწონს იმას აუცილებლად იღებს. მართალია არც მე ვარ ამ კოცნით უკმაყოფილო, მაგრამ სხვა მიზნები მქონდა! -არ მეგონა ამას ახლა თუ იზამდი._ირონიულად მიღიმის, მე კი თავს ვაჩვენებ თითქოს გაბრაზებული ვარ და ვცდილობ თვალებში არ ვუყურო. -სიარული უნდა გავაგრძელოთ._ჩუმად ამბობს და ამჯერად ზურგზე მისვამს. ხელებს კისერზე ვხვევ და თავ მხრებზე ვადებ. ცოტა ხანში სახლის გალავანს ვუახლოვდებით და მე ისევ ვბრუნდები.....ჯოჯოხეთში. სებასტიანს ოთახში ავყავარ და როცა გადის მესმის საკეტის ხმა. სააბაზანოში შევდივარ, ონკანს ვხსნი და ცხელ წყალს ვუშვებ. ცოტა ხანს ველოდები, რომ წყლით აივსოს აბაზანა, შემდეგ კი სუფთა ტანსაცმელს ვიღებ და სააბაზანოში ვიკეტები. თბილი წყალი მთელ დაღლილობას მხსნის და საერთოდ მავიწყებს, რომ რამოდენიმე საათის წინ მგლების გარემოცვაში ვიყავი, ან თუნდაც ვამპირი მკბენდა. თვალებს ვხუჭავ და ვერც კი ვამჩნევ ისე მეძინება. "-დარწმუნებული ხარ რომ ამის გაკეთება გინდა? -კი ჯეიმს, ასეთი დარწმუნებული არასდროს ვყოფილვარ._ვუღიმი მას. -მაშინ არაფერი გვიშლის ხელს. -თანახმა ხართ? -ვივიან! -მის ვივიან! -ვივიან თქვი რამე, ვივიან!" შეშინებულს მეღვიძება და წყლიდან ვიწევი. -რამე სიზმარს ხედავდი?_ჩემს წინ სებასტიანს ვხედავ და სასწრაფოდ ვიფარებ ხელებს მკერდზე. -აქ როგორ შემოხვედი! მე ხომ კარები ჩავკეტე! -ჩემს შესაძლებლობებს ჯერ კიდევ არ იცნობ ძვირფასო მეუღლევ. -ახლა რაღა გინდა... -გადაგარჩინე და ესაა მადლობა? -არ მითხოვია გადამარჩინეთქო. მირჩევნოდა მომვკდარიყავი და აღარასდროს დამენახა შენი ცინიკური სახე._მივახალე პირში, ისე რომ თვალი არ მომიშორებია მისთვის. -ხელი ხომ არ შეგიშალეთ ბეღურებო?_ჯონათანს ვკრავ თვალს კარებთან, მაგრამ იგი მაშინვე იფარება სებასტიანით -რა ჯანდაბას აკეთებ აქ!_იღრინება სებასტიანი და კიდევ უფრო მეფარება. -მინდოდა ჩემ საყვარელ რძალს ვსტუმრებოდი. რა არის ამაში ცუდი?_უმწეოდ იძახის ჯონათანი. -აბაზანაში? რამდენჯერ უნდა გაგაფრთხილო შორს დაიჭირემეთქი თავი!!!_მისკენ მიდის სებასტიანი და ჯონათანსაც ვხედავ რომელიც თვალს არ მაშორებს. -გაეთრიე აქედან!_ბოლოჯერ ღრიალებს და მისთვის ჩარტყმას აპირებს, მაგრამ ჯონათანი უცებ ქრება. -მგონი ჯობს რომ შენც მას მიყვე._ცალ წარბს ვწევ, ის კი გაკვირვებული მიყურებს. -უკაცრავად? არ ფიქრობ რომ ქმარს არ აქვს ცოლთან ყოფნის უფლება?_ახლოს მოდის და აბაზანის კიდეზე ჯდება. -როგორ გამაცინე. ქმარს, რომელმაც წინა ღამით ცოლის სისხლი დალია? მაპატიე, მაგრამ ეს "ქორწინება" ფორმალობაა და შანსი მომეცემა თუ არა მას ბოლოს მოვუღებ და აქედანაც წავ..._ჩემს კისერ ეჭიდება და ახლოს იწევა. -რა დარწმუნებული ხარ შენს შესაძლებლობებში ძვირფასო._ძალიან ბოხი და ჩახლეჩილი ხმით ამბობს. -რადგან უბრალო ადამიანი ვარ და შენსავით არანორმალურად სირბილი ან კედლებს შორის გავლა არ შემიძლია, ეს იმას არ ნიშნავს რომ ვერაფერს მოვახერხებ. -ეს ჯერ კიდევ დასაწყისია, ვნახავ ცოტახანში როგორ აჭიკჭიკდები._ბრაზდება და ოთახიდან ქრება. -იდიოტი, მაგას ვანახებ სინამდვილეში რა შემიძლია._ჩუმად ვბუზღუნებ და იქვე დადებულ პირსახოცს ვიღებ. ოთახში გამოსვლისას უხნაური ხმები მესმის. -როგორ მომშივდა..._მუცელზე ხელს ვიდებ და კარისკენ მივდივარ, ჩაკეტილია. "ვერ გიტან სებასტიან!!!" კარს ვეჯაჯგურები, მაგრამ აზრი არ აქვს. გასაღებიც კი არ არის ოთახში. -ეი! შენ რა ჩემი გამოკეტვა გადაწყვიტე აქ?! სულ გაგიჟდი? აქ სამუდამოდ ვერ დამტოვებ!_ვღრიალებ ბოლო ხმაზე, მაგრამ ჩემი არავის ესმის. დიდი ხნის წვალების შემდეგ ვიღლები და კართან ზურგით ვჯდები. "თუ ამ ფსიქოფატს ჰგონია, რომ ასე ადვილად დავნებდები, ძალიან ცდება!" ფეხზე ვდგები და ვცდილობ რამე ისეთი ვიპოვო რაც დამეხმარება აქედან გასვლაში. უცებ მახსენდება აივანი და სასწრაფოდ მის კარს ვაღებ. მართალია მხოლოდ მეორე სართულზე ვიმყოფები, მაგრამ ეს უბრალო სახლი კი არა რაღაც სასახლეა, ამიტომ მიწიდან 10 მეტრი მაინც მაშორებს. "აქედან რომ ჩავვარდე არ მოვკვდები....ალბათ." ოთახში ვბრუნდები და ზეწარს ვიღებ. შემდეგ ნაწილებად ვხევ და ერთმანეთზე ვაბამ. ასეთი რაღაცები ფილმებში ბევჯრერ მინახავს და იმედს ვიტოვებ, რომ მართლა დამეხმარება აქედან გაღწევაში. ეს იმაზე რთულია ვიდრე მეგონა. დაახლოებით გზის ნახევარი მაინც მაქვს გავლილი, მაგრამ აქედან მიწა ისე მოჩანს თითქოს ყველაფერს დავილეწავ რომ ჩავვარდე. "დიდი დიდი ფეხი მოვიტეხო, ან თავი გავიტეხო...." ვფირქობ და დაბლა ვიხედები. რა თქმა უნდა ჩახტომას არ ვაპირებ რადგან სულელი არ ვარ და როგორმე ჩავბობღდები. მაგრამ ყოველთვის რაღაცამ უნდა შემიშალოს ხელი. აივანთან ზეწარი სულ ოდნავაა დამაგრებული და სადაცაა საბოლოოდ გაიხევა. სანამ დრო მაქვს დაბლა ჩავდივარ, თუმცა არც ისე სწრაფად ვიქცევი და შედეგად მიწაზე ვადენ ზღართან. -ვაიმე წელი..._ძლივს ვღნავი და წამოდგომას ვცდილობ. ორივე ფეხზე ვდგავარ და თან ჩემთან საოცარი სურნელი მოდის, რომელიც ცხვირთან სასიამოვნოდ მეღუტუნება. ერთ-ერთი ფანჯარა ღიაა და ვხვდები რომ სურნელი იქიდან მოდის. სასწრაფოდ მივრბივარ იმ ადგილას და ვამოწმებ ვინმე ხომ არაა იქ. ძლივს გადავდივარ დანჯარაში და იქვე მაგიდას ვეფარები. კარები იღება და ოთახში ერთ-ერთი მსახური შემოდის და მაგიდიდან შემწვარ ქათამს იღებს. კარები ისევ იკეტება და მე "ნადირობას" ვიწყებ....საჭმელზე. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.