შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ფსიქიკურობის შეშლილი მარში (7)


19-03-2017, 20:56
ავტორი krimcova19
ნანახია 1 123

5 წუთიც და მისაღებ ოთახში ვიჯექი, ჩემი უკვე გაზრდილი 22 წლის დისშვილი ღიმილით მიყურებდა და მეუბნებოდა რამე თუ მჭირდებოდა. „ადამიანობა“ადამიანობა მჭირდება ვიმეორებდი გულში ჩემთვის, ბოლოს კი უცნაური რამ გავიგე. თავიდან მთელს ტანში საზიზღარმა ჟრუანტელმა დამიარა, შემდეგ არდაჯერების ელფერმა მოიცვა გონება და შიშით მივატრიალე თავი, საიდანაც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა სავარძლის ბორბლების ღრჭიალის ხმა ისმოდა. ელდანაკრავივით წამოვარდი... ის იყო, დედაჩემი, დედაჩემი რომელიც დიდი ხანია არ მინახავს და ვხედავდი ასეთ მდგომარეობაში. ელდანაკრავივით წამოვარდი, არ ველოდი ასეთ მდგომარეობას. გახევებით ვუყურებდი და ვგრძნობდი თვალები ცრემლებით როგორ მევსებოდა, თავი ძირს დავხარე ყველაფერს რომ გავქცეოდი, კიდევ ერთხელ გავქცეოდი ცხოვრებას.
-ეს როგორ... როგორრრ
ვგრძნობ ხმაში კანკალის ელემენტებს და ეს მაღიზიანებს. მსახიობი ხარ მსახიობი ვეუბნები ჩემს თავს,მოთოკე გემუდარები ყველაფერი.
-ავარია
არის მოკლე პასუხი კარების ზღურბლიდან
-მინდა ჩაგეხუტო
ვერ ვბედავ უთქმელად მისვლას, დედა ატრიალებს სავარძელს და თითით მანიშნებს გაყოლას, მეც დაჰიპნოზებულივით მივყვები. შევდივართ ოთახში სადაც სარემონტო სამუშაოებია, უფრო სწორედ კი ჩემს ყოფილ ოთახში, დედა რაღაც რვეულს მესვრის, ძირს დაგდებულს, მთელი სხეული მითრთის, ვკანკალებ პარკისონიზმით დაავადებულივით მარჯვენა ხელს მარცხენათი ვიკავებ და ისე ვცდილობ რვეულის აღებას. ვშლი ფურცლებს,სადაც მოჩეიმისფრო კალიგრაფიაა,მაგრამ ეს ჩემი ნაწერი არაა.
-ეს ჩემი არაა
-აბა ვისია?
მესმის ზურგსუკან ჩემი და-ძმის სინქრონულში კარგად ჩასმული სიტყები.ვტრიალდები შიშატანილი,ბრაზმოშორებული, საბოლოოდ ყველანაირ ადამიანურ გრძნობას განრიდებული, სახეზე მეფინება სიმწრის ღიმილი და თვალების მოჭუტვით ვამბობ
-ემილის...ემილის
-ემილი ვინღა ჩემი ფეხებია
ყვირის ჩემი ძმა რაღაცებს, იწყება მსხვრევა ჩემს გარშემო, ბრუნავენ საგნები, უცნაურობის სურნელია ირგვლივ, ყვება ჩემი და და ორმაგად ვიხრჩობი უსასრულობის მორევში. იქნებ შესვლა მაინც მაცადონ, ამდენი ხნის უნახავს მხვდებიან ლანძღვა-გინებით.მე ვხუჭავ თვალებს და მინდა რომ გაქრეს ყველაფერი. გაქრეს ხალხი,რომელიც გამუდმებით მაკრიტიკებს ჩემი პასიურობის ან ზედმეტი აქტიურობის გამო, მინდა ყველაფერი დამთავრდეს ერთ ასპექტში, არ მჭირდება არავის მოკვლა არავის შენდობა, მონანიება, ცრემლები მე თქვენი სანაქებო ღმერთად თავის წარმოჩენა ნამდვილად არ მინდა, უბრალოდ მსურს გავცდე ერთფეროვნებას, ან შეცვლილ ვითომ ლამაზ რეალობას. მე ვხუჭავ თვალებს და წარმოვიდგენ იმას რაც მე ყველა მეტად მიყვარდა ან თუნდაც დღემდე მიყვარს, შემდეგ
სიცივე, სულიერი და არა ფიზიკური 35 ცელსიუს როგორღაც ვიტან, შავი ლიბრი აქრობს ყველაფერს და მასთან ერთად ხალხს, ბოლოს კი სულ ბოლოს ცარიელდება ეს სამყაროც, მე კი ვრჩები და მიხარია ამდენი გვამს შორის რომ ერთადერთი სულიერი ვარ შემდეგ ვიწყებ ღრიალს იმდომდე რომ ხმის თითოეული იოგი დამაწყდეს, დაე ჩამქოლეთ ასეთი სოციოპატური გამოხტომების გამო, ადამიანთა უმიზეზოდ შეზიზღებისთვის, მაგრამ ჩემი სამყარო დებილი მზერით უფრო ფერადი, მხიარული და გულწრფელია ვიდრე რეალობის საზიზღარი კონტექსტი.
ვგრძნობ ამ სიშავეში, არაფერში როგორ შემოდის ვიღაც ჩემსნაირი,მაგრამ უფრო დახვეწილი და მეუბნება რომ გავყვე, მე კი რატომღაც არ მიყვები,
-მაშინ მოვკლათ ანისი ყველა, აბსოლიტურად ყველა
-არა ემილი ასე არ შეიძლება, ისინი ჩემები არიან... გესმის ჩემები!
-მაშინ შემეშვი
მიყვირის ბოლო ხმაზე და ხელს მკრავს, ოდნავი შებარბაცება და ვახელ თვალებს, გაყინული მზერა, გულისამრევი ფიქრებით აღსავსე არაფრის მთქმელი სახეები.
ხელში მთელი ძალით ვკუჭავ რვეულს და გავდივარ გარეთ, უკან ვგრძნობ როგორ მომყვებიან ისევ გაოცებული სახეები, შემდეგ გავდივარ გარეთ, ხარბად ვყლაპავ ჰაერს და ვფიქრობ ‘იქნებ მეჩვენება“ იქნებ მეჩვენება,მაგრამ რეალობა ძალზედ ცოცხალი და მატერიალურია. როგორც იქნა მივაღწიე, ჩემს საყვარელ ჰამაკამდე, ვეშვები მოწყვეტით, ვშლი რვეულს და ვიწყებ კითხვას.
-არ წაიკითხო გემუდარები, არა!
-ისევ ის ხმა მესმის
თავს მაღაე ვწევ და ისეთი ტონით ვეუბნები ჩემებს,რომ დამტოვონ მე თვითონ მიკვირს ჩემი და ჩემი თავის სიმტკიცის.ემილის ჩემგან განსხვავებით ლამაზი კალიგრაფია ჰქონდ, ყოველი ამბის თუ ჩანაწერის შემდეგ შესაბამისი შინაარსის ნახატები იყო გამოსახული,ყველაზე საინტერესო კი ის იყო,რომ თითქმის ყველა ილუსტრაციაში რატი ფიგურირებდა.კიდევ ერთი ფაქტი ის იყო, რომ უკუღმართი იყო პირდაპირი გაგებით, დღიურის შევსება ბოლო გვერდიდან ჰქონდა დაწყებული. პირველ გვერდზე კი ეწერა ფრაზა „არაფერს ვნანობ თუ შენ ეს გაგაბედნიერებს“. საინტერესო იყო ის ფაქტი რომ მას იოანე ეზიზღებოდა. „ღმერთო ჩემო“ აღმომხდა ეს სიტყვები ჩემდა უნებურად და ტირილი დავიწყე, ს როგორ ჩაიდინა? როგორ??? თვალებს არ ვუჯერებდი და კიდევ ერთელ გადავიკითხე ეს მონაკვეთი და ბოლომდე დავრწმუნდი იმაში, რომ საშინელება იყო ეს ე.წ ემილი
„დღეს ივლისია,მგონი 25, იოანე დღეს ჩამოეთრია, სამეგობრო ბათუმში იყო დასასვენებლად წასული, ეს იდიოტკა კი არ წაიყვანეს, ზის ყოველ ღამე და ტირის, შემდეგ იწმენდს ცრემლებს და გიჟივით უცინის ყველას, არა როგორ ძლიერ მინდა მოკლა! მაგრამ რომ დავფიქრდეთ მისი მოკვლით მეც მოვკვდები და ეს ყველაზე უაზრო საქციელი იქნება რაც კი ოდესმე ჩამიდენია მთელი სიცოცხლის მანძილზე,თან 20 წლის ასაკში ნამდვილი სადო-მაზოხიზმის გამოვლინებად მიმაჩნია რატომღაც. თუმცა იოანესთვის არ იქნება სიკვდილი ურიგო სამი წერტილი... დროებით შეწყვეტილი შიზოფრენიის აზრები და დღე ,რომელმაც სულიერად მომკლა , 25 ივლისი....25 ამ დღეს მახსოვს , ჩემმა დამ როგორ გამაღვიძა, წყლის გადასხმა იყო უკანასკნელი შტრიხი ჩემი გაღვიძებისთვის.ამ მოცივე წყლის აბაზანაზე გულაჩქარებულმა გამოვიღვიძე და აღმოვაჩინე რომ სრულიად შიშველი ვიყავი,ასე ძილი რატომღაც არ მიყვარდა, თან შუადღეზე ძილი ყოველთვის მეზიზღებოდა, ჩემმა დამ კი არც აცხელა,არც აცივა და ისე მითხრა,რომ იოანე მეგობრებთან ერთად ავარიაში მოხვედრილა, ოთხი მათგანი მკვდარია და მხოლოდ ეს გადარჩა მძიმე მდგომარეობაში მყოფი.რეანიმაციაშია...რეანიმაციაში ეს სიტყვები ყურებში მიშრიალებდნენე თითქოს მინის მეორე მხარეს ვიდექი და ვიღაც მეძახდა არამიზანმიმართულ ფრაზებს და მხოლოდ ეს წყეულ ფრაზა აღწევად ჩემამდე,სწრაფად ჩავიცვი და წავედით საავადმყოფოში,სადაც ყველა ამრეზილი სახით მიყურებდა, თითქოს მადანაშაულებდნენ რომ მე ვიყავი მკვლელი იოანესი და მისი მეგობრების.ყველა რაღაც უაზრო სიტყვებს და ფრაზებს მესროდა და მე ვერ ვხვდებოდი რა უნდოდათ ჩემგან, მხოლდ მკერდში რაღაც წვას ვგრძნობდი და ვფიქრობდი რომ სადაც იყო გული გამიჩერდებოდა, ქვეყანა ინგრეოდა, ვკარგავდი მას ვინც სიცოცხლეზე მეტად მიყვარდა, ჩემს ერთადერთს, ახლა კი ამდენი წლის შემდეგ საკუთარი თავის აღიარებას ვკითხულობდი ამ ფაქტთან დაკავშირებით, გადაჭრილი სამუხრუჭე მილი...ემილის ოსტატობა, მიკვირდა როგორ მოახერხა ან გაბედა ასეთი საშინელების გაკეთება, ეს მისი ბრალი იყო, რომ მომკვდარიყო? რომ მომკვდარიყო? ვუსვამდი ამ კითხვას ჩემს თავს და ბოლოს თავი ხელებში ჩავრგე, ვტიროდი სულმოუთქმლად იმდენად ცხელი იყო ჩემი ცრემლები რომ სახეზე მწუხარებასთან ერთად გაკვირვებამ გადამირბინა, შემდეგ მწარედ გამეღიმა და კითხვა გავაგრძელე მომდევნო გვერდზე ჩემს კითხვაზე პასუხი ეწერა:
„ძვირფასო ანისი, მე შენთან დაბადებიდანვე ვარ, შენთან ერთად გამოვიარე ყველაფერი კარგიც და ცუდიც დ ყოველდღე ვრწმუნდებოდი,რომ ძალიან კეთილი და ლამაზი არსება იყავი,მაგარამ დაკომპლექსებული პარანოიდული აზროვნების მქონე, ვის არ ჰქონია ნაკლი,მაგრამ შენ შენს ნაკლს თითქოს სინათლის მიკროსკოპით ადიდებდი და ისე წარმოუჩენდი საკუთარ თავსა თუ სამყაროს. რაც შეეხება იოანეს ის წმინდა წყლის ნაძირალაა, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით ნაძირალა. აღარ შემიძლია ყოველდღე გიყურო თუ როგორ ტირი, როგორ მიყვები ცხოვრებას მწარეს არ შემიძლია, ის საუკეთესო წლები რომელიც უნდა დახარჯო სიცილსა და სილაღეში ტირილსა და გვემაში გეხარჯება,ვიცი როგორაა ეს ყველაფერი შესაძლებელი, მე მას უბრალოდ მოვკლავ. მოვკლავ მას და მის გარემოცვას, ადამიანებს ვის გამოც მან მიგატოვა, აღარ მსურს დაიტანჯო მისი იგნორით, შენთვის ყველაფერი საუკეთესო მინდა. მე შენ ყოველთვის გიყურებ შენთან ერთად განვიცდი ყველაფერს და თითოეულ დაბრკოლებას ზეაღმატებული შემართებით ვიტანთ ორივე.შენ რა გგონია შენი მეგობრები ორივე შენთან მართლა გულწრფელები არიან? მათ მართლა სტკივათ გული შენს პირად დრამებზე? მე შენს აზროვნებასაც ვიცნობ და ვხვდები თუ როგორ გძულს და გეზიზღება ყველამათგანი, მხოლოდ იმის გამო რომ ერთფეროვნები არიან არაფრის მომცემნი. ისე დაიმახსოვრე ერთი რამ შეიძლება ბევრი შეყვარებული ან მოწონების ობიექტი გყავდეს,დღეში ათზე მეტ ბიჭს ჩაეხუტო ან აკოცო,მაგრამ ღამით როდესაც თვალებს დახუჭავ და ყველა და ყველაფერი გაჩერდება, აღარ ექნება აზრი ძმობას,დობას,დედა-შვილობას,მეგობრობას, დარჩები მხოლოდ შენ... იქნება გარდამავალი წამი როცა დაინახავ იმას ვინც ძვირფასია შენი თავისთვის, იქნებ ეგოიზმია,მაგრამ მინდა რომ ამ მომენტში მხოლოდ შენს თავს ხედავდე, ვიცი დღესდღეობით სიბნელეში მხოლოდ იოანეს სახეს ხედავ. მეც შენს დღეში ვარ ძვირფასო,მაგრამ მე იაონე არ მიყვარს,ჩვენ თვალების დახუჭვის მომენტში სხვადასხვა ადამიანებს ვხედავთ და ორივე უდიდესსს ტკივილს ვგრძნობთ გულის არეში, უსიყვარულობა ყელზე მარწუხებს გვიჭერს, ეს ცალმხრივი სიყვარული კი ორივე შემთხვევაში შენი ბრალია, თუმცა მე გამოვიგონე სექსუალური უშუალობა და ის ადამიანი,რომელიც მიყვარს ვაიძულე ჩემი გამხდარიყო, სასაცილოა,მაგრამ ის შენც გეკუთვნოდა, თუმცა იმდონემდე უაზრო იყავი,რომ მალევე შენც მიგატოვა და დავრჩით ორივენი პირში ჩალაგამოვლებულები. დარწმუნებული ვარ სულ რამოდენიმე წელიწადში იმ დონემდე შემზიზღდები ,რომ ჩემივე ხელით გამოგჭრი ყელს, გახსოვს წარსული? ბავშვობა გახსოვს? შენში ჩასახლებული დემონებიი როგორ გზარავდა ეგ თუ გახსოვდა? მე მახსოვს მე რომ არა შეიშლებოდი.“
დღიური დავხურე და გამეცინა
„შევიშლებოდი...შევიშლებოდი“
სასწრაფოდ წამოვდექი და სამზარეულოში ჩუმად შევიკავე. ნერვები მეშლებოდაროცა ვიღაცას თავი ჩემზე ძლიერი ეგონა, ერთადერთი ვისაც შეეძლო საკუთარი მე ვიყავი. რა დონის ბანალური ადამიანი ყოფილა, სიკვდილი... სიკვდილით დამაშინებდა მე? იმ მომენტში ამ საზიზღრობამ ცხოვრება დამინგრია, ძვლივს გამოვედი ამ დეპრესიიდან აგონიაში ვიყავი,როცა გავიგე იოანეს ამბავი და თურმე ეს ჩემი დამპალი ხელების ნამოქმედარი ყოფილა. სამზარეულოს ყველაზე მჭრელი დანა ავიღე და ვენები გადავიჭერი, ვგრძნობდი როგორ მომდიოდა სისხლი ხელიდან, სიცივემ ამიტანა, მაკანკალებდა გაუსაძლისად..ნელ-ნელა ვკარგავდი გონებას,ბოლოს კი სულ აღარაფერი დარჩა.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent