შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სალემის ალქაჯი


20-03-2017, 17:07
ავტორი სალლყ
ნანახია 1 537

პროლოგი:
ეს ის ქალაქი,რომლის ხსენებაც დღესაც ასოცირდება მაგიასთან და ჯადოქრებთან. ბნელი მაგია,რომლის სახლადაც დღესაც ეს ადგილი რჩება. ქალაქი, რომელშიც შეხვდებით:სამასი წლის ალქაჯს,მონადირეებს,წითურ ბანშის,ვამპირებს, ერთი მწვანეთვალება მხსნელიც მოიძებნება,ჯადოქრებს,დრაკონს,ეხიდნას, ქერა პირველყოფილ ვამპირს და ჩვეულებრივ ადამიანებს,უჩვეულო ცხოვრებით.
მოგესალმებით სალემში. შეშლილთა ქალაქში.
1 თავი
„home,sweet home”
1693 წლის 13 აგვისტო...
-დღეს ჩვენ აქ შევიკრიბეთ,რათა აღვასრულოთ სამართალი დოროთი ბლეიქზე შავი მაგიის გამოყენებისთვის.განაჩენი გამოტანილ იქნება სალემის მერის კონსტანტინ სტაილსის, ქალაქის მოსამართლის ელიას უოტსონის და ჩემს, ელიოტ დარვინის მიერ. შენ იქნები ჩამოკიდებული ყელით იქამდე, სანამ სულს არ დალევ. შემდგომ კი როგორც სხვა ალქაჯებს, შენც ფერფლად გაქცევენ.
ხის დაუცველ ფიცარზე მდგომ გოგონას ბრაზი უფრო მეტად ახრჩობდა, ვიდრე ყელზე შემოხვეული ძველი მტვრიანი თოკი,რომელსაც უცნაური სპეციფიკური სუნი სდიოდა. იცოდა,რომ რამოდენიმე წუთში მოკვდებოდა. ბოლოჯერ ჩაუშვებდა ფილტვებში ჰაერს, წინ კი ღმერთმა იცის რამდენი მტანჯველი საუკუნე ელოდა. მაგრამ მას ეს თითქოს სულაც არ ადარდებდა. ახლა მისი გონება მთლიანად შურისძიების წყურვილით იყო სავსე.ახლა მასში მხოლოდ იმ ადამიანის მოკვლის სურვილი იგრძნობოდა, რომელიც ალბათ სამყაროზე მეტადაც კი უყვარდა ერთ დროს. დოროთი ხომ მხოლოდ მისთვის იყო კარგი. იმისთვის რომ ბედნიერებს ეცხოვრათ და არანაირი პრობლემა არ შეჰქმნოდათ თავისი მაგიაც კი დათმო. და რა გააკეთა დოროთის უდიდესმა სიყვარულმა,რომელიც ყოველ წამს იფიცებოდა,რომ მის გამო სამყაროსაც კი წინ აღუდგებოდა? გაიქცა. პირველივე სირთულეზე გაყიდა დოროთი და სასიკვდილოდ გაიმეტა, მხოლოდ იმისთვის რომ თავისი ტყავი გადაერჩინა. გულუბრყვილო, ყურებამდე შეყვარებული დოროთი მოკვდა. დატოვა თავისი სხეული და გაქრა დროსადა სივრცეში. მის მაგივრად კი სრულ სიცარიელეში სიბნელე წარმოიქმნა. გონების ბნელ ღრიჭოებშიც კი ბნელეთის შვილებმა დაიდეს ბინა. აწი მათ აქედან ვეღარ გააქრობ. ეს სამუდამოა.
დოროთი ამ ყველაფრის მიუხედავად მაინც წელში გამართული იდგა და ელოდებოდა დასასრულს. დასასრულს რომელიც იქნებოდა რაღაც ახლის, რაღაც ძალიან დიდის დასაწყისი. თუნდაც ამ დასაწყისში საუკუნეებს გაეტანათ, ის ამას მაინც დაელოდებოდა.
-გაქვთ რაიმე სათქმელი მის ბლეიქ?
დანაოჭებულსახიანმა კაცმა უცნაური ფორმის ქუდში, საუბარი განაგრძო და დოროთის შეხედა. დოროთიმ ღრმად ჩაუშვა ფილტვებში ჰაერი და ხალხის ბრობს გახედა, რომლებსაც სახეზე კმაყოფილება დასტყობოდათ. ისინი აქ ხომ სეირის სანახავად მოვიდნენ და არა სამართლიანობის აღსრუების სანახავად არა? ხოდა დოროთი მათ შოუს მოუწყობდა. შოუს რომელიც დიდი ხანი არ დაავიწყდებოდა ამ ქალაქს.
-თქვენ დაიწვებით. თქვენ ყველანი დაიწვებით და პასუხს აგებთ იმის გამო,რაც მე გამიკეთეთ. ერთ დღესაც მე დავბრუნდები და გაგანადგურებთ. გავანადგურებ ყველა სალემში მცხოვრებ ადამიანს და ქალაქი ჩემი გახდება.სამუდამოდ. დაე ჩემმა სულმა მოსვენების საშუალება არ მოგცეთ და არ დატოვოს ეს მიწა,იქამდე სანამ შურისძიების წამები არ დადგება. დაე მოსვენება ვერცერთმა თქვენგანმა ვერ ჰპოვოს და სალემი დროის დასასრულამდე იქნას გახვეული ბნელეთის მარწუხებში...
დოროთის სიტყვის ბოლომდე წარმოთხმა არ დასცალდა. ფეხქვეშ ძველი დამპალი ფიცარი გამოეცალა და ჰაერში ჩამოეკიდა. ფილტვებს ჟანგბადი აღარ მიეწოდებოდა. ფეხებს აფართხალებდა,ისე თითქოს რაიმეს უშველიდა. საბოლოოდ კი მისმა სულმა სხეული დატოვა მაგრამ მის სულს აქაურობა დღემდე არ დაუტოვებიათ.ხალხი ამბობს,რომ დღესაც ხედავენ დოროთის მსგავს ქალს შავებში გამოწყობილს,თუ როგორ დასეირნობს სალემის ქუჩებში და აქ მცხოვრებ ხალხს მოსვენების საშუალებას არ აძლევს. დღეს მისი სიკვდილიდან კიდევ რამოდენიმე საუკუნე გავიდა. 13 აგვისტოა. შეიძლება ის ოდესმე დაბრუნდეს ან ვერასდროს მოახერხოს მისი სიკვდილის წინ წარმოთქმული სიტყვების სისრულეში მოყვანა.
წითურმა გოგომ,ლიზელმა, ამბის მოყოლა დაასრულა და საბანში თავისი პატარა დის ძებნა დაიწყო,რომელიც დის მონაყოლს თავიდან გულისყურით უსმენდა, შემდეგ კი ისე შეეშინდა რომ საბნის ქვეშ შეიმალა და ქვითინს მოჰყვა. ლიზელი კი განაგრძობდა თავისი დის შეშინებას და ლაპარაკს განაგრძობდა:
-მე დოროთი ბლეიქი ვარ. წყვდიადიდან დავბრუნდი,რომ თქვენზე შური ვიძიო. მე თქვენ ყველას ფერფლად გაქცევთ. აჰაჰაჰა...
სიცილს აგრძელებდა ლიზელი,ებიმ კი ტირილს უფრო უმატა და დას უყვიროდა, რომ გაჩერებულიყო. ლიზელი კი ამ სიტუაციით ძალიანაც ხალისობდა,მაგრამ ბოლოს მობზერდა თავისი დის შეშინებული თვალების ყურება და გულში ჩაიკრა.
-ლიზ.. დოროთი მართლა დაბრუნდება და მართლა ყველას მოგვკლავს?
ებიმ დიდი გულუბრყვილო მწვანე თვალები მიაბყრო ლიზელზს და ნამტირალევი ხმით ჰკითხა.
-არა ის ვეროსდროს დაბრუნდა და თუ ოდესმე დაბრუნდა არ მივცემ მას უფლებას,რომ დაგიშავოს. ეს ჩვენი ქალაქია. მე მას დავიცავ რადაც არ უნდა დამიჯდეს. თუ საჭიროა მე და ჩემი მეგობრები სალემს იქამდე დავიცავთ,სანამ სხეული სისხლის ბოლო წვეთისგან არ დაიცლება. და გპირდება ამ ქალაქის მმართველი ვერასდროს გახდება ერთი უბრალო პრიმიტიული ძუკნა ალქაჯი დოროთი ბლეიქი...
ლიზელმა გაიცანა და ები უფრო მაგრად ჩაიკრა გულში. ცოტა ხანში კი ორივემ თავი ძილს მისცეს.
ტყეში კი „ცამეტი საძმოს კრება“ იმართებოდა. არაფერი სერიოზული. ესენი უბრალოდ უტვინო თინეიჯერების გუნდია,რომლებიც თავს ალქაჯებს უწოდებენ და ყოველ კვირა მსგავს უაზრო შეკრებებს აწყობენ, შუა ტყეში კოცონის გარშემო. თან კი ინტერნეტიდან მოძიებულ „შელოცვებს“ წარმოთქვამენ. ისეთ რაღაცებს,რომ წარმოდგენაც კი არ აქვთ რა ჯანდაბას ნიშნავს. დღესაც მსგავსი შეკრება აქვთ,ოღონდ ამჯერად არა ინტერნეტიდან ამოღებულ მორიგ მონიჩმახს კი არ კითხულობენ, არამედ ძველ ენოქიური ჯოდოქრობის წიგნიდან ამოღებულ ერთ-ერთ რიტუალს ატარებენ. ამ ღამით ყველაფერი უჩვეულო იყო. ქარი, რომელიც იმ წამს განსაკუთრებით მძიმედ ჰქროდა. მთვარე, რომელიც თითქმის უფერო გამხდარიყო და ცეცხლი, რომლის ალში სხვადასხვა ფიგუქრებსაც კი შენიშნავდით. შელოცვის წარმოთქმის ბოლოს კი სიჩუმე ჩამოვარდა. უცებ თითქოს არაფერი,მაგრამ ცამეტივე საძმოს წევრი ერთდროულად გაწვა მიწაზე და შელოცვა სრულ სისრულეში მოიყვანეს თავიანთი სიკვდილით.ასე ხდება,როდესაც წარმოდგენა არ გაქვს რას კითხულობ,იმ წიგნიდან,რომელიც უჩვეულოდ გაკეთილებულმა ზეინ მალიკმა გაჩუქათ და ამ შელოცვის წაკითხვა გირჩიათ. ყველა მაგიას აქვს საფასური. განსაკუთრებით კი ის მაგიას და ის შელოცვები, რომლებიც ადამიანის მკვდრეთით აღსდგომას გულისხმობენ.
შელოცვის წარმოთქმის წამებში კი ჩაბურულ ტყეში თვით სიბნელის შვილი უბრუნდებოდა სიცოცხლეს. ამდენი ხნის შემდეგ პირველად ჩაისუნთქა ჰაერი და პირველად იგრძნო მიწა მის ფეხქვეშ. იგრძნო მის კანზე ნაზი სიო და ბოლომდე იგრძნო, რომ ამდენი ხნის შემდეგ კვლავ ცოცხალი იყო.
-რა კარგია ისევ დაბრუნება.
გაღიმებულმა ჩაილაპარაკა, ჰაერი ისევ ღრმად ჩაისუნქა და მიწაზე მწოლიერე ხალხის სხეულებისთვის ფეხის გადადგმა განაგრძო,რომ ამ ტყიდან გაეღწია. რამოდენიმე წუთიც არ იყო მისი დაბრუნებიდან გასული რომ სიბნელიდან შავ მოტმასნულ ჯინსებში და ტყავის ქურთუკში შემოსილმა შავტუხა ბიჭმა გამოაბიჯა იგივენაირი,კმაყოფილი ღიმილით.
-მოგესალმები უკან ცოცხლების სამყაროში დოროთი ბლეიქ. სასიამოვნოა შენთან შეხვედრა. მე ზეინ მალიკი ვარ......



№1 სტუმარი Guest დეა

კარგია გააგრძელე ❤❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent