შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მოლურჯო სული.... (თავი 7)


20-03-2017, 23:57
ავტორი aleqsandra
ნანახია 2 018

თითქოს სიბნელემ მოიცვა ირგვლივ ყოველივე, ტკივილი, იმედი და უიმედობა ერთმანეთს ენაცვლებოდა..
-შენ იცი რა გააკეთე კუკუ? იცი მაინც რა გაააკეთე? მამაჩემა ინფაქტი მიიღო, ინფაქტი! შეიძლებოდა მომკვდარიყო.. მე, რომ ამ ყველაფრის თქმა მდომებოდა თავად ვეტყოდი, ეს როოგორ გამიკეთე, როგორ?! ამილახვარი ბობოქრობდა და ერთად-ერთ მეგობარს ეჩხუბებოდა.
-ვიცი, მაგრამ ეს ხომ მე..მე.. შენს გამო გავაკეთე?! ცრემლები გადმოცვივდა კეკუტიას.
-ვიცი კეკუ, მაგრამ ის რომ მომკვდარიყო, მერე რა უნდა მექნა?! ხომ იცი როგორ მიყვარს , მე თორღვა მაძლიერებ. ახლა მას და გიორგის უფრო გაურთულდებათ ურთიერთობა. ღმერთო ჩემო ეს რა ჩაიდინე, კეკუ ჩემო კეკუ! თავი ხელებში ჩარგო ამილახვარმა.
-მე შენთვის გავაკეთე ეს ყველაფერი ჩემო მარიკო, თორღვა ბიძიას სიმართლე უნდა სცოდნოდა. გთხოვ სწორად გამიგე, განა კი - მე რომ მსგავსი რამე შემმთხვეოდა შენ მამაჩემს არ ეტყოდი ყველაფერს და არ შეეცდებოდი ჩემს დაცვას?!
-არ ვიცი... ამოიქსუტუნა ამილახვარმა და მზერა ჰორიზონტს გაუსწორა.
-შენც მსგავსად მოიქცეოდი დარწმუნებული ვარ...მე თავს არ ვიმართლებ ერთი წამითაც კი გეფიცები, თუმცა საკმარისია, გული მეთუთქება შენ რომ ასეთ მდგომარეობაში გხედავ, ხუთი წელია კვდები და ეს ყველაფერი მეც მკლავს, შენი ბედნიერების ჟამიც ხომ უნდა დადგეს მარიკო, ჩემო მარიკო. მეგობარს მაგრად შემოხვია მკლავები და გულზე მიიხუტა.
-ჩემმს ბედნიერებას, როგორ ფიქრობ თორღვა კარს მომაყენებს?! ცრემლებს ღვრიდა ამილახვარი.
-მოგიტანს, ის ძლიერი კაცია და რამეს შეძლებს დარწმუნებული ვარ. შუბლზე აკოცა მეგობარს და კვლავ ჩაეხუტა კეკუტია.
*************************************************************** **********************************************************
დღეები-დღეებს მისდევდა, თორღვა ამილახვარიც საავადმყოფოდან გამოწერეს, საკუთარს სახლს დაუბრუნდა, თუმცა ავადმყოფობას კვალი დაერჩინა, მოძრაობა უჭირდა.
სახლში შევიდა თუ არაა თორღვა თითქოს შვებით ამოისუნთქა, უყურებდა მის ცოლ-შვილს და თავის თავს ადანაშაულებდა, თუ როგორ ვერ შეეამჩნია ადრე ეს ყოველივე. თაკოს შეცვლილი მზერა, მარიამის ტანჯულის სხეული, რომელსაც დაეკარგა ყველაფერი ძველი, აი მხოლოდ მარინა იყო ისევ ისეთი, ლაღი, უდარდელი და ფულს დახამებული.
************************************************************************ *************************************************
-სიმამრო კარგად გამოიყურებით და ეს ძლიერ მახარებს! გადაეხვია გიორგი თორღვას, თუმცა ადრე სიყვარულით სავსე თვალებით თუ უყრებდა თორღვა მას ახლა, მხოლოდ ღვარძლი და სიბრალული იკითხებოდა მის მზერაში.
-გიორგი მე, შენ და მარიამმა უნდა ვილაპარაკოთ, გამომყევით.
მივყვებოდი მამაჩემს და და ვხვდებოდი, რომ იქ კაბინეტში კარგი არაფერი მოხდებოდა.
-მამა არ გინდა.. გავუსწარი ჩემს ქმარს და მამას გვერდით ამოვუდექი.
ყურიც არ მათხოვა მამაჩემმა, თითქოს არ მითქვამს არაფერი.
-თავის კუთვნილ სავარძელში ჩაჯდა მამა და გამომცდელი მზერა მოგვაპყრო.
-დასხედით! მისი ხმა განაჩენივით გაისმა.
უტიფრად ჩაეშვა გიორგი მის წინ სავარძელში და აგრეთვე უტიფარი მზერა მიაპყრო მამას.
-რა ხდება სიმამრო, დახვრეტას ხომ არ გვიპირებთ?! სცადა ეხუმრა, თუმცა თორღვას თვალები, რომ დაინახა უმალ გაისუსა.
-მარიამ არ დაჯდები შენ ?! ალერსიანი მზერა მომაპყრო მამამ.
-არა, მამა ასე მირჩევნია.
რამდნეიმე წუთი, ორივეს გამომცდელად გვიყურებდა, მერე კი ჩაისუნთქ-ამოისუნთქა და მისმა ბარიტონმა დაარღვია სიმყუდროვე.
-გიორგი, რატომ მოიყვანე ჩემი შვილი ცოლად?!
-რას ქვია, რატომ სიმამრო?! კვლავ გაიცინა გიორგიმ.
გვიყვარდა ერთმანეთი და ამმიტომ.
-ტყუი! იქუხა, თორღვამ.
ჩემი შვილებით იმანიპულირე შენ! შენ საერთოდ იცი,რა არის სიყვარული?! ამ წმინდა გრძნობაზე, რა პირით საუბრობ, შე, არამზადა! მუშტი დაკრა საწერ მაგიდას უფროსმა ამილახვარმა, რამაც უმცროსი ამილახვარის შეცბუნება გამოიწვია.
-არ მესმის რას ამბობთ, ბატონო თორღვა?! გიორგიმ გამჭოლი მზერა მიაპყრო მამას და თავი გაისულელა.
-გსიამოვნებს მარიამის ყოველდღიურ სიკვდილს, რომ უყურებ?! მითხარი, კარგად ხარ, შენს მარწუხებში, რომ მოიქციე და დღითიდღე შვილს მიკლავ?!
-მე არავის ვკლავ, მე არაფერი დამიძალებია მისთვის, ვუყვარდი და გამომყვა ცოლად და საერთოდ არ მესმის ახლა, რატომ განვიხილავთ ამ საკითხს?! არც ლაბაძე ცხრებოდა, მე კი - ხმას ვერ ვიღებდი.
-რატომ განვიხილავთ ახლა ამ საკითხს, გაინტერესებს კიდეც, შე უსირცხვილო ბიჭო?!
-თუ შეიძლება, პატივისცერმით მომეპყარით ბატონო, სიმამრო. ისევ ცინიკური ჟესტიკულაციები მოიშველია გიორგიმ.
-შენ პატივისცემით მოიექეცი ჩემს ოჯახს ჩემგან, რომ ამას ითხოვ?! რა სინდისმა მოგცა საშუალება იმის, რომ მარიამს თაკოს თავისუფლების სანაცვლოდ შენი ცოლობა მოთხოვე! თორღვამ კონტროლი დაკარგა და ფეხზე წამოუდგა ღრიალით გიორგის. აი, ახლა კი-ძლივს გაიღო ხმა უმცროსმა ამილახვარმა.
-მამა, გთხოვ არ გინდათ, დამშვიდი! მამა, გთხოვ ცუდათ არ გახდე რა! ცრემლებმა თავისით გაიკვალეს გზა. მამას მკლავებში ვეცი და ვცადე დამეჯინა.
-ააა, სიმართლის შეტყობინების, შემდეგ გახდით ცუდათ ბატონო თორღვა...ახლა ყველაფერი გასაგებია. ისევ ჩაიქირქილა.
-რატომ მე არ შემატყობიე თავიდანვე სიმართლე?! როგორ იმანიპულირე გოგოების ბედით? მითხარი! არ ცხრებოდა თორღვა ბატონიც. სახე ეეკუმშებოდა ტკივილისგან, თუმცა ეს ტკივილი იმდენად ძლიერი იყო, რომ მას ვერანაირი წამალი ვერ დააამაბედა, ვინაიდან სული და გული ერთად ტკიოდა.
-არ მინდოდა გენერვიულათ, მე ყველფერი მოვაგვარე!
-რა, მოაგვარე, რა?!
-რა და თქვენი საყვარელი, განებივრებული და ავადმყოფი ქალიშვილი ციხეს გადავარჩინე ის, მკვლელია -მ კ ვ ლ ე ლ ი! დაუმარცვლა გიორგიმ და ისიც ფეხზე წამოდგა.
-ეგ, მეორედ აღარ გაიმეორო! ხელ ჯოხს წაეტანა თორღვა.
-სიმართლე ესაა სიმამრო, მე რომ არაა, თაკო დღეს ციხეში კი არა, ცივ მიწაში იქნება, ხომ იცით რა დავადების პატრონიცაა, ის ფსიქიკურად არაა დალაგებული და ციხეს ვერ გაუძლებდა, ასე რომ მე ის სიკვდილს გადავარჩინე და ამისთვის სულ მცირე მადლობას, მაინც ვიმსახურებ.
-შენ ის არაფრისთვის არ გადაგირჩენია, შენ ის და მარიამი ერთად დაასამარე.
-ამ ცხოვრებაში ბატონო თორღვა ყველფერს თავისი საზღაური აქვს, ეს ჩემგან არ უნდა გესწავლებოდეთ, მარიამმა თავისი დის სიცოცხლის საზღაური გაიღო და არც თუ ისე ურიგოდაა, ის დღეს ალბათ, ამაშიც დამეთანხმებით. არაფერი არ აკლია მას, ფუფუნებაში ცხოვრობს, უელსის დედოფალივით ვაცხოვრებ და თან ამასთან ერთად თქვენი გატუტუცებული ავადმყოფი - მკვლელი შვილის, ცოდვებიც მე შევიწმინდე კისერზე, მეტი რაღა გინდათ ჩემგან? რა?!!
-შენ ვინ გთხოვა ეს ყოველივე გააკეთეო, ვინ?!
-ჩემმა სინდისმა და გრძნობებმა!
-და სად გაგაჩნია შენ ან, ერთი და ან მეორე?! ახლა თორღვას გაეცინა ცინიკურად.
-თქვენ ჩემთან საწუწუნო არაფერი გაქვთ, ის კი არაა და ფეხებს უნდა მიკოცნიდეთ იმის გამო, მე რაც გაგიკეთეთ მაგრამ თქვენ ჩემს სიკეთეს ვერ ხედავთ. რა გინდოდათ, თქვენი შვილი ცოლად იმ ცინგლიან, ღარიბ-ღატაკ, ტატო ემხვარს, გაყოლოდა ცოლად?! ეს გინდოდათ?! არა არც ეს გინდოდათ, ისე რომ იცოდეთ თქვენმა ძვირფასმა, ცოლმა, ქალბატონმა მარინამ, ადრე მთხოვა რომ მარიკო, ტატოსთვის ჩამომეშორებინა, მერე თაკოს ამბავიც გაიგო და არ იყო სულაც წინააღმდეგი ის არასდროს, რომ მე ცოლად გამომყოლოდა მარიამი და არც თქვენ იყავით ამ ყველივეზე ნეგატიურად განწყობილი და ახლა, მოირგეთ კარგი მამის იმიჯი?! თქვენ, თქვენს შვილს ადრეც ყიდიდით ფულზე და სიმდიდრეზე და დარწმუნებული ვარ, მაშინ იმ ღამესაც იგივეს გააკეთებდით, თქვენ შვილი გაყიდეთ!
უეცრად მამამ, გიორგის გაარტყა!
-საკმარისია, გიორგი! აქ მეც ვერ შევიკავე თავი.
მამა, მამიკო გთხოვ დაწყნარდი, დაჯექი.
-შე უსირცხვილო, არა ადამიანო, მე ჩემი შვილი არასდროს გამიყიდია, არასდროს! ეს, ეს მარინამ როგორ გააკეთა.. თვალთ დაუბნელდა თორღვას და შეაკანკალა. ძლივს მიიყვანა დივნამდე მამა, რათა დაეჯინა.
-გადი აქედან, გიორგი, გაეთრიე და აქ აღარსდროს მოხვიდე ამ სახლში, შენი ადგილი არ არის, არა! ვუკივლე და მეორე სილა უკვე მე გავარტყი.
-აქ ჩემი ადგილი იმაზე მეტადაა ვიდრე თქვენ ვინმეს გგონიათ,ხომ იცი არასდროს გაგეყრები და სამუდამოთ ჩემი ცოლი გერქმევა!
-ამას მე არ დავუშვებ! ისევ წამოდგა, თორღვა.
-მამა შეეშვი, გთხოვ! გიორგი წადი აქედან! ცრემლები სახეს მინამავდა და გული გამალებით მიცემდა.
გიორგიმ ნელის სვლით დატოვა კაბინეტი ის-ის იყო, რომ მამამ კვლავ ხმა ამოიღო.
-იცი რა აკლია ჩემს შვილს გიორგი?! ბედნიერება, მცნება, რომლის შესახებაც არაფერი იცი შენ! ბედნიერება სიყვარულს მოქავს, წრფელ სიყვარულს, რომელიც მას აქვს და გულით დაატარებს სულ!
-მისი სიყვარული აღარ არსებობს, ბატონო თორღვა, მის ტატოს სხვა უყვარს და მეტიც ალბათ მალე ქორწილშიც დაგვპატიჟებს! ზარის გავარდნასავით იყო ჩემთვის მათი თითეული სიტყვა.
-ტატოს და მარიამის სიყვარული წრფელი იყო და სუფთა, რომლის მსგავსსაც შენ ვერასდროს ეღირსები და წილადაც ვერ იღებ! სანამ ისუნთქებენ მათ ერთმანეთი ეყვარებათ და მე მათ ხელს შევუწყობ!
-მე კი თქვენი ცხოვრების ჯოჯოხეთად ქცევას შევუწყობ ხელს! თქვა გესლიანად ლაბაძემ და სწრაფი ნაბიჯით დაატოვა ოთახი.
******************************************************************** **************************************************
-რატომ არ მითხარი ყველფერი მამი? ცრემლი ჩამოუგორდა თორღვასაც.
-როგორ მეთქვა, ან რა მეთქვა მა?! რაც არის, არის.. ნუ იღელვებ შენ მაგაზე, მე ასე თუ ისე შვეეგუე ჩემს ბედს! ცუდათ არ მექცევა გიორგი... თავი ჩავღუნე და იატაკს გავუსწორე მზერა.
-ისევ გიყვარს ტატო?!..
-მამა არ გვინდა მასზე საუბარი.. ის აღარ არსებობს ჩემს ცხოვრებაში და არც მე ვფიგურირებ მისსაში.
-იცის სიმართლე? იცის რატომ გაყევი გიორგის?! არ ეშვებოდა შვილს თორღვა.
-არა და არცაა საჭირო, რამე გაიგოს. გიორგი ჩემი წყევლაა, ტატო კი ბედნიერებას იმსახურებს, ის საუცხოო ადამიანია! მე მის გამო ყველფერზე წავალ, მე მინდა ის ბედნიერი იყოს, ის ამას იმსახურებს! ხელის მტევნით მოვიწმინდე ცრემლები.
-მარინამ ეს ყველფერი, როგორ გააკეთა, ესეიგი ყველამ გიღალატა ჩემო გოგო ყველამ! ხელი მოხვია შვილს და გულზე მიიკრა.
-არა მამა ყველას არ უღალატია, აი, შენ, კეკუმ და ტატომ არ მიღალატეთ! მე ტატოს ისევ ვუყვარვარ, მიუხედავათ იმისა, რომ მე ის გავთელე ხუთი წლის წინ და საშინლად დავამცირე, მაგრამ სხვა გზა არ მქონდა, თაკო ჩემი დაა, და - რომლის გამოც, მუდამ მაკლდა თქვენი სითბო, რომელიც ჩემი ხელებით გავზარდე, ის სულ ავად იყო, სულ მას ევლებოდით თავსს, მაგრამ იცი, მე ეს არ მწყინდა, რადგან ვიცოდი, რომ მას ტკიოდა სული, მე როდესაც ვიცინოდი... ასე, რომ მე ჩემს სიყვარულზე უარს ვამბობ, მამა, მაგრამ არა საყვარელ მამაკაცზე, მე ტატოს გამო სულს მივცემ, სულს...!
-ნუ ტირი ჩემო პატარა, ყველაფერი მოგვარდება! გეფიცები ერთ დღეს შენ ტატოსთან გაიღვიძებ და მის გევრდით დაიდებ ბინას! შუბლზე მაკოცა მამამ, აი, ისე როგორც პატრობაში და სულის იარები უფრო ამატკივა.
*************************************************************** ************************************************
მთელი თვე ისე მიიწურა, გიორგი გააფთრებული იყო, ტატოსთვი სიტყვის თქმაც კი ამიკრძალა, და ვიცოდი თუ არ დავემორჩილებოდი, კარი არაფერი მოხდებოდა.
სახლიდან არ გავდიოდი, მხოლოდ ბაღში თუ ჩავიდოდი, ისიც ახალი მეზობელი გადმოდიოდა და სულ მირღვევდა მისი სამშენებლო სამუშაოები სიმყუდროვეს. ახალი მეზობედლი კი ტატო არმოჩნდა, რამაც სულაც არ გამახარა, გული უფრო მეტკინა, როდესაც მას ყოველ დღე ვუყურებდი და ვერ ვეხვეოდი.
დეიდაჩემი ჩამოვიდა ჩვენთან უცხოეთიდან, დედას და მას არასდროს ჰქონიათ კარგი ურთიერთობა, თუმცა მე, დედაჩემზე უკეთ მიგებდა ის, ყოველთვის და სულის ტკივილებს მიამებდა, თუმცა გიორგის და ლეილას გაუთავებელი კინკლავიც ნერვებს მიწეწავდა.
გამუდმებით ფანჯარასთან ვიდექი ბოლო დროს, თითქოს ტატოს სიყვარულს და მონატრებას ასე ვიკლავდი გულში, მის სილუეტს როცა დავლანდავდი, კანკალს მაწყებიებდა და გულზე მალამოსავით მედებოდა მისი ღიმილი, მერე კი ჩვენი თვალები ერთმანეთს ხვდებოდა და ასე შორიდან ვიძირებოდი, მე, მის ნაცრისფერ თვალებში, ისევ პატარა, 20 წლის გოგოსავით.
******************************************************************* *************************************************
თორღვა ამილახვარი მიდოდა, უზარმაზარი ჰოლდინგის ჰოლში და ფიქრობდა თუ საიდან შექმნა ამოდენა იმპერია ამ ბიჭმა. როდესაც პირველად ნახა, მაშინვე მიხვდა, რომ უტვინო ბიჭი არ იყო თუმცა, ამდენს რაც სიმართლეა, სიმართლეა, არ ელოდა მისგან.
ამ ფიქრებში იყო, როდესაც მისი შვილების ტოლმა გოგოს ხმამ, გონს მოიყვანა.
-ესაა ბატონი ტატოს კაბინეტი, ბატონო თორღვა.
-კარგი, მაადლობთ შვილო. სათნოდ გაუღიმა გოგოს.
-გავაფრთხილებ, რომ მოხვედით...
-არა საჭირო , თავად შევატყობინებ ყოველივეს. სიტყვა გაააწყვეტია გოგოს და მხარზე ხელი დაადო.
-კი, მაგრამ ბატონო.. ისევ სცადა გაბრძოლება გოგომ.
-ნუ ღელავ არანაირი პრობლემა არ შეგექმნება შენ შვილო.
მერე ღმად ამოისუნთქა, სახელური ნელა ჩამოწია და შიგნით შესულს ტატო ემხვარის გაოცებული მზერას თავისი დანაშაულით სავსე მზერა შეაგება.

მოლურჯო სული.... (თავი 7)



ნატანჯი და ნაჯახირები თავი მოვიდა თქვენთან, ვიცი ძაალიან დავიგვიანე და ბოდიში ჩემო შოკოლადებო.
მაინტერესებს თქვენი აზრი ისტორიაზე, პერსონაჟებზე და გელით, გკოცნით ბევრს, მიყვარხართ ჩემო ტკბილებო. <3



№1 სტუმარი Guest Everything

ისე გელოდებოდიი heart_eyes
აი არ ვიცი რა გითხრაა უმაგრესი ხარ ალექსანდრა kissing_heart

 


№2  offline მოდერი aleqsandra

Guest Everything
ისე გელოდებოდიი heart_eyes
აი არ ვიცი რა გითხრაა უმაგრესი ხარ ალექსანდრა kissing_heart

heart_eyes

 


№3  offline აქტიური მკითხველი La-Na

დაგვიბრუნდი კარგია.მარინასაც დედა ჰქვია რა.საზიზღარი ქალი.იცი გიორგი მეცოდება,რადგან ასეთი ბოროტი ცხოვრებამ გახადა.ამ თავში ტატო დამაკლდა
--------------------
ლანა

 


№4  offline აქტიური მკითხველი lalita

იმედია წინა ისტორიასავით არ დაგვტანჯავ და მალ- მალე დადებ .ცოტა გაადიდე თავები ისედაც აგვიანებ და დიდი თავები მაინც დადე.

 


№5  offline მოდერი aleqsandra

La-Na
დაგვიბრუნდი კარგია.მარინასაც დედა ჰქვია რა.საზიზღარი ქალი.იცი გიორგი მეცოდება,რადგან ასეთი ბოროტი ცხოვრებამ გახადა.ამ თავში ტატო დამაკლდა

ტატო ჩემდეგ თავში იდომინირებს kissing_heart მიხარია,რომ მოგწონთ <3

 


№6  offline მოდერი aleqsandra

lalita
იმედია წინა ისტორიასავით არ დაგვტანჯავ და მალ- მალე დადებ .ცოტა გაადიდე თავები ისედაც აგვიანებ და დიდი თავები მაინც დადე.

ფიზიკურად ვერ ვწერ უფრო დიდ თავებს, დროის საშინელ დეფიციტს განვიცდი < მაბედნიერებთ მე თქვენ შოკოლადებო kissing_heart

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent