ამქვეყნიურ ჯოჯოხეთს მოგიწყობ +18 (22)
კოპებშეკრული ვიჯექი და ნიკას შეშფოთებულ სახეს შევყურებდი, დაბნეული იყო -ისე მიყურებ თითქოს ჩემი მოკვლა გინდა. ცოტა ფარული შიშით შემომხედა -თითქოს არა! ისევ მკვლელი მზერით ვუყურებდი -მისმინე მასზე არაფერი ვიცი, იმ დღეს რომ დაგეჯახე მერე ისე უცბათ გაიქევი საავადმყოფოდან, ეჭვები მქონდა რომ რაღაც ისე ვერ იყო და უკან გამოგყევი, ერთ ერთ კვარტალში გავუხვიე და კიდეც ჩამავლო ვიღაცამ ხელი, ელვის სისწრაფით დამახეთქა უკან და ორი სიტყვა მითხრა :“ის არის“. მხოლოდ ეს და მივხვდი. ადგა ჩემკენ წამოვიდა და სრულიად გულწრფელად მითხრა -ანუ სხვა არაფერი იცი? სახელი საიდან გაიგე? -დევილ ჰანთერს ყველა იცნობდა ალისიას სამყოფელოში, ერთი პერიოდი მასზე ძებნა იყო გამოცხადებული, ის ყველაზე საშიში და დიდი მტერია ყველა მტერს შორის -და ვისთვის არის მტერი? უფრო ჩემთვის ჩავილაპარაკე და ჩავფიქრდი -არ ვიცი ვიქტორია მხოლოდ ის ვიცი რომ შენი ადხმარება მჭირდება. ფიქრებიდან გამოვერკვიე და მასზე გადავიტანე ყურადღება -ჯერ ერთი არავითარი ვიქტორია, ლინა დამიძახე ყოველგვარი კითხვების გარეშე, რაც ნაკლებ კითხვას დასვამ მით უფრო დიდხანს იცოცხლებ! გამაფრთხილებლად ჟღერდა ჩემი ხმა. უხმოდ დამიქნია თავი -ყავა გინდა? შევთავაზე უემოციოდ -კი მადლობა, ცოტა მორცხვად იყო -სამზარეულოში გავიდეთ. მე და ნიკამ მსუბუქად ვისაუზმეთ, რაღაცეებზე ვილაპარაკეთ, გეგმა გვჭირდებოდა სარამდე ხმის მისაწვდენად მერე კი საკუთარი გეგმის მიხედვით ვიმოქმედებდი. თავიდანვე აღვნიშნე რომ აღარავის ვენდობოდი და მიუხედავად ნიკას მეგობრული და მოყვრული დამოკიდებულებისა, ასე ვთქვათ მის გამოყენებას ვაპირებდი, ხო ცუდი საქციელია მაგრამ რა ვქნა ასე მოითხოვს გარემოება და მიზნის მისაღწევად უკან არ დავიხევ. დაახლოებით საღამოს ხუთ საათზე წავიდა ნიკა ჩემი სახლიდან, გავაფრთხილე ფრთხილად ყოფილიყო და რაც შეიძლება ჩუმად მეოქმედა თუმცა ეს არ შეეშლებოდა, გაწვრთნილი ქილერი იყო და ყველგან თვალები და ყურები ჰქონდა. არავითარი გეგმა არ გააჩნდა, ჰაერზე კი ვერაფერს მოვიმოქმედებდი, სჯობდა მისი გეგმა განმეხილა და მერე მიმეღო შესაბამისი ზომები, ასე ორმ ასე ვთქვათ ჯერჯერობით თავის ნებაზე მივუშვი... ............. საღამოს საკმაოდ აკრგი ამინდი იყო გარეთ, თბილოდა და ოდნავი ნიავი ქროდა. აივანზე გავედი და ეზოში დიდი ჟივილ-ხივილი ატეხილიყო, ოჰ ჩამოსულან მეზობლები. ახლა მომიწევს უფრო ჩუმად ვიმოქმედო და სჯობს სახლიდან მოშორებით გავაკეთო გასაკეთებელი. დაახლოებით ერთი საათი ვიდექი აივანზე და გარემოს ვათალიერებდი, მალევე ძილი მომერია და ოთახში დავბრუნდი. სააბაზანოშ შესვლას ვაპირებდი როცა აკრზე ზარის ხმა გაისმა -მეღადავებით?! დამცინავი ხმით ვთქვი და კარისკენ წავედი სათვალთვალოში ერთი ბებერი ქალი ჩანდა ჭაღარა შეპარული და მისი ასაკის შესაფერისი სარაფანი ეცვა. ღრმად ამოვიოხრე და როგორც ყოველთვის ცივი სახით გავუღე კარი -გამარჯობა -შვილო შეგიძლია წნევა გამიზომო? მის თვალებში უცნაური ვერაფერი დავინახე, პირიქით იდნავი სიბრალულის გრძნობაც კი გამიჩნდა -დიახ. მხოლოდ ეს ვუპასუხე -შენი კარის მეზობელი ვარ შვილო. ჩემი ბიჭი შინ არ არის სხვა არავინ მყავს და ამიტომ მომიწია შენი შეწუხება . ქოთქოთებდა ქალი და თავისი სახლისკენ მიმარბენინებდა -არაუშავს პრობლემა არაა. მშრაად ვუპასუხე -აი შვილო აპარატი იქა დევს მისი მოიტანე გენაცვალე კომოდის უჯრიდან აპარატი ამოვიღე და გავუსინჯე -140-90 ცოტა აწეული გაქვთ ქალბატონო -ვაიმე დედა მომიკვდეს თავი, იქა დევს წამალი შვილო გეხვეწები შენი ჭირიმე თუარ შეწუხდები მმაწოდე. როგორციქნა ვიპოვე წამალი და დავალევინე -შენ გაგახარებს ღმერთი, უფალმა დაგლოცოს გაიხარე ბებო გაოხარე ჩემს ლოცვას მოყვა ქალი-ლამარა მქვია ბებო გენაცვალოს დამიძახე რაწამს დაგჭირდე, ახალი გადმოსული ხარ ბებო? შიგადაშიგ გამომძალა რაღაც ინფორმაცია თან მლოცავდა და ქოთქოთებდა -კარგი წავალ მე ქალბატონო ლამარა. მაქსიმალურად ვეცადე გამეღიმა, სულაც არ მქონდა ახლა ამ ქალის ნერვები -დედაა მოვედიი შემოსასვლელიდან მამაკაცის ხმა გაისმა და ორივე მისკენ შევბრუნდით -უი დედა გენაცვალოს ნახე დედა სტუმარი მყავს მეზობლადაა ახალი გადმოსულია, წნევა მქონდა და დამეხმარა, რაკაი გოგოა აბა შეხედე. უცბათ ჩაარიხინა თვალებგაბრწყინებულმა ქალმა. -აჰა მადლობა გოგონა. ცალყბად გამიღიმა -ღამემშვიდობის. დავემშვიდობე ასევე მშრალადა და დავტოვე იქაურობა როგორც იქნა. ოთახში შევედი თუარა ეგრევე საწოლზე გადავეშვი და სულაც არ გამხსენებია აბაზანის მიღება....... ......................... საკმაოდ ადრე გამეღვიძა, საათი 7ის ნახევარს უჩვენებდა. გადავწყვიტე სავარჯიშოდ წავსულიყავი, მოკლე სპორტული შავი შორტი და მისი მაიკა გადავიცვი, შავი ბოტასები მოვირგე, თმა ცხენის კუდად გავიკეთე და კეპი დავიხურე, mp3 ავიღე და გარეთ გავედი. დილის სუსხმა თავისი ქნა და ოდნავ შემაკანკალა მაგრამ ჰაერი იმდენად სუფთა, გარემო კი იმდენად მშვიდი იყო რომ სიცივე სულ გადამავიწყდა. ჯერ ძუნძულით დავფარე ცოტა მანძილი. მერე პარკში ამოვყავი თავი და იქვე საქანელაზე ჩამოვჯექი. თვალები დავხუჭე და მზეს მივუშვირე სახე. ოდნავ შევარხიე საქანელა და ნელი მოძრაობა დავიწყე. სიმშვიდე, სუფთა გაერი, მზე და სრულ ნეტარებას განვიცდიდი. როდის იყო ასეთი ნეტარება დიდხანს გრძელდებოდა? ნამდვილი ირონიაა ხომ რომ გითხრათ ფეხის ხმა გავიგე და მერე ის სურნელი რომელიც ასე მაბნევს ცხვირში სასიამოვნოდ მომხვდამეთქი? სწრაფად გავახილე თვალი და შავოსან სილუეტს თვალი ავაყოლე, ზუსტად მზის სხივები საშუალებას არ მაძლევდნენ მისი სახე დამენახა, თავი ზუსტად ისე ჰქონდა რომ სახეს ვერ ვხედავდი მიუხედავად იმისა რომ კეპი მეხურა. წამოვდექი და მისკენ გავიწიე როცა ხელი საქანელაზე მიბმული დამხვდა და მეტად მიახლოების საშუალება არ მომცა. სწორედ ხელ-ბორკილით ვიყავი მიბმული საქანელის მოაჯირზე მიბმული. სიბრაზისგან სისხლმა უფრო სწრაფად დაიწყო მოძრაობა, ალმური მომედო სახეზე რასაც მისი ირონიული გამოხედვა უფრო ამძაფრებდა. ქვეშიდან ავხედე რაც შემეძლო მკვლელის თვალებით -რაიყო ისე გეშინია ჩემი რომ ასეთ ხერხებს მიმართავ? გაღიაზიანება მეტყობოდა ხმაში -ენის ოდნავ მოჭრა ცუდი არ იქნებოდა. დააიგნორა ჩემი სიტყვები და ოდნავ ახლოს მოვიდა. მეც წინ წავიწიე და საქანელაზე მიბმული ხელი მთელი ძალით გამოვითრიე მაგრამ მაჯის ტკივილის მეტი ვერაფერი ვიგრძენი. -რას დამდევ? -მე შენი ერთადერთი საყრდენი ვარ -ოჰ რას მეუბნებით? არ ვიცოდი საყრდენები ასე თუ აწამებდნენ ადამინებს. ირონიულად ვუთხარი -გულის სიღრმეში კარგად იცი რომ ქალად ჩემი წყალობით იქეცი (სარკაზმი და დაცინვა), მე რომ არა ისევ იმ სოროში ეგდებოდი და ვირთხასავით ცდებს ჩაატარებდნენ შენზე. -შენ რომ არა იმ საშინელ სეიფში არ ვიქნებოდი გამოკეტილი და ისეთი ცივი და უხეში არ ვიქნებოდი როგორიც ახლა ვარ და ხო ამისთვის მადლობას გიხდი, მადლობა იმისთვის რომ ასეთ მკვლელად და უგრძნობად მაქციე და მადლობა კიდევ იმისთვის რომ ამ წუთას აქ დამაბი და შენთვის ყელის გამოჭრას ვერ ვახერხებ. შხამიანი და დაბოღმილი ვიყავი და ჯავრს ვიყრიდი გამწარებული. ნელი ნაბიჯებით ჩემკენ დაიძრა და მომიახლოვდა, ხელი მაგრად მომიჭირა თავისუფალ მკლავზე და გამაკავა, წვნარევი მწერით მიყურებდა, მეორე ხელი ჯიბიდან ამოიღო და კეპი მომხადა, თმა კი ერთიანად ჩამომეშალა, ოდნავ ქარზე ამიფრიალდა და პირდაპირ მის სახეს შეეყარა. გაუნძრევლად ვიდექით ორივე, ვგრძნობდი როგორ ისრუტავდა ჩემი თმის სურნელს, მკლავზე ისევ ძლიერად მიჭერდა ხელს. სწრაფად მიცემდა გული და მის ყოველ მოძრაობას დაძაბული ვადევნებდი თვალს. უცბათ კისერზე ცივი ხელი ვიგრძენი დაოდნავ გამაჟრჟოლა, ტაომ დამაყარა და გავინაბე, რამის აღარც ვსუნთქავდი. ცერა თითი ყბის ძვალთან მიმადო და ნელა გადამისვა, მთელი ტანი დამეჭიმა, უკვე ვსუსტდებოდი როცა მისი სუნთქვა ყელზე მომეფრქვია, თავი დაეხარა და ტუჩები კისერთან მომიტანა -რას აკეთ.... -გაჩუმდი! სიტყვაც არ დამამთავრებინა ისე მიბრძანა უხეშად. უტქატო! ენის შებრუნბას ვაპირებდი როცა მისი კბილები არტერიასთან ვიგრძენი და რამის ჩავიკეცე, თვალები დამეხუჭა თავისით. ნელა მეხებოდა კბილებით და მერე ტუჩები ჩაანაცვლა, თითქოს რაღაც ნაწილი ამოიღო ჩემგან ამ კოცნით, ნელნელა ტუჩების შეხებით აუყვა არტერიას და ჩემმა გულის ცემამაც უფრო მოიმატა, ყურის ბიბილოს ქვემოთ საძილე არტერიასთან კიდევ ერთი სველი კოცნის კვალი დამიტოვა და ერთიანად ცივად შემიშვა ხელი და მომშორდა. ისე გაბრუნდა და წავიდა რომ ერთი სიტყვაც არ უთქვამს. ან რატო მოვიდა ან ასე რატომ წავიდა. ყოველ მის მოსვლაზე იგრძნობოდა რაღაც მისი მზრუნველი ჟესტები. „შენი ერთადერთი დასაყრდენი მე ვარ“ წამში გამიელვა ამ სიტყვებმა და მინიშნებასაც მივხვდი, ანუ არავის ვენდო მის გარდა... ........... უკვე 9 საათი ხდებოდა, ლეპტოპი გავხსენი და თორნიკეს შეტყობინება დამხვდა მოწერილი „გელოდები“. სასწრაფოდ ჩავიცვი, მოტოციკლს მოვახტი და მისი თავშესაფრისკენ წავედი. დაახლოოებით 20 წუთში უკვე ადგილზე ვიყავი. ერთი სული მქონდა მათი ვინაობა გამეგო, სასწრაფოდ ავირბინე კიბე და „საძინებლისკენ“ წავედი. არც დამიკაკუნებია ისე შევედი. ტერლეცკი საწოლზე იჯდა და ლუდს სვამდა -გაარკვიე? მოუთმენლობა დამეტყო ხმაშც კი -ეჭვი გეპარებოდა? ტუჩის კუთხე ჩატეხა და ისე გამომხედა -ძალიან კარგი. კმაყოფილება გამომეხატა. სურათები მაგიდაზე დამიწყო და სამ მათგანს შავი ფლოომასტერი გადაუსვა -ეს სამი მკვდარია უკვე. ცალი წარბი ასწია და ჩემს რეაქციას დაელოდა -დარწმუნებული ხარ? -100% ით. -კარგი დანარჩენზე რაიცი? -თავად ნახე. თითოეულ სურათს ქვეშ თავიანთი სახელი, გვარები და სამუშაო ადგილები ეწერა. პირველი ალექსის ფოტო ავიღე: ალექსანდრე მეტრეველი ფედერეალური აგენტი. ივანე წილოსანი:გამომძიებელი სერგეი შევჩენკო:პროფესიონალი სნაიპერი დემეტრე ბაბლუანი:ფედერალური აგენტი ლიზა მაჩაბელი:ჯაშუში ანასტასია მაჩაბელი:საიდუმლო აგენტი ნიტა ჯიქური: ფედერალური დაცვის უფროსი ალისია ტერლეცკი:ფედერალური ბიუროს ხელმძღვანელი. -ეს....... თვალები გამიფართოვდა და თორნიკეს შევხედე ორმელიც ისეთი სახით მიყურებდა, მივხვდი რომ გადაეხარშა ეს ფაქტი მაგრამ აზრზე არ იყო რა ხდებოდა -ესეც სიურპრიზი. უკმაყოფილოდ შემომხედა და თვალებში შემომხედა -კარგი აი შენი ფული. მადლობა. სწრაფად დავუტოვე კონვერტი, სურათები ავიღე და წამოვედი. მკლავში ხელი ჩამავლო და მისკენ შემაბრუნა -ლინა არ მინდა შენთან ცუდი დამოკიდებულება გამოვამჟღავნო მაგრამ არც ის მინდა რომ მაიძულო. მისი ხელი უხეშად მოვიშორე -რა გინდა? -ამ საქმეში ერთად ვიქნებით ჩემი მოთოვნა ესაა, უსასყიდლოდ! -ჯანდაბა! ამოვიხვნეშე და უაზრო მზერა მივაპყარი... ... მადლობა ჩემო ძვირფასებო თბილი კომენატრებისთვის და იცოდეთ რომ თითოეული თქვენი სიტყვით მაბედნიერებთ <3 მიყვარხართ <3 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.