შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ასეც ხდება ხოლმე (მეთოთხმეტე თავი)


21-03-2017, 10:03
ავტორი tatiachelo
ნანახია 2 310

საღამომდე მცხეთაში იყვნენ, მერე ნიკას ესემესი მოუვიდა იოსგან 9საათამდე სახლში იყოს ჩემი დააო.. დვალმა ჩაიცინა და ნიდას გახედა, რომელიც გიკოს ელაპარაკებოდა.
-უეჭველი წავიდეთ ერთად.. წამოიძახა გიკომ
-სად მიდიხართ ერთად? წარბებშეკრულმა ნიკოლოზმა ათვალიერა ნიდას გვერდით მჯდომი, გაკრეჭილი გიკო..
-კინოში .. ნიდასთვის თვალი არ მოუცილებია ისე დაუბრუნა გიკომ პასუხი. ნიკა აიჭრა...
-შენ ხომ არ უბერავ? გაცოფდა დვალი..
-შენც წამოდი თუ გინდა. უდარდელად უთხრა და გუროს პირთან მიტანილი ვაშლი წაართვა..
-ბიჭო მაგიდაზე არ იდო? .. გაბრაზდა გურო ძმაკაცის საქციელზე.
-რადროს ესაა.. ნიკოლოზმა ხელიდან გამოგლიჯა გიკოს ვაშლი, რომელიც გუროს „აახია“.
-აუუუ რა ტვინი მოხსენი შენკიდე რა.. გაბრაზდა გიკო და წართმეული ვაშლი „აწაპნა“ დვალს..-პატარა ბოსი გამოდის ტო.. მე და ნიდაჩკა მივდივართ პრემიერაზე ვო ტაკ.. სიტუაციაში გაარკვია გაცოფებული დვალი და ვაშლს „ უკბინა“
-სად მიდიხართ? სიცილით შეეკითხა ომიკო
-პატარა ბოსის სანახავად.. გაიკრიჭა გიკო
-ღმერთო ამას ტვინი მიეცი მეტი არაფერი მინდა. ხელები ზეცისკენ აღმართა და არტისტულად თქვა გურომ.
-შენ არ გვჭირდები მე და ნიდა წავალთ ერთად.. გამხიარულდა ნიკოლოზი და ნიდას მიუსკუპდა გვერდით..
-ნახე რა? არ მომტეხა პონტიდან.. დაუშტვინა გიკომ..
-ნიდუ წავიდეთ ჩვენ გვიანია უკვე.... გიკოს სიტყვები გაატარა ნიკამ და ნიდას თბილი ღიმილით გადახედა.. გოგონამ თავი დაუქნია თანხმობის ნიშნად.. ნიკოლოზმა ხელი მოკითა და დივნიდან წამოაყენა..ნიდა სათითაოდ დაემშვიდობა ბიჭებს და გამხიარულებული გამოვიდა სახლიდან.
-ნიკა ნახე რა ლამაზია.. ეზოდან გამოსულმა მთვარისკენ გაიშვირა თითი.. ნიკამ ღიმილით დაუქნია თავი..
-ნიდა მოდი დაჯექი და წავიდეთ. გოგონა ბიჭს დამორჩილდა და იამაჰაზე დაჯდა..
ნიკოლოზმა ნიდას სახლთან გააჩერა და გადმოვიდა.. ნიდასაც მიეხმარა გადმოსვლაში..
-ნახვამდის ნიკოლოზ.. დაემშვიდობა დვალს.. შემდეგ ჭიშკარი შეაღო და ეზოში ჩავიდა..
-ძილინებისა ნიდუ.. გაუღიმა ნიკამ გოგონას და თვალი გაყოლა მიმავალს. სიგარეტი ამოიღო და მოუკიდა.. რამდენიმე წუთი ასე იდგა და ნიდას ოთახს უყურებდა. როცა ნიდას ოთახში შუქი აინთო… გაიღიმა.. ჩამწვარი სიგარეტი გადააგდო, იამაჰას “შემოაჯდა” და მაშინვე მოწყდა ადგილს..
მეორე დღეს ყველა კახეთში წავიდა.. ნიდა სახლში დარჩა იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ ასეთ რაღაცეებზე არ დადიოდა, რადგან ცუდად ხდებოდა მიცვალებულების გახსენებაზე..იომაც არ დააძალა წასვლა და ქალბატონიც სახლში დარჩა..
ორ დღეში ბიჭებიც ჩამობძანდნენ თბილისში და ქორწილისთვის მზადება დაიწყეს.. ნიდა ნიას გაყვა კაბის ასარჩევად.. ბიჭებიც ცალკე წავიდნენ სამოსის საყიდლად..
-გოგო აიღე ეს დასაწვავი კაბა თუ იღებ... რა მნიშვნელობა აქვს ყველა თეთრია.. დაღლილმა ნიდამ ნიას შეუღრინა.
-ყველა თეთრი კია მარა სხვადასხვა დიზაინია.. კაბების თვალიერებით გართულმა ისე ამოილაპარაკა ნიდასთვის არც შეუხედავს.- აი ამას გავისინჯავ.. გასახდელისკენ წავიდა კაბითურთ...
როგორღაც აარჩიეს წელში გამოყვანილი გიპიურის კაბა, რომელიც მართლა საოცრად უხდებოდა ნიას..
-გოგო ის მეორე კაბა ხომ არ ჯობდა გძელი შლეიფი, რომ ქონდა? ტაქსში მჯდომმა ნიამ ნიდას გახედა.
-არა .. ამოიფრუტუნა ნიდამ და ფანჯარას თავი მიადო..
ტაქსი ნიდას სახლის წინ გაჩერდა.. ნიამ ფული გაუწოდა მოხუც მძღოლს და მანქანიდან გადავიდა.. კაბა ნიდამ „გადაათრია“ უკმაყოფილო სახით..
-გოგო დაიჭირე ეს შენი კაბა.. მე რას მომაჩეჩე? შეუბღვირა წინ მიმავალს.. ნიას თითქოს არც გაუგია ნიდას სიტყვები.. ნარნარით მიემართებოდა სახლისკენ.. კარი ნიკამ გააღო..
-საღამო მშვიდობის.. გაიღიმა ნიამ და სახლში შევიდა.. ნიკამ ნიდას გახედა, რომელსაც იმხელა ყუთი ეჭირა, თვალები ძლივს უჩანდა..
-გამომართვი.. ნიდამ ნიკას მიუგდო ყუთი და გაბრაზებული შევიდა მისაღებში.. ნიკამ ყუთი სკამზე დადო..
-რა ქენით თქვენ იყიდეთ „კოსწუმები და ჰალსტუხები“? ნიდამ დაღლილი თვალებით გადახედა ბიჭებს..
-შარვლებიც და ფეხსაცმლებიც.. გაიკრიჭა ლუკა
-აბა მე მკითხეთ? ამის ხელში ვერაფერი ვერ ვიყიდე.. წარბებშეკრულმა გადახედა იკას გვერდით მჯდომ გოგონას..
-ხვალ იყიდე.. უდარდელად თქვა ნიამ და იკას მიეხუტა.
-ხვალ ვმუშაობ.. ამოიბუზღუნა ნიდამ..
-ერთი კვირაა წინ რაიმეს აარჩევ.. დაამშვიდა ნიკამ გოგონა.
დღეები სწრაფად გადიოდა.. ნიდა ხან სამსახურში იყო, ხან ნიას ქორწილის დეტალებს აგვარებდა.. კაბა ნიკამ უყიდა და სახლში გაუგზავნა.. ნიდას ძალიან გაუხარდა .. ზუსტად ისეთი კაბა იყო როგორიც უნდოდა, თან ბოდიალიც არ მოუწია კაბის ასარჩევად..
როგორც იქნა ქორწილის დღეც დადგა..
ნიდა ნიასთან გავიდა, რამეში მანც დავეხმარებიო. თვითონ უკვე მზად იყო.. ნიკოლოზის ნაჩუქარი, წითელი ტანზე მომდგარი კაბა ეცვა .. თმები სალონში გაიკეთა.. დიდი არაფერი უბრალოდ კოსად დაიდგა თავზე, ძალიან უხდებოდა ის უბრალო ვარცხნილობაც.. მის სახეს გამოკვეთდა და მწვანე თვალებს უფრო ალამაზებდა..
-ნიდა ხო ლამაზად ვარ ? უკვე მეათასედ ეკითხებოდა ნია ნიდას..
-კითქო გითხარი უკვე..
-ეს ვარცხნილობა უხდება ამ კაბას?
-ეხლა გისვრი აქედან.. გაღიზიანდა ნიდა.
ლუკა ბედნიერი შესცქეროდა ერთადერთ დას , რომლის გაშვებაც სულ არ უნდოდა სახლიდან..
ნიას მშობლები თვალცრემლიანნი უყურებდნენ შვილს და ვერ იჯერებდნენ მათი ქალიშვული ასე სწრაფად, რომ გაიზარდა..
სიგნალების ხმაც გაისმა....
იკა გაღიმებული შევიდა სახლში და წითელი ვარდები გაუწოდა ნიას..
იო როგორც ყოველთვის სერიოზული გამომეტყველებით და მკაცრი გამოხედვით შემოყვა იკას და ლუკას გვერდით დადგა.. დაჩის ტუჩის კუთხე ქონდა ჩატეხილი და ისე მოძრაობდა კამერების წინ. გეგონებოდათ მისი ქორწილი იყო.. ილარიონს თან ეხლდა ლამაზი შავგვრემანი გოგო, რომელიც მორცხვად შესცქეროდა ხალხს..გეგა ბაბნიკის იმიჯს ირგებდა.. სათვალე, რომელიც სულ არ იყო საჭირო, რადგან მზე ჰორიზონტზეც არ მოჩანდა, ცხვირზე „დაესკუპებინა“...
ნიდამ თვალი იმწამს შემოსულ ნიკას მოკრა და გაშრა.. ისეთი სიმპატიური იყო კლასიკურ ფორმაში... ნიდას ნება, რომ ყოფილიყო სულ ასე ჩაცმულს ატარებდა დვალს.. ნიკა საყვარელი გოგონას დანახვისას მისკენ წავიდა.. წელზე ხელი მოხვია და ლოყაზე ხმაურიანად აკოცა..
-ულამაზესი ხარ.. ძალიან გიხდება ეგ კაბა. ჩასჩურჩულა ნიკამ გაღიმებულ გოგოს
-შენც ძალიან სიმპატიურად გამოიყურებითქო კი გეტყოდი, მარა ისე რას პონტში ხარ.. ცხვირი შეჭმუხნა ნიდამ..
-რა გეშველებოდა ენა, რომ არ გქონდეს? დაინტერესებულმა ნიკოლოზმა ნიდას შეხედა
-უენო ვიქნებოდი.. ტუჩის კუთხე ჩატეხა ნიდამ..
-მაგრამ მაინც ლამაზი იქნებოდი.. გაიღიმა დვალმა და შამპანურით სავსე ჭიქა გამოართვა ილოს..
-ნიკა იქნებ ხელი გამიშვა?
-რატო?
-ბევრი სიმპატიური ტიპია და რაიცი იქნებ ბედი გამეხსნას.. ნიდამ სწერვულად გაუღიმა, სახეზე ღიმილ შეყინულ ნიკას..
-ჯობია ჭკვიანდ იყო.. ამოიღრინა ნიკამ და შამპანური ერთი ამოსუნთქვით დალია.
ჯვარი სამებაში დაიწერეს.. ირაკლი ბედნიერებისგან დაფრინავდა, ნიაც მის დღეში იყო.. მანქანაში იჯდნენ და მცხეთისკენ მიდიოდნენ რესტორანში.. საჭეზე ნიკოლოზი იჯდა , დაჩი მის გვერდით იყო მოკალათებული.. უკან კი ნიდა, იკა და ნია ისხდნენ.. გაღიმებული შესცქეროდა დვალი ნიდას და ნატრობდა, როდესღაც იკას და ნიას ბედი მას და ნიდას გაეზიარებინათ..
რესტორანთან გააჩერა ნიკოლოზმა მანქანა.. იკა და ნია ერთად შევიდნენ შენობაში.. აბა ისე როგორ იქნებოდა? .. დაჩიმ ნიდას მოკიდა ხელი, მაგრამ ნიკამ გამოსტაცა ხელიდან ქალბატონი და თვითონ შეიყვანა.. გაბრაზებული დაჩიც უკან მიჰყვა..
სადღეგძელოს სადღეგძელო მოყვებოდა...
ერთ ჭიქას კი მეორე მოსდევდა...
საზოგადოება უკვე კარგად შეზარხოშებული იყო.. ნიკამ ნიდა დაინახა, რომელიც ირაკლის თანამშრომელს ეცეკვებოდა.. სასმლისგან გაბრუებული უფრო მეტად გაგიჟდა.. სწრაფი ნაბიჯებით წავიდა მათკენ და ბიჭს ნიდას წელზე მოთავსებული ხელი უხეშად მოაცილებინა.. გოგოს მაჯაში ჩაავლო ხელი და რესტორნის აივანზე გაიყვანა..სიგარეტი ამოიღო და მოუკიდა..
-კიდევ ვინმე ოდნავადაც კი, რომ შეგეხოს შენ თავს ვფიცავარ გაუერთიანებ ძვალრბილს და სულ დავიკიდებ ქორწილი რომაა.. ამოიღრინა ნიკამ და აივნის მოაჯირს ცალი ხელით დაეყრდნო.. ნიდა გაოგნებული შესცქეროდა დვალს..
-ნიკა შენ რა ეჭვიანობ ? გაოცებულმა შეხედა განრისხებულ ბიჭს..
-მე ეჭვიანი არ ვარ .. მესაკუთრე ვარ .. რაც ჩემია ჩემია და ვსო. გასაგებია? წარბ აწეულმა გადახედა თვალებ გაფართოებულ ნიდას..
-ნიკა მე შენი არც შეყვარებული და მითუმეტეს არც საცოლე არ ვარ , ამიტომ არავითარი უფლება არ გაგაჩნია შენი მეძახო.. ამის გათვალისწინებით ეჭვიანობის მიზეზიც არ გქონია.. მშვიდად თქვა ნიდამ.
-კი მაქვს და იცი რატომ? იმიტომ, რომ ჩემი ხარ.. სუ ფეხებზე ყოველდღე ხელჩაკიდებული თავისუფლებაზე ან რუსთაველზე თუ არ დავდივართ.. კინოში ბოლო რიგში თუ არ ვჯდებით და არ ვდოდღნით ერთმანეთს.. ისიც უაზროდ მიყვარხარს, რომ არ ვიძახით.. ის ესემესებიც ღამე მშვიდობისას და დილამშვიდობისას, რომ არ ვუსურვებთ ერთმანეთს.. ყვავილები, რომელიც არასოდეს მიჩუქებია შენთვის.. ფეხებზე ის ბანალური სიტყვებიც, რომლებიც არ მითქვამს. ის დაპირებებიც რასაც საყვარელ გოგოს პირდებიან . ხელისგულზე გატარებო, რომ ეუბნებიან აი ეგეც .. არც ის მაინტერესებს შეყვარებულები გვერქმევა თუ არა .. ფეხებზე ის ფაქტიც, რომ გამო*ირებულივით ვიქცევი.. მთავარია მე მეკუთვნი .. ჩემი ხარ და ასე იქნება სანამ ცოცხალი ვიქნები.. გინდა თუ არ გინდა ეგეც მამენტ არ მადარდებს.. მთავარია ჩემს გულს ჭირდები.. აი ამ გულს, რომელიც ვერ გეშვება. მე ასე მიყვარხარ და ასე მეყვარები. მარადიულად გაგძელდება ასე.. არც გაიფიქრო, რომ მოგეშვები.. ვერასოდეს ვერ გაგიშვებ .. ვერასოდეს..
მონოლოგი დაასრულა, ჩამწვარი სიგარეტი მოისროლა და შოკირებულ გოგოს წინ დაუდგა... შუბლზე ნაზად აკოცა და ჩაიხუტა..
-ჯობია შევიდეთ, აქ ძაან ცივა და გაცივდები.. კარები გააღო და დაბნეული შეიყვანა შიგნით.. გოგონას მოსცილდა და ბიჭებისკენ წავიდა..
ნიდას გონება ვერ ხარსავდა ნიკას ნათქვამს..მისი გულისცემა უფრო და უფრო ჩქარდებოდა.. ხელები უკანკალებდა.. ტუჩები უთრთოდა... ვერ გაერკვია რა პასუხი გაეცა დვალისთვის ან საერთოდ რა ეთქვა.. ბარბაცით მივიდა ნიასთან და გვერდით დაუჯდა.. ღვინით სავსე ჭიქა აიღო და ბოლომდე ჩაცალა.. ნიკას გახედა, რომელიც იოს ელაპარაკებოდა და გულიანად იცინოდა.. თითქოს ეხლა დაინახა ნიკა დვალი.. ის ზიზღი, რომელსაც მის მიმართ როდესღაც გძნობდა სადღაც გადაიკარგა ან „რაღაც გძნობამ“ ჩაანაცვლა.. აღელვებული აცეცებდა თვალებს.. ნერვიულად აათამაშებდა თითებს მაგიდაზე და ნიკას სიტყვებს ხმადაბლა იმეორებდა.. ჩაფიქრებულს ნიკას ხმა მოესმა და სწრაფად მიაბრუნა თავი სცენისკენ.. გაოცებულმა გაუსწორა თვალი თაფლისფერ თვალებს..
ნიკა მიკროფონით ხელდამშვენებული მღეროდა კობეშავიძის red wine-ს.
And we are there
In the mountains on a house and a tree
And we are talk about our future
That we want to achieve
That we want to have money and gold and cars
Bright parties with old stars
But all we have on the table at night
Bottle of red wine
And we are dancing dancing
And singing singing we are creeping
And stars at night are looking at us
And than we are along with
Bottle of red wine
Then story goes again and again
Until the next day will come
Something's will lost but somethings will stay
Oh and we realized that we had
On the table
Bottle of red wine
უნდოდა ეს სიტყვები როდესღაც ახდენოდა.. დარჩენილიყო ნიდასტან ერთად მარტო სადმე მთაში და დაეკიდებინა, სამყარო სადაც მათ გარდა კიდევ სხვებიც არიან.. სიმღერა ისე დაასრულა, მწვანე თვალებს არ მოშორებია.. გაღიმებული გაემართა საყვარელი ადამიანისკენ.. ხელი გაუწოდა, წამოდგომაში დაეხმარა.. წელზე ხელი მოხვია და საცეკვაოდ გაიწვია..
ცეკვავდნენ ის ორი..
ცეკვავდნენ უაზროდ...
უსმენდნენ მუსიკას, მაგრამ ვერ აღიქვამდნენ ტექსტს. დაფრინავდნენ დავიანთ ფიქრებში და არ აღელვებდათ მათზე მიშტერებული საზოგადოება.. გძობდნენ ერთმანეთის აჩქარებულ გულისცემას, რომელიც ცხადს ხდიდა მათ გძნობას..
-ნიკა
-ჰო
-წეღან რა თქვი?
-დაიკიდე.
-რომ ვერ ვიკიდებ?
-მაშინ დაფიქრდი... რაც გითხარი კარგად გადახარშე და პასუხი გამაგებინე. ჩუმად ჩასჩურჩულა გოგოს.. მისი სურნელი ღრმად ჩაისუნთქა, ლოყაზე ხმაურიანად აკოცა და მარტო დატოვა ჩაფიქრებული.



№1  offline წევრი japara

ვაიიიმეეე heart_eyes heart_eyes რა ძალიან კარგები არიაან

 


№2 სტუმარი Guest მარიამი

აუ რა ძაან მაგარი იყო აი უმაგრესი ხარ არვიცი რაღა გითხრა მოუთმენლად ველოდები შემდეგ თავს

 


№3 სტუმარი Guest სოფიკო

ძალიან სასიამოვნო თავი იყო, ყოჩაღ

 


№4  offline წევრი anuki15

სანამ ნიკა ეტყოდა ნიდას თავის გრძნობების შესაებ მინდოდა ნიდას აზრებიც გაგვეგო-რომ მოსწონდა, უნდოდა ეთქვა ან რაღაც მსგავსი. მაგრამ საბოლოოდ სასიამოვნო წასაკითხი იყო ეს თავი განსაკუთრებით <3 ველოდები ახალ თავს <3

 


№5  offline წევრი tatiachelo

anuki15
სანამ ნიკა ეტყოდა ნიდას თავის გრძნობების შესაებ მინდოდა ნიდას აზრებიც გაგვეგო-რომ მოსწონდა, უნდოდა ეთქვა ან რაღაც მსგავსი. მაგრამ საბოლოოდ სასიამოვნო წასაკითხი იყო ეს თავი განსაკუთრებით <3 ველოდები ახალ თავს <3

ნიდა ვერც გარკვეულა თავის თავში .. თვითონაც ვერ ხვდება, რომ ნიკა მოსწონს, ამიტომ ჯერ ნიდას გძნობების გამხელა ადრე იყო ალბათ :))) შემდეგ თავში იქნება ნიდას აღიარება :დ მიხარია ეს ისტორია, რომ მოგწონთ ))

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent