შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ასეც ხდება ხოლმე (მეთორმეტე თავი)


18-03-2017, 19:23
ავტორი tatiachelo
ნანახია 2 378

პატარა ფიფქები ეცემოდა მათ სახეზე.. თბილისის ქუჩები თეთრ სამოსს იცვამდა... გაღიმებულები მიუყვებოდნენ ქუჩას.. იმ წამს არავინ და არაფერი აღელვებდა ნიკოლოზს.. ნიდა კი ნიკას საქციელზე ფიქრობდა და ვერ გაერკვია რა ხდებოდა მის თავს..
-გციავა? სიჩუმე ნიკამ დაარღვია
-შენ მგონი ტვინი გაგეყინა... შემცივდება აბა რა იქნება გამომაქანე ამ ყინვაში და დამაბოდიალებ აქთ იქით უაზროდ.. ამოიღრინა ნიდამ და ცხვირი კურტკაში ჩამალა..
-მერე მაგაშია მუღამი.. ტუჩის კუთხე ჩატეხა ნიკამ და გოგონას ხელი წელზე მოხვია..
-საერთოდ ვერ ვხედავ მუღამს ქათამივით აბუზულ სიარულში. გაკაპასებულმა გახედა ნიკას..
-არა რა .. ყველაფრის მუღამს დააკარგვინებ ადამიანს.. გაღიზიანებული მოსცილდა გოგოს..
-ნიკა მართლა მცივა.. საცოდავად ამოიკნავლა და წინ მიმავალს შეხედა... დვალი უკან შებრუნდა.. სიცივისგან აკანკალებული ნიდა, რომ დაინახა თავის თავზე გაბრაზდა.
-კაი წამო კაფეში შევიდეთ, ყავა დავლიოთ და გათბები.. ხელი ჩაკიდა ნიკამ და კაფისკენ წაიყვანა.
-არ მინდა მე ყავა.. წარბებშეკრულმა ახედა
-კაი შენ ჩაი დალიე.. გაეღიმა ბიჭს
კაფეში შევიდნენ და მგვალ მაგიდასთან, ერთმანეთის პირისპირ დასხდნენ.. ნიკამ ჩაი და ყავა შეუკვეთა, ნამცხავრთან ერთად.. მათი იდილია ნიდას მობილურმა დაარღვია..
-ხო ლუკიტ
-ლუკიტს განახებ, რომ გნახავ.. სად ხარ ?
-ნიკასთან ერთად ვარ კაფეში..
-მოიცა და მე გადამაგდე? 2 საათია გელოდები
-უიიი სუ დამავიწყდი ..
- მოსალოდნელი იყო .. როდის მოხვალ?
-ეხლა მალე წამოვალ და ერთ 40 წთში ვიქნები მანდ..
-კაი გელოდებით, ილოც აქაა.. იოანეც ჩამოვიდა სხვათაშორის..
-დიდი ვინმე ჩამობძანებულა.. ამოფრუტუნა ნიდამ და ტელეფონი გათიშა
-რაო ? ინტერესით შეხედა გოგოს და ოფიციანტის მიერ, მიტანილი ყავა მოსვა..
-მოდი მალეო.. მიკროს კონსპექტი მაქვს მისაცემი..
-მიდი დალიე ჩაი და წავიდეთ . გაუღიმა ნიკამ ..
-ილიაც ჩემთანაა, რამდენი ხანია არ მინახია.. აი სენ რომ ფეხი მოიტეხე იმის მერე.. თვალები დააწვრილა ნიდამ და ცხელ ჭიქას ხელები მოხვია..
-ხო.. თავისი ძმა ჩამოსულა მაგ დღეს გერმანიიდან და მაგიტომ წავიდა იმ დღეს.. სერიოზული სახით თქვა ნიკამ და ნამცხვარს ჩანგალი ჩაარჭო..
-გიო ჩამოვიდა? ვა რა მაგარია. გამხიარულებულმა თქვა და ჩაი მოსვა..
კაფიდან მალევე გამოვიდნენ.. თბილი შენობა ცივმა გარემომ ჩაანაცვლა.. დვალმა გოგონა გულზე მიიხუტა და ტაქსი გააჩერა... ნიდა ფანჯრიდან აკვირდებოდა მოძრავ მანქანებსა და მომცინარ ხალხს.. ნიკა გოგონას მიშტერებოდა. ტაქსის მძღოლი მომღიმარი შეჰყურებდა უკან მსხდომ „წყვილს“..
მანქანა ნიდას სახლის წინ გააჩერდა.. ნიკამ მძღოლს ფული გადაუხადა და გოგონასთან ერთად შევიდა ეზოში.. სახლში შესულს გაბრაზებული ლუკა მივარდა..
-რახან შენ მოხვედი რაღა მიჭირს.. მომეცი გოგო ის დასაწვავი კონსპექტი, ხვალ მაქვს გამოცდა..
-შემოსვლა მანც მაცადე.. გაღიზიანებულმა შეხედა ლუკას და მისაღებისკენ გაემართა.. ილიჩკაა , როგორ ხარ ? გამხიარულდა ილიას დანახვისას და ბიჭს გადაეხვია..
-რავი არამიშავს..
-სადაა შენი ძმა?
-ოჯახთან ერთად წავიდა ბაკურიანში..
-მეც ქე ვიყავი ბაკურიანში მარა ვინ მაცადა გულავი? შეუბღვირა დივანზე გაწოლილ ნიკას და ძმას წვენის ჭიქა ხელიდან გამოსტაცა.. იომ გამწარებული გახედა დას..
-წადი ეხლა და მომიტანე.. თითით ფორთოხლის წვენზე ანიშნა..
-სამზარეულოშია?
-ჰო..
-ჰოდა აგერ ნიკა გავა და მოგიტანს.. გაიღიმა ნიდამ და მეორე სართულზე ავიდა..
-შენ რა გჭირს ბიჭო? რა შტერივით იღიმები? გახედა ლუკამ დვალს..
-ვაკოცე.. ჭერს მიშტერებულმა ნიკამ ხმადაბლა ამობურტყუნა ..
-რა ქენი ? იოანემ თავი სწრაფად მიაბრუნა ნიკასკენ.
-ვაკოცე რა..
-მოიცა .. სიტუაციაში ვერ გაერკვა ილო და დაბნეულმა ხელების ტრიალით დაიწყო გარკვევა.. - ანუ შენ ნიდას აკოცე და ეხლა ცოცხალი ხარ ?
-აჰამ.. თავის დაქნევით დაეთანხმა ნიკა
-მოიცა ეგ როგორ? ინტერესით იკითხა ლუკამ და ნიკას წინ დადგმულ სკამზე დაჯდა.. ნიდას გამოჩენამ ბიჭების სიჩუმე გამოიწვია..
-აი აიღე გენოსო .. ლუკას რვეული გაუწოდა.. ოღონდ კვირას მომიტანე უკან, მეც გამოცდა მაქვს..
-აუ რამდენია.. სახე დამანჭა ლუკამ
-20 თავია შესული და .. კარებზე კაკუნმა სიტყვა გააწყვეტინა ნიდას.. მობეზრებული გაემართა კარისკენ და გააღო.. 18 წლამდე ხუჭუჭა ბიჭი შერჩა ხელში..
-ქალბატონ დალისთან ვარ ბიოლოგიაზე.. გაიღიმა „ბუჩქმა“
-ერთწამს თავი გადააქნიე აქეთ იქით. სერიოზული სახით უბძანა ნიდამ.. ბიჭმა დაბნეულმა შეასრულა გოგოს ბრძანება.. -რა ტიპიხარ ეეე .. სიცილით ამოთქვა ნიდამ და ბიჭის კულულებს წაეთამაშა..
-ნიდა .. უკნიდან მოესმა ნიკას ბოხი ხმა..-წესიერად.. დაუბღვირა დვალმა.. ნიდას ვითომ არაფერი გაუგია ისე გააგძელა „ჩიჩილაკთან“ საუბარი.
-მე ნიდა ვარ .. ხელი გაუწოდა გოგონამ .. შენი მასწის შვილი.. ბიჭმაც სწრაფად ჩამოართვა ხელი ..
-ცოტნე..
-დითხანს გიყუროთ.. წარბ აწეულმა ნიკამ გადახედა კარებში მდგომებს..
-არ მიაქციო ამას ყურადღება, ნერვებზე თამაშის მეტი არაფერი არ იცის.. ხელი აიქნია ნიდამ და ბიჭი სახში შეატარა..
-დალიიიიიი შენი მოსწავლე მოვიდა უკვეეეე .. დაუყვირა სამზარეულოში მოფუსფუსე დედას.. მალევე გამოვიდა ქალი სამზარეულოდან და ბიჭებს მიესალმა.. უცნობ ბიჭს შეხედა ქალბატონმა დალიმ.. ნიდამ დედამისის მზერას გააყოლა თვალი და სწრაფად გააცნო მის გვერდით მდგომი დვალი..
-დე აი ეს არის ნიკა, ირაკლის დეიდაშვილი.. ქალმა თბილად გაუღიმა და ცოტნეს მიუბრუნდა.. ნიკოლოზი ნერვიულობისგან დაიბნა.. ვერ გაეგო როგორ უნდა მოქცეულიყო.. გადაეკოცნა, ხელი ცამოერთმია თუ ხელზე ამბორა.. ამ ჩამოთვლილთაგან ვერც ერთი ვერ გააკეთა.. ბოლოს და ბოლოს ყოველდღე ხომ არ ნახულობდა მომავალ სიდედრს.. პირველად ნახა და ისიც ჩაფლავდა..
-წამოდი ცოტნე ახალი მასალა უნდა აგიხსნა.. პატარა ოთახისკ გაიყვანა ბიჭი.. - ნიდა ლუკას რომ უყვარს ხაწაპური ლორით, ეგ გავაკეთე ღუმელშია შედებული და მიხედე არ დაიწვას..გამოსძახა ლუკას ლოყების გაწელვით დაკავებულ შვილს.
-კაი დედუ.
-ნიდა მეტკინა.. ხელი ლოყაზე მიიდო ლუკამ.
-აუ რა წელვადი ხარ ბიჭოოოოო. გაიწელა ნიდა და ლუკას კიდევ ერთხელ უჩმიტა..
-ველურო.. გაბრაზებულმა ახედა წარბებ ქვემოდან..
ტელეფონზე ესემესი მიუვიდა ნიდას .. იომ გაკვირვებულმა დახედა ტავის მობულურს, როც მიხვდა, რომ თავისი ტელეფონი არაფერ შუაში იყო ბიჭების ტელეფონს გადახედა..
-ვისი ტელეფონია? გაკვირვებულმა ილომ მოავლო თვალი საზოგადოებას
-ჩემი.. გამხიარულებული წამოხტა და ჩანთიდან მობილური ამოიღო.
-ეგ რა ტელეფონია? ხელიდან გამოგლიჯა დას მობილური
-ნიკამ მიყიდა.. გაღიმებულმა შეხედა კუთხეში მდგომ დვალს..
-ვაააააააა.. პირი დააღო ილომ
-ფუ ამ ცხოვრების დედა ვატირე... მე ეს დანგრეული ნოკია ლუმია უნდა მქონდეს და ამას ეეს?. დაიღრინა იომ და ტელეფონი შეათვალიერა.. - ფული საიდან ე? იოანემ ნიკას გახედა
-მანქანა გავყიდე.. თან ამ ბიზნესშიც ხო უნდა ჩამედო ფული... სხვას ვიყიდი რამეს.. ჯიბიდან სიგარეტის კოლოფი ამოიღო..
-აქ რომ მოვწიო „მოჟნა“? დვალმა ნიდას გადახედა.. გოგონამ თავი დაუქნია და მობილური იოს წაართვა..
-ჩემია ეს მობილური .. წარბებ შეკრულმა თქვა
-მერე ვინ გართმევს? შეუღრინა დას
-მგონი დამწვრის სუნია.. წამოიყვირა ილომ
-ჩემი ლორიანი ხაჭაპური.. იყვირა ლუკამ და ნიდასთან ერთად, თავპირისმტვრევით გავარდა სამზარეულოში..
-აუ ნიდა დამიწვი რა .. ჯუჯღუნებდა ლუკა
-აი ნახე რა ლამაზია.. სად ეტყობა ახლა ამას დამწვარი, რომაა ? ხაწაპურს დაშტერებულმა ახედა ლუკას..
-ნახე კუთხეები სუ შავი აქვს.. საწყლად დახედა მის საყვარელ საჭმელს..
-მოვაჭრათ მერე .. იპოვა გამოსავალი..
-რაღა ვჭამო? შეუღვირა ნიდას
-რავი რაც დარჩება.. აიჩეჩა მხრები და ხაჭაპურის დაჭრა დაიწყო.. დამწვარი კუთხეები მოაჭრა მარა ძირს რას უზამდა ? არც არაფერს ადგა ლამაზად დააწყო და მისაღებში გაიტანა თეფშებთან ერთად..
-გემრიელად მიირთვით.. გაიღიმა ნიდამ და დივანზე ჩამოჯდა..
-დამწვრის გემო აქვს.. ცხვირი შეჭმუხნა იომ
-უფ რას მელაპარაკები? უდარდელად თქვა ნიდამ. -მიდი ჭამეთ კაია .. რაღას მიყურებთ გადაიღეთ.. თეფშებზე გადაუღო ბიჭებს. თვითონ კაი ნაჭერი დაიდო და გემრიელად ჩაკბიჩა..
-არახარ შენ სხვა ოჯახში შესაშვები.. დაბღვერილმა ლუკამ ნიდას შეხედა
-კულინარიის გაკვეთილებზე ვატარებ.. გადაუჩურჩულა ნიკამ ბიჭებს.. ამათაც მეტი რა უნდოდათ და აფხუკუნდნენ..
-არ მოგწონთ და რაღას ჭამთ მაშინ? შეუღრინა ნიდამ ბიჭებს..
-ერთი ლორი არ დამწვარა და ის მაინც შეგვარგე.. დაუბღვირა იომ
-რას უწუნებთ ვერ გავიგე რა? მშვენიერია..
-რატო არ იქნება მშვენიერი? დამწვარი რაც არ იყო ის შენ შეჭამე ..გადახედა ლუკამ ნიდას
-ამომაშხამეთ ეხლა ორი ნაჭერი ხაჭაპური..
-ნიდა ხაწაპური ხომ გამოიღე ღუმელიდან? ქალბატონმა დალიმ ოთახიდან გამოსძახა ნიდას.
-კი გადმოდგა მარა... იოანე დის „ჩაშვებას“ აპირებდა, მაგრამ ნიდა მივარდა ძმას და პირზე ხელი ააფარა..
-კი დე .. ისეთი კაი იყო სუ შეჭამეს ბიჭებმა..
-მეორე ხაჭაპურიც არის გაკეთებული, მაგიდაზე დევს და შედე ღუმელში..
-ეხლავე .. გამხიარულებული გავარდა სამზარეულოში.
-ეგ მანც არ დაწვა.. გასძახა ლუკამ ნიდას
დრო მალე გადიოდა.. ნიკა ბიჭებთან ერთად წავიდა კახეთში. ნიდა უნივერსიტეტის გამო ვერ წაყვა მათ .. თან იომ მკაცრად უთხრა, რომ გასართობად არ ეცალათ, თავიანთი ბიძნესის „ასაყვავებლად“ მიდიოდნენ.. ნიდამაც ხელი ჩაიქნია კახეთზე.. ფინალური გამოცდები ეწყებოდა, ამიტომ მთელ დღეს კონსპექტებისა და წიგნების კითხვაში ატარებდა.. ექვსი დღე გავიდა რაც დვალი არ უნახავს, ნუ ნიდას სულ არ აინტერესებდა ნიკოლოზი.. აი ნიკა კი ნიდას გარეშე ვერ ძლებდა.. ფბზე მეგობრობაც გაუგზავნა ქალბატონს, მაგრამ ნიდამ არ დაიმატა.. ამაზე ნერვებ მოშლილმა მაშინვე დაურეკა გოგოს.. აქაც ყურადღება არ მიუქცევია ნიკას ზარებისთვის.. ესემესიც მიწერა, მაგრამ ეგეც არაფერი.. ასე ნერვებ დაგლეჯილი შუა რამით ტაქსით ჩამოვიდა თბილისში და პირდაპირ ნიდასთან მივიდა.. მეორე სართულზე „ პარკურის“ ილეთებისა და თავისი მოხერხებულობის წყალობით მშვენივრად აძვრა.. რამდენიმეჯერ დააკაკუნა აივნის კარებზე, სადაც ნიდას ოთახი იყო. გოგონა დაფეთებული წამოხტა საწოლიდან. ჯერ ძილბურანში მყოფმა ვერ გაიგო რა ხდებოდა , შემდგომ აივანზე მდგარი, გაბრაზებული ნიკა დაინახა.. თავიდან ეგონა ელანდებოდა ამიტომ უდარდელად დაწვა, საბანი გადაიფარა და გვერდი იცვალა.. კვლავ დააკაკუნა ნიკამ ფანჯარაზე..ნიდა სწრაფად გადაბრუნდა კარისკენ და თვალებგაფართოებულმა შეხედა დვალს.. საწოლიდან წამოდგა და კარი გაუღო..
-აქ რა გინდა? თან ამ დროს? გაოცებულმა ნიდამ კითხა დვალს.. ნიკა ოთახში შევიდა და აივნის კარები დაკეტა.. საწოლზე ჩამოჯდა და მშვიდად დაიწყო..
-ჩემს ზარებს, რატომ არ პასუხობ?
-ნიკა სამსახურში ვიყავი მაგ დროს და ვერ გიპასუხებდი..
-ეს სამი დღე სულ სამსახურში ხარ ?
-როცა შენ მირეკავ კი.. მერე სახში ისეთი დაღლილი მოვდივარ მავიწყდება. ამ გამოცდების გამო საერთოდ ვერ ვაზროვნებ. ამოიფრუტუნა ნიდამ და ნიკოლოზის გვერდით დაჯდა საწოლზე..
-არც სმსზე მიპასუხე? კვლავ მოძებნა ნიკამ საჩხუბარი თემა..
-დამავიწყდა
-ხო ფბზეც დაგავიწყდა ჩემი დამატება..
-და მე რატომ უნდა დამემატებინე? გამოგეგზავნა მეგობრობის თხოვნა და დაგამატებდი.
-გამოგიგზავნე.. ამოიღრინა ნიკამ
-უიი... ფბზე არ შევსულვარ, რამდენი ხანია.. მესენჯერით ველაპარაკები ბავშვებს.. ნიდამ ნიკას გაუღიმა თავი მხარზე ჩამოადო და თვალები დახუჭა.. -ბიჭებიც ცამოვიდნენ?
-არა.. ნიკამ გოგოს ხელი წელზე მოხვია და თავზე აკოცა.. ნიდა ნიკას მოსცილდა..გაოცებულმა შეხედა დვალს.
-ნიკა მარტო წამოხვედი ამ ღამე ?
-რა იყო მგელი შემჭამდ?... გაიცინა ბიჭმა
-იკას მანქანით ჩამოხვედი?
-არა .. ტაქსით წამოვედი.. ძლივს დავითანხმე, რომ აქ ჩამოვეყვანე..
-ფსიქიატრთან ხარ მისასვლელი სასწრაფოდ.. ამოღრინა ნიდამ
-კაი რა .. იცი როგორ მეძინება? ეს დღეებია ნორმალურად არ მიძინია.. ხელი თმაზე გადაისვა ნიკამ და აიჩეჩა - ჩაწექი მიდი არ გაცივდე მასე.. ნიდა საბანში გაეხვა.. ნიკამ კეტები გაიხადა და ნიდას გვერდით მოთავსდა..
-აქ როგორ ამოძვერი? ინტერესით შეხედა ნიკას..
-ჩვეულებრივ.. ნიდასკენ გადაბრუნდა ლოყაზე ხმაურიანად აკოცა, ნიკაპი თავზე დაადო და თვალები დახუჭა.. ღმად ჩაისუნთქა გოგონას სურნელი და გაღიმებულმა ამოთქვა - ძილინებისა ნიდუ..
-ძილინებისა..
ღამისეული სიჩუმე გამეფებულიყო თბილისში.. მთვარეც გაქცეულიყო დედამიწიდან.. უმთვარო ღამეში და სიბნელეში ჩაკარგულიყვნენ ადამიანები. ალვის ხეები ისევ ამაყად შეჰყურებდნენ ერთმანეთს.. ღრუბლები ერთმანეთს ენაცვლებოდნენ და დღის დაბრუნებს ლამობდნენ..
დილით გაღვიძებულმა ნიდამ ნიკას გადახედა.. მშვიდად სუნთქავდა დვალი.. მისი კულულები სასაცილოდ ჩამოფხატოდა თვალებზე.. საბანი ნახევრად ეფარა.. ერთი ხელი ნიდასთვის ჩაებღაუჭებინა მკლავზე..
-ნიკა.. რამდენჯერმე დაუძახა ნიდამ ბიჭს. - გაიღვიძე რა..
-ჰმ.. ამოზმუილა ნიკოლოზმა.. ზანტად გაახილა თვალები და გოგონას დანახვისას გაიღიმა.. - ნიდა დაიძინე რა.. ნერწყვი გადაყლაპა დვალმა, გამშრალი ყელის დასასველებლად.. ნიდასკენ მიჩოჩდა და ჩაეხუტა..
-ნიკა გამოცდა გვაქვს დღეს..
-რა გამოცდა?. თვალ გაუხელლად ამოთქვა.
-ბიზნესის..
-კომპიუტერზეა ხო ეგ?
-ხო
-რომელ საათზეა?
- 12ზე იწყება .. 11საათია ეხლა.. ადექი მიდი იოს ტანსაცმელს შემოგიტან გამოიცვალე, მეც გავემზადები და წავიდეთ..
-ჰო კაი.. ნიდმ ტავისი ტანსაცმელი აიღო, იოს ოთახში გავიდა და იქ გამოიცვალა.. ნიკასთვის ტანსაცმელიც მოძებნა და ოთახში შებრუნდა.. ნიკა ისევ საწოლში იწვა თვალებ დახუჭული..
-ნიკა.. დაიყვირა ნიდამ
-რა გაყვირებს გოგო? საწოლზე წამოჯდა დვალი
-გვაგვიანდება.. მალე ჩაიცვი და წამოდი.. ნიდა კიბეებზე ჩადიოდა დედამისი, რომ შეეჩეხა..
-ნიდა მივდივართ მე და მამაშენი... უნივერსიტეტში სანამ წახვალ მანამდე ჭამე რამე, კარები გასაღებით დაკეტე თაროზე დევს..
-კაი დე.. მხიარულად გაცილა მშობლები და კარი მიხურა..
როგორც იქნა ნიკა მოწესრიგდა და საშველი დაადგათ სახლიდან, რომ გასულიყვნენ.. გადაჭედილ მარშუტკაში ავიდნენ და ფეხზე დადგნენ.. ნიკამ ნიდას ხელი მოკიდა, რომ არ წაქცეულიყო. მძღოლი ინტერესით უსმენდა რადიოს.. ნიკას კი უკვე ყელში ამოუვიდა უაზრო წამყვანის სიტყვები. გაღიზიანებულმა გააჩერებინა მარშუტკა მძღოლს.. ფული გადაიხადა და ნიდასთან ერთად ჩამოვიდა..
- აქ არ უნდა გაგეჩერებინა..შეგეშალა.. ამოიბუზღუნა ნიდამ
-არ შემშლია.. დვალმა ტაქსი გააჩერა.. გაოცებული ნიდა მანქანაში ჩასვა.. თვითონ გვერდით მიუჯდა.. მძღოლს უნივერსიტეტის მისამართი უკარნახა და მშვიდად მიეყრდნო სკამს.. რადიოს ჩართვას აპირებდა „ტაქსისტი“, მაგრამ ნიკამ შეაჩერა.. -რომ გადავალთ მერე ჩარდეო..
უნივერსიტეტში შევიდნენ.. დვალმა კიბეებთან მდგარ ბიჭებს ხელი ჩამოართვა.. ნიდას ხელი ჩაკიდა.. მეშვიდე სართულზე ფეხით ასვლა დეზარა, ამიტომ ლიფტს დაელოდნენ..
კომპიუტერების ოთახს მიუახლოვდნენ და ბავშვების ჯგუფს შეუერთდნენ..
-ნიდა აქ იყავი ბიჭებს ვნახავ და მოვალ კაი ? ნიდამ თავი დაუქნია.. იქვე მდგარ სკამზე ჩამოჯდა და კონსპექტი ამოიღო.. თვალი გადაავლო ნასწავლ მასალას .. ნიკა მეცხრე სართულზე კაფეტერიაში ავიდა ყავის საყიდლად.. თავისი ძმაკაცი დაინახა და მისკენ გაემართა.
-გივი რავახარ ტო?
-დვალი შე დაკარგულო.. სად ხარ ბიჭო? რამდენი ხანია არ გამოჩენილხარ ?
-კახეთში ვიყავი წასული საქმეზე.. შენ რას შვები?
-რავი დავდევ ქელაბაშვილს ქულა, რომ მომიმატოს..
-ერთი მაგისიც..
ნიკამ ორი ჭიქა ყავა იყიდა და კიბეებზე ფრთხილად დაეშვა.. მეექვსე სართულზე კომბიუტერების, კაბინეტის წინ მჯდომ ნიდას გვერდით დაჯდა და ყავა გაუწოდა..
-მადლობა..
-ნერვიულობ? ნიკამ გოგონას გახედა
-მენერვიულება.. გაიღიმა ნიდამ..
რამდენიმე წუთი ჩუმად იყვნენ და უხმოდ სვავდნენ ყავას..
-მომე გადავაგდებ..თვალით მიანიშნა ცარიელ ჭიქაზე.. ნიდამაც სწრაფად მიაწოდა. -თან აივანზე გავალ სიგარეტს მოვწევ და შემოვალ..
ნიდა და ნიკა კომპიუტერების ოთახში ერთად მოხვდნენ გვერდი გვერდ კომპიუტერთან.. ნიკა ნიდას კომპიუტერში იყურებოდა ხშირად .. გოგონა მის ნაკარნახებ კითხვებს პასუხობდა..
-ნიდუ ლიზინგის სახეები მითხარი რა.. გადაუჩურცულა გვერდით მჯდომს ..
-ფინანსური ლიზინგი და ოპერატიული ლიზინგი. ჩუმად უპასუხა ბიჭს.
-ბიზნესის ძირითადი მახასიათებლები რაღაა?
-მოგება, რისკი, მეტოქეობა, ნოვატორობა, ეკონომიკური დამოუკიდებლობა. ჩუმად ჩამოთვალა ნიდამ..
-რაა? წარბ აწეულმა გადახედა გოგოს..
-უკაცრავად ხელს ხომ არ გიშლით? დამკვირვებელი დაადგა თავზე ნიკას
-ამ წამს კი.. უდარდელად გადახედა ნიკამ დამკვირვებელ ქალს.
-უზრდელო.. გაცხარდა ქალი.. ახლავე დატოვე ოთახი.. თითით კარისკენ მიანისნა.. ნიკაც ფეხზე წამოდგა და უხმოდ გავიდა.. ნიდა ქალს მიუტრიალდა.
-რომ არ გაგეგდოთ რა იქნებოდა?
-ეხლა შენც მიყვები.. გააფრთხილა ქალმა ნიდა..
-დიახაც მივყვები.. გაბრაზებული წამოდგა ფეხზე და დაუფიქრებლად გავიდა კომპიუტერების ოთახდან..
-ნიდა რა ქენი? .. გარეთ გასულს ნიკა მიუახლოვდა
-გავბრაზდი შენ, რომ გამოგიშვა იმ ქალმა და მეც გამოვედი ასე.. ნიკას თვალები შუბლზე აუვიდა..
-რა ქენი? ჩაეკითხა გაოცებული.
-რა და ჩამჩა ეს საგანი.. თვალიდან წამოსული ცრემლი მოიწმინდა ნიდამ.. ნიკას გაეღიმა გოგოს საქციელზე , მაგრამ ერთი მხრივ ნერვები მოეშალა მის გამო რომ ჩარჩა საგანი.
-კაი რა ნიდ რა გატირებს? ხელახლა გაივლი ამ საგანს და ვსო.. ნიკა გოგონას ჩაეხუტა..
-მაგაზე არ ვტირი.. ამოისლუკუნა ნიდამ და ბიჭს ხელები შემოხვია..
-აბა რაზე ტირი?
-იოს და მშობლებს როგორ ვუთხრა საგანი, რომ ჩამჩა? დვალმა ნიდას თავზე აკოცა და თმაზე მოფერება დაუწყო..
-არ ვუთხრათ და ვერაფერს ვერ გაიგებენ.. ამ საგნის თანხას მე გადაგიხდი და ერთად გავიაროთ. აღარ იტირო.. აი რა გატირებს ტო? მე ვიკთხო ექვსივე საგანი მეტენება..
-შენ არ დადიოდი და მაგიტომ გჩება .. ამოიკნავლა ნიდამ და ბიჭს მოსცილდა.. ნიკას თვალები ნიდას ცრემლიან თვალებს, რომ გადააწყდა გაეღიმა.. ძალიან მოეწონა მწვანე თვალებში ჩამდგარი ცრემლი, რომელიც თვალის ფერს უფრო აღიავებდა..



№1 სტუმარი Guest მარიამი

ვაიმე რაკარგი ხარ.ძაან მაგარი ხარ გამიხარდა რომ დადე და მოუთმენლად ველოდები შემდეგ თავებს ♥♥

 


№2  offline წევრი anuki15

Nika miyvars :ddd ♥♥♥ es istoriac ra tqma unda

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent