შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ასეც ხდება ხოლმე (მეცამეტე თავი)


20-03-2017, 01:37
ავტორი tatiachelo
ნანახია 2 299

მთელი კვირა საშინელება იყო ნიდასთვის. ნიკას სულ არ ადარდებდა, საგნები ჩარჩებოდა თუ არა.. ბოლო გამოცდაზე არც მისულა.. ბიჭებთან ერთად იყო წასული კახეთში.. ნიდას მხოლოდ ბიზნესი ჩარჩა, მაგრამ არაფერი უთქვამს, არც მშობლებისთვის და არც იოსთვის.. პირველი კურსის, პირველი სემესტრიც აი ასე ერთი საგნის ჩარჩენით დაასრულა.. ნიკამ კი მესამე კურსის პირველი სემესტრი დახურა, აწ უკვე 6 საგნის ჩარჩენით, რასაც წინა სემესტრში ჩარჩენილი 2 საგანიც ემატებოდა.. სანამ მეორე სემესტრი დაიწყებოდა, მანამდე ერთ თვიანი დასვენება ქონდათ უნიში..
ორი კვირა უაზროდ "გაფრინდა“..
ნიდა სამსახურში იყო და მუშაობდა..
ნიკა ნიდას დაყვებოდა აქეთ იქით..
ლუკა ლიკას უშლიდა ნერვებს..
გეგა ბებიამისის ორმოცს აგვარებდა, რაშიც ბიჭებიც ეხმარებოდნენ..
ილიამ ვიღაც გოგო გაიცნო და სასტავში იშვიათად ჩნდებოდა..
იო უბნის გარჩევებში იღებდა მონაწილეობას.. ამის გამო კი უფრო „გასიმპატიურებული“ დადიოდა..
იკა და ანი კვლავ ერთად იყვნენ, ბედნიერები და გახარებულები.
ერთ დღეს ირაკლი მოულოდნელად დაადგა ანის და მის მშობლებს მისი ხელი სთხოვა .. ანი სულ არ ჩქარობდა გათხოვებას.. 1წელი კიდევ უნდოდა მოეცადა.. ბარემ უნისაც დავამთავრებ და მერე გამოგყვებიო გაიძახოდა, მაგრამ ირაკლის კატეგორიულად ნათქვამმა არავითარი დაცდაო .ანის გეგმები შეცვალა.. ხოდა აი ასე პირველ მარტს დაიგეგმა ქორწილი.. მეჯვარეებად ნიდა და დაჩი „დასახელდნენ“.. ნიდას ისე გაუხარდა სიხარულით ტირილიც დაიწყო ..
-ანი მართლა მე ვიქნები შენი მეჯვარე? თვალებიდან ცრემლებს იწმენდდა და გაბწყინებული თვალებით უყურებდა გაღიმებულ „წყვილს“.
-ვაიმე გოგო მერამდენედ მეკითხები? აბა ვინ უნდა იყოს ? პირველი კლასიდან ერთად მოვდივართ, შენს გარდა ვის ავირჩევდი? მომცინარი ნია ნიდასთან მივიდა და ჩაეხუტა..
-არ გაგატან.. დაბღვერილმა გახედა იკას
-ეჰ ნიდაჩკა მეც არ ვატანდი, მარა გადამახტნენ. დანანებით გააქნია თავი ლუკამ და გოგოებთან მივიდა.. ჩახუტებულებს მოეხვია და ორივე ერთად ჩაიკრა გულში..
-ისე დაო ჯერ მარტამდე დროა და ჰო არ გადაიფიქრე? ჰა? გამომცდელად შეეკითხა ლუკა ნიას.
-ეეეე ცოლის ძმაა.. ირაკლი ნიასთან მივიდა, ხელით „მოაგლიჯა“ ნიდას და ლუკას და თვითონ ჩაიხუტა..
-„მომავალი“ ცოლის ძმა.. ჩაუსწორა ლუკამ
-მომავალიც, წარსულიც და ახლანდელიც.. გაიცინა იკამ და გოგონას შუბლზე აკოცა..
-ნიდა.. ლუკა გვერდით მდგომისკენ მიიწია.. -აი აესე თუ შემიყვარდა და დავშტერდი, მაგრად შემომცხე.. კაი?
-ბაზარი არაა.. გაიცინა ნიდამ და ლუკას ხელი მხარზე დაარტყა „კაი ძმაკაცივით“.
-თითქმის ორი კვირაა დარჩენილი ქორწილამდე და რო გადავწიოთ არა? ჩაერთო დიალოგში დაჩი.
-რა უნდა გადავწიო ბიჭო ძლივს ცოლად მომყავს.. შეუღრინა იკამ მეჯვარეს..
-ეეე ხო უნდა ვიყიდო რამე ნორმალური სამოსი?.. წარბები შეკრა დაჩიმ
-მერე ორი კვირაა წინ..
-აუ ვერ მოვასწრებ.. ამოთქვა დაჩიმ..
-ბიჭო რას ვერ მოასწრებ, პატარძალი ხარ თუ სიძე? გადახედა იომ გვერდით მჯდომს..
-მეჯვარე ვარ ტო... კამერები სულ ჩემსკენ იქნება მომართული... ხელი თმაზე გადაისვა და გაიკრიჭა..
-აუუუ ეხა ამას ვცემ.. დაიღრინა იომ და ძმაკაცს გვერდში მუშტი ჩაარტყა..
-შენ ამოწყდი.. სახე დამანჭულმა მიაწყევლა მეგობარი.. აბა გოგოებთან ვერ შეიგინებოდა და..
-არ დაგავიწყდეთ ხვალაა ნელი ბებოს ორმოცი.. ყველაფერი მოგვარებულია ... დილაუთენია წავიდეთ კახეთში, გეგა იქაა უკვე. ნაწყვეტ ნაწყვეტ ამოთქვა იომ და ჩალურჯებულ თვალზე მიიდო ხელი, რომელიც ერთ ერთი გარჩევის შედეგად ლამაზად გამოესახა..
-დილით შევიკრიბოთ აქ და წავიდეთ.. დეთანხმა დაჩი
-ნიდა კარებზეა ვიღაც წადი გააღე.. უბძანა დას.. ნიდაც წუწუნით გაემართა კარის გასაღებად.. კარს მიღმა გაღიმებული ნიკოლოზი დახვდა.. თვალები მობეზრებულად გადაატრიალა..
-დღეს არ მივდვარ სამსახურში, ამიტომ შენი გაცილებები არ მჭირდება..
-დღეს, რომ არ მუშაობ ისედაც ვიცი.. გოგონა გვერდით გაწია და მისაღებში შევიდა.. თითზე დაკიდებული გასაღების ტრიალი დაიწყო, თან უშტვენდა.. ბიჭები გასაღებს დააშტერდნენ.
-მოიცა იყიდე უკვე? ფეხზე წამოხტა დაჩი
-აჰამ.. ღიმილით დააქნია თავი ნიკოლოზმა და გასაღები ხელში შეათამაშა..-ბიჭები ერთდროულად გაცვივდნენ გარეთ, მაგრამ ეზოდან მანქანა საერთოდ არ მოჩანდა ან ეზოს კარები ფარავდა.
-ბიჭო ასეთი რა მანქანა იყიდე ვაფშე არ ჩანს.. თვალები დააწვრილა ლუკამ და ხელი შუბლზე მიიდო, თითქოს მზეს დაფარავდა ამით და მანქანასაც უკეთ დაინახავდა.. ნიკას რაღაცის თქმა უნდოდა, მაგრამ ვინ რა აცადა? დადეს თავი და გავიდნენ გარეთ .. ნიდა ნიკოლოზის გვერდით იდგა.
-არ არსებობს.. მოესმათ ლუკას ყვირილი
-შენ არ გაინტერესებს რა ვიყიდე? ტუჩის კუთხე ჩატეხა ნიკამ და ნიდას გადახედა
-არა .. მკაცრად თქვა და სახლში შევიდა.. ნიკოლოზი გაბრაზებული გავიდა ეზოდან..
-აუ გადმოაგდე რა გასაღები.. იამაჰაზე მჯდომმა ლუკამ ნიკას მიმართა.. ნიკამაც ესროლა გასაღები და ღიმილით დაიწყო მისი კუთვნილების შეთვალიერება..
-რა ძმაა ნახე ტო.. აჟიტირებული იყო ლუკა და ვერ ისვენებდა.. - მეც უნდა ვიყიდო.
-მხეცია.. დაეთანხმა დაჩიც
-მე მანქანა მირჩევნია . უდარდელად თქვა იკამ და ნიას მოეხვია.- ბიჭო ისე მანქანა არ ჯობდა, რომ გეყიდა?
-თავიდან მანქანის ყიდვა მინდოდა მარა მე ეს მირჩევნია.. ჩაფიქრებულმა თქვა ნიკამ და სახლისკენ გაიხედა იმ იმედით, რომ ნიდას დაინახავდა ფანჯარასთან მაინც, მაგრამ იმედი გაუცრუვდა..
-გამოვა.. თქვა იომ და თვლა დაიწყო.. -ერთი - ორი- სამი..
-მანახეთ ერთი რა იყიდა ასეთი ყველა, რომ ბუზებივით ეხვევით.. შემოესმათ ნიდას ხმა, რომელიც მათკენ მიემართებოდა..ნიკოლოზს მის დანახვაზე თვალები გაუბწყინდა.. ნიდამ იამაჰა, რომ დაინახა თვალები რამდენიმეჯერ დაახამხამა. ხო არ მეჩვენებაო. თვალებ გაფართოებული მიუახლოვდა მის წინ მდგარს და მასზე მჯდომს ეცა..
-გადმოეთრიე ბიჭო .. იამაჰაზე მჯდომი ლუკა სწრაფად გადმოაგდო იქიდან და თვითონ დაჯდა.. - რო დავქოქო წავალ? იკითხა ინტერესით
-კი ჯანდაბაში.. შეუღრინა ლუკამ
-გინდა გაგასეირნო? სწრაფად მივიდა ნიკა ნიდასთან.
-ნუ თუ ასე დაჟინებით გინდა კი.. მხრები აიჩეჩა ნიდამ
-ნიკა ფრთხილად ატარე რა.. იომ დვალს შეხედა.. მანაც თავი დაუქნია და ნიდას წინ დაიკავა ადგილი..
-ჩაფხუტი ხომ კარგად გაფარია ნიიდ? გადახედა გოგონას
-კი
-ხელები მაგრად მომხვიე და წავიდეთ. ნიდამ ხელები წელზე შემოხვია - უფრო მაგრად.. უბძანა ნიკამ.. ნიდამაც შეასრულა მისი ბძანება..
-ნიკა გაგსრისავ ასე.. ნიკას გაეცინა ნიდას ამ სიტყვებზე..
ნელა მიდიოდა ტრასაზე და სიჩქარის მომატებაზე არც ფიქრობდა..
-ნიკა რა კუსავით მიცოცავ, ასე ფეხითაც კი გავივლიდი.. ამოიბურდღუნა ნიდამ..
-აქ დიდი მოძრაოვბაა და ვერ მოვუმატებ სისწრაფეს.. მცხეთისკენ გავალ და იქ თუ არ იყო მანქანები მერე ვივლი სწრაფად..
-ნიკა ნუ მაგიჟებ.. ყველგან იქნება მასე მანქანა აბა უმანქანო ქალაქი არ გამიგია ჯერ მე.. ოდნავ შეუშვა წელზე მოხვეული ხელი..
-ხელი მომხვიე.. დაიყვირა ნიკამ.. ვაფშე არ შემიშვა ხელი ოდნავადაც კი თორემ აქედან ფეხით წავალთ..
-ლუკასთვის უნდა მეთხოვა გასეინება რას გადმოვაგდე აქედან.. დანანებით თქვა..
-ნიდა კი ვივლი ჩქარა, მაგრამ შენ, რომ რამე მოგივიდეს.. რომ რამე მოგივიდეს... წინადადება ვერ დაამთავრა და ნერწყვი მძიმეთ გადაყლაპა..
-არაფერი მომივა გენდობი ნიკოლოზ.. ნიკას ჩაეღიმა და სიჩქარეს უმატა
-ნიდა თუ შეგეშინდება მითხარი კაი ?
-არ შემეშინდება.. უფრო სწრაფად წადი.. გამხიარულდა ნიდა.
მცხეთაში პატარა ორსართულიან სახთან გააჩერა.. ჩაფხუტი მოიძრო და გადავიდა.. გოგონასაც მოხსნა და დაბნეულს მიაშტერდა..
-წამო.. ხელი ჩაკიდა ნიდას და ჭიშკარი შეაღო.
-ვისი სახლია?
-ჩემი ძმის.. გაღიმებულმა უთხრა..
-ძმა გყავს?
-ჰო ჩემზე უფროსია..
-ესე მე სახლში არ შემოვალ.. ჭიშკარს მოეჭიდა ნიდა
-როგორ ესე? მშვენივრად გამოიყურები.. ხელზე დაქაჩა ნიკამ, რომ გოგონა სახლში შეეყვანა..
-ნიკა შენ ხო არ შეიშალე? არა მეც გეკითხები რა.. შეშლილი კი არა დაუნი ხარ.. გამანებე თავი არ შემოვალ.. გაჯიუტდა ნიდა ..
-ძაან მშვენივრად შემოხვალ.. მოაცილდი მაგ ჭიშკარს .. ხელზე დაეჯაჯგურა დვალი..
-ნახე რას ვგავარ .. ხელი გაუშვა ჭიშკარს და ნიკას წინ დატრიალდა..
-ანგელოზს.. გაღიმებულმა ამოთქვა, ნიდას ხელი დაავლო და მხარზე გადაიკიდა..
-ნიკა არ წამოვალ ასეთქო.. დამსვი.. აფართხალდა გოგონა. დვალს ყურადღება არ მიუქცევია მხარზე გადაკიდებული ნიდასთვის.. კარზე დააკაკუნა და კარების გაღების ხმა, როგორც კი გაიგო ნიდაც ჩამოსვა. სხვა გზა აღარ ქონდა ქალბატონს გაქცევაც გვიანი იყო და დამალვაც, ამიტომ ასე თმა გაწეწილი დახეული ჯინსებით, შავი მაისურით და ტყავის კურტკის ამარა წარსდგა ნიკას ძმის წინაშე..
-ნიკა შე ძველო.. გადაეხვია თავის ძმას.. შემდგომ გოგონასკენ მიტრიალდა .. -ესაა რძა... სიტყვის გაგძელება არ აცადა ნიკამ
-ჰო ესაა ნიდა.. მკვლელე მზერა ესროლა ძმას..- ნიდ ეს ჩემი ძმაა ომიკო . გააცნო ერთმანეთი აწ მომავალ რძალს და მაზლს.. -შემოგვიშვი ეხლა რას დაგვაყუდე?
-ოჰ მე ბოდიში.. მობძანდით. გაიღიმა ბიჭმა და გვერდით გადგა -ნიდა ყავას ხო დალევ? გადახედა ძმის გვერდით მორცხვად მჯდომ გოგონას..
-არა არ მინდა.. მადლობა. გაუღიმა ბიჭს.. კარებზე კაკუნი გაისმა.. ნიკა წამოდგა დივნიდან და კარი გააღო.. ხელში კი ომიკოს ძმაკაცები შერჩა.. გურო და გიკო.
-ვა ვა ვა რა კაცი.. გაისმა გუროს ბოხი ხმა და ნიკას გადაეხვია..
-გამოიწიე მეც ვნახო ტო.. ეე ბიჭო წვერი ისევ არ გაქვს შეენ ?.. ხელი აიქნია გიკომ და გაბრაზებულ ნიკას გვერდი აუარა.. -ომაარ მოვედი ბიჭოო .. დაიყვირა კარებიდანვე და მისაღებში შევიდა.. დივანზე მჯდარი გოგონას დანახვისას უკან გაბრუნდა, კარებში მდგარ სარკეში თმები გაისწორა და მისაღებში ნელი ნაბიჯებით შევიდა.. გუროს უკვე მოესწრო ნიდას გაცნობა და მის გვერდით მდგარ სკამზე მოკალათებულიყო.
-ოოოოოჰ კრასავიცა..ამოთქვა გიკომ.. გოგონას ხელი აიღო და ტუჩებთან მიიტანა.. ნაზად ეამბორა და თვალი ჩაუკრა.. -მე გიკო ვარ.. თავმომწონედ თქვა და ნიკა გვერდით გააჩოჩა ნიდას გვერდით, რომ დაეკავებინა ადგილი..
-ეეეე ჩემი ძმა.. მოთმინების ფიალა აევსო ნიკოლოზს.. -ჩემთანაა ეს გოგო.. ხელი მოკიდა ნიდას და თავის გვერდით გადასვა..
-ხტფუი.. სინანულით გადახედა მომღიმარ გოგოს.. - ეს უწვერო რამ მოგაწონა ტო? გიკომ ნიდას გახედა.. გოგომ სიცილი ვერ შეიკავა და აფხუკუნდა..
-ეხლა ამას თავს გაუტეხავ .. ამოიღრინა ნიკამ და ფეხზე წამოდგა..
-გაანებე თავი ხოიცი ნერვებზე თამაშობს.. დაამშვიდა გურომ გაღიზიანებული.
-რაო რა მქვიაო ლამაზო? გადახედა გიკომ გოგონას
-ნიდა..
-გიკო ნუ შეაწუხე ეგ გოგო გამოდი აქეთ.. გურომ გიკოს გახედა
-მოიცა რა.. ხელი აიქნია გიკომ. -სად გაიცანით ერთმანეთი? ინტერესით იკითხა
-ერთ უნივერსიტეტში ვსწავლობთ... ამოიღრინა ნიკამ..
-მერე?
-მერე ბიზნესი ხო ჩამჩა პირველ კურსზე? ხო და ავირჩიე ეხლა ხელახლა, რომ გამევლო ჩარჩენილი.. ნიდა პირველ კურსზე არის და სავალდებულოში აირჩია თან ჩემს ჯგუფში მოხვდა ..
-მერე? აზარტში შევიდა გიკო
-რაღა მერე? გაღიზიანდა ნიკა..
-ფუ რა უჟმური ძმა გყავს ტო.. გახედა მომცინარ ომიკოს...
-თუ გინდა წავიდეთ? ჩუმად გადაჩურჩულა ნიკამ ნიდას..
-არა ვიყოთ.. გაუღიმა გოგონამ ბიჭს..
გიკო ანეგდოტებს ყვებოდა, რაზეც სიცილით იხოცებოდნენ.. გურო კომენტარს უკეთებდა გიკოს მოყოლილ ანეგდოტს. ნიდა გულიანად კისკისებდა გუროს და გიკოს კამათზე.. ომიკო მშვიდად უყურებდა გაღიმებულ ძმას ,რომელიც გოგონას მიშტერებოდა..



№1  offline წევრი Kukrali

ნუ მომწონს და რა გავაკეთო რაა :დ მაგარი გოგო ხარ რა და არ დააგვიანო ;-)

 


№2  offline წევრი tatiachelo

მიხარია, რომ მოგწონს ))) იმედია შემდეგი თავებიც მოგეწონება და არ მოგბეზრდება ამ დაუსრულებელი ისტორიის კითხვა :D ვეცდები რომ არ დავაგვიანო ) მადლობას გიხდით ვინც კითხულობთ ან თვალს ავლებთ მაინც :D

 


№3  offline წევრი anuki15

მომწონს ძალიან <3 ველოდები ნიდას აქტიურობას და იმას რომ ნიკა მოეწონოს და აღიაროს :დდდ <3

 


№4 სტუმარი Guest Londa dm

თავიდან ლუკა (გეგა) რომ იყო მეგონა მათზე წერდი . არადა თავიდან ნიდას ეგ ბიჭი მოსწონდა მთელი ოთხი საათი მ მაგას ეძებდა ფეისზე და მერე რატო შეიცვალა აზრი ვერ ვხვდები. ხოო ლუკასა და იოზე ვაფრენ

 


№5  offline წევრი tatiachelo

Guest Londa dm
თავიდან ლუკა (გეგა) რომ იყო მეგონა მათზე წერდი . არადა თავიდან ნიდას ეგ ბიჭი მოსწონდა მთელი ოთხი საათი მ მაგას ეძებდა ფეისზე და მერე რატო შეიცვალა აზრი ვერ ვხვდები. ხოო ლუკასა და იოზე ვაფრენ

თავიდან მეც მათზე ვაპირებდი დაწერას, მაგრამ მოწონება შეიძლება არ გაგძელდესხოლმე, ამიტომ ასე შევცვალე "სცენრიც". თან ეგ ეპიზოდი ჩემ თავზე მაქვს გამოცდილი და მაგ ლუკას სახელის ხსენებაც არ მინდა :D :D

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent