16.20.18
პროლოგი: თავიდან, ვცდილობდი ამეხსნა რა იყო სიყვარული. იმდენად ხშირად ვფიქრობდი ამაზე და იმდენად ხშირად ვიმეორებდი ამ სიტყვას, თითქოს ძველი ელფერი დაკარგა ჩემთვის. აი როგორც რაიმე სიტყვას იმეორებ ხშირად და მოგვიანებით ძალიან უაზროდ გეჩვენება. სწორედ ასე ვიყავი. ადრე რომ გეკითხათ სიყვარულის შესახებ რას ვფიქრობდი, თვალები გამინათდებოდა, გამეღიმებოდა, თვალწინ ათასი მოგონება ჩამივლიდა და პასუხსაც თავად წაიკითხავდით ჩემს სახეზე, გაღიმებულ ტუჩებსა და უსაზღვრო წაბლისფერ თვალებში. ეს იმიტომ რომ მეგობრებს წარმოვიდგენდი. ახლა რომ მკითხო იგივე ალბათ ისევ ისეთი სინათლე და სიკაშკაშე აღარ დამიდგება თვალწინ. წარმომიდგება მისი სახე, თითები, კვლავ გავიგონებ მის არსაიდან წამოსულ ხმას და თვალთახედვა შეიძლება ცრემლებმაც კი დამიბინდოს. მაგრამ თუ მომავალში მკითხავთ რა არის სიყვარული და როგორ წარმომიდგენია, ალბათ გეტყვით, რომ ყველასთვის სვადასხვაა. ჩემთვის სიყვარული მისი გაურკვეველი ფერის თვალებია, ვიღაცისთვის შეიძლება ხმა, სიცილი, ტუჩები ან უბრალოდ "ის", ვიღაცისთვის კი შეიძლება საერთოდ არ არსებობდეს სიყვარული. სიყვარულს ვერ განსაზღვრავ, ვერ ჩასვამ ჩარჩოში, ვერ დაუწესებ საზღვარს, ვერ გადაწყვეტ რა უნდა გიყვარდეს და რა არა. თუ შეგიყვარდა გეყვარება, თუნდაც ეს გტკენდეს.სიყვარული ხომ თავად კლავს მის მასაზრდოებელს- სიცოცხლეს. * ჩვეულებრივი ვიყავი, ჩვეულებრვ ქალაქში ვცხოვრობდი, ჩვეულებრივ ადამიანებთან ერთად თუმცა ჩემი მეგობრები ხდიდნენ მას არაჩვეულებრივს. მახსოვს 15 თებერვალი იყო საცხოვრებელს ვიცვლითო დედამ რომ განმიცხადა მე, ცამეტი წლის პატარა გოგონას. არაფერი მითქვამს, ან რა უნდა მეთქვა? ვიცოდი მისთვის ასე იქნებოდა უკეთესი. მე და დედა თბილისში, ბახტრიონზე დავსახლდით, წარსულსა და ბათუმში დავტოვე ლოთი მამა და დავიწყე ახალი ცხოვრება. ყველაფერი მეუცხოვებოდა, არაფერი იყო ჩემი. დედა კი მალევე დამკვიდრდა აქ, თითქოს უზარმაზარი გახდა და მთელი ქალაქი დაიკავა. პირველად გარეთ რომ გამოვედი 20 თებერვალი იყო. თოვდა და მარტო მივუყვებოდი გზას. პატარა ქერა გოგონა დავინახე ჩემს კორპუსთან და შევეცადე არ შეემჩნია, რომ ახალი ვიყავი. პატაარათქო ახლა ვამბობ თორე ჩემზე ორი წლით დიდი იყო. ანასტასია კირვალიძე. თავიდან უბრალო გოგონა იყო ბახტრიონიდან, შემდეგ ჩემი მეზობელი ანასტასია, მეგობარი ანასტასია და საბოლოოდ ჩემი ანასტასია! მან გამაცნო ბახტრიონი, თბილისი, მთელი ქალაქი მომატარა. თბილისი აღარ იყო ჩემთვის უცხო, გავშინაურდით ერთმანეთისთვის. მეტიც, მის გარეშე უკვე აღარ შემეძლო. ანასტასიას მოყვა კოსტა სანიკიძე, რეზი ჯიქია, ლუკა ზარქუა, ქეთი და ნიუშკი აბესაძეები და მე, ლილე არჩვაძე. შეუძლებელი იყო ყველაფერი კარგად წასულიყო, „ეს ხომ თბილისია, დრამების ქალაქი.“ სამი წლის შემდეგ: -არჩვაძეეე -მესმის ვიღაცის განწირული ხმა... ფანჯარას გიჟივით მივვარდი და ვიღაც გოგოზე ჩამოკიდებულ ჯიქიას მოვკარი თვალი. -ჩამოდი გოგო მიხსენი ამ ქაჯისგან.-"ქაჯისგან" საკადრისი პასუხიც მიიღო და გოგონადან ხეზე გადაინაცვლა. ჩემთვის ჩამეცინა და მთვრალი რეზიკო სახლში ამოვიყვანე. დივანზე ეძინა. დანარჩენებიც რომ მოვიდნენ იკადრა თვალების გახელა. იმ დღესაც საკმაოდ გავერთეთ როგორც ყოველთვის და გართობამ კულმინაციას ლუკას სიტყვების დროს მიაღწია: -ხალხობავ ჩაბარგდით, ორ დღეში ბათუმში მივდივართ.- თვალწინ ბავშვობამ ჩამირბინა. შემდეგ ბათუმი წარმოვიდგინე ამათთან ერთად და ბედნიერებისგან გავიბადრე.ორი დღე საუკუნედ გაიწელა. ისე მინდოდა ბათუმში წასვლა როგორც არასდროს. თითქოს იქ განძი მელოდებოდა. ერთდროულად ძალიან კარგი შეგრძნება მქონდა და თან ძალიან ცუდი. * ბინა ვიქირავეთ და დავსახლდით. ყოველი დღე სხვადასხვანაირად მიდიოდა. ყოველ დღე რაღაც ახალს ვიგონებდით გასახალისებლად. ასე ამოვყავით 16 ივლისს თხილნარში თავი. საოცრად ლამაზი მეჩვენა ეს ადგილი, საკმაოდ გადატვირთული იყო თუმცა ვის ადარდებდა? ხეებში გავშალეთ პატარა სუფრა და დალევა დავიწყეთ. პირველი ჭიქა... ცუდი გემო აქვს. მეორე... დამცხა წყალში მინდა... მეხუთე... -არჩვაძე საით გაგიწევია? -იმ კლდიდან უნდა გადმოვხტე! -ზარქუა და ჯიქია ამედევნა აბა მარტო გაგიშვებთო? კლდეზე დავდექი და გადავხედე არცთუ ისე შორი მანძილით დაშორებულ, დაგუბებულ, მდინარის წყალს. შემეშინდა და სიცილი ავტეხე. უკვე წყალში მეორედ გადამხტარი ჯიქია მემუქრებოდა გადმოხტი თორემ ამოვალ და თმით ჩამოგათრევო. ყველა მე მელოდებოდა, მართლა ეგონათ გადავხტებოდი... ათას მზერაში ერთი განსაკუთრებულის პატრონი მომიახლოვდა და ხელი გამომიწოდა. მის ხელს დავხედე, მერე თავად ბიჭი ავათვალიერე. გრძელი შეკრული თმით, ლურჯი შორტით და უზარმაზარი გვირგვინის ტატუთი მხარზე, ლამაზი სახის ნაკვთები, კურნოსა ცხვირი და გაურკვეველი მომწვანო-მოყავისფრო ფერის თვალები. ხელი მეც გავუწოდე და ნახევარ წუთში მასზე აკრობილი ვიყავი წყალში. შემცივდა, კანკალმა ამიტანა. ხელები ძლიერად მომხვია და ნაპირისკენ მიბიძგა. -ასე თუ გეშინოდა საერთოდ რატომ ახვედი? - ორი წლის ბავშვივით დამტუქსა. -უკაცრავად? -თუ გეშინოდა რატო ახვედი? -არ მეშინოდა მეზარებოდა. -აბა რა გაკანკალებდა? -შემცივდა. -გავუღიმე, წამოვდექი და კურტუმოს ქნევით წავედი კოსტიკოსკენ და ზურგზე შევახტი. -ლილე! - გავიგონე მისი მკაცრი ხმა. -ხვალ კოტიკო ხვალ რა...- კვლავ გავაგრძელეთ დალევა. საკმაოდ ვგრძნობდი სიმთვრალეს ჩემს წინ მიმავალი ტატუიანი, რომ შევნიშნე. -ეი ტატუიანო -დაბნეული მზერით გამომხედა მან... -ლილე არჩვაძე. -ვიცი პატარავ, ვიცი.. .-გამიკვირდა ასეთი პასუხი მაგრამ მქონდა შეპასუხების თავი? ის დღე როგორ დასრულდა, როგორ ჩავედით ბათუმში და როგორ მოვეწყვეთ სახლში მართლა აღარ მახსოვდა... 18 ივლისი: -დაგამატა გოგო ტატუაინმა?-მხარე შეიცვალა და ახლა ზურგი შეუშვირა ისედაც გაშავებულმა ანასტასიამ მზეს. -აბა შეხედე სახე ჩამოსტირის, დაამატებდა ვითომ? -სიცილით უპასუხა ნიუშკიმ. -შემეშვით რა ეგ საერთოდ არ მახსოვდა.-ბუზღუნით ვთქვი და თავი ქეთის მივადე. 19 ივლისი: -ანასტასია წყალი გადამსახი მალეეეე -რა ხდება? -ვიღაც მწერს მობილურზე თხილნარში გნახეოო და ლურჯი შორტი მეცვაოო. -ტატუზე კითხე გოგო... მივწერე: -"ტატუიანი ხარ?" -"მაგის ძმაკაცი. გუკამ მომცა შენი ნომერი." -"გუკა?" -"ტატუიანი" -ანასტასიაააა გუკა ქვია ტატუიანს და მაგან მომცა შენი ნომერიოო -იცნობ ტატუიანს? -არაა -გაგიჟდება კაცი.. -"გუკა რა გვარია?" -"გვაზავა" -"კარგი მადლობა" პასუხი აღარ მოსულა. სოციალურ ქსელში მარტივად ვიპოვე და თურმე მეგობრებში მყავს ერთი წელია. უამრავი კითხვა გამიჩნდა იმ ადამიანის მიმართ,რომელსაც ჯერ წესიერად არც კი ვიცნობდი.... 20 ივლისი: "ალბათ თავი გტკივა. გუშინ სანაპიროზე შუაღამემდე სვამდით. 5ზე შენი სახლის მოპირდაპირე ქუჩაზე რომ მწვანე აივნიანი სახლია რო აშტერდები ხოლმე იქ გელოდები." "გუკა ვარ"- სწრაფად მოჰყვა მეორე მესიჯიც. თვალები შუბლზე ამივიდა. 5ს თხუთმეტი აკლდა, სწრაფად წამოვხტი, აბესაძეებს გადავახტი და ოთახში გიჟივით შევვარდი, დავაიგნორე რომ ანასტასიას გვერდით, ჩემს ადგილას რეზიკო იწვა და ანასტასიას მკერდზეც მშვენივად ჰქონდა თავი მოკალათებული, ამას მერე მივხედავთქო გავიფიქრე და ჩაცმას შევუდექი. თმა სწრაფად შევიკარი ტელეფონი ავიღე და სახლიდან გამოვედი. მართლა იქ მელოდებოდა... გული ამიკანკალდა. აღარ ვიცოდი რა მექნა. უკან გაბრუნება მინდოდა, მაგრამ უკვე გვიანი იყო. მივუახლოვდი. -გამარჯობა ლილე -გამარჯობა გუკა -ოჰ ჩემი სახელი საიდან? -შენი ძმაკაცისგან -უიმე მაგას ჰო ენაზე კბილის დაჭერა ვერ ვასწავლე. -ამიხსნი რა ხდება? -რაზე მეკითხები? -facebookზე მეგობრებში მყავხარ, შენ მიცნობ მე არა... -მე რამდენი წელია გიცნობ... -ანუ? -ჯერ აადრეა რაა სხვა დროს იყოს ეგ ლაპარაკი კარგი? -აუცილებლად მომიყვები! -მოვა დრო და მოგიყვები! -მპირდები? -გპირდები. გავიაროთ რა დრო თუ გაქვს... -კარგი ** საოცრად კარგი მსმენელი იყო და ასევე მოსაუბრე. უმოკლეს დროში დავიახლოვე, ჩემიანად მივიღე და რა თქმა უნდა ვაცნობიერებდი რომ მეგობარი არ იყო. სხვა იყო როცა ვუყურებდი ჯიქიას, ან თუნდაც ზარქუას, მაგრამ გვაზავა? რაღაც არაამქვეყნიური იყო, თანაც ეს მოხდა ერთ დღეში, მხოლოდ რამდენიმე საათში. გუკამ შეძლო ის რაც ვერასდროს ვერავინ. საკუთარ თავზე მეტად შემაყვარა ვიღაც ტატუიანი გუკა გვაზავა. არ მინდოდა ბათუმიდან წამოსვლა. მეშინოდა მანძილის. მეშინოდა რომ მანძილი გაგვტეხდა, დაგვამსხვრევდა და ჯერ კიდევ დაფარულ სიყვარულს ზღვაში მოისვრიდა. **** 31 ივლისი: ბავშვებს ვაცილებდით.... სიცილით ჩავეხუტე ანასტასიას და ნიუშკის მივუბრუნდი. მაინც გავიგე თვალების ბრიალით, რომ უთხრა გუკას ანასტასიამ გოგოს მიმიხედეო... ჩემთვის ჩამეცინა... საღამოს მამაჩემის კორპუსთან ვიდექი და ვფიქრობდი ავსულიყავი თუ არა. მეშინოდა თითქოს მისი ნახვის. მეშინოდა რომ ისევ ისეთი დამხვდებოდა. გუკამ ჩანთები ამატანინა, მსუბუქად მაკოცა ლოყაზე და დამემშვიდობა. რამდენიმე წამი გაშტერებული ვიდექი, თავი გავაქნიე და კარის სახელური ძლიერად ჩამოვწიე. ღია იყო, ეს ჩვევა არ მოუშლია. სათითაოდ მოვიარე თითოეული ოთახი. ცრემლები დაუკითხავად გამოჩნდნენ სახეზე. სამზარეულოს მივუახლოვდი და მაგიდაზე მიძინებულ მამას შევავლე თვალი. -ზურა...- თვალები დაბნეულად გაახილა და მომაშტერდა. -უკაცრავად? -მამი... -ლილე? -როგორ ხარ? კიდევ სვამ? -არა რას ამბობ. წლებია უკვე დავანებე. შენ როგორ ხარ? მარიამი როგორაა? არ ჰყავს ახალი ვინმე? -არა არავინ. შენ? -არა შვილო აბა ჩემნაირთან ვინ მოვიდოდა... ღმერთო როგორ მენატრებოდი მოდი აქ. დიდხანს ვისაუბრე მამასთან.არ იყო ისეთი როგორიც მახსოვდა. უკეთესი იყო. თვალები დარდისგან შეცვლილი ჰქონდა და ჭაღარა საკმაოდ ჰქონდა გამჯდარი თმაში. სახლი დავულაგე, საჭმელი გავუკეთე და ერთად დავსხედით ტელევიზორთან. ძალიან გაუხარდა ჩემს ოთახში ამოლაგებული ბარგი რომ დაინახა. სანამ სწავლა არ დაიწყება არ გიშვებო მახარა და განვაგრძეთ ფილმის ყურება. მასზე ჩახუტებულს ჩამეძინა და 11 საათისთვის გუკას ზარმა გამაღვიძა. -როგორ ხარ ლილე? -კარგად გუკა... შენ? -მეც. კარგად ჩაიარა მამასთან შეხვედრამ? -კი იმაზე მეტად ვიდრე ველოდი. ძალიან მენატრებოდა. -მე კი შენ მენატრები პატარავ. ჩამოდი დაბლა რა, სადაბაზოსთან ვარ. -ახლავე გუკა აქამდე გეთქვა აქ რო იყავი. -ჰო მე და ალექსი უაზროდ ვიყავით და წამო ლილეს გაგაცნობთქო -ჩავიცმევ. *** ასე მაცნობდა ყოველ ღამე მის ძმაკაცებს ან უბრალოდ მეგობრებს ან ნათესავებს... *** 13 აგვისტო: -ლილე ვიღაც უნდა გაგაცნო დღეს ძალიან მნიშვნელოვანია... -ვინ არის ასეთი? -ჩემი უმცროსი ძმა. შენი ტოლია. დაბადების დღე აქვს და უნდა გვესტუმრო. -შანსი არ გაქვს -რატო ვითომ? -დედაშენს და მამაშენს ვერ გაიცნობ მე ჯერ არ ვარ მზად. -აუუ არ არიან კაცო ეგენი საქართველოში. -კარგი მაშინ. რომელზე გამომივლი? -9ისკენ -კარგი -მიდი ჭკუით, გკოცნი. -შენც და მეც -ჩვენც -ჩვენ.. ჩვენ კიარა ანუ შენც ჭკუით იყავითქო და მე გაკოცეთქო...-დაბნეულად ამიკანკალდა ხმა. -ვიცი პატარავ ვიციიი-ჩაეცინა მას...-დაწყნარდი. მიდი გაემზადე -ოხ გუკააა შემომაკვდებიიი *** -ლეგენდარული ლილე არჩვაძე. დიდი პატივია თქვენი გაცნობა, რომ იცოდე რამდენი მსმენია თქვენზე...-სიცილით მომმართა თორნიკემ. თორნიკე საოცრება იყო. უსაზღვროდ საყვარელი, თბილი, მხიარული, ხანდახან საოცრად სერიოზული... *** 16 აგვისტო მთლიანად სველი ვარ და ასევე გაწუწულ გუკას მივსდევ. ხალხი გაშტერებული გვიყურებს მაგრამ ნაკლებად მადარდებს. ზღვის ხმა თითქოს მამხნევებს... ის სირბილს ანელებს და მეც ვეწევი მას... მოულოდნელად ტრიალდება და ხელებს შლის, მეც მის მკლავებში გახვეული აღმოვჩნდი.ისე მპარავს პირველ კოცნას თითქოს არაფერი. ვინ იქნებოდა პირველი კოცნის იდეალური კანდიდატი თუ არა გუკა? ხელს სახეზე მადებს. ფეხებს ვეღარ ვგრძნობ. მეორე ხელს თმაში მიცურებს... ხალხის ხმა უკვე აღარ მესმის. მთელს სამყაროში ატომური ბომბი აფეთქდა, ყველა ოკეანე, ზღვა, ტბა, მდინარე ადიდდა, ყველა მყინვარიდან იწყო თოვლმა ლღობა და ეს ყველაფერი ვიგრძენი მე. თითქოს მოულოდნელად ვიღაცამ კოსმოსში გაშვებულ სატელიტზე შემომსვა. სიმძიმე დავკარგე, მეგონა გავფრინდებოდი. ვცდილობ მისი სურნელი სამუდამოდ დავიმახსოვრო. კოცნაში ძლიერად ვყვები... *** დღეები იდალურად ბედნიერად გადიოდა. ათასი მიზანი, ოცნება და ათასნაირ ფერად შეღებილი მომავალი დავხატეთ მე და გუკამ. *** 18 აგვისტო: მის მანქანაში ვზივარ და ხარბად ვისუნთქვ გუკას სუნით გაჯერებულ ჰაერს. წამიერად ვფიქრობ რა იქნება თბილისში... ტელეფონზე ვიღაც "ნატაშკა" ურეკავს და გუკა უთიშავს. რამდენჯერმე მეორდება. -უპასუხებ თუ არა? -არ მაქვს რა მაგისი თავი. -ვინ არის? -არ იცნობ შენ -მაგას მივხვდი რო არ ვიცნობ-მანქანას სიჩუმე იპყრობს.-ჯერ აქ ვარ და ისე გყავს სხვები, იქ რო წავალ საერთოდ დამიკიდებ.-პანიკა მეწყება და ხელებს გაუჩერებლად ვურტყამ.-არც კი მოგენატრები. ყველაფერი ტყუილი იყო. ან რა იყო ტყუილი რაც არ გითქვამს? ჩემი ბრალია ყველაფერი.-ცრემლები მოვიწმინდე და მანქანიდან გადმოვედი. არც კი გამომყვა. სახლის გზას დავადექი.... *** 18 აგვისტო,10 საათი: -მამი კარებს გავაღებ... ბუნდოვნად მომესმა მამაჩემის ხმა... ვიღაცას გულმოდგინედ ესაუბრებოდა.. ჩემმა სახელმაც გაიჟღერა და წამებში ჩემს ოთახში ნაცნობი სურნელი დატრიალდა. თავი ბალიშიდან არც ამიწევია. შემდეგი ცრემლი მოვიწმინდე რომელიც ცხირზე მქონდა ჩამოკიდული და თვალები დავხუჭე. ნაზად შემეხო მისი თითები სახეზე. მოულოდნელად ამიტაცა ხელში და კარისკენ წავიდა. -შენ სულ გაუტიე? დამსვი იდიოტო რას იფიქრებს ზურა... -ზურა ძია წავიყვან ლილეს ცოტახნით რა.. -კარგი შვილო. წარმატებები-სიცილით ჩაუკრა გუკას თვალი, ამანაც თავი დაუქნია და მანქანაში ჩამტენა. გაბრაზებული ვიჯექი და ხმას არ ვიღებდი. ისევ ხელით ამიყვანა თავის სახლში და ოთახში შევედით. -მოკლედ... 16 წლის რომ ვიყავი თბილისში ვიღაც ქერა გოგო და შავგვრემანი ვნახე. რაღაცაზე გულმოდგინედ იცინოდნენ. საოცრად მოვიხიბლე შავგვრემანის ცისფერი თვალებით. შეპყრობილიც კი გავხდი.... მერე მამაშენთან დავიწყე მუშაობა. ზაფხულობით ვეხმარებოდი მაღაზიაში. ერთდღესაც წამოსცდა, რომ გოგონა ყავდა.. ლილე. რატომღაც ძალიან მომინდა ზურას შვილის ნახვა და სოციალურ ქსელშიც მარტივად გიპოვე. როგორ გავდი ჩემს შავგვრემან გოგოს... გავდი კიარა ის იყავი. ჯერ კიდევ 2 წლის წინ მოვიხიბლე შენით როცა არც კი გიცნობდი. თან საოცრად პატარა და ლაღი იყავი. 14 წლის იქნებოდი. შარშან მეგობრებშიც დაგამატე თუმცა შენგან ოდნავი ინტერესიც კი არ წამოსულა. თხილნარში ვერც კი წარმოიდგენ რა დამემართა. ამდენი წლის მერე ისევ რომ გნახე და ისევ გიყურებდი როგორ იცინოდი ისევ ისე, ლაღად... ორი წლის წინ შემიყვარდი ლილე არჩვაძე! ორი წლის წინ! თანაც როგორ შემიყვარდი იცი? არ იცი. ვერც გაიგებ და ვერც ვერასდროს მიხვდები სანამ შენც არ შემიყვარებ ასე. -ბედნიერებისგან რა მექნა არ ვიცოდი. ცრემლები ისევ არ მანაბებდნენ თავს. თითები ლოყებზე შემახო და ცრემლები შემიშრო. -რა იცი რო უკვე არ მიყვარხარ... *** 31 აგვისტო: -ლილეე ნერვებს ნუ მიშლი ხო იცი რომ მე უფრო მეტად მიყვარხარ? -არ ვიცი. იმიტომ რომ მე საოცრად მიყვარხარ -მე სიგიჟემდე -მე გაფრენამდე -მე უსაზღვროდ -მე უსასრულოდ -მე შეუცვლელად, გადაუჩვევლად ,დაუვიწყებლად და გადაუყვარებლად. მოვიგე მე უფრო მიყვარხარ. -და გამარჯვებულს რა? -არჩვაძის ძალიან მაგარი კოცნა... და სწრაფად მოუახლოვდა ჩემს ტუჩებს. არ ვიცი ამაზე მეტად რა უნდა მომწონებოდა, რა უნდა შემყვარებოდა. არაფერი. ვეღარაფერი. ვეღარავინ შეცვლიდა გუკა გვაზავას. ბოლო დღე იყო ბათუმში ყოფნის. 1 სექტემბერს თბილისში ჩამოვედი. 7სექტემბერი: -აბა გუკა როდის ჩამოდის? -არ ვიცი. -არ გენატრება?-ინტერესიანი თვალები მომაპყრო ქერამ. -ყველაზე მეტად. -ანასტასიას მისი კუთვნილი ყავა მივაწოდე, ფილმის ყურება დავიწყე. გუკას მესიჯიც სწრაფად მომივიდა:"რას შვრება ჩემი ქალბატონი?" **** დღეები გადიოდა. რაღაც თითქოს იკარგებოდა ჩვენში. ყოველ ღამე ცრემლებით ვიძინებდი. სიზმარში ჩემთან იყო და როგორ მინდოდა რეალობა ყოფილიყო. "ჩვენ" თითქოს აღარ არსებობდა. უინტერესო გახდა ჩვენი ღამის საუბრები. რაღაც დააკლდა თითოეულ ზარს, მესიჯს და მოკლედ ყელაფერი შეიცვალა.მარტო დავრჩი. ყველას სწავლა დაეწყო. უნივერსიტეტებში გადანაწილდნენ. 16 სექტემბერი: ოთახი ცარიელია, არამარტო ოთახი სიცარიელე და სიჩუმეა მთელს სახლში,ქალაქში, სამყაროში გამეფებული. დილას არც ნაგვის გადამტანი მანქანა მაღვიძებს,არც მეზობლის ჩხუბის ხმა,არც რაიმე ტექნიკის გაუთავებელი მუშაობის ხმა ისმის სახლში. ყველაფერი მეუცნაურება იმიტომ,რომ უცნაურია. როცა ხმაური იყო ამ სახლში და გატენილი იყო ვვოცნებობდი ოღონდ მუნჯი სახლი მქონოდა, ახლა კიდევ სულ ცარიელია,მუნჯიცაა და ყრუც და რატომღაც ეს არ მომწონს. ოთახის თითოეულ ადგილს სიჩუმე დაესაკუთრა, იმდენად აქვს მას აქ ფესვები გადგმული რომ უზარმაზარი ბუზის მინიმალური ხმის ვიბრაციაც კი ჩემს გონებას საშინლდ აღიზიანბს. კვლავ საიდანღაც გაიელვა სახელმა გუკამ გონებაში. ეს დილა ძალიან ცუდად დაიწყო. დედაც არ იყო შინ. რაღაც ძალიან ცუდი უნდა მომხდარიყო, ვგრძნობდი. **** შუაღამის 5საათი, ტელეფონის გაუჩერებელი ხმა მაღვიძებს. -გისმენ გუკა, მშვიდობაა? -მთელი დღე არ მოგიწერია. -არც შენ -რა გემართება ლილე?-არც მე ვიცოდი რა მემართებოდა.უბრალოდ ყურადღებას აღარავის მიმართ გამოვხატავდი-ჩვენი ურთიერთობა ჩვეულებრივ საზაფხულო რომანს დაამსგავსე. ყოჩაღ. კარგი გოგო ხარ. იქამდე დანებდი ვიდრე წაიქცეოდი. -მეშინია გუკა...მეშინია, რომ მანძილი გაგვტეხს. -ჰო შენ უკვე გაგტეხა. -ზარი გაწყდა. დამტოვა გუკამ. ერთადერთმა სიყვარულმა რლმელიც ცხოვრებაში მეწვია. 10 ოქტომბერი: ჩვეებრივ ვაგრძელებდი ცხოვრებას. თითქოს არც კი მაინტერესებდა გუკა, თუმცა ყოველდღე ვათვალიერებდი მის სოციალურ ქსელს. -გოგონავ შენ არ სვამ? -არა ქეთუს რა... -ზაფხულის მერე არ დაგილევია. -ჰო სიმთვრალეში წამოსულ ემოციებს გავურბივარ. -ჰო იცი რო მოგიწევს არა? -ჯერ არ მინდა მაინც...-ქურთუკი მოვიცვი და ჩუმად დავტოვე კოსტას სახლი. 13 ნოემბერი: შემართებით წამოვდექი, ზედმეტადაც კი გამოვიპანჭე და გოგონებს კაფეში შევხვდი. დაბადების დღის გეგმებს ვაწყობდით და დაგვაღამდა. ისევ კოსტას სახლი ავირჩიეთ და დალევა გადავწყვიტეთ. როგორ მეგონა რომ მომილოცავდა. წამით მაინც არ გაუელვა თავში ჩემმა სახელმა? რამდენჯერ მაქვს ნათქვამი რომ ვგიჟდები 13ზე. ის ისევ არ ჩანდა. 16 სექტემბრის შემდეგ. არც ერთი მესიჯი. არც ერთი ზარი. ვერც კი წარმოიდგენდა როგორ მანადგურებდა. ყველაზე მეტად გული იმაზე მწყდება რომ არაფრის გამო. უმიზეზოდ. წამებში. რამდენიმე არ დარეკვით, რამდენიმე არ მიწერით. რამდნეიმე სიტყვით ყველაფერი დამთავრდა და ჩემი ბრალი იყო ეს. შუაღამის 3 საათი. უკვე სიმთვრალისგან თავი მისკდება. მონატრება მაგიჟებს და სურვილი აქ იყოს. არც მეხებოდეს, უბრალოდ აქ იყოს. ვუყურებდე. ვხედავდე როგორ იცინის. ვგრძნობდე მის სურნელს. მეტი არაფერი მინდა. "1 წელი სახეზე აკრული ღიმილით ვივლი, ოღონდ სულ ერთ წამს გამოჩნდეს". 20 დეკემბერი: ორი დღის წინ გაუჩერებლად თოვდა. მერე თოვლსაც მოვბეზრდით დაიღალა და გაჩერდა. ახლა ფანჯრიდან რომ გაიხედავ ერთ-ორ მოფარფატე ფიფქს თუ შეამჩნევთ მხოლოდ. ასეა, ყველაფერი გვებზდება, ყველაფრით ვიღლებით და ყველაფერს ვასრულებთ. წერტილს ვუსვამთ და იმედი გვაქვს კიდევ მივუწერთ ორს... მიყვარს მიყვარს! ყოველ წუთას გული მის არსებობას მახსენებს. წარმოვიდგენ რომ ის იქ არის სადღაც, სუნთქავს, იცინის, ფიქრობს, ლაპარაკობს და ალბათ არც კი იცის რომ ჩემი ყოველი ფიქრი მას ეკუთვნის, ყოველი სიტყვა მასზეა, გულიც კი მისთვის ფეთქავს. რომ იცოდეს.... მოვიდოდა? ისევ ისე შემომხედავდა? ისევ გადამიშლიდნენ მისი თვალები უსაზღვრო გრძნობებს? მერე ასეც ხდება... სადღაც შორიდან მისი წარმოთქმული ჩემი სახელი მესმის. მისი მელოდიური სიცილი ჩამესმის... მიახლოვდება, მეხება, თვალებში მიყურებს და... თვალებს ვახელ. რეალობა ისევ მტკენს. 31 დეკემბერი: ლუკას სახლში ვართ ყველანი. 10 9 8 7 6 5 4 3 2 1 გილოცავთ ახალ წელს! ანასტასია და რეზი ძლიერად ეხუტებიან ერთმანეთს! ვინ წარმოიდგენდა? რეზი ჯიქია და ანასტასია კირვალიძე. ნამდვილად ვერავინ წარმოიდენდა, მაგრამ რას გაუგებ სიყვარულს? რა თქმა უნდა დალევას ვიწყებთ. ყველაზე მაგარი იცით რა არის? რამდენიმე ჭიქა რომ მწარე გეჩვენება. მერე უკვე აღარ გაინტერესებს არც არაყის გემო და არც არაფერი. სხეული გიბუჟდება, ხელს ძლიერად იჭერ ფეხზე და ვერაფერს გრძნობ. მერე აკეთებ იმას რაც გინდა, იმას რისი გამბედაობაც ალბათ არ გეყოფოდა სიფხიზლეში. *** დილის 5საათია, ეზოში ვზივარ და რა თქმა უნდა გუკაზე ვფიქრობ. ტელეფონი ავიღე და დავრეკე. არ მიპასუხა თუმცა რამდნეიმე წამში თავად დარეკა. -იცი გუკა? ჩემს ცხოვრებაში ყველაფერი იდეალურად იყო, მერე შენ გამოჩნდი და თავზე გადამამსხვრიე იდეალიზმი. -ჰო? მე მეგონა იდეალიზმი მე მოგანიჭე. -შენ იდეალური გრძნობა მაჩუქე რომელიც მალევე შეცვალა უსასტიკესმა. -ტელეფონი გავუთიშე. და სად წავიდა ჩვენი ოცნებები? შეუძლებელია ვერ დაიკარგებოდნენ ასე ადვილად! გახსოვს რამდენი ოცნება გვქონდა? ვერ დაივიწყებ! არა! არ შეგიძლია, ასე მარტივად ვერ დავიშლებით. ყველაფერი მორჩა? ყველაფერი.... როგორი სიტყვაა, თითქოს არაფერი და რამდენ რამეს იტევს... არ შემიძლია! არა! არა! ყვირილი მინდა. ვერ დაგივიწყებ! და ჩვენ ადგილასაც სხვა წყვილი იქნება? "ჩვენ" ასე მარტივად აღარ იქნება? რამდენ მოგონებას იტევ შენ ერთი... წინასწარ ვერ ვიტან ქუჩებს სადაც აღარ შემხვდები. მტკივა შენი არ ყოფნა. ნეტავ რას გრძნობ? რომ იცოდე არ თქმული სიტყვები როგორ მტკივა. რომ ვთამაშობდით ვის უფრო უყვარდა სულ შენ იგებდი, მაგრამ დამიჯერე მე უფრო... მე უფრო! იცი? ჩემი ტუჩები მიყვარს, რომელსაც შენ კოცნიდი. ჩემი თითები მიყვარს, რომელსაც შენს სახეზე დავატარებდი. ჩემი თმა მიყვარს, რადგან შენ ეფერებოდი. სხეულიც მხოლოდ იმიტომ მომწონს, რომ შენ ეხბოდი და დაატარებდი უმისამართოდ ხელებს მსზე. საკუთარი თავი მხოლოდ იმიტომ მიყვარს,რომ შენ გიყვარდა ის ერთდროს. შენ. შენ. შენ. ყველგან შენ ხარ! 2 იანვარი: დილის 11 საათი: თავი გაყინულ შუშაზე მაქვს მიდებული. წინ მჯდომ ანასტასიას და რეზის ვუყურებ, შემდეგ თვალს ისევ ჰორიზონტისკენ ვაპარებ. მეძინება. თუმცა მალე მაღვიძებს ანასტასია ჩამოვედითო. მანქანიდან გადმოვდივარ და ზღვის სუნს ხაბად ვისუნთქავ. ბავშვებს დროებით ვემშვიდობები და მამასთან მივდივარ. -ზურაა სახლში ხარ? -ლილე? რატომ არ მითხარი რო მოდიოდი? -არც მე ვიცოდი! მეგობრებმა ძალით ჩამტენეს და წამომიყვანეს. -მოდი შვილო ვჭამოთ რამე. -არ მინდა მამი. გილოცავ ახალ წელს ბედნიერი მინდა რომ იყო. -მეც გილოცავ ლილე! ხო იცი ჩემი ერთადერთი იმედი ხარ! საღამოს მამა მეგობრებს გავაცანი. არ სვამდა და მალევე წავიდა სახლში. მეც გავაცილე და უკან ვბრუნდებოდი შორიდან რომ მოვკარი ნაცნობ მანქანას თვალი. შუქნიშანი წითლად განათდა და მასაც გაჩერება მოუწია. ღმერთო ახლა რა ვქნა? იქ ვერ გავივლი! გავჩერდი და... მწვანეც აინთო თუმცა ის ადგილიდან არ იძვრის. ტელეფონზე სწრაფად მომივიდა შეტყობინება: -"მთელი დღე უნდა იდგე მანდ?" ნერვები მომეშალა! გავღიზიანდი და მეც მისკენ წავედი. გზა სწრაფად გადავკვეთე. ზედაც არ შემიხედავს და სახლის გზას დავადექი. სადარბაზოში თითქოს ნიღაბი მოვიხსენი. თვალები ცრემლებით ამევსო. ხელებს გამეტებით ვურტყამდი კედელს. კიბეზე ჩამოვჯექი და დაწყნარებას ვცდილობდი ტელეფონმა რომ დამირეკა. -გისმენთ -სადარბაზოსთან ვარ. - ეს მითხრა და გამითიშა. მეც გარეთ გავედი. არაფერი უთქვამს მომიახლოვდა და გულში ჩამიკრა. -ღმერთო ლილე როგორ მენატრებოდი! -გენატრებოდი? -სწაფად მოვშორდი.- საერთოდ იცი მაგ სიტყვის მნიშვნელობა? წარმოდგენა მაინც გაქვს რა მიქენი? გამანადგურე გუკა! სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. 16 სექტემბრის მერე არც ერთი ზარი, არც ერთი შეტყობინება. არაფერი საერთოდ და მე? წარმოდგენა მაინც გაქვს რა მჭირდა? და რის გამო? აი რის გამო? ერთდღეს რომ არ დაგირეკე მაგიტომ? ყველაფერი ისე დაამთავრე თითქოს არასდროს არაფერი ყოფილიყო. გილოცავ გუკა! ყელაფერი წამართვი რაც კი მქონდა და მე ვეღარავის დავუთმობ ჩემს თავს სხვას იმიტომ, რომ "მე"ს უდიდესი ნაწილი შენ გაქვს, მომწყვიტე,მომგლიჯე ყველაფერი. ვენატრებოდი. გვიან ჰო არ მიხვდი? ანასტასია რომ არა ცოცხალიც აღარ ვიქნებოდი. ყოველ ღამეს ცრემლიანი ვეგებებოდი და მეზიზღებოდა გათენება. იმიტო რო შენი ზარი არ მაღვიძებდა. ზუსტად 5ჯერ ვიყიდე მატარებლის ბილეთი და არ წამოვედი. ზუსტად 16 ჯერ ჩამოვედი ბათუმისკენ წამოსული სამარშუტო ტაქსიდან და შენ მეუბნები რომ გენატრებოდი? არანაირად. -ბოლოჯერ შევხედე მის გაურკვეველი ფერის თვალებს და სახლში ავედი. *** შენი ერთი სიტყვა ყველაფერს ცვლიდა. შენი თვალები ასე ძალიან რომ მიყვარს აღარ მიყურებდნენ ისევ ისე. აღარ შეგვიძლია ჩვენ გავაბათ უსასრულო საუბარი. ჩვენ კი არა მე და შენ. მე და შენ. ცალ ცალკე და აღრასდროს ერთად. გეძახი, გამუდმებით შენს სახელს ვიმეორებ მაგრამ თითქოს დაყრუვდი. ყველა ის მომენტი როცა "შენსას" მეძახდი. ისეთ შეგრძნებას მიქმნიდი თითქოს მე ვიყავი მთელი შენი სამყარო. ყველა ის განსაკუთრებული მომენტი როცა შენს გვერდით ვიყავი... ყველაზე ძვირფასი რამ დამრჩა მოგონებები. მაგრამ ისინი არ მჭირდება თუ მხოლოდ "მოგონებები" იქნება რადგან არ მინდა რომ შენ წარსული იყო, არ მინდა წინა დღეში დარჩე. აღარ თქვა რომ გჭირდები რადგან შენ მიდიხარ. სულ მიდიხარ. შენ არ ჩერდები. მე ეს არ შემიძლია, მაგრამ შენ კარგად გამოგდის. 5 იანვარი: ზურასთან ვარ. ნაცნობი ხმა მესმის ეზოდან. გუკა გამწარებული ყვირის ჩემს სახელს იმიტომ რომ ზუსტად 5 ზარზე არ ვუპასუხე. მეც სწრაფად ჩავდივარ დაბლა. -რა გაღრიალებს ნორმალური ხარ? -მე კი არა შენ ნორმალური ხარ? ტელეფონი სად გიგდია -არ მინდოდა შენთან ლაპარაკი -ოჰ არ უნდოდა გოგოს. წამო მალე -არსად არ მოვ...-ლაპარაკი შემაწყვეტინა, მანქანაში შემტენა და ჩვენ ადგილას წავიდა. აი იმ დიდ აივნიან სახლთან პირველად რომ ვნახე. სწრაფად მოიწევს ჩემსკენ და სახეს მიკოცნის. *** მის ოთახში ვართ,საბან შემოხვეულნი, მას ვეკვრი და ვცდილობ სიცივისგან კანკალი შევწყვიტო. ოთახი მისი სურნელითაა სავსე. სხეულის ყველა ნაწილი მეწვის სადაც კი მეხება. გული გამალებით მიცემს და მხედველობის არეში მხოლოდ გუკა ექცევა. გუკა გვაზავა. ერთადერთი და განუმეორებელი. გუკა. გადაუჩვეველი და დაუვიწყებელი. ჩემი,ჩემიანი, ყველა ასპექტში ყველა ბრუნვაში "ჩემი". ხანდახან იმასაც კი ვფიქრობ რომ არ მიყვარს და აკვიატებაა მაგრამ ეს უარესია. უფრო ძლიერია და ვერასდროს გადაეჩვევი. აი ჰომ გაგიგიათ ნარკომანის სიტყვას არ უნდა ენდო, ნარკომანი სულ ნარკომანი იქნება და კიდევ ათასი მსგავსი ფრაზა. ზუსად ეგრეა. თუ აიკვიატე.თუ შეეჩვიე რაღა დაგავიწყებს. 6 იანვარი: ზურას კორპუსის სახურავზე ვზივართ. მუხლზე ვეფერები და თვალწინ ზაფხულის ცხელი დღეები მიდგება. -ეგ ჩვევა ვერ დაივიწყე. -მიყვარს როცა მუხლზე გეფერები, ძალიან გამხდარი ხარ და ფრთხილად გეფერები მეშინია რომ მუხლში გადატყდები. -ღმერთო რა სულელი ხარ ლილე!-ჩემგან რამდენიმე ნაბიჯის მოშორებით წვება, თავქვეშ ჩანთას იდებს და თვალის დაუხამხამებლად შესცქერის უსასრულო ცას და მასზე მონებივრე ვარსკვლავებს. გვერდით ვუწვები. ცხვირი მის კისერთან მიმაქვს და ხარბად ვისუნთქავ მის სურნელს. ეს ისაა რაც არასდროს შეიცვლება, ვერასდროს გავძღები მისი სურნელით. -გინდა ვარსკვლავები გაჩუქო? -როგორ უნდა მაჩუქო ვარსკვლავები? -რა ვიცი შენი იყოს რა... -მაშინ მე მთვარეს გაჩუქებ. -ხო? -დიახ. შენი იყოს. ძლიერად და ვნებიანად მკოცნის და ხელს წელზე მხვევს. 8იანვარი: უბედნიერესი ვიყავი. მეგონა თავიდან შევიყვარეთ ერთმანეთი. და მართლაც, ვინ იცის მერამდენეჯერ შემიყვარდა თავიდან? ყველაფერი მართლა იდეალურად მიდიოდა მანამ სანამ... საღამოს 7საათი: მოღრუბლულია და დაბნელებაც დიდიხანია დაიწყო. ტალღები მთელი ძალით ასკდება სანაპიროს, წყლისა და ხრეშის ხმა ერთმანეთს ერწყმის და უაზრო ხმაურს ქმნის. მეზიზღები გუკა მეზიზღები, უსასრულოდ ვიმეორებ ამ სიტყვებს გონებაში. მაგრამ რისთვის? ვისთვის? ვის რას ვუმტკიცებ? რა მოხდა? როდის გავუცხოვდით? ყვლაფერი როგორი კარგი იყო... მაგრამ მერე გამოჩნდა ელენე... ჩემზე მაღალი, ზუსტად მისი სიმაღლე... ელენე. ქერა მწვანე თვალება გოგონა... ელენე... და ვხვდები რომ ყველაფერი დამთავრდა. 9იანვარი: -გეფიცები ლილე ყველაფერი ისე არაა! -აბა როგორაა გუკა? ყველაფერი დაამთავრე და სხვაც გყავდა. არც კი მითხარი, შემთხვევით წამოგცდა. ყველაფერი ტყუილი იყო განსაკუთრებით ბოლო დღეები. თვალებში მიყურებდი და მეუბნებოდი რომ გიყვარდი.ნაგავი ხარ გვაზავა. ნაგავი! წადი გთხოვ შემეშვი! -არ მინდა შენი დაკარგვა. -მაგრამ არც ელენესი. -ჰო არც ელენესი. -გიყვარს? -არ ვიცი -გიყვარვარ? -არ ვიცი. -წადი გუკა, წადი... -არა ლილე გთხოვ. შენთან ის ვარ რაც სინამდვილეში, ყველაზე კარგი დრო მაკაშირებს შენთან და... -ეგოისტი ხარ და ვერ მელევი. -ჰო. ეგოისტი ვარ და ვერ გელევი. -იცის ელენემ? -არა. -ჩემზე არაფერი იცის? -არა. -წადი გუკაა წადი-ცრემლებს ძლივს ვიკავებდი. -ვერ წავალ. -ჰოდა კარგად იყავი. -ავდექი და სასწრაფო წესით დავტოვე "ჩვენი ადგილი". უაზროდ დავდიოდი ქუჩებში. მგონი მთელი ბათუმი მოვიარე. ყველაფერმა დაკარგა ხალისი. სახლში ავედი და სამზარეულოში არაყის სმა დავიწყე. ზურა გაგიჟებული მიყურებდა,მაგრამ მართლა არ მაინტერესებდა. რომ არ დამელია მოვკვდებოდი. შუაღამის 4საათი: -გუკა გვაზავა მეზიზღები იმიტომ რომ უჩემოდ ცხოცრება გააგრძელე. იმიტო რო მე აღარ გიყვავარ და ვიღაც ელენე გყავს. რომელიც ისეთი ნაზია ვერაფერს ცუდს ვერ იტყვი მასზე. რადიკალურად სხვანაირია. მე ქაჯი ვარ მაგასთან შედარებით. მითხარი ამიტომ მოგწონს? იმტომ რომ ჩემზე ნაზია? -გგონია მაინტერესებს ეგ? არ ვიცი მართლა უბრალოდ მომწონს რა... მასთან სხვანაირად ვგრძნობ თავს. -და რა იქნება მომავალში? უბრალო ნაცნობებად დავრჩებით? -არ ვიცი -მეგობრებად? -როგორ დავრჩებით მეგობრებად...-უკვე საკმარისი იყო, ყველაფრის დამთავრება მომიწევდა. ვიცოდი რომ ეს ძლიან მატკენდა. როგორ უნდა ვუყურო მის თვალებს რომელიც მხოლოდ სხვის დანახვაზე განათდებიან? როგორ შევეგუო რომ ჩემს მაგივრად სხვას აკოცებს, სხვას დაურეკავს, სხვასთან იქნება. როგორ შევეგუო მარტოობას? -ყველაფერი დავასრულოთ? -მგონი ასე ჯობია. -კარგად გუკა. -თავს გაუფრთხილდი ლილე. “ცა ისევ შეიცვლის ფერებს, ადამიანები ნაბიჯებს გადადგამენ, ყველა წინ წავა, ყველა დაივიწყებს, შენ კი გულში დიდი ეკლით მოსიარულე, სამუდამოდ დარჩები იმისთვის რომ გენატრებოდეს, ის რაც არასდროს მოვა.“ 10 იანვარი: რა სწრაფად დაღამებულა. ვერც კი შევნიშნე. მატარებელში ვზივარ და ნელ-ნელა ვუახლოვდები თბილისს. როგორ მეზიზღება ეს ქალაქი. რა მოხდებოდა აქ რომ არ გადმოვსულიყავი? ან რა მოხდებოდა გუკა რომ ცხოვრობდეს აქ? თვალებს უზარმაზარ მთვარეს ვუსწორებ და თავს ვეღარ ვიკავებ. სწრაფად ვიღებ ტელეფონს და შეტყობინებას ვკრეფ. -„ჰეჰ, შენი მთვარე მაცილებს თბილისამდე.“ -„მე კი შენს ვარსკვლავებს ვუყურებ.“ -„როგორ ხარ?“ -„ერთი გოგო მენატრება, ისე კარგად. შენ ?“ -„რატო გენატრება ეგ?“ -„იმიტომ რომ შეუცვლელია ჩემს ცხოვრებაში. შენ როგორ ხარ?“ -„რა ვი“ -„რა ვი?“ -„ხო, არ ვიცი როგორ ვარ, მგონი არამიშავს.“ -„კარგი წავედი ბიჭები მოვიდნენ, შეგეხმიანები.“ -„დროებით“ 15 იანვარი: ვერ გავწყვიტე მასთან ურთიერთობა და შევეგუე ფაქტს რომ მას ელენე ყავს, მე კი უბრალო მეგობრობა ვარჩიე მასთან ვიდრე არაფერი. თავადაც არ მაძლევდა წასვლის საშუალებას. რამდენჯერაც დავაიგნორებდი უფრო ხშირად მწერდა ან მირეკავდა. აი იცით როგორი რაღაცაა? თითქოს ზღვა იყო ჩემთვის. თევზად მაგრძნობინა თავი და მის გარშე ვერ ვძლებდი. მაგრამ ახლა ისევ ადამიანად ვგრძნობ თავს. აღარ მეუბნება რომ თევზი ვარ და არ მჭირდება ჰაერი, მაგრამ მაინც არ მაძლევს ნაპირზე გასვლის საშუალებას. ახლა თვითონვე მახრჩობს. რაღაცები უბრალოდ ასე ხდება. მეც ვიცი, გუკამაც იცის, თბილისმაც და ბათუმმაც რომ ყველაფერი სხვანაირად უნდა მომხდარიყო, მაგრამ ასე გამოვიდა. ასე აეწყო. როგორ სწრაფად ფუჭდება ყველაფერი, წამებში ყველაფერი იმსხვრევა, ყველაფერი იშლება. ხშირად ხდება ასე. ყველა ყველასგან მიდის. ყველა ვიღაცას ტოვებს. მთავარი მიზეზი არ არის, არც შედეგები რა მოჰყვება მათ წასვლას. მთავარია რომ წავიდნენ და უბრალდ დაგტოვეს. ასეა ადამიანები სულ მიდიან. შენ ვერ დააკავებ. უბრალოდ ადგებიან და მიდიან. არ ფიქრობენ რას წარმოადგენენ ჩვენთვის. იქნებ მათით ვსაზრდოობთ? მხოლოდ მათ ვხედავთ, მათი გვესმის, მათ ვგრძნობთ ან მხოლოდ მათზე ვგრძნობთ? მაგრამ მაინც მიდიან. ყველაფერს თმობენ, ყველაფერს ანგრევენ, ანადგურებენ. არ აინტერესებთ იქნებ ცრემლებით ვაცილებთ მათ?მაგრამ მაინც უმოწყალოდ მიდიან. და ამ დროს რა უნდა ქნა? კარი ჩაკეტო და არ გაუშვა? მათაც ხომ ეს უნდათ...უნდათ რომ გაყვე და დააკავო. უნდათ ყველაფერი წაგართვან და მათ უბრალოდ არ იციან რომ ისედაც ყველაფერი მათ ეკუთვნით. შენ კი რაღა დაგრჩენია, ზიხარ, ტირილით თავს იხრჩობ, გამუდმებით მის სახელს იმეორებ. და რისთვის? მაინც არ ბრუნდება. ხედავ? ისე მიდის უკანაც არ იყურება. იქნებ უნდა გაუშვა? უბრალოდ კარები მიუკეტო და დაელოდო სანამ თავისით გააღებს? იქნებ მისცე წასვლის საშუალება რომ თავად დაბრუნდეს? ადამიანს ხომ ცხოველური ინსტიქტები აქვს, ყველაფრის დასაკუთრებისკენ და დაპყროისაკენ მიისწრაფვის და თუ ანახებ რომ მათ არ ეკუთვნი იქნებ დაბრუნდნენ? ვის რას ვასწავლი. ასე ვამბობ მაგრამ გეფიცები, ყველაზე ძვირფასს ვფიცავ გუკა აქ რომ იყო. ერთ ოთახში რომ ვისხდეთ კარს ჩავრაზავდი, გასაღებს უსასრულობაში მოვისროდი,არავიზე და არაფერზე ვიფიქრებდი. არსად გაგიშვებდი. ჩეთან, ჩემად, ჩემთვის დაგტოვებდი. მაგრამ მაინც არ იქნებოდი „ჩემი“. მაინც სხვაზე იფიქრებდი, მასზე იოცნებებდი, მას გააბედნიერებდი. მე კი გამანადგურებდი. მაგრამ უკვე გამანადგურე. *** სიგარეტის კოლოფი უბრალოდ მოვისროლე და ცალწარბაწეულ ანასტასიას მოვავლე თვალი. -რა გემართება ლილე? არ ხარ შენ ასეთი. ვიღაცის გამო ცხოვრებას ინგრევ? სკოლაშიც კი არ დადიხარ, ბოლო წელი გაქვს არადა. ყველაზე მნიშვნელოვანი დრო უნდა იყოს ეს შენს ცხოვრებაში და შენ კიდე რაში ფლანგავ ამ დღეებს? ზიხარ აქ ალკოჰოლით გაჟღენთილი და ჯერ არც დაწყებულ ცხოვრებას ინადგურებ. რისთვის? ვისთვის? თავი ხელში აიყვანე, თავმოყვარეობა ბათუმში დატოვე? -ყველაფერი ბათუმში დავტოვე. -ლილე ჭკუიდან არ გადამიყვანო ადექი დროზე, გამოიცვალე შხაპი მიიღე, მოწესრიგდი აქაურობას მე მივალაგებ. -რატომ ანასტასია საღამოს იგივე დაგვხდება. -გოგო სულ გააფრინე? -ტელეფონს ეცა, ვიცოდი ვისთანაც რეკავდა. რამდენიმე წუთში ყველა ჩემთან გაჩნდა. თავს შევუძახე ბევრის მოთმენა მომიწევდა. -პატარავ, რატომ იქცევი ასე? -ეს ლუკა იყო, თბილი ტონით რომ საუბრობდა ყოველთვის. ჩამეხუტა და თმაზე მომეფერა. -თვალები რას გიგავს გოგო. ბ***შვილი ვიყო ცემაში მოვკლავ იმ გუკას თუ ვიღაცას.-ეს ფეთქებადი ჯიქია იყო. -გუკა რა შუაშია?- თავი მაღლა ავწიე და პირველი რაც მომაფიქრდა ის ვიკითხე. -რას ქვია რა შუაშია მაგის გამო ხარ ასე- ეს უკვე ქეთი იყო, მოწიკვინე ხმით. -ლილე, ჩვენზე კარგად არავინ გიცნობს და ჩვენზე მეტად კარგი შენთვის არავის არ უნდა. გუკას ხომ იცი რომ უყვარხარ, იცი რომ შენს მიმართ ისევ აკავშირებს გრძნობები იმიტომ რომ გენიალური ხარ, იდეალური და როგორ შეიძლება ადამიანმა უბრალოდ დაგივიწყოს. თუ დაგივიწყებს ისიც საუკუნეები დასჭირდება. მე ხო ვიცი რა ძლიან მაგარი გოგო ხარ? გუკას დედასაც შ****ი თუ კიდე ვერ გაგიცნო და ვერ დაინახა შენში ის რასაც უნდა დაებრმავებინა,. ახლა თუ აღარაფერს გრძნობს მაშინ არც უგრძვნია და ყველაფერი ყალბი ყოფილა, იმიტომ რომ ვინც ერთხელ შეგიყვარებს შენ ლილე არჩვაძეს შეუძლებელია დავიწყება. ახლა ადექი პატარავ, თავს მიხედე. თქვი უბრალოდ რა გჭირდება. მარტო ყოფნა? ყველანი გავქრებით ოღონდ უნდა დამპირდე რო უკეთესი დაბრუნდები. სასმელი გინდა? სიგარეტი? კაიფში გინდა რო იყო? ხო იცი რო არ გაგვიჭირდება. გუკა გინდა მოვკლათ? თავს ხვალვე ჩამოგიტან. ოღონდ ბოლოს უკეთესი უნდა იყო. მე ძლიერ ლილე არჩვაძეს ვიცნობ და შენ არ ვიცი ვინ ხარ. მე ასეთს არ გიცნობ. ვიღაცის გამო ღამეებს ტირილში ატარებ? ღადაობ? ადექი გაიარე გამოიარე, მილიონი ბიჭი გეხვეწება რომ მასთან იყო. ვიღაცას მოძებნი, თუ მაინც გუკა გინდა მოითმინე. მოითმინე და დროს მიანდე ყვალფერი. არ მისცე საშუალება დაგივიწყოს. -ეს კოსტა იყო, მუდამ მოწესრიგებული, ჩამოყალიბებული და უფროსი ძმის ხმით მოსაუბრე. თავი ვეღარ შევიკავე ცრემლები წამსკდა. შუბლზე მაკოცა და ხმის ამოუღებლად დატოვა სახლი. რაღა უნდა ეთქვა? სანიკიძე იყო რა. ერთს რომ იტყოდა მერე არაფერს ამატებდა. გოგოები ჩემთან დარჩნენ. რათქმაუნდა გამამხიარულეს. 20 იანვარი: -„როგორ ხარ?“ -„კარგად გუკს, შენ?“ -„რა ვი“ -„ჰაჰ, რა ვი?“ -„ჰო, რა ვი“. -სწრაფად გადავურეკე. -არადა ბედნიერი უნდა იყო. -ვიცი პატარავ, ვიცი...- ჩამეღიმა ამ სიტყვებზე და გეფიცებით სულ არ მჭირდებოდა რომ დამენახა ვიცოდი ზუსტად სად იყო, როგორ იჯდა, როგორ უყურებდა მწვანე აივნიან სახლს, როგორ შესცქეროდა ასევე ჩემს ნაჩუქარ მთვარეს და როგორ გაეღიმა მასაც ამ სიტყვებზე.-უბრალოდ ვერ ვარ ბედნიერად. რაღაც ძვირფასი მაკლია ცხოვრებაში და ვერ ვხვდები რა. -არასრულფასოვან ბედნიერებას სრულფასოვანი უბედურება სჯობსო ნათქვამია. -მერე შენ რომელი ხარ? -მე არ მითქვამს ბედნიერი ვართქო. -ლილე... რომ ჩამოვიდე მნახავ? -რა კითხვებით ხარ? -მართლა მაინტერესებს. -რატომ არ უნდა გნახო? ჩვენ ხო მეგობრები ვართ. -ხო ეგ სულ დამავიწყდა.-გულიანად გაიცინა. -ნასვამი ხარ? -ცოტა...სხვა რა ხდება? როგორ მიდის სწავლის საქმეები? -არ ვიცი, იმდენი ხანია არ ავსულვარ სკოლაში... -არც მასწავლებლებთან? -არა. -აბა რას აპირებ? -ვლოცულობ. -ხო იცი რო არ გჯერა ღმერთის. -თუ ჩამაბარებინებს დავიჯერებ. -სულ გააფრინე? -ხო რას ვიზამთ. -ისწავლე ლილე რა... ხო გთხოვე მიხედე საკუთარ თავსთქო. -კარგი გუკა წავედი მე ბიჭები მოვიდნენ. -ზარქუა? -ხო, ჯიქიაც და კოსტაც. -კარგი ჭკვიანად იყავი და გკოცნი. -შენც და მეც. -ჩვენც... -ანუ შენც ჭკვიანად და მეც გაკოცეთქო. -ვიცი პატარავ ვიცი...-ისევ ჩაეცინა მას. მე კი სწრაფად გავუთიშე ტელეფონი. ისევ თავიდან დამშალა. *** შუაღამის 5 საათი: ჩვენ სიმღერას ვუსმენ და ისევ ვნატრობ. ვნანობ? ყველა იმ სიგიჟეს რაც არ გავაკეთეთ. მთელი ზაფხული მქონდა და მაინც ვერ გამოვიყენე. მეგონა კიდევ მილიონი მექნებოდა. მართალია, რომ ამბობენ დღევანდელი დღით უნდა იცხოვროო.. რამდენ რაღაცას შევცვლიდი... ისევ მასზე ფიქრებით ღამდება. ისევ მისი სახელი მახრჩობს და სმენას მიბინდავს. როდის დავიღლები? როდის შევწყვეტ საკუთარი თავის ტანჯვას? ნეტავ სულ არ წავსულიყავი 16 ივლისს თხილნარში. არ მენახა 20 ივლისს და არც მას აეხსნა სიყვარული 18 აგვისტოს. ჯანდაბა... ხომ არ შემიყვარდებოდა ტკივილამდე? „როგორი საშინელი გრძნობაა რაღაცის სურვილი რაც არ გექნება. არ არა, ვერ. ადრე რომ გქონდა, შენი გეგონა, სულ შენთან იყო, მისით სუნთქვდი, მერე ადგა და გაქრა.“ ყველაფერია, ყველაფერი მისით იწყება და მთავრდება. როგორ მინდა ყველაფერს მას ვეუბნებოდე, მაგრამ რა აზრი აქვს? უკვე გაცრეცილ სიტყვებს რა აზრი აქვს მაშინ როცა მისთვის აღარაფერს ნიშნავს. ახლა ხომ სხვას ეუბნება ყველაფერს და მე უბრალოდ არ ვარ მასთან.ვერ ვეხები, ვერ ვგძნობ მის სურნელს. მხოლოდ ერთი ზაფხული? არა! არ არის ეს საკმარისი! ვერ ვიკმარებ და ვერც წლებით დავკმაყოფილდები. მე მარადისობა მინდა მასთან. მარადისობა რომელსაც ჩვენ შევქმნიდით. ყველაზე მტკივნეული ისაა რომ მისგან მხოლოდ თარიღები დამრჩა. რამდენიმე სურათი და მხოლოდ „16.20.18“ რომელიც არაფერს ნიშნავს მის გარეშე, მთვარე რომელიც მის მაგივრად მისურვებს „ტკბილ ძილს“. ვერ შეიყვარებს, ვერავის ეყვარება ჩემზე მეტად! არ შეუძლია! ყველაფრის დამთავრება იდეალური გამოსავალი იქნებოდა მაგრამ მე ხომ მაგის ძალაც აღარ მაქვს. 16 თებერვალი: სკოლიდან სახლში ვბრუნდებოდი. სიცივისგან ამაკანკალა, სიცხე მქონდა ძალიან მაღალი ნაცნობ მანქანას რომ მოვკარი თვალი ჩემს უბანთან ახლოს. მალევე დავკარგე მხედველობის არიდან და ყველაფერი სიცხეს მივაწერე. სახლში ავედი. მარიამმა იმდენი წამალი დამალევინა საღამომდე თვალი არ გამიხელია. ღამის 11 საათი იყო ტელეფონის გაუთავებელმა ვიბრაციამ რომ გამაღვიძა. მაინც ვერ მოვასწარი პასუხი. თვალები შუბლზე ამივიდა. 46 გამოტოვებული ზარი ფარული ნომრიდან. მეცნო ჩვევა, მაგრამ მაინც ვერ დავუშვი ის აზრი გონებაში რომ გუკა ჩამოვიდა. სამზარეულოში გავედი, დედა მორიგე იყო მარტოობით ტკბობას შევუდექი და ისევ ტელეფონი. -გისმენთ. -საერთოდ ვიფიქრე ცოცხალი აღარაათქო. -ჰო ეგრეც შეიძლება ითქვას. -რა მოხდა? -სიცხე მაქვს 39 და გაგუდულს მეძინა. შენ როგორ ხარ? -არამიშავს. წამლები დალიე? -კი დედაჩემმა იმდენი დამალევინა,საავადმყოფოშიც მივყავდი მაგრამ არ გავყევი. -რამე არ გინდა ახლა? -არა არაფერი. ხომ მშვიდობა გაქვს? 46 ზარი შენთვისაც კი მეტისმეტია. -კი,კარგი წავედი არ მცალია ერთ გოგოს ვუკაკუნებ კარზე და სანამ ეგ მაგას გაიგებს. -რატო ყრუა? -არა, ბიჭს ელაპარაკება ტელეფონზე, თან ისეთ ბიჭს სიგიჟემდე რომ უყვარს და თან სიცხე აქვს მგონი მაღალი. -მეღადავები ხო? -არანაირად. -გიჟივით მივვარდი კარს, როგორ გავაღე, როგორ შევახტი გუკას უბრალოდ ვერ აგიღწერთ. დიდი ხანი რომ იყოთ ყრუ და უცბად გაიგონებთ ბგერებს, რომ ვერ ხედავდეთ სიბნელის გარდა ვერაფერს და უცბად შემოიჭრება გაურკვველი მომწვანო მოყავისფრო ფერები, რომ ვერ გრძნობდეთ ვერაფერს და უცბად იგრძნოთ ვიღაცის შეხება აი ისეთი მომენტია მონატრებულ პიროვნებას რომ დაინახავ. გულში რომ ჩაიკრავ და არასდროს გაგიჩნდება სურვილი უბრალოდ გაუშვა. არ ვიცი რამდენ ხანს ვიდექით ასე ჩახუტეულები, შემდეგ ისევ სიცივემ შემახსენა თავი, გონებაში ისევ სახელი „ელენე“ გაისმა და დენდარტყმულივით მოვშორდი მას. -შეგეძლო უბრალოდ გეთქვა რომ ჩამოდიოდი. -ეფექტურობა დაიკარგებოდა. -ჰო მოულოდნელი უფრო კარგია ხოლმე. რისთვის ჩამოხვედი? -გახსოვს მეჩხუბე მონატრება არ იცი რა არისო, მგონი ვიგრძენი და მონატრებამ დამაქოქინა მანქანა და გეფიცები თავისით გადმოლახა რიკოთის გვირაბი და თავისით მოვიდა ბახტრიონზე. -მისამართი? -ორი დღე ვეხვეწებოდი აბესაძეებს ჩამოსვლამდე. -მაინც გამყიდეს ხო? -დავაჯერე რომ შენთვის უკეთესი იქნებოდა. -ჰო ალბათ. ყავა თუ ჩაი? -ჩაი. -შაქარი? -ხუთი კოვზი. -გიჟი ხარ? -რატომ? -დიაბეტს აიკიდებ. არანაირი ხუთი კოვზი სამი კოვზი შაქრითაც ტკბილია. -კარგი მაშინ შენ მაკოცე და მერე თუ გინდა სულ ნუ ჩაყრი შაქარს.-მწარედ ჩამეცინა. -ელენე როგორ არის? -კარგად არის, ბათუმშია. -ჰო? რა უთხარი რისთვის მივდივარო? -არც მითქვამს. -რატომ? -ჩემი და ელეეს ურთიერთობა. არ ვიცი მეც ვერ ვიგებ და შენც ვერ გაიგებ. -ამიხსენი და გავიგებ. -უბრალოდ მკაცრი მშობლები ყავს, შენი ტოლია და ჯერ მაინც პატარა ჰგონიათ. ვერ ვლაპარაკობთ ხოლმე, წესიერად ვერც კი ვნახულობ. -გასაგებია. ჩემთან იკლავ მის მონატრებას? -არა, რა სისულელეა? -მე ხომ აღარ გიყვარვარ. -მერე რა, ეს ფაქტი მონატრებას არ ცვლის.- არ ამბობდა პირდაპირ რომ არ ვუყვარდი და ეს უფრო მიშლიდა ნერვებს, ეს უფრო მიღვივებდა მინიმალურ იმედს და ეს უფრო მტეხდა. აღარაფერი მითქვამს, მისაღებში გავედით, სავარძელზე ჩამოვჯექი და ჩაის დალევა დავიწყე. ვუყურებდი. არ ვიცი რამდენ ხანს. თვალებს ვერ ვხედავდი. ის ფანჯარაში იყურებოდა გაურკვეველი მიმართულებით. ვიცოდი რაღაც ჰქონდა სათქმელი და თავს ვერ აბამდა. მეც იმდენი რაღაც მქონდა სათქმელი. „ჩავეხუტე და ავტირდი. ხმა არ ამოუღია. ალბათ მიხვდა. ის ხომ ყოველთვის ხვდებოდა. მხრებზე ხელი მომხვია და თმაზე მომეფერა. მაშინ ვერ ვუთხარი რას ვგრძნობდი. მაშინ ვერ გავბედე მეთქვა რას ნიშნავდა ჩემთვის. სიტყვები უაზროდ გაიწელა გონებაში და ვერ დავალაგე რომ ერთხელ და სამუდამოდ ამომეთქვა. პირი მოვკუმე და გავჩუმდი. სწორედ ეს დუმილი დამიჯდა მთელ ცხოვრებად. არ ვთქვი რადგან მიხვდი, რომ მეთქვა უფრო მეტკინებოდა. წავიდოდა და მეტკინებოდა. მე ხომ მის გარეშე არ შემეძლო. მე ჩვენი დუეტის გარეშე არ შემეძლო. არც მაშინ, არც ახლა, არც არასდროს...“ -რას მიკეთებ ლილე არჩვაძე რომ იცოდე. -რას გიკეთებ?-თავი ავწიე და ცრემლიანი თვალები მივანათე. კვლავ შევხედე მის გაურკვეველი ფერის თვალებს და ისევ სასიამოვნო გრძნობით ამევსო სხეული. -არ ვიცი. არ მაძლევ საშუალებას რომ დაგტოვო, რომ შეგეშვა. -ვერ მელევი. -ზედმეტად ეგოისტი ვარ. უბრალოდ ვერ ავიტან ვინმე სხვა მოგეკაროს. სექტემბრის მერე ვიღაც ბექა გყავდა. არ გაისულელო თავი. ნუ შენ არ მოგწონდა მაგრამ მას სიგიჟემდე უყვარდი. რამდენჯერმე ნახე და ამან გამანადგურა. ამის მერე გავიცანი ელენე. თავიდან უბრალოდ ვწერდი რომ დამევიწყებინე, შემდეგ უფრო დიდში გადაიზარდა და რაღაც გაურკვეველი გრძნობა გამიჩნდა მის მიმართ. -ბექა? -აღარც გახსოვს... ტვილდიანი. -ახ ბექა. რამდენჯერმე კიარა ერთხელ ვნახე, ნახევარი საათით და ისიც იმიტომ რომ ნიუშკიმ დამაძლა დროა გარეთ გაიხედოო... -ჰო, 17 ოქტომბერი იყო და 18ში მივწერე ელენეს. -და საიდან გაიგე. -მე ხომ ყველაფერი ვიცი პატარავ.- ცრემლები მომწინდა და სწრაფად მაკოცა. ღმერთო როგორ მენატრებოდა. მონატრება კიდევ ბოლომდე ვერ ასახვს იმ გრძნობას რასაც ვგრძნობდი, იმას რასაც ვიგრძნობდი სულ ჩემთან რომ იყოს. მეგონა ის ღამე არასდროს დამთავრდებოდა. უფრო სწორად რომ ვთქვა არ მინდოდა ოდესმე დამთავრებულიყო, არ მინდოდა გამეშვა ბათუმში. არ მინდოდა გამეშვა ელენესთან. ეგოისტი იყო? საოცრად მაგრამ მე უარესი ვიყავი. როგორც იქნა გულს გონებამ აჯობა და სწრაფად მოვაშორე ტუჩები. სამზარეულოში გავედი. მაგიდას დავეყრდენი და არ მივეცი თავს საშუალება კიდევ ერთხელ მეტირა. წყალი დავლიე და ჩემს ადგილს დავუბრუნდი. ის კი ისევ არ მანებებდა თავს. ჩამეხუტა და ასე ჩაგვეძინა. 17 სექტემბერი: თვალი რომ გავახილე პირველი მის სახეს წავაწყდი. ეს არის ბედნიერება. იღვიძებდე იმ ადამიანის გვერდით ვინც სიცოცხლეზე მეტად გიყვარს. სამზარეულოში გავედი და მაგიდა გავშალე. ჩაი და კრუასანები გავუმზადე და მის გაღვიძებას შევუდექი. მწარედ ვუკბინე, სახე შეჭმუხნა ტკივილისგან და საჩხუბრად პირი გააღო არაფრის თქმა არ ვაცადე სწრაფად ვაკოცე. -მენატრებოდა ასეთი გაღვიძება. ზაფხულში რომ ამომივარდებოდი და თავზე მახტებოდი. -გამეცინა იმ დროის გახსენებაზე, მანაც ხმამაღლა გაიცინა და სწრაფად ჩამეხუტა. -არ გშია? წამო სამზარეულოში. გემრიელად ვისაუზმეთ და ლაპარაკი ისევ მე დავიწყე. -როდის მიდიხარ? -ხვალ ალბათ. -იცი? ბევრი ვიფიქრე და დროა დავასრულოთ. -ანუ? -დროა მოვრჩეთ.შევეშვათ გაურკვეველ ურთიერთობებს. შენ ელენე გყავს მე კი ცხოვრება უნდა გავაგრძელო, ჩავაბარო, ვისწავლო, კარიერა ავიწყო. -გათხოვდე, სხვა იპოვო. -დიახ.დღეს ერთად ვიყოთ. ყველა და ყველაფერი დავივიწყთ. თითქოს არსებობის ბოლო დღეა. სადმე წავიდეთ. -კარგი. დაბლა ჩავალ მანქანაში დაგელოდები. -კარგი ჩავიცვამ და გავიდეთ სადმე. მთელი დღე უაზროდ დავდიოდით. იმდენი ვიცინეთ. მგონი ერთად ყოფნის ბოლო დღე გამოვიდა. მილიონჯერ ვუთხარით ერთმანეთს სიტყვა „მიყვარხარ“, იმის მიუხედავად რომ ვიცოდით ერთ-ერთი ჩვენგანი იტყუებოდა. მილიონჯერ შევახსენეთ დღეს ერთმანეთს თავი რომ ერთად ვართ და „ჩვენ“ უბრალოდ ვერ დავიშლებით. მთაწმინდაზე ავედით. ძალიან ბევრი ვისეირნეთ. მანქანითაც ბევრი ვიარეთ. კუს ტბა, ლისის ტბა, თბილისის ზღვა, ყველგან ვიყავით. -აუ დავიღალე რა მანქანით სიარულით. -მარჯანიშვილზე გავიდეთ, მანქანას ბიძაშვილთან დავტოვებ და მეტროთი ვიაროთ. -კარგი. ძალიან ბევრი „ვიკატავეთ“ მეტროთიც. დაჭერობანაც კი ვითამაშეთ. უბედნიერესი ვიყავი. ამდენი როდის ვიცინე ბოლოს რომ მკითხოთ ალბათ ვერ გიპასუხებთ. უკვე 12 ხდებოდა. მეტროც იკეტებოდა და ჩემი სახლში წასვლის დროც იყო.. *** საბურთალოს ხაზზე გადავდიოდით. „ხმის ამოუღებლად ვდგავართ და არ გვაწუხებს გარემო, მომაბეზრებელი ხმაურითა და ზედმეტი ყურადღებით.უკვე ვაგონში ვდგავართ. მე ისევ გიღიმი შენ, შენ ისევ მიყურებ მე. ახლა მე და შენ ზუსტად ვიცით რომ შემდეგი სადგური აღარასოდეს იქნება „ჩვენ“. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.