შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შეგეჩვიე XVII


21-03-2017, 17:52
ავტორი ankatuna
ნანახია 3 855

-კიდე დიხანს უნდა გაწვალოს ასე.
-რა გიკვირს შენი შვილია.
-თუ არ გრცხვენია, მე როდის გაწვალებ?
-გავიხსენო ყველაფერი?
-ხო კარგი, ენამწარე.
-ახლა მაინც ნუ მაწვალებ ხომ შეიძლება.
-კარგი მიდი, მორჩი? წავიდეეთ ცივა ცოტა არ გაცივდე.
-ჩემი მზრუნველი ქმარუკა. აუუ ბანანი მინდა.
-გაგიჟდი გოგოო? რა დროს ბანანია.
-შენ შვილს უნდა მე არა. რა უჟმური ხარ რაა.
-ნატუკამ გადმოგადო მიზეზობები?
-თვითონ ახსენე და რას გეჩურჩულებოდა?
-შენ და დაჩი რაზე იცინოდით?
-პირველმა მე გკითხე.
-არაფერი, მადლობა მითხრა რომ დაჩის არ ვიშორებ გვერდიდან.
-ყოჩააღ დაჩის, გამოიცნო. ეგ მითხრა ზუსტად ალბათ მადლობას უხდისო. სწორედ მაგაზე ვიცინოდით.
-ისე სად მოვიყარეთ თავი ამდენმა გადარეულმა?
-არ ვიცი მაგრამ, კარგია რომ შევიკრიბეთ. -გადამეხვია თებეა და სახლში წამოვედით. სახლში მოსულზე კიდევ ერთხელ აერია გული. უკვე ვბრაზდებოდი ამ პატარა ლაწირაკზე, დედას რა დღეში აგდებდა. მაგრამ არაუშავს დაიბადოს და მერე მე ვიცი რასაც ვუზამ. დავწექით. მაგრად მომეკრა თებეა და რაღაც სისველე ვიგრძენი. ნუთუ ტირის. დავაკვირდი და თვალები დახუჭული ქონდა, მაგრამ ცრემლები სდიოდა.
-თებეა, -დავუძახე ჩუმად მაგრამ არ მიპასუხა. -თებეა, -ისევ დავუძახე და ახლა შევანჯღრიე, შემეშინდა ხმა რომ არ გამცა.
-ჰო რა მოხდა, -უცებ ჭყიტა თვალები და ცრემლები შიმშრალა.
-ტიროდი თებეა, კარგად ხარ?
-კი კარგად ვარ, სიზმარი ვნახე უბრალოდ.
-რა ნახე თებეა ასეთი ცრემლებად იღვრებოდი.
-ვითომ მოვკვდი და სამოთხეში წამოყვანეს ანგელოზებმა, -როგორც კი სიკვდილი ახსენა თითქოს რაღაც ჩამწყდა გულში. -დიდ ლამაზ მინდორში გამიყვანეს. ყველაფერი ისეთი გაყვავილებული იყო. ვარდებით და გვირილებით იყო დაფარული ყველაფერი.მერე ერთ-ერთმა ანგლოზმა ხელი მომკიდა და მითხრა წამოდი რაღაც უნდა გაჩვენოო. უცებ ამაფრინა ჰაერში და ერთ ეზოსთან მიმიყვანა, შიგნით შევედით და ეზოს შუაგულში დიდი ხე იდგა, ფართე ფოთლები ქონდა და ამ ფოთლებზე ჩვილი ბავშვები იწვნენ. უცებ ერთ-ერთი ფოთოლი ჩამოიზნიქა და ბავშვი ჩამოცოცდა. შიშმა შემიპყრო მეგონა ვარდებოდა და მისკენ გავიწიე რომ დამეჭირა მაგრამ ვერ მივდიოდი. უცებ ზეციდან უზარმაზარი ადამიანის ხელი ჩამოვიდა და ბავშვი უკან უვნებლად დააბრუნა. კიდე ჩამოცოცდა ერთი ბავშვი ისიც ისევ დააბრუნა. ანგელოზს მივუბრუნდი და ვკითხე ამდენი ლამაზი რაღაც მაჩვენე და ეს არ მომეწონა ბავშვები რომ ჩამოვარდნენ მერეთქო. არ ჩამოვარდებიან, ისინი ობოლი ბავშვების ანგელოზები არიან და ჩვენ მათ ვუვლით, ვზრუნავთ და ვზრდითო. გული მეტკინა, თითქოს სიზმარშივე ვიცოდი რომ მკვდარი ვიყავი და ჩვენს შვილს დავუწყე მათ შორის ძებნა. ვიცოდი რომ ვიცნობდი ერთი შეხედვითაც. ბევრჯერ შემოვუარე ხეს ირგვლივ მაგრამ ვერცერთში ვერ ვიცანი. ცოტა მომეშვა თითქოს მაგრამ მერე შემეშინდა როდესაც ამ ბაღის გვერდით მეორე ბაღიც დავინახე. იქაც ასეთივე ხე იდგა. იქ ბავშვები არ ცოცავდნენ ძირს, იქ სიწყნარე იყო. ვიკითხე იქ რა ხდებოდა. მითხრა რომ იქ ჩვილობაში დაღუპული ბავშვების ხეაო.გული შემეკუმშა. იმ ბაღის კიდესთან მივირბინე მიდოდა თვალი შემევლო და გული დამემშვიდებინა რომ ჩემი პატარა იქ არ იყო. მაგრამ არ შემიშვა მცველმა ანგელოზმა. მერე ტირილი დავიწყე რომ ვერ ვხედავდი ბავშვებს და შენც გამაღვიძე. - მოსმენილით ერთიანად მონუუსხული და მოჯადოებული ვიყავი. ხმა ვერ ამოვიღე. ლოგინიდან წამოვდექი და ნერვიულად დავიწყე სიარული. თებეაც წამოდგა მომიახლოვდა და ჩამეხუტა. -ხომ ყველაფერი კარგად იქნება?
-სხვანაირად არ მაწყობს. ყველაფერი არაჩვეულებრივად იქნება. მე, შენ და ჩვენი პატარა კარგად ვიქნებით. ერთად გავზრდით, გავათამამებთ და გავატრიპაჩებთ. მსოფლიოში ყველაზე მეტად ეყვარება დედას და მამას.
-ძალიან მიყვარხართ იოანე.
-მეც მიყვარხართ ჩემო სულელო გოგო. ნურაფრის შეგეშინდება მე შენს გვერდით ვიქნები ყოველთვის. -ასე გულდამძიმებულს დაძინება ძალიან გამიჭირდა. ვატყობდი თებეასაც არ ეძინა მაგრამ სანუგეშოთ ვერაფერს ვეტყოდი ამიტომ ჯობდა დაესვენა. დილით გაბრუებულს გამეღვიძა. თებეა საწოლში არ დამხვდა. სასწრაფოდ ავდექი, სააბზანოს კარი შევაღე მოლოდინით რომ იქ იქნებოდა მაგრამ არ დამხვდა. მერე ყურში მუსიკის ხმა ჩამწვდა. ტექსტი დავიჭირე - all the things I’ve lost on you
When you get older, plainer, saner
Will you remember all the danger
We came from?
Burning like embers, falling, tender
Longing for the days of no surrender
Years ago
And will you know
So smoke 'em if you got 'em
Cause it’s going down
All I ever wanted was you
I’ll never get to heaven
Cause I don’t know how
Let’s raise a glass
Or two
To all the things I’ve lost on you
Tell me are they lost on you?
Just that you could cut me loose
After everything I’ve lost on you
Is that lost on you?
Wishin' I could see the machinations
Understand the toil of expectations
In your mind Hold me like you never lost your patience
Tell me that you love me more than hate me
All the time
And you’re still mine -გამოვედი და თებეა დივანზე იწვა პლედი ქონდა მოხვეული და ჩვაის სვამდა. ჩემს იქ მისვლამდე სიმღერა დამთავრდა. პულტი აიღო და თავიდან დააწყებინა. ეს დეპრესიული სიმღერა ამშვიდებდა მას. წყნარი სახე ქონდა, მღელვარება არ ეტყობოდა. მაგრამ ვიცი რომ წუხანდელი სიზმრის შემდეგ დაძინებას კიდე დიდხანს ვერ შეძლებს. ახლა უკვე ნამდვილად ვხვდები რას შეიძლება გრძნობდეს ნატუკა. თებეასაც დაეწყო შიშები როგორც ჩანს. ეს ალბათ ორსული ქალების სენია. მასთან მივედი. თავი წამოწია და მანიშნა დაჯექიო. კალთაში ჩამიდო თავი და მეც მის თმაზე თამაში დავიწყე. როგორრაც უნდა გავამხიარულო.
-თებეა გინდა მულტფილმი ვუყუროთ?
-აუ კიი. -ჩემსკენ ამოატრიალა სახე და თვალებში მოუთმენლობა შევატყვე. -რას ვუყუროთ.
-მოდი კრუდსების ოჯახს ვუყუროთ მაგარი ღადაობაა.
-კარგი, არ მაქვს ნანახი ეგ. აუ რაზეა?
-ნუ ხარ მმოუთმენელი უყურებ და ნახავ. -ჩავრთე და ყურება დავიწყეთ. თანდათან მხიარულდებოდა თებეა და მეც მომეშვა ცოტა. გულს გადააყოლებს. ღიმილიდან, სიცილზე გადავიდა და ბოლოს უკვე ხარხარებდა. მეც მასთან ერთად ვიცინოდი.
-აუ რატო დამთავრდა მოდი კიდე ვუყუროთ რამეს. -მის იდეას ვეთანხმებოდი, მიხაროდა მას მხიარულს და ბენიერს რომ ვხედავდი, იქნებ დაავიწყდეს გუშინდელი.
-კარგი, მოდი ახლა წეროებს ვუყუროთ.
-აუ არც ეგ არ მაქვს ნანახი. -უცებ ამ მულტფილმის შინაარსი გამახსენდა და მივხვდი რომ არც ისე კარგი იდეა იყო.
-არა, მაგას გამყინვარება სჯობს.
-ეგ ნანახი მაქს.
-ბოლო იცი? ასტეროდი რომ მოფრინავს დედამიწისკენ?
-არა ეგ არ ვიცი, -თვალები გაუნათდა. -მაშინ ვუყურით. -უფ ამოვისუნთქე რადგან სხვა რამ აირჩია. ტელეფონი აწკრიალდა და დაჩი იყო. ამ დილა უთენია, ნატუკა ხომ არის ნეტა კარგად.
-რა ხდება დაჩი. ნატუკა კარგადაა?
-მაგას რა ედარდება მე ვიკითხო.
-რა მოხდა, ნუ მაშინებ.
-ძმობას გაფიცებ თბილისში სადმე პაპაია იყიდება? -თავიდან გამეცინა მაგრამ მერე ის ვიფიქრე ნუთუ ეს კიდევ ერთი მიზეზი იყო დაჩის მოშორების.
-არ ვიცი ძმა, არასოდეს მიყიდია.
-აუ ჩემი დედა ვატირე, ტროპიკების აბორიგენი ყავს მუცელში.
ტელეფონი გათიშა თუ არა ნატუკას ნომერი ავკრიბე, იქნებ ჩემთან ლაპარაკს ენუგეშებინა. მალევე მიპასუხა.
-ჰო იოანე როგორ ხარ? თებეა ხომ არის კარგად?
-კი ანტუკა ჩვენ კარგად ვართ შენ როგორ ხარ?
-კარგად, ამ დილაადრიან რამ გაგახსენა ჩემი თავი?
-ისევ ტირი?
-არა, რატომ მეკითხები?
-აბა დაჩი პაპაიას საყიდლად რატომ გაუშვი? -მეორე მხრიდან გადაკისკისების ხმამ, თებეამდეც კი მიაღწია და ინტერესით დამიწყო ყურება ვის და რაზე ველაპარაკებოდი.
-შენ დაგირეკა სად ვიყიდოო? დედა რა დეგენერატია. ახლა ნაგდად მომინდა იოანე. თან რატომ არ ვიცი ან რამ გამახსნა. ადრე მაქვს ნაჭამი და გემო ამომიტივტივდა გონებაში.
-ერთნაირი დარტყმულები ხართ ორივე. მე შემეშინდა.
-არა კარგად ვარ, მადლობა იოანე.
-კარგი. მიხედე თავს და აწი უფრო ადეკვატური და ხელმისაწვდომი რამეები რომ მოგინდეს არ შეიძლება?
-ჩემზე თუა დამოკიდებული კიი. -ისევ აკისკისდა და გამიხარდა რომ დილიდანვე ორივე ჩემი საზრუნავი კარგად იყო. მაგრამ დაჩი მყავდა გაუბედურებული.
-ვის ელაპარაკებოდი? -წარბი ასწია თებამ.
-ნატუკას.
-რატო? კარგადაა?
-კი ეგ კარგადაა, მაგრამ დაჩის სისხლს უშრობს.
-ახლა რა მოიმიზეზა მაგ არანორმალურმა? -იმ წუთას მიხვდა დაჩის ცუდად ყოფნის მიზეზს.
-პაპაია.
-რაა? ეგ ნორმალური თუ არის. ბავშვობაში გვაქვს ნაჭამი, მას შემდეგ არც არასოდეს მოგვდომებია, რა უცნაურია. -ხელი ჩაიქნია და სიცილით შევიდა ოთახში. ტელევიზორთან დავბრუნდი და გავაგრძელე მულტფილმებს ძებნა რომ მარაგში მქონოდ. უცებ თებეა ოთახიდან გამოვიდა. ჩემს წინ დადგა და ისეთი სახე ქონდა აშკარად რაღაცის თხოვნას აპირებდა.
-იოანე, პაპაია მინდა?
-რაა? მოულოდნელობისაგან პულტი ხელიდან დამივარდა. -მეღადავები? შენ არ დასცინოდი ნატუკას?
-კი მაგრამ მეც მინდა და რა გავაკეთო.
-კაი ხოო, დამანებე თავი, დავურეკავ დაჩის თუ იპოვა თორე წავალ და ერთად მოვძებნით.
სულ ბუზღუნ ბუზღუნით ჩავიარე სადარბაზო. რას ვამბობდი საერთოდ, ან იმას რამ გაახსენა ეს პაპაია. ახლა მესმის დაჩისი. მე პირველად დამემართა ასე და იმას ყოველღამე რომ აწვალებდა. მე გავგჟდებოდი. მანქანასთან მივედი და თან დაჩის ნომერი ავკრიბე.
-ჰოო, -ისეთი ხმა ქონდა, აშკარად ვერ იპოვა.
-რა ქენი იპოვე?
-ჯერ ვერა.
-სად ხარ მოვალ, ერთად მოვძებნოთ.
-ძმა ხარ, შენ თუ მიშველიდი. მიხარია რომ მეხმარები.
-რა გეხმარები, ჩემმაც რომ გაიგო რას ეძებდი. აყუყუნდა მეც მინდა და რა ვქნა უნდა მივუტანო.
-ეგრე მოგიხდება მიდი დამცინე კიდეე. უარეს რომ გიზამს თებეა მერე მე გავიცინებ.
ძლივს ვიპოვე დაჩი, ისეთ ქუჩაზე იყო ასეთი თუ არსებობდა არც ვიცოდი. ხელში სია ეჭირა, ის ადგილები ეწერა სადაც იყო და რომლები ქონდა დარჩენილი. კიდე დიდხანს ვიბოდიალეთ, თითქმის მთელი ქალაქი მოვიარეთ და უალაა. ერთ-ერთ მაღაზიაში ვიპოვეთ. გამყიდველი გოგოს სახე უნდა დაგენახათ სიხარულისგან არანორმალურად რომ დავიწყეთ ღრიალი და ერთმანეთს ჩავეხუტეთ მე და დაჩი. იქედან ბენიერი სახეებით გამოვედით რომ როგორც იქნა ვიპოვეთ. გზაში თებეამ დამირეკა.
-დაჩი შენთანაა?
-ხო რა მოხდა?
-ნატუკა ჩემთანაა აქ მოდით პირდაპირ.
-კარგი... დაჩი ნატუკა თებეასთან მისულა ჩემთან წავიდეთ. -პასუხმა დააგვიანა დაჩის გავხედე და დაძინებოდა. გულწრფელად შემეცოდა. ისე არბენინა იმ საზიზღარმა გოგომ მთელი ღამე. სახლთან რომ მივედით შევაღვიძე მაგრამ, საშინლად გააპროტესტა. მგონი ერჩივნა მანქანაში მშვიდად გამოძინება.კართან ნატუკა მიეგება. ჩაეხუტა ცელოფანი ხელიდან გამოართვა და სამზარეულოსაკენ აიღო გეზი. თებეაც მოვიდა ჩემთან და ლოყაზე მაკოცა.
-მადლობა ბიჭებოო.. მაგრები ხართ.
-წავედი მე უნდა დავიძინო.-დემონსტრაციულად გამოაცხადა დაჩიმ და დივანზე მიესვენა. მე გოგოებთან გავედი სამზარეულოში და ნანახი სულაც არ მომეწონა. ნატუკა მაგიდისკენ ზურგით იჯდა და ცხვირზე ხელს იჭერდა. მის უკან თებეა პაპაიას გახელებით ჭამდა.
-რა ხდება აქ?
-ვაიმე იოანე გთხოვ დაჩის არ უთხრა თორემ აღარაფერს აღარ შემისრულებს. გადამინდა. ვერაფრით ვერ შევჭამ.
-სამაგიეროდ მე მეტი შემხვდება.- ჩაიხითხითა თებეამ და კიდევ ერთი ნაჭერი გააქანა პირში.
-შენ სულ გაგიჟდი, იცი რა მდგომარეობაში იყო დაჩი რომ ვერ ვპოულობდით? ძალიან ინერვიულა. მეორედ ეგეთი რამ აღარ გააკეთო თორე ვიჩხუბებთ იცოდე. ვიცი რომ რთულია ორსულობაში მოთხოვნილებების გაკონტროლება მაგრამ გთხოვ ძმაკაცს ნუ მომიკლავ.
-დაჩის ადგილას ეგ რომ ყოფილიყო დამერწმუნე ახლა უკვე მკვდარი ვიქნებოდი.- ორივე ლოყებ გამობერილი ძლივს აბავდა სიტყვებს თავს თებეა.
-სხვა დროს ეგეთი რამ ეგრე ძალიან თუ მოგინდება მე დამირეკე კარგი? თან შენი დაქალი უნირო ორსულია და იქნებ მოუნდეს მაგასაც რამე.
-რა უმადურობაა. რომ მომემიზეზებინა იმას გააპროტესტებდი არ ვმიზეზობ და გული გწყდება ჩამოყალიბდი რაა.
-შენ ბევრს ნუ ლაპარაკობ შეირგე ეგ თორე ნახევარ საათში უკან ამოიღებ ყველაფერს ხომ ვიცი. -დასცინა ნატუკამ და მეც მესიამოვნა. მე ვერ დამაბრალებდა მაწვალებო.
-სულაც არა დღეს ჩემი პატარა ჭკვიანადაა. ხვალ ექიმთან მივდივართ და თუ ინებებს გულის ცემასაც გაგვაგონებს.
-რაა მართლა გავიგონებთ. -ისე მინდა უკვე ხვალ იყოს.
-წესით უნდა გავიგონოთ. უკვე დიდები ვართ და იმედია პატივს დაგვდებს.
-შენ თუ გგავს მაგის იმედი არ გქონდეთ. -კიდევ ერთხელ ჩაკბინა ნატუკამ.
-შენ რა გჭირს ქალბატონო დღეს? ჩემი დაქალი ხარ თუ მაგ ვაჟბატონის.
-მე სიმართლის დაქალი ვარ. -ერთმანეთს გახედეს და ორივეს სიცილი აუვარდათ. მათი მხიარულების შემხედვარეს მეც გულიანად გამეცინა.



№1  offline აქტიური მკითხველი nawkas12345

ეე რა მაგარი იყო. ძაან თბილი თავი იყო ბევრი ვიხალისეე
პაპაია პაპაიაა. ავატარი გამახსენდა რატომგაც სადგაც კატარა ამბობს მაგ სახელს და დამრჩა გონებაში და რამდენსაც ახსენებედნენ იმდენი იმის ნათქვამი მახსენდებოდა.
ისე შემდეგისთვის ფეიხოაც გამოდგება, ანანასიც და ჩრდილოეთ ამერიკაშ მოკრეფილი კენკრაც:დდდ
მგარი ხარ!

 


№2  offline წევრი ankatuna

nawkas12345
ეე რა მაგარი იყო. ძაან თბილი თავი იყო ბევრი ვიხალისეე
პაპაია პაპაიაა. ავატარი გამახსენდა რატომგაც სადგაც კატარა ამბობს მაგ სახელს და დამრჩა გონებაში და რამდენსაც ახსენებედნენ იმდენი იმის ნათქვამი მახსენდებოდა.
ისე შემდეგისთვის ფეიხოაც გამოდგება, ანანასიც და ჩრდილოეთ ამერიკაშ მოკრეფილი კენკრაც:დდდ
მგარი ხარ!

გავითვალისწინებ

 


№3 სტუმარი Nuka

Ra kargiaaa ici cota dazabe raa upro saintereso rom gamovides♥♥♥♥

 


№4 სტუმარი Guest ბუბუ

რაღაც აკლია უციიი? აი თითქოს ყველაფერი კარგად მიდის, მაგრამ .............. :-D♥♥♥♥ ველი მოუთმენლად♥♥♥♥♥♥

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent