შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩემი პრინცესა დაგარქვი (თავი 2-3-4)


22-03-2017, 21:32
ავტორი rapu-rapu
ნანახია 2 979

-დავიღუპეთ
-რა ხდება?-წარბი მაღლა აზიდა ეკატერინემ
-დედა, იცი ჩვენ..
-გაჩუმდით!-გააჩერა მოლუღლუღე საბა-ამხელა ბიჭები ხართ, ეს თქვენი აზრით ნორმალურია? ახლა გინდათ დაგსაჯოთ?-მკაცრად განაგრძნობდა საუბარს, ბიჭებმა თავი დახარეს, გოგონებს გახედა ქალმა, თითი ტუჩებთან მიიტანა და თვალი ჩაუკრა ,,ჩუმად იყავითო"
-არა რა დე-ლუკამ დაიწყო საუბარი
-არაფრის მოსმენა არ მინდა, 1 კვირა ბავშვები თქვენთვის უნდა ჩამებარებინა, იქეთ ხართ ჩასაბარებლები, დამიჩაგრეთ გოგოები, ამიტომ უნდა დაისაჯოთ, არ გააკეთებთ და გოგოები მაშინვე ყველაფერს მაცნობებენ-მკაცრად თქვა
-აუ, გთხოვ რა ეკატერინე, ბავშვები ვართ?
-არა, კაცები ხართ და ბავშვურად რომ იქცევით მიტო გსჯით, გოგონებს ორივესთან თითო-თითო სურვილი ექნება, როცა ჩვენ წავალთ რასაც უნდათ იმას შეგასრულებიებენ
-ოღონდ ეგ არა და რასაც მთხოვ ყველაფერს ვიზავ-ყელზე მიიდო ხელები და დედას საცოდავად გახედა
-იეეეს-გაუხარდათ გოგოებს-ცეკვა დაიწყეს, ეკატერინეს გაეცინა და ოთახიდან გავიდა
-თქვენ გიჩვენებთ სეირს-საბამ მკაცრად გამოგვხედა ორივეს
-ჰო აბა რა ძამიკო-ენა გამოუყო ლილემ ბიჭს
-დავრჩებით ჩვენ ხვალ მარტო სახლში-გამაფრთხილებლად დაუქნია ლუკამ ხელი ორივეს და ოთახიდან გავიდა
-აუჰ, შემეშინდა-გაიცინა მარიამმა
-ნახავ აგერ, სჯობს ახლა იცინო
-სჯობს შენ იცინო, თორე ისეთ რაღაცას გეტყვი ამ შუა ზამთარში ნახავ-წარბები აათამაშა მარიამმა

* * *
-აუ რა მაგარია პროსტა, დედაჩემი ჯიგარია-კმაყოფილი გადაწვა ლილე საწოლზე
-ჰო-გაეცინა მარიამს
-ჩემთან დაწექი
-ჰო აბა სად მიშვებ?
-ჩემს ძმებთან, საბას უკვე უყვარს ერთი გოგო, ამიტო ლუკასთან გაგიშვებ
-საბას ვინ უყვარს?
-არ ვიცი, დღეს სკოლასთან დავინახე, უნდა გავარკვიო ხვალ ვინ უყვარს
-დაგეხმარები-გაიცინა მარიამმა
-მოკლედ, ხვალ გაკვეთილების გამოსვლისას ლუკა უნდა გააჩერო, რომ მე საბას ჩავუსაფრდე, სადმე გაიყვანე, უთხარი ლილე მოვა ცოტახანშითქო ან რამე და გააჩერე, გავარკვევ და მაშინვე მოგწერ
-კაიც-ნაძალადევად გაუღიმა დაქალს, არ მოწონდა ლუკასთან გაჩერების აზრი, მაგრამ ჰო უნდა გაეგოთ? ამიტომ უნდა მოეთმინა ცოტახანს

* * *
10 წუთი იყო დარჩენილი გაკვეთილის გამოსვლამდე, ლილემ ხელით მარიამს რაღაც ანიშნა, მანაც თვალი ჩაუკრა, დაირეკა თუ არა ზარი სწრაფად გავარდა ლილე კლასიდან, მარიამმა ჩანთა აიღო და ჰოლში დაიწყო ყურება, ლუკას ეძებდა, გამოჩნდა ფრონტზე ლუკა და მისი ძმაკაცები, მარიამს სმს მოუვიდა ლილესგან
,,sabas ukan unda gavyve, waiyvane luka saxlshi"
ახლა რა ჯანდაბა ვქნა? ფიქრობდა გულში
-მარიამ, ესენი ჩემი ძმაკაცები არიან, ბექა, ირაკლი და სანდრო
-სასიამოვნოა-გაუღიმა ბიჭებს
-ლილე სადა?-იკითხა ბექამ
-ნინისთან ერთადაა-ნერვიულად მიუგო მარიამმა-სადღაც გაყვა და პირდაპირ სახლში მოვლენ, წავიდეთ ჰო ლუკა?
-ჰო წავიდეთ, ბიჭებიც წამოვლენ
-კარგი, წავიდნენ ჩვენები?
-კი, დილით წავიდნენო საბამ მითხრა
-გასაგებია
სუყველა bmw-ში ჩაჯდა, ლუკამ ბიჭები უკანოო და ჩატენა ახმახები ერთად, მარიამი კი წინ დააჯინა..
სახლში მისულები არ იყვნენ ლუკამ რომ დაიწყო წუწუნი მშია, მშიაო
-თუ მოკეტავ კარგს იზავ-თხლიშა ირაკლიმ ლუკას
-მეც მომშივდა-ამოიკრუსუნა სანდრომ და ბექამ
-მარიამ რამის გაკეთება არ იცი? გაგვიმზადე საჭმელი რა
-კი ვიცი, გაგიკეთებთ ჰო, დაიცადე გამოვიცვალო-გაიცინა გოგომ და მეორე სართულზე ავიდა

* * *
ლუკას თვალით:
-დედა ეს რა რძალუკა გვეყოლება-გაიცინა ბექამ
-მოკეტე-ერთი გემრიელად უთავაზა ლუკამ
-როგორ დაიჯინა წინ-გამოვიდა სიტყვით ასპარეზზე სანდრო
-აბა, მარიამი როგორ გაწითლდა შეხედეთ?-ჩაება ირაკლი საუბარში
-შე*ემა თქვენ უფრო ჭორიკნები ხართ, ვიდრე ქალები, დედა ვის გადავეყარე ამ *ირებს-ხელები აღაპყრო ცაში ლუკამ..

დავინახე კიბეებზე მომავალი მარიამი და ყველას მოვაკეტიე, მაგრამ რად გინდა, მგონი სიტყვა მოკეტე ბექასთვის არ არსებობს
-რძალუკ რას გვიკეთებ?
-რძალუკ?-გაეცინა მარიამს-რა პროდუქტებია გააჩნია-მაცივარში შეიხედა, სალათა გამოიღო, კარტოფილი დაჭრა და მისი მომზადება დაიწყო, ჩვენ მისაღებიდან ვაკვირდებოდით, ვხედავდი როგორ ფუსფუსობდა ,,ჩემი პრინცესა" და მიხაროდა, ასე იფუსფუსებს მუდამ ჩემს სამზარეულოში-გამეღიმა და ნელა წამოვდექი
-ამას შეხედეთ-ფხუკუნი დაიწყო ირაკლიმ
-მოკეტე-დავუბღვირე და სამზარეულოსკენ დავიძარი

* * *
-ჰმმ, კარგი სურნელი ტრიალებს-მომესმა ხმა ზურგს უკან, დავინახე როგორ იდგა კარებში ლუკა და მაკვორდებოდა, მაგიდას ვაწყობდი, როცა თეფშები გამომართვა და თავად დაიწყო სუფრის გაწყობა, გამეღიმა, ეჰჰ ნეტა ასე იყოს მუდამ, რა მაგარი ქმარი იქნები წარმომიდგენია, ვფიქრობდი და ჩემს სისულელე ფიქრებზე ხმამაღლა გამეცინა, ლუკას გაუკვირდა არაფერითქო ვუთხარი და ჩანგლების დალაგება გავაგრძელე
-მზადაა-გავძახე ბიჭებს, ისინიც წამში გაჩნდნენ სამზარეულოში და სუფრას შემოუჯდნენ, ტელეფონზე სმს მომივიდა, დავხედე ლილე იყო, სამზარეულოდამ გასვლას ვაპირებდი, როცა ბექამ მითხრა
-რძალუკ შენც შემოგვიერთდი
-კი ახლავე მოვალ-გავუღიმე და მისაღებში გავედი, ტელეფონი ჩავრთე და სმს წავიკითხე
,,gaapren roca gaigeb"
,,ra xdebaa??"
,,shokshi var amas ar movelodi"
,,gamagebine gogo"
,,gavige vincaa"
,,vin? Vin uyvars!? Gamagebine lile"
,,gamige karebi da mogiyvebi"
შემოსასვლელის კარები გავაღე დავინახე როგორ მოდიოდა, არა უფრო მორბოდა გზაზე ლილე
-ჩქარა ოთახში-მტაცა ხელი და კიბეებზე მიმარბენიებდა როცა ლუკას ხმამ გაგვაჩერა
-სად ბრძანდებოდი?
-ჰო გითხარი ნინისთან იყოთქო-სპეციალურად ვთქვი ლილეს გასაგონად
-ჰო, ნინის გავყევი შოპინგზე
-მარიამი რატო არ წამოვიდა?
-ჰო რატო არ წამოდი?-დამიქაჩა თვალები ლილემ
-რომ მდომოდა წავიდოდი, წამოდი ახლა ზემოთ მომიყევი რა შეარჩია-მოვკიდე ხელი და ოთახში შევიყვანე, კარები გადავკეტე და სმენად ვიქეცი
-ვაიჰ, გაგიჟდები, ესეიგი-ძლივს სუნთქავდა ლილე
-თქვი გოგო და გადი მერე
-ნინაკა
-რა ნინაკა?
-ნინაკა უყვარს
-რა?-ყბა ჩამომივარდა-არ არსებობს!!! თქვი რომ მეღადავები
-არ გეღადავები, რომ დავინახე შოკში ჩავვარდი, ეს რა დაინახა ჩემმა თვალებმა
-გავაფრენ, ეგ სწერვა რამ მოაწონა??
-დღეს უნდა გამოვტეხოთ
-უეჭველი
-ლუკა ბიჭებთან რომ წავა დავიჯინოთ და ვათქმევინოთ
-ლუკა რომ არ წავიდეს?-შევიშმუშნე
-მაინც ვათქმევინებ რადაც არ უნდა დამიჯდეს-მუჭი შეკრა ლილემ და ოთახიდან გავიდა.

-ოჰ, ჩემი გულდათუთქული ძმა მოვიდა-კარებში მიეგება ლილე, საბა გაშტერებული უყურებდა დას
-რა ხდება ლილე?-იკითხა საბამ
-არაფერი, მომენატრე, დღეს შენი მანქანა შევნიშნე სკოლასთან
-რა..რა..სად?-დაიბნა საბა
-ჰო, სკოლასთან იყო-დავემოწმე მეც
-სკოლასთან თუ იყავი ვერ თქვი შე*ემა?-ლუკამ გამოყო თავი ოთახიდან
-მე..ისა..ჰო..იქ მყავდა მანქანა, ძმაკაცს ვათხოვე და
-მე შენ დაგინახე-ლილემ თვალები ააფახულა
-რა..სად დამინახე?
-ვიღაცას ელოდებოდი ყვავილებით, ლურჯი ვარდები ჩემთვის არ გიჩუქნია და ვის აჩუქე? მაინტერესებს ძალიან ვინაა ჩემი რძალი
-შენი რძალი? აუ, შენი კლასელია
-რა?-დაიღრიალა ლუკამ
-რა გაღრიალებს შე*ემა-საბამ დაუბრიალა თვალები
-ამათ კლასში ამათი სადაქალოა მარტო ლამაზი და ვინ ნახე ძმობას გაფიცებ
-არის კიდევ ერთი
-ვინ?-გაიკვირვა ლუკამ
-ჰო ვინ?-წარბი ავწიე მაღლა
-ნინაკა-გაებადრა სახე საბას
-რა?-დაიღრიალა ლუკამ
-რა გაღრიალებს შე*ემა?
-ეგ რამ მოგაწონა ბიჭო, შ*გ გაქ?
-მიყვარს
-რა?-დაიღრიალა ლუკამ
-ე ბიჭო გაჩერდი შევწუხდი-ამომივიდა ყელში და დავუყვირე
-შეხედე რავარი გაგაჩუმა-არტისტულად თქვა საბამ
-შენ ნუ არიდებ თავს-თითი დაუქნია ლილემ
-აუჰ, კაით რა-თავზე გადაისვა ხელი საბამ
-იცის ვისი ძმა ხარ და ვის წრეში ხარ? იმასაც მოწონხარ?
-აუჰ, არა არ იცის, კი ერთად ვართ
- მაგას ოჯახში არ შემოვუშვებ, იცი ვაბშე როგორი ურთიერთობა გვაქ? იცი მარიამს რეებს უკეთებდა?-დაუყვირა ლილემ საბას
-რას უკეთებდა?-გაბრაზდა ლუკა
-ამწარებდა, კლასში არცხვენდა, საშინელ სიტყვებს ეძახდა-ლილე არ ჩერდებოდა, მარიამს ცრემლები მოადგა, ატირდა
-ლილე გაჩერდი!-დაუყვირა და ატირებული ოთახში გაიქცა, კარები გადაკეტა და ტირილი მორთო
-ბრავო ლილე-ტაში დაუკრა ლუკამ დას და კიბეებზე სწრაფად ავიდა
-ზედმეტი მომივიდა-თავი დახარა ლილემ-არ დავინახო იცოდე ეგ გოგო საბა! მეზიზღება! ვერ ავიტან ისეთს ოჯახში ვინც ჩემიანებისთვის საფრთხეს წარმოადგენს!-მკაცრად მიუგო ძმას და აბაზანაში შევარდა.

* * *
-მარიამ-ფრთხილად მიუკაკუნა ლუკამ კარებზე
-გადი!-დაუყვირა გოგონამ
-უბრალოდ გამიღე, გთხოვ!-თბილი და მშვიდი ხმა ჰქონდა ლუკას, მარიამმა ცრემლები მოიწმინდა, კარები გააღო და საწოლზე ისევ გადაწვა
-დამშვიდდი რა-საწოლს მიუახლოვდა ბიჭი, თავზე ხელი გადაუსვა გოგონას, მარიამს ტირილი აუბარდა, ლუკა გაგიჟდა, გადაირია, საწოლზე ჩამოჯდა და გოგონას კაფანდარა სხეული გულში ჩაიკრა
-არავის მივცემ უფლებას აგატიროს და გული გატკინოს, ყველა მიიღებს თავისას, ჩუ პატარავ, ჩუ-ჩემო უნდა ეთქვა, მაგრამ თავი ძლივს შეიკავა-პრინცესა, ნუ ტირი-მონოტონუდად ეფერებოდა თავზე, გოგონა გაირინდა მის მკლავებში და დაწყნარდა..

როცა ლუკას სუნამოს სურნელი ვიგრძენი როგორ არ დავმშვიდდებოდი? მის მკლავებში ვიყავი, ის იყო ახლა ჩემთან და მეხუტებოდა, ამას ალბათ ვერც სიზმარში ვნახავდი, იმდენად მიუწვდომელი მეგონა ლუკა, მაგრამ აი! ვერც ვიჯერებ, რომ ახლა ის ჩემთანაა, ამ ფიქრებში ვიყავი, როცა ვიგრძენი როგორ მომეკიდა ძილი და მეც მორფეოსის სამყაროში გადავეშვი..

* * *
ლუკას თვალით:
განა ახლა მე მივატოვებდი მას? განა ახლა შევწყვეტდი მის ჩახუტებას? მაშინ როცა მეკვროდა და მოშორებას არ ლამობდა. გატრუნულს ეძინა ჩემს მკლავებში, თავი ჩემს გულზე ედო და ფრთხილად სუნთქავდა..ოჰჰ როგორ მიყვარს ეს პატარა არსება..მიყვარს? კი მიყვარს!! არა!! კი არ მიყვარს ვგიჟდები!! სიცოცხლეს მირჩევნია!! ჩემი პრინცესაა!!! ჩემი პატარა, ფრთხილი ანგელოზი, რომელსაც დაცვა ესაჭიროება..!


* * *
გემრიელად ერთმანეთზე ჩახუტებულებს გვეძინა მე და ლუკას, მას ჩემს წელზე ჰქონდა მოხვეული ხელი, მე კი მის მკერდზე მედო თავი..კარების ,,შემოგლეჯვის" ხმა გავიგონე. სწრაფად ავწიე თავი, ლუკამაც ჭყიტა თვალები, მაგრამ ვაი!!
-თქვე ცუღლუტებოო!!-ყვირის ბოლო ხმაზე ლილე
-გოგო გაჩუმდი-თვალები გადაატრია ლუკამ
-ამას მიმალავდით ჰო? ასეც ვიცოდი რომ ერთად იყავით და ერთმანეთი გიყვარდათ, ისე უჟუჟუნებდით თვალებს, აუ რა რძალი მეყოლება? აი თქვენ ბრავო ამას მიმალავდით?-ახლა მინდოდა მოვმკვდარიყავი, რამდენი ფერი გამოვიცვალე კაცმა არ იცის, ლუკამ ბალიში აიღო და ლილეს გაუქანა
-ამაცდინე-დაეჭყანა ლილე ძმას-ვაიმე საბა-კივილით გაიქცა კიბეებზე, სწრაფად წამოვხტით და ლილეს გავეკიდეთ
-გაჩერდი გოგო-ლუკა ეძახდა
-ლილე, მოგვისმინე-ვეძახდი მეც, მაგრამ მისი ჭყიპინი ჩვენს ძახილს ფარავდა, საბას შეუვარდა ოთახში, თავზე დაახტა ძმას
-საბა, გაიღვიძე დროზე, საბა, მარიამს და ლულას ერთმანეთი უყვართ, უჰუუ, მაგარია-ცეკვა დაიწყო საბაზე ლილემ
-გოგო ჩამოდი ჩემიდან და გამაგებიე
-საბა სრ მოუსმინო-შევუხტი ოთახში მამაკაცს
-რა ხდება ამიხსნით?-თვალები გადაატრიალა საბამ
-ლუკასა და მარიამს ერთმანეთი უყვართ!-ტრიალებდა პატარა ბავშვივით ლილე
-რა?-თვალები დაქაჩა საბამ
-სისულელეა-ხელი აიქნია ლუკამ-კარგი რა ლილე, რადგან ერთად გვეძინა ეს ამას არ ამტკიცებს
-რა?-საბამ ისევ დაქაჩა თვალები, მე რა დამემართა? ავწითლდი, ალბათ ჭარხალს ვგავდი
-აუ-გადაიკისკისა ლილემ-მარიკუსა როგორ გაწითლდა-ხარხარებდა ლილე, მე უფრო გავწითლდი, საბაც აყვა სიცილში, ლუკასკენ გავაპარე თვალი, რომელიც იღიმოდა და თვალს არ მაშორებდა..

ლუკას თვალით:
ნეტა მართლა ერთად ვიყოთ, ასე ჰგონია ლილეს და საბას, დაე ეგონოთ! მალე მაინც ერთად ვიქნებით და აზრი? ვაიმე ჩემი გოგო როგორ გაწითლდა...მინდოდა მივსილიყავი და გამეგუდა იმდენი მეკოცნა იმ წითელ ლოყებზე..

* * *
-რაც გინდათ ის იფიქრეთ-ლუკამ ხელი აიქნია და ოთახიდან გავიდა, მარიამმა ლილეს მოკიდა ხელი და ოთახში შეიყვანა
-გოგო შენ გადაირიე? გინდა დამღუპო? რას ამბობ? რა მე და ლუკა კარგად ხარ?-მიაყარა ყველა კითხვა ერთად
-კარგი რა..მაშინ ის ერთად ჩახუტებული ძილი რა იყო? -გაიღიმა ლილემ
-ნუ სულელობ, ჰო იცი გუშინდელ ამბავზე იყო, მამშვიდებდა და ჩაგვეძინა
-ჰო კარგი მჯერა, მაგრამ ლუკას ქცევებს როგორ ახსნი? შენ შეიძლება არა, მაგრამ იმას ძალიან მოწონხარ! ეტყობა!-კმაყოფილმა ჩაილაპარაკა
-რა ქცევები?
-თუ გინდა მე რომ მაკითხავს კლასთან, სკოლაში მანქანით რომ დავყავარ
-ეგ შენ თორე მე რა?
-სინამდვილეში შენს სანახავად აკეთებს ამას-საწოლზე დამაჯინა ლილემ-იმ დღეს რომ უნდა წამოსულიყო საბა გავიგონე ლუკამ რომ უთხრა ძმობას გაფიცებ მე წავალოო
-რა? მართლა?-აფორიაქდა მარიამი
-ჰო-გაიცინა ლილემ-მგონი არც შენ ხარ გულგრილი-მარიამმა თავი ძირს დახარა..გულგრილი? 6 წელია უკვე ლუკაზე გიჟდება და რაო? გულგრილი არ ხარო? პირდაპირ გასაგიჟებელია...
-რა ხდება?
-არაფერი
-მითხარი, ლუკა გიყვარს?
-უკვე 6 წელია-გამოუტყდა ლილეს მარიამი
-რა? არ არსებობს!! არ გადამრიო! რა 6 წელი კარგად ხარ?-გოგონა გიჟს გავდა
-მე იმის მერე აღარ ვარ კარგად რაც ლუკა შემიყვარდა
-მერე სად იყავი აქამდე გოგო?
-მივსულიყავი და მეთქვა მიყვარხართქო?-წარბები მაღლა აწია-ამას მეუბნები? არა..! ნურას უკაცრავად
-გაგეცნო აქამდე
-ჩემი არსებობაც კი არ იცოდა ლილე
-ჰო, რთულად ყოფილხარ შენ-ხელები გადააჯვარედინა-მაგრამ ახლა შანსები არის, მე დაგეხმარები
-ლუკასთან და საბასთან სიტყვა არ დაგცდეს
-სამარე ვარ, სანამ ერთად არ იქნებით გვრიტებო
-ოჰ, ნუ ამბობ ამას, ჩვენ ერთად არ ვიქნებით
-მაგას დრო გვიჩვენებს-თვალი ჩაუკრა და ოთახი დატოვა.

* * *
-ხვალ წამოიყვანე მერე-რჩევა მისცა ბექამ ძმაკაცს
-კარგი რა, მარტო ეგ ჰო არ იქნება?-სახეზე აიფარა ლუკამ ხელები
-უთხარი ლილესაც და მის დაქალსაც, რაო რა ქვია?
-ნინი?
-ჰო და წამოიყვანე სამივე დაბადების დღეზე
-ჰო კარგი
-წადი ახლა და ლილეს უთხარი
-ლილეს გონია მე და მარიამი ერთად ვართ
-ეგონოს მერე-გაეცინა ბექას
-ჩახუტებულებს გვეძინა და შემოგვისწრო
-რას მაღვალაკობდით?-ბექამ არტისტულად წარმოთქვა სიტყვები
-კაი ახლა
-ვისში გაცვალე შენი ნაშა?
-მაპატიე სიცოცხლე-ლუკამ სევდიანად შეხედა ძმაკაცს-ისე არ წამოხვალ ჩემთან?
-უნდა გამართო ღამე?-წარბები აათამაშო ბექამ
-ფუ გადი პი***ასტო აქედან
-ჰო კაი მოვდივარ

* * *
-აუუ რამაგარია, უეჭველი მივდივართ-გაუხარდა ლილეს
-მე არ მოვდივარ-ხელი აიქნია მარიამმა
-აუ რძალუკ რა იყო რა, წამო შენც, არ მაწყენინო-საცოდავი სახით გახედა ბექამ მარიამს
-ჰო კარგი, შენი ხათრით
-რა მაგარია-მივიდა და ჩაეხუტა ბექა გოგოს
-ესეიგი ახლა როგორ წავალთ-ტუჩთან მიიტანა ლილემ ხელი-მარიამი და ლუკა ერთად, მე და საბა ერთად
-მე არ მოვდივარ-ახლადმოსული საბა შეუერთდა მეგობრებს
-რატო?-გაუკვირდა ბექას
-არ მცალია
-ნინაკასთან მიდის-დამანჭულად წარმოთქვა ლილემ ნინაკას სახელი
-ლილე-გახედა საბამ ლილეს და გაჩუმდიო თვალებით უთხრა
-ვინაა ნინაკა?-ბექამ ლუკას გადაუჩურჩულა
-ლილეს კლასელი ნინაკა
-მეღადავები?-ხმამაღლა მოუვიდა ნათქვამი
-არა, არ გეღადავება, მართლა მიყვარს, საერთოდ არაა ეგეთი გოგო და მე ამას დავამტკიცებ
-არა, სულ არა!-ცინიკურად მიუგო ლილემ და კიბეებზე ავიდა..
-აუ პროსტა რა-საბამ თავზე გადაისვა ხელი
-თუ არაა მოიყვანე და გაგვაცანი, აი მერე გავუგებთ როგორია სინამდვილეში-ბექამ გამომცდელად გახედა საბას
-მოვიყვანო?-ჰკითხა ლუკას და თვალი ჩემსკენ გამოაპარა
-როგორც გინდა
-მე ზევით ავალ-წამოვდექი და კიბეებზე ავედი..

* * *
კარებზე კაკუნის ხმა გავიგე
-მობრძანდით
-შეიძლება?-მკითხა საბამ
-მოდი საბუ-გავუღიმე
-მისმინე, თუ ნინაკას მოყვანა შენთვის პრობლემას წარმოადგენს მე ხვალ არ წამოვიყვან
-ეს ჩემზე არაა საბა, შენ გინდა და წამოიყვანე, მე მისთვის რც არასდროს არაფერი მითქვამს, თავად მექცეოდა ცუდად
-მე გიხდი ბოდიშს ნინაკას მაგივრად
-ბოდიშს ნუ მიხდი, არაფერია-გაუღიმა და საბას ჩაეხუტა
-ეს შენ-გულისჯიბიდან m&m-სები და ჟელიბონებუ ამოიღო
-აუუ-გაუხარდა მარიამს-როგორ მიყვარხარ-ჩაეზუტა მაგრად მარიამი ბიჭს
-მეც, ჩემი პატარა დაიკო ხარ


-ლილე ნინის დავურეკოთ და წამოვა
-ჰო, წეხან მივწერე და კაიო, ხვალ გამოგვივლის და საყიდლებზე წავიდეთ
-კაიც-გაუღიმა გოგოს და საწოლზე გაწვა
-გოგოშკებო ქვემოთ ჩამოდით!-დაუძახა საბამ გოგოებს
-ახლავე-გასძახა ლილემ

-რა ხდება?
-წამოდით პიცერიაში მივდივართ-ფართოდ გაიღიმა ირაკლი
-მაგარია-კურტკა მოიცვა ლილემ
-უჰ პიცა კარგია, მაგრამ ჩვენ ვერ გავაკეთებდით?-მარიამმა გახედა მომლოდინეებს
-იცი?-თვაკები დაქაჩა სანდრომ
-კი-გავიღიმე და დაველოდე მათ აზრს
-მაშინ გავაკეთოთ სახლში, ჩვენ წავალთ ყველაფერს ვიყიდით და გავაკეთოთ-მოავლო თვალი ბავშვებს ლუკამ
-კარგი აზრია-დაეთანხმა საბა
-მარუს ნინის დავურეკოთ, ეგეც ამოვა
-ჰო, მასე ვქნათ
-მაგარია-ტაში შემოჰკრა ბექამ

ბიჭები წავიდნენ პროდუქტების საყიდლად, გოგოებმა ნინის დაურეკეს, ისიც სულ რაღაც 15 წუთში მასთან გაჩნდა
-მომენატრეთ გოგო-ჩაეხუტა ორივეს ნინი
-ჩვენც კუსკუს-გაუღიმე გოგონებმა
-სად არიან ბიჭები?
-მოვედიით-შემოგლიჯა კარები ფეხით ლუკამ
-ჰალელუია-ხელები ჰაერში აღაპყრო ლილემ
-მეგონა მაღაზია მოგქონდათ-ირონიულად მიუგო მარიამმა ლუკას, როცა ხელში 2 პარკით შემოვიდა
-ასეც არის-წარბები აათამაშა და სამამდე დათვლა დაიწყო-1..2..და 3
-შე*ემა რა იყო რომ შემოგვაჩეჩე ხელში ეს პარკები-5 პარკით შემოვიდა ბექა
-გამომართვით მომძვრა მკლავი-1 დიდი ყუთი და 2 ცელოფანი ეკავა სანდროს
-ადამიანები არ ხართ?-ბუზღუნებდა ირაკლი-ეს სასმელები მე რომ შემომაჩეჩეთ
-საბა სადა?-გაიკვირვა ლილემ
-მოვა მალე-მიუგო ლუკამ და პარკები მაგიდაზე დააწყო
-აბა დავიწყოთ ახლა-ხელები გაასავსავა ნინიმ და თვალები ააფახულა..

სიმღერები ბოლო ხმაზე ჩართეს, თან ცეკვავდნენ, თან მღეროდნენ, ლილე ცომს აბრტყელებდა, მარიამმა ფქვილში ხელი ჩაყო და სახეზე მოუსვა, ნინი ბექას ეცეკვებოდა, ლუკა სასმელით ხელში დადიოდა და ირაკლის გაფაციცებით რაღაცას ეუბნებოდა, სანდრო კი იდგა და ვიდეოს იღებდა
-სუფრა გააწყვეთ-კისკისებდა მარიამი..ნინი და ლილე სუფრას აწყობდა, ბექამ ერთი დანა ლუკას მიაწოდა
-თუ სიკვდილია სიკვდილი იყოს-დაიყვირა ბექამ, დანა მაღლა აწია, ძირს დააგდო და ლუკას ზურგზე შეახტა..ირაკლიმ ტორტის ყუთს გადააძრო თავსახური , დანა მოიმარჯვა და დიდი ნაჭერი ჩამოჭრა
-ეს ტკბილი ლუკმა მე-პირი გააწკლაპუნა და ოთახისკენ მიიწევდა, როცა სანდრომ ვიდეო კამერით დააფიქსირა
-ჩანხაარ!! გამოგიჭირე-ხარხარებდა სანდრო
-წაშალე-თვალები დაუპრაწა ირაკლიმ
-ელოდე-დაეჭყანა და კისრისტეხვით დაეშვა კიბეებზე, სამზარეულოში შევარდნენ, მარიამს კრუგს უვლიდნენ, ირაკლიმ ფქვილის პარკს ხელი სტაცა და ფქვილი თავზე გადააყარა სანდროს, ყველა სამზარეულოში იყო, ვინ ვის უსვამდა სახეზე ფქვილს არავინ იცოდა..ყველა ბედნიერი იყო, იცინოდნენ, იღიმოდნენ..ღამის 12 საათზე სუფრა გაწყობილი ჰქონდათ, ყველა ერთად იჯდა და მღეროდა
-რა ლამაზი დღეა, რა ნათელი მზეა, იმიტომ, რომ დღეს ბექუნას, დაბადების დღეა...! გილოცავთ, გილოცავთ, გილოცავთ!!
ყველა ჟრიამულში იყო, ლილე და ნინი გამწარებული ცეკვავდნენ..ბიჭები კი სმაში ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს და ბექას ლოცავდნენ, ამ დროს კარზე გაისმა ზარი, მარიამი ვიდეოს იღებდა, კამერა გათიშა, კარებისკენ ცეკვით წავიდა, კარებს მიღმა კი მას საბა და ნინაკა ელოდა..

კარები გააღო მარიამმა და ადგილს მიეყინა..
-მარიამ ვინაა?-გამოსძახა ნინიმ
-მარიამ-საბამ ნაძალადევად გაიღიმა
-ნინი და ლილე, ჩვენი უსაყვარლესი კლასელი გვესტუმრა-ირონიულად გაიღიმა და მისაღებში შევიდა, ნინაკა გაოცებული უყურებდა საბას
-შემო ნინაკა
-მემგონი არ უნდა მოვსულიყავი
-არაუშავს უბრალოდ უნდა შეეგუონ
-გოგოებს ბოდიშს მოვუხდი, იმედია მაპატიებენ
-ჰო, იმედია-მაგრად ჩაიკრა გოგო გულში საბამ და მოქეიფეებისკენ წაიყვანა

-ვა საბუნა და ნინაკა მოსულა-წამოდგა ლუკა
-გამარჯობათ-მიესალმა გოგო ყველას. დაქალები ერთად იჯდნენ და საბას უბღვერდნენ. ნინაკა შეყბარებულს გვერდიდან არ მოშორებია, ბიჭები სვამდნენ, გოგოები კი გაუთავებლად ცეკვავდნენ..მარიამი სამზარეულოში გავიდა ტორტის დასაჭრელად..
-მარიამ-სამზარეულოში ნინაკა შევიდა
-ჰო-მობეზრებულად უპასუხა მარიამმა
-უნდა ვილაპარაკოთ
-სალაპარაკო არაფერია
-არის, ბოდიში მინდა მოგიხადო
-არ მჭირდება შენი ბოდიში
-ვიცი ცუდად გექცეოდი, მაგრამ ვერ ვიტანდი კლასში ვიღაც ჩემზე კარგი რომ იყო
-ნუ ღელავ მაგაზე პრობლემა ნუ შეგექმენბა შენი წყალობით ყველაზე ცუდი ვარ კლასში
-დამიჯერე მართლა არ მინდოდა
-რა მნიშვნელობა აქვს მთავარია, რომ ყველასთან შემარცხვინე და მასხრად ამიგდე, კარგად გახსოვს რა გამიკეთე? ასეთი რაღაც როგორ ჩაიდინე? არ დამავიწყდება როგორ ვიდექი კაბა გახეული უმაიკოდ..ამას თავი დავანებოთ ექსკურსიაზე გამიკეთე ეს!! საძილე წამლები ჩამიყარე და გვერდით მთვრალი ვახო მომიწვინე! ფოტოები გადაგვიღე! მთელი 4 თვე ვახოს სიმართლე ეგონა რომ მაგასთან ვიწექი და დამსდევდა, ბლატაობდა და იმის რისხვას ძლივს დავეხსენი!
-მაპატიე! მართლა გულით გეუბნები, შევიცვალე
-არ ვიცი!
-დაგიმტკიცებ, მაგრამ შანსი უნდა მომცე რომ დაგიახლოვდე
-ჰო და მერე უცებ ბრახ! და ისევ ამიგდებ მასხრად
-გპირდები! საბას თავს ვფიცავარ! მის სიყვარულს ვფიცავარ! უბრალოდ შანსი მომეცი
-ჰო, კარგი! მაგრამ რამე რომ შეგატყო მაშინვე ჩამოგშორდები
-კარგი-გაუხარდა ნინაკას და მარიამს გულწრფელად გაუღიმა, მარიამმაც გაიღიმა
-მოდი ჩაგეხუტო-მივიდა და ერთმანეთს ჩაეხუტნენ.

-ესეიგი, ჩემო ძმებო და დებო-ფეხზე ძლივს-ძლივობით წამოდგა ლუკა-ამ ჭიქით მინდა ის ლამაზი გრძნობა დავლოცო სიყვარული, რომ ქვია. ჩვენი საბა და ნინაკა რომ გრძნობენ ერთმანეთის მიმართ..! დაგლოცავთ!-ლუკამ დალოცა ძმა და რძალი და ადგილი დაიკავა, მერე ბექამ დალოცა წყვილი, ბოლოს საბა წამოდგა, ყველას ყურადღება ითხოვა და დაიწყო
- ”სიყვარული ცხოვრებაში მხოლოდ ერთხელ მოდის...” ეს გალაქტიონის სიტყვებია... როცა ეს გრძნობა იბადება გულში, მთელს შენს ცხოვრებას, ფიქრებს, აზრებს იპყრობს... მთელი შენი ცხოვრება მხოლოდ საყვარელ ადამიანს უკავშირდება... მასთან რაღაც უხილავით ხარ მიჯაჭვული და გასაქანს აღარ გაძლევს... ნამდვილი სიყვარული მარადიულია... ის არასდროს ქრება უკვალოდ და დიდ ტკივილსაც ტოვებს სულში... დიდი დრო და სიძლიერეა საჭირო იმისთვის, რომ სიყვარულით გამოწვეული სიგიჟეების, მძაფრი განცდებისა და ეიფორიებისაგან განთავისუფლდე... ამას იმდენად დიდი დრო სჭირდება რომ ჩვენი ცხოვრების მანძილზე აღარ გვრჩება დრო იმისთვის, რომ ხელახლა შეგვიყვარდეს…
გახსოვდეთ რომ თქვენი მეორე ნახევარი სადღაც აუცილებლად არის და გელოდებათ თქვენ, არარსებობს ადამიანი რომელსაც არ ყავს თავისი წყვილი , შეიძლება ვერ იპოვო ის ერთადერთი მაგრამ ერთხელ მაინც შეხვდები სადმე , და გახსოვდეთ რომ სიყვარულს დიდი ძალა აქვს , არც ის ღირს გაქცეულს უკან გაეკიდო , თუ წავიდა ანუ არ ყვარებიხარ ისე როგორც საჭიროა და ის არ არის შენი მეორე ნახევარი , სიყვარულზე დიდი ბედნიერება არ არსებობს , ყველა ვართ ბედნიერი და უბედურიც , ცხოვრების წესიხომ ესაა გიყვარდეთ სულით და გულით , გიყვარდეთ და უყვარდეთ.. -ყველა წყნარად იყო და უსმენდა საბას სადღეგრძელოს..მარიამს თავი დაეხარა, ფიქრობდა და ცდილობდა ყველაფერი ერთმანეთთან დაეკავშირებინა, საბას სასღეგრძელოს მოსმენისსს უნდოდა ატირებოდა, როგორი რთულია, როცა ხედავ და ვერ ეკარები, ვერ ეხუტები, როგორ უნდოდა ლუკას ჩახუტება, მაგრამ ამაოდ...!

ლუკას თვალით:
ვუსმენდი ჩემს ძმას და მხოლოდ ერთ რაღაცაში დავრწმუნდი საბოლოოდ!
მარიამ მე შენზე ვგიჟდეებიიიი!!! -მინდოდა წამოვმხტარიყავი და დამეყვირა ბოლო ხმაზე...!

დილის 5 საათი იყო ქეიფი რომ დაამთავრეს, ვის ვისზე ეძინა ვერ გაიგებდი! ლუკა და ირაკლის აივანზე ეძინათ და ჩახუტებულები იყვნენ ერთმანეთზე , ლილეს კალთაში სანდროს ედო თავი, საბა და ნინაკა დროულად გაშორდა ადგილს და ოთახში ტკბილად ეძინათ.. მარიამს სამზარეულოში მაგიდაზე დასძინებოდა.. მაგრამ ნინი და ბექა სად არიან??! ოჰოო...ძალიან საეჭვოა სად გაქრა ეს ორი?
ჰმმ..სად იყვნენ? კარგი გეტყვით..! მაგრამ მე ჰომ ინტრიგანი ვარ? ამიტომ დაველოდოთ გათენებას ^^

დილით პირველი საათი იქნებოდა ირაკლიმ თვალი რომ ჭყიტა, ფეხი გლიჯა ლუკას და სავარძლიდან გადააგდო
-ე, შე*ემა რა იყო!!-ძლივს ამოიხრიალა ლუკამ
-რა გაღრიალებს -დაიყვირა ირაკლიმ
-სად ვარ?-გაახილა თვალები ლილემ და როცა სანდროს მუცელზე აღმოაჩინა საკუთარი თავი ლამის დაიყვირა შენ რა ჯანდაბას აკეთებ აქო..
-წავედი მე წყალს დავლევ-წამოდგა ლუკა და სამზარეულოში გავიდა, როცა დაინახა მარიამს როგორ ჩასძინებოდა მაგიდაზე, მიუახლოვდა და ლოყაზე გემრიელად აკოცა, გაიღიმა და წყლის სმით სამზარეულოდან გავიდა..მარიამმა გაახილა თვალები, თავი საშინლად სტკიოდა, გაიზმორა და სააბაზანოსკენ წავიდა..1 საათში ყველას ეღვიძა, მაგრამ ვაი ასეთ გაღვიძებას! ისხდნენ კი არა ეყარნენ სავარძელში ერთმანეთზე
-უი, ამ გახსენებაზე ნინი სადაა?-იკითხა მარიამმა
-ჰო, არც ბექაა-გაუკვირდა ლუკას
-სად წავიდნენ?-შუბლი შეჭმუხნა ლილემ
-სახლში არ არიან?-გაიოცა საბამ
-ბოლოს მახსოვს ბექა ნინის რომ ეცეკვებოდა ტექტონიკს-ირაკლიმ თავადვე გაიკვრივა მის ნათქვამზე, ყველას სიცილი აუტყდა..ბექა და ტექტონიკი? ნინი ჰო საერთოდ!! გარტყმაში არცერთი არ იყო. ნინაკა ჩუმად იჯდა და იცინოდა მეგობრების ფილოსოფურ დასკვნებზე.
-ნინაკა რა იყო?-საბამ გახედა მოფხუკუნეს
-არა, არაფერი!-ძლივს შეიკავა სიცილისგან თავი
-იცი სად არიან?-დაქაჩა თვალები მარიამმა
-არა, რა სისულელეა
-თქვი!-ლუკა გაბრაზდა
-არ ვიცი და..
-რას მალავ ამოღერღე
,,7 საათზე რესტორან ქალაქურში გელოდებით!! მე და ნინი ერთად ვართ!
ბექა" ხმამაღლა წაიკითხა ნაგლეჯზე დაწერილი წერილი ნინაკამ
-რა?-ყველას სასოწარკვეთილი ხმა აღმოხდათ
-რომელია?-იკითხა ნინაკამ
-3 საათია
-ჰოდა მოემზადეთ საყვარლებო!! -გაიკრიჭა და უკანალის ქნევით აუყვა კიბეებს..

* * *
-რას უცდით ამდენ ხანს?-მეშვიდედ დახედა საათს ლუკამ და სახეზე ხელები ჩამოისვა
-მოვდივართ-დაიძახა ლილემ ზემოდან
-ჰალელუია-ამოიგმინა საბამ
-მოვდივართ-კიდევ ერთხელ დაიძახა ლილემ
-გავიგეთ და გელოდებით-თვალები გადაატრიალა ლუკამ
-დაგვაღირსებთ?-სიცილით თქვა საბამ
-აბა შემაფასეთ?-ნელა დაიწყო კიბეებზე გაპრანჭული სიარული ლილემ და ძირს ჩასულმა ერთი ბრუნი გააკეთა
-ვაი გული-ხელი მიიდო საბამ მარცხენა მხარეს
-კარგი ვარ ჰო?-თვალები ააფახულა
-რას გავხარ გოგო, წადი ახლა დროზე გამოიცვალე ეს წითელი გამომწვევი კაბა რომ ჩაგიცვამს-ლუკამ დატუქსა დაიკო
-აუ ჩუ ბიჭო რა!-თვალი ჩაუკრა ლილემ
-რას ქვია ჩუმად ვიყოთ, დროზე ახლა-განაგრძო საბამ
-შენ მასე შენს ნინაკას ეუფროსე, ჩემი უფროსი აღარ ხარ
-ჰოდა მე ვარ და დროზე ახლა-ხელით ანიშნა ლუკამ
-ლილე-დაიძახა ზემოდან მარიამმა
-უი, დროზე ახლავემ დახუჭეთ თვალები
-რატო კიდე რომ არ გაგვისკდეს გული?-შეჭმუხნა წარბები საბამ
-ახლა მართლა გაგისკდებათ გული-გაიცინა ლილემ
-რა უქენი მარის?-თვალები დაქაჩა ლუკამ
-დახუჭეთ და ნახავთ
-ჰო კარგი-თვალებინგადაატრიალა ლუკამ და დახუჭა
-მარუს ჩამო-კიბეებზე დადგა მარიამი და ნელა დაიწყო სვლა-გაახილეთ ბიჭებო-თვალები გაახილეს-დადაააამმმ!-დაიძახა ლილემ

* * *
ლუკას თვალით:

თვალები გავახილე, დავინახე როგორ მოდიოდა ფრთხილად კიბეებზე მარიამი, მუხლებამდე თეთრი ლამაზი კაბა ეცვა, ამავე ფერის თეთრი ნაიკები, ხვეული თმა კი ლამაზად ეხებოდა მის წელს.. როცა დავინახე მაშინ ვირწმუნე უფრთო ანგელოზის არსებობა...ჩემი პრინცესა, ჩემი სიცოცხლის აზრი, ჩემი ჰაერი და სუნთქვა...<3

* * *
-ვაუ, რა ლამაზი ხარ მარუს-ემოციებს ვერ მალავდა საბა, ლუკა გაშტერებული იდგა და იღიმოდა, თვალებს ვერ წყვეტდა მარიამს
-რაო ძმაო, ისედაც გამოშტერებული სულ გამოგაშტერა ჰო?-სიცილით კითხა ლილემ ლუკას, ბიჭმაც დაუფიქრებლად თავი დააქნია, ამაზე და-ძმას სიცილი აუტყდა, მარიამი კი გაწითლდა, მხოლოდ ამის შემდეგ მოეგო გონს და უარყო მისი ნათქვამი, მაგრამ ვინ დაუჯერებდა?

* * *
-ოჰ, ეს ვინები მობრძანებულან-გადაეხვია ირაკლი რესტორანთან მდგარ მეგობრებს
-სანდრო სადა?-იკითხა ლუკამ
-მოვა მალე
-ბექას და ნინიკოს არ შეხმიანებიხარ?-მწუხარებით თქვა მარიამმა
-ბექამ მომწერა შედით და ჩვენც შემოვალთო
-რას თამაშობენ?-მობეზრებულად თქვა ლილემ
-არ ვიცი, რაღაც არ მომწონს-ამოიკრუსუნა ირაკლიმ
-აი სანდროც!-დაიძახა საბამ და ყველამ მისკენ გაიხედა
სანდრომ ჩამოუარა ყველას და გადაკოცნა ბავშვები, ბოლოს ლილეს მიუახლოვდა, აათვალიერა და მაგრად ჩაიკრა გულში
-სანდრო რა გჭირს?-თვალები დაუქაჩა ლილემ და ბიჭი სწრაფად მოიშორა
-ლამაზად ხარ-გაუღიმა
-რამე მოწიე?-გაუკვირდა ლუკას
-არა-თვალი ჩაუკრა სანდრომ, ლუკას გვერდით დადგა და ყურში ჩუმად ჩასჩურჩულა
-ამას მეტი მოკლე და დეკოლტე არ ქონდა?
-ჰო მეც ვეჩხუბე, მაგრამ შეუგნებელია
-რა უნდა ახლა ბიჭებს უნდა მოაწონოს თავი? დავთხრი სუყველას თვალებს
-შენ რა იყო?
-რაზე
-რას აქტიურობ?
-არა ისე
-გენდობი, ჩამიბარებია, ზედმეტები არ გინდათ-ლუკამ გაუღიმა ძმაკაცს
-ჩემი ძმა ხარ, მიყვარხარ ბრატ!-ჩაეხუტა ლუკას
-ზედმეტები არ მოგივიდეთ
-მაგას ვიკადრებ?
-მიტო მიყვარხარ

-რა სიყვარულის ბუშტი გაგისკდათ?-გაეცინა ლილეს
-შიგნით არ შევიდეთ?-იკითხა ნინაკამ და საბას პადრუშკა გამოდო

რესტორანი სავსე იყო. ყველა სუფრასთან იჯდა, ელოდნენ მეგობრებს, უეცრად მთელს რესტორანში შუქი ჩაქვრა და გაისმა საქორწილო მუსიკა, ლილეს მარიამმა გადაულაპარაკა
-აქ ქორწილია?
-რავიცი, სიძე-დედოფალს ვერ ვხედავ-გაიკვირვა ლილემ..განათდა შემოსასვლელი, მკაფიოდ გამოჩნდა ლამაზ გრძელ, თეთრ კაბაში გამოწყობილი ნიმი და მის გვერდით კოსტუმში გამოწყობილი ბექა..ბავშვებს რა დაემართათ? გაგიჟდნენ!!! გადაირიენ!! შოკში ჩავარდნენ! ხმას ვერცერთი იღებდა!!! ბოლოს ბექამ თქვა
-სიურპრიზი-ნაძალადევად გაიღიმა და ნინის გადახედა..

* * * *
წინა ღამით

-წამო აივანზე-მიუგო ბექამ ნინის
-კარგი-ისიც გაჰყვა
-რაღაც მინდა გითხრა
-ჰო-გაუღიმა ნინიმ ბექას
-უბრალოდ, მინდა იცოდე სიმართლე-ღრმად ჩაისუნთქა და დაიწყო-მოკლედ ზუსტად 1 წლის წინ შემიყვარდი, იმდენად შემიყვარდი, რომ ბიჭებს არ ვაძლევდი შენთან მოკარების უფლებას, ძალიან მიყვარდი, მაგრამ თქმას ვერ ვბედავდი, მე გჩუქნიდი ყოველდღე ვარდებს, ის ანონიმი მე ვარ, სიგიჟემდე მიყვარხარ, ახლა მინდა მოვვარდე და ჩაგეხუტო, მინდა ჩემი გოგო გერქვას, ჩემი სიყვარული-ნინი გახევებული იდგა, ნელა მიუახლოვდა ბექას და ტუჩებზე ფრთხილად შეეხო..ბექა გაშეშდა, გაგიჟდა, გადაირია, ზენიტს მიაღწია იმ ენერგიამ, რაც ნიმიმ გადასცა კოცნით, მივარდა და მაგრად ჩაიკრა გულში ბიჭმა, ალბათ სასმელმა გააბედინა ნინისთვის სიყვარულის ახსნა, ან იმან, რომ დაბადების დღე ქონდა, ან შეიძლება უკვე ვეღარ იტევდა ამ გრძნობას გულში, თუმცა ფაქტი ერთია, რომ უთხრა ყოველივე და მიიღო პასუხი ამ ხანმოკლე და ნაზი კოცნით
-მიყვარხარ ბექა-მიუგო ნინიმ და მაგრად ჩაეხუტა
-ვგიჟდები ჩემო პატარა შენზე
-მეც
-გინდა სიგიჟე გავაკეთოთ?-მიუგო ბექამ მის გოგოს
-კი
-წავიდეთ აქედან
-ახლა?
-ახლა!
-მერე მეგობრები?
-წამომყვები?
-აუცილებლად!
-მაშინ წავიდეთ!-ხელები ჩაკიდეს ერთმანეთს, კარებში მიიპარებოდნენ ნინაკამ, რომ დაინახა, გაიგო ახალი წყვილის განზრახვა და საიდუმლო საგულდაგულოდ შეინახა..
ახლა? ახლა კი დგანან და ელოდებიან მეგობრების პასუხს!

* * *
-გილოცავთ!-წამოდგა მარიამი და თვალცრემლიანი ჩაეხუტა დაქალს-ამას მიმალავდი? ვგიჟდები შენზე ნინ, ბედნიერებას გისურვებთ-საბოლოოდ ყველამ აპატია ამ ლამაზ ცოლ-ქმარს მათი ასეთი უეცარი საქციელი..სადღეგრძელოებს სვამდნენ და ლოცავდნენ ცოლ-ქმარს, შემდეგ ლამაზი ცეკვა შემოგვთავაზა ამ წყვილმა, სანდრო ლილეს თვალს არ აშორებდა, ხედავდა მამაკაცები როგორ უყურებდნენ ამ პატარა გამომწვევ ქალს და ბრაზი ერეოდა. ნელი სიმღერა ჩაირთო, ცოლ-ქმარი ერთმანეთს არ შორდებოდა, ტკბებოდნენ ერთმანეთით. მათ საბა და ნინაკაც შეუერთდა, ირაკლიმ მარიამი გამოიცეკვა, ისიც ადგა და ცეკვავდნენ, ლუკას უნდოდა მარიამთან ეცეკვა, მაგრამ...ლუკამ გადახედა სანდროს და თვალით ანიშნა რაღაც.
სანდრომ ძალა მოიკრიბა და ლილეს ცეკვა შესთავაზა, გოგონაც წამოდგა და შეუერთდნენ სხვა !ოცეკვავე წყვილებს. ლუკა იჯდა მარტო სუფრასთან და უყურებდა მარიამს, უნდოდა მასთან ეცეკვა, დაინახა ირაკლიმ, როგორ ანიშნა ხელებით მოდიო და ისიც დაიძრა მათკენ..
-შეიძლება პარტნიორი წაგართვა?-მიუგო ირაკლის



№1  offline აქტიური მკითხველი თაკოთაკო

ძალიან კარგი ისტორიაა ყოჩაღ ველი შემდეგ თავს წარმატებები
--------------------
თ.ჭიღლაძე

 


№2  offline წევრი rapu-rapu

თაკოთაკო
ძალიან კარგი ისტორიაა ყოჩაღ ველი შემდეგ თავს წარმატებები


მადლობაა <333 ^^

 


№3  offline მოდერი Nia kvaratskhelia:)

რატო იპარავ ?
წაკითხული მაქვს ეს ისტორია საყვარელო: ))

 


№4  offline წევრი rapu-rapu

kata-nia
რატო იპარავ ?
წაკითხული მაქვს ეს ისტორია საყვარელო: ))



ჩემი დაწერილიაა :დდდ ძველი ნიკით არისს დადებულიი...

 


№5  offline წევრი HappyForever

kaia visic arunda iko momwons velodebi shemdeg tavs ❤

 


№6  offline წევრი rapu-rapu

HappyForever
kaia visic arunda iko momwons velodebi shemdeg tavs ❤


ჩემი არის:დდდ <333 მადლობააა დაიდება მალე <3

 


№7 სტუმარი Nia

Dzaan magaria veli shendeg tavebs

 


№8  offline წევრი rapu-rapu

Nia
Dzaan magaria veli shendeg tavebs


მადლობა ^^

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent