შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თავი შემაყვარა!!


22-03-2017, 21:58
ავტორი ლიკა^
ნანახია 1 555

-სად მიდიხარ!?
-კლუბში!-მივაძახე და ფეხს ავუჩქარე.
-ჭკვიანად,მეც მალე მოვალ!-მისი ხმა შორიდან მომესმა,ხმა არ ამომიღია.გზა გადავკვეთე და უსასრულობაში წავედი.ქუჩას მივეყვებოდი და წკაპ!წკუპ!წკაპ!წკუპ!ლამაზად წამოვიდა წვიმა,ნელა აუჩქარებლად და მეც ჩევუნელე სიარულს.წვიმა სიჩქარეს უმატებდა,ქუჩებს სიხარული,ბედნიერება და ტირილი მოეფინა.წყვილები გარეთ გამოდიოდნენ,იცინოდნენ,დარბოდნენ,ზოგი გოგოს წინ იმუხლებოდა და კივილი ქალაქს აღვიძებდა.მხოლოდ მე მივდიოდი მარტო და ყოველივე ეს ღიმილს მგვრიდა.წვიმამ უფრო უმატა და გასაწური გავხდი.კლუბიც გამოჩნდა,შევედი თუ არა მესიამოვნა ხალხმრავლობა.არ მიყვარს,მაგრამ ეხლა სასიამოვნოდ მომეჩვენა ალბათ გამიხარდა ის,რომ ჩემნაირი მარტო მჯდომი ხალხიც შევნიშნე.ბარს მივუახლოვდი.
-შეიძლება??-ბარმენს სკამზე მივუთითე,ჯერ გაუკვირდა მერე ამათვალიერა,გაეცინა და თავი დამიქნია.
-რამე ძლიერი დაასხი.-ჯიბეები გავიჩხრიკე და სიგარეტი ამოვაძვრინე.ისეთი სველი იყო კოლოფიდან ამოღება და გადატყდომა ერთი იყო.
-ფუ ამის დედაც!-კოლოფი დავახეთქე და ჭიქას დავწვდი.სასმელი გადავკარი და გამეორება ვითხოვე.გვერძე მოწყვეით ვიღაც დაეცა და ბაფმენს რაღაც გადაჩურჩულა.თვალი ავარიდე და სასმელი გადავკარი.ჯიბიდან სიგარეტი ამოძვრინა და ჩემი ყურადღებაც მიიქცია.
-გაიმეტებ??-სერიოზული ტონით ვუთხარი,გაეღიმა და გადახსნილი კოლოფი გამომიწოდა.ერთი ღერი ამოვაძვრინე და კბილებს შორის მოვიქციე.თვალებში ვუყურებდით ერთმანეთს,კბილებით სიგაეეტი აქეთ-იქით გავაქნიე და მაშინვე მომიკიდა.
-მადლობა!-ნაპასი დავარტყი და ისევ სასმელს მივუბრუნდი.ჩემთვის ჩუმად ვსვამდი და გულში სადღირძლებოებს ვამბობდი.იმდენი დავლიე თავს ვერ ვასწორებდი.სიგარეტი ვეღარავის გამოვართვი.ბარმენს ფული მივეცი,ისე გაეცინა მგონი საკმარისზე მეტი იყო.ძლივს გამოვედი გარეთ.ცივი ნიავი მესიამოვნა,ამინდს უფრო ლამაზს ხდიდა ფოთლებზე შერჩენილი წვიმის წვეთები,რომლებიც წკაპა-წკუპით ეხეთქებოდნენ ძირს.მანქანა თუ ჩაიქროლებდა,ასფალტზე დაგროვილ წყალს აქეთ-იქით ასხამდა და სასიამოვნო ხმა ქონდა.გზას გავუყევი,მივდიოდი გზა აბნეულივით...გზა უსასრულოდ იწელებოდა,დაუსრულებელი იყო.კოკისპირული წვიმა დაიწყო,ხალხი ყვირილით დარბოდა ქუჩებში და შენობებს თავს აფარებდნენ,მხოლოდ მე მივდიოდი აუჩქარებლად და მსიამოვნებდა წვიმა.10 წუთში ქალაქი დაიცალა,წვიმა არ წყდებოდა.სახლისკენ წავედი,სულ სველი ვიყავი.თავი ამტკივდა,მაღაზიაში შესვლის თავი არ მქონდა.პირდაპირ სახლისკენ წავედი და ნელა ავიარე კიბეები.ტელეფონი გაუჩერებლად ბჟუოდა ჯიბეში,მაგრამ არც ვრთავდი არც ვპასუხობდი.ისეთი სველი ვიყავი,ფეხსაცმელებს შიგნიდანაც კი გამოდიოდა წყალი.ჩემს ბინას მივუახლოვდი,ერთხელ დავაკაკუნე და კარს მივეყრდენი.მაშინვე გამიღო ტასომ კარები,ყურთან ტელეფონი ქონდა მიბჯენილი,ჩემს დანახვაზე ჯიბეში ჩაიდო და შიგნით შემიყვანა.
-ვაიმე სულ სველი ხარ!-სკამზე დამაჯინა.
-ლიკანი ან ბორჯომი მომიტანე რაა!!-ფეხსაცმელებს დავწვდი,მაგრამ თავბრუ დამეხვა და ვერ გავიხადე.
-ამდენი სად დალიე??-ბორჯომი ჭიკაში ჩამომისხა და წინ დამიჯდა.
-კლუბში!-როგორც ერთი წვეთი ისე დავცალე ჭიქა და მესიამოვნა.
-ფრთხილად წადი მარიამი არ გააღვიძო,წყალი გადაივლე და გამოდი საქმე მაქვს!-შუბლზე მაკოცა და ღიმილით გამხადა ფეხსაცმელები.
-სასწაული და მყავს!-ლოყები დავუკოცნე და აბაზანაში შევედი.გრილი წყალი მესიამოვნა.ჩემს ცხოვრებაზე დამაფიქრა.ჟურნაილისტი ვარ,მაგრამ ამით თავი არასდროს მიქია და არც არავითვის მითქვამს.მხოლოდ ერთგან ვიმუშავე სტატიებს ვწერდი ცნობილ ადამიანებზე,მაგრამ ისე დამღალა დილიდან საღამომდე აქეთ-იქით სირბილმა,კითხვების შედგენამ,1-2საათი მათთან ჯდომამ,მათი პრეტენზიების მოსმენამ,ეს არ დაწეროთ,ეს დაწერეთ და ა.შ მეთვითონ დავტოვე სამსახური.ტასო ტანსაცმლის დიზაინერია,განქორწინებულია და ერთი შვილი ყავს მარიამი.სამივე ერთად ვცოხვრობთ.მშობლებს იშვიათად ვნახულობთ.ტასოს ცხოვრებაში,როგორც ჩემში კაცი არ არის,ჩემში არც არასდროს იყო.ხალათი ჩავიცვი და მისაღებში გავედი.
-აიღე,ოღონდ არ დაიწვა!-სიცილით გამომიწოდა ყავა.ხელის გულებს შორის მოვუქციე და ფანჯრის რაფაზე დავჯექი.
-აბა რა ხდება??
-მეთვითონაც მიჭირს,მაგრამ სამსახური მოითხოვს....-ლამის ცრემლი მოადგა ტასოს.
-კიდევ მიემგზავრები???ეხლა სად??-უკვე დაზეპირებული სიტყვები წარმოვთქვი.
-ამერიკაში,მხოლოდ ერთი კვირით...მარიამს ვერ წავიყვან...-მულტფილმი შრეკი ყველას ექნება ნანახი ხო და ზუსტად ასლია იმ კატისშრეკს თავს,რომ აცოდებს.სიცილით გავაქნიე თავი.
-დედასთან არ უნდა,სულ უკან დამსდევს არ დაეცეო!!-სიცილი აგვიტყდა ორივეს.-ჩუ!!ჩუ!!-პირზე ხელი აიფარა თან იგუდებოდა სიცილით.
-კაი დავიტოვებ სხვა გზა არარი!-ვთქვი თუ არა ჩემსკენ გამოექანა და ჩამეხუტა.-გოგო დებილი ხარ ააააა მეწვის!!!-ჭიქა გადამაქციაა და ჩამიფუფქა ყველაფერი.ხალათი მაშინვე შემოვიგლიჯე და ვყვიროდი და ვფართხალებდი.ტასო სიცილით კვდებოდა,თან ჩვენს წინ მდებარე კორპუსის ფანჯრებს უყურებდა.ძლივს,რომ დავმშვიდდი ფანჯარაში გავიხედე და პირველად დავინახე ამდენი ბიჭი ერთად ,ფანჯარას მოსკდომოდნენ,ზოგი მიყურებდა ზოგი იღებდა,ზოგიც ხელით მანიშნებდა დამირეკეო.ტასოს გავხედე და უცებ შეიკავა სიცილი და თავი დაიძვრინა.
-მგონი მარიამს გაეღვიძა!-უცებ გამეპარა.წადით თქვენი ბაბნიკი....ჩავილაპარაკე და ფარდები გავწიე.ხალათს დავწვდი,მაგრამ სულ სველი იყო. მხოლოდ მაიკით და საცვლით გავედი მარიამის ოთახში,ნელა შევაღე კარები.ტასო ლოგინთან ეჯდა და ზღაპარს უყვებოდა.თავი კარებს მივადე და მეც ვუსმენდი.იმ მომენტში ყველაზე ძალიან მომინდა დედობა,წარმოვიდგინე როგორ დავაძინებდი ჩემს შვილს,როგორ ვაჭმევდი,ერთად ვისეირნებდით,როგორ დავბანდი და ისიც კი წარმოვიდგინე დაბანვის დროს ერთმანეთს,რომ გავწუწავდით და ბევრს ვიცინებდით.გასაკვირი ისარი,რომ მხოლოდ მე და ჩემი შვილი წარმომედგინა მამის გარეშე.ჩემს თავზე გამეცინა კარები ნელა გამოვიკეტე,მაშინვე უკან მომყვა ტასოც.
-დაიძინა??-ჩუმად ვკითხე და თავი დამიქნია.
-როდის მიდიხარ??
-ხვალ დილით...-საათს დახედა.-უკვე დღეს!
-კაი მიდი დაისვენე!-თმები ავუჩეჩე და ოთახში შევედი.ისეთი დაღლილი ვიყავი ეგრევე დამეძინა.

* * *
ძილში ვგრძნობ,რომ ვიღაც თმებს მაწიწკნის,მაგრამ ვერ გამირკვევია სიზმარია თუ ცხადი.უცებ მაგრად მტკივა და კივილით ვხტები.თვალებს ვახელ და ამღვრეულთვალებიანი მარიამი ლოგინზე ზის და მიყირებს.ნატკივარ ადგილას ხელს სწრაფად ვისვამ და მეცინება.
-წავიდა დედიკო??-ძლიერად ვუხუტებ მარიამს.
-ელთი წავიდა მეოლე ცემთან დაცა!-ხელებს მაგრად მხვევს და კისკისებს.
-აბა დედი რა ვჭამოთ??-ცხვირს ცხვირზე ვუსვამ და კისკისებს.
-დიდი ჰაბუგერი!!-ხელით მაჩვენებს ზომას და მეცინება.
-მიდი შენ მოემზადე მეც ჩავიცვამ და წავიდეთ!-შუბლზე ვკოცნი და ხტუნვით გადის ოთახიდან.ვგიჟდები ამ ბავშვზე!მის დიდ ლურჯ თვალებზე და გრძელ წამწამებზე!ტელეფონი ჩავრთე და სოციალურ ქსელში შესვლა და ჩემი აუმრავი ფოტოს დანახვა დიდი შოკი იყო!ზოგს მონიშნული ვყავდი,ზოგან ნაცნობები მნიშნავდნენ კომენტარებში.დიდი ამბავი ეხლა რაა!!ტასოს მესიჯი გავხსენი."ნიუციუს!მარიამს შოკოლადი არ აჭამო,არც კოკა-კოლა დაალევინო!!მზესუმზირას თუ შეაჭმევ გაურჩიე რაა....აუუ უკვე მენატრება!"გამეცინა მის მესიჯზე."მივხედავ აუცილებლად!"მივწერე და უცებ ჩავისცვი მაღალწელიანი ჯინსი,შავი ტოპი და კედები.
-კაია??-ოთახში მარიამი შემოვიდა.პატარა კედები,ჯინსის შარვალი და მაიკაზე პატარა საყვარელი ტყავის ქურთუქი ეცვა.ისეთი საყვარელი იყო.პაწაწუნახელებით გაპუწულ თმას ყურებს უკან იწევდა.
-დედას მიბაძე!!-ჩემსკენ მივითრიე და გემრიელად ჩავკოცნე.მოვწესრიგდით და მარჯანიშვილისკენ წავედით და სხარულით შევარდა MacDonald-ში მარიამი.აკრძალვის მიუხედავად კოკა-კოლა,ჰამბურგერი და ჩემთვის ყავა შევუკვეთე.გემრიელად ჭამდა მარიამი,სანამ მე ერთ ბიჭს ვუყურებდი,რომელიც თვალს არ მაცილებდა და მეც დაჟინებით მივშტერებოდი.ბოლოს წამოდგა და მოგვიახლოვდა.
-შეიძლება??
-გიცნობ თ?-თ გამოვკვეთე და გაეღიმა.მარიამი გაკვირვებული მიშტერებოდა.
-გუშინ კლუბში სიგარეტი....-თვალები დავუბრიალე და გაჩუმდა.მარიამმა მე გამომხედა.
-დედი სიგარეტი რა არის??
-წამალია დე.დაჯექი,მაგრამ რა გინდა??
-არაფერი უბრალოდ გაცნობა.
-ეგ უკვე ყველაფერია.-გაეღიმა.
-სანდრო დოლიძე!
-გია დოლიძის ბიჭი??-ირონიით ვთქვი.მამამისი დიდი კომპანიის მმართველია.
-ჰოო.
-ნია კალანდაძე!
-მე მალიამი!-გაუღიმა მარიამმა.
-საყვარელი შვილი გყავს!
-მადლობა!-მხოლოდ გამეღიმა,მაგრამ შინაგანად ვკვდებოდი სიცილით.სანდრო მალევე შემოვიდა კონტაქტში.ერთად ბევრი ვიცინეთ ვილაპარაკეთ.დავმეგობრდით რაა.სახლში მანქანით მიგვიყვანა.მარიამი გახარებული იყო.მერე ტასომ დარეკა,მარიამი ეტლიკინა ყველაფერი მოუყვა კოკა-კოლის გარდა.აანერვიულა ტასო და მე მომადგა წამოვალ ეხლავეო,აქამდე ბიჭი არ გყოლია და ეხლა მოგინდაო.ძლივს დავამშვიდე და გადავაფიქრებინე.ისევ გაწვიმდა.მარიამი ტელევიზორს მიუჯდა და საყვარლად კისკისებდა.მე ფანჯრის რაფაზე დავჯექი და ქუჩას გავხედე.სანდრო გამახსენდა,გამახსენდა მისი მწვანე თვალები,მომღიმარი სახე,მისი სიცილი,ყოველი მოზრაობა,საჭეზე ათამაშებული თითები.ნია!გეყო!რა გჭირს??როდიდან მოგწონს მამიკოს განებივრებული ბიჭები???თავი გავაქნიე,თითქოს ფიქრები გავფანტეო და მარიამს გავხედე.დივანზე ტკვილად ეძინა,ჩემს ოთახში შევიყვანე და ფრთხილად დავაწვინე.მეც მალევე მივუწექი გვერძე და უნდა ჩამძინებოდა ჩემმა ტელეფონმა ბჟუილი,რომ დაიწყო.
-კაი რაა ტასო!ღამის 12 საათი!
ტელეფონი ავიღე და თვალებ მოჭუტული დავაკვირდი მესიჯს,უცხო ნომერი იყო.
"ტკბილი ძილი,ნიაკო!"ნიაკო??ვისთვის გავხდი ნიაკო??ან ვინ არი??უიმეე ნია გეტყობა,რომ ჟურნალისტი ხარ რაა.შენი სუბტროპიკული აზრით ვინმე გიპასუხებს მაგ კითხვებზე ჩანჩქერივით,რომ ჩამოარაკრაკე???ტელეფონი გვერძე გადავდე და თბილს მარიამს მივეხუტე.ბევრი არ მიფიქრია და მალევე ჩამეძინა.


უცებ დავწერე და მაინტერესებს თქვენი აზრი კაია??ფოტოზე პატარა მარიამია!



№1 სტუმარი Guest simba

dagwvav!!!

 


№2  offline წევრი Niioo

აუუ კი კაია გააგრძელე რა.:D :D
და მლე დადე თუ მოეხერხებ .

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent