შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ქუჩის სამოთხე (მეცხრე თავი)


23-03-2017, 14:37
ავტორი La Llorona
ნანახია 1 441

ერთმანეთზე მოხვეულები ვიდექით და არ ვუსმენდით ხალხის შეძახილებს. თავი ავწიე და მის ნაკვთებს დავაკვირდი. მწვანე, ლურჯი და წითელი განათება ეფინებოდა სახეზე და მისი დანახვა შეუძლებელი ხდებოდა. ჯიუტად მინდოდა მენახა, მინდოდა ისევ მეგრძნო იგივე. თავი ჩავხარე და მის გულისცემს მივაყურად. სწრაფად უცემდა და საგულედან ამოვარდნას ლამობდა. არც ჩემი იყო ნაკლებ დღეში. დავიბენი. არ ვიცი, ჩვენი "მეგობრული" ურთიერთობა როგორ შეიცვლება. საერთოდ ჩვენს ურთიერთობას მეგობრული ერქვა? რა თქმა უნდა, არა. ეს უფრო მეტი იყო, მაგრამ რა ერქვა არც ერთმა არ ვიცოდით. დამიანე ოდნავ გაიწია და შემომხედა. გამაკანკალა. მისი სიმხურვალის შემდეგ შემცივდა და ერთ სანტიმეტრებიანი მანძილი დავფარე , გულ-მკერდზე ავეკარი. ჩაიცინა.
- წავიდეთ, არ გაცივდე. დამთბარი, ოდნავ ვნებამორეული ხმით მითხრა და მიბიძგა. წინ წავედი და "ხალხის კოლიდორი" აწითლებულმა გავიარე. აქა-იქ მესმოდა უხამსი რეპლიკები, ჩემს წელზე შემოხვეული ხელი, კი ყოველ წამს იძაბებოდა. შევხედე და ლოყაზე ვაკოცე. თვალებით ვანიშნე, რომ დამშვიდებულიყო. ჩემმა ქცევამ დაამშვიდა და მანქანამდე უხმოდ მივედით.
- დროზე წავიდეთ, სანამ მივბრუნდი. მითხრა დაბოხებული და გაბრაზებული ხმით. მისი დაჭიმული ძარღვების დანახვისას უსიამოვნოდ გამკრთა და გამაკანკალა. დაინახა ჩემი რეაქცია და ოდნავ მოდუნდა. ჩემკენ წამოვოდა და სახეზე ხელი მომკიდა.
- ჩემი არ შეგეშინდეს, გთხოვ. მუდარით მითხრა. თავი მის მკერდში ჩავმალე და ამოვიოხრა.
- ჩემი ციცქნა ხარ. მითხრა და მომშორდა. მანქანის კარი გამოაღო, თვალით მანიშნა ჩაჯექიო, მეც არ დავაყოვნე და თბილ, სასიამოვნო, დამიანეს სურნელით გაჟღენთილ მანქანაში ჩავსკუპდი. მთელი გზა უხმოდ ვიმგზავრეთ. დამიანეს სახლში მივედით.
- ბავშვები აქ არიან, გავერთოთ ცოტა და მერე გაგიყვან. მითხრა, თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე. მესამე სართულზე ავედით და დამიანემ კარი შეაღო. ქეთას და დათას კამათის ხმა მომესმა. მაშინვე ოთახში შევარდი და თვალი მოვავლე ოთახს. ქეთა ფეხზე წამომხტარიყო და ხელების ქნევით ელაპარაკებოდა, მშვიდად მდგომ დათას, რომელიც დარწმუნებული ვარ, შინაგანად დუღდა და ცოტა აკლდა "აფეთქებას".
- კიდე მე მეუბნები რამეს? შენ არ იყავი იმ ნაშას, რომ კერავდი? ის ბო*ი ყველაფერს აკეთებს შენს ჩასაგდებად და შენც ეხმარები ამაში. არ ვიცი რის გაკეთებას ცდილობ, მაგრამ ჩემი დამცირების უფლებას არ მოქცემ. ყვიროდა ქეთა და ცოტა აკლდა არ ატირებულიყო.
- ხო, შენვე ამბობ, რომ ნაშაა. მე გიღალატე? ამიხსენი, მე გიღალატე? მე ბევრჯერ გაგაფრთხილე, რომ იმ ა*ვარ ლაშას არ შეხვედროდი. შენ კი ჩემი სიტყვები ფეხებზე დაი*იდე. შენი საქციელი სწორია? მიპასუხე, ამის დედა შევე*ი, სწორია? მთელ ხმაზე უყვიროდა დათა ქეთას და გამეგელებული იყურებდა. ქეთას ცრემლები წასკდა და სახლიდან გავარდა. დათა სავარძელში გადაეშვა და ღრმად ამოიოხრა. მე და დამიანე გაოცებულები ვუყირებდით და გონზე ვერ მოვდიოდით თუ რა მოხდა.დათას შევხედე და მისკენ დავიძერი. კალთაში ჩავუჯექი და ხელები მოვხვიე.
- კუკუს, წადი და შეურიგდი. ვუთხარი.
- არ შემიძლია. ამოიჩურჩულა ჩემს ყურთან და სახე ჩემს თმებში ჩარგო.
- რა კარგი სუნი გაქვს. მითხრა დათამ და თმებზე წამეთამაშა.
- ქეთაც ჩემნაირ სუნამოს ხმარობს. ვუპასუხე და გავუღიმე.
- დათ. დავიძახე.
- დათა.
- დათო.
- ხო. ძლივს გამცა პასუხი და თავი წამოწია.
- მასთან წადი. გავუღიმე და ავდექი. ბიჭი მაშინვე წამოხტა და გარეთ გავარდა. ოთახს თვალი მოვავლე და ეხლა მარტო შევნიშნე თამარი და თოკო.
- პრივეტ. მივესალმე და თოკოს გვერდით "დავეგდე".
- შეგვნიშნე? ირონიულად ჩაილაპარაკა თამარიმ და გადმომხედა.
- მე თქვენ ყოველთვის გხედავთ. სასაცილოდ დავეჭყანე და თავი თორნიკეს მკლავზე ჩამოვდე.

დათასთან და ქეთასთან
დათა ორი წუთი მანქანასთან იდგა და ფიქრობდა სად შეიძლება წასულიყო ქეთა. არაფერი ახსენდებოდა და ტვინში უცებ დაარტყა: "როცა მტკივა, მწყინს ან ცუდად ვარ წყნეთში ავდივარ, ჩემს ხის ქოხში". გაახსენდა ქეთას სიტყვები
და მანქანაში ჩაჯდა. ჩქარა დაქოქა და ადგილს სწრაფად მოსწყდა. ზუსტად ოც წუთში ეზოში იდგა და ვერ გადაეწყვიტა შესულიყო თუ არა პატარა, ნათურის შუქით განათებულ სახლში. ერთი ნაბიჯი გადადგა, ორი, სამი და სახელური ჩამოსწია. სახლი ზედმეტად პატარა ეჩვენა, მისაღებიდან შუქი გამოდიოდა და სინათლე ეცემოდა მაგიდაზე, კარადაზე, იატაკზე მდგარ საგნებს. ბიჭმა კარი მიხურა და მისაღებში შევიდა. ქეთას დივანზე ჩასძინებოდა მოკუნტულს და თვალებ დახუჭულასც კი ეტყობოდა, რომ ტიროდა. გული შეეკუმშა დათას იმის მიხვედრისას, რომ გოგო ასეთ დღეში ჩააგდო. უკან დაბრუნდა, ფეხსაცმელი გაიძრო და თხელი ჟაკეტიც, რომელიც ყოველ შემთხვევისთვის წამოიღო. გამოადგა კიდეც, მიუხედავად იმისა, რომ თბილისში იწვის ყველაფერი წყნეთში გრილა. დათამ მანქანის გასაღები მობილურთან ერთად დადო მაგიდაზე, ქეთას წინ. სამზარეულოს მოძებნა გადაწყვიტა და კინაღამ კისერიც კი მოიტეხა. შუქი აანთო და მაცივარში შეიხედა. სავსე იყო სხვადასხვა პროდუქტებით და ბიჭი გულში ზეიმობდა ამას. რაც დასჭირდებოდა გადმოალაგა და მომზადება დაიწყო. ქეთა კი მეორე ოთახში გაოცებული უყურებდა მობილურს და გასაღებს. რა თქმა უნდა, იცნო დათას ნივთები და ბედნიერს ჩაეღიმა. მაგრამ გაახსენდა დღევანდელი შემთხვევა და მოიღუშა. ჯერ კიდევ ბრაზობდა დათაზე და ყველაზე მეტად კი საკუთარ თავზე, ლაშასთან მხოლოდ იმისთვის წავიდა, რომ ყველაფერი დაემთავრებინდა და ნამდვილად არ სურდა დათასთან დაშორება. მთელი გულით და სულით უყვარდა დათა, მას ენდობოდა, მაგრამ იეჭვიანა, სასტიკად იეჭვიანა. დათაზეც ბრაზობდა იმიტომ, რომ არ მოუსმინა.
"- ქეთა ისე არ არის როგორც შენ გგონია მომისმინე.
-დათა, არ მაინტერესებს". გაახსენდა როგორ უხეშად უპასუხა დათას და არ მოუსმინა.ეხლა კი თვითონ ითხოვდა მოსმენას? არა,ეს დაუშვებელია. დათა ბოდიშის მოიხდის, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ დამნაშავეა. შეიძლება დააშავა, მაგრამ ყველაფერი დათას რატომ უნდა დაბრალდეს? ქეთა წამოდგა და სამზარეულოში გავიდა. დათა მაგიდას ორ კაცზე შლიდა, თან კარტოფილს ურევდა, რომ არ დამწვარიყო. მოენატრა ქეთას დათა. ხო ერთი ან ორი საათი გავიდა? მაინც მოენატრა. დათასაც მოენატრა ქეთა.
- გაიღვიძე? კითხა საქმით გართულმა დათამ ქალბატონს.
- არა, მძინავს. ირონიულად უპასუხა და ენაზე კბილი დააჭირა. დათას გულში რაღაცამ გაკაწრა, მაგრამ არ შეიმჩნია და მაგიდასთან დაჯდა.
- მაპატიე. ბოდიში მოიხადა ქეთამ.
- პატიებას რისთვის ითხოვ? კითხა ბიჭმა.
- ყველაფრისთვის. იმისთვის, რომ არ მოგისმინე. რომ არ დაგიჯერე, არ გენდე. ჩემს წეღანდელი უხეში პასუხისთვის და მოკლედ ყველაფრისთვის. თქვა ქეთამ და ობოლი ცრემლი შეუმჩნევლად მოიწმინდა.
- მოდი ჭამე. უთხრა ბიჭმა და სკამზე მიუთითა, რომ დამჯდარიყო. ასეთი აღიარების და პატიების შემდეგ, მხოლოდ "მოდი ჭამე"? ქეთას გული შეეკუმშა და შეეცადა არ ატირებულიყო. მაგიდას მიუახლოვდა და დაჯდა. მაგიდაზე სალათები, შემწვარი კარტოფილი და კოკა-კოლა იდო. კოკა ჭიქაში ჩაისხა და დალია.
- ქეთა ვიცი ფიქრობ რა პასუხია ჩემს პატიებაზე "მოდი ჭამე"-ო. გაიცინა ბიჭმა.
- ზუსტად ეგრე ვფიქრობ. თვალები დახარა ქეთამ და ტუჩები გაბუსხა.
- მოგაჭამ ამ ტუჩებს. გამაფრთხილებლად უთხრა დათამ და სალათის ფოთოლს ჩანგალი ჩაარჭო.
- კარგი ხო, მეც მაპატიე, საშინლად მოვიქეცი, რომ გიყვირე, მაგრამ ვეღარ შევიკავე თავი მაგ ნა*იჭვართან ერთად ისევ, რომ გნახე. იმ გოგოსთან კი არაფერი ხდება, უბრალოდ როგორც ყველა ბიჭს მეც მეტენებოდა. მე კი მარტო შენ მიყვარხარ. თქვა დათამ და ქეთას თვალებში ჩააშტერდა.
- ლაშასთან მხოლოდ იმისთვის ვიყავი, რომ ყველაფერი გამერკვია და მომეშორებინა. როგორც გავარკვიე, ერთი გოგო მოეწონა და რჩევა მკითხა. მეც ადამიანურად ვუპასუხე და ამიტომ ჩამეხუტა. ზედმეტი არაფერი ყოფილა. მეც ძალიან მიყვარხარ. ფეხზე წამოდგა და დათას კალთაში ჩაუხტა. ბიჭმა აკოცა, გოგოც აყვა.
- წამოდი. უთხრა დათამ.
- სად?
- ცოლად უნდა მოგიყვანო და ჯვარი დავიწეროთ. უპასუხა გოგოს და გაიღიმა. ქეთამ სიხარულისგან აცქმუტდა და "საქმროს" მოეხვია.

ნინა
- აუ, სად არიან ამდენ ხანს? ნერვიულად დავდიოდი, რადგან უკვე მეორე ღამე იქნებოდა რაც არ მინახავს ქეთა და დათა.
- დაწყნარდი რა. ჩემი ქცევებით დაიღალა დამიანე.
- როგორ ხართ ასე მშვიდად? ვკითხე და ტუჩები დავბრიცე.
- ჩვენზე უკეთ იცნობ მათ და დარწმუნებული უნდა იყო, რომ კარგად არიან და ერთმანეთით ტკბებიან. მიპასუხა თოკომ და თვალები გადაატრიალა.
- ან სადმე მიყრუებულ ქოხში გდიან და სისხლისგან იცლებიან მგლების ნაკბენების გამო. სერიოზულად მითხრა დამიანემ და ჩემი სახის დანახვიასას გადაიხარხარა.
- დამპალო. მკლავზე ვუჩქმიტე და მოზუზუნე ტელეფონს დავწვდი. დათა რეკავდა, სასწრაფოდ ვუპასუხე.
- დათა.
- ნინა, მე ვარ ქეთა.
- სად ხართ, გოგო? იცი რამდენი ვინერვიულე? ჩემზე საერთოდ არ ფიქრობთ? ან თქვენს მშობლებზე? წარმოგიდგენია მაინც რა არ მოვატყუე მათ? სასწრაფოდ მივაყარე და ამოვისუნთქე.
- ნინა, დაჯექი. მითხრა ქეთამ.
- რა? ვკითხე და მართლა დავჯექი.
- ზიხარ?
- კი.
- ნინა, მე გავთხოვდი.


მაპატიეთ, რომ დავაგვიანე. გავცივდი და მოვიცალე დასაწერად. თან მუზაც დაფრინავს სხვაგან. დაგვიანების გამო შედარებით დიდი თავი დავდე და იმედია ისიამოვნებთ. მიყვარხართ და ველოდები შეფასებებს.



№1  offline აქტიური მკითხველი nawkas12345

ჰეეი მომენატრე საზიზღარო:დ
კარგი თავი იყო ნამდილად. მომეწონა რმ დათა-ქეთთას ურთიერთობაშI ნაბიჯი წინ გადადგი.
აჰ მეც გაციებული ვარ და სახლში ვგდივარ:დდდდ
აბა ჩვენ ვიცით :დდ
ხო იციი რო ველი მოუთბენლად შემდეგს!!!!!!!!!!!

 


№2  offline აქტიური მკითხველი La Llorona

nawkas12345
ჰეეი მომენატრე საზიზღარო:დ
კარგი თავი იყო ნამდილად. მომეწონა რმ დათა-ქეთთას ურთიერთობაშI ნაბიჯი წინ გადადგი.
აჰ მეც გაციებული ვარ და სახლში ვგდივარ:დდდდ
აბა ჩვენ ვიცით :დდ
ხო იციი რო ველი მოუთბენლად შემდეგს!!!!!!!!!!!

მეც მომენატრე ❤❤ მადლობა და გამოჯამრთელებას გისურვებ. ხო შემდეგ თავში თოკოს და თამარის წყვილი იქნება ❤❤ მიყვარხარ ❤❤
--------------------
M.D

 


№3  offline მოდერი ენემი

joy მოკლედ დამიანე რა ტიპია რა :დ მაგარია, მიხარია კიდევ ერთი თავის წაკითხვა საინტერესოდ გრძელდება <3

 


№4  offline აქტიური მკითხველი La Llorona

baby girl for everyone
joy მოკლედ დამიანე რა ტიპია რა :დ მაგარია, მიხარია კიდევ ერთი თავის წაკითხვა საინტერესოდ გრძელდება <3

მადლობა, ძალიან მიხარია რომ მოგწონს ❤
--------------------
M.D

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent