შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ქუჩის სამოთხე (მერვე თავი)


19-03-2017, 17:38
ავტორი La Llorona
ნანახია 1 599

კიდევ დიდხანს ვუყურებდი მის მძინარე სახეს და გული სააქაოს არ იყო. შემდეგ თვალები დამეხუჭა და მორფეოსის სამყაროს ვეწვიე. დაახლოებით ორი საათი მეძინა, დაჟინებულმა მზერამ გამომაღვიძა. თვალები გავახილე, თავი საწოლზე მედო, შამოვიწიე და გავიზმორე. ძვლებმა ტკაცანი გაადინეს, რაც ძალიან მესიამოვნა და ღიმილი მომგვარა. ჩუმი ჩაცინება მომესმა, თავი საწოლისკენ გავწიე და დამიანეს თვალებსაც წავაწყდი. გულწრფელი ღიმილით მიღიმოდა და დრო და დრო ხელებს სახეზე ისვამდა.
- გაიღვიძე? ვკითხე და გავუღიმე.
- არა, ისევ მძინავს და გესიზმრები. მითხრა და გაიცინა, სიცილი მაშინვე შეეცვალა და ტკივილით დამანჭული გახდა.
- ნუ ცანცარებ, არ შეიძლება შენთვის. დატუქსვით ვუთხარი და თითი დავუქნიე. თავი დამიქნია და სიცილი ატეხა.
- დამიანე, რა გითხარი? საერთოდ არ მისმენ? როგორ შეგიძლია, ასეთ მომენტებში იღადაო? საერთოდ არ ღელავ? გარეთ დედაშენი გელოდება შეშინებული შენ კიდე ღლაბუცობ. მივაყარე და გაბრაზებულმა სატირლად ტუჩები დავბრიცე. მე აქ ნერვიულობით ვკვდები, ეგ კიდევ იცინის. ნერვები მეშლება, ესეთი დაუდევარი რომაა. ერთი ობოლი ცრემლი ჩამომივარდა, წამში მოვიშორე და დამიანეს მხარზე მოდებულ ხელს ყურადღება არ მივაქციე.
- მაპატიე, ჩემო ლამაზო, არ მინდოდა. მითხრა ჩახლეჩილი ხმით და ერთი მოძრაობით მომატრიალა. აცრემლებული თვალებით ვუყურებდი მის სახეს და ცრემლები დაუკითხავად წამოვცვივდა. უარესი, რომ მომხდარიყო? რომ მომკვდარიყო? რას ვიზამდი? მის გარეშე ვიცოცხლებდი? მის გარეშე გავძლებდი? არა, ვერ გავძლებდი.
- ნუ ტირი, ყველაფერი დამთავრდა. კარგად ვარ. მითხრა გატეხილი ხმით და ცრემლები მომწმიბდა. ჯიუტად ვდუმდი და ხმის ამოღებას არ ვაპირებდი.
- მოდი აქ. ხელი საწოლზე მის გვერდით დაარტყა და მანშინა, რომ დავმჯდარიყავი. დავემორჩილე. ავდექი და ერთ ნაბიჯში მის საწოლზე დავწექი. თავი მკერდზე დავადე და მისი გულისცემის მოსმენა დავიწყე. მომეჩვენა, რომ გული აუჩქარდა და ძალიან სწრაფად დაიწყო ცემა. ხელი კისერზე ჩამოვუსვი, ოდნავ ავიწიე და კისერში ვაკოცე. ჟრუანტელმა დაუარა და დააბუსუსა. მის რეაქციაზე ჩამეღიმა და ისევ ვაკოცე.
- მაპატიებ? მკითხა და ხელი თმაზე ჩამომისვა.
- მე უკვე გაპატიე, სულელო. ვუთხარი და ლოყაზე ვაკოცე. შემდეგ კი თავი ისევ მკერდზე დავაბრუნე.
- ჩემო პრინცესა, როდის გამწერენ? მკითხა და თავი ჩემს თმებში ჩარგო, სურნელი ღრმად ჩაისუნთქა და ჩაიღიმა.
- არ ვიცი. მხრები ავიჩეჩე. ამ დროს კი ექიმი შემოვიდა. დაახლოებით 30 წლის მამაკაცი, ქერა თმით და სპორტული აღნაგობით. ჩვენი დანახვისას გაიღიმა და დამიანეს კითხა.
- აბა, როგორ ხართ?
- უკეთესად. უპასუხა დამიმ და ლოყაზე მაკოცა.
- ექიმო, როდის გაწერთ? ვკითხე.
- დღესვე შეგიძლიათ წახვიდეთ, ოღონდ გადატვირთვა არ შეიძლება. მიპასუხა და დამიანეს გასინჯვა დაიწყო.
- უკაცრავად, ადექით. მითხრა ექიმმა და უხრეხულად გაიღიმა.
- კარგით ხო. ამოვიბუზღუნე და ავდექი. საწოლთან ახლოს დავდექი და მაქსიმალურად ვცდილობდი არ მოვშორებოდი.
- ნინა, ცოტა უკან დაიხიე არავინ წაგართმევს ჩემს თავს. დამიანემ დამცინა და ხელი მიბიძგა. უკან დავიწიე და თვალები გადავატრიალე.
ნახევარ საათში სახლის გზაზე ვიყავით და მუსიკებს ვუსმენდით. საჭესთან დამიანე იჯდა. შეშფოთება დამეტყო, როდესაც მივხვდი, რომ სახლში არ მივდიოდით.
- დამი, სად მივდივართ? ვკითხე ბიჭს და ხელი მკლავზე დავადე.
- იქ სადაც ქუჩის სამოთხეა და სადაც გავიზარდე, შენთვის რაღაც მაქვს სათქმელი. მიპასუხა და ჩემს ხელს დახედა. ჩაეღიმა. გზას გახედა და საჭეს მოხერხებულად ჩასჭიდა ხელები. მეც წინ გავიხედე და თავი სავარძელს მივადე. ნახევარ საათში გავჩერდით რაღაც ჩაბნელებულ ქუჩაში. მანქნიდან გადმოვედით და ირგვლივ მიმოვიხედე. არაფერი ჩანდა სიბნელის გარდა. დამიანეს ხელი მოვკიდე და ნახევარი მხარით ავეკარი.
- ნუ გეშინია, წამომყევი. მითხრა და წინ წავიდა. გავყევი. გზაში ფეხი რამოდენიმეჯერ ქვას წამოვკარი და კინაღამ გავიშოტე. ხუთ წუთში სინათლე გამოჩნდა წითელ-ლურჯ ფერებში. მიახლოვების თანავე ალკოჰოლის და სიგარეტის სუნი მეცა. "ქუჩის სამოთხე" როგორც ამ ადგილს უწოდებდნენ, ღია ცის ქვეშ იყო. ძალიან, ძალიან ბევრი ადამიანი ირეოდა. ხელში ჭიქები და სიგარეტები ეჭირათ, ბანდებად იყვნენ შეკრებილები და რაღაცაზე გაცხარებით ბჭობდნენ. ყოველ მეორეს სვირინგები ჰქონდა. ერთ ადგილას კედელი იყო საღებავებით მოხატული და როგორც გავარჩიე "Bboy and Bgirl" ეწერა, მწვანე-იასამნისფერი ფერებით და შესანიშნავ გამას ქმნიდა.
- დამი, ეს რას ნიშნავს? ხელი კედლისკენ გავიშვირე.
- ბიბოი და ბიგირლ ნიშნავს ბრეიქდანსერ ბიჭს და ბრეიქდანსერ გოგოს. ღიმილით მიპასუხა. იქაურობის თვალიერება გავაგრძელე და ძალიან საინტერესო სანახაობს წავაწყდი. ორი ბიჭი სინქრონში ბრაიქ დანსს ცეკვავდნენ და ძალიან განსხვავებულ ილეთებს აკეთებდნენ. ერთ-ერთმა ძალიან გამაოცა. უკანა სავტო გააკეთა სამჯერ, შემდეგ კი თავზე დაბზრიალდა. მეორემაც იგივე გაიმეორა. ბოლოს კი იგივე ილეთი გააკეთეს სინქრონში. ამას უდიდესი ოვაციები მოჰყვა. დამიანეს გავხედე, რომელიც ალმაცერად დამყურებდე.
- გინდა? მკითხა.
- კი, ძალიან. ვუპასუხე და ხელი ჩავჭიდე. მოედნის ცენტრისკენ წავედით. დამიანემ ხელი გამიშვა და დიჯეისკენ წავიდა. სიმღერა ჩაირთო,ოღონდ არანაირი ბრეიქდანსის სიმღერა, წყნარი და მშვიდი სიმღერა ჩაირთო , რომელიც ვალსს ძალიან უხდება. დამიანე ჩემკენ წამოვიდა და ხელები წელზე მომხვია, ჟრუანტელმა დამიარა და დამაბუსუსა. ვგრძნობდი ხალხის ამრეზ მზერას და ჭარხალივით წითელი ვიყავი. ნელა და ნაზად ვმოძრაობდით და ვცდილობდი ილეთები რაც შეიძლებოდა კარგად გამეკეთებინა, მაგრამ ათი წამის შემდეგ ყველაფერი დამავიწყდა და პარტნიორს მივენდე. ცეკვით უდიდესი სიამოვნება მივიღე. კიდევ ერთი სიმღერა ჩაირთო,სწრაფი და ენერგიული. დამიანემ ცეკვა დაიწყო, ჯერ წრეზე დატრიალდა შემდეგ კი ვინდმილი გააკეთა სამჯერ. ხელით მომიხმო, ანუ გამომიწვია. გამოწვევის დროს ადამიანები ერთმანეთს ეჯიბრებიან ცეკვაში. დარწმუნებული ვიყავი, რომ მომიგებდა, მაგრამ მაინც ვცადე. ყველაზე მარტივი და ამავდროულად ძალიან რთული ილეთი შევასრულე და ირონიულად გავიცინე. ხალხის ოვაციები მომესმა და მეც უფრო გავთამამდი.შემდეგ მან გააკეთა, მერე ისევ მე და ასე გავაგრძელეთ. ბოლოს დამიანე ამთავრებდა, ვინდმილი გააკეთე სამჯერ და თავზეც დაბზრიალდა. გაოცებისგან ყბა ჩამომივარდა. ჩემკენ გამოიწია და ყბაზე ხელი მომკიდა, ამაწევინა. გაფართოებული თვალებით ვუყურებდი და არ მჯეროდა, რომ ეს გააკეთა.
- რას აკეთებ? ვკითხე და ხელი მოვიშორე. დამიანე არ გაჩერებულა და მკლავები მხრებზე დამადო. თავი ჩემკენ გამოწია და ტუჩებზე რბილი და ფაფუკი ბაგეები ვიგრძენი. მუცელში პეპლები აფარფატდნენ და თითქოს ფრთებს ერთმანეთზე ურტყამდნენ-ო ისეთი შეგრძნება მქონდა. ძალიან დიდი სიმსუბუქე ვიგრძენი, თითქოს პეპლებმა ოდნავ ამაფრინესო დედამიწის ზედაპირიდან და ცაში ჩემი აფრენა უნდათო რაც შეიძლება მაღლა. მიწაზე გაშხლართვაც მინდოდა, თითქოს დამიანეს მკლავებში ვდნებოდი და ამის შესაჩერებლად ბიჭი არაფერს აკეთდებდა. კოცნა ძალიან ნაზი და ფაქიზი იყო, არანარი ზედმეტი ქმედება. ხალხის შეძახილებს არ ვუსმენდი და დიდხანს მინდოდა არ შეწყვეტილიყო კოცნა. მომშორდა და მკლავები მთელი ძალით მომხვია, მეც იგივე გავიმეორე და კისერში სველი კოცნა დავუტოვე.



№1  offline აქტიური მკითხველი nawkas12345

უხხ მაარი თავი იყო. ბოლო სცენა მომეოწნა განსაკუთრებით. მინდა რო ჩართო და ყფრო გამოაჩინო სხვა პერსონაჟებიც იმიტომ რომ თითქოს ისინი უკანა პლანზე დარჩნენ.
როცა სიტუაცია ეხება ცეკვას განსაკუთრებით მომწონს ხოლმე არ ვიიც რატო ალბათ იმიტო რო ჯერ არ მაქ წაკიტხული ცეკვებზე და რავი ველი შემდეგს მოუთბენლად!!!!

 


№2  offline აქტიური მკითხველი La Llorona

nawkas12345
უხხ მაარი თავი იყო. ბოლო სცენა მომეოწნა განსაკუთრებით. მინდა რო ჩართო და ყფრო გამოაჩინო სხვა პერსონაჟებიც იმიტომ რომ თითქოს ისინი უკანა პლანზე დარჩნენ.
როცა სიტუაცია ეხება ცეკვას განსაკუთრებით მომწონს ხოლმე არ ვიიც რატო ალბათ იმიტო რო ჯერ არ მაქ წაკიტხული ცეკვებზე და რავი ველი შემდეგს მოუთბენლად!!!!

ძალიან დიდი მადლობა, აუცილებლად იქნება შემდეგ თავში სხვა წყვილები და ვეცდები მალე დავდო შემდეგი თავი. მიყვარხარ ❤❤
--------------------
M.D

 


№3 სტუმარი Guest La-Na

Kargi tavi iyo.es tavi yvelas jobda Chemi azeit

 


№4  offline აქტიური მკითხველი La Llorona

Guest La-Na
Kargi tavi iyo.es tavi yvelas jobda Chemi azeit

მადლობა ❤
--------------------
M.D

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent