ესეც გაივლის...უბრალოდ არ დანებდე (თავი7)
სანდრო მაშინვე მოვარდა და ხელი ჩამავლო... ისე ამიყვანა საძინებელში ვერც კი მივხვდი რა მოხდა... საწოლზე დამსვა და პლედი დამაფარა... -ეი ეი.... ხომ კარგად ხარ? -არა - მკვახედ მივუგე ფეხის წვერებზე წამოიწია და წინ და უკან ქანაობდა - მე... არ ვიცოდი თუ შეგეშინდებოდა... ბოდიში... - როგორც ჩანს ბოდიშს ყველას არ უხდის... რამდენიმე წუთიანი დუმილი მე დავარღვიე -ბოდიში მიღებულია - კმაყოფილი ჩავიღიმე - იმედია გახვალ, უნდა გამოვიცვალო! -ა ხო , რათქმაუნდა ახლავე გავალ - გავიდა და კარი ფრთხილად დახურა... ისე თბილად ვიწექი ადგომა მიჭირდა... რამდენიმე წუთში ჩემი სიმშვიდე კარზე კაკუნმა დაარღვია -შემოდი -ეს წამალი უნდა დალიო -შენ ვინ... -დეიდა ნიტამ თქვა აუცილებლად დალიოსო- გამაწყვეტინა და კმაყოფილი მიღიმოდა -მანდ დადე და მერე დავლევ, ახლა კი თუ შეიძლება მარტო დამტოვეთ ბატონო სანდრო. -ნია იცოდე აუცილებლად... -კ ა რ გ ი ი !!! - თითით კარისკენ ვანიშნე და ნაგლურად გავიღიმე, მერე ისევ წამალი დავლიე. ამჯერად მომავალზე, ამ ცხოვრებაზე ფიქრი... თითქოს რაღაც გადავწყვიტე. წამოვდექი ჩემს ოთახს თვალი შევავლე... ყველაფერი არეული იყო, ნელი ნაბიჯებით, ნელ-ნელა ყველაფერი მივალაგე, ფანჯარა გავაღე სასიამოვნო სიოს ვგრძნობდი სახეზე. შხაპი მივიღე გაგეცინებათ, მაგრამ ერთ საათზე ნაკლები დრო სააბაზანოში არასდროს არ გამიტარებია. გამოვედი, მაგიდაზე ლანგართან ერთად რაღაც ფურცელი დავინახე - აუცილებლად ისადილეე!!! ჩვენ საყიდლებზე მივდივართ და საღამოს დავბრუნდებით. - საჭმელი ვჭამე, მერე ტელეფონი მოვძებნე, გათიშულია, დამტენზე შევაერთე. -ნიაკოო... - აღტაცებული შეჰკივლა თამუნამ -ყოჩაღ... მაგარი გოგო ხარ ... - გაბრაზება ვერ დავმალე -გაბრაზებული ხარ არა -აჰამ -კარგი რა, ნია ხომ იცი არა.. -კარგი ვიციი...თუ გინდა მე დავურეკავ დათო... -არა, მადლობა... საღამოს სახლში დაველაპარაკები და შეიძლება თვითონ მომიყვნოს... -ძალიან კარგიი, იცოდე გელოდები -მე ვთქვი, შეიძლება -კარგი რა, ამ სულელებთან მარტო მტოვებ? -ნუ ღელავ ყველანაირად ვეცდები... ალბათ 15 წუთი ვილაპარაკეთ... მანქანის ხმა გავიგონე და ფანჯრიდან გავიხედე, ისეთი სასაცილოები იყვნენ სიცილს ვერ ვიკავებდი, მანქანიდან უამრავი პარკი გადმოიღეს და მძიმედ მოაბიჯებდნენ... კიბეები ჩავირბინე, დერეფანს გავყურებდიდა ვხითხითებდი. კარი ძლივს შემოაღეს -ვაა ნიააა, რა დამპალი ხარ - ასე "მოფერებით" ხშირად მივმართავთ ერთმანეთს მე და ლუკა -გმადლობ... ვიცი ჩემი დახმარება არ გჭირდებათ ამიტომ ჩემს ოთახში ავალ -კი მაგრამ... -ლუკა შეეშვი, მისი დახმარების გარეშეც მოვახერხებთ რამეს -კარგი მე ავალ თმებს გავიშრობ და ჩამოვალ, ვნახოთ როგორ მოახერხებ... კიბეზე დინჯად მივაბიკებდი... თმები გავიშრე... შორტი და გრძელი მაისური ჩავიცვი და კარი გამოვაღე, კარის გაღება და მსხვრევის ხმა ერთი იყო, ნელა მივაყურადე: -აუ ბიჭო ეს რა ქენი... -მოიცა ნიამ არ გაიგოს... -სისხლი... აუ სანდრო ნიას ეხერხება... რაღაც რაღაცეები იცის... დავუძახებ... ვიგრძენი როგორ აჩქარდა ჩემი გულისცემა, ნაბიჯებს ავუჩქარე და რას ვხედავ შუა სამზარეულოში სანდრო დგას მარცხენა ხელიდან წითელი სითხე იღვრება და იატაკზე წვთ-წვეთად ეცემა. ასეთ დროს არასდროს ვიბნევი, იმ წუთს ქვასავით მაგარი ვხდები და გონებას უფლებას ვაძლევ იმუშაოს... -ლუკა ჩქრა პირველადი დახმარების ყუთი მომიტანე - სანდროსთან მივირბინე, ნამსხვრევები სულ დამავიწყდა -ნია, ფრთხილად... -აქ მოდი - სავარძელზე დავსვი და ლუკას გავხედე - ლუკა დაუჩქარე - იატაკზე მუხლებზე დავჯექი და მისი ხელი ახლა ახლოდან შევათვალიერე, "ხელის გული" ჰორიზონტალურად ჰქონდა გაჭრილი, სერიოზული არაფერი იყო, მაგრამ სისხლი არ ჩერდებოდა, გული გამალებით მიცემდა, -ახლა ინფექცია რომ არ შეგეჭრას ცოტა სპირტს დაგასხამ... -არაა?! - ხელი მიიხუტა და საბრალო თვალებით შემომხედა -ცოტა აგეწვება... მაგრამ... -ნია, გეუბნები არათქო - ერთი შენ თავს შეხედე... ბავშვივით იქცევი - გადავიხარხარე - ეს საქციელი ნამდვილად არ შეგეფერება. -რაც გინდა ის თქვი, არ მაინტერესებს. ლუკას თვალი ჩავუკარი, -სანდრო შეხედე ლუკასაც გაუჭრია ხელი... - სანდრო მოდუნდა და ლუკას შეხედა მე კი დრო ვიხელთე და ჭრილობაზე სპირტი დავასხი, როგორც ჩანს ცოტა კიარა ძალიან ეტკინა, დამაყრუებელი, მაგამ წუთიერი ყვირილის შემდეგ ხელი შევუხვიე, რატომღაც ვერ ვიტანდი მის ტკივილს, რატომ? რატომ ვღელავდი სანდროზე? ნუთუ რამე... არა არ არსებობს, არანაირი გრძნობა არ არსებობს... იმ ღამეს ბიჭები დავასაჩუქრე და მადის აღმძვრელი წვნიანი გავუკეთე, როგორც სანდროს შეეფერება გადაწყვიტა ხელების მოძრაობა არ შემიძლია და შენ უნდა მაჭამოო... ჩემი სიამაყე და სინაგლე გვედზე გადავდე და დავთანხმდი... რატომღაც მსიამოვნებს ეს ოჯახური იდილია, მსიამოვნებს მათზე ზრუნვა... ვიცი, ვიცი რომ ვინც კითხულობდა ამ ისტორიას ელოდებოდა შემდეგ თავს, მაგრამ ვერა და ვერ მოვახერხე, თავისუფალი დრო არასდროს არ მქონდა და ბოდიში რა... ჰო შეიძლება საინტერესო ახლა არაა მაგრამ ვეცდები უფრო განვავრცო და გავაუმჯობესო... ველი კომენტარებს, (შენიშვნებს) <3 მიყვარხართ <3 სულ არაფერს ხომ ჯობია |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.