შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

იტალიური ეზო.(მეხუთე თავი)


24-03-2017, 03:08
ავტორი liar girl
ნანახია 1 915

მეხუთე თავი.
*
ეს ის მომენტია, როდესაც სიტყვებს მნიშვნელობა არ აქვს. ეს ის მომენტია, როდესაც ბოდიში არაფერს უშველია, სულ, რომ მუხლებზე დადგე და პატიება თხოვო, არ გაპატიებს. არც უნდა გაპატიოს, ეს იცი და ეს ყველაზე მძიმეა. თითქოს სათვალავი აგერია უკვე იმდენჯერ დაწყევლე შენი თავი. ყოველ დღე, ყოველ საათს, წუთს თუ წამს თავიდან კვდები, თავიდან გკლავს ეს შეგრძნება..
პატიება, რომ თხოვო?
ეგოისტობა საზღვრებს გაცდება.
საკითხავია უკვე გაცდა თუ არა..
მაინც,
ეგოისტობა საზღვრებს ცდება.
*
-ნიკუშას აგარაკზე რა დღეში ვიყავით გახსოვთ?
ბედნიერად თქვა ელენემ და ლოგინზე გვერდით მოგვიწვა. ანოსთან ვიყავით, მარტოები. მის დიდ ლოგინზე ოთხივე გადაშხლართულები ვეგდეთ, თან სიგარეტს ვეწეოდით. მეხუთეს ადგილი ისევ ცარიელი იყო..
-მენატრება ეგ პერიოდი.
ტირილით ამოიკნავლა ანომ და სიგარეტი საფერფლეში ჩააგდო.
-ვის არ გვენატრება რო?
მარიამმა პარლამენტის კოლოფიდან მერამდენე ღერი ამოაძვრინა, უკვე ვეღარც კი ვითვლი..
-გავიხსენოთ რა?
ნელა შემოგვაპარა ელენემ და ლოგინზე წამოჯდა.
-გავიხსენოთ.
მეც ელენეს მივბაძე და ლოგინზე წამოვჯექი.
*
მაშინ იმაზე პატარები ვიყავით, ვიდრე ახლა ვართ და დამიჯერეთ ჭკუაში ყველას გვიქროდა. ჩუმად, მშობლების თანხმობის გარეშე ნიკუშას აგარაკზე გავიპარეთ - ოქრო ყანაში.
ნოემბრის ცივი ღამე იყო, ჩვენ ეზოში კოცონი გვენთო, მოკლემკლავიანი მაისურებით ვისხედით და თქვენ წარმოიდგინეთ, საერთოდაც არ გვციოდა.. მიშოს და სანდროს გიტარა ქონდათ წამოღებული, ასეთი მაგარი მომენტი? არცერთი ჩვენგანის გონებას არ ახსოვს.
-სანდრიკ, შევუბეროთ რაა..
არყის ჭიქა გადაკრა დემეტრემ და ანოს მოხვია ხელები. ანოს სახე უნდა გენახათ მაშინ, მოკვდებოდით სიცილით და ბედნიერებით. ვითომ რამე გამოვა ამათგან? რავიცი.. რავიცი..
-რა ვიმღეროთ ეე?
მიშომ სიგარეტი გააბოლა და ელენეს თვალები დაუბრიალა, სიგარეტი თავის ადგილას, რომ ჩაედო. სულ თვალებ ტრიალით დააბრუნა ახვლედიანმა სიგარეტის ერთი ღერი კოლოფშო.
-ტიგინას - წვიმა რა..
კმაყოფილმა ააფახუნა მარიამმა თვალები და ლუკას მიუსკუპდა გვერდით. ამ დროს კანდელაკი უნდა გენახათ, აღარ იცოდა სად წასულიყო და სად გაეცინა. უხაროდა მარიამის და ლუკას „ამბავი“. ან საერთოდ ამბავი იყო? გამოვიდოდა რამე? წარმოიდგინეთ და არც ჭორიკანა ლიზა კანდელაკმა და არც მე მატყუარა ნუცა ავალიანმა ვიცოდით რამე..
-დავაი სანდრიკ დაცხე, შევუბეროთ.
ხმამაღლა გაიცინა ნიკუშამ და სიმღერისთვის მოემზადა..
-ნუც, გვერდით დამიჯექი რა..
გული ისე ამიფრიალდა სანდრომ ეს, რომ მითხრა.. გეფიცებით მეგონა საგულედან ამომივარდებოდა. ნელა წამოვდექი და ადგილი მის გვერდით დავიკავე. მის და ნიკუშას შუაში ვიჯექი. სანდროს ვუყურებდი პირდაპირ, ნიკუშას კი ზურგით.
ნელა დაუსვა გიტარის სიმებს თითები..
-ნაცრისფერი ყვავილებით მოგირთავ მინდორს.. და გეტყვი, რომ მე შენ მიყვარხარ..
თვალებში მიყურებდა, მე არ ვიცოდი სად წავსულიყავი. მეღიმებოდა, ჯერ სიმღერა არც კი დაუწყია წესიერად და მე უკვე პირის გახევამდე მეღიმებოდა..
-ნაცრისფერი გრძნობით მოგიტან სითბოს.. და გეტყვი, რომ მე შენ გრძნობ..
აი ამ დროს კი, მეშინია უბრალოდ გულმა არ მიმტყუვნოს.
ნაზი ჯანგები, მისი ტკბილი ხმა, სიტბო, ცივი ზამთარი..
ყველაფერი ერთიანად, თითქოს იმაზე ბევრია ვიდრე მეკუთვნის.. ვიდრე ვიმსახურებ.
-სანდრიკ, რაიყო ისე ვერეუბნები, რომ გიყვარს?
თითქოს შეცვალეს, თითქოს სხვა ჩაასახლეს მის სულში. ნიკუშა. ხმა. ყველაფერი შეიცვალა ამ დღის მერე, თითქოს ამ დღეს დაიბადა მასში მოსიარულე ირონია..
*
-მახსოვს ეგ დღე. ვერასდროს მივხვდები ნიკუშა ასე შენს მიმართ რატომ შეიცვალა.
ყავა ნაზად მოსვა ანომ და სიგარეტს გაუკიდა.
-გითხრათ?
მაცდურად შემოგვაპარა და თვალებში თითქოს რაღაც ციმციმები „აენთო“. სამივემ ზუსტად ერთდროულად დავუქნიეთ თავი. ველოდით, რომ რაიმეს ისეთს იტყოდა რის გარჩევასაც შევძლებდით, ბოლოს კი საბაბამდეც მივიდოდით.
-მოკლედ. ნიკუშა და სანდრო ხო ხვდებით რა? ნუცა და სანდრო ერთად, რომ არიან ეჭვიანობს. ეშინია ნუცამ სანდროს თავი არ წაართვას.
უბრალოდ რატომ?
არა, მართლა..
რატომ?
რატომ ველოდით, რომ სერიოზულად იტყოდა რამეს? ეს ხომ ელენეა.. სიცანცარის პიკი!
მარიამი ძირს ეგდო სიცილისგან, ელენე გაკვირვებული უყურებდა და თან ამბობდა „არადა სერიოზულად ვთქვი-ო“. ანო კი ცდილობდა სიცილი შეეკავებინა, მაგრამ ბოლოს მაინც წასკდა.. სამივე იცინობდნენ ელენეს შეთხზულ სისულელეზე, მე კი ვაცდიდი როდის დაამთავრებდნენ ელენე, რომ გამელანძღა!
-ისე თქვით? რა მაგარი რაღაც ვთქვი.
სიცილს არ წყვეტდნენ. იცინოდნენ გაუჩერებლად. ეს კი სერიოზულად მინგრევდა ძლივს შენარჩუნებულ ნერვებს.
-კაი ვსო, გვეყოს.
ძლივს მიხვდა ანო, რომ უნდა დაესრულებინათ. სამივე ჩემკენ შემოტრიალდა, მერე ისევ ანომ გააგრძელა..
-ისე ნიკუშაზე, რომ ვილაპარაკოთ არ გინდა?
-მინდა.
-დაიწყე.
-არ ვიცი, მართლა არ ვიცი რა უნდა დავიწყო, როგორ ან რანაირად. უბრალოდ ჭკუიდან გადავყავარ, თითქოს მეთამაშება.. თითქოს უნდა ნახოს როდემდე გავუძლებ. ჭკუიდან გადავყავარ გეფიცებით, უბრალოდ ჯანდაბა! შეიცვალა!
-ნუც, ნიკუშასგან რა გინდა?
კარგი კითხვა იყო, მართლა ძალიან კარგი კითხვა იყო დასმული მარიამისგან, მაგრამ როგორ უნდა გამეცა ამ კითხვაზე პასუხი გეფიცებით ჩემს „ნუცაობას“ არ ვიცოდი.
-არ ვიცი.
-იქნებ ნიკუშაც გიყვარს?
ამ კითხვამ სულ ამრია და დამრია. რას მერჩი ახვლედიანო?!
-მაგ შეკითხვის განხილვა, რომ არ უნდა გვიწევდეს ხვდებით ხომ?!
მკაცრად თქვა ანომ.
-ნიკუშა.. ნიკუშა.. ღმერთო, იცით, რომ ჭკუიდან გადავყავარ?
-არ ხარ სანდროსთან მართალი. არ შეიძლება ნუცა ესე. ერთი ძმაკაცის შეყვარებული ხარ და მეორეს ჭკუიდან გადავყავხარ? ეგ როგორ? მე არ მესმის, ან მესმის სადღაც გულის სიღმრმეში და არ მინდა, რომ გაიგო. ეგ ამბავი, რომ სანდრომ გაიგოს ხო წარმოგიდგენია რა მოხდება? ხო წარმოგიდგენია რა დაემართება სანდროს და ნიკუშას ძმაკაცობას? თან რა ძმაკაცობას?! ნუცა ამოიგდე ნიკუშა თავიდა, არ შეიძლება უბრალოდ ეგრე რა..
ასეთი სერიოზული ახვლედიანი? მე არსად არასდროს მინახავს. ყველაფერი სწორი, რომ მითხრა ეგ ჩემზე კარგად ხო არავინ იცოდა? ჰო, არავინ იცოდა..
-იქნებ ორივე მიყვარს?
-ნუცა!! მაგას ხმამაღლა, რომ ამბობ არ გეშინია? არ გეშინია, რომ ვერის ჭორბიურო გაიგებს და სტარსბურგში გიჩივლებს? არ გეშინია, რომ მაგის თქმისთვის სამუდამო შეიძლება მოგცენ? ნუცა მაგის თქმის არ გეშინია?
ანერვიულებულმა ანომ სიგარეტს გაუკიდა, მერე მაშოც მიყვა, ელენეც და ბოლოს არც მე ჩამოვრჩი მათ..
-მოდი ვაღიაროთ, რომ შენზე ეგოისტი არ დაბედებულა და არც დაიბადება..
სრული სიმართლე. ეს წინადადება, რომელიც მაშომ თქვა იყო სრული სიმართლე.
-და მაინც, იქნებ?
არ დამამთავრებინეს..
-არ განიხილება არანაირი იქნებ, ნუცა!
*
-უჩხუბიათ გოგო!
-ვის, არგადამრიო?
-სანდრო დევდარიანს და ნუცა ავალიანს.
-კაიი?? ღადაობ!
-გეფიცები!
-რატო? რისთვის?
-დაზუსტებით არაფერი ვიცი, მაგრამ მე მაინც მგონია იმ ნიკუშას ამბავი იქნება რამე..
-მოიცა! ნიკუშა? რომელი გოგო?
-აი ის რა, სანდროს ძმაკაცი. მთელი თბილისის ელიტან, რომ ეცემა მასზე.
-მერე ეგ რა შუაშია?!
-მაგასაც ჰყვარებია ნუცა, ჩუმად თურმე..
-კაი რა, არ მჯერა მე მაგის. სანდროს და ნიკუშას ძმაკაცობა, კაი რა.. არ იქნება ეგ სიმართლე!
-იძახე ახლა მასე, ეგრე ყოფილა გოგო! ხო იცი, უბრანში ტყუილი ჭორი არ ვარდება, თანაც ეგეთი..
-რავიცი, არამგონია რა..
*
თბილისის ელიტა შეიძლა, ნუცა და სანდრო დაშორდნენო. გოგოებმა ისევ მოიმარჯვეს პომადები და ისევ გაემზადნენ სანდროსთვის თვალების ასაფახუნებლად. ბიჭები კი თავიანთ „საბირჟაო“ ადგილებს დაუბრუნდნენ ნუცა, რომ ენახათ. უფრო სწორად დაენახათ. როგორ და რანაირად მოხდა არავინ იცის. ბევრმა მათი დაშორება ნიკუშასაც კი მიაწერა, მე არ მჯერა მაგის. ნიკუშა არ იქნებოდა მიზეზი, უფრო ვერ რა.. არარის მაგ სტილის ბიჭი, თანაც.. მაგათი ძმაკაცობა რა.. მაგათზე ლეგენდები დადის!
*
-რატომ დაშორდნენ?
-ეს ნუცა ნამეტანი ტუტუცი გოგო ყოფილა ნელი.
-რასერჩი ნათელა?
-ორი ბიჭი ყვარებია ერთ დროულად, სანდროს გაუგია ეს ამბები და მიუტყეპია კიდევაც.
-დევდარიანს ქალო?
-ხო გოგო, ხო. ისე ია რა დიდ გულზე იყო, როგორ ამაყობდა ამ ნუცათი, კაი გაფუჭებული გოგო კი აღმოჩნდა.
-იქნებ სხვანაირად იყო, რა იცი შენ ა?
-ვიცი, დამიჯერე, რომ ვიცი.
*
მანქანა კინაღამ დაინგრა ისეთ ხმაზე ყვიროდა ორივე. ერთმანეთს ლაპარაკსაც კი არ აცდიდნენ, სანდრო იმ დონემდე იყო მისული ლამის მანქანა დალეწა. ნუცა გაუჩერებლად კიოდა, სულ იმას უმეორებდა, რომ ეზიზღებოდა. მანქანიდან გადმოვიდა, კარები ისე მიაჯახუნა გეფიცებით მეგონა ჩამოვარდებოდა. მერე ეზოში შევარდა სულ ტირილ-ტირილით. მაშოს ნომერს კრეფდა თან. აყალ-მაყალის ხმა, რომ გაიგეს ეზოს ჭორიკნებმა, მაშინვე მოაწყდნენ აივნებს. მაშინვე დაუწყეს ნუცას გაფართოებული თვალებით ყურება, მაშინვე გადარეკ-გადმორეკეს თავის ნაცნობებ ჭორიკნებთან და შეხვედრა გადაწვიტეს. ახალი თემა ქონდათ, ნუცა და სანდრო დაშორდნენ!
*
ეზოში, რომ შევრბოდი სულ ვკანკალებდი. მაშოს ნომერს გამწარებული ვკრიფავდი, არ იღებდა ამას კი ჭკუიდან გადავყავდი. მერე ანოსთან დავრეკე, არაიღო. ელენესთანაც, წარმოიდგინეთ და არც ელენეს უპასუხია..
-ელენე! ელენე!
ვკიოდი ეზოდან რაც ძალი და ღონი მქონდა.
-ანო! ანო!
არ ვჩერდებოდი.
-მაშო!
ბედისირონია იყო?
ნამდვილად!
არცერთს არ გამოუხედავს ფანჯრიდან, არც ერთს აუღია ტელეფონი, ამ დროს! ამ მომენტში!
ჰო,
ნამდვილად.. ბედის ირონია იყო, აბა რა იყო..
-ნუცა.
ბოხი ხმა გავიგე, ეს პიკი იყო, ალბათ ეს დღე, რომ არა არაფერი დაიწყებოდა..
-ნიკუშა.
მისკენ, რომ შევტრიალდი გაფართოებული თვალებით მიყურებდა. ერთი ორჯერ თვალები სწრაფად დაახამხამა, თითქოს არ ჯეროდა, რომ ვტიროდი. არც მე მჯეროდა..
-რა გატირებს? რა მოხდა?
-ნიკუშა მიდის..
-ვინ?
-სანდრო..
-კაი ტო, რას მეღადავები.
-მართლა მიდის ნიკუშა..
-რას ნიშნავს ნუცა მიდის? სად მიდის? რეებს ბოდავ?
-უკრაინაში ნიკუშა, მამამისთან მიდის.
-რა?!
-მიდის ნიკუშა, მართლა მიდის..
არ მახსოვს რა მომენტში ჩამეხუტა, მაგრამ ჩამეხუტა. მახსოვს მისი გრძელი ხელები, რომლებიც ნაზად და თბილად ეხვეოდნენ ჩემ ბეჭებს, თან თმაზე მეფერებოდა და ყურში რაღაცეებს მებუტბუტებოდა. მისი ადეკალონის სურნელიც მახსოვს, მაგრამ არ მახსოვს, რომელი ესხა.. ფარენგეიტი თუ ბოსი? ალბათ ფარენგეიტი.. ან, ან ბოსი..
*
გეფიცებით არც-ერთი მომენტი არ მახსოვს ჩახუტების შემდეგ. არ ის მახსოვს, როგორ და რანაირად მოვხვდი ჩემს სახლში და ლოგინში. სრულიად გათიშული ვიყავი, დილას, რომ გავიღვიძე მეგონა სიზმარი იყო, მერე ყველაფერი, რომ გამახსენდა..
არ უნდა მეჩხუბა? არ უნდა მეკივლა?
როგორ ან რანაირად?
როცა უკრაინაში მიდიოდა ერთი წლით? თანაც ისე უდარდელად და ბედნიერად. ხო მითხრა არ წავალ და არ დაგტოვებო? ხო მითხრა?! რა უნდა უკრაინაში? რა? როცა მე აქ ვარ, ჩემ გარეშე სხვაგან რა უნდა..?
ვიღაც იტყვის საკმარისად არ უყვარდა და იმიტომ არ დაელოდაო. ვიღაც იტყვის გადამეტებით უყვარდა და ვერ გაძლებდა მის გარეშეო.. ყველა რაღაცას იტყვის, ყველა რაღაც ისტორიას შეთხზავს და აქედან არცერთი მათგანი იქნება სწორი.
წავიდეს.
თუ ასე ძალიან უნდა წავიდეს.
მეტირება.
არადა დამპირდა არ წავალო..
*
-უკრაინაში მიდიხარ?
ისე კითხა ნიკუშამ, მისთვის ზედაც არ შეუხედავს. ნელ-ნელა წამლის დოზას უშვებდა ვენაში.
-საიდან გაიგე, ნუცა ნახე?
ისე ჩაეცინა სანდროს.. მეც კი ვერ მივხვდი ეს ჩაცინება რისი მანიშნებელი იყო.
-რაიყო სანდრიკ კითხვებზე პასუხებს აღარ იძლევი?
-შენც არ გ*ამიტრაკო რა, ნუცამ საკმარისი სცენები მომიწყო. ჭკუიდან გადამიყვანა, კინაღამ მანქანა დავლეწე.
-ანუ უკრაინაში გაზავ ხო?
-ხო ნიკუშ, ხო.
-მე მიკიდებ და ჯანდაბაში მიშვებ, ბაზარი არაა.
-ნუცასავით რატო ბაზრობ? რას გიკიდებ ხოარგამოშტერდი, უკრაინაში მივდივარ უბრალოდ ერთი წლით, წამოვალ იქ კი არ ვრჩები. საერთოდ რატო მახსნევინებ შენ მაინც ტო?
-გაგზზე უკრაინაში ბაზარი არაა, მარა დაიმახსოვრე ეგ არაფერს მოგიტანს.
*
სანდროს და ნიკუშას უჩხუბიათ? წარმოგიდგენიათ? ესეთი შემთხვევა პირველად იყო. ნიკუშას ყოველთვის იმაზე მეტად უყვარდა სანდრო, ვიდრე ამას გამოხატავდა და ვიდრე ვინმეს წარმოედგინა. რეალურად, რომ ვთქვა სანდროსთვის ნიკუშა იყო ყველაფერი, ოჯახი, ძმაკაცი, მეგობარი, ახლობელი, ნათესავი.. საერთოდ ყველაფერი. ნიკუშასთვისაც ანალოგიურად, მაგრამ ნიკუშას არასდროს ჰყვარებია გრძნობების გამოხატვა.. ახლა ყველა დარწმუნდა მათი ერთმანეთისადმი „ძმაკაცურ სიყვარულში“. თქვენ ხომ არ იცის ახლა ნიკუშას, როგორ არ უნდოდა სანდროს უკრაინაში წასვლა.
თქვენ ხომ არიცით.
ნიკუშა იმაზე მეტ სიყვარულს იტევდა მისთვის ჩუმად ყველასადმი,
ნიკუშა იმაზე მეტად ეგოისტი იყო, ვიდრე ეს რაიმე ნორმაში ან ჩარჩოში ჯდებოდა..
ნიკუშა, ნიკუშა იყო.
თავისებური,
მაგრამ მაინც
ნიკუშასეული.
*
-ჩამოდი ქვემოთ, სახლში ნუ ამომიყვან ნუცა.
-სანდრო! შემეშვი.
-ჩამოდი ვილაპარაკოთ, გთხოვ.
-არ მაქვს შენთან არაფერი სალაპარაკო, შემეშვი!
-მომენატრე ნუცი.
თითქოს აქ მოლბა, თითქოს აქ ერთი პროცენტი მაინც დაუშვა, რომ ჩავიდოდა, მაგრამ არა.. მაინც მყარად იდგა!
-უკრაინაში მიდიხარ და ამბობ მომენატრეო..
-ჩამოდი, ვილაპარაკოთ.
იცოდა დევდარიანმა, ერთი ნუცას ნახვა ჭირდებოდა და ყველაფერს დაალაგებდა. ყველაფერი ისე იქნებოდა როგორც მანამდე, უბრალოდ ნუცა უნდა ენახა, მაგრამ ავალიანი რისი ავალიანი იყო? არ თმობდა. არც დათმობდა. არ ჩავიდოდა, გამორიცხული იყო..
-ნუც, გთხოვ.
-სანდრო შემეშვი, არ ჩამოვალ.
-ნუცი.
-არ მინდა შენი ნახვა! აც ახლა, არც მერე და არასდროს! არ მოხვიდე ელენეს დაბადებისდღეზე, იცოდე არ მოხვიდე. წადი უკრაინაში, ხო მიდიოდი ხო და წადი. შემეშვი, დავამთავროთ!
-სად არ მოვიდა? და რა ვქნა?
გაჭედა დადიანმა, აქ უკვე სერიოზულად გაჭედა.
-რაც გაიგე! შენი ნახვა აღარ მინდა, შემეშვი. ელენეს დაბადებისდღეზე არ მოხვიდე, თორე მე წავალ.
-ამის დედაც!
მერე გამაყრუებელი წუილი გაისმა ნუცასთან, სანდროსთან მსხვრევის. ტელეფონი ისე გაუქანა კედელს, სულ ნაწილებად დაიშალა..
*
-ახლა მე, რომ შენ გაკოცო ყველაზე დიდი არაკაცი ვიქნები.
-არაუშავს, ერთხელ არაუშავს..
-არ შეიძლება, ნუცა.
-შეიძლება.
-ვერ გავუკეთებ ამას.
-უკრაინაში მიდის, გვტოვებს.
-ნუ-ცა.
-მიყვარხარ.
აქ დედამიწამ ბრუნვა შეწყვიტა. აქ ყველაფერმა შეწყვიტა არსებობდა. აქ მხოლოდ ისინი დარჩნენ, აქ მხოლოდ ისინი იყვნენ.
ნაზად აკოცა, მაგრამ მთელი გრძნობით. ვინ იცის რამდენი წელი ელოდა ამ მომენტს, ვინ იცის ახლა რას განიცდიდა, ვინ იცის ახლა რას გრძნობდა..
უყვარდა,
მასაც ასე გამეტებით უყვარდა ნუცა,
მაგრამ მაინც
ეს ისეთი არასწორი იყო..
*
კომენტარებს ველოდები ა უ ც ი ლ ე ბ ლ ა დ. ყველაფერი დაწერეთ საერთოდ. პერსონაჟებზე, მოთხრობაზე, რა მოგწონთ რა არ მოგწონთ, მოკლედ ყველაფერი. ყველაფერი მაინტერესებს. ასე, რომ არ დაგეზაროთ, კომენტარების დაწერა.



№1  offline მოდერი ენემი

ხომ იცი რომ ორის ერთად შეყვარება არ შეიძლება ეგ ეგოისტობაა, ამით ორივეს დაკარგავს ნაღდად არ ვიცი რა მოხდება ვანგა არ ვარ მარა ორივეს მოკვლა არასწორია ნუცი ამას ყველა გეტყვის. ლიზას ვკარგავთ სულ ცოტა ინფორმაცია მაინც უნდა გვითხრა მასთან რა ხდება ხოლმე :) მაგარი ხარ ნუც მიუხედავად შენი ეგოისტობისა მაინც მიყვარხარ ავალიანო :D kissing_heart

 


№2  offline წევრი lilearchvadze:)

რა ქნა? აკოცაო? მომესმა? მომეჩვენა? ღადაობ? რატო უკეთებ ამას სანდროს :( ან რატო მიკეთებ ამას მე? კარგი რა. უსაზიზღრესი საქციელია ღალატი და მერე ვისთან? ძმაკაცთან? თანაც ბავშვობის? :"( არ შეიძლება ასე. ველი შემდეგს!!!

 


№3  offline მოდერი Nia kvaratskhelia:)

ღადაობ ნუც ?
თენქ იუ რა
ყველაზე მაგარი გამისწორე
რაც არ უნდა შეიძლებოდეს
რაც არ უნდა არასწორი ყოფილიყოს
რაც არ უნდა ცუდი იყოს,სანდროსიანებო
ყველაზე მაგაარი მომენტი იყო ბოლოს
ამემღვრა
ჩამემღვრა
მაგრამ
რომ გავიგე მიყვარხარო
გადამემღვრა!
ნუცა ტყუილად ვერ ეტყოდა
სანდრო ყალბია ნუცასთვის
ნუცას,რომ სანდრო უყვარდეს ნამდვილად, ამას არ გააკეთებდა
არცერთ ვარიანტში:))
ნიკუშა ნიკუშაა ენდ სტოპ!
სანდრო ჩემთვის ისევ ყალბია და მორჩა.
სხვა პერსონაჟებს ატიურობებიი
ექთივ
ექთივ
ენდ
აფთერ ექთივ, აი ვილ ვრაით სამ მესიჯს ებაუთ ზემ:))

 


№4  offline წევრი Mmariami)

მოკლედ
პრინციპში რაღა მოკლედ
ვიწყებ.
წავიკითხე
ვაღირსე რა
მაგრამ
ნეტა არ წამეკითხა
მაშინ ბევრი ვერ გითხარი, ეხლა გეტყვი, ეხლა რაღაცას მაინც გეტყვი ვაფშე მთლიანად თუ გინდა, იყოს
'ვაფშე' მთლიანად!
მე მიყვარს სანდრო და #teamsandro ყოველთვის #teamsandro იქნება.
სანდრო სანდროა
სანდროსეული
და
ნიკუშა ყალბი ირონიაა.
ნიკუშას არაფერს არ ვერჩი
თუმცა
ნუცა სანდროსია
სანდრო ნუცასი
და
ეს
ესეა
ესე იყო ყოველთვის
და
ესე იქნება
იქ მაღლა ზემოთ
წლების წინ გადაწყდა ესე
ოქრო ყანაში გადაწყდა ესე და ესე უნდა იყოს.
ნუცა?
ნუცა არ ვიცი
ვერ ვიტყვი რო ნუცასი არ მესმის, მესმის თუმცა არ მინდა მესმოდეს.
მესმის
მაგრამ
არანაირად არ ვამართლებ ნუცას,
თუმცა
ის არ მესმის ეს როგორ გაბედა
როგორ გაბედა
მიყვარხარის თქმა
როგორ გაბედა არ მესმის
და
ვერ გავიგებ ვერასდროს
არც ვეცდები გავიგო
მაგარი მიქარა
მაგარი
და რაც არ უნდა ქნას
ვერ გამოასწორებს ვერასდროს.
მესმის რო რაღაც პონტში ორივე
მესმის
ერთის ინტრიგა ინტერესი სურვილი
მეორის სიყვარული
რაღაც მსგავსი?!
მესმის
მაგრამ
ორივეს სიყვარული?
ეგ აღარ
ვეღარ ეყვარება ორივე
და საერთოდაც იცი რა?
ნუცას არავინ არ უყვარს
ეგოისტია
საკუთარი თავის გარდა არავიზე ფიქრობს
არავინ არ აინტერესებს
და
ეგოისტობის იქეთ
სხვა
არავინ არ უყვარს.
ლუკა და მაშო?
რაავი
ეგ თვით მატყუარამ და ჭორიკანამ არ იციან
მე რა უნდა ვთქვა.
ლიზა?
ლიზა წავიდა
ვენეციამ ჩაყლაპა
და
კარები დაკეტა.
ელენე?
ელენე რა ვიცი
დეგენერატია
თავისი ბრძნული დასკვნებით
ჩვეულებრივი დეგენერატია
და
ანო
ანო ანოა რა
იმმმმმენა ანოა.

 


№5  offline წევრი liar girl

ძალიან დიდი, დიდი მადლობა ხალხნო. მეც მიყვარხართ ყველა ძალიან! კიდევ ერთხელ დიდი მადლობა, ამ საღამოს შეიძლება იყოს შემდეგი.

 


№6  offline ახალბედა მწერალი Gossipy girl

ცოტა მიჭირს კავშირები წყდება ვენეციიდან გოგებაშვილზე.
აზრი და ინტერესი ამ კომენტარს რა გამოხმაურება მოჰყვება...
სულ თავიდან რომ მითხარი ვიწყებო და რომლის მხარეს დაიჭერო
გითხარი ნიკუშასკენ ვიქნებითქო.
ჩემი სტიქიაა,ნიკუშაც და ირონიაც.
აქ ვენეციაში ყველაფერს ნელ-ნელა წყალი დაფარავს.
სამივემ ვიცით,საქმეც ეგაა ამ წყალთან ერთად მეც შიგ უშველებელ დინებაში ჩავალ და იქიდან კაცი არ იქნება ჩემი ამომყვანი.
ჩემი წიგნიანად ჩამიტანს ბოლომდე,თუმცა ავია ბილეთების "არ ქონას" აქ წამოსვლით მოვაწერე ხელი აკანკალებულმა.
ყველაფრის მიუხედავად ყველა ნაწერს ვკითხულობ,თითოელზე ისევ პულსი ადის მაღლა მერე ისვე დაბლა რითმასთან კავშირშიც არაა.
რაც შეეხება ამ თავს და რომ ვერ შევეხო ეს თითები გამიხმება.
ვიგრძენი ის რაც მაკლდა.
მაკლდა ის განსხვავებულობა რასაც "ნუცა" ერქვა,ის რასაც სხვა ვერ დაწერს ბევრიც რომ ეცადოს.
გახსოვს გეუბნებოდი,არავის წერის გავლენის ქვეშ არ მოექცეთქო.
ჰოდა დღეს დავინახე რომ შენ შენივე თავი შექმენი.
მეტს აღარ დავწერ,მე ხომ ვიცი აზრიც აღარ აქვს,ყოჩაღ.

 


№7  offline წევრი liar girl

Gossipy girl
ცოტა მიჭირს კავშირები წყდება ვენეციიდან გოგებაშვილზე.
აზრი და ინტერესი ამ კომენტარს რა გამოხმაურება მოჰყვება...
სულ თავიდან რომ მითხარი ვიწყებო და რომლის მხარეს დაიჭერო
გითხარი ნიკუშასკენ ვიქნებითქო.
ჩემი სტიქიაა,ნიკუშაც და ირონიაც.
აქ ვენეციაში ყველაფერს ნელ-ნელა წყალი დაფარავს.
სამივემ ვიცით,საქმეც ეგაა ამ წყალთან ერთად მეც შიგ უშველებელ დინებაში ჩავალ და იქიდან კაცი არ იქნება ჩემი ამომყვანი.
ჩემი წიგნიანად ჩამიტანს ბოლომდე,თუმცა ავია ბილეთების "არ ქონას" აქ წამოსვლით მოვაწერე ხელი აკანკალებულმა.
ყველაფრის მიუხედავად ყველა ნაწერს ვკითხულობ,თითოელზე ისევ პულსი ადის მაღლა მერე ისვე დაბლა რითმასთან კავშირშიც არაა.
რაც შეეხება ამ თავს და რომ ვერ შევეხო ეს თითები გამიხმება.
ვიგრძენი ის რაც მაკლდა.
მაკლდა ის განსხვავებულობა რასაც "ნუცა" ერქვა,ის რასაც სხვა ვერ დაწერს ბევრიც რომ ეცადოს.
გახსოვს გეუბნებოდი,არავის წერის გავლენის ქვეშ არ მოექცეთქო.
ჰოდა დღეს დავინახე რომ შენ შენივე თავი შექმენი.
მეტს აღარ დავწერ,მე ხომ ვიცი აზრიც აღარ აქვს,ყოჩაღ.

პატივი გერგო, ერთადერთი ხარ ვისაც ამ თავზე ვუპასუხე. გამიხარდა, რომ დააკომენტარე. დიდი მადლობათქო უნდა გითხრა? რავიცი, ვერ გეტყვი, ან არ გეტყვი, როგორც გინდა ისე გაიგე, მე და შენ ყოველთვის ყველაფერი სხვანაირად გვესმოდა. ახლაც ასეა და ვიცი, მერეს ასე იქნება. ჰო, სამივემ ვიცით და ყველაზე უარესი ისაა, რომ არცერთი გავანძრევთ ხელს, რომ დინებაში არ ჩახვიდე. არც მე, არც მაშო და არც შენ.მიხარია, რომ კითხულობ და სადღაც სულ ვიცოდი, რომ კითხულობდი.
მადლობა, რომ "ნუცას" შექმნაში დამეხმარე და სახელი დამრქმევინე.
რას აქვს აზრი და რას არა ეგ კიდევ საკითხავია..

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent