შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩემი გულის ქურდი .(VI თავი -დასასრული )


24-03-2017, 19:07
ავტორი D-I-A-N-A
ნანახია 1 996

VI თავი.
-ალე მალე რა , ვაგვიანებთ .-მე , ანდრეა და დემე მივდიოდით ანდრეას მშობლებთან . ანდრეას მამა და მამაჩემი პარტნიორები იყვნენ ამიტომ მათ კარგად ვიცნობდი .
-მოვდივარ ...-ოთახის კარი მივხურე და ქვემოთ ჩავედი.
-წავედით .-ანდრეამ დემე ხელში აიყვანა და სახლის კარი მიხურა ...10 წუთში ანდრეას მშობლების სახლთან ვიყავით . არც პატარა და არც დიდი სახლი იყო , ორ სართულიანი , ლამაზი ბაღით.
-დედაა მოვედით .-კარი მოსამსახურემ გაგვიღო როგორც კი სახლში შევედით ანდრეამ დედამისს დაუძახა.
-დედი როგორ მომენატრე . - ნინო (ანდრეას დედა) ჩაეხუტა ანდრეას და მერე მე შემომხედა.-ალექსანდრა ჩემი გოგო როგორ ხარ ? - ნინო ჩამეხუტა და თბილად გამიღიმა.
-მადლობთ კარგად , თქვენ როგორ ბრძანდებით ?
-მადლობა კარგად. აქ რას დადექით შევიდეთ ...ვაიმე დედა ...-ნინო ანდრეას ხელში მყოფ ბავშვს შეხედა .-დედა ჩემი სილამაზე . -ხელში აიყვანა და მაგრად ჩაეხუტა .
ბევრი ვილაპარაკეთ და ვიმხიარულეთ . ნინოს და ზურას (ანდრეას მამა) ბავშვი ძალიან შეუყვარდათ . რა თქმა უნდა შეუყვარდებოდათ ერთადერთი შვილიშვილი . ანდრეამ ცოტა დალია ამიტომ ნინომ თქვა რომ ღამით მათთან უნდა დავრჩენილიყავით , ჩვენც უარი არ გვითქვამს რადგან ბავშვის გამოსაცვლელი ტანსაცმელი თან გვქონდა ...10საათი იყო როცა ანდრეას ოთახში ავედით ,ბავშვი დავაძინეთ და ჩვენც დავწექით . დაღლილობის გამო მალე ჩაგვეძინა , მიუხედავად იმისა რომ დემემ ორჯერ გამაღვიძა მაინც კარგად გამოვიძინე .
-დილა მშვიდობისა .-მე და ანდრეა მაგიდას მივუსხედით .
-დილა მშვიდობისა შვილო .
-ბავშვებო აბა ქორწილს როდის იხდით ? (ნინო)
-ერთ კვირაში .-მტკიცედ თქვა ანდრეამ და მე შემომხედა.
-ხო ერთ კვირაში .
-ერთ კვირაში ?! მაშინ სწრაფად , მომზადება უნდა დავიწყოთ . ალექსანდრა დღესვე დავპატრიჟოთ მამაშენი და ყველაფერი მოვაგვაროთ .
-კარგით .
საღამოს მამაჩემი მოვიდა . ნინო იმდენს ლაპარაკობდა რომ მე და ანდრეას ჩაგვეძინა ...ყველაფერს ნინო აგვარებდა , საერთოდ არაფერს მაკეთებინებდა ...მალე ერთი კვირა გავიდა და ჩვენი ქორწილის დღეც დადგა . ყველა ემზადებოდა , ტასო კი გაგიჟებული დარბოდა . მე, ტასო და კიდევ რამდენიმე ჩვენი მეგობარი და ჩემი ნათესავი გოგოები სალონში წავედით . თეთრი , გაშლილი კაბა ვიყიდე. ლამაზი , ბრჭყვიალა ქვებით მორთული. თმები ლამაზად დამიხვიეს და სუსტად შემიკრეს ... მაკიაჟის გაკეთების შემდეგ კაბა ჩავიცვი და გოგოებთან გამოვედი.
-ჩემი ანგელოზი ...-ტასო თავის აფორიაქებას ვერ მალავდა . მე ამაზე გამეცინა და ტასუკას ჩავეხუტე.
-მოდიან . - ხელის მოწერა პირდაპირ რესტორანში გადავწყვიტეთ... სალონის კარი გაიხსნა და შიგნით ანდრეა , ბექა და კიდევ 4 ბიჭი შემოვიდა .
-ბავშვი სადაა ?- როგორც კი ანდრეა ვნახე პირდაპირ ეს კითხვა დავუსვი.
-დედაჩემს ყავს ...-სიცილით მითხრა ანდრეამ და გულში მიმიკრა.
-წავედით ? - ანდრეას ვკითხე , მან თავი დამიქნია და ჩვენც მომსახურე პერსონალს დავემშვიდობეთ და მანქანებში ჩავჯექით . ბექა საჭესთან იჯდა ,მის გვერდით- ანდრეა , მე და ტასო უკან , დანარჩენები სამ მანქანაში გადანაწილდნენ...
-მოვედით .- ბექამ მანქანა რესტორანტთან გააჩერა...ანდრეა მანქანიდან გადმოვიდა და კარი გამიღო , ხელი გამომიწოდა და გადმომიყვანა ... რესტორანში შესვლისას ანდრეამ გამაჩერა და თავისკენ შემომაბრუნა .
-მზად ხარ ? - დაიმედებული თვალებით შემომხედა. პასუხის გაცემას კოცნა ვამჯობინე . -ანუ კი ...-გამიღიმა და ნაზად მაკოცა... რესტორნის კარი გაიღო და ჩვეც შევედით . ყველა ტაშის დაკვრით და ფეხზე მდგომი დაგვხვდა. ჩაირთო ყველასთვის ნაცნობი მელოდია და ჩვენს სარეგისტრაციო მაგიდასთან მივედით .
-მეფე-დედოფალი მზადაა ? - რეგისტრატორი-ქალი ღიმილით შეგვეგება . მხოლოდ თავი დავუქნიეთ. -მაშ დავიწყოთ... ანდრეა ავალიანო თანახმა ხართ ცოლად შეირთოდ ალექსანდრა მაჩაბელი ?
-თანახმა ვარ ...
-ალექსანდრა მაჩაბელო თანახმა ხართ ქმრად შეირთოდ ანდრეა ავალიანი ? - ხმას ვერ ვიღებდი და ვერაფერს ვპასუხობდი . შემდეგ დემეტრეს შევხედე , გავუღიმე და ვთქვი.
-თანახმა ვარ .-ტასომ ბეჭდები მოგვიტანა , ანდრეამ მე , მე-მას გავუკეთე ბეჭედი , ხელი მოვაწერეთ და აი დადგა ჩემი საყვარელი მომენტი , კოცნა .
-მიყვარხარ . -ვუთხარი და შევაერთე ჩვენი ბაგეები.
-მეც .- შუბლეზე მაკოცა და ხელში ამიტაცა , დაეწეპა ჩემს ტუჩებს და მერე ჩუმად თქვა.-ამ დღიდან ოფიციალურად მე მეკუთვნი .
-არ ვარ წინაღმდეგი. - გავუღიმე და ვაკოცე.
მთელი ღამე ვცეკვავდით , მაგრამ იყო ერთი რამ რასაც ვერ ვაკეთებდი , ვერ ვსვამდი ალკოჰოლს .
-ალექსა შვილო ტირის და იქნებ მიხედო. - აწ უკვე დედამთილი მომიახლოვდო და დემეტრე დამაჭერინა .
-კი რა თქმა უნდა , მადლობა რომ მთელი დღე მასთან ხართ .- გავუღიმე და დემეტრე ავიყვანე.
-არ გრცხვენია , რა მადლობას მიხდი ეს ხომ ჩემი პირველი და განუმეორებელია . - გამიღიმა და ისევ თავის ადგილს დაუბრუნდა .
-ბიჭო შენ აქ ხარ ? - უკვე კარგად ნასვამი ანდრეა მოგვიახლოვდა და თავის ადგილას დაჯდა.
-აქ ვართ. -ვუთხარი და ანდრეას ვაკოცე. ალკოჰოლის სუნი ასდიოდა მაგრამ მაინც მსიამოვნებდა მისი თბილი შეხება .
-ამას კიდე შია ? - გაიღიმა და შუბლზე აკოცა .
-აუ მგონი ხო ... რძე დატოვებული მქონდა ამიტომ დემეს ბოთლიდან აჭმევდნენ როგორც ჩანს გათავდა. - მთელი დღის მანძილზე დემეტრეს ალბად მეასედ აჭამეს , ეს ბავშვი ყველაფერში მამამისს როგორ უნდა დაემსგავსოს ?
-აჭამე მერე .
-აქ ? - სერიოზულად შევხედე.
-ხო , აჰა ბავშვის ადიელა გადაიფარე და ეგაა რაა. - ანდრეამ დემეს ადიელა მომაწოდა , მეც გადავიფარე ...საქორწინო კაბა გამოცვლილი მქონდა ამიტომ ‘’ჩვეულებრივი’’ კაბის გახდა არ გამიძნელდა. - მამასი. - ანდრეა ნაზად ეფერებოდა დემეს და აკვირდებოდა იმას თუ როგორ წოვდა რძეს.
-ეე და დედიკო ? - ისეთი სახით შევხედე თითქოს მეწყინა .
- შენც ჩემი ხარ ...- გაიცინა და ჩემს ბაგეებს დაეწეპა... იცით მიყვარს ეს რომ თვრება , არ გავს სხვა კაცებს რომლებიც დათრობისას იგინებიან და ყველაფერს ანგრევენ , პირიქით ის უფრო კარგ ხასიათზეა და სულ იღიმის , უბრალოდ მთავარია არ გაბრაზდეს ...-დღეს პირველი ღამე გვაქვს ხო ? - ანდრეამ წარბი აწია და ტუჩები გაილოკა .
-ხო სულ პირველი არ იყოს რა ...- დემეტრეს შევხედე , ანდრეას სიცილი აუტყდა... კიდევ რამდენიმე საათი ვიმხიარულეთ შემდეგ კი დავიშალეთ . მე , ანდრეა და დემე ჩვენს სახლში წავედით .
-მე გავიყვან ...-დემე უკვე ნაჭამი მყავდა მანქანაშიც დაეძინა , ამიტომ ანდრეამ ის თავის ოთახში გაიყვანა და შემდეგ მე მომიბრუნდა . - მთელი დღე ვოცნებობდი , იმაზე თუ როდის გაგხდიდი კაბას . -ანდრეამ ზურგზე ნაზად მაკოცა და კაბის ელვა გამიხსნა.
-აგისრულებ მაგ ოცნებას . - ანდრეამ თავისკენ შემომაბრუნა და ტუჩებში მაკოცა . ხელში ამიტაცა და ლოგინისკენ დაიძრა .
-შენი სხეული და სული ამ დღიდან მე მეკუთვნის . - შუბლეზე მაკოცა და შემდეგ ტუჩებისკენ დაიხარა .
-ისედაც ყოველთვის შენ გეკუთვნობა...
2 წლის შემდეგ.
დილით როცა გავიღვიძე ანდრეა საწოლში არ დამხვდა , ამიტომ თხელი ხალათი მოვიცვი და ქვემოთ ჩავედი . პირველი სართული მთლიანად შევამოწყე მაგრამ ვერ ვიპოვე შემდეგ კი მივხვდი სადაც იქნებოდა . ისევ მეორე სართულზე ავედი სადაც დემეტრეს ოთახის კარი ნახევრად ღია დამხვდა. ანდრეას დემეტრე ხელში ყავდა აყვანილი და რაღაცეებს ეჩურჩულებოდა. კედელს მივეყუდე და მისი საუბრის მოსმენა დავიწყე.
-ყველაფერს გავაკეთებ რომ კარგი ქმარი და მამა ვიყო ... დემნა იცი შენი დედიკო როგორ მიყვარს ? იცი როგორ ვნანობ გაცნობის მე-3 დღეს დედიკოს გული რომ ვატკინე ? მაგრამ მან არ შეიმჩნია პირიქით-შეეცადა სასაცილოდ ავეგდე ...- ანდრეა თან ყვებოდა , თან იცინოდა.-როცა გაიზრდები შენც შეგხვდება ის ვისაც შეიყვარებ , ვიცი ჩემსავით იქნები -ზედმეტად ამპარტავანი და მამიკოს-დედიკოს ფულით გათამამებული . მაგრამ როცა შეგხვდება ის ვინც ,,დაგაწყნარებს’’ მთლიანად შეიცვლები , როგორც მე . – ‘’მათი’’ საუბრის დროს დემეტრე თავის მამას თვალს არ აცილებდა. ისე უყურებდა და უსმენდა თითქოს ყველაფერი ესმოდა . -აუ კაი რა ეგრე არ შეიძლება . - ანდრეამ შემამჩნია და ნაწყენი გამომეტყველებით შემომხედა... მივუახლოვდი და ჩავეხუტე .
-მიყვარხარ...- ანდრეას ტუჩებში ვაკოცე და დემეტრე ხელში ავიყვანე .
-პრინცესა როგორ ხარ ? - ანდრეა ჩემს მუცელთან დაიხარა და ნაზად მომეფერა.
-კარგადაა ... - დემეტრეს ჩავეხუტე და ანდრეას შევხედე.
-და ჩემი დედოფალი როგორაა ? - ფეხზე წამოდგა და სახეზე , ნაზად მომეფერა .საპასუხოდ ვაკოცე და ჩავეხუტე .
3 თვეში ალექსანდრას და ანდრეას პატარა პრინცესა, ლიკა ეყოლათ... ლიკა უფრო მამას გავდა , დემეტრე კი დედას... დემეტრე ყოველთვის იცავდა თავის დაიკოს , არავის არ აძლევდა იმის უფლებას რომ ეტირა . ბავშვები იზრდებოდნენ თბილ და მოსიყვარულე ოჯახში. ალექსანდრე და ანდრეა ბედნიერები იყვნენ . მათ უყვარდათ ერთმანეთი და ეს იყო მთავარი.
___________
გამარჯობათ <3 . ბოდიშით რომ დავაგვიანე , მართლა არ მქონდა დრო...იცით ამ ისტორიით ვამაყობ , ძალიან შემიყვარდა ჩემი გმირები, იმედია თქვენც . ვიცი ასე სწრაფად არ უნდა დამესრულებინა მაგრამ მათ დაშორებას ვერ გადავიტანდი ამიტომ ჯობდა დამესრულებინა :დდდ. დიდი მადლობა რომ მამხნევებდით და თბილ კომენტარებს მიტოვებდით <3 <3 . მიყვარხართ <3



№1  offline აქტიური მკითხველი La-Na

მართლა დამწყდა გული ასე მალე რომ დაასრულე. frowning მალე დაგვიბრუნდი
--------------------
ლანა

 


№2  offline აქტიური მკითხველი nawkas12345

მომენატრე. პაუზის სჰემდეგ უცბატ დასასრული რო იყო ცორტა გამიკვირდა
კარგი იყო ველი შემდეგს

 


№3  offline წევრი D-I-A-N-A

La-Na
მართლა დამწყდა გული ასე მალე რომ დაასრულე. frowning მალე დაგვიბრუნდი

აბა რაა :დდდ უკვე ვწერ :დდ

nawkas12345
მომენატრე. პაუზის სჰემდეგ უცბატ დასასრული რო იყო ცორტა გამიკვირდა
კარგი იყო ველი შემდეგს

იმედია ჩემს შემდეგ ისტორიას წაიკითხავ და შენს აზრს გამიზიარებ <3

 


№4  offline მოდერი bla.ell

დიოოო მომენტრეეheart_eyes მაგარი ხარ დაოოbowtieმამეცონაა❤ ❤ ❤

 


№5  offline წევრი D-I-A-N-A

bla.ell
დიოოო მომენტრეეheart_eyes მაგარი ხარ დაოოbowtieმამეცონაა❤ ❤ ❤

მადლობა სიხარულო <3 ხო იცი შენი კომენტარი ჩემთვის ბევრს ნიშნავს <3 <3 მიყვარხარ <3

 


№6  offline მოდერი bla.ell

D-I-A-N-A
bla.ell
დიოოო მომენტრეეheart_eyes მაგარი ხარ დაოოbowtieმამეცონაა❤ ❤ ❤

მადლობა სიხარულო <3 ხო იცი შენი კომენტარი ჩემთვის ბევრს ნიშნავს <3 <3 მიყვარხარ <3

გენათალეbowtieheart_eyesმეც მიყვარხაარheart_eyes

 


№7  offline წევრი D-I-A-N-A

bla.ell
D-I-A-N-A
bla.ell
დიოოო მომენტრეეheart_eyes მაგარი ხარ დაოოbowtieმამეცონაა❤ ❤ ❤

მადლობა სიხარულო <3 ხო იცი შენი კომენტარი ჩემთვის ბევრს ნიშნავს <3 <3 მიყვარხარ <3

გენათალეbowtieheart_eyesმეც მიყვარხაარheart_eyes

ჩემი <3

 


№8  offline აქტიური მკითხველი nawkas12345

რათქმაუნდა წავიკითხავ!!!
მოუთბენლად ველოდები!!!!!!

 


№9  offline წევრი D-I-A-N-A

nawkas12345
რათქმაუნდა წავიკითხავ!!!
მოუთბენლად ველოდები!!!!!!

kissing_heart

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent