შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მარტო (თავი 11)


24-03-2017, 21:44
ავტორი MoonDaughter
ნანახია 1 309

ჩემს წინ პირსინგებიანი, შავ ტუჩსაცხიანი გოგონა დგას ლიტერატურის გამოცდიდან და შეშინებული, მალვით მეჩურჩულება. თითქოს ეშინია ვინმე არ გვისმენდეს. რატომღაც, მეგონა რომ ძალიან ბოხი ხმა ექნებოდა, ცოტათი საშიშიც კი, მაგრამ სრულიად მოულოდნელად ქერა ლამაზმანის ხმა ამოუშვა პირიდან - ძალიან ნაზი და მშვიდი. ნერვიულობისგან თვალებს აცეცებს და ხელით ტუჩის კუთხეს იწვალებს.
-მიპასუხე. -ჩურჩულით მეკითხება, თან თავს ცოტათი ჩემსკენ ხრის. მე კი არც კი მახსოვს, რა მკითხა და დაბნეული ვუყურებ. როგორც ჩანს, მიხვდა და კიდევ უფრო ჩუმი ტონით გამიმეორა კითხვა:
-შენთანაც მოვიდა?
-ვინ? -დაბნეული ვეკითხები, თან შიშმა ამიტანა.
-სამაელი. -ძალიან ფრთხილად ამბობს სახელს და თან თვალებით მევედრება, რომ „კი“ ვუთხრა.
-ვინ არის, სამაელი? -ცნობისმოყვარედ ვეკითხები და პასუხის მოსმენა მწყურია. ვგრძნობ, რომ წამის მეოთხედითაც ვერ გავუძლებ ლოდინს.
-ბიჭი. -ჩურჩულით მპასუხობს.
-ვერაფერი გავიგე. ვინ ბიჭი? ვინ სამაელი? შენ ვინ ხარ? -სწაფად ვუსვამ კითხვებს.
თვალები ცრემლებით აევსო და ნერვიულად დაიწყო ხელების სრესვა. თვალებს აქეთ იქეთ აცეცებს, თითქოს შველას ითხოვს, თან ხვდება რომ ვერავინ უშველის და შიშისგან ცრემლიც კი აშრება. თვალები ეყინება და ფერი მისდის.მივუახლოვდი, მინდა დავამშვიდო, მაგრამ რაც უფრო ვუახლოვდები, მით უფრო უკან იხევს.
-დამშვიდდი და მომიყევი, რა გჭირს? ვინ არის სამაელი? -მზრუნველი ხმით ვეკითხები, იქნებ რაიმე ინფორმაცია გამოვსტყუო?!
-ბიჭი, სამაელი ბიჭია. ბიჭი, შავი თვალები, სურვილი... -უცებ, თვალებში შემომხედა, ძალიან უცნაურად და დაკვირვებით. -შენ ამას ვერ გაიგებ. შენ არ იცი ვინ არის სამაელი, შენ ვერ გაიგებ, ვერ გაიგებ... სამაელი, ბიჭი... -გოგონა მირბის, მეც უკან ვედევნები ძახილით, მაგრამ ოთახებში, სადღაც გაუჩინარდა.
სრული სიჩუმე ჩამოვარდა, უკან მივბრუნდი, კედელზე დაწერილ სახელს მივუახლოვდი და ვაკვირდები: S A M A E L, რა უცნაურია. პირველი ოთხი ასო ნაცნობია ჩემთვის, იქნებ ეს გოგონა ჩემთვის ნაცნობ უცნობზე საუბრობდა? იქნებ სამაელია მისი სახელი? მახსენდება, „ადრეა ჩემი სახელის ცოდნა“, რა იგულისხმა მაშინ „ადრეში“? რა ხდება? ვინ არის ის და რა კავშირი აქვს ამ სახელთან და ამ გოგონასთან? თუკი ის მასთანაც მიდიოდა, მაშინ მე საერთოდაც არ ვყოფილვარ მისთვის განსაკუთრებული. არა, ამაზე ფიქრიც კი არ მინდა. უნდა დავივიწყო - შეუძლებელია. სისულელეა, რა კავშირი უნდა ჰქონდეს ამ გოგონასთან ჩემს უცნობს? ეს გოგო უბრალოდ შეშლილია, ტანსაცმელზეც კი ეტყობა რომ ვერ არის კარგად.
უცბად, მოვავლე თვალი იქაურიბას და შიშმა მომიცვა, მომინდა მაშინვე გავცლოდი ამ საშინელ ადგილს. მივრბივარ, შიშისგან სულ ავირიე და აღარ მახსოვს საიდან შემოვედი. ფეხებთან, შავმა კატამ გადამირბინა და შევკივლე. ჩემს კივილზე მასაც შეეშინდა და გაიქცა, გავყევი და გარეთ აღმოვჩნდი.

***
მივუყვები გზას და თავში უამრავი აზრი მიტრიალებს, ისევ ამ უცნობ გოგოზე ვფიქრობ, ისევ სამაელზე და ისევ ჩემს უცნობზე, რომელიც ძალიან უცნაურად იქცევა. ისიც კი ვიფიქრე, რომ ისევ იმ გუბეში ვზივარ და ის ჭაღარა ბაბუა, რომელმაც მაშინ გამომაფხიზლა, ჩემი წარმოსახვის ნაწილი იყო... რომ ისევ ჩემს აბსტრაქტულ სამყაროში დავძრწი. შენობებს ვათვალიერებ და თან უამრავ რამეზე ვფიქრობ... უცბად, ვჩერდები.
მაღაზიის ვიტრინაში ვხედავ ჩემსავით ჟღალთმიან მანეკენს, რომელსაც წითელი კაბა აცვია. ერთხანს შევჩერდი და ვაკვირდები კაბას, ერთმა კადრმა გაიელვა ჩემს თავში: როგორ ვღბავ ამ კაბისფრად საკუთარ სხეულს. რამოდენიმე წამში, მაღაზიაში აღმოვჩნდი.
-რით შემიძლია დაგეხმაროთ? -მომმართავს ბაფთიანი გოგონა, ხელოვნური ღიმილით.
-ეს კაბა მინდა მოვირგო. -საჩვენებელი თითით მანეკენისკენ ვანიშნე.
-ახლავე. -ისევ დაყენებული ღიმილი.
გასახდელთან მაღაზიის კონსულტანტს ველოდები და ჩემსკენ მარჯვნივ ვხედავ პატარა გოგონას, ბარბის თოჯინით ხელში.

ბარბის თონიჯა, რომლის გარეშეც ვერ ვიძინებდი, ჩემი სახელი დავარქვი - ემილი. ლამაზი, ლურჯი კაბა აცვია, მაგრამ ვერ ვპოულობ. დავრბივარ ჩემი პატარა ფეხებით და ემილის ვეძებ. „მამიკო, მამიკო, მამა“ ვტირი და საშველად მამას ვეძახი, რომ ჩემი ემილი მომაძებნინოს. საძინებლის კარი ოდნავ შეღებულია, ბარბაცით ვუახლოვდები და კარში ვიჭყიტები, „ემილი“ - აღტაცებით წამოვიძახე, ხელები წინ გავწიე და პატარა თითებით ჩემსკენ ვიხმობ თოჯინას, რომელიც შუა ოთახში გდია. ვუახლოვდები და ხელში ვიჭერ, ემილის თვალები ღიაა და ჭერისკენ იყურება, „რას უყურებ, ემილი?“ მის მზერას მივყვები და მეც ზევით ვიხედები: მამიკო, მამიკო გვეთამაშება, ემილი. ნახე, როგორ არის ჭერზე ჩამოკიდებული?! მამიკო საქანელაა, ემილი. მამიკო, მამიკო...“ ფეხებში ვკიდებ პატარა ხელებს და ვაწვები, „მამიკო ქანაობს, ემილი. მამიკო საქანელაა...“ მე და ემილი ვიცინით და მამიკოს ირგვლივ დავრბივართ.

-აი, თქვენი კაბა. -კონსულტანტის მომღიმარი სახე მაფხიზლებს.
მადლობის ნიშნად თავს ვუქნევ და ისევ გოგონას თოჯინასკენ გამირბის თვალები.
-აი, აქ შებრძანდით. -ეს კონსულტანტი უკვე საშინლად მაღიზიანებს.
შევდივარ გასახდელში და ვაკვირდები ჩემს წითლად შეღებილ სხეულს. მუხლამდე კაბა, მარჯვენა ფეხზე ღრმად ჩახსნილი და მჭიდროდ მომდგარი, ღრმად ამოღებული გულით. ზამთარში ჩასაცმელი ნამდვილად არ არის, მაგრამ ძალიან მომწონს. ჩემი გრძელი ჟღალი თმა და ჭორფლიანი სახე ძალიან უხდება კაბას. ფეხზე დიდი შავი ბათინკები მაცვია, სრულიად შეუსაბამოა კლასიკურ კაბასთან, მაგრამ მაინც ძალიან მომწონს ეს შეუსაბამობაც კი. წითელი პომადა ალბათ, ძალიან მომიხდებოდა.
კაბიანად გამოვედი გასახდელიდან და კონსულტანტს მივუბრუნდი:
-წითელი ტუჩსაცხი გაქვს?
-ტუჩსაცხი? ჩვენთან მხოლოდ ტანსაცმელი იყიდება. -ნამდვილი რობოტია ეს გოგო.
-შენ არ გაქვს? -არ ვეშვები.
-მე?
-ჰო, შენ.
-კი, მ-მე ალბათ კი უნდა მქონდეს.

მთელი მაღაზია მე მიყურებს, მაგრამ ცხოვრებაში პირველად არ მაინტერესებს მათი აზრი და ვცდილობ უფრო გამაღიზიანებლად მოვიქცე. შუა თითს პირში ვიდებ, ღრმად. ნერწყვით ვნამავ და ფეხსაცმელზე ტალახის წერთილს ვაშორებ, კაბა ისეთი მოღებულია, რომ დახრის დროს ლამისაა მკერდი ამომივარდეს, მაგრამ სულაც არ მანაღვლებს. ვდგები და პირდაღებულ „ნაღებ“ საზოგადოებას ვაწყდები ჩემს წინ, კმაყოფილი ვიღიმი და თვალს ვუკრავ კუთხეში მდგარ სიმპათიურ ყმაწვილს, რომელიც აღტაცებით მიყურებს და მიღიმის. როგორც ჩანს, შეყვარებულმა ძალით წამოიყვანა საყიდლებზე, მე კი აშკარად გავულამაზე მტანჯველი წუთები. მის გვერდით მდგომი გოგონა ბიჭს ყბას უსწორებს, თავისკენ ახედებს და წარბებშეკრული ემუქრება. ძალიან სახალისოა ამის ყურება.

მალევე, კონსულტანტი ჩემთან ჩნდება და წითელ პომადას მაწვდის. მადლობის ნიშნად გავუღიმე და ისევ გასახდელში შევედი. წითლად ვღებავ ჩემს ტუჩებს და ძალიან მომწონს. საოცრად უხდება სისხლისფერ კაბას, სისხლიანი ტუჩები.
გასახდელიდან გამოვედი და ტუჩსაცხი პატრონს ჩავაბარე. მადლობის ნიშნად ლოყაზე ვუბწკინე და კმაყოფილმა სალაროსკენ გავეშურე.
მოსაღამოვდა, მე ისევ ქუჩებში დავდივარ და ვხედავ, რომ ლამპიონების ყვითელი შუქი ძალიან ალამაზებს მოღუშულ ზამთრის ქუჩებს. ჩემთვის გასაოცრად, მომეჩვენა, რომ ბევრი ახალგაზრდა ირეოდა ბრბოთა შორის, რომლებიც ერთმანეთს შესციცინებდნენ, ხმამაღლა და გამომწვევად იცინოდნენ და ვატყობდი, რომ არ აინტერესებდათ ხალხის აზრი. ნუთუ ეს ადამიანები აქამდეც ცხოვრობდნენ ხალხს შორის და მე ვერ ვამჩნევდი?! უცნაურია... თუმცა მე მაინც ვერ ვხედავ მათში მონათესავე სულს…

ერთ-ერთი შენობიდან ძალიან ყრუდ ისმის მუსიკის ხმა... კიბით არის ჩასასვლელი, რომლის ბოლოში დიდი წითელი რკინის კარია, თავზე კი აწერია „FREE YOURSELF”. წარწერამ მიმიზიდა, თითქოს ეს ის არის, რაც მე მჭირდება და რასაც ჩემი ეგო მთხოვს. წამებში კართან აღმოვჩნდი. მარჯვნივ შავ ღილაკს დავაჭირე - ტყავის ქურთუკიანი ბიჭი აღებს კარს. კარის გაღება და მუსიკის ჰანგებმა გამოხეთქა. ტყავის ქურთუკიანმა თავით ფეხებამდე შემათვალიერა.
-სრულწლოვანი ხარ? -მეკითხება.
-დიახ. -ვპასუხობ მე.
-ყველა მაგას ამბობს, თუ არ ხარ მითხარი, შენთვის გამონაკლისს დავუშვებ. -თვალს მიკრავს და სექსუალურ მზერას მაპარებს.
პირადობა ამოვიღე და ვაჩვენე.
-1993 წლის 12 ნოემბერი. უჰ, მორიელი ხარ? - ენის წვერს ზედა უკანა კბილის ადებს, ძალიან ცდილობს სექსუალური იყოს და ოდნავ მეღიმება ამაზე.
-კიდევ დიდხანს ვიდგე კართან? -ვაგრძნობინებ რომ მცდელობა არ გამოსდის.
ორივე ხელს განზე წევს და შიგნით მეპატიჟება. გრძელი დერეფანი გავიარე, მუსიკა უფრო ხმამაღალი ხდება და გავდივარ დიდ დარბაზში, სადაც დიჯეი უკრავს. ტრანსის აღმგზნები ბიტები 40 დეციბელამდე აღწევს და ნარკოტიკივით იშლება ჩემს ვენებში. სიგარეტის კვამლშია გაბურული მთელი დარბაზი და ყველა თავის სტიქიაშია. მომეწონა აქაურობა, ჩემი დიდი დუტი შემოვიხსენი, იქვე დავაგდე და ბართან მივედი.
-რამე ისეთი მინდა, უცებ რომ დამათროს. -ძალიან ხმამაღლა ვეუბნები ბარმენს, რომ ხმაურში გავაგებინო.
მუსიკის ბიტებს აყოლილი ბარმენი თავს მიქნევდა თუ ცეკვავდა ვერ გავარჩიე, მაგრამ როცა თერმოსების აცეკვება დაიწყო, მივხვდი რომ ჩემი თხოვნა გაიგო. თავბრუ დამეხვა ისე ატრიალებდა ხელში ჭიქებს, ბოლოს კი ლურჯი სითხე აღმოჩნდა ჩემს წინ. ბარმენი თვალს მიკრავს და თვალებით სასმელისკენ მანიშნებს. მეც ავიღე და ბოლომდე ჩავცალე, მაშინვე ვიგრძენი რომ ტვინში ამივიდა პირიდან ჩასული სიმხურვალე, შევბარბაცდი. სკამიდან ავდექი და საპირფარეშოსკენ დავიძარი. გზაში რამოდენიმეჯერ ფეხები ამებლანდა და ლამის ვიღაც უცნობს ჩავუჯექი კალთაში.
საპირფარეშოს კარი შევაღე და სამ გამომწვევად ჩაცმულ გოგონას შევეჩეხე, რაღაც თეთრ ფხვნილს ყნოსავდნენ. სარკესთან მივედი, ცალ თვალს მათკენ ვაპარებ და მათ ჩუმ მზერასაც ვგრძნობ. სარკესთან ტუჩის კუთხეების სრესვა დავიწყე და გოგონების ჩუმი სიცილი მომესმა. ირონიულად გავხედე, მინდა ვაგრძნობინო რომ ჩემთან არ გაუვათ. როგორც კი გავხედე, შავთმიანმა მაშინვე მაჯახა:
-არ გინდა?
-ეს რა არის? -ცოტა ირონიულად ვეკითხები, რომ უვიცობა არ დამბრალდეს.
-კოკაინი.
-ხოო? -სარკისკენ გადამაქვს ისევ მზერა და ვცდილობ გავატარო.
-განასინჯი არ გაქვს, ხო? მოდი გასინჯე, სულ სხვა სამყაროში აღმოჩნდები. -ძალიან მიმზიდველად მიხმობს შავთმიანი.
-არა, მადლობთ. -ოდნავ სახეს ვღრეც.
-მშიშარა. -ზემოდან დამხედა დრედებიანმა და საპირფარეშოდან გავიდა.
არ მესიამოვნა, როცა მშიშარა მიწოდეს. შავთმიანს ხელიდან კოკაინის შესაყნოსი მინი ძაბრი გამოვსტაცე, ცალ ნესტოზე ხელი მოვიჭირე და ცალში შევუშვი თეთრი ფხვნილი. შავთმიანმა ნესტოზე ხელი მომისვა და თავი ოდნავ გადამაწევინა. მერე საჩვენებელი თითი ფხვნილში ამოუსვა და პირში ჩამჩრა, კბილებზე მომისვა.
წამებში რეაგირების უნარი დავკარგე, მთელი სხეული მიჟრუის და ნელ კადრში ვხედავ ყველაფერს. შავთმიანი სიგარას იღებს და უკიდებს.
-მეც მომაწევინე. -ვეუბნები. მეორე ღერსაც იღებს და მაწვდის. სარკისკენ შევბრუნდი, საკუთარი გამოსახულება მომეწონა, ტუჩები მოვკუმე და კოცნა გავუგზავნე სარკიდან ემილის.

დარბაზში გავედი, მოცეკვავეებს შუა მოვექეცი და სხეულს მუსიკის ბიტებს ვაყოლებ. ვენებში შევუშვი ტრანსის დიდი დოზა და დავიწყე... მგონია დავფრინავ, პირში ვიღაცის ენას ვგრძნობ, უკნიდან კი ვიღაცის ხელებს, როგორ მიზელს მკერდს, შემდებ კი ქვევით ჩადის. ხელზე ხელს ვკიდებ და ფეხებს შორის ვაცურებინებ. მესმის მუსიკის ხმა, როგორ იხმობს ჩემს სულს:
Easy, easy
Pull out your heart
To make the being alone
Easy, easy...
მსიამოვნებს, ხელებს უკან ვწევ და ყელზე ვხვევ სხეულს, რომელიც ჩემს ზურგს არის მოყრდნობილი და ჩემი სხეულით ტკბება...
Easy, easy
You break the bridals to meet
Losing control
Easy, easy...
მუსიკა ეძახის ჩემს სულს და ისიც მას უერთდება, ვენებში დამიდის სასიამოვნო, აღმგზნები ბიტები... ძალიან ბევრ უცხო ხელს ვგრძნობ ჩემს სხეულზე და მეც ვთამამდები უფრო და უფრო...
Oh, easy, easy
Burn all your things
To make the fight to forget
Easy, oh, easy...
უცხო ენა დასრიალებს ჩემს ყელში, მკერდში... ფეხებს შორის ხელის ნარნარი და მე დავფრინავ...
Easy, easy...

უცებ, ყველა უცხო სხეული ჩემს სხეულზე მონარნარე ქრება და დარბაზში ჩოჩქოლია... თვალს ვახელ და ვხედავ სამ უცნობ მამაკაცს იატაკზე დაგდებულს, როგორ დასევიან და ასულიერებენ. ჩემს წინ კი ნაცნობ თვალებს ვაწყდები, რომელიც გაცეცხლებულია და ჩემს მოკლას ლამობს.

___
მკითხველებმა, თუ შეიძლება დაწერეთ როგორ გინდათ განვითარდეს სიუჟეტი და თქვენი ვარაუდები, თუ ვინ არის ის უცნობი ბიჭი ემილის ცხოვრებაში? მადლობთ.



№1  offline მოდერი MoonDaughter

MoonLady
ღმერთო ეს რას მიშვრები, ხვდები მაინც ? ძალიან მომწონს ურთიერთსაპირისპირო მოსაზრებები, რომელიც ამ ბიჭში იბადება. (ბოლო ნაწილიდან გამომდინარე) ძალიან მომწონს !
ვინაა არ ვიცი, არც ვარაუდი მოდის, მაგრამ... მაგრამ ვიცი,რომ მაგრად მევასება))

მაშინებს ეს ბიჭი, ძალიან მაშინებს... ვინც არის იქედან გამომდინარე და რისი ჩადენაც შეუძლია...

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent