შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მორჩილება 17


24-03-2017, 23:53
ავტორი anonimiavtori
ნანახია 2 702

-ხო არ გაგიჟდი,რას აკეთებ,თავი დანამებე - შეეწინააღმდეგა მარიამი და სახეში შემოარტყა.გიორგი ვერც ამან შეაჩერა და მარიამმა ძიერად უკბინა.გიორგი ამან გააღიზიანა და სახეში სილა გააწნა.მანქანიდან გადავიდა,მარიამის კართან მივიდა,გააღო და მანქანიდან გადმოათრია.
მარიამი საკმაოდ ძლიერი იყო და ნასვამ გიორგის უჭირდა მისი დამორჩილება.ხელიბი დაუკავა და ხელში აიყვანა,მარიამი ფართხალებდა და ფეხებს იქნევდა,თან როგორც კი შეეძლო ყვიროდა,რომ ვინმეს გაეგო,მაგრამ ახლო-მახლო არავინ იყო,არც დასახლება,რომ ვინმეს მისი ხმა გაეგო.
გიორგიმ მანქანის კაპოტზე მიაგდო და მოახერხა და ერთი ხელით ორივე ხელი დაუჭირა და მის ფეხებს შორის მოექცა სხეულით.ერთი ხელი მისი შარვლისკენ წაიღო,რომელსაც შესაკრავი სწრაფად გაუხსნა და თვითონაც გაიხსნა.მარიამმა არ იცოდა რატომ,მაგრამ მაშინვე ინგლისური ანდაზა გაახსენდა ,,როცა გაუპატიურებენ,არ შეშინდე და მაქსიმალურად შეეცადე,რომ ამისგან სიამოვნება მიიღო“,თუმცა როგორც არ უნდა მოენდომებინა,გიორგის ნაირ ამაზრზენ ადამიანთან ვერ ისიამოვნებდა.უცებ ტკივილი იგრძნო,რასაც გიორგის ხმაც მოყვა.რამოდენიმე წუთში საქმე მოათავა.ორივე ეიფორიაში იყო,ამიტომ ვერცერთმა ვერ გააცნობიერა,რომ გიორგის მანქანის უკან კიდევ ერთი მანქანა გაჩერდა.გიორგი მარიამს მაინც არ უშვებდა.სწრაფი მოძრაობით ჯიბიდან დანა ამოიღო და მომტირალ მარიამს დაანახა.
-სხვასთანაც იწექი არა? რას წარმოვიდგენდი.არადა რა სამწუხაროა პირველი რომ მე არ ვიყავი - ირონიულად უთხრა გიორგიმ - იცოდე,ვინმეს რამეს თუ ეტყვი,ამ დანით გამოგასალმებ სიცოცხლეს - უთხრა და მუცელში დანა რამოდენიმე მილიმეტრით შეურჭო,რამაც სისხლდენა გამოიწვია.მარიამმა გაუსაძლისი ტკივილისგან ხმამაღლა დაიყვირა.ჭრილობა უმნიშვნელო იყო,მაგრამ სისხლის შეჩერება აუცილებელი.
ამასობაში მანქანიდან ვიღაც გადმოვიდა.ვიღაც,ვინც ყველაფრის მოწმე გახდა და ყველაფერი დაინახა,რაც იმ ადგილას მოხდა გიორგის და მარიამს შორის.მხოლოდ შორიდან დაინახა დაინახა როგორ იძალადა გიორგიმ და ცდილობდა სწრაფად ემოქმედა.მართალია უკვე დაგვიანებული იყო,მაგრამ არც ისე ძალიან.
-ვის გამოასალმებ სიცოცხლეს შე - მისკენ წავიდა მანქანიდან გადმოსული ზურა,გიორგის მიუახლოვდა და სახეში ძლიერად დაარტყა.
-შენი დედა მოვ**ან შე ახვარო,შენი მოძალადე დედა მოვ**ან - გააგრძელა ზურამ.დარტყმის შემდეგ გიორგი წაბორძიკდა და ლამის მიწაზე დაეცა.ზურასკენ გაიწია,რომელიც ადგილიდან არ იძროდა და გიორგის დარტყმას თამამად და მამაცურად ელოდებოდა.მთვრალი და ძალაგამოცლილი გიორგი მისკენ წავიდა დასარტყმელად,თუმცა ზურამ დაასწრო.მუშტი უთავაზა სახეში,ხელით დაიჭირა,რომ არ გადავარდნილიყო,რადგან შემდეგი შეტევისთვის ჯობდა გიორგი ფეხზე მდგარიყო.ზურამ წიხლი ფეხებს შუა ამოარტყა,გიორგის ხელი გაუშვა და მიწაზე ყვირილით დაეცა.
-შენი დედა - ლუღლუღებდა გიორგი და სანამ ძალღონეს მოიკრებდა,რომ წინადადება დაემთავრებინა,ზურამ კიდევ ამოარტყა ფეხებს შორის წიხლი,შემდეგ მის ზემოდან მოექცა და სახეში მუშტს ურტყავდა და რამოდენიმე წუთი აღარ ჩერდებოდა და თან აგინებდა.
-მოგკლავ შე მოძალადე,მაგ დანით უნდა მოგკლა - განაგრძობდა ზურა
გიორგი უკვე უგონოდ ეგდო მიწაზე,ზურა კი მაინც განაგრძნობდა მის ცემას.
ყველაფერი ისე სწრაფად მოხდა,რომ მარიამმა ვერც მოასწრო გაეცნობიერებინა რა ხდებოდა.უცებ ზურასთან მივარდა და მისი შეჩერება სცადა.
-დაანებე თავი,წავიდეთ - უთხრა განერვიულებულმა მარიამმა.ზურაც გაჩერდა ცოტა ხანში და ფეხზე ადგა.მარიამს ხელი მოკიდა და მისი მანქანისკენ ერთად წავიდნენ.
-ჩაიცვი - ზურამ თავის ქურთუკი გაიხადა და მარიამს გაუწოდა
მარიამმა გამოართვა და ჩაიცვა.მისი ქურთუკის სითბო იმ მომენტში ძალიან სასიამოვნო იყო.მხოლოდ ახლა შერცხვა ზურასი.არა იმიტომ,რომ გიორგიმ გააუპატიურა,არამედ იმიტომ,რომ მისი ნათქვამი არ გაითვალისწინა და არ ჩამოშორდა.
-სისხლი მოგდის მუცლიდან - უთხრა ზურამ
-ვიცი.არაფერია
-საავადმყოფოში ხომ არ წავიდეთ?
-არა,არ მინდა.არაფერია ისეთი - ხმაზე ეტყობოდა მარიამს,რომ ნამტირალევი იყო
-როგორ არა.ინფექცია არ შეგეჭრას
-არაფერიათქო.სახლში მივხედავ - მოკლედ და გადაჭრით უპასუხა მარიამმა
ზურამ გზა გააგრძელა.ქალაქს მიუახლოვდნენ.ამასობაში მარიამს ჩაეძინა.ცოტა ხანში მანქანა 2 სართულიან,საკუთარ სახლთან გაჩერდა.სავარძელში მარიამი მოკუნტული იწვა.ზურას მის დანახვაზე ემბრიონში მყოფი ჩანასახი გაახსენდა და მის ამ პოზაზე გაეღიმა.შეეცოდა გასაღვიძებლად და გულში გაიფიქრა რა საყვარლად სძინავსო.მანქანიდან გადავიდა და სახლის კარები გააღო.ღია დატოვა და მანქანისკენ გაემართა.მანქანის კარი გააღო და მარიამი ხელში აყვანილი გადმოიყვანა.ღრმად ეძინა.არც გაუგია,რომ ვიღაცას მიყავდა,ეს კი მის ასაკში შეუძლებელი იყო და რათქმაუნდა იმ ღამეს გადატანილი სტრესის,შოკის,შიშის და უამრავი რამის გამო იყო.ზურამ სახლში ფრთხილად შეიყვანა და საძინებელში,ლოგინზე დააწვინა.ბინტი,ბამბა,სპირტი და ზეჟანგი იპოვა და მარიამის ლოგინზე დააწყო.არ უნდოდა მისი გაღვიძება,რადგან ეცოდებოდა,ტკბილად ეძინა,თუმცა ჭრილობის გამო მაინც მოუწევდა.
-მარი,გაიღვიძე - უთხრა ჩურჩულით
მარიმი გაუნძრევლად იწვა.ზურამ კიდევ ერთხელ დაუძახა და ოდნავ გაანძრია.მარიამი გამოფხიზლდა და ზურას დანახვაზე გაეღიმა.ყველაფერი სიზმარი ეგონა,თუმცა ყველაფერი გაახსენდა და ღიმილი მაშინვე მოეშალა.
-სად ვარ? - იკითხა მარიამმა და ოთახი შეათვალიერა.იქაურობა ეუცხოვა
-ჩემი დის სახლია.ჯერ არ იქნება სახლში.ეგ ჭრილობა უნდა გაგისუფთაო
მარიამმა მაისური აიწია
-სულ გაიხადე,ჭუჭყიანია და სხვას მოგცემ მერე
მარიამმა მაისური გაიხადა.ზურა კი ჭრილობის დამუშავებას შეუდგა.იმაზე უმნიშვნელო იყო,ვიდრე წარმოედგინა.
-ჯერ ხო არ იბანავებ? - შეჩერდა ზურა
-აუ კი
-წამოდი
ზურამ სააბაზანოში შეიყვანა და თბილი წყალი მოუშვა.მარიამს აკოცა და ჭუჭყიანი მაისური თვითონ გახადა,შემდეგ ძლიერად ჩაეხუტა და ცოტა ანში სააბაზანოდან გავიდა.
მალე მარიამი ახალი მაისურის ამარა გამოვიდა სააბაზანოდან და ლოგინზე მჯდარ ზურას მიუახლოვდა.
-დაწექი - უთხრა ზურამ
მარიამი ლოგინზე დაწვა და მაისური აიწია.ზურამ ბამბა სპირტით დაასველა და სანამ ჭრილობაზე წაუსმევდა მარიამი გააფრთხილა
-ცოტა დაგეწვება
- ვიცი
ზურამ სპირტიანი ბამბა ჭრილობაზე შეახო და მარიამმა ტკივილისგან შეჰკივლა.ცდილობდა არ ემოძრავა.ზურამ მეორედ მოუსვა ჭრილობაზე ბამბა და მარიამმა კიდევ დაიკივლა.ზურა ცდილობდა მალე მორჩენილიყო და ბამბა სწრაფად მოუსვა.
-აუ მტკივაააა
-კაი,კაი,მორჩა,მორჩა - სწრაფად უთხრა ზურამ,მისკენ მიიწია და აკოცა - მორჩა
ზურამ ბინტი დაადო ჭრილობაზე და ყველაფერი თავის ადგილას დააბრუნა.
-არ გშია? - კითხა ზურამ
-არა.მეძინება
-კაი,დავიძინოთ - უთხრა და აკოცა.ცოტა ხანში დაწვნენ.ერთმანეთს ჩაეხუტნენ.მარიამს სიამოვნებბდა და მოსწონდა ზურას თბილ სხეულზე შეხება.მოსწონდა ის,რომ ეს თბილი მკლავები მას ეხვეოდნენ.მოსწონდა,თუ როგორ იყო მოქცეული ზურას მკლავებში.უკვე შუაღამე იყო,ორივე დაღლილები იყვნენ და მალევე ჩაეძინათ.



№1  offline წევრი D-I-A-N-A

დაპირებული თავი :დდდ გოგო იცი როგორ შემეშინდა გიორგიმ დანა რომ ამოიღო მეგონა ვსიო მოკლავდა გოგოს. აი ზურა კი ნამდვილი კაცია რა ... და ხო ჩემი აზრით შენი მოთხრობა უფრო ახლოსაა რეალობასთან ვიდრე ჩემი და შესაძლოა სხვების დაწერილები <3 ველი შემდეგ თავს :დ <3

 


№2  offline წევრი anonimiavtori

D-I-A-N-A
დაპირებული თავი :დდდ გოგო იცი როგორ შემეშინდა გიორგიმ დანა რომ ამოიღო მეგონა ვსიო მოკლავდა გოგოს. აი ზურა კი ნამდვილი კაცია რა ... და ხო ჩემი აზრით შენი მოთხრობა უფრო ახლოსაა რეალობასთან ვიდრე ჩემი და შესაძლოა სხვების დაწერილები <3 ველი შემდეგ თავს :დ <3

დიდი მადლობა.ნუ სხვა კარგი მოთხრობებიც დევს ამ საიტზე,მათ შორის შენებიც <3 <3 <3

 


№3  offline წევრი D-I-A-N-A

anonimiavtori
D-I-A-N-A
დაპირებული თავი :დდდ გოგო იცი როგორ შემეშინდა გიორგიმ დანა რომ ამოიღო მეგონა ვსიო მოკლავდა გოგოს. აი ზურა კი ნამდვილი კაცია რა ... და ხო ჩემი აზრით შენი მოთხრობა უფრო ახლოსაა რეალობასთან ვიდრე ჩემი და შესაძლოა სხვების დაწერილები <3 ველი შემდეგ თავს :დ <3

დიდი მადლობა.ნუ სხვა კარგი მოთხრობებიც დევს ამ საიტზე,მათ შორის შენებიც <3 <3 <3

მადლობა <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent