შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

Black Widow_შავი ქვრივი #10


25-03-2017, 18:38
ავტორი kookie127
ნანახია 1 495

პირველად ახლად გამომცხვარ პურებს ვხედავ. ისინი სულ რაღაც მუშტის ხელებია, ამიტომ ერთს ვიღებ და გემრიელად ვკბიჩავ.
-ქალბატონო?_მსახურის ხმაზე ვშეშდები და პური ძირს მივარდება.
-ჩჩჩ.... სებასტიანს არაფერი უთხრა._სასწრაფოდ მასთან მივრბივარ და პირზე ხელს ვაფარებ._ის ჯერ გაურკვევლად ბურტყუნებს, მერე ვხვდები რომ რაღაცის თქმა სურს და მეც ხელს ვუშვებ.
-არაფერს ვიტყვი, მაგრამ აქ რა გინდათ._ჩურჩულს იწყებს შუა ხნის, ცოტა ჩაპუტკუნებული ქალბატონი.
-იმ გიჟმა ოთახში ჩამკეტა. მე კი უკვე დიდი ხანია არაფერი მიჭამია..._თავს ვაცოდებ ქალს. ისიც მზრუნველი თვალებით მიყირებს და თავზე ხელს მისვამს.
-საბრალო გოგონა... ახლა მისმინე! ბატონი იმ ოთახშია და სადილს მიირთმევს. მალე დაასრულებს და როგორც ჩვევია თავის კაბინეტში განმარტოვდება. მანამდე მე სადილს გაგიმზადებ და ოთახში ჩუმად აიპარები კარგი?_წინადადება არ აქვს დასრულებული, რომ სებასტიანის ხმა გვესმის.
-დეიდა!_ქალიც მაშინვე პასუხობს და ოთახიდან გადის. ცოტა ხანში ბრუნდება.
-სებასტიანი წავიდა. ახლა შეგვიძლია შენთვისაც ვიზრუნოთ._მიღიმის და კარადიდან კალათას იღებს. შემდეგ რამოდენიმე პურს, ცოტაოდენ ქათმის ხორცსა და ბოსტნეულს ალაგებს.
-მეტი არაფერი მინდა დეიდა... შეიძლება ასე მოგმართოთ?
-რა თქმა უნდა შეიძლება ჩემო ლამაზო. დარწმუნებული ხარ, რომ მეტი საჭმელი არ დაგჭირდება._ახლა ის ზედმეტად მზრუნველ ბებიას გავს, რომლისთვისაც შვილიშვილი არასდროსაა საკმარისად დაპურებული.
-საკმარისია, საკმარისი. ჯობს ოთახში ავიდე სანამ მინგიუ შემამჩნევს._თავს ვუხრი და სამზარეულოდან გამოვდივარ.
-მოიცა! ეს დაგჭირდება!_საკიდზე ასხმული გასაღებებიდან ერთ-ერთს იღებს და მიწვდის.
-დიდი მადლობა._ვუღიმი და ისევ ვაგრძელებ სიარულს. ოთახთან რაც შეიძლება ჩუმად მივდივარ და გასაღებს საკეტს ვარგებ. კარები ჩემდა გასაკვირად ღიაა და მეც ნელა და უხმაუროდ ვაღებ მას.
ოთახში შესვლისას აივნის ღია კარებთან მდგარ მაღალ სილუეტს ვხედავ, რომელსაც ხელები უკან დაუწყვია და ფეხებიც მხრების სიგრძეზე აქვს გაშლილი. რა თქმა უნდა ვცნობ ამ ზურგს, ამიტომ უჩუმრად ვცდილობო ოთახიდან გასვლას, თუმცა თავს ატრიალებს და მისი მკვლელი გამოხედვა მაჩერებს. კალათა ხელიდან მივარდება და სხვადასხვა ფერის ბოსტნეული და ხილი აქეთ-იქით იბნევა. მხოლოდ ერთი, სისხლივით წითელი ვაშლი ჩერდება მის ფეხებთან. ბოლომდე ტრიალდება ვაშლს ხელში იღებს და სანამ მე ოთახიდან გავარდნას მოვასწრებ, ის უკვე ჩემთანაა. კარებიც დახურულია, რადგან მე ვარ მასზე ატუზული.
-ვინ მოგცა უფლბა რომ აქედან გაპარულიყავი..._ნელა წარმოთქვამს სიტყვებს და მის ტონში იგრძნობა თუ რაოდენ გაბრაზებულია. თვალებში ცეცხლის ალები უთამაშებენ და ლამისაა მეც მათში გამხვიოს.
-ვინ მოგცა უფლება რომ აქ ჩაგეკეტე._ჩუმად ვპასუხობ, ხმა კი ბოლოს მიწყდება. რაღაცის თქმას აპირებს, მაგრამ კარზე კაკუნი ისმის.
-ბატონო კიმ? ქალბატონისთვის სადილი მოვიტანე._მაშინვე ვცნობ ედვარდის ხმას.
-მანდ დატოვე ედვარდ._მშვიდად ამბობსსებასტიანი, მე კი თვალს არ მაშორებს. მალე ნაბიჯების ხმაც ისმის, როგორც ჩანს ედვარდი წავიდა.
-იცი შენს გამო რამხელა პრობლემები შეიძლება შემექმნას? შენი აზრით მაც შემდეგ რაც გააკეთე, შენი ასე არხეინად დატოვება შემეძლო?!_ტონს ოდნავ მაღლა უწევს.
-ასეთი ჭკვიანი თუ ხარ ისიც უნდა მოგეფიქრებინა, რომ მე უკან არაფერზე დავიხევ და ის ფანჯრებიც ამოგექოლა!_ვთამამდები და ვუტევ.
-მართალი ხარ! როგორც ჩანს სისულელე გავაკეთე, აქ კი არ უნდა ჩამეკეტე არამედ მთელი არმია უნდა მომეგზავნა შენთვის, რომ არსად გაქცეულიყავი! ეს ხრიკი რაღაც სულელური კინოდან ისწავლე და გეგონა იმოქმედებდა! ზეწარი გაიგლიჯა და..._თვალები უფარდოვდება და ბრაზისგან ვაშლს ისე უჭერს, რომ შუაზე იხლიჩება, მისი წვენი კი სებასტიანის მტევანზე წვეთ-წვეთად ჩამოდის.
მეშინია, ახლა რას იზამს ნეტავ. შუაზე გამგლეჯს? ჩემს თავს მგლებს გადაუგდებს დასაჯიჯგნად?
-შენ რა გენაღვლება! შენთვის რა აზრი აქვს ვიღაც უბრალო ადამიანს! ასე არ თქვი? ადამიანები ხომ ყოვლად გამოუსადეგრები ვართ. მიდი, რაც გინდა ის მიქენი, შეგიძლია სულ დალიო რაც სისხლი მაქვს! იქნებ ჩემი ტანჯვა გსიამოვნებდეს კიდეც!_უეცრად ვიჭრები ცრემლები მდინარესავით მომდის თვალებიდან, თან საყელოს ვექაჩები და შიშველ ყელს მას ვუშვერ. ხელს ჩემს უკან კედელს ძლიერად არტყამს და მეც შიშისგან ვხტები.
-გაგიჟდი?! ასეთი გგონივარ არა? არ იცი სადიზმი რა არის და თუ ჭკვიანად არ იქნები მალე ნახავ კიდევაც!_ორივე ხელს მხრებში მავლებს და ძლიერად მანჯღრევს.
-სულელი გოგო ხარ! რომ არ მჭირდებოდე შენი აზრით ამდენ რამეს ვიზამდი? მთელი ღამე გდიე იმ ტყეში, შენს გამო მგლების მთლიან ხროვასთან მომიწია შებრძოლება. იმ საზიზღარ სოფელშიც ხომ მიმიყვანე და იდიოტ კლეიტონთან შემახვედრე! ახლა კი იმის გამო მანერვიულებ, რომ შეიძლებოდა ჩავარდნილიყავი სიმაღლიდან და საერთოდ ვერ გადარჩენილიყავი!
"ვანერვიულებ? ის ჩემს გამო ნერვიულობს?..... არა, სისულელეა! ეგ ფიქრები მოიშორე ვივიან! მას ხომ უბრალოდ სჭირდები, მაგრამ რისთვის..."
-განერვიულებ არა? ნეტავ რა მოხდება თუ გავქრები..._თვალებში ვუყურებ.
-რა თქვი?! გაქრები? ესე იგი არ ნებდები._კბილებს აღრჭიალებს.
-არა! არ დავნებდები და ამ ადგილას გაჩერებას არ ვაპირებ!_ვყვირი და ხელს ვკრავ. საწოლთან მდგარ ტუმბოს უჯრას ვაღებ და იქედან ტელეფონს ვიღებ. დეიდას ნომერს ვკრეფ და მობილური ყურთან მიმაქვს.
-ამაზე არც კი იფიქრო._თვალის დახამხამებაში ჩნდება ჩემთან და ტელეფონს მართმევს.
-არც კი გაბედო სებასტიან!_ვყვირი და ვცდილობ ტელეფონი გამოვართვა, მაგრამ საწოლზე მაგდებს, თან მომყვება და პირზე ხელს ძლიერად მაჭერს.
-დეიდა, როგორ ბრძანდებით! უბრალოდ მოგვენატრეთ, ვივიანი ახლა სააბაზანოშია. მხოლოდ ახლა მოვახერხეთ დაკავშირება თქვენთან აქ ცუდად იჭერს..._უცებ ცვლის მიმართვის ტონსსებასტიანი. არ მესმის დეიდა რას ამბობს, მაგრამ ნამდვილად გახარებული ხმა აქვს. ახლა მას ნამდვილად ჰგონია, რომ ბედნიერად ვცხოვრობ.
ნაძირალა...
დეიდასთან საუბარს ასრულებს და მაშინვე დგება საწოლიდან. ცინიკური ღიმილი ადევს სახეზე და უბრალოდ ვერ ვხვდები რას მოიმოქმედებს შემდეგ.
-ახლა კი, როცა დეიდა კმაყოფილია ჩვენი ბედნიერი თანაცხოვრებით, დროა განვმარტოვდეთ და ცივილიზაციას მოვშორდეთ, რას იტყვი?_ ხელებს შლის, შემდეგ კი სახე ისევ ეცვლება. ბრაზი ეკიდება და ტელეფონს მთელი ძალით უქანებს კედელს და ისიც პატარა ნაწილებად იმსხვრევა.
-შეშლილი ხარ! არანორმალური!_ვკივი ბოლო ხმაზე. უკვე ყველა ემოცია ერთმანეთშია არეული ისევე როგორც ერთმანეთში არეული საღებავები, რომლებიც ყველაზე ჭუჭყიან და ბნელ ფერს ქმნიან.
-ხო, შეშლილი ვარ და შენ ამ შეშლილთან მოგიწევს ცხოვრება!_ისიც ყვირილით მპასუხობს. მტევანს თმაში მიცურებს და მის თითებში იქცევს ჩემს თავს. მექაჩება და კარისკენ მივყავარ.
-რას აკეთებ გამიშვი ხელი!_ისევ ვაგრძელებ კივილს და ვცდილობ ხელი გავაშვებინო. თუმცა არ ნებდება, ხელში ავყავარ და მხარზე მიკიდებს.
-გამიშვი სისხლის მსმელო სადისტო!_რაც ძალი და ღონე მაქვს ზურგზე ვურტყამ ხელებს, მაგრამ მას რეაქცია არ აქვს.
ვხედავ როგორ გამოვედით დერეფნიდან და ის იმ მხარეს გაუყვა სადაც კიბე სამა იტოტება.
აქ დერეფანი კი არა დახვეული ხის კიბეა. არ ვიცი სად მივდივართ, მაგრამ კარგ ადგილას ნამდვილად არა.
მალე ჩერდება და რკინის კარებს მძიმედ აღებს. მაშინვე საოცარი სიცივე მირტყამს და ჟრუანტელი მივლის.
უხეშად მაგდებს ძირს, ბეტონის ცივ იატაკზე. მაშინვე ვავლებ თვალს ოთახს, თუკი მას შეიძლება ასე ვუწოდოთ და უმალ სებასტიანისკენ გავრბივარ.
-აქ ვერ გამომკეტავ!
-ოჰ და თანაც როგორ! მუხლებზე დამხობილი შემევედრები, რომ აქედან გაგიშვა ვივიან._ცინიკურად იღიმის და კარს უკან უჩინარდება.
რკინის კარებზე ბევრს ვაბრაგუნებ და ვყვირი, თუმცა ეს მხოლოდ ის შედეგს მაძლევს, რომ მტევნები მილურჯდება და ყელიც მტკივა.
აქაურობა სრულიად ქვის და ბეტონისაა. არც ისე დიდი ითახი რკინის გისოსებით. მხოლოდ აქედან შემოდის ოდნავი სინათლე, თუმცა ამვდროულად საშინელი სიცივე.
ოთახიდან ვიხედები,აღმოჩნდა რომ ამ სახლის ყველაზე მაღალ ადგილას ვარ გამომწყვდეული.
თავი პრინცესა მგონია, რომელსაც კოშკში დრაკონი იცავს...სისულელეებს ვბოდავ, ალბათ მართლა არ ვარ კარგად.
მცივა, მშია და სრულიად დაჟეჟილი ვარ.
როგორ შეუძლია ვინმეს ასე მოკლე დროში შეგაძულოს თავი. აი სებასტიანმა კი ეს შეძლო, ის ნამდვილი მხეცია და მე უბრალოდ არ დავნებდები სანამ მას არ ჩამოვშორდები.
თუმცა მახსენდება ერთი გარემოება, რომ მე წყევლის მატარებელი ვარ.
მხოლოდ ახლა, ამ ერთხელ ვნატრულობ რომ რაც შეიძლება მალე იმოქმედოს ჩემმა წყევლამ და ეს არაადამიანი გააქროს ჩემი ცხოვრებიდან. თუკი ეს მალე არ მოხდება, მე თავად მომიწევს ამ საქმის გაკეთება.
-უკან არ დავიხევ, შენს სისხლში ხელების გასვრაც რომ მომიწიოს ბატონო კიმ._ვჩურჩულებ, მუხლები უფრო ახლოს მიმაქვს ტანთან და ბოროტულ ღიმილს ვიფენ სახეზე.
-შეიძლება?_კარებზე კაკუნი ისმის და ისიც იღება.
-ჯონათან?



№1  offline წევრი Violeta_ia

საწყალი ვივი no_mouth იმედია ვინმე დაეხმარება. სებასტიანი ძალიან საინტერესო პერსონაჟია, იდუმალებით მოცული. ნეტავ მალე შევძლო მისი აზრების ამოკითხვა bowtie კაი იყო, გამიხარდა დღეს რომ დადე ახალი თავი. მაგარი ხარ ძალიან <3 წარმატებები kissing_heart

 


№2  offline წევრი Kukrali

აუუ ეს სებასტიანი ნერვებს მიშლის უჰ რა უნდა რაა საწყალი ვივიანიი

 


№3  offline წევრი kookie127

Violeta_ia
საწყალი ვივი no_mouth იმედია ვინმე დაეხმარება. სებასტიანი ძალიან საინტერესო პერსონაჟია, იდუმალებით მოცული. ნეტავ მალე შევძლო მისი აზრების ამოკითხვა bowtie კაი იყო, გამიხარდა დღეს რომ დადე ახალი თავი. მაგარი ხარ ძალიან <3 წარმატებები kissing_heart

შენ ხარ მაგარი რას ამბობ ><
მიხარია რომ კითხულობ!

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent