4.მხიარული რომანი
მთაში ყოფნის ერთი კვირა ელვის სისწრაფით მიიწურა. თეკლას გასართობების სია ამოეწურა და საშინლად მოიწყინა. ბექასთან კამათის მეტი საქმე აღარ ჰქონდა, ამიტომ მთელი მონდომებით ცდილობდა ბიჭისთვის ყოველი დღე ჯოჯოხეთად ექცია, მაგრამ სიმართლე, რომ ითქვას არც ბექა იყო უცოდველი კრავი, თვითონაც არანაკლებ ამწარებდდა გოგონას. თეკლას კი ვერაფრით მოენელებინა მაშინდელი კოცნა და გონებაში "ღირსეულ შურისძიებას" ავად მოთუხთუხე, ზურმუხტისფრად მოელვარე ქვაბში ხარშავდა. ანასა და გიოს წყვილისათვის განცხრომის დღეები იდგა, ორივე ძალიან ბედნიერად ატარებდა დროს და თბილისში დაბრუნებაზე ფიქრს საერთოდ არ განიხილავდნენ. -ჩავკვდი ხალხო! ჩავკვდი!-შუა საუკუნეებში სარზე მიბმული, დასაწვავად განაჩენგამოტანილი ადამიანივით ამოიღმუვლა თეკლამ. -მე კიდევ ყურები მტკივა! ამოხვედი გოგო ყელში, აღარ შემიძლია, გასკდები ბუზღუნით!-ანამ დეიდაშვილს გამგმირავი მზერა ესროლა და მწვანე ვაშლი ისე ჩაკბიჩა კაცს ეგონებოდა ამ ვაშლის ბრალია თეკლას განწყობაო. -ნეტავ ერთი შენს თავში ჩამახედა.-თვალების ტრიალით გამოაცხადა ბექამ.-მთელი დღე განცხრომას მიეცემი და გდიხარ კოლექტივის ხარივით გალექებული. -კოლექტივის ხარები სიცხისაგან ლექდებოდნენ იდიოტო! "ფიროოაანთ ცხენივით" , რომ შემოვარდები ხოლმე მისაღებში და ბაყაყივით თვალებგადმოკარკლული მიყიყინებ , აბა ერთი ის მითხარი, შენ თვითონ რას აკეთებ?-გოგო სავარძელში თავდასხმისთვის გამზადებული შხამინი კობრასავით წამოიმართა, თვალებიც ბრაზისაგან მთლიანად გაუმწვანდა. -სახლი სადაც აგდიხარ ჩვენი დალაგებულია. ანა ფეხმძიმეა და შენზე მეტი გააკეთა.-ბექა მცირე ხნით შეყოვნდა და მერე დაამატა.-"ფიროაანთ ცხენი" რაღაა? -ბებიაჩემი იძახდა ასე, მეც დავიმახსოვრე და როგორც ვხედავთ გამომადგა. - დიდი მადლობა, მიდი კიდევ რამით განმანათლე. -შენ არგჭირდება.-თეკლა ისევ მიეყუდა რბილ ბალიშებს.-ისეთი წკვიანი ხარ მიკვირს რატო ლექციებს არ კითხულობ უნივერსიტეტში? -მაინც რომელ უნივერსიტეტში? - ერთია რა ,და ჰქვია სდკ. -რას ნიშნავს სდკ?-ცალი წარბი აწია ბექამ. -სახელმწიფო დებილთა კავშირი.-სიცილით წამოსროლა თეკლამ. აქ ანამ უკვე ვეღარ მოითმინა, მართლა ცხენივით ხმა გამოსცა და გიოსთან დუეტით ფარშევანგ-წერო-ყარყატ-დაკრუხებულქათამ-მამალინდაურისებურად გაიცინა. * * * შხაპის მიღება და ზოგადად დაბანა მთაში საკმაოდ რთული საქმე იყო. ერთი კვირის თავზე, საზეიმოდ, გიორგიმ საბოლოოდ მოაწესრიგა სააბაზანო. ონკანები დააყენა და მათი ძველი სახლის ოდნავ თანამედროვე ვერსია დაასრულა. -ხალხო ყველაფერი მზად არის.-ხელსაწყოების ყუთის თანხლებით, გაცრეცილ კომბინეზონში გამოწყობილი გიო ბედნიერი სახით წარსდგა როგორც ყოველთვის მისაღებში შეკრეფილი თავყრილობის წინაშე. -პირველი მე ვიბან!-დაიყვრია მოულოდნელად ანამ. -მეორე მე ვარ.-გიორგიმ თეკლას დარებული პირის დანახვისთანავე დაიძახა. მერე გოგონას საცოდავი მზერა შენიშნა.-რა იყო, არ მეკუთვნის? -ნამუსზე ამაგდო.-ვითომ ბრაზით თქვა თეკლამ. -მესამე მე გამოვედი.-ყველამ ბექას შეხედა. -ეს უსამართლობაა!-თეკლას მრისხანებისგან ყურები გაუწითლდა. -ყველაფერი დასწრებაზეა "ბრატ".-დამცინავად გადახვია ბიჭმა ხელი. -- როგორც შენ გნებავს "სესტრა".-სარკასტულად ჩასჩურჩულა თეკლამ ყურში, უეცრად გადახვეულ ხელში ჩააფრინდა, გამოსწია ამოუტრიალა ფეხი დაუდო და ბექაც ტრადიციისამებრ გაწვა ძირს.-სხვა დროს, ჩემო "დარაგაია სესტრიკო" გეცოდინება ვის, რა,როდის და როგორ უნდა დაასწრო.-შემდეგ ბიჭს გადააბიჯა და კიბეზე სამეფო ნაბიჯით აბრაგუნდა. * * * -ისეთი არაფერია ბავშვებო. ცვენი სახლიდან სოფლამდე ორი კილომეტრია, თეკლა მიჩვეულია დიდ გზაზე სიარულს, პრობლემა არ იქნება, სოფლის ცენტრში კულტურის სახლის შენობასთან თიოდე მეტრში მაღაზიაა, იყიდით პროდუქტებს და დაბრუნდებით.- ანამ ფურცელზე დაწერილ სიას "შოკოლადის კრუასანები"-ც დაამატა და ოთხად გადაკეცილი ქაღალდი თეკლას ხელებში მიაჩეჩა. -ამ პითონის გარეშეც კარგად ვივლიდი.-წაიბუზღუნა თეკლამ. -მართალია,-დაუდასტურა ბექამ და გიორგის საცოდავად შეხედა.-ამას რა გაუძლებს, დარჩეს სახლში. -არა!-კატეგორიულად დააბრახუნა ხელი გიორგიმ ფიჭვი ხის მაგიდაზე. -მოკეტეთ ორივემ!-დაიღრიალა ანამაც.-წაეთრიეთ თორემ ჩემს შვილებს თქვენნაირი მანერები ექნებათ და მე კიდევ გამწარებული ორივე ბავშვს მოგიქსევთ. -მანქანას წავიყვანთ. -ვერა, რარაცეები უნდა შევუმოწმო, სარამოს ჩემს ნათესავებთან მივდივართ მე და ანა, ბოდიში ბექა, მაგრამ ვერ გაგატანთ. ორკაციანი "პროცესია" ქვა-ღორღით დაფარულ გზაზე სვლას შეუდგა. ორივე მათგანს ფეხზე სპორტული შავი ბოტასები ეცვათ. თეკლას მაღალწილიანი შავი მჭიდრო ჯინსები მოერგო, შავ უთხელეს მაისურთან ერთად. -მგონი ჯობია სახლში შებრუნდე... -წამოიწყო ბიჭმა. -ტვინს ნუ ჭამ!-შუღრინა გოგომ. -იქნებ დამაცადო ოლიმპოს მტის მხეცო! შეგცივდება და ეგ ვიგულისხმე, იცოდე ჩემს ჟაკეტს არ გათხოვებ. -არ მჭირდება. ორი კილომეტრი შესაშურად სწრაფად და მოკლე დროში დაფარეს. სოფლის მაღაზიაში თაროების დაცარიელებას წამში მიჰყვეს ხელი. -ეს გოგო დებილია?-იკითხა ტეკლამ.-სად ვნახო აქ კრუასანები, შოკოლადები, ბარამბოს ნაყინი და კიდე რავიცი ათასი უბედურება!-ხელების სავსავით განაცხადა.-დიდი დიდი ვადაგასული ჩიფსები ვიპოვო. დიდი ბოდიში, მტაში კარფურს ვერ გადმოვიტან! -დაწყნარდი და რაც არი ის ვიყიდოთ. ბოლოსდაბოლოს შეძლეს ოთხი დიდი პარკისგავსება. სალაროსტან რიგის გარეშე მივიდნენ, გამყიდველ, წითურთმიან, დიდმკერდიან ახალგაზრდა გოგონას,(რომელსაც რატომღაც ძანა ერქვა) ძალიან მოეწონა ჰოლივუდის მსახიობივიტ სიმპატიური ბექა. ამ ფაქტს თეკლა კბილების კრაჭუნით შეხვდა. -კიდევ გვესტუმრეთ.-გამოწვევად გაიღიმა ჟანამ, მოტკეცილი ღია ვარდისფერი ბლუზა ქვემოთ დაქაჩა(თეკლასდასამწუხაროდ გოგონას მშვენიერი თეთრი კანი ჰქონდა, მთვარესავით ფერმკრთალი), ბექამაც გაუღიმა. -აუცილებლად.-ყბების ღრანჭა-ღრუნჭით უპასუხა თეკლამ, მერე ბიჭს მკლავში ისე ცააფრინდა , როგორც სვავი ლეშს.-წავედიტ საყვარელო!-კბილებს შორის გამოსცრა მან, თან ბექას "წამოეთრიე თორემ კედელზე შემოგალეწებ" მზერა მიაპყრო. -ნახვადის! გოგომ ლამის დაალურჯა ბიჭის მკლავი. ყალბი ღიმილით გამოათრია მაღაზიიდან, თმები ზურგსუკან გადაიყარა, ხელი გაუშვა, ოქროსფრად მოელვარე ხორბლისყანისფერი ზურგი მოიშიშვლა და თეძოების რხევით წაათრია ორი პარკი. სხვათაშორის პარკები ძალიან ეხმარებოდნენ თანის მოძრაობაში, სწორედ მათი სიმძიმის წყალობით იბრიცებოდა მეტიჩარა ქალბატონი აქეთ-იქით . -მომეცი მე წამოვიღებ, თორემ ცოტახანში ტრავმატოლოგიურში მოხვდები ხერხემლის მალების ამოვარდნის დიაგნოზით.-დასცინა ბექამ და პარკები ხელიდან გამოჰგლიჯა. გოგონას ბრაზისაგან ალმური მოედო, სახე ჟანასთმისფერი გაუხდა. -ისე რა კარგი გოგო იყო არა?-ეშმაკურად იკითხა ბჭმა, მერე მწვანედ შეფენილ ფერდობებს გახედა.-აქ ცხოვრება კარგია ცოლიც აქაური უნდა გყავდეს კაცს. -არ მიყვარს წითურები თან ავადმყოფივით თეთრია.-ცოტაც და თეკლას ორთქმავალივით გამოუშვებდა ყურებიდან კვამლს, შეიძლება საძროხე ქვაბივით ან მოხარშული კარტოფილივით ავარდნოდა ოხშივარი. -თოვლივით თეთრია მისი კანი ვიტ მარმარილო, ძღვასავით ღელავს სისხლისფერი კულულები.-თეკლას ნერვებზე თამაშს აგრძელებდა ბექა.-ყველა შენსავიტ შავი ვერ იქნება. -მზე მაქვს მოკიდებული, ისე მეც ღია ფერის კანი მაქვს შე ყავივით მურიანო.-ლამის ტვალები აუცრემლიანდა საწყალ გოგონას. -კაი რაიყო ? მე სულ შავგვრემანი ვარ დიდი ამბავი, გეხუმრე მშვენიერ ფერზე ხარ. შნ რაღაცნაირი ფერმკრთალი ხარ, ახლაც რუჯის მიუხედავად ფრი დაგეკარგება ხოლმე. -ხო გაცრეცილი პიროვნება ვარ.-მიუგო გულმომბალმა თეკლამ.-ადამიანო ჟუჟუნა რამ მოგაწონა? -ჟანა.-შეუსწორა ბექამ. -ეგ ისე გიჟუჟუნებდა თვალებს ჟუჟუნა უფრო შეეფერება. -რაიყო ეჭვიანობ? - რა ოცნებებში გადაეშვი? -პერსეფონესავიტ არის და მაგიტომ მომეწონა. -ეგ პერსეფონეა და მე ოლიმპოს ურჩხული?-კიდევ უფრო ეწყინა თეკლას საყვარელი მითოლოგიური გმირის ჯანასთან გაიგივება. -მე თუ ჰადეი ვარ შენ არ გენდომება პერსეფონე იყო, ამიტომ აფროდიტე იყავი.-ფრთხილად შეაპარა ბიჭმა. -კარგი.-გაიბადრა. სახლამდე ცოტაღა ჰქონდატ დარჩენილი როცა ტეკლას ბექას წინასწარმეტყველებისამებრ შესცივდა და ბიჭმა მაინც ათხოვა თავისი შავი ჟაკეტი. * * * რადგან ბანაობა ბოლოს უწევდა, დაღლილი თეკლა დასაძინებლად დაწვა. ანამ და გიორგიმ მალევე მოამთავრეს ბანაობის საკითხი ბექას დაემშვიდობნენ და საოჯახო ვახშამზე "დაგაზეს'. ბექამ იბანავა, დაისვენა და სოფელში დაბრუნება გადაწყვიტა. "ბირჟაზე" რამით მაინც შეიქცევდა თავს. * * * -აუუ, რა კარგია ძილი.-საწოლში ავაზასავით გაიჭიმა თეკლა. ოთახში ქარბორბალასავით დატრიალდა და სააბაზანოში ჰიგიენური ნივთენბის ტანხლებიტ შევარდა. * * * სახლში დაბრუნებულ ბიჭს ჩამიჩუმიც არ ესმოდა. -ამდენი ხანი ძილი ვის გაუგია? ნეტა გაგუდეს თუ კომაში ჩავარდა?-ბურტყუნებდა თავისთვის. იფიქრა წყლის შესხმა არ მაწყენდა და პირდაპირ შეაჭრა აბაზანაში. -ააააააა იდიოტო! კრეტინო!-დაიღრიალა თეკლამ და ერტ ადგილას გაშეშებულ ბიჭს შეხედა, ბექას თვალები გადმოცვენაზე ჰქონდა. თეკლა თხელ ფარდას ეცა და ტანზე შემოიხვია.. -ტავი არც შეიწუხო შებრუნებიტ.-დაჰკივლა ბექას. -კარს რატომ არ კეტავ? ან ეგ ფარდა რატომ იყო გაწეული? -მეშინია და თუ რამეა სააბაზანოდან იოლად გავიქცევი.-ისევ შეტევაზე გადავიდა.-ასეთი დებილის საიდან გაჩნდი? -შენ ტუ დბდურა ხარ მე რა დავაშავე?-შეუტია ბექამაც.-გაბრძანდი! ბექამ საჩქაროდ გამოიხურა კარი. * * * შემდეგი თხუთმეტი წუთი ბიჭმა დივანზე გაატარა. ტეკლა არადაარ ამთავრებდა შხაპის მირებას. მოწყენილმა ბექამ, იმ იმედით იმ პატარა დახუთული პტახიდან გამოვდევნიო კარადა გამოაღო. წყალსადენი მილების გადახლართული სისტემაზე ჭანჭიკები დაუშვა და წუთით დაიცადა. შედეგმაც არ დააყოვნა:ექვსწამნახევარში, ცალმკერძ დამდუღრული და ცალკერძ გაყინული გოგონა აბაზანიდან პირსახოცით გამოვარდა. * * * ჯერ კიდევ არ ბნელოდა როცა ანა და გიორგი დაბრუნდნენ. ანა გაუთავებლად ბუზრუნებდა. -ორაგული დგვახვედრეს ხახვით, წარმოგიდგენია! -ისე აბობ თითქოს ტრაგედიიის მოსწრენი შეიქმენით.-თავსგადახდენილი აბაზანის ინციდენტებისაგან ჯერ კიდევ უჩვეულოდ გაყჩებულმა თეკლამ მშვიდად უთხრა დეიდაშვილს. -ფეხმძიმე ქალისათვის ტრაგედიააა. ბექა მშვენიერ გუნებაზე იყო, თეკლას სულ ადვილად დაეჯერა, რომ წყლის სისტემა უბრალოდ გაფუჭდა. აბანოდან გამოვარდნილმა გოგომ საძინებელს შეაფარა თავი, ამასობაში ბექა უკანა კარით გაიპარა სახლიდან და ტყის პირას, საქანელაზე ჩამოჯდა. სამ წუთში თეკლა ხალათით გავიდა უკვე "მთვლემარე" ბექას სანახავად, ბექამ უცოდველი კრავის სახით უთხრა:ოცი წუთია რაც აქ ვარ და შენი ხმა არ გამიგიაო.ასე ჩაიფარცხა ეს ამბავი. * * * ანამ თეფშების გასარეცხად წყალი მოუშვა. ონკანი ახრიალდა , ჯერ მდურარე მერე ცივი წყალი გადმოასხა და საზიზრარი ნარჩენები გამოიყოდა, შეშიებულმა ქალმა სწრაფად გადაკეტა ონკანი. -ეს რა არი?-გაუვირდა გიოს.-დღეს არ გავაკეთე? კარადა გახსნა და მილეიბის შემოწმებას შეუდგა, თეკლამ საეჭვოდ მოწკურა ტვალები და თვითონაც გიორგის გვერდით ჩაიმუხლა. -მისმინეთ,-ხმაში სიცხარე გაერია გიოს.-სახლში თქვენ ორის მეტი არავი იყო, ვიცი, რომ ცხუბობთ , მაგრამ ეს მეტისმეტია, ჭანჭიკები მოშვებული და დახსნილია. ბექას სიმწრის ოფლმა დაასხა, ანა გაიჯგიმა, თეკლას და გიორგის ერთნაირად გაუხურდათ საფეთქლები. ანამ ლარად იკითხა: - რომელმა თქვენგანმა გააკეთა ეს? თეკლამ თითები გაატკაცუნა, სახელოები აიკაპიცა და როგორც ძუ ლომი ისე ებრდღვნა ბექას. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.