შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შემთხვევითი არჩევანი(ნაწილი10)


25-03-2017, 21:13
ავტორი Salome5
ნანახია 3 201

-ვაა, ტასიკო, შემოდი მაქ რას დგახარ,,გადამეხვია სანდრო.
-როგორ ხარ, სანდრიკ.
-როგორ ვიქნები, შენი ძმის გადამკიდე. დამაწყვიტა ნერვები დილიდან.,,მითხრა სიცილით.
-რატო, რაქნა ეგეთი,,,ვკითხე და ბექას გვერდით ჩამოვჯექი.
-პატარა ბავშვივით იქცევა, ვეუბნები სალომეს უთხარი რო გიყვარსთქო, ეს კი ამის მაგივრად სულ ამწარებს გოგოს.,,, თქვა უკმაყოფილო სახით.
-შენ შენს საქმეს მიხედე რა,,აუქნია ხელი ბექამ.
-ბიჭო, მე გოგო რო შემიყვარდა ერთი თვეც არ დავაცადე ისე მოვიყვანე ცოლად და თანაც მე შენგან განსხვავებით პრო*ივით არ ვიქცევი და ქალებიც არ მექცევიან.,,,ერთი შეუღრინა და მე მომიბრუნდა.
-შენ რასშვები, ტასო მომიყევი შენი ამბები.
-ჩვენი ტასუნა შეყვარებულია,,,ჩემს მაგივრად უპასუხა დემემ.
-მართლა? და ვინ არის ვიცნობთ?,,,გვერდულად გამომხედა. არვიცოდი რა მეპასუხა, საერთოდ არმინდოდა ახლა ლევანზე ლაპარაკი, მაგრამ მათ სახეს რომ შევხედე მივხვდი თავს არ დამანებებდნენ.
-არა, არ იცნობთ,,მოვუჭერი მოკლედ და ვეცადე საუბარი სხვა თემაზე გადამეტანა.
-შენი ცოლი სახლში არარის?,,ვკითხე სხვათაშორის.
-დედამისთანაა,,სახე სასაცილოდ დამანჭა,,,შენ გირჩევნია მოგვიყვე ვინ არის ის კაცი და თემას ნუ უხვევ,,,მითხრა მკაცრად. მეც ყველაფერი თავიდან ბოლომდე მოვუყევი, ნათიას ზარის ჩათვლით.
-აღარ ვიცი რავქნა, მირჩიე რამე,,ვთქვი გაბზარული ხმით და თავი ხელებში ჩავრგე. ბექა მომეხუტა და დროდადრო თმებზე მეფერებოდა.
-დამშვიდდი, ტასო და ეგ საქმე ჩვენ მოგვანდე. ხოიცი არავის მივცემთ უფლებას, რაიმე გაწყენინოს. რა მითხარი რა ქვიაო?
-ლევანი, ლევან ავალიანი,,,ვუპასუხე და ცრემლები მოვიწმინდე.
-ლევანი?,,მითხრა და გაეცინა.
-ხო რაიყო იცნობ?,,,ვკითხე დაეჭვებით.
-არაა, აბა საიდან,,,მობილური ამოიღო და სადღაც დარეკა.
-ხო, ძმა როგორ ხარ?...კი გუშინ ჩამოვედი. ასე უნდა ბიჭო დავიწყება, რაც ჩამოვედი ერთი არ მომიკითხე..ახლა სახლში ვარ, აქ ჩემი მეგობრის დაა ანასტასია..ხო მოდი ისევ შევიკრიბოთ და ვიქეიფოთ..კარგი აბა, დროებით.,,,გათიშა და ღიმილით გადახედა ბიჭებს.
-ვინ იყო?,,ვკითხე, თვალებმჭუტულმა. კარგად ვიცნობ ამ ოთხეულს, დარწმუნებული ვარ რაღაც ჩაიფიქრეს.
-ვერ იცნობ, პატარავ. ჩემი ძველი მეგობარია, რუსეთში ყოფნის დროს გავიცანი ძალიან კარგი ბიჭია, ძმასავით ვენდობი.
-აქ უნდა მოვიდეს?
- ხო, თავის მეგობრებთან ერთად მოვა და თანაც ბექასაც გავაცნობ. შენ კი სამზარეულოში შედი და რამე მოამზადე, სუფრა უნდა გაშალო.,,,გაპროტესტებას ვაპირებდი, მაგრამ სიტყვის თქმაც არ დამაცადა ისე წამომაგდო ფეხზე და სამზარეულოსკენ მიბიძგა. ბუზღუნით გამოვაღე მაცივარი და პროდუქტები გადმოვალაგე.
* * * *
კიდევ დიდხანს იდგა ტასოს სადარბაზოსთან, არ შეეძლო ახლა სახლში წასვლა და დაძინება. მანქანაში იჯდა და მის ფანჯარას უყურებდა. დაინახა როგორ გამოვიდა ქალი და მაშინვე უკან გაყვა. სიამოვნებდა მისი გაბრაზებული სახის დანახვა, როდესაც მის მკლავებში ფართხალებდა. ბოლოს მოახერხა და შეირიგა. დაარწმუნა თავის სიმართლეში. მთელი ღამე მაინც მასზე ფიქრობდა, ერთი სული ქონდა როდის გათენდებოდა, რომ ისევ ენახა. დილიდანვე დაუნიშნა შეხვედრა, სანამ ნახავდა სამსახურში შეიარა. უნდოდა როგორმე დრო გაეყვანა და ტასოზე ცოტა ხნით მაინც არ ეფიქრა, მაგრამ მაინც ვერ მოახერხა. კაბინეტში შესვლისთანავე გაახსენდა ის. გაახსენდა მათი პირველი შეხვედრა და კოცნა. საქმეს გულს მაინც ვერ უდებდა, გადაწყვიტა ტასოსთვის დაერეკა, მაგრამ არ უპასუხა. კიდევ რამდენჯერმე სცადა, მაგრამ გამორთული ჰქონდა. ბოლოს მასთან მივიდა სახლში, დიდხანს ელოდებოდა, მაგრამ კარი არავინ გაუღო. ამ დროს ტელეფონზე დაურეკეს.
-გისმენ, სანდრექს.
-ხო, ძმა როგორ ხარ?
-კარგად, ჩამოხვედი თბილისში?
-კი გუშინ ჩამოვედი. ასე უნდა ბიჭო, დავიწყება? რაც ჩამოვედი ერთი არ მომიკითხე.
-მაპატიე, ძმაო, ისეთი დაკავებული ვარ ეს დღეებია. ახლა სად ხარ?
-ახლა სახლში ვარ, აქ ჩემი მეგობრის დაა ანასტასია.
-ვინ ანასტასია? ჩემი ტასო?
-ხო, ისევ შევიკრიბოთ და ვიქეიფოთ, რას იტყვი?
-საღამოს შენთან მოვალ, იმედია ტასო მანდ დამხვდება.
-კარგი, აბა დროებით.
-მადლობა, სანდრო.,,,უთხრა მადლიერი ხმით და გაუთიშა. ,,ვნახოთ სადამდე დამემალები, ტასო'' თქვა თავისთვის და კიბეზე დაეშვა. საღამომდე რაღაც საქმეები მოაგვარა, მერე ბიჭებს შეუარა.
-ლევან, ბიჭო, ასე უნდა დაიკარგო ხოლმე? დილიდან ვერ გიკავშირდები.
-მთელი დღეა ტასოს ვეძებ, ჩემ ზარებს არ პასუხობს სახლშიც არ არის. სანდროს რომ არ ეთქვა ალბათ ვერც ვიპოვიდი.
-სანდრო? სანდრო ჩხენკელი? ჩამოვიდა?
-კი, ორი დღეა რაც ჩამოვიდა. დამირეკა და მითხრა ტასო ჩემთან არის, საღამოს მოდით და ვიქეიფოთო.
-კიმაგრამ სანდროსთან რაუნდა?,,კითხა ავთომ.
-ტასო ბექას დაა, ბექა ბურდული გახსოვს?,,ავთოსაც გაახსენდა, ბექას ადრეც იცნობდნენ მაგრამ მერე, სანდროს წასვლის შემდეგ ურთიერთობა შეწყვიტეს.
-ტასო რატომ არ გპასუხობს, ხომ შერიგდით უკვე.
-მეც მასე მეგონა, იმედია ნათია არაფერ შუაში არ არის, თორემ გეფიცები შემომაკვდება.,,ქალის გახსენებაზე საშინლად გაღიზიანდა.
-მაგას საღამოს გავარკვევთ, ახლა საქმე გვაქვს.,,,საღამომდე საქმეებს აგვარებდა ბოლოს სანდროს სახლისკენ წავიდნენ.
* * * *
საჭმელები გავამზადე და მაგიდა გავშალე. ამასობაში მაკაც მოვიდა. სამზარეულოში მოფუსფუსე რომ დამინახა გაკვირვებულმა შემომხედა.
-ტასო, აქ რაგინდა?საჭმელს შენ გაკეთებინებენ?,,მკითხა სიცილით.
-შენს ძვირფას ქმარს სტუმრები ყავს დღეს და მე მთხოვა მაგიდის გაშლა.
-ვინ სტუმრები? ჩემთვის არაფერი უთქვამს.
-ძველი მეგობრები არიანო, ესე მითხრა.,,მხრები ავიჩეჩე. სანდროც შემოვიდა და ცოლს ჩაეხუტა.
-სანდრო, სტუმრები გვყავს?
-ჩემი მეგობრები უნდა მოვიდნენ, შენც იცნობ მათ.
-მერე დაგერეკა და უფრო მალე მოვიდოდი, ტასო რატო შეაწუხე?
-არ შეწუხებულა დამშვიდდი, თანაც შენ როგორ მოგაცდენდი. ხო მართლა როგორ ბრძანდება დედაშენი?
-გაგიხარებ გულს და გეტყვი რომ კარგად.
-მოვკვდი ბედნიერებით,,სახე დამანჭა მამაკაცმა და გარეთ გავიდა.
-კარებს გავაღებ მე, ალბათ მოვიდნენ უკვე.,,,ხმაურზე ჩვენც გარეთ გავედით.
-ეე სანდრიკ, როგორ მოგვენატრე ტო,,ოთახში რამდენიმე მამაკაცი ხმაურით შემოვიდა. ნაცნობი სახეების დანახვაზე, გაოგნებული ვიდექი.
-ლევან? შენ.. აქ რას აკეთებ?,,,გაოგნებული ვლუღლუღებდი. ახლა მივხვდი სანდროს ჩანაფიქრს. ლევანი ჩემკენ წამოვიდა და ჩამეხუტა, ახლა მივხვდი რა მაკლდა მთელი დღე. მონატრებულს მეც ჩავეხუტე.
-მთელი დღეა გირეკავ,,მითხრა წყრომით.
-არ მეცალა,,თავი გავიმართლე.
-მისაღებში შევიდეთ,,,შეგვიპატიჟა მაკამ. ცოტა ხანში ყველა პატარა მაგიდას ვუსხედით. ბიჭები კარგად შეზარხოშებულები იყვნენ უკვე. ლევანმა ხელი გადამხვია და მიმიხუტა. უხერხულად შევიშმუშნე და შევეცადე გამოვწეულიყავი, მაგრამ უფრო ძლიერად მიმიკრო.
-უნდა ვილაპარაკოთ,,,ყურში ჩუმად მიჩურჩულა. თავი დავუქნიე.
-საპირფარეშო მაჩვენე სად არის,,მითხრა ხმამაღლა. ფეხზე წამოვდექი, ისიც ფეხდაფეხ მომყვა უკან. როგორცკი მოშორებით გავედით,კედელს მიმაკრა.
-მომენატრე,,ვნებისგან ჩახლეჩილი ხმით, ზედ ტუჩთან მიჩურჩულა და ტუჩებზე დამაცხრა. ვნებიანად მკოცნიდა, ყელზე რომ გადავიდა გონზე მაშინ მოვედი და ხელი ვკარი.
-აქ არა,,ვუთხარი მიბნედილი ხმით.
-სადაც გინდა,,ირონიულად ჩაიცინა.,,ახლა შევიდეთ, უხერხულია.
შევედი და კუთვნილი ადგილი დავიკავე. ლევანი ბექასთან იჯდა და რაღაცას გაცხარებით უხსნიდა. მაინტერესებდა რაზე საუბრობდნენ ასე გამწარებით მინდოდა მისვლა, მაგრამ ვინ მაცადა. ირაკლიმ დამიჭირა და ჩემ სადღეგრძელოს ამბობდა. თავაზიანად ვუღიმოდი და ვცდილობდი თავი დამეღწია. ამასობაში, ლევანიც მოვიდა.
-ერთი წუთით თქვენს ყურადღებას ვითხოვ,,ყველა ლევანს მივაშტერდით. ლევანი იღიმოდა და ჩემკენ წამოვიდა.
-ყველას თანდასწრებით, ტასო, რაღაც მინდა გითხრა,,თქვა და ჩემ წინ ჩაიმუხლა. ჯიბიდან პატარა ყუთი ამოიღო.,,,ტასო, ცოლად გამომყვები?,,,ვიგრძენი როგორ მომიდუნდა მუხლები, სკამს დავეყრდენი რომ არ წავქცეულიყავი.
-კი,,ძლივს წარმოვთქვი ეს სიტყვა და ცრემლები წამსკდა. ტაშის ხმა გაისმა, ლევანმა ბეჭედი გამიკეთა და ჩამეხუტა. ძლიერად მივეკარი საყვარელ სხეულს თავს ყველაზე ბედნიერად ვგრძნობდი. ვხვდებოდი, რომ ამ დღისთვის ღირდა იმ ტკივილის გადატანა რაც მე ლევანისგამო გადავიტანე.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent