შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შემთხვევითი არჩევანი(ნაწილი8)


22-03-2017, 21:13
ავტორი Salome5
ნანახია 3 581

ტასო, არგინდა მომიყვე რამოხდა?,,,მზრუნველად შემომხედა. ამაზე უკვე თავი ვეღარ შევიკავე და ცრემლები წამსკდა. მაშინვე მანქანა სავალი გზიდან გადააყენა და ჩემსკენ გადმოიხარა.
-მიყვარს, ბექა, ძალიან მიყვარს,,,ვსლუკუნებდი პატარა ბავშვივით და ხელებს ნერვიულად ვუჭერდი მხრებზე.
-არვიცი როდის შემიყვარდა ასე ძლიერად, მას კი საერთოდ არ ვანაღვლებ. ისე მექცეოდა მეგონა მასაც ვუყვარდი, ის კი მატყუებდა თურმე. მისი საცოლე ფეხმძიმედ არის მალე შვილი ეყოლებათ.,,,ტირილს ვაგრძელებდი და ვეხუტებოდი. ვიგრძენი როგორ დაეჭიმა სიმწრისგან სხეული, ხელს რიტმულად მისმევდა თმებზე.
-დამშვიდდი გთხოვ, არავინ არის შენი ცრემლების ღირსი გესმის,,,თვალებიდან ცრემლები მომწმინდა და მაკოცა.,,,შენს ცრემლებს არავის შევარჩენ, გინდა მივტრიალდეთ და ვცემო?,,,მკითხა, რაზეც გამეღიმა.
-ასე, ჩემო პრინცესა, ღიმილი უფრო გიხდება და აღარ იტირო კარგი?,,,მკითხა თბილად. თავი დავუქნიე და ადგილს დავუბრუნდი, თავი ფანჯარაზე დავადე და თვალები დავხუჭე. მახსენდებოდა მისი კოცნა, მახსენდებოდა მასთან ერთად გატარებული დრო და გული საშინლად მტკიოდა. იმის წარმოდგენაზე რომ დავკარგე ცრემლები მახრჩობდა. მაინც არ მესმის თუ არ ვუყვარდი ასე რატომ ნექცეოდა, რატომ შემაყვარა თავი სხვა ქალი ჰყავდა. ,,რა სულელი ხარ ტასო, მოგესმინა მაინც იქნებ რას გეტყოდა, იქნებ რამოხდა საკუთარი ნევით გადავულოცე იმ ქერა თხუნელას''' ვფიქრობდი და ცრემლები მახრჩობდა. ემოციებისგან დაღლილს უცებ ჩამეძინა.
* * * *
ბეჭედი კიდევ ერთხელ შეათვალიერა და ჯიბეში შეინახა. უკვე ამზადებდა სიტყვებს გონებაში, საშინლად ნერვიულობდა. ისიყო სახლში შევიდა და ტასო უნდა ენახა, რომ მისაღებში უსიამოვნო სტუმარი დაუხვდა.
-ნაწკა, შენ აქ რა გინდა?,,,მკაცრად უყურებდა, აზრზე მოსვლაც ვერ მოასწრო ისე შემოეხვია.
-ლეო, როგორ მომენატრე. ნატა შემხვდა და მითხრა, რომ ჩემთვის ბეჭედი გიყიდია, მაშინვე აქით გამოვქანდი და თანაც ფეხმძიმედ ვარ.,,,აჟიტირებული ლაპარაკობდა ქალი და ეხვეოდა. საშინლად გაბრაზდა მის ასეთ საქციელზე, როგორციქნა მოიშორა.
-რა ფეხმძიმედ ხარ გოგო, სულ გაგიჟდი შენ? ნუ სულელობ აქედან წადი და ვისაც გინდა იმას შეატენე ეგ ბავშვი.
-რას ნიშნავს წავიდე, ჩვენ ხომ უნდა დავქორწინდეთ?
-მე შენ ცოლად არმოგიყვან, თანაც ეგ ბავშვი ჩემი არარის ეს შენც კარგად იცი თავს ვიცავდი და შეუძლებელია ჩემგან იყო ორსულად.
-მე ხომ მიყვარხარ, ლეო,,,ცრემლების ფრქვევა დაიწყო და მისკენ გაიწია.
-შეწყვიტე სცენები და წადი აქედან ახლავე.,,,ქალიც, ტირილით გავარდა გარეთ და გზად ლიას დაეჯახა.
-შვილო, ვინ იყო ეს გადარეული?,,იკითხა განცვიფრებულმა.
-ისეთი არავინ, ჩემი ყოფილია. ისტერიკები გამიმართა აქ ვითომ ჩემგან ფეხმძიმედ იყოს.,,,ჩაიბუზღუნა მამაკაცმა და იქვე ჩამოჯდა.
-ეს მართალია? შენგან მართლა ფეხმძიმედ არის?
-არა, რა სისულელეა. მე მასთან საერთო აღარაფერი მაქვს.. რაც ტასო გავიცანი.,,დაუმატა თბილი ხმით. ლიას გაეღიმა და გვერდით ჩამოუჯდა.
-ცოლად როდის მოიყვან?,,ამის გაგონების შემდეგ ხელი ჯიბისკენ წაიღო და ბეჭედი ამოიღო. ლიას ამის დანახვაზე ცრემლი მოადგა.
-ამ დღესაც მოვესწარი, მეგონა ცოლს აღარსდროს მოიყვანდი. იმ ამბის შემდეგ..,,,სიტყვა გაუწყდა და შვილს ჩაეხუტა.
-მეც ეგრე მეგონა, დედა, მაგრამ ტასომ ყველაფერი შეცვალა. ვერ ვხვდები როგორ შეძლო ამ ბავშვმა თავი შეეყვარებინა ჩემთვის,,,გაეღიმა მამაკაცს.
-ახლა უნდა წავიდე, რაღაც საქმე მაქვს დასამთავრებელი ტასოს სურპრიზს ვუწყობ,,,ლოყაზე მხურვალედ აკოცადა და რატის სახლისკენ გაემართა. ბოლო დეტალებიც მოაგვარა და ბიჭებთან ერთად სახლში წავიდა.
-ლია დეიდა, როგორ ხართ,,,მხიარულად შევიდა სამზარეულოში ირაკლი და ლიას ჩაეხუტა.
-ბიჭებო, როგორ ხართ დედა, ასე უნდა დაკარგვა? ერთი აღარ მომიკითხეთ.,,,უსაყვედურა და ჩაეხუტა სამივეს ერთად. შვილებივით უყვარდა სამივე ლევანისგან არ არჩევდა არცერთს.
-სულ ამ უჟმურის ბრალია ყველაფერი, ლია დეიდა,,,გაუცინა ავთომ.
-ავთო, ბედი შენი რომ ახლა კარგ ხასიათზე ვარ,,გაიცინა ავალიანმაც.
მანქანის ხმაზე გარეთ გავიდა და როდესაც ტასო დაინახა ჩემოდნებით, ბრაზი მოაწვა. უბრალოდ იდგა და უყურებდა როგორ მიდიოდა მისი საყვარელი ქალი ვიღაც მამაკაცთან ერთად და ვერაფერს აკეთებდა.
-ლევან, ალბათ შენი და ნათიას ლაპარაკი მოისმინა, შვილო უნდა შეაჩერო.,,,ბურუსიდან დედის ხმამ გამოიყვანა და მაშინვე მანქანისკენ წავიდა.
-ჩვენც შენთან ერთად წამოვალთ, რამეში დაგეხმარებით.,,,ბიჭებიც მასთან ერთად ჩასხდნენ მანქანაში.
-მადლობა, ძმებო,,,მადლიერი მზერით შეხედა მეგობრებს და თნილისისკენ წავიდა.
* * * *
-ტასიკო, გაიღვიძე ჩამოვედით,,,ხელის შეხებამ გამაღვიძა. მანქანიდან გადავედით და სახლში ავედით. თავი საშინლად მტკიოდა და დაღლილი ვიყავი.
-ტასო, არგინდა სადმე წავიდეთ? ცოტას გამხიარულდები.
-არა, ბექა შენ წადი. სახლში მირჩევნია ყოფნა.
-მარტოს არ დაგტოვებ, ერთად წავიდეთ გთხოვ იცი დღეს სანდროც ჩამოვიდა და გავერთობით.
-კარგი ცოტა ხნით წამოვალ მაშინ, მხოლოდ სანდროს ხათრით ძალიან მომენატრა.,,,სანდრო ჩემი და ბექას ბავშვობის მეგობარია. დიდი ხანია რუსეთში ცხოვრობს და ახლახანს ჩამოსულა. მოვწესრიგდით და ბექასთან ერთად გარეთ გავედი. მანქანაში ჩავსხედით და სანდროს სახლისკენ წავედით. მობილური ჩავრთე, ლევანისგან შეტყობინება მომივიდა. ვიფიქრე წაუკითხავახ წავშლითქო, მაგრამ მაინც გავხსენი, ,,,ტასო, ის ბავშვი ჩემი არ არის გთხოვ საშუალება მომეცი აგიხსნა გთხოვ. ის ბეჭედი შენთვის ვიყიდე მინდა ჩემი ცოლი შენ გახდე... ტასო, მიყვარხარ!'' ვიგრძენი როგორ ამიჩქარდა გული. საშინლად გამიხარდა, მაგრამ მაშინვე გონს მოვეგე, ალბათ ისევ მატყუებს. გავიფიქრე და მობილური ისევ გავთიშე.
-ტას, მოვედით,,,გამოვფხიზლდი და მანქნიდან გადავედი. ზარის ღილაკს თითი მივაჭირე და დაველოდე.
-ტასო, ბექა შემოდით, როგორ მომენატრეთ ტო,,,,სანდრო ბექას გადაეხვია და მე ხელში ამიტაცა.
-ტასიკო ჩემი საყვარელი გოგო,,ბავშვივით დამიკოცნა ლოყები და დამატრიალა.
-დამსვი ველურო, როდის უნდა გაიზარდო შენ,,ვთქვი ბუზღუნით და ჩავეხუტე.
მთელი საღამო მხიარულად გავატარეთ, ლევანი აღარც გამხსენებია. ბავშვობის მოგონებებს ვიხსენებდით და ვიცინოდით.
-ტას, გახსოვს რომ გამებუტე?,,,სიცილით გამახსენა სანდრომ.
-როგორ არ მახსოვს თოჯინა გამიტეხე, მე კი ტირილი დავიწყე.
-მერე კი დედაშენს უთხარი, მან კი არ დამსაჯა შენ ამაზე უფრო გამწარდი და ხეზე აძვერი.,,,სიცილით გამახსენა და ხელი გადამხვია.
-ხო კინაღამ ჩამოვარდი, შენ კი ბოდიში მომიხადე და შენი მანქანა მაჩუქე,,,მეც ჩავეხუტე. კიდევ ბევრი ისტორია გავიხსენეთ და გვიან დავიშალეთ. ყველას დავემშვიდობე და მანქანაში ჩავჯექი. კარგ ხასიათზე დავდექი, მეგობრები ყოველთვის ახერხებენ ჩემს გამხიარულებას არვიცი რამეშველებოდა მათ გარეშე. მანქნიდან გადავედი სადარბაზოში ბექასთან ჩახუტებული შევედი.
-კარგი ვქენი რომ გამოგყევი, კარგ ხასიათზე დავდექი.
-ხომ გეუბნებოდი. სანდრო სულ არ შეცვლილა, ისევ ისეთია როგორც ადრე. გახსოვს სიყვარული რომ აგიხსნა?,,,მკითხა სიცილით.
-არ გამახსენო,,,ავყევი მეც. ლიფტიდან გამოვედით და კარებთან მივედით.
-ანასტასია,,,გავიგონე გამყინავი ხმა და ჟრუანტელმა დამიარა.
-ლევან? აქ რას აკეთებ,,,ვუთხარი უხეშად.
-უნდა ვილაპარაკოთ.,,მითხრა და ბექასკენ გადაიტანა მზერა.
-შენთან სალაპარაკო არაფერი მაქვს, გთხოვ წადი.
-აქედან არ წავალ სანამ არ მომისმენ.,,ხელი უხეშად მომკიდა და თავისკენ მიმქაჩა.
-მგონი უკვე გითხრა, რომ შენი მოსმენა არ უნდა. წადი აქედან.,,,მისკენ გაიწია ბექა.
-შენ არავინ გეკითხება,,,გაიწია ლევანიც.
-კარგი, ბექა შენ შედი. დავილაპარაკებთ და დემოვალ.,,,ლევანს გავყევი, ხელი ძლიერად ჩამჭიდა და თავისი მანქანისკენ წამიყვანა.
-მოიცადე მტკივა,,დავიკნავლე საწყლად და ხელი დავიზილე.
-დაჯექი,,მითხრა მკაცრად და მეც დავემორჩილე.
-სად მივდივართ?,,პასუხი არ გაუცია, სწრაფად მიაქროლებდა მანქანას და საჭეს ჩაფრენოდა. გაბრაზებული ჩანდა. მანქანა რესტორანთან გააჩერა და უთქმელად გადავიდა. მეც სწრაფი ნაბიჯით მივყევი უკან.



№1 სტუმარი Nia

Magaria. Elodebi shemdeg tavs

 


№2  offline წევრი Salome5

Nia
Magaria. Elodebi shemdeg tavs

დრო არმქონდა ბევრი და პატარა თავი გამომივიდა, იმედია მოგწონთ. შემდეგ თავს ხვალ დავდებ kissing_heart

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent