შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩემი გულის ქურდი.(სრულად)


25-03-2017, 22:23
ავტორი D-I-A-N-A
ნანახია 7 002

ჩემი გულის ქურდი .
-ალექსანდრა დაუჩქარე! გინდა სკოლაში პირველივე დღეს დააგვიანო? - მითხრა მამამ.
-ჩამოვდივარ . - ვუთხარი და ზურგჩანთა მოვიკიდე.
-წამოდი , მიგიყვან .
-კარგი. - ვუთხარი და ეზოში გავედი.
მამამ მანქანა დაქოქა მე კი როგორც ყოველთვის სიმღერას ვუსმენდი და ფანჯარაში ვიყურებოდი.
მე მქვია ალექსანდრა ,ვარ 17 წლის .ვსწავლოდ მე-12 კლასში .მამაჩემის სამსახურის გამო ბევრი სკოლა მქონდა გამოცვლილი ამიტომ სკოლის პირველი დღე არ მანაღვლებდა. 12 წლის ასაკში დედა გარდამეცვალა ამიტომ მამა მზრდიდა ,რომელიც თავისი სამსახურის გამო დიდ დროს ვერ მითმობდა. მეგობრები არ მყავს უფრო სწორედ არ მინდა მყავდეს რადგან ვიცი რომ კიდე გადავალ სხვაგან და მომიწევს მათგან შორს ყოფნა ამიტომ მარტო ყოფნა ვამჯობინე . ყოველ სკოლაში მარტო ვიყავი , არავის ყურადღებას არ ვაქცევდი და არც მე მაქცევდნენ დიდად .უფრო გოგოები არ მეკონტაქტებოდნენ ბიჭები კი პირიქით ყოველთვის კუდში დამყვებოდნენ. მე კი უბრალოდ ვსწავლოდი და ვოცნებობდი რომ ოდეზღაც როგორც მამაჩემი მეც გავხდებოდი იურისტი მაგრამ იურისტი ვერ გავხდები რადგა ბიზნესზე ვაბარებ უფრო სწორედ მაბარებინებენ . მამაჩემი პროფესიით იურისტია , მაგრამ თავისი პროფესიით არ მუშაობს რადგან მამამისმა მთლიანი ქონება მას დაუტოვა , ის კი ამ ქონების დატოვებას თავის ერთადერთ მემკვიდრეს მე მიტოვებს
-მოვედით ... მძღოლს გამოვუშვებ შენს წავაყვანად .დღეს დამაგვიანდება ამიტომ არ ინერვიულო. აბა შენ იცი წარმატებები. -მითხრა და ლოყაზე მაკოცა .
-მადლობა . - ვუთხარი და მანქანიდან გადმოვედი . სკოლის დანახვისას გავიფიქრე,,ეს სკოლა არც ისე დიდია ‘’ .
მალე სკოლაში შევედი და გაოცებული დავრჩი . გარედან ის ისეთი პატარა ჩანდა , შიგნით კი ისეთი დიდია . შევედი დირექტორის კაბინეტში სადაც ჩემი კლასის დამრიგებელიც იყო . ორივე მათგანი ღიმილით მომეგებნენ . ,,აჰჰ ამათმაც გაიგეს ვისი შვილი ვარ ‘’-გავიფიქრე და მეც გავუღიმე .
-ალექსანდრა... დაბრძანდით . - მითხრა დირექტორმა და ხელით დივანზე მიმითითა .
-გმადლობთ . - ვუპასუხე და რბილ დივანზე მოვთავსდი .
-ძალიან გამიხარდა როცა გავიგე რომ ჩვენს სკოლაში აპირებდი გადმოსვლას . - ღიმილით მითხრა დირექტორმა .
-რატო ? მე ხომ უბრალო მოსწავლე ვარ . - ვუთხარი და ველოდებოდი მის რეაქციას .
-უბრალო ? ალექსანდრა ვიცი რომ მთელი დროს სწავლას უთმობ . შენნაირი ბავშვები ყოველ სკოლას სჭირდება .
-გმადლობთ ასეთი შეფასებისთვის . -შევეცადე გამეღიმა მაგრამ უშედეგოდ.
-არაფრის საყვარელო . ამას იმსახურებ . ახლა კი გაგაცნობ შენს დამრიგებელს . ეს მაკა მასწავლებელია . - მითხრა და ჩემს გვერდით მჯომ მასწავლებელზე მიმანიშნა .
-სასიამოვნოა თქვენი გაცნობა მაკა მასწავლებელო .
-ჩემთვისაც .
-ალექსანდრა რამე თუ დაგჭირდა მოგვმართე . -მითხრა თავაზიანად დირექტორმა .
-კარგით...ნახვამდის . -ვუთხარი და კარებისკენ გავეშურე . მაკა მასწავლებელიც მომყვა.
-წამო ალექსანდრა გავაცნობ შენ თავს .- მითხრა მაკა ,,მასწ’’ -მა.
-ბავშვებო დაჯექით თქვენ ადგილებზე .-თქვა მაკა მასწავლებელმა და ყველა მას დაემორჩილა .
-ეს თქვენი ახალი კლასელია , ალექსანდრა მაჩაბელია . გთხოვთ იყავით მასთან თავაზიანები . -უთხრა მასწავლებელმა ბავშვებს .
-ალექსანდრა დაჯექი ბოლოში იმედია მანდ ჯდომა მოგეწონება . თუ არ მოგეწონება მითხარი და გადაგსვავ .
-არა, მომწონს . ადგილს მნიშვნელობა არ აქვს .-ვუთხარი და ბოლო მერხს მივუჯექი .
-მე ანასტასია ხორავა ვარ . ყველა ტასოს მეძახის . -მითხრა ჩემს წინ მჯდომმა გოგონამ .
-მე ალექსანდრა ვარ.- ვუთხარი და გავუღიმე .
-ანდრეა ავალიანი .-გვერდით მჯდომმა ბიჭმა თავაზიანად მითხრა ტასომ კი უცებ წინ მიბრუნდა.
-ალექსანდრა . -ვუპასუხე და წიგნის ამოღება დავიწყე .
-დღეს რას აკეთებ ? - მკითხრა ისე რომ ჩემსკენ არც შემოუხედავს .
-ვსწავლობ . - სწერვულად ვუპასუხე .
-სწავლობ ? გართობა იცი რა ხილია თუ ეგ წიგნში არ წერია ? -მკითხრა და ცინიკურად გაიღიმა . ის არც კი მიყურებდა უბრალოდ სკამზე ქანაობდას აგრძელებდა .
-არ ვიცი . -ვუპასუხე .
-გასწავლი . - მითხრა მან .
-არ მინდა . - ვუპასუხე და შევეცადე ყურადღება გადამეტანა მასწავლებლისკენ .
-რატო ? არ მოგწონვარ ? - მკითხრა სერიოზული სახით და სკამი გააჩერა.
-არა . -ვუპასუხე დაუფიქრებლად .
-რატო ?!- ხელები მაგიდაზე შეაწყო და შემომხედა .
-ეწევი .
-არა .-სერიოზულად მითხრა .
-არ მიკითხავს.-ვუთხარი და დაფისკენ გავიხედე.
-საიდან იცი ? თუ ცუდი ბიჭის იმიჯი მაქვს ე.ი. ვეწევი ?!
-ანუ ცუდი ბიჭიც ხარ .
-დღეს გავისეიროთ ?
-არ მინდა . -ვუთხარი და მასწავლებლის მოცემული დავალება ჩავინიშნე .
-ბოლო მერხი . ანდრეა გეყო ლაპარაკი . - თქვა მაკამ მკაცრად .
მაკას საყვედურის შემდეგ ზარი დაირეკა. მეგონა ანდრეა კლასიდან გავიდოდა , მაგრამ ის ჩუმად იჯდა და მიყურებდა . ცოტა ხანში კლასში რამოდენიმე ბიჭი შემოვიდა და ანდრეას მოუახლოვდნენ .
-სალამი ანდრო.- მიესალმა ანდრეას ერთ-ერთი მათგანი.
-ახალია ?- ჰკითხა მეორემ ანდრეას და ჩემზე ანიშნა .
-კი . - მკაცრად უპასუხა .
-დღეს გადმოხვედი ?- მკითხეს სხვებმა .
-შენი საქმე არაა. ჩემია - მკაცრად უპასუხა ანდრეამ და შემომხედა.
ზარის დარეკვის შემდეგ ანდრეას მეგობრები კლასიდან გავიდნენ . რამდენიმე საათში გაკვეთილებიც დაგვიმთავრდა.
-ალექსა მოდიხარ ?- მკითხა ტასომ.
-ალექსა ?! ასე დაძახების ნება მოგცა რომ ეძახი ?!- მკაცრი ტონით თქვა ანრეამ .
-კი . ჩემს მეგობარს შეუძლია ალექსადაც მომმართოს .- მკაცრად ვუთხარი ანდრეას და ტასოს გავყევი.
-როგორც გინდა, ალექსა .-მითხრა და კლასიდან გავიდა .
-მე ვთქვი მეგობრებს . -ვუყვირე . ის შემობრუნდა გამიღიმა და თვალი ჩამიკრა , შემდეგ კი გზა განაგრძო .
***
-მამი დღეს სახლში არ მოვდივარ .-დამირეკა მამიკომ .
-რატო მა ?
-სამსახურის გამო კახეთში მივდივარ და ერთი კვირა იქ ვიქნები .
-მამა ოჯახის ბიზნესის გამო თუ გართობის მიზნით?
-ბიზნესის გამო ...ალექსა არ დაიწყო მა რა როცა დავბრუნდები ყველაფერს აგიხსნი . მაღაზიაში შეიარე და რაც გინდა ის იყიდე. გკოცნი სიხარულო .
-მეც მა ...-მამას გავუთიშე და მაქანაში ჩავჯექი. გზად მაღაზიაში შევიარე . როცა ყველაფერი ვიყიდე პარკები მძღოლს მივეცია და მანქანაში ჩავჯექი .
-ტასო . რას შვრები ?-სახლში არ მინდოდა მარტო ყოფნა თან ცუდ ხასიათზე ვიყავი ამიტომ ტასოს დავურეკე.
-რავი გოგო . ჩემები სოფელში წავიდნენ და მე მარტო დავრჩი , შენ ?
-რავი მამა კახეთშია და მე მარტო ვარ სახლში . ისე გოგო არ გინდა ჩემთან დარჩე ?
-კი მოვალ ,მისამართი გამომიგზავნე და მაღაზიიდან რამე ხომ არ გინდა ?
-გოგო მძღოლს გამოვუშვებ და მოგიყვანს .არა ყველაფერი მაქვს . გელოდები... მისამართი მომწერე.
-კაი საიხარულო .- ტასოს გავუთიშე და ტელევიზორი ჩავრთე ...2 წუთში მისამართი გამომიგზავნა მეც მძღოლს ვუთხარი და 15 წუთში ტასო შემომივარდა .
-,,ძეტკა’’ სად ხარ ?
-ტას აქ ვარ .-დავუძახე სამზარეულოდან .
-ქალო ეს რა ლაბირინთში ცხოვრობ ძლივს მოგაგენი .-ტასო მომეხვია და მაშინვე თეფშზე დაწყობილ შოკოლადს დაავლო ხელი . -ცივი ყავა გაქვს ?
-კი მაქვს ... გოგო აპრილია და რა დროს ცივი ყავაა ?
-ოო მიდი გააკეთე რაა ...-ლეკვის თვალებით შემომხედა . -გოგო მამაშენი რამდენი დღითაა წასული ?
-რავი ერთი კვირითო ...შენები ?
-ჩემები 3 დღით ...
მე და ტასო დივანზე დავჯექით და ფილმის ყურება დავიწყეთ ხან ვჭორაობდით ... ფიცა და შოკოლადი ვჭამეთ შემდეგ ყავა მივაყოლეთ .
-ალიო .-ტასომ ტელეფონს უპასუხა ...-მაიცა ვკითხავ ...ალექსა კლუბში წავიდეთ ?
-საად ? რა გვინდა კლუბში ?-უცებ ავფორიაქდი დღეს არ ვაპირებდი კლუბში წასვლას სიმართლე გითხრათ და არც არასდროს ვყოფილვარ .
-ხო წამო რაა ... მაგარი სასტავიაო და თან ძაან პოპულარული კლუბია .-არ მინდოდა რომ ტასო ჩემს გამო სახლში მჯდარიყო ამიტომ დავთანხმდი....
***
-გოგო ისე არ მეგონა ასეთი ტანსაცმელიც თუ გქონდა ...-ტასომ ჩემი კარადიდან ამოიღო ნაცრისფერი ,მოკლე ,მოტკეცილი კაბა .
-აბა რა გეგონა ?!-წარბი ავწიე და გამეცინა .
-გოგო მე თან მაქვს ტანსაცმელი და შენ აარჩიე ახლა რამე .
-მოიცა ახლა არ მითხრა რომ ეს ყველაფერი დაგეგმილი გქონდა!-ვითომ გავბრაზდი...
-,,კანეშნა’’ - აქცენტით მითხრა და გაეცინა ... ტანსაცმლის არჩევა ყოველთვის მიჭირდა , მაგრამ ამ ჯერად სწრაფად ავირჩიე . მოკლედ აგიღწერთ რომელი კაბა ავირჩიე . ე.ი. შავი , მოტკეცილი , ზურგზე ჩახსნილი , მოკლე კაბა რომელიც ძალიან მომიხდა.
-დედას გეფიცები შემშურდა .- ტასო პირ დაღებული იჯდა და მიყურებდა როგორ ვიკეთებდი უკვე ჩაცმული სადა მაკიაჟს.
-რისი ?
-შენი ...
-ჩემი ? რა მაქვს შესაშური ? -ვკითხე გაკვირვებულმა .
-როგორ თუ რა ? შვილო სარკეში იყურები ? მაგარ ვიდზე ხარ შენ თავს ვფიცავარ . ბიჭი ვიყო შეგაბავდი . მაგრამ ბიჭიც რომ ვიყო ანდრეა არ მომცემდა უფლებას რომ მოგკარებოდი .
-ანდრეა ? ანდრეა რა შუაშია ?
-შუაში კი არა თავშია . მაგრად მოეწონე და მაგისი რომ ვიცი თავს არ გაგანებებს .
-ნეტა რა მოეწონა ჩემში ?- ჩემთვის ჩუმად ჩავიბუტბუტე და სარკეში ჩავიხედე ...სარკიდან მართლაც რომ ლამაზი გოგო მიცქერდა . ნაცრისფერ თვალება , სწორი , პატარა ცხვირით , საშუალო , სისხლივით წითელი ტუჩებით და ტალღოვანი, ღია ყავისფერი თმით რომელიც გაეშალა და გვერდით გადმოეწია .
***
-წავედითთთ !- მთელ ხმაზე დაიყვირა ტასომ , მეც კარები გასაღებით დავხურე და სიგნალიზაცია ჩავრთე...კლუბში ტაქსით წავედით რადგა მძღოლი მამას აუცილებლად გადასცემდა რომ კლუბში წავედი მე კი ეს არ მინდოდა...კლუბში შესვლისას ტასომ ორი ბილეთი აჩვენა დაცვას. ბილეთს თვალი მოვკარი და დავინახე რომ VIP-ი ეწერა ...დაცვამ შეგვიშვა ჩვენც შევედით და მართლაც რომ კარგი კლუბი აღმოჩნდა . ლამაზი დიზაინით იყო გაწყობილი . მაგრამ მხოლოდ დიზაინი არ შემიმჩნევია . კლუბში 20-ოდე ადამიანი თუ იქნებოდა რამაც გამაკვირვა .
-ტას ასე ცოტა ხალხი რატოა აქ ?
-გოგო აქ მოსაწვევით ხდება ყველაფერი . ბილეთები არ იყიდება და უცხოც არავინ შემოდის .
-ანუ ჩვენ უცხოები არ ვართ ? -ირონიულად გამეცინა , მაგრამ მისმა პასუხმა უფრო დამაბნია.
-მე კი , შენ არა .
-რეებს ბოდავ ?
-პატარა აბა ვსწავლობ დღესო ? - უკნიდა ვიღაც ჩამეხუტა და ხელები მუცელზე შემომხვია . ტასოს გაეღიმა და გოგოებს მიუახლოვდა რომლების თვალს არ გვაცილებდნენ.
-ვინ ხარ ?... ანდრეა ?! - შევეცადე შებრუნება მაგრამ არ გამიშვა.
-კარგია ხმით რომ მცნობ . -გაეცინა და თავი მხარზე ჩამომადო შემდეგ კი თავისი ცხელი ტუცებით ჩემს კისერს შეეხო რის გამოც სასიამოვნოდ დამბურძგლა .-ოუ არ ვიცოდი ასე თუ აღაგზნებდი . -ისევ გაეცინა , შემდეგ სწრაფად შემომაბრუნა და ჩამეხუტა . - რატო მაგიჟებ ?
***
-შენ სულ გადაირიე ? ავალიანმა მაგიჟებო შენ კიდე რა გააკეთე ?! გაიქეცი , ალექსა ,გაიქეცი ! -კლუბიდან გამოვვარდი , ტასოც გამომყვა .
-ანასტასია , მე გავგიჟდი ?! აბა რა მეთქვა ,,მეც’’ ? რატო წამომიყვანე აქ ?!
-ანდრეამ მთხოვა და მაგიტომ . - ტასომ თვალები მომარიდა და თავის ხელებს შეხედა.
-ტასო არ მითხრა რომ დაგაშინა ! -ტასოს შევხედე და მივხვდი რომ ანდრეამ ის ნამდვილად დააშინა. მე მაგას ვაჩვენებ როგორ უნდა დაშინება. -აქ იდექი ! არ გამომყვე !- ტასოს ,,ვუბრძანე’’ და კლუბში შევვარდი .
-ალექსა ... არ გინდა ...გაჩერდი. -ტასო ჩემს გაჩერებას ცდილობდა მაგრამ უშედეგოდ ... მივუახლოვდი ანდრეას რომელიც ,,ვისკს’’ სვამდა მეგობრებთან ერთად .
-ალექსა ?- შემომხედა გაოცებულმა . მაგრამ გაოცებამ მაშინვე გადაუარა როცა სახეში დავარტყი .
-როგორ გაბედე ! ადამიანები შენი სათამაშოები არ არიან რომ გამოიყენო ! აღარ გაბედო ჩემი მეგობრის დაშინვა და ჩემთან მოკარება ! თორე იცოდე...-ანდრეამ არ დამასრულებინა .
-თორემ რა ? დამარტყვავ ?-ცინიკურად გაიცინა და ,,ნატკენ’’ ლოყას ხელი გადაუსვა .
-ამაზრზენი ხარ ! გული მერევა შენზე !- ვუთხარი და წასვლა დავაპირე მაგრამ მან მაჯაზე ძლიერ მომკიდა და თავისკენ შემომაბრუნა .
-რამდენის უფლებას აძლევ შენ თავს ?! -გამწარებულმა შემომხედა .
-იმდენის რამდენსაც შენ მიბედავ ! ანდრეა სათამაშო გგონივარ ? - ანდრეა ხელს უფრო მიჭერდა რის გამოც თვალები ცრემლებით ამევსო.-მართლაც რომ ამაზრზენი ხარ ! ლაჩარი ! ამბობ რომ ქალზე გიჟდები და იმავე ქალს სტკენ ?-მაჯაზე მივუთითე რომელის მთლიანად გაწითლებულიყო . უცებ მან ხელი გამიშვა და მეც ამოვისუნთქე ... -აღარ მომეკარო ! - ყოველთვის ასეა როცა ვჩხუბობ ყოველთვის მეტირება , თითქოს ბოღმა მახჩობს ახლაც ასე მოხდა ანდრეას თვალწინ ცრემლები წამომივიდა მას კი სახეზე ფერი გადაუვიდა ...
-ალექსა...
-ნუ მეძახი ეგრე მე შენთვის ალექსანდრა ვარ და არა ალექსა ! -მკაცრას ვუთხარი და ტასოსთან ერთად კლუბი დავტოვე .
***
მთელი ღამე არ მეძინა ვფიქრობდი ანდრეაზე ...დილით წერილი მომივიდა უცნობი ნომრიდან. მივხვდი რომ ანდრეა იყო ამიტომ ტელეფონი გავთიშე . ,,ალექსა , გთხოვ მაპატიე . არ მინდოდა რომ რამე გტკენოდა. ხო გართობა მინდოდა მაგრამ იმ ღამის შემდეგ სხვა თვალით შემოგხედე . არ ვიცი ეს რა გრძნობაა ... გთხოვ მაპატიე ‘’ . ის ისეთი უხეშია მაგრამ თან ნაზია ... ოო ერთი დღის გაცნობილი ტიპის გამო სკოლა რატო უნდა ვაცდინო ? მაგრამ სკოლაში წასვლაც არ მინდოდა...გაცდენაც არ შემეძლო ამიტომ ავკრიფე სასკოლო ნივთები და ტასოსთან ერთად წავედი სკოლაში.
-არ გეძინა ხო ? ხელიც გტკივა . -ტასომ მორცხვათ მკითხა და ხელზე მანიშნა .ხელი მართლაც რომ მტკიოდა . -ბინტით რატომ არ შემოიხვიე ?
-ტასო ეს შენი ბრალია არაა , დაწყნარდი ...- ვამშვიდებდი მაგრამ არ გამომდიოდა.
მძღოლმა სკოლასთან გაგვიჩერა და ჩვენც გადავედით ...კლასში შევედით და დავინახე ანდეა რომელიც იჯდა თავის მერხთან და ტელეფოს ხელში ნერვიულად ათამაშებდა . როგორც კი დამინახა სკამიდან ახტა და სწრაფად მომიახლოვდა .
-რომ გწერ რატო არ მპასუხობ ?! -აშკარად ეტყობა ნერვიულობდა ბიჭი .
-გაიწიე ! - ცალი წარბი ავწიე და შევეცადე მოვშორებოდი .
-არა , ჯერ უნდა მომისმინო ! - კლასელებმა შემოგვხედეს და ჭორაობა დაიწყეს .
-ტონს დაუწიე ! ვგავარ შენს ნაშას ხმას რომ მიწევ ?!
-ალექსა...-გაგრძელება უნდოდა მაგრამ...
-ალექსანდრა !-მკაცრად შევუსწორე და მოვცილდი , ანდრეა კი იდგა და თავისთვის , ჩუმად იგინებოდა .
***
-ბოდიში ...- ბოლო გაკვეთილზე მითხრა და მერხს შეხედა . მე ხმა არ გამიცია ან რა მეპასუხა ,,კაი არაუშავს გპატიობ ‘’ თუ ,,არ მჭირდება შენი ბოდიში ‘’ ? -გინდა დღეს გავისეირნოთ ?
-კი , რატომაც არა . -ჩემმა პასუხმა არა მხოლოდ ის გააოცა . ვერ ვიჯერებ რომ დავთანხმდი . -პაემანია ? - სერიოზულად შევხედე .
-რაც გინდა ის დაარქვი ...4-ზე მოგაკითხავ .
-კარგი ...-მიუხედავად იმისა რომ მას არ ეღიმებოდა ვიცოდი რომ გულში მაინც უხაროდა . რატო დავთანხმდი ? მინდა გავიგო რატომ აკეთებს ამას . ხო კაი ვის ვატყუებ რაა ?... მინდოდა სეირნობა მაგრამ მარტო გასვლა არ მინდოდა , ტასოსთან არ მინდოდა მოწყენილი ივლიდა ამიტომ ყველაზე კარგი ვარიანტი ანდრეა იყო .
***
4-ის ნახევარი იყო ჩაცმა რომ დავიწყე . მთელი კარადა გადავაბრუნე , ბოლოში კი თეთრი ფერის გახეული ჯინსი , შავი მაისური თეთრი ფერის წარწერით ,,My Heart is Broken’’ და თეთრი კეტები ჩავიცვი. თმები გავიშალე , თვალები კი შავი ფანქრით მოვიხატე ... ზუსტად 4საათი იყო კარზე ზარმა რომ დარეკა , გამეღიმა ... კარი გავაღე და გავშეშდი ჩემს წინ მართლაც რომ სიმპატიური ბიჭი იდგა . აქამდე რატო ვერ ვამჩნევდი მის სილამაზეს ? მოკლედ შეჭრილი შავი თმა , მწავენი თვალება , სწორ ცხვირა , საშუალო ზომის მოვარდისფრო ტუჩებით , მაღალი და ტანადი .ღია ფერის ჯინსის შარვალში და შავ მაისურში ჩაცმული იდგა და მე მიყურებდა ...
-წავიდეთ ? - გონს მოეგო და მკითხა .
-კი ... - კარები დავხურე და გავყევი. დაცვას ვუთხარი რომ საღამოს დავბრუნდებოდი . დასაწყისში ჩუმად მოვდიოდით შემდეგ კი ეს სიჩუმე ანდრეამ დაარღვია.
-მაპატიე ? - არც შემოუხედავს ისე მკითხა.
-ქალის ცრემლები გულს გტკენს ?
-რაა ? -ჩემმა შეკითხვამ ნამდვილად დააბნია ალბად ასეთ კითხვას არ ელოდა .- დამოკიდებულია რამდენს ნიშნავს ის ქალი ჩემთვის ...მაპატიე ?
-არ ვიცი ...
-არ იცი ? ეგ როგორ ? -გაეცინა ... მისი ღიმილი ჭკვას მირევს , აქამდე თუ მაღიზიანებდა ახლა მსიამოვნებს .
-არ ვიცი ...-ორივეს გაგვეცინა .
-წინა ღამეს ისეთი იყავი სიმორცხვე არც გეტყობოდა და ახლა ისეთი ნაზი ხარ მეშინია რომ მოგეკარო არ დადნე. -ისევ მისი ღიმილი . მისი ბოხი მაგრამ ამავე დროულად ნაზი ხმა...
-თქვენ კაცებს ვერ გაგიგებთ რაა ... თუ ჩუმად ვართ ,,რატო ხარ ჩუმად’’ თუ ვღრიალებთ გაჩუმდის გვეუბნებით .
-შენ რა იცი როგორები ვართ? ბევრი გყავდა ?
-მხოლოდ ერთი და ისიც შეცდომა იყო.
- შეცდომა ? რატო ?
-არ მინდა მასზე საუბარი .- გამახსენდა ნიკა რომელიც ყველაზე მეტად მეზიზღება . ის ...ის არანორმანული არსება რომელმაც ბოლო წელი ცხოვრება ჯოჯოხეთად მიქცია .
- როგორც გინდა . არ დაგაძალებ როცა მოგინდება მაშინ მომიყევი .
-და შენ ?
-რა მე ?
-ბევრი გყავდა ?
-უფფ . სიმართლე გითხრა და შეყვარებული არ მყოლია , მხოლოდ ნაშები .არამგონია გაინტერესებდეს. წამო გავისეირნოთ .
-წამო .
***
-მადლობა რომ მომაცილე ... გინდა შემოხვიდე ?
-ალექსა ჯერ ერთი მარტო ხარ და არავის უნდა ენდო მათ შორის მეც , მეორე კი ეგ მეორე პაემანზე იყო ...-თვალი ჩამიკრა .-გახდები ჩემი შეყვარებული ?
-მეღადავები ? - მართლა მეშინია იმის რომ მეღადავება და დღეს რომ ვუთხრა ,,კი’’ ხვალ ყველა გაიგებს რომ ,,ანდრეა გაეღადავა ახლა გადმოსულს’’ .
-გგონია ?
-და ხვალ ყველას ეცოდინება რომ დამაბოლე ?
-ალექსა ... რეებს ამბობ აბა ? როგორ ფიქრობ რომ მინდოდეს შენი დაბოლება ამდენ საათს შენთან გავატარებდი ?-ცალი წარბი აწია და გაეცინა . რატომღაც მგონია რომ ცრუობს მაგრამ მაინც გავრისკე შემდეგ რომ არ მენანა.
-კარგი .
-რა კარგი ?
-ბოთე თანახმა ვარ -თქო . -ხოო მეც არ მჯერა ამის მაგრამ მაინტერესებს რას ვგრძნობ მის მიმართ . უბრალოდ რაღაც მიზიდავს მასში .
-ღადაობ ? -გახარებულმა გულში ჩამიხუტა . -ახლა კი ადი და დაიძინე .
-ანდრეა ?
-რაა ?
-ხვალ ვიღაცამ რომ თქვას ,,ანდრეამ ახალ გადმოსული გოგო დააბოლა’’ დაგმარხავ . გაიგე ?
-ოო ჩემმა ფისომ გამოაჩინა კლანჭები ? ნუ ღელავ პატარა ეგეთი არაფერი იქნება . ძილი ნებისა . -შუბლზე მაკოცა და წავიდა . მიხარია მაგრამ თან გული ცუდს მიგრძნობს . მეორე მე მეუბნება რომ არასწორედ მოვიქეცი .
***
პარასკევი , დღე რომელიც ყველაზე მეტად მიყვარს . სკოლაში წასვლაც მიხარია ...ჩავიცვი შავი შარვალი ნაცრისფერ მაისურთან ერთად და ნაცრისფერი კეტები , თმა გავიშალე თვალებიც როგორც ყოველთვის შავი ფანქრით მოვიხატე ...კლასში შესვლისას ყველამ მე შემომხედა . და ჩურჩული დაიწყეს ,,ანდრეამ ახალი გოგო დააბოლა ‘’. ვიცოდი ჩემ მეორე მეს უნდა დავუჯერო ხოლმე . ხოლმე კი არა ყოველთვის !. ანდრეა იდგა თავის მერხთან და საძაგლურად მიღიმოდა .
-ერთით ერთი პატარავ . - ეს თქვა და ყველას გაეცინა . ჯერ შოკში ვიყავი , გული , გული მტკიოდა . მან მე მომატყუა ! მაგრამ მერე მივხვდი არ მივცემდი იმის უფლებას რომ დავემცირებინე .
-პატარა ?! ანდრეა რა იყო , ისე ,,დაგევასე’’ რომ სიზმრებშიც მე მხედავ ? -მეც არ მოვაკელი ცინიზმი . ჩემი სიტყვების გაგონებისას სახეზე ღიმილი გადაუვიდა .
-შენ ...
-რა მე ? -მივუახლოვდი და ყურში ჩავჩურჩულე .- ორით ერთი , პატარავ . -ბოლო სიტყვა სწერვულად გამოვთქვი რაზეც გაბრაზდა .
-ბავშვებო დასხედით . სწარაფად დაიკავეთ თქვენი ადგილები . -მაკა შემოვარდა საკლასო ოთახში . -მოკლედ ახალი მოსწავლე დაგვემატა . ნიკა დევდარიანი.
-რაა ? -მთელ ხმაზე დავიყვირე და წამოვხტი სკამიდა .
-ალექსანდრა ძვირფასო რა გაყვირებს? -მისი ხმა ...მისი ბოხი ხმა რომელიც ჯერ კიდევ მაგიჟებს .
-ნიკა ... აქ რა გინდა ? როგორ მიპოვე ? -აკანკალებული ხმით ვკითხე .
-გულმა გიპოვა , ბუტია , გულმა . მომენატრე სიხარულო . -ხელები გამოწია რომ ჩამხუტებოდა . ბავშვები და მასწავლებელი გაკვირვებულები გვიყურებდნენ .
-ხელები გაწიე სანამ არ დაგამტვრიე . -შევუბღვირე და ზურგით მასწავლებლისკენ წავედი რომელიც დაფასთან იდგა .
-როგორ მიყვარს შენი მწარე ენა . ბუტია მომენატრე . -ისევ გაიცინა . ანდრეა კი იჯდა გაბრაზებული და გვიყურებდა .
-თქვენ რა იცნობთ ერთმანეთს ? (მაკა)
-ძალიან კარგად . ეს ანგელოზი ჩემი შეყვარებულია და მომავალი ცოლი ...ალექსა მოდი ჩაგეხუტო , მომენატრე .
-ყოფილი...ნიკა ისევ იწყებ ? - თვალები ცრემლებით ამევსო და ტირილისთვის მოვემზადე .
-არ გაბედო და არ იტირო ! ...ხომ გითხარი ნუ ტირიხარ ! - ნიკამ ხმას აუწია და მოახლოვება ეცადა .
-მომშორდი . კედევ იწყებ ხო ? კიდევ ?! დავიღალე ნიკა დავიღალე ! - დაფასთან დავვარდი და ტირილი დავიწყე .
-ნუ ტირიხარ ...გთხოვ ...
-აქ რა გინდა? -ცოტათი დავწყნარდი და ვკითხე.
-შენს გამო ვარ .
-ნიკა სადამდე გაგრძელდება ეს ყველაფერი ? არ დაიღალე .
-არა სულაც არ დავღლილვარ უბრალოდ მიყვარხარ შენ კი ეს ვერა და ვერ შეიგნე .
-ამაზე ამბობდი ? (ანდრეა )
-ეს შენი საქმე არაა !-შევუბრვირე მას . ანდრეამ მკაცრად ამომხედა . -გენატრებოდი ? -ისევ ნიკას დავუბრუნდი .
-ძალიან . -მჯერა მისი . ნიკა შეიძლება არაა მთლად ნორმანული მაგრამ არასდროს ცრუობს .
-მჯერა . - ვუთხარი და ჩავეხუტე . რატო ჩავეხუტე თუ ამდენი ხანი გავურბოდი ? არა არ ჩავხუტებულვარ იმისთვის რომ ანდრეას ვატკინო ჩავეხუტე იმიტომ რომ არ შემიძლია ვთქვა რომ ნიკა ყოველთვის მტკენდა , არ შემიძლია რადგან ერთ დროს ის მაბედნიერებდა . ის მაძლევდა სითბოს . ჩემი მოყოლილიდან ალბად გგონიათ რომ ნიკა გიჟია , სინამდვილეში მე ვატკინე მას... მე ვაქციე ისეთად როგორიც ის ახლაა.
-ბუტია მიყვარხარ !-თავზე ხელი ნაზად გადამისვა და ჩამეხუტა .
-გულს აღარ მატკენ ?
-აღარასდროს !
ალბად გაინტერესებთ ვინ არის ნიკა დევდარიანი . ნიკა ჩემი ყოფილია ერთ დროს მიყვარდა კიდეც მერე ვუთხარი რომ უნდა დავშორდეთ რადგან ზედმეტად მაკონტროლედა . ნიკა შავი თმით ,ყავისფერი თვალებით , სწორი ცხვირით , დიდი ტუჩებით , მაღალი და საშუალოდ დაკუნთული ბიჭია . ხო ძალიან სიმპატიურია. ერთხელ 3 ბიჭი ცემა იმის გამო რომ უბრალოდ შემომხედეს და ჩემზე ჩურჩული დაიწყეს . ხო ზოგ გოგოს მოეწონება რომ მისი ,,პარტნიორი’’ იცავს და ეჭვიანობს მასზე . მაგრამ ნიკამ მე მიმისაკუთრა როგორც ნივთი . ნიკამ მამის მემკვიდრეობა 17 წლის ასაკში მიიღო . მამამისი იყო მამაჩემის პარტნიორი და ოჯახებითაც ვმეგობრობდით .ჩვენი დაშორებიდან ერთი კვირის შემდეგ ლევანი ბიძია გარდაიცვალა . მამის სიკდილის შემდეგ ნიკა განადგურებული იყო . მე ვცდილობდი გამემხიარულებინა მაგრამ ტყუილად ვცდილობდი ნიკამ მომიშორა ,გამაგდო მითხრა რომ აღარ უნდოდა ჩემი ნახვა .შემდეგ სულ ახალ გოგოებთან ერთად დადიოდა მე არაფერს ვამბობდი .ის გულაობდა , მე ვსწავლობდი . როცა ბიჭი მეკარებოდა შემდეგ დღეს ნაცემი მოდიოდა და მეუბნებოდა არაფერი გამოგვივაო. მე ვეცადე ნიკა გონს მომეყვანა მაგრამ არაფერი გამომდიოდა მის გამო ყველაფერს ვაკეთებდი მან კი ფეხებზე დამიკიდა. ნიკა სულ დამზდევდა და როცა მოვუახლდებოდი ისეთებს მეუბნებოდა რომ ტირილს ვიწყებდი .ამიტომ ნიკას რომ აღარ ვენახე მამამ იქიდან წამომიყვანა. გადავედი ახალ ქალაქში ორი დღის შემდეგ ნიკამ მიპოვა , . აქ ცამოსვლამდე კიდევ ორი ქალაქი გამოვცვალე . მეგონა ნიკა ვერ მიპოვიდა მაგრამ შევცდი . მან მაინც მიპოვა ...
***
-ალექსა , ჩემო ცხოვრებავ აბა მომიყევი უჩემოდ ერთობოდი ? -დასვენებაზე ნიკა მომიახლოვდა და ვითომ ტკბილი ხმით ცდილობდა გაეგო მქონდა თუ არა ვინმესთან ურთიერთობა .
-არა ...-არც შემიხედავს ისე გავეცი პასუხი .
-შემომხედე !
-რა გინდა ?
-რატო არ მიყურებ , მატყუებ ხო ? ის ბიჭი ვინაა? -ანდრეას შეხედა .
-კლასელი .
-მაგას მეც მივხვდი ... მე გეკითხები რა პონტში ჩაერია ჩვენს საუბარში.
-აუ დაიკიდე რა ! თუ ისევ იწყებ ?!-იმხელა ხმაზე ვთქვი რომ ყველამ ჩვენ შემოგვხედა ანდრეას ჩათვილით .
-ხმას დაუწიე ! ...-ჩანს რომ გაბრაზდა მაგრამ მერე მოდუნდა .-უბრალოდ გკითხე .
-ხო და ნუ მეკითხები ეგ შენ არ გეხება !
-მეხება , შენ ჩემი ...-უნდოდა ეთქვა მაგრამ.
-შეყვარებული ?! ყოფილი! ყო-ფი-ლი! -წინ დავუდექი და თვალებში შევხედე , მაგრამ შემდეგ ქვემოთ დავიხედე . რატო ? ნიკას თვალებში როცა ვუყურებ ყველაფერს ხვდება .
-ქალბატონა აბა ერთი თვალებში შემომხედე ...-ჩემი სახე აწია და თვალებში შემომხედა . ყველა ანდრეას ჩათვლით გაკვირვებულები გვიყურებდნენ . კიდევ კარგი დიდი დასვენება გვქონდა თორემ ჩვენ ჩხუბს გაკვეთილზეც გავაგრძელებდით . -იტყვი რისი თქმა გინდა ? ხო იცი თუ არ იტყვი იტირებ . -გაეცინა .
-ისევ შენი ხრიკები ? ნუ მიყურებ თვალებში !
-ჩემო პატარა შენ ჩემი ხუთი თითივით გიცნობ ხო იცი რომ ვერაფერს დამიმალავ .
-ნიკა ...მომწყდი თავიდან სანამ სკამი არ გადაგატეხე მაგ უტვინო თავზე.
-კიდე გახსოვს ის ილეთები ? უიმ მეც რას გეკითხები რა , ხო ვიცი რომ კარგი მასწავლებელი გყავდა . -ორივეს გაგვეცინა მაგრამ მერე მოვტვინე და დავსერიოზულდი.-კაი რა პაწ , ძალიან გიხდება ღიმილი . გამირიმე კიდე რა ...
-ჩემი ღიმილის ნახვის ღირსი არ ხარ !
-მაკოცებ ?
-რეებს ბოდავ შენ ?!
-მოდი ჩემთან ...-ეს მითხრა და თავისკენ მიმიზიდა .
-ნი...კა...
-ვიცი რომ გინდა მაკოცო . მეც მინდა ...მომენატრა შენი ბაგეები .
-გთხოვ...არ გინდა ...-დახედა ჩემს ტუჩებს და ყურში ჩამჩურჩულა- ისევ ისეთი ხარ როგორიც წინათ ?
-სულაც არა !
-ანუ არ შეცვლილხარ .
-და შენ ? შენ შეიცვალე ?
-კი ... მივხვდი რა შეცდომებიც დავუშვი ამიტომ ჩამოვედი რომ დაგიბრუნო .
-დამიბრუნო ? ვგავარ მე ნივთს ? ნიკა გამანებე თავი რა !
-მერე დაგელაპარაკები !-ნიკა ჩემს მერხს მოსცილდა რადგან ანდრეა უნდა დამჯდარიყო . თანაც გაკვეთილი დაიწყო .
***
-ამაზე ამბობდი ? - შუა გაკვეთილში ნიკამ გადმომხედა . მასწავლებელი კი გაკვეთილს ხსნიდა.
-რაა?-გავხედე.
-ყოფილი მყავსო რომ თქვი ესაა ?
-რა შენი საქმეა ?
-ნუ მიბღვერ !
-აუ როგორ დავიღალე რა ერთი ,,ტონს ნუ უწევ ‘’ მეორე ,,ნუ მიბღვერ ‘’ ვაფშე არ გინდათ დაა***ოთ ?!-ჩუმად მაგრამ მკაცრად ვუთხარი .
-წესივრად !- მე კი ჩუმად ვლაპარაკობდი ამან კი ხმას აუწია რის გამოც ნინო(ქიმიის მასწი) გაბრაზდა .
-ავალიანი , აბა გამოდი აუხსენი ბავშვებს გაკვეთილი . ისე კარგად იცი ეს თემა რომ სალაპარაკოდ მოიცალე ?!-აუ ამ მასწავლებლებმა რა იციან რა . თან ერთი და იგივეს რომ იმეორებენ .
-მას , ნუთუ მარტო ავალიანი საუბრობდა ? იმდენადაც არ აკლია თავის თავს რომ ესაუბროს ? თუ მას სჯით მეც დამსაჯეთ .-ვერ ვიტან უსამართლობას . ჩემ მტერსაც დავიცავ თუ უსამართლოდ მოექცევიან .
-ალექსანდრა საყვარელო შენ ნუ ღელავ. -ანდრეამ გამიღიმა და დაფას მიუახლოვდა . ხუთ წუთში დაფაზე მთლიანი გაკვეთილი დაწერა რამაც ,,მასწი’’ გააოცა შემდეგ კი ყველაფერი დაწვრილებით ახსა .
-კაი , დაჯექი ავალიანი 10. -ანდრეამ სწერვულად გაუღიმა და დაჯდა .
***
7-ის ნახევარი იყო რომ ფიზიკის მასწავლებელთან წავედი . მძღოლი სახლში გავუშვი , რადგან სეირნობა მინდოდა . 7-ი იყო მასწავლებელთან რომ მივედი 8-ზე კი გამომიშვა. ძალიან დაღლილი მოვსეირნობდი . მომიწია ერთი უბნის გავლა , რომელზეც ამბობდნენ რომ ყველა ,,ცუდი ტიპი’’ საღამოობით აქ იკრიბებოდა. უცებ რაღაც ხმები მომესმა .
-ჰეი ლამაზო ! ხომ არ დაგეხმაროთ ? - შევბრუნდი და სიბნელეში 6 ბიჭი დავინახე რომლებიც მიყურებდნენ და იცინოდნენ.
-საჭირო არაა ...მადლობა შემოთავაზებისათვის . -მივბრუნდი და წასვლა გადავწყვიტე .
-მოიცა სად მიდიხარ ? ჯერ გაგვართე .
-ვგავარ მასხარას ?!-ტონს ავუწიე და ისევ მივუბრუნდი .
-ეე მოიცა შენ ის არ ხარ ?-მეორე ბიჭი ჩაგვერთო ლაპარაკში .
-ვინ ის ?
-ავალიანის გოგო ... მოიცა რა გერქვა ალე...ხო ალექსანდრა ...
-ხო ალექსანდრა ვარ მაგრამ ...-ვაპირებდი მეთქვა რომ ,,ანდრეას გოგო არ ვარ ‘’მაგრამ არ დამაცადეს .
-ბიჭო გაანებე თავი... ანდრეამ რომ გაიგოს ხო იცი მაგარი დაგ***ძრევა.
-მკი*ია!
-არ გირჩევდით !-ანდრეა?! ნამდვილად მისი ხმა იყო .
-ოო ვინ მოსულა ...-ვითომ გაუხარდა მათ ,,ლიდერს ‘’
-წამოდი ალექსა ... -ხელი მომკიდა და ბიჭებს შეუბრუნდა.-თქვენ მერე მოგხედავთ !-მკაცრად უთხრა და წინ გამიძღვა.-ამ უბანში რა გინდოდა?-როცა მოვცილდით ბიჭებს საუბარი დაიწყო.
-და შენ ?
-მე პირველმა გკითხე .
-მასწავლებლისგან მოვდიოდი .
-აქ აღარ გაიარო .
-რატო?
-არ გაირო და ,,ვსიო’’ რა .
-კაი ...რატო გადამარჩინე ?
-უნდა დამეტოვებინე ?
-და რატომაც არა ?! ... ვიცოდი რომ ტყუილი იყო შენი ,,სიყვარულის ახსნა’’
-მაგრამ დამიჯერე .-სერიოზულად მითხრა და წინ გაიხედა.
-ხოო... დებილი ვარ და მაგიტომ ...
-შენ კი არა მე ვარ დებილი ... არ უნდა მოვქცეულიყავი ეგრე ...
-წარსულს ვერ დავაბრუნებთ .
-ხო მაგრამ აწმყოში მომავლის შეცვლა შეგვიძლია ...შევცვალოთ?.
-ნწ. აღარ მჯერა შენი...მადლობა რომ დამეხმარე და მომაცილე ...- ვეცადე გამეღიმა მაგრამ... სახლში შესვლისას ფრთხილად გავიხედე გარეთ .ანდრეა ისე მანდ იდგა , ხელები შარვლის უკანა ჯიბეში ჩაეწყო და იმ ადგილს უყურებდა სადაც წინა ღამით ,,სიყვარული’’ ამიხსნა .
***
-ალექსა... სალაპარაკოდ გცალია ?- კლასიდან გამოსვლამდე ანდრეამ დამიძახა .
-კი...
-წამო მაშინ კაფეში გავიდეთ .
-კარგი...- მძღოლი გავუშვი და ანდრეას მანქანით კაფეში გავედით .
-მოდი შეკვეთა მივცეთ და დავილაპარაკოთ კაი ?-კაფეში დავჯექით და ანდრეამ მიმტანს დაუძახა . შევუკვეთეთ ორი ცივი ყავა და ორი ცალი შოკოლადის ნამცხვარი. -მოკლედ ალექსა მალე ბანკეტი იქნება და მინდა რომ ჩემი მეწყვილე იყო .
-არა ...
-რა არა ?.. მოიცა უარს მეუბნები ? -ყავა გადასცდა და თვალებდაჭყეტილი ჩემს პასუხს დაელოდა.
-ხო ...არ მინდა .
-აბა ნიკასთან გინდა ? -წარბი აწია და ისეთი ღიმილით გამიღიმა რომელიც მაგიჟებს .
-არა ...-ყავის სმას შევუდექი .
-აი მას კი სურს ...ამიტომ გადაწყვიტე საყვარელო ჩემთან ერთად წახვალ თუ მასთან ერთას ?
-საყვარელო ?!-ჩემთვის ჩუმად ვთქვი .- მოკლედ არც შენ მჭირდები და მითუმეტეს არც ნიკა დადიანი !
-მითუმეტეს ? ...მოკლედ სანდრა გაძლევ დროს . იფიქრე და ხვალ სკოლაში მითხარი კაი ?
ცოტახანი ჩუმად ვიჯექით შემდეგ კი ანდრეამ სახლში მიმიყვანა . მადლობა გადავუხადე და სახლში შევედი ... მთელი ღამე ვფიქრობდი ვისთან ერთად წავსულიყავი . ‘’ნიკა თუ ანდრეა ‘’ მთელი საღამო ამას ვიმეორებდი . მამაჩემი როგორც ყოველთვის სახლში გვიან მოდიოდა , ამიტომ ხშირად ვერ ვხედავდი . სიმართლე გითხრათ და ეს სულაც არ მანაღვლებდა . ხო ბოლო 5 წელი მამა მზრდიდა მაგრამ მთლიანობაში მამა კი არა ძიძა მზრდიდა . ამიტომ მივეჩვიე უდედობასაც და უმამობასაც ... 12 საათი იყო მამა რომ დაბრუნდა . მომესალმა , ლოყაზე მაკოცა და დასაძინებლად წავიდა . მთელი ღამე არ მეძინა მიუხედავად იმისა რომ , ყველაფერი დიდი ხნის გადაწყვეტილი მქონდა . ცივი ყავის სმით დილა დადგა . ჯინსის შარვალი ჩავიცვი და თეთრი მაისური წარწერით ,, I CHOOSE YOU ‘’ . ფეხზე თეთრი კეტები . თმა გავიშალე , თვალები შავი ფანქრით მოვიხატე.
***
-ბავშვებო მალე ბოლო ზარი იქნება ამიტომ ახლა უნდა თქვათ ბანკეტზე ვინ ვისთან ერთად მოდის , იმიტომ რომ ,მერე დრო აღარ გვექნება. ... ჰე აბა თქვით ვინ ვისთან , რომ ჩაგწეროთ . -გაკვეთილების ბოლოს მაკამ დაგვტოვა .
-მაკა ,,მას’’ მე და ანდრეა ერთად . - ხო ანდრეა ავირჩიე . ნიკამ გამწარებულმა შემომხედა , ანდრეამ კი გაიღიმა .
-არა ! -წამოიყვირა ნიკამ .
-შენ არავინ გეკითხება.-ანდრეამ ნიკას შეუბღვირა და ისევ მე შემომხედა.
-ალე შენი პირობა დაგავიწყდა ?!-ნიკა ადგა და მე მომიახლოვდა .
-რა პირობა ? -დაინტერესებულმა ანდრეამ შემომხედა.
-ალექსა დამპირდა რომ ერთად წავიდოდით ბანკეტზე.
-ნიკა მაშინ დაგპირდი სანამ იმას ...-ხმა ჩამიწყდა და ძირს დავვარდი . ტირილი დავიწყე , ანდრეა მაშინვე მომიახლოვდა და ჩემი სახე თავის ხელებში მოიქცია .
-ამისი დედა***ყან ხომ გითხარი რომ ვერ ვაზროვნებდი . -ნიკამ ხმას აუწია . მაკა მის დაწყნარებას ცდილობდა მაგრამ უშედეგოდ .
-ალექსა მომიყვები რა მოხდა ? -ანდრეა სახეზე ნაზად მომეფერა .
-ანდრეამ მიშველე ...გთხოვ მასთან არ დამტოვო...-ჩუმად ვუთხარი ანდრეას რომელსაც ყელზე ძარღვები დაებერა .
-რაა ?! რა თქვი ?!-გაცოფებული ნიკა მომივარდა და ფეხზე ამაყენა . -რეებს ბოდავ ?! რეებს ?!-ნიკა ყვიროდა მანამდე სანამ ანდრეამ არ დაარტყა .
-როგორ ბედავ ?!- ანდრეა წაქცეულ ნიკას მიუვარდა . პირველად ვნახე ანდრეა ასეთ მდგომარეობაში , რაღა ანდრეა ეგეთი ნიკა პირველად ვნახე . ვერავინ ვერ ერეოდა ნიკას და აი გამოჩნდა ის ვისაც მისი დამარცხება შეეძლო ... ანდრეას ვაჩერებდი არ მინდოდა ნიკას მისთვის რამე დაემართა . ბოლოს ადგა და ჩამეხუტა . -პრინცესა სულ შენთან ვიქნები ...რომც გამაგდო არ დაგტოვებ , ვერ დაგტოვებ ...
***
-ნუ ტირი გთხოვ ... - ანდრეა ჩემთან წამოვიყვანე და ჭრილობების დამუშავებას შევუდექი .
-არ ვტირი ...- არ მინდოდა ტირილი მაგრამ ვერ გავუძელი . ანდრეამ უცებ ხელში ამიყვანა და კალთაში ჩამისვა . თმა გამისწორა და ნაზად მაკოცა .-გაჩერდი ...- უცებ წამოვხტი .
-რა მოხდა ? - გაოცებულმა შემომხედა.
-რატო უნდა მჯეროდეს შენი ? შენ ხომ წინაზე მომატყუე .
-ალექსა წინაზე მხოლოდ შურისძიების წყურვილი მკლავდა და ახლა შენს გარდა არავინ მჭირდება ...
-შეიძლება სიმართლეს ამბობ მაგრა მე არ გენდობი . ვერ გპატიობ .
-ალე უფალმა ხალხს ჯვარზე აცმა აპატია და შენ ამას ვერ მპატიობ ? -ანდრეა ადგა და მომიახლოვდა .
-არ შემიძლია გესმის ! არ შემიძლია ... მგონია რომ ისევ მომატყუებ .
-გთხოვ კიდევ ერთი შანსი მომეცი . -ცოტახანი ვიდექი და ვუყურებდი შემდეგ ვერ გავუძელი მივუახლოვდი და ვაკოცე .
-არ მანანებინო ეს ანდრო .
-არასოდეს . - ჩამეხუტა და შუბლზე მაკოცა . -მომიყვები ნიკაზე და თქვენს ურთიერთობაზე?
-ახლა ?-თვალებში შევხედე .
-ხო ...თუ არ გინდა ...-დასრულება არ ვაცადე.
-მინდა ... -დივანზე დავჯექი , ანდრეაც მომიჯდა . -მე და ნიკა ბავშვობიდან ,,ერთად ვართ’’. ნიკა ჩემზე მხოლოდ რამდენიმე თვითაა უფროსი ამიტომ ერთ კლასში ვსწავლობდით .ყოველთვის ვმეგობრობდით და კარგად ვუგებდით ერთმანეთს .ნიკა ყოველთვის მიცავდა , ჩემს თაყვანისცემლებს კი ისე ცემდა რომ მშობლები ვერ ცნობდნენ . -ამის გახსენებისას გამეღიმა რაც ანდრეას არ გამოპარვია . - ერთ საღამოს ოჯახებით შევიკრიბეთ . მაშინ 14-ის ვიყავით . ნიკას დედამ ხუმრობით თქვა რომ კარგი წყვილი ვიქნებოდით . იმ საღამოს მე და ნიკამ ერთმანეთს სხვა თვალით შევხედეთ . მან ჩემში მეგობარი კი არა ქალი დაინახა მეც მასში მამაკაცი და არა დიდი ხნის მეგობარი. საღამოს სანამ ჩვენი მშობლები საუბრობდნენ მე და ნიკა საქანელაზე ვიჯექით და ვკატაობდით . უცებ მან მითხრა რომ ჩემს მიმართ რაღაც გრძნობა ქონდა რომლის ახსნაც არ შეეძლო . მეც იგივე ვუთხარი . შემდეგ ის ადგა და მომიახლოვდა ჩემი საქანელა ხელით დაიჭირა და მაკოცა . ის კოცნა ჩემთვის პირველი იყო . იმ საღამოს შემდეგ მე და ნიკა ერთად ვიყავით არა როგორც მეგობრები არამედ როგორც შეყვარებულები. ყველა ბიჭმა იცოდა ვისი შეყვარებული ვიყავი ამიტომ არ მეკარებოდნენ. მე და ნიკა ბედნიერები ვიყავით .გარშემო მყოფებსაც ვერ ვამჩნევდით . ყველას ჩვენი შურდა მშობლებს კი უხაროდათ რომ ერთად ვიყავით . როცა 16-ის ვიყავით ლევანი ბიძია, ნიკას მამა გარდაიცვალა მაშინ ნიკა გაგიჟდა . არავის იკარებდა . ვეღარ ვცნობდი . ამიტომ ერთხელ როცა მივხვდი რომ მას აღარ ვუნდოდი ვუთხარი რომ უნდა დავშორებულიყავით იმ ღამეს ნიკა დათვრა მე კი სახლში წავედი . მამაჩემი სახლში არ იყო, ბიზნესის გამო სხვა ქალაქში წასულიყო . უცებ კარზე ზარმა დარეკა მეგონა მამა იყო ამიტომ გავაღე , მამა კი არა ნიკა იყო . ბოთლით ხელში იდგა . ,,ალექსა მინდიხარ . ‘’ ეს მითხრა და სახლში შემომივარდა . ხელში ამიტაცა და ჩემს ოთახში გამიყვანა . ვეხვეწებოდი ხელი გაეშვა მაგრამ ის ყურადღებას არ მაქცევდა . ბიჭი რომელიც სიცოცხლეზე მეტად მიყვარდა ჩემს გაუპატიურებას აპირებდა . -ანდრეას კისერზე ძარღვები დაებერა , თვალები კი სისხლით აევსო . -გამხადა და ტანზე სველი კოცნა დამიტოვა ,როცა თვალებში შემომხედა და ცრემლები დაინახა მომცილდა და ძირს დავარდა . ბოდიშებს მიხდიდა. ამის მერე მამას ვთხოვე რომ სხვა ქალაქში გადავეყვანე .მამა დამთანხმდა . ნიკა გამომყვა და ჩემს დაბრუნებას ცდილობდა მაგრამ მე არ მინდოდა იმ შემთხვევის მერე მასზე გული მერეოდა . შემდეგ აქ გადმოვედი მეგონა აქ ვეღარ მიპოვიდა მაგრამ შევცდი . მან მე მიპოვა და ახლაც ჩემს დაბრუნებას ცდილობს . ყველაზე მეტად კი ის მაშინებს რომ ჯერ კიდევ მაქვს მის მიმართ გრძნობები .
-მე მაგის დედა***ეცი .-ანდრეა ადგა და ჩემი სახლი დატოვა .
***
ღამის 1 საათზე ანდრეამ დამირეკა და გარეთ გამოსვლა მთხოვა . მამაჩემი სახლში არ იყო. ბიზნესის გამო ქალაქგარეთ იყო გასული. ამიტომ ჩავიცვი და გავედი ...დანახულმა მომკლა , დამაცარიელა . ანდრეა იდგა გასისხლიანებული და მიღიმოდა .
-ანდრეა ...-ჩემთვის ჩუმად ვთქვი და მას ჩავეხუტე . -რა მოგივიდა? რატო ხარ ასეთ მდგომარეობაში ? -თვალებიდან ცრემლები მომდიოდა , მას ვეხუტებოდი ისე თოთქოს ეს ბოლო ჩახუტება ყოფილიყო .
-ჩემო პატარა , დაწყნარდი . გთხოვ ნუ ტირი რაა... შენი ცრემლები გულს მიკლავენ . -ანდრეამ თავზე მაკოცა .
-რა მოგივიდა ?
-არაფერი ...უბრალოდ შენი ნახვა მინდოდა .
-წამო შევიდეთ .იარებს დაგიმუშავებ .
-ეე და მამაშენი ?
-ნუ ღელავ დღეს არ მოვა . -ანდრეას ხელი მოვკიდე და სახლში შევიყვანე . წამლების ყუთი გამოვიღე და იარების დამუშავებას შევუდექი . ანდრეამ სახე დამანჭა და გამიღიმა . -კიდევ ერთხელ გნახავ ასეთ დგომარეობაში და ჩემი ხელით მოგკლავ .
-ანუ ჩემზე ნერვიულობ ?
-ხო…
-ჩემი პატარა . -ანდრეამ გულში მიმიხუტა და ჩემთან ერთად დივანზე დაწვა ...დილით თვალები გავახილე თუ არა ანდრეა დავინახე რომელსაც გულში ჩახუტებული ვყავდი . გამეღიმა . - დილა მშვიდობისა ფერია .
-დილა მშვიდობისა ...- დილით ერთად ვივახშმედ მერე ანდრეა სახლში წავიდა რომ ტანსაცმელი გამოეცვალა და მერე სკოლაში ერთად წავსულიყავით ... გადავწყვიტე ჩამეცვა შავი შორტი და ნაცრისფერი მაისური. ფეხზე თეთრი კეტები .
-პატარა აქ ვარ გამოდი . -ანდრეამ დამირეკა.
-კაი .-ანდრეას გავუთიშე , სახლიდან გავედი და კარი გასაღებით დავხურე ... ანდრეა მანქანას მიყუდებულიყო და სიგარეტს ეწეოდა . ჯინსის შარვალი ეცვა და შავი მაისური .
-წავედით ? - ანდრეამ ლოყაზე მაკოცა .
-წავედით . -ანდრეამ მანქანა სკოლასთან გააჩერა . შემდეგ მანქანიდან გადმოვიდა , შემოუარა და კარი გამიღო . ყველა ჩვენ გვიყურებდა . ანდრეამ ხელი გადამხვია და გამიღიმა ... ნიკა სკოლაში არ მოსულა . მასწავლებელმა თქვა რომ ნიკა ავადაა , მე კი მაშინვე ანდრეას შემხედე რომელიც იღიმოდა . მივხვდი რომ ანდრეამ ნიკა გაალამაზა ნიკა კი ზედმეტად თავმოყვარეა სკოლაში გალამაზებული სახით რომ მოსულიყო .
***ბანკეტის დღე.
-აუ ალექსა თუ არ გამოხვალ დაგბრიდავ .
-აუ ტასო ცოტაც დამაცადე და გამოვალ . - სააბაზანოდან გამოვძახე ტასოს რომელიც ერთი საათი მთხოვდა გამოსვლას .
-გოგო რაღა ცოტა . ერთი საათია რაც მანდ ხარ .
-მოვრჩი. -კარი გამოვაღე და ტასოს დავუდექი წინ .
-ღმერთო ჩემო ... ცაო დამსეტყვე ... ღმერთო მესროლე ,,ტაბურეტკა’’ . -ტასომ ხელი ლოყაზე მიირტყა . -ქალო ნუთუ თხოვდები და მე არ ვიცი ?
-უიმე რას არ მოიფიქრებ რაა.. -ორივეს გაგვეცინა . უცებ კარზე ზარმა დარეკა .
-ღმერთო მოვიდნენ. -ტასოს სახეზე ფერი გადაუვიდა .
-ქალო კი არ თხოვდები ბანკეტი გვაქვს , ბან-კე-ტი. - კარს მივუახლოვდი და გავაღე . ბიჭები იდგნენ. ანდრეა და ბექა . ბექა ჩვენი კლასელია და ანდრეას საუკეთესო მეგობარი . აი მთავარი არ მითქვამს . ტასოს და ბექას ერთმანეთი უყვართ მაგრამ არ აღიარებენ .სკოლაში ბექა ყოველთვის ტასოს გვერდით იჯდა და სხვა ბიჭებისაგან იცავდა...ანდრეა მიღიმოდა ხელში კი უშველებელი , წითელი ვარდების თაიგული ეჭირა . თაიგული გულის ფორმის იყო შუაში კი თეთრი ვარდი ჰქონდა ... ანდრეა შავ სმოკინგში იყო გამოწყობილი .თეთრი პერანგი ძალიან უხდებოდა მის დაკუნთულ სხეულს .
-ჩემი პრინცესა !- ანდრეას ჩავეხუტე და თვალებში შევხედე . -ძალიან , ძალიან ლამაზი ხარ . გიხდება წითელი ფერი . - ბანკეტისთვის ავირჩიე წითელი , გაშლილი ,მარცხენა მხარეს ჩაჭრილი კაბა . ფეხზე წითელი მაღლები მეცვა. თმა ლამაზად მქონდა აწეული , თვალებზე თეთრი ჩრდილი , ტუში და ფანქარი . ტუჩებზე წითელი პომადა .
***
ყველანი სკოლასთან შევიკრიბეთ . ჯერ ქალაქში უნდა გავსულიყავით სასეირნოდ შემდეგ კი რესტორანში . ნიკას მეწყვილე ანა იყო რომელიც ყველას ეტენებოდა . მე ანდრეას შავ Ferrari-ში ვიჯექი და ტასოს ვეჭორავებოდი . შემდეგ მასწავლებელმა თქვა რომ ყველა მოვიდა ამიტომ ახლავე წავიდეთო . ტასო ბექას მანქანაში დაჯდა ...
-წავედით პატარა ? -ანდრეა მანქანაში დაჯდა და მაკოცა.
-წავედით . -გავუღიმე... ქალაქში 2 საათი ვსეირნობდით მერე სამებაში ავედით . მე და ანდრეამ ერთად დავანთეთ სანთელი და გამოვედით . შემდეგ დაველოდეთ დანარჩენებს . სურათები გადავიღეთ და რესტორანში წავედით ...ყველანი ვერთობოდით .
-ფერია წამო ვიცეკვოთ. - ჩაირთო ნელი სიმღერა მეც დავთანხმდი და გავყევი. ანდრეა მარჯვენა ხელი ზურგზე შემომხვია , მარცხენაში კი ჩემი ხელი მოიქცია . ნელა და ნაზად ვმოძრაობდით ... სუფრასთან ვსვამდით , ვხუმრობდით და სკოლის დროს ვიხსენებდით . ვიხსენებდით რა ,იხსენებდენ ... ცოტახანში გარეთ გავედით და ფეირვერკის ყურებისას უკნიდან ანდრეა ჩამეხუტა და თავი მხარზე დამადო .
-მიყვარხარ . - პირველად მითხრა ,,მიყვარხარ’’ ... ამის თქმა და ცაზე ფეირვეკით ,,ალექსა მიყვარხარ’’ დაწერა ერთი იყო . ყველამ ჩვენ შემოგვხედა მაგრამ ჩვენ ვერავის ვერ ვიმჩევდით ან უბრალოდ არ გვინდოდა შემჩნევა .
-მეც .
-რა შენც ? -დამპალი ხო იცის რას ვგულისხმობ მაგრამ მაინც უნდა რომ ვთქვა.
-მეც მიყვარხარ . -ვუთხარი და მის ბაგეებს დავეწეპე . ყველა ტაშს გვიკრავდა მხოლოდ ნიკა იდგა დაბღვერილი .
***
-ძილი ნებისა ჩემო პატარა ანგელოზო .-ანდრეამ სახლში მიმაცილა , შუბლზე მაკოცა და წასვლას აპირებდა მაგრამ...
-არ გინდა შემოხვიდე ? - ჩემმა კითხვამ ნამდვილად დააბნია . გამიღიმა .
-და მამაშენი ?
-სახლში არაა , 2 დღე არ იქნება ...თუ არ გინდა...-წინადადება არ დამამთავრებინა.
-მინდა ...-გამეღიმა . სახლში შევედით .
-რას დალევ ? გშია ? - სამზარეულოში გავედი .
-შენს გარდა არაფერი მინდა...-სამზარეულოში გამოვიდა და ჩამეხუტა .
-მაკოცებ ?
-სიამოვნებით . - ანდრეამ ნაზად მაკოცა შემდეგ ხელში ამიტაცა და დახლზე დამსვა . ვერ მოვითმინე და პერანგი გავხადე . გაიღიმა .
***
როცა გავიღვიძე ანდრეას მწვავე მზერა ვიგრძენი. თავი ავწიე და გადავეყარე მის მწვანე თვალებს .
-დილა მშვიდობისა ფერია.
-დილა მშვიდობისა . - გავუღიმე და კისერზე ვაკოცე.
-დილიდანვე ვცუღლუტობთ ?- უცებ ზემოდან მომექცა და თვალებში შემომხედა.
-წინაღმდეგი ხარ ? -წარბი ავწიე და ტუჩები გამოვწიე თითქოს გავებუტე.
-სულაც არა . -მაკოცა.-ისე შენ თურმე ...
-მოკეტე !
-არ მეგონა თუ პირველი ვიყავი.
-და რა გეგონა რომ ნიკა იყო პირველი ? -გავბრაზდი . მე და ნიკა მხოლოდ ერთმანეთს ვკოცნიდით და ,,ვეფერებოდით’’ მეტი არაფერი არ გვქონდა .
-მაპატიე ...
-არაუშავს . -ჩავეხუტე და თვალები დავხუჭე . ისეთი თბილია . ყველაზე მეტად მისი სურნელი მაგიჟებს .
***
-ანდრეა გააღებ ? -კარზე ზარმა დარეკა . მე ადგომა მეზარებოდა ამიტომ ანდრეას ვთხოვე რომ გაეღო.
-ხოო...-გამომძახა .-ტასო ? ბექა ? აქ რა გინდათ ? -ტასოს და ბექას სახელი რომ გავიგე ქვემოთ ჩავედი .
-შენ აქ რა გინდა ? -ტასომ ანდრეას ახედა რომელსაც მაისური არ ეცვა.
-ანდრეა! -პერანგი მივეცი და ტასოს გავხედე.-ტასო რა მოხდა ?-ტასო და ბექა სახლში შემოვიდნენ და დივანზე დაჯდნენ მე და ანდრეა კი ვიდექით .
-ალექსა ...დაჯექი !(ტასო)
-ტასო რა ხდება ? -მის მოპირდაპირე მხარეს დავჯექი . ანდრეაც მომიჯდა.
-ალექსა ...გავთხოვდი .- ტასოს თვალები გაუბრწყვინდა მე კი ვიჯექი გაკვირვებული და ვფიქრობდი ,,ამას ახლა მოხვდება’’.
-აუ რას მეღადავებით .(მე)
-არ გეღადავებით ...აი ნახე.-ტასომ თავისი პასპორტი მანახა.
-ანასტასია!-ჩემ წინ მჯდომ გოგოს გადავხედე რომლის მოკვლაც მინდოდა.
-ვაიმე ...ანასტასიაო? ...ახლა მომკლავს ...(ტასო)
-ნამდვილად მოგკლავ !.-ადგილიდან წამოვფრინდი მაგრამ ანდრეამ ისევ დამსვა და ძლიერ ჩამეხუტა .-ანდრეა გამიშვი თორე მიგაყოლებ !
-ალექსა გაჩერდი ...-ყველა მე მაწყნარებდა მაგრამ რა გამაჩერებდა...
***
-ანდრეა დაალევინე ...-ტასომ კორვალონის წვეთები მომიტანა და ანდრეას გაუწოდა.
-ოჯახმა იცის ? -დივანზე დამაწვინეს.
-არა .-დამნაშავე ბავშვივით შემომხედა ბექამ .
-როგორც გინდათ ისე გადაიხადეთ ქორწილი ...თორე ჩემი ხელით დაგმარხავთ .
-აღარ ბრაზობ ?(ტასო)
-ვბრაზობ ...ტიპები ჯერ კიდევ გუშინ ერთმანეთს არ უმხელდნენ რომ ერთმანეთი უყვართ და ახლა ცოლ-ქმარნი არიან ...მოკლედ გადაიხადეთ ქორწილი და მიგიღებთ .-ბოლოს სიცილი ვერ შევიკავე და გამეცინა . ტასოს მივუახლოვდი და ჩავეხუტე.-მთავარი ისაა რომ ბედნიერი ხარ .
-მიყვარხარ ალექსანდრა ...-ტასოს თვალებიდან ცრემლები წამოუვიდა .
-მეც მიყვარხარ ...
***
ტასომ და ბექამ თავიანთ ოჯახებს უთხრეს რომ ერთმანეთი უყვართ . რა თქმა უნდა ის არ უთქვამთ რომ ცოლ-ქმარნი არიან...ქორწილის გადახდა 27 ივნისს გადაწყვიტეს ... ერთ დღეს როცა ტასოს ქორწილისთვის ვემზადებოდი ფოსტით ნიკას წერილი მივიღე .

მისი წერილის წაკითხვის შემდეგ ვტიროდი . გული მეტკინა რომ წავიდა. მე ის ყოველთვის მიყვარდა და მეყვარება . ხო მან მე მატკინა და გული გამიტეხა მაგრამ მან ბევრი სიყვარულით სავსე მომენტი მაჩუქა . დღეს მე შემიძლია ამაყად ვთქვა რომ ნიკა დადიანი ჩემი არაბიოლოგიური ძმაა , რომელიც ყველას შუაზე გახევს ჩემი მხოლოდ ერთი ცრემლის გულიზე.
***
-აუ რომელი ავირჩიო ? - ალბად 100 მაღაზია მოვიარეთ მაგრამ ვერსად ვერ იპოვა ის რაც სურდა . ერთი კაბა დიდი ქონდა , მეორე პატარა , მესამე გრძელი და ა.შ.
-ტასო დავიღალე , იყიდე და წავიდეთ . - ძალა გამოცლილმა ტასოს შევხედე .
-ოო მოიცა რა . ისე ქალბატონო შენ არაფერს არ ყიდულობ ? -ტასომ კაბა მოიზომა და ახლა მე გადამეკიდა როგორც ჩანს გამყიდველს თავი დაანება.
-მე უკვე ვიყიდე .-დივანზე დავჯექი და თვალები დავხუჭე.
-ეე როდის ? მოიცა უჩემოდ ?!
-ტასო რა უშენოდ , 43 კაბას რომ იცმევდი ხომ ავარჩიეთ ... .-ვიყიდე მოკლე , მოტკეცილი , კრემისფერი კაბა . უკან ამოღებული აქვს . სადა მაგრამ ამავდროულად გამომწვევი. ვინაიდან დეკოლტე არ მიყვარს უდეკოლტო კაბებს ვყიდულობ . კაბისთვის იმავე ფერის მაღლები ვიყიდე .
-უი ხო ...
კიდევ ორი საათი მატარა ტასომ მაღაზიებში . ტასო ბექასთან იყო წასასვლელი ამიტომ კაბა ჩემთან დატოვა და რასაც ქვია მაიძულა მასთან ერთად წასვლა . ძალიან მინდოდა სახლში დარჩენა მაგრამ ტასომ თქვა რომ ბექას ნახვა ძალიან უნდოდა ... როცა გავიგე რომ ანდრეა ბექასთან ერთადაა დავთანხმდი.
-ბიჭებო ჩვენც მოვედით . -ტასომ კარი შეაღო და ბექას ჩაეხუტა .
-ამდენი ხანი კაბას არჩევდით ? (ბექა)
-აუ კაბაზე არ გვკითხო რა . -ანდრეასთან მივედი, კალთაში ჩავუჯექი და ჩავეხუტე .
-რატო რა მოხდა ?(ბექა)
-რა მოხდა და თბილისის ყველა მაღაზიაში ვიყავით . ტასოს რომ ვკითხე როგორი კაბა გინდა იცი რა მიპასუხა ?! -ბექამ უარყოფის ნიშნად თავი გააქნია.-რა და ,,როცა ვნახავ გული მიკარნახებს და ეგრე მივხვდები’’-ო . -ამის გაგონებაზე ანდრეა ,,ჩაბჟირდა’’ , აუ იცით რა ღიმილი აქვს როცა იღიმის ლოყა ისე საყვარლად ეჩხვლიტება რომ მინდა გადავყლაპო .
-და შენ იყიდე ? -ანდრეამ მე მომანათა თავისი მწვანე თვალები.
-,,კანეშნა’’ ...აუ მერე განახებ რა .
-და თქვენ იყიდეთ კოსტიუმი ?(ტასო)
-ხოო...5საათის წინ .-ბექას სიტყვებზე ყველას გაგვეცინა.
-მაკოცე რა ...- სანამ ტასო და ბექა ,,ყავას ამზადებდნენ ‘’ მე და ანდრეა ,,ვსაუბრობდით ‘’ .
-ანდრეა სირცხვილია ...-ვეცადე რამე ნაირად დამეწყნარებინა მაგრამ ამას რა დააწყნარებს ვირივით ჯიუტია.
-ოხ კაი ერთი კალთაში რომ ჩამიხტი სირცხვილი არ იყო და კოცნა სირცხვილია ?
-ავდგე ?
-მიდი აბა ...- მეწყინა და ამიტომ ადგომა დავაპირე მაგრამ ანდრეამ მაჯაზე ხელი მომკიდა და ისევ დამსვა.- არ მკოცნი ხო ? - უარყოფის ნიშნად თავი გავუქნიე.-მაშინ მე გაკოცებ . -ანდრეამ შეაერთა ჩვენი ბაგეები . ტუჩებს რიგრიგობით მიკოცნიდა . ხან მკბენდა ხან მკოცნიდა.
-დედა ჩემი სიკვდილი .- ტასო და ბექა შემოვიდნენ ზალაში.-რა იყო ქალო რატო მიგიჟებ ბიჭს ? ეგ საქმე სახლში დაასრულეთ ახლა კი ვიჭორავოთ .
-ანასტასი !-ტასოს შევუბღვირე .
-რაო ? ანასტასიაო ? ანუ მომკლავს ხო ?(ტასო)
-აბა რას გიზამ .-ადგომა დავაპირე მაგრამ.

***
-აუ ხალხო ზეგ ქორწილია და მოდით დღეს კლუბში წავიდეთ რაა...(ტასო)
-რავი თუ გინდათ წავიდეთ .-ანდრეას გავხედე და დაველოდე როდის მიიღებდა გადაწყვეტილებას . ბექა დათანხმდა აი ანდრეა კი ყოყმანობდა.
-ჰა რა გადაწყვიტე? -ტასო მე შემომიბრუნდა.
-ანდრეა რა გადავწყვიტეთ ?-ანდრეას შევხედე რომელიც ფიქრობდა .
-და ანდრეას რატო ეკითხები შენით ვერ მიიღებ გადაწყვეტილებას?.-ტასოს კითხვა არ მესიამოვნა. შემეძლო ჩემითაც მიმეღო გადაწყვეტილება მაგრამ ანდრეას გარეშე მე არ წავიდოდი... ანდრეამ ტასოს მკაცრად შეხედა.
-ტასო გაჩუმდი !-ბექამ ტასო გააჩუმა და თვალებით ანიშნა რომ ეს მისი საქმე არაა.
-წავიდეთ , ,,პროსტა’’ წესივრად მოიქეცი შარში არ გამხვიო .(ანდრეა)
-კარგი .-გავუღიმე და ნაზად ვაკოცე.
-,,ტუსოვკა ნაჩენაიტსა’’ -ტასო გაყვიროდა მთელ ხმაზე.
-წამო წაგიყვან გამოიცვალე და მერე ისევ აქ გამოვიდეთ . (ანდრეა)
-კაი .-ფეხზე ავდექი და ანდრეას ჩავკიდე ხელი .
-მალე მოვალთ .-სახლიდან გავედით და მანქანაში ჩავჯექით .
_ამ დროს ბექას სახლში_
-ტასო რა ,,პონტში’’ ჩაერიე მაგათ საქმეში?-ბექა დივანზე დაჯდა და ტასოს მკაცრად შეხედა.
-ვაიმე ბექა რა გინდა ?! ალექსა პატარა არაა რომ თვითონ ვერ მიიღოს გადაწყვეტილება !
-ეგ კი მაგრამ ანდრეა ჩემნაირი არაა...ის მკაცრია და მას ნამდვილად არ დააინტერესებს რომ მისი შეყვარებულის მეგობარი ხარ ან ის რომ მისი ძმაკაცის ცოლი. ამას ,,ფეხებზე დაიკიდეს’’ და ისეთ პასუხს გაგცემს რომ გეტკინება და მე ,,ნაღდად’’ არ მინდა რომ ჩემ ცოლზე ვიღაცამ ხმას აუწიოს . -ბექამ სიგარეტი ამოიღო და მოუკიდა.
-ხო კაი გავიგე !მეც წავალ უნდა გამოვიცვალო .- ტასომ ბექას აკოცა და სახლი დატოვა.
_ალექსას სახლში_
-ანდრეა გველოდებიან ...- ანდრეამ დივანზე დამაწვია და კოცნა დამიწყო.
-აუ ... ხო კაი ღამისთვის გადავდოთ ...-ანდრეას გაეცინა მკერდზე სველი კოცნა დამიტოვა და ადგა.
***
კლუბისთვის თეთრი , სადა კაბა ავირჩიე. გაშლილია და მოკლე . უკან ამოღებული აქვს .ამ კაბას თეთრი ფერის მაღლები შევუსაბამე . თმა გავიშალე , სადა მაკიაჟი გავიკეთე და ქვემოთ , ანდრეასთან ჩავედი.
-წავიდეთ ?- დივანზე მწოლიარე ანდრეას გავხედე რომელსაც თვალები დახუჭული ჰქონდა და ხმას არ იღებდა ...მივხვდი რაში იყო საქმე ამიტომ ნელა მივუახლოვდი და მის ტუჩებს ხარბად დავეწეპე...მას გაეღიმა . უცებ დივანზე დამაწვია და ჩემს ფეხებს შორის მოექცა.
-ანდრეა გვაგვიანდება.
-აუ კაი რაა. -გავუღიმე და ქვედა ტუჩზე ვიკბინე.-აუ რატო მაგიჟებ ?
-იმიტომ რომ ეგრე მინდა. -დავეწეპე მის ტუჩებს და სწრაფად მოვცილდი.-წავედითთ!
***
-რატო დააგვიანეთ ? –(ტასო) ბექას და ტასოს შევუარეთ .
-აუ დაჯექით და წავიდეთ რაა...- ბექამ ტასოს კარი გაუღო და მანქანაში ჩაჯდნენ . მთელი გზა ჩუმად ვიჯექით . ანდრეა მარცხენა ხელით საჭეს მართავდა მარჯვენათი კი ჩემი ხელი ეჭირა... კლუბში როგორც კი შევედით თამბაქოს და სპირტის სუნი ვიგრძენი... ყველა ცეკვავდა და ერთობოდა . ჩვენ VIP ოთახში შევედით და სასმელი შევუკვეთეთ .მხოლოდ ტასომ აიღო ფორთოხლის წვენი .
-წამო ვიცეკვოთ . -ბექამ ტასოს ხელი გაუწოდა და საცეკვავოდ გავიდნენ . მე და ანდრეა ვიჯექით . ანდრეა Jack Daniels სვავდა მე კი მარტინის .
-მოდი ჩემთან რა...-ანდრეამ ჭიქა დადო და თავის კალთაზე მიმანიშნა . გავუღიმე და ჩავუჯექი. -მომენატრა შენი სურნელი . - ანდრეამ თავი მხარზე დამადო და ღრმად ისუნთქავდა ჩემს სურნელს .-იცი როგორ მიყვარს შენი თბილი ტუჩები ? - თქვა და მაკოცა .
-ოხ აქაც ? - ბექა მოგვიჯდა რომელსაც ტასო მოყვა .
-ოო გაა*ვი რაა. - ანდრეა ბექას უპასუხა და ძლიერ ჩამეხუტა .-პრინცესა გინდა ვიცეკვოთ ?
-წამო .-ავდექი და ანდრეას გავყევი ... ცეკვის დროს ანდრეა ტუჩებს მიკოცნიდა . როცა დავიღალეთ ისევ ჩვენს ადგილს დავუბრუნდით . მე და ტასო რაღაცეებზე ვჭორაობდით სანამ ბექა და ანდრეა ,,საქმესთან დაკავშირებით’’ საუბრობდნენ.
-ის ჩმო*ი ვინაა ასე რომ უყურებს ?!-ანდრეამ ბექას , თვალებით ვიღაც ბიჭზე ანიშნა .
-არ ვიცი . რა იყო რო ? -ბექამ ანდრეას გაკვირვებულმა გახედა და როცა შეამჩია თუ როგორ უყურებდა ანდრეა იმ ბიჭს ყველაფერს მიხვდა. -რა იყო ალექსას უყურებს ?
-აჰამ . -ანდრეამ მე შემომხედა. -ალექსა ,პატარა წავიდეთ ?
-წავიდეთ ...-ფეხზე წამოვდექი როცა ვიღაც ბიჭი მომიახლოვდა რამდენადაც გასაკვირი არ უნდა ყოფილიყოს მთვრალი არ იყო .
-შეიძლება გეცეკვოთ ? - წინ დამიდგა შავი ფერის თვალება , სწორ ცხვირა , წვრილ ტუჩება , შავ თმიანი , მაღალი , სიმპატიური ბიჭი .
-მადლობთ მაგრამ...-ანდრეამ წინადადება არ დამასრულებინა . გვერდით დამიდგა და საუბარი დაიწყო.
-არავის უთქვამს რომ სხვის საცოლეებს არ უნდა გაეკარო?!- საცოლეო ? ვაიმე საცოლეო . ძალიან მესიამოვნა მისი სიტყვები მაგრამ არ მინდოდა რომ ანდრეას ეჩხუბა .
-ბადიშით არ ვიცოდი ...-ბიჭმა თვალებში შემომხედა და გაგვეცალა .
-წავედით რა ! -ანდრეამ ხელი გადამხვია და თვალებში შემომხედა.
-ანდრეა...
-რა ?
-შენს მეტი არავინ მინდა ...-თვალებში შევხედე სადაც ჭინკები დასთამაშობდა და გამეღიმა .
***
ღამე მე და ანდრეამ ისევ ერთად გავატარეთ . ალბად იკითხავთ სად არის მამაჩემი ?მამაჩემი ამერიკაშია რადგან მანდ ,,ოჯახის ბიზნესია’’ . მამას უნდა რომ ამერიკაში ჩავიდე მაგრამ მე ანდრეას გამო ვერ წავალ . იცით არ ვიცი ჩემი გრძნობა როგორ ავღწერო . ნიკასთან ეს არ მიგვრძნია ალბად იმიტომ რომ , რატომღაც ძმასავით ვთვლიდი . აი ანდრეასთან კი სულ სხვა რამეს განვიცდი . როცა მას ვხედავ სუნთქვა მეკვრება და გული სწრაფად იწყებს ცემას.მისი სურნელი ჭკვას მაკარგვინებს . ყველაზე მეტად იცით რა მომენტი მიყვარს როცა ვიღვიძებ და ვხედავ როგორ ძინავს მას , მე კი ვეკვრობი მის თბილ ,დაკუნთულ სხეულს . ანდრეა ჩემი სიცოცხლის წყაროა რომლის დაკარგვაც ჩემთვის სიკვდილის ტოლფასია. ალბად ბანალურად გამომივა მაგრამ იცით რაზე ვოცნებობ ? მინდა მომავალში მასთან ერთად ვიყო და როცა ის სამსახურიდან დაბრუნდება ჩვენმა შვილმა თქვას ,,დედა მამა მოვიდა’’-ო , მინდა ყოველი ღამე მის მკლავებში ვიძინებდე , მინდა მთელი ცხოვრება მასთან ერთად ვიყო . მინდა რომ ანდრეა მხოლოდ მე მეკუთვნოდეს .
***
-ვაიმე გოგო მოდიან !- ტასო მთელ ხმაზე ყვიროდა როცა ბექა , ანდრეა და კიდე რამდენიმე ,,მეგობარი’’ დაინახა თუ როგორ გადმოდიოდნენ მანქანებიდან . ტასომ გადაწყვიტა პირდაპირ სალონიდან რესტორანში წასვლა . ამიტომ ბიჭები სალონში მოვიდნენ .
-კაი გოგო რა დაგემართა ? -ტასოს კაბა გავუსწორე და კიდევ ერთხელ შევხედე.-იცი რა ლამაზი ხარ ?- სარკისკენ შემოვაბრუნე და მისი ანარეკლი ვანახე. ტასომ გაშლილი , გრძელი ,ქათქათა თეთრი ფერის კაბა იყიდა რომელიც ძალიან უხდებოდა .
-ტასო ?- ბექა სალონში შემოვიდა და როდესაც ტასო დაინახა გაშეშდა.
-ბექა ...-ტასომ გაიღიმა და ბექას ჩაეხუტა . სანამ ბექა და ტასო ერთმანეთს ეხუტებოდნენ მე და ანდრეა ერთმანეთს ვუყურებდით .ანდრეა მომიახლოვდა და გვერდით დამიდგა . მას შავი კოსტუმი და თეთრი პერანგი ეცვა .
-ჩემი სიმპატიური . -ჩუმად ვუთხარი და გავუღიმე .
-ძალიან ლამაზი ხარ სიხ .- ანდრეა თავი ჩემსკენ მოაბრუნა . მადლობის ნიშნად გავუღიმე ...
-ჰე აბა წავედით .-სალონში დათო შემოვიდა ცოლთან ერთად .დათო ბექას ბიძაშვილია . დათოს ცოლს ეკა ქვია ...ყველამ სალონი დავტოვეთ . ანდრეა საჭეს მართავდა , ბექა მის გვერდით იჯდა, ხოლო მე და ტასო უკან ვიჯექით ... რესტორანში მისვლისას ყველა ტაშის დაკვრით და ღიმილით შეეგება ბექას და ტასოს... ყველაფერმა კარგად ჩაიარა . ტასო და ბექა ,,დაქორწინდნენ’’ . სურათებს გვიღებდნენ , ვსვამდით , ვცეკვავდით შემდეგ კი დაღლილები სკამზე ვისვენებდით.
***
-ალექსა წამო თაიგული უნდა ვისროლო ! ანდრეა შენც ადექი !-ტასომ მე და ანდრეა ძალით აგვაყენა .-მზად ხართ ?!-ტასომ მის უკან მდგომ ახალგაზრდებს გვკითხა .-ერთი , ორი და სა-მიი.-ტასომ თაიგული ისროლა .მიხვდით ვინ დაიჭირა ? მე ? ანდრეამ ? სულაც არა თაიგული ერთმა გოგომ დაიჭირა რომელიც შემდეგ ტასოს დეიდაშვილი აღმოჩნდა...
-ალე ამო ვიცეკვოთ .-ანდრეა მე მომიახლოვდა და საცეკვავოდ გამიყვანა . ჩაირთო ნელი სიმღერა . ცეკვის დროს ანდრეა თვალებში მიყურებდა და იღიმოდა. შემდეგ შუქი ჩაქვრა სუსტი განათების ფონზე ძლივს ვხედავდი ანდრეას მომღიმარ სახეს. შემდეგ მისი სახეც გაქრა ...
-ანდრეა?- უცებ შუქი ირთვება და დაჩოქილ ანდრეას ვხედავ რომელსაც ხელში შავი ყუთი უჭირავს .
-ალექსანდრა ... კარგად იცი რომ სიყვარულის ახსნა არ მეხერხება , მაგრამ დღეს შევეცდები. შენნამდე ვიყავი მექალთანე , უჟმური და გაფუჭებული ბიჭი .
-თავხედიც .-სიცილით შეაწყვეტინა ტასომ.
-ხო თავხედიც.-ანდრეას გაეცინა. - შენ შეცვალე ჩემი ცხოვრება რა თქმა უნდა უკეთესობისკენ. ალექსანდრა ჩემო სიცოცხლე მინდა რომ ჩემი მეუღლე გახდე . შეძლებ მოითმინო ჩემი უხეში ხასიათი ? მოითმენ იმას რომ ეგოისტურად მიგისაკუთრებ და არცერთ კაცს არ მივცემ იმის უფლებას რომ ზედმეტად შეგეხოს ან უბრალოდ შემოგხედოს ? მომითმენ სიცოცხლის ბოლომდე ? თანახმა ხარ მთელი ცხოვრება რომ მხოლოდ ჩემი ქალი გერქვას ? ალექსანდრა მაჩაბელო გახდები ჩემი მეუღლე ? - ანდრეამ ყუთი გახსნა სადაც ულამაზესი ბეჭედი იდო .
-ანდრეა ... - შევხედე ანდრეას რომელიც ელოდებოდა ჩემს პასუხს . პასუხს რომელიც შეცვლიდა ჩვენს ცხოვრებას .-ანდრეა ავალიანო თანახმა ვარ გაგიმწარო მთელი ცხოვრება და მოვითმინო შენი უჟმური ხასიათი რომელიც ყველაფერს მირჩევნია . მოვითმინო შენი ეგოიზმი რომელიც ასე ძალიან მხიბლავს , მოვუთმინო იმ რომ ყოველი კაცი მოკვდება თუ სხვანაირად შემომხედავს . ანდრეა ავალიანო თანახმა ვარ მთელი ცხოვრება მხოლოდ შენი ქალი მერქვას. -ანდრეამ არათითზე ბეწედი გამიკეთა , ფეხზე წამოდგა და ჩამეხუტა. ვერ გავუძელი და ტირილი დავიწყე .
-ჩემო პატარა ...-ანდრეამ გაიცინა და ლოყები დამიკოცნა . მთელი დარბაზი ტაშს გვიკრავდა და გვილოცავდა . ანდრეამ ნაზად შეაერთა ჩვენი ბაგეები და თმაზე შემეხო .
რამდენიმე საათში ანასტასია და ბექა ბერიძეებმა რესტორანი დატოვეს და აეროპორტში გაეშურნენ . თაფლობის თვეს რომში ატარებნენ , ტასოს საოცნებო ქალაქში ...მე და ანდრეამ გადავწყვიტეთ რომ ქორწილს ტასოს და ბექას ჩამოსვლის შემდეგ გადავიხდიდით ... ათ ივლისს მე და ანდრეა ცოლ-ქმარნი გავხვდებით . ხო ვიცი რომ ადრეა მაგრამ...ვერ გეტყვით რატო უბრალოდ მინდა რომ სამუდამოდ ჩემი იყოს . მინდა რომ სამუდამოდ მისი ვიყო .
***
-ჩემი სიხარულიი!- ტასო და ბექა ჩამოვიდნენ მთელი ერთი კვირა არ მინახვას ჩემი დაიკო . ბექა ჩემოდნებით მოდიოდა ტასოს კი ხელში შავი ფერის კლატჩი ეჭირა .
-ტასო !-ტასო სწრაფად გამოიქცა და ჩამეხუტა . -მომენატრეე ...-თვალებიდან ცრემლები წამოუვიდა.
-კაი რა ტას ...ნუ ტირი ..-ისევ ჩავეხუტე.
-რა ვქნათ 9 თვე მოგიწევს ჩემი მგრძნობიარობის ატანა .- ტასომ გამიღიმა და უცებ ყველაფერს მივხვდი.
-ვაიმე ტასო დეიდა ვხვდები ?
-ხოო...-იცით როგორ გამიხარდა როცა გავიგე რომ ტასო , ჩემი ტასო ფეხმძიმედაა .მე-9 ცაზე ვიყავი ბედნიერებისაგან .
-ვაიმე გილოცავ ...ძალიან გამიხარდაა...უი ბექ შენც გილოცავ ...-ბექას მივუახოვდი და ჩავეხუტე.
-გილოცავთ ახლა კი წავიდეთ რაა ... დავიღალე...-ანდრეას წუწუნი მთელი ერთი კვირა მაგიჟებდა . ბექაც რომ არ იყო სულ ჩემთან ან სამსახურში იყო და სულ მთელ დღეს წუწუნში ატარებდა.
მე და ანდრეა ბექას და ტასოს სახლში წავედით და მაგრად გავერთედ . შემდეგ სახლში წასვლა მომინდა ამიტომ ავდექი და ყველას დავემშვიდობე .
-ალე მოიცა გაგიყვან . - ანდრეა წამოდგა , ბავშვებს დაემშვიდობა და მე წამომყვა .
მთელი გზა ჩუმად ვიჯექით . ანდრეამ სახლში მიმიყვანა ლოყაზე მაკოცა და წავიდა . ხო წავიდა . ყოველდღე ჩემთან იყო და ახლა უბრალოდ წავიდა . ძალიან გამიკვირდა მაგრამ არაფერი მითქვამს. ან საერთოდ რა უნდა მეთქვა ?!... სახლში შევედი , ტანსაცმელი გავიხადე და საწოლში ჩავწექი ... გავიღვიძე სადღაც 10 საათში , მოვწესრიგდი და ანდრეას დავურეკე , მაგრამ არ აიღო ... შემდეგი ორი დღე ანდრეა არ მინახავს.
-ალე ნუ ღელავ შეიძლება სამსახურის გამო არ სცალია .-ტასო და ბექა ჩემთა მოვიდნენ .
-ბექა სადაა ?! ღადაობთ 3 დღეში ქორწილი გვაქვს ის კი... -ყავა მაგიდაზე დავდე და ბექას მივუბრუნდი .
-მოიცა ბექა შენ რა იცი სადაა ანდრეა ?-ტასომ ყავა მოსვა და ქმარს გაკვირვებულმა შეხედა.
-ხო იცის მაგრამ არ მეუბნება .(მე)
-ბექა ! -ტასომ ბექას მკაცრი გამომეტყველებით შეხედა.
-გეტყვი სადაა იმიტომ რომ ჩემი დაიკო ხარ და არ მინდა რომ გული გტკიოდევ .-ბექამ მისამართი მითხრა . მათთვის არც შემიხედავს ისე გამოვედი სახლიდან და ჩემს მანქანაში ჩავჯექი ... მალე მივაღწიე .ორ სართულიანი, პატარა სახლი იდგა . მანქანიდა გადმოვედი და სახლს მივუახლოვდი . დავაკაკუნე და ახალგაზრდა გოგონამ კარი გააღო რომელსაც კაცის თეთრი პერაგი ეცვა .
-გამარჯობათ , რითი დაგეხმაროთ ?
-უკაცრავად მგონი შემეშალა , ეს 211-ე სახლია ხო ?-ქაღალდის ფურცელს შევხედე .
-დიახ .
-ინა ვინაა ?- ქვემოთ ჩამოვიდა წელზემოდ შიშველი ანდრეა .-ალექსა?-გაკვირვებულმა შემომხედა და შემდეგ მომიახლოვდა.
-ანდრეა ...- ჩემთვის ჩუმად ვთქვი და მანქანისკენ გავიწიე.
-ალექსა აგიხსნი ....დამელოდე ...-თვალებიდან ცრემლები წამომივიდა .
_______ანდრეა_______
ყველაფრის ახსნა მინდოდა მაგრამ მან არ მომისმინა . ჩაჯდა მანქანაში და წავიდა. სახლში შევედი , ჩემი ნივთები ავაგროვე , ინას დავემშვიდობე და ტაქსი გამოვიძახე... მივედი ალექსას სახლში და დავაკაკუნე ...კარი ტასომ გამიღო.
-ანდრეა? აგვიხსნი რა მოხდა ? - ტასომ მაშინვე კითხვები მომაყარა .
-სადაა ?
-თავის ოთახში . -ტასოს მოვცილდი და მეორე სართულზე ავედი . მინდოდა კარი გამეღო მაგრამ ჩაკეტილი დამხვდა.
-ალექსა , ჩემო პატარა გამიღე კარი ... ყველაფერს აგიხსნი. -მესმოდა ალექსას ტირილი , შემდეგ კი მტვრევის ხმა გავიგე . -ალექსა ? გთხოვ ...-უცებ ალექსამ კარი გააღო და ამაზრზენად შემომხედა.
-აიღე ეს შენია ...-ხელში ბეჭედი მომაჩეჩა და კარი ცხვირწინ მომიჯახუნა.
-ანდრეა აგვიხსენი რა მოხდა ...-წინ ბექა დამიდგა რომელსაც გაბრაზება ეტყობოდა... ქვემოთ ჩავედი , დივანზე დავჯექი და მოყოლა დავიწყე მაგრამ ბექამ არ დამასრულებინა .
-ა* ვარი ხარ ...-ბექა თავის ადგილს მოწყდა და საყელოში მწვდა .-როგორ გაბედე ?! -რატო არავინ მაცდის მოყოლას ან ბოლომდე დამთავრებას ? ყველანი ნაადრევ გადაწყვეტილებას როგორ იღებენ ?
-ბექა გაჩერდი არ გინდა ...-ტასომ ბექა განზე გაიყვანა .-მოშორდი აქედან .- ვიცოდი რომ ვერაფერს ვეღარ გავხვდებოდი ამიტომ დავტოვე ჩემი სიხარულის სახლი და ჩემს მანქანაში ჩავჯექი რომელიც 3 დღის წინ ალექსასთან დავტოვე ... გავიდა ერთი კვირა ალექსას ათასჯერ დავურეკე მაგრამ არავინ მიპასუხა შემდეგ კი საერთოდ მობილური გამორთო. ყველაფრის ახსნა მინდოდა მაგრამ მან მე არ მაცადა ის წავიდა ... მას ჩემში ეჭვი შეეპარა...მან ხომ არ იცის სინამდვილეში რა მოხდა.
______ალექსა_____
კარს არავის ვუღებ . ტასო და ბექა გამუდმებით მეძახიან და ითხოვენ რომ კარი გავუღო . ნუთუ რთულია იმის გაგება რომ არავინ მჭირდება ?! მინდა დავივიწყო ყველაფერი მაგრამ ამაოდ. ჩემი ოთახი , საწოლი , კედელი , სარკე , კარადა , დივანი , სამზარეულო აბსოლუტურად ყველაფერი ანდრეას მახსენებს .
-ალექსა გთხოვ გააღე რა ...-ტასო ისევ მოვიდა , ისევ თავიდან იწყებს ...კარი გავაღე და ტასოს გაოცებულ მზერას შევეყარე . -მადლობა ღმერთს .-ტასო ჩამეხუტა და არ მიშვებდა.
-ტასო ცუდად ვარ...- გატეხილი ხმით ვუთხარი და ისევ თვალებიდან ცრემლები წამსკდა.
-ჩემო პატარა ნუ ღელავ ესეც გაივლის. -ტასომ თმაზე მომეფერა.
-ტას მაგ მხრივ არ ვამბობ ...ტასო ცუდად ვარ ...თავბრუ მეხვევა .-ეს ვთქვი და ყველაფერი შავმა მოიცვა .
***
-ბექა გაიღვიძა ...-ტასომ ბექას დაუძახა რომელიც მაშინვე შემოვიდა .-ალექსა ? კარგად ხარ? -თვალები გავახილე და თეთრი ოთახი დავინახე ...
-ტასო აქ როგორ მოვხვდი ? -საწოლზე დავჯექი და ტასოს შევხედე .
-გონება დაკარგე და ამიტომ საავადმყოფოში წამოგიყვანეთ .
-გაიღვიძე ? -პალატაში გაღიმებული ექიმი შემოვიდა .-თავს როგორ გრძნობ?
-მადლობთ კარგად .
-ექიმო რა სჭირს ? ალბად გადაღლილობის ბრალია ხო ?-ბექამ ექიმს კითხვები მოაყარა .
-არა ეს გადაღლილობა არა ... ალექსანდრა გილოცავთ თქვენ ფეხმძიმედ ხართ .-იმ მომენტში ვერაფერზე ვერ ვფიქრობდი უბრალოდ გაშტერებული ვიყავი .
-რაა ?-ბექამ გაფითრებული სახით ექიმს შეხედა.
-თქვენ ბავშვის მამა ბრძანდებით ?(ექიმი)
-არა ის ჩემი მეუღლეა.-საუბარში ტასო ჩაერთო .
-უი ბოდიშით .(ექიმი)-ექიმმა ბოდიში მოიხადა შემდეგ კი დასვენება მირჩია, დაგვემშვიდობა და პალატა დატოვა .
-ალექსა რა უნდა ქნა ? -ბექა მომიახლოვდა .
-რა უნდა ქნას ?! -ტასომ ქმარს შეუბღვირა და მე შემომხედა. - რა კარგია ჩვენი შვილები ერთად გაიზრდებიან . -გახარებულმა ტასო შემომხედა .
-ერთად გაიზრდებიან ?-ცინიკურად გავიღიმე და ტასოს შევხედე. -საერთოდ ფიქრობ რეებს ,,ბაზრობ’’ ? წარმოდგენა გაქვს რას გააკეთებს ანდრეა როცა ამას გაიგებს ?!-ყვირილზე გადავედი რის გამოც ცრემლები წამომივიდა.ბავშვობიდან ზედმეტად ემოციური ვარ ამიტომ როცა ვყვირი ან ვბრაზობ სულ ვტირი.
-ალექსა მაპატიე ...-ტასომ თავი დახარა .
-ალე მაინც უნდა უთხრა ...(ბექა)
-რეებს ბოდავ ?რა უნდა ვუთხრა ,,რადგან ორსულად ვარ გაპატიებ ღალატს. მოდი ბავშვი ერთად გავზარდოთ ‘’? ეს ვუთხრა ?!
-ალექსანდრა ანდრეა ამ ბავშვის მამაა. შენი ბავშვის მამაა . ის იმსახურებს იმის ცოდნას რომ მამა გახდება ...-ბექამ ხმას აუწია .
-გაიწიეთ ... -საწოლიდან ავდექი და პალატა დავტოვე ... ტასო და ბექა მომყვებოდნენ და ჩემს გაჩერებას ცდილობდნენ მაგრამ ამაოდ ... საავადმყოფო დავტოვე და სახლში წავედი . ამოვიღე ჩემოდანი და ბარგი ჩავალაგე .
,,ტასო ...ამერიკაში მივდივარ .არავის უთხრა . არც ბექას და არც ანდრეას . გპირდები ბავშვს არაფერს დავუშავებ . მიყვარხარ . ‘’ -ტასოს შეტყობინება გავუგზავნე და აეროპორტში წავედი სადაც კერძო თვითმფრინავე მელოდა ... ბოლოჯერ შევხედე თვითმფრინავიდან თბილისს და თვალები დავხუჭე . ცრემლები წამომივიდა.
9თვის შემდეგ .
-ვაიმე ანგელოზი ... ძალიან მენატრებით ტას ...-,,სკაიპით’’ ტასოს ვეჭორავებოდი რომელსაც ხელში პატარა მათე ეკავა . ხო ტასოს ერთი კვირის წინ ბიჭი ეყოლა .
-ჩვენც... ალე არ გაბრაზდე რაა ... - ტასომ მათე აკვანში დააწვინა.
-რა ხდება ტას ?
-ბექამ გაიგო რომ ამერიკაში ხარ და თქვა რომ რამდენადაც ანდრეა არ უნდა იყოს სი*ი ის იმსახურებს იმის ცოდნას რომ მას მალე შვილი შეეძინება .
-ტასო რეებს ბოდავ ? ანუ ანდრეამ ყველაფერი იცის ?! -ტასოს მკაცრად შევხედე და უცებ მუცელში ტკივილი ვიგრძენი . -ანჯელინაა ..-ჩემს მოსამსახურებს დავუძახე ...-დროა ...ტასო მერე მოგხედავ ...
-ვაიმე დედა მშობიარობა გეწყება . -ტასო გაფითრებულმა ,,შემომხედა’’ .
-დედა კი არ ვიცოდი .
-ტასო ჩამოვალ ... მალე ჩამოვალ ...-ეს თქვა და გათიშა .
-ქალბატონო მანქანა მზადაა. - ოთახში ჩემი დაცვა შემოვიდა , ხელში ამიყვანა და მანქანამდე მიმიყვანა .
***
-შენი დედა ...- ტკივილისაგან ვიკლაკნებოდი . ყველაფერი მტკიოდა . მინდოდა მალე დასრლებულიყო ეს ყველაფერი მაგრამ...
-მიდი ცოტაც ...-ინგლისურად მითხრა ექიმმა .
-ისე მეუბნები თითქოს ადვილი ყოფილიყოს რა ...- როგორც ყოველთვის ვესწერვებო ყველას. ხო ამერიკაში ნამდვილად შევიცვალე . ყველა და ყველაფერი მეკ*და მხოლოდ ერთის გარდა . ბავშვი... როგორ მიიღო ეს მამაჩემმა ? ერთხელ შეიგინა და მერე ჩამეხუტა . ყველგან ჟურნალისტები დამზდევდნენ ამიტომ სახლიდან არ გამოვდიოდი .
-ქალბატონის მეუღლეა აქ და შემოვუშვა ? -ვინოოო ? მეუღლეო ?
-შემოუშვით ? -ორ წუთში ანდრეა შემოვიდა . სულ არ შეცვლილიყო პირიქით უფრო მამაკაცური გახდა. შევხედე და ცრემლები წამომივიდა . ჩემი სიხარული , ჩემი ცხოვრება , როგორ მენატრებოდა ...
-ანდრეა...-აკანკალებული ხმით ვუთხარი და შეშინებუმა შევხედე.
-ალე ...-ანდრეა მომიახლოვდა და ჩამეხუტა , შემდეგ ხელი მომკიდა და მითხრა .-შენ ამას შეძლებ.
-ააა მტკივა ...-ვთქვი და უცებ ბავშის ტირილის ხმა გავიგე ...
-ყოჩაღ ...კარგი გოგო ხარ...-ექიმს ოფლი მოწმინდა , მისმა დამხმარემ .-4 წელია რაც ექიმი ვარ და პირველად ჩავატარე 13 საათიანი მშობიარობა ...გილოცავთ ბიჭია .-ძალა გამოცლილმა დავწექი , შემდეგ კი ექიმის დამხმარემ ბავშვი მკერდზე დამიწვინა . როცა შევხედე ის ისეთი ლამაზი იყო .პატარა , პაწაწინა . ვერ ვიჯერებ რომ დედა გავხვდი...შევხედე ჩემს პატარას და მერე ანდრეას რომელიც გაოცებული იდგა და ბავშვს უყურებდა. ამის შემხედვარეს ცრემლები წამომივიდა... ბავშვს ნამდვილად ვერ ავღწერ რადგან დროთა განმავლობაში ის იცვლებოდა.
***
-არ აპირებდი თქმას ? - პალატაში ბავშვს ვაჭმევდი , ანდრეა სკამზე იჯდა.
-არ ვიცი...-ბავშვს შევხედე და ქუდი გავუსწორე.
-ალე ეს შენგან უნდა გამეგო და არა ბექასგან ... ის ჩემიცაა.-ბავშვზე მიმითითა.
-ვიცი...-ცოტახანი გავჩუმდი და შემდეგ გავაგრძელე .- ანდრეა...
-რა ?
-მადლობა ...-ჩუმად ვთქვი და თავი დავხარე.
-რისთვის ?-ანდრეამ შემომხედა .
-მადლობა იმისთვის რომ ანგელოზი მაჩუქე...მადლობა .-ცრემლები წამომივიდა . ბავშვი ჩავიხუტე .-გინდა დაიკავო ? -ანდრეამ ხელები გამოწია და ბავშვი დაიკავა ...როცა მათ შევხედე სუნთქვა შემეკვრა და ცრემლები წამომივიდა. რატო უნდა იზრდებოდეს ჩემი შვილი მხოლოდ დედასთან ან მხოლოდ მამასთან ? რატო არ უნდა ჰქონდეს სრულყოფილი ოჯახი ?
-ალექსა მინდა ყველაფერი აგიხსნა ...ინა ჩემი მამიდაშვილია . მისი საქმრო დააკავეს და ის განადგურებული იყო , ამიტომ ის რამდენიმე დღე მასთან ვიყავი .
-და რატო ეცვა შენი პერანგი ?
-ეგ ჩემი პერანგი არ იყო . ლუკასის იყო , მისი საქმროსი ... მე მეძინა და როცა გავიგე როგორ გააღო კარი ქვემოდ ჩავედი , მეგონა პოლიცია იყო ამიტომ წესივრად ჩაცმაც ვერ მოვასწარი .
-მართალს ამბობ ? -თვალები ცრემლებით ამევსო .
-შენ თავს ვფიცავარ... პატარას გეფიცები .-იცით როგორ გამიხარდა იმის მოსმენა რომ მას ჩემთვის არ უღალატია ...-მიყვარხარ ალე , და მადლობა შენ ასეთი საჩუქრისთვის . -ანდრეა საწოლზე დაჯდა და ჩემთან მოიწია . ჩამეხუტა . როგორ მომნატრებია მისი სურნელი ...-მიყვარხარ ...-თქვა და მაკოცა .
-მეც ...-ბავშვს შევხედე და ანდრეას ჩავეხუტე .
-ჩემი გოგო. - პალატაში ტასო შემოვიდა . -გილოცავ...-ბუშტები და სათამაშო დათვი შემოიტანა ბექამ .
-ტასოო ...- ტასო მომიახლოვდა და ჩამეხუტა .
***
-გოგო მამაშენის კერძო თვითმფრინავით ჩამოვედით , მაგრამ დღესვე ვბრუნდებით ...-ტასომ ნაწყენი ხმით თქვა .
-რატო ? უი მათეს გამო ხო ?
-ხო ქალო ... აუ მომე რა ცოტახნით სულ შენ რომ გყავს .-ტასომ ანდრეას გადახედა რომელსაც უკვე 2 საათი ბავშვი ეკავა და არავის აძლევდა მხოლოდ ერთხელ მომცა იმის გამო რომ ბავშვს მოშივდა.
-უფფ, მომინდომა გოგომ . ჯერ არ გაპატიეთ ის რომ არ მითხარით .-ანდრეამ ბავშვი მიიხუტა.
-კაი ერთი ...აუ უთხარით ახლა ამას რამე...
-რას ვეტყვით დედას არ აჭერინებს და შენ მოგცემს ?-სიცილით თქვა ბექამ.
-უი ისე რას არქმევთ ?(ტასო)
-დემეტრეს .-თქვა ანდრეამ და მე შემომხედა.
-დემეტრეს.-დავეთანხმე და გავუღიმე.
-დემეტრე ავალიანი.-შეასწორა ანდრეამ.
-ხო ავალიანი. -შემრცხვა და თავი დავხარე . არ მკითხოთ რატო შემრცხვა იმიტომ რომ მაინც ვერ ავხსნი .
***
-ჰე აბა ჩვენ წავედით . მალე ჩამოხვალთ ხო ?-ტასო და ბექა ადგნენ და წასასვლელად მოემზადნენ.
-ხო .-ბექა და ტასო გადავკოცნე .
-აუ რამდენს ,,ბაზრობდნენ ‘’ .-ანდრეა პალატის კარი დახურა , დივანზე დაჯდა და ბავშვი ისევ მიიხუტა .
-მომეცი რა ...-ლეკვის თვალებით შევხედე .
-ხო კაი ...-იცით როგორ მომცა ბავშვი ? ის მომენტი იცით როცა ქალი მამაკაცს აჭერინებს ბავშვს და მერე დარიგებებს აძლევს თუ როგორ უნდა დაიჭიროს ? ზუსტად ეგრე მომცა ანდრეამ . -ერთ კვირაში თბილისში მივდივართ .
-ასე სწრაფად ?
-ხო , აბა აქ გინდა დარჩე ?
-არა ...
-ალე იცი უნდა დავქორწინდეთ .
-ბავშვის გამო ?
-რა თქმა უნდა არა .
***
-ქალბატონო ალექსანდრა შეგიძლიათ გვიპასუხოთ ?-თბილისის აეროპორტში ვართ სადაც ჟურნალისტები დაგვხვდნენ და კითხვების დასმა დაიწყეს. ანდრეას დემე ხელში ყავდა აყვანილი .-ბატონო ანდრეა თქვენ რას გვეტყვით . მართალია რომ თქვენი ბავშვია ?-უცებ ანდრეა გაჩერდა .
-დიახ ჩვენი ბავშვია.
-რა დაარქვით ?-სხვა ჟურნალისტმა იკითხა .
-დემეტრე .
-ავალიანი თუ მაჩაბელი ?
-ავალიანი . -ანდრეას ხმა გაუმკაცრდა.
-აპირებთ ქორწილის გადახდას ?
-დიახ . ახლა კი ბოდიშს გიხდით , ჩვენი წასვლის დროა. -ანდრეა მარჯვენა ხელი გადამხვია მარცხენათი კი ბავშვი მიიხუტა .
***
-ანდრეა როდის გადავიხდით ქორწილს ?-სახლში მისულს ყველაფერი დალაგებული დაგვხვდა რაც გასაკვირი არ იყო . ანდრეა დივანზე იჯდა . მე ვიდექი და თან ბავშვს ვაჭმევდი .
-როცა მოგინდება .- ანდრეამ გამიღიმა და ჩამეხუტა . მისი სურნელი ისევ ისეთია . -მამას ბიჭმა ჭამა? -ანდრეამ დემეს გახედა და წინსაფარი გაუსწორა.
-კი...-ანდრეამ ბავშვი ხელში აიყვა და აკოცა . იცით როცა მათ ვუყურებ გული სიხარულით მევსება . არასოდეს თქვათ რომ დედას მამის შეცვლა შეუძლია . მამას თავისი ადგილი აქვს ბავშვის პატარა გულში დედას კი თავისი.
-დავაძინებ და მერე ჩვენც ,,დავიძინოთ’’. კარგი ?- ანდრეამ მთელ ხმაზე გაიცინა და ისევ ბავშვს აკოცა. -ყველაზე მეტად შენ და დედიკო მიყვარხართ ...-ყურში ჩასჩურჩულა და მე შემომხედა...ანდრეამ ბავშვი დააძინა და ჩვენს ოთახში შემოვიდა.-დაგეხმარო?-ანდრეამ კაბის ელვა გახსნა და ზურგზე ნაზად მაკოცა .
-მენატრებოდი ...-თვალები ცრემლებით ამევსო.
-მეც მენატრებოდი . -ანდრეამ შემომაბრუნა და ლოყაზე მაკოცა.
-იცი გული როგორ მტკიოდა როცა...-ვეღარ გავაგრძელე , უბრაოდ ჩავეხუტე .
-მაპატიე უნდა ამეხსნა ...
-შენ მაპატიე ჯერ უნდა გამეგო და მერე გამომეტანა დასკვნები . მაპატიე .
-ჩუ ჩუ ...დაწყნარდი .-ანდრეამ ცრემლები მომწმინდა და ნაზად მაკოცა. შემდეგ ხელში ამიყვანა და საწოლზე დამაწვინა . ნაზად მეალერსებოდა , შემდეგ კი ვიგრძენი რომ ჩემში შემოვიდა...
***
-მიყვარხარ . - ანდრეას მკერდზე მედო თავი ის კი თავის თითებს ჩემს თმაში ხლართავდა.
-მეც , ძალიან -ვუპასუხე და ვაკოცე. -აუ ტირის. -დემეს ხმა გავიგე და საწოლიდან ავდექი.
-იწექი მე მოვიყვან .-ანდრეამ საცვალი ჩაიცვა და ოთახიდან გავიდა ორ წუთში ბავშვით ხელში დაბრუნდა. -მამას ბიჭს მოშივდა .
-მოიყვანე ვაჭამო. -ანდრეა საწოლზე დაჯდა და ბავშვი დამაჭერინა .
-ალე წარსულში დაბრუნება რომ შეგეძლოს რას შეცვლიდე ? ან საერთოდ დაბრუნდებოდი ? -ანდრეამ მოღუშულმა შემომხედა და დემეს წინსაფარი გაუსწორა .
-რას შევცვლიდი ? -უცებ ყველაფერზე დავფიქრდი შემდეგ კი დემე მოხერხებულად დავიჭირე. - იცი დავბრუნდებოდი ბავშვობაში , დედასთან . შენ და დემეს გარდა ყველაფერს გავიღებდი ოღონდ დედა ვნახო . მოლოდ ერთხელ . -ცრემლებს ძლივს ვიკავებდი .- იცი ახლა როცა დედა გავხვდი დავაფასე ყველაფერი რაც დედაჩემმა ჩემს გამო გაიღო . დემეს როცა ვაჩენდი ყველაფერი მტკიოდა . ისეთი გრძნობა მქონდა თითქოს ძვლებს მიტეხავდნენ და შიგნიდან დანით მჭრიდნენ , მაგრამ არასდროს მინანია და არც ვინანებ რომ დემე გავაჩინე . შევცვლიდი მხოლოდ ორ რამეს . პირველი ნიკას არ დავუახლოვდებოდი არა ისე როგორც მეგობარი არამედ როგორც შეყვარებული , მეორე კი ,იმ დღეს ახსნის საშუალებას მოგცემდი ...-ბევრი ვისაუბრეთ , დემეტრეს ანდრეას ხელში ეძინა მე კი იჯექი და მათ ვუყურებდი . შემდეგ გადავწყვიტეთ დაგვეძინა . ანდრეამ ბავშვის გაყვანაზე უარი გამიცხადა ამიტომ დემე ჩვენს შორის დავაწვინე . მეც და ანდრეაც ვიწექით და ვუყურებდით პატარა სასწაულს რომელმაც ჩვენი ცხოვრება უკეთესობისაკენ შეცვალა ...დემეს ღამით ტკბილად ეძინა რადგან მისი ტირილი არ გამიგია ... როცა თვალები გავახილე საწოლში დემეს ძებნა დავიწყე შემდეგ კი შევამჩნიე რომ ანდრეას მკერდზე იწვა და გამეღიმა ... მამა-შვილს ტკბილად ეძინათ...
***
-ალე მალე რა , ვაგვიანებთ .-მე , ანდრეა და დემე მივდიოდით ანდრეას მშობლებთან . ანდრეას მამა და მამაჩემი პარტნიორები იყვნენ ამიტომ მათ კარგად ვიცნობდი .
-მოვდივარ ...-ოთახის კარი მივხურე და ქვემოთ ჩავედი.
-წავედით .-ანდრეამ დემე ხელში აიყვანა და სახლის კარი მიხურა ...10 წუთში ანდრეას მშობლების სახლთან ვიყავით . არც პატარა და არც დიდი სახლი იყო , ორ სართულიანი , ლამაზი ბაღით.
-დედაა მოვედით .-კარი მოსამსახურემ გაგვიღო როგორც კი სახლში შევედით ანდრეამ დედამისს დაუძახა.
-დედი როგორ მომენატრე . - ნინო (ანდრეას დედა) ჩაეხუტა ანდრეას და მერე მე შემომხედა.-ალექსანდრა ჩემი გოგო როგორ ხარ ? - ნინო ჩამეხუტა და თბილად გამიღიმა.
-მადლობთ კარგად , თქვენ როგორ ბრძანდებით ?
-მადლობა კარგად. აქ რას დადექით შევიდეთ ...ვაიმე დედა ...-ნინო ანდრეას ხელში მყოფ ბავშვს შეხედა .-დედა ჩემი სილამაზე . -ხელში აიყვანა და მაგრად ჩაეხუტა .
ბევრი ვილაპარაკეთ და ვიმხიარულეთ . ნინოს და ზურას (ანდრეას მამა) ბავშვი ძალიან შეუყვარდათ . რა თქმა უნდა შეუყვარდებოდათ ერთადერთი შვილიშვილი . ანდრეამ ცოტა დალია ამიტომ ნინომ თქვა რომ ღამით მათთან უნდა დავრჩენილიყავით , ჩვენც უარი არ გვითქვამს რადგან ბავშვის გამოსაცვლელი ტანსაცმელი თან გვქონდა ...10საათი იყო როცა ანდრეას ოთახში ავედით ,ბავშვი დავაძინეთ და ჩვენც დავწექით . დაღლილობის გამო მალე ჩაგვეძინა , მიუხედავად იმისა რომ დემემ ორჯერ გამაღვიძა მაინც კარგად გამოვიძინე .
-დილა მშვიდობისა .-მე და ანდრეა მაგიდას მივუსხედით .
-დილა მშვიდობისა შვილო .
-ბავშვებო აბა ქორწილს როდის იხდით ? (ნინო)
-ერთ კვირაში .-მტკიცედ თქვა ანდრეამ და მე შემომხედა.
-ხო ერთ კვირაში .
-ერთ კვირაში ?! მაშინ სწრაფად , მომზადება უნდა დავიწყოთ . ალექსანდრა დღესვე დავპატრიჟოთ მამაშენი და ყველაფერი მოვაგვაროთ .
-კარგით .
საღამოს მამაჩემი მოვიდა . ნინო იმდენს ლაპარაკობდა რომ მე და ანდრეას ჩაგვეძინა ...ყველაფერს ნინო აგვარებდა , საერთოდ არაფერს მაკეთებინებდა ...მალე ერთი კვირა გავიდა და ჩვენი ქორწილის დღეც დადგა . ყველა ემზადებოდა , ტასო კი გაგიჟებული დარბოდა . მე, ტასო და კიდევ რამდენიმე ჩვენი მეგობარი და ჩემი ნათესავი გოგოები სალონში წავედით . თეთრი , გაშლილი კაბა ვიყიდე. ლამაზი , ბრჭყვიალა ქვებით მორთული. თმები ლამაზად დამიხვიეს და სუსტად შემიკრეს ... მაკიაჟის გაკეთების შემდეგ კაბა ჩავიცვი და გოგოებთან გამოვედი.
-ჩემი ანგელოზი ...-ტასო თავის აფორიაქებას ვერ მალავდა . მე ამაზე გამეცინა და ტასუკას ჩავეხუტე.
-მოდიან . - ხელის მოწერა პირდაპირ რესტორანში გადავწყვიტეთ... სალონის კარი გაიხსნა და შიგნით ანდრეა , ბექა და კიდევ 4 ბიჭი შემოვიდა .
-ბავშვი სადაა ?- როგორც კი ანდრეა ვნახე პირდაპირ ეს კითხვა დავუსვი.
-დედაჩემს ყავს ...-სიცილით მითხრა ანდრეამ და გულში მიმიკრა.
-წავედით ? - ანდრეას ვკითხე , მან თავი დამიქნია და ჩვენც მომსახურე პერსონალს დავემშვიდობეთ და მანქანებში ჩავჯექით . ბექა საჭესთან იჯდა ,მის გვერდით- ანდრეა , მე და ტასო უკან , დანარჩენები სამ მანქანაში გადანაწილდნენ...
-მოვედით .- ბექამ მანქანა რესტორანტთან გააჩერა...ანდრეა მანქანიდან გადმოვიდა და კარი გამიღო , ხელი გამომიწოდა და გადმომიყვანა ... რესტორანში შესვლისას ანდრეამ გამაჩერა და თავისკენ შემომაბრუნა .
-მზად ხარ ? - დაიმედებული თვალებით შემომხედა. პასუხის გაცემას კოცნა ვამჯობინე . -ანუ კი ...-გამიღიმა და ნაზად მაკოცა... რესტორნის კარი გაიღო და ჩვეც შევედით . ყველა ტაშის დაკვრით და ფეხზე მდგომი დაგვხვდა. ჩაირთო ყველასთვის ნაცნობი მელოდია და ჩვენს სარეგისტრაციო მაგიდასთან მივედით .
-მეფე-დედოფალი მზადაა ? - რეგისტრატორი-ქალი ღიმილით შეგვეგება . მხოლოდ თავი დავუქნიეთ. -მაშ დავიწყოთ... ანდრეა ავალიანო თანახმა ხართ ცოლად შეირთოდ ალექსანდრა მაჩაბელი ?
-თანახმა ვარ ...
-ალექსანდრა მაჩაბელო თანახმა ხართ ქმრად შეირთოდ ანდრეა ავალიანი ? - ხმას ვერ ვიღებდი და ვერაფერს ვპასუხობდი . შემდეგ დემეტრეს შევხედე , გავუღიმე და ვთქვი.
-თანახმა ვარ .-ტასომ ბეჭდები მოგვიტანა , ანდრეამ მე , მე-მას გავუკეთე ბეჭედი , ხელი მოვაწერეთ და აი დადგა ჩემი საყვარელი მომენტი , კოცნა .
-მიყვარხარ . -ვუთხარი და შევაერთე ჩვენი ბაგეები.
-მეც .- შუბლეზე მაკოცა და ხელში ამიტაცა , დაეწეპა ჩემს ტუჩებს და მერე ჩუმად თქვა.-ამ დღიდან ოფიციალურად მე მეკუთვნი .
-არ ვარ წინაღმდეგი. - გავუღიმე და ვაკოცე.
მთელი ღამე ვცეკვავდით , მაგრამ იყო ერთი რამ რასაც ვერ ვაკეთებდი , ვერ ვსვამდი ალკოჰოლს .
-ალექსა შვილო ტირის და იქნებ მიხედო. - აწ უკვე დედამთილი მომიახლოვდო და დემეტრე დამაჭერინა .
-კი რა თქმა უნდა , მადლობა რომ მთელი დღე მასთან ხართ .- გავუღიმე და დემეტრე ავიყვანე.
-არ გრცხვენია , რა მადლობას მიხდი ეს ხომ ჩემი პირველი და განუმეორებელია . - გამიღიმა და ისევ თავის ადგილს დაუბრუნდა .
-ბიჭო შენ აქ ხარ ? - უკვე კარგად ნასვამი ანდრეა მოგვიახლოვდა და თავის ადგილას დაჯდა.
-აქ ვართ. -ვუთხარი და ანდრეას ვაკოცე. ალკოჰოლის სუნი ასდიოდა მაგრამ მაინც მსიამოვნებდა მისი თბილი შეხება .
-ამას კიდე შია ? - გაიღიმა და შუბლზე აკოცა .
-აუ მგონი ხო ... რძე დატოვებული მქონდა ამიტომ დემეს ბოთლიდან აჭმევდნენ როგორც ჩანს გათავდა. - მთელი დღის მანძილზე დემეტრეს ალბად მეასედ აჭამეს , ეს ბავშვი ყველაფერში მამამისს როგორ უნდა დაემსგავსოს ?
-აჭამე მერე .
-აქ ? - სერიოზულად შევხედე.
-ხო , აჰა ბავშვის ადიელა გადაიფარე და ეგაა რაა. - ანდრეამ დემეს ადიელა მომაწოდა , მეც გადავიფარე ...საქორწინო კაბა გამოცვლილი მქონდა ამიტომ ‘’ჩვეულებრივი’’ კაბის გახდა არ გამიძნელდა. - მამასი. - ანდრეა ნაზად ეფერებოდა დემეს და აკვირდებოდა იმას თუ როგორ წოვდა რძეს.
-ეე და დედიკო ? - ისეთი სახით შევხედე თითქოს მეწყინა .
- შენც ჩემი ხარ ...- გაიცინა და ჩემს ბაგეებს დაეწეპა... იცით მიყვარს ეს რომ თვრება , არ გავს სხვა კაცებს რომლებიც დათრობისას იგინებიან და ყველაფერს ანგრევენ , პირიქით ის უფრო კარგ ხასიათზეა და სულ იღიმის , უბრალოდ მთავარია არ გაბრაზდეს ...-დღეს პირველი ღამე გვაქვს ხო ? - ანდრეამ წარბი აწია და ტუჩები გაილოკა .
-ხო სულ პირველი არ იყოს რა ...- დემეტრეს შევხედე , ანდრეას სიცილი აუტყდა... კიდევ რამდენიმე საათი ვიმხიარულეთ შემდეგ კი დავიშალეთ . მე , ანდრეა და დემე ჩვენს სახლში წავედით .
-მე გავიყვან ...-დემე უკვე ნაჭამი მყავდა მანქანაშიც დაეძინა , ამიტომ ანდრეამ ის თავის ოთახში გაიყვანა და შემდეგ მე მომიბრუნდა . - მთელი დღე ვოცნებობდი , იმაზე თუ როდის გაგხდიდი კაბას . -ანდრეამ ზურგზე ნაზად მაკოცა და კაბის ელვა გამიხსნა.
-აგისრულებ მაგ ოცნებას . - ანდრეამ თავისკენ შემომაბრუნა და ტუჩებში მაკოცა . ხელში ამიტაცა და ლოგინისკენ დაიძრა .
-შენი სხეული და სული ამ დღიდან მე მეკუთვნის . - შუბლეზე მაკოცა და შემდეგ ტუჩებისკენ დაიხარა .
-ისედაც ყოველთვის შენ გეკუთვნობა...
2 წლის შემდეგ.
დილით როცა გავიღვიძე ანდრეა საწოლში არ დამხვდა , ამიტომ თხელი ხალათი მოვიცვი და ქვემოთ ჩავედი . პირველი სართული მთლიანად შევამოწყე მაგრამ ვერ ვიპოვე შემდეგ კი მივხვდი სადაც იქნებოდა . ისევ მეორე სართულზე ავედი სადაც დემეტრეს ოთახის კარი ნახევრად ღია დამხვდა. ანდრეას დემეტრე ხელში ყავდა აყვანილი და რაღაცეებს ეჩურჩულებოდა. კედელს მივეყუდე და მისი საუბრის მოსმენა დავიწყე.
-ყველაფერს გავაკეთებ რომ კარგი ქმარი და მამა ვიყო ... დემნა იცი შენი დედიკო როგორ მიყვარს ? იცი როგორ ვნანობ გაცნობის მე-3 დღეს დედიკოს გული რომ ვატკინე ? მაგრამ მან არ შეიმჩნია პირიქით-შეეცადა სასაცილოდ ავეგდე ...- ანდრეა თან ყვებოდა , თან იცინოდა.-როცა გაიზრდები შენც შეგხვდება ის ვისაც შეიყვარებ , ვიცი ჩემსავით იქნები -ზედმეტად ამპარტავანი და მამიკოს-დედიკოს ფულით გათამამებული . მაგრამ როცა შეგხვდება ის ვინც ,,დაგაწყნარებს’’ მთლიანად შეიცვლები , როგორც მე . – ‘’მათი’’ საუბრის დროს დემეტრე თავის მამას თვალს არ აცილებდა. ისე უყურებდა და უსმენდა თითქოს ყველაფერი ესმოდა . -აუ კაი რა ეგრე არ შეიძლება . - ანდრეამ შემამჩნია და ნაწყენი გამომეტყველებით შემომხედა... მივუახლოვდი და ჩავეხუტე .
-მიყვარხარ...- ანდრეას ტუჩებში ვაკოცე და დემეტრე ხელში ავიყვანე .
-პრინცესა როგორ ხარ ? - ანდრეა ჩემს მუცელთან დაიხარა და ნაზად მომეფერა.
-კარგადაა ... - დემეტრეს ჩავეხუტე და ანდრეას შევხედე.
-და ჩემი დედოფალი როგორაა ? - ფეხზე წამოდგა და სახეზე , ნაზად მომეფერა .საპასუხოდ ვაკოცე და ჩავეხუტე .
_______________________
3 თვეში ალექსანდრას და ანდრეას პატარა პრინცესა, ლიკა ეყოლათ... ლიკა უფრო მამას გავდა , დემეტრე კი დედას... დემეტრე ყოველთვის იცავდა თავის დაიკოს , არავის არ აძლევდა იმის უფლებას რომ ეტირა . ბავშვები იზრდებოდნენ თბილ და მოსიყვარულე ოჯახში. ალექსანდრე და ანდრეა ბედნიერები იყვნენ . მათ უყვარდათ ერთმანეთი და ეს იყო მთავარი.
______________________
დასასრული <3 <3



№1  offline წევრი saint

მაგარია.. შინაარსი მომეწონა მაგრამ გრამატიკული შეცდომები იყო.. არაუშავს გამოასწორებ იმედია❤❤❤❤❤

 


№2  offline წევრი D-I-A-N-A

saint
მაგარია.. შინაარსი მომეწონა მაგრამ გრამატიკული შეცდომები იყო.. არაუშავს გამოასწორებ იმედია❤❤❤❤❤

მადლობა რომ წაიკითხე ♥ რა თქმა უნდა :დ ♥

 


№3  offline მოდერი zia-maria

მომეწონა კარგი შინაარსი და დასასრულიც კარგი იყო. kissing_heart

 


№4  offline წევრი D-I-A-N-A

zia-maria
მომეწონა კარგი შინაარსი და დასასრულიც კარგი იყო. kissing_heart

დიდი მადლობა <3

 


№5 სტუმარი სტუმარი ლიკა

ჭირი იქა, ლხინი აქა...????

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent