მე ვიპოვე შენში ბედნიერება
თბილისი. დედაქალაქი. უცნაური და ტკივილით სავსე ქალაქია. ზუსტადაც რომ ყველა*ფერის. ჭრელი და მრავალ*ფერი. რამდენი სისხლი დაღვრილა. რამდენი ქუჩური გარჩევის მომსწრე ყოფილა დედაქალაქი. რამდენი დედის მოთქმა მოუსმინია. ღამის თბილისი. როგორი სხვანაირია იცით? უფრო თავისუფალი და უფრო გიჟი. ამასთანავე უფრო სევდიანი და დამწუხრებული. ღამის თბილისია გრძნობა აშლილების პირველი მეგობარი, დედის მოთქმის პირველი შემასმნელი. ახალგაზრდა ბიჭების პირველი გაგების ადგილი. ჰო აი ასეთია თბილისი. უცნაური და საინტერესო. მრავალფეროვანი. მაგრამ არა ჩემი. არც შენი. არც ჩვენი. თბილისი თბილისია რაა. სავსე მაგრამ, მაინც ცარიელი... """"""""" """""""" თეთრად იყო შემოსილი მაშინ თბილისი. როდესაც თბილისში, 5 წლის შემდეგ, დათა დევდარიანი ჩამოვიდა. """"""""" ირაკლი მაჭავარიანი, დათა დევდარიანი, სანდრიკა ჟღენტი და მიშო ვაჩნაძე. ესენი იყვნენ? ვერ გეტყვით. ყველას უყვარდა ეს ოთხი. თბილისს უყვარდა ეს ბიჭები. იცით როგორები იყვნენ? არანაირი კაი ბიჭობა და 24 საათი ქუჩაში დგომა. ქუჩა იცოდნენ რა თქმა უნდა, მაგრამ მაგათზე ნაკითხი თუ ვინმე იყო არ ვიცი. ფიზიკურადაც ბადალი არ ჰყავდათ. მოკლედ ამ ოთხეულზე გიჟდებოდა მთელი თბილისი. ალბათ დედაქალაქის მონატრებამ ჩამოიყვანა დათა საქართველოში. და მაინც, რა მოხდებოდა რომ არ ჩამოსულიყო?... """"""""" -ანგელოზები დაგიფრთხე იკუშ?-ტელეფონში დათას ღიმილშეპარული ხმა გაისმა. -აუ დათაა რა გინდააა?-სასაცილო და ნამძინარევი ხმა ჰქონდა ირაკლის. -ჩამო რაა შენს სადარბაზოსთან ვარ. -გააღადავე იცი ვინნ? შენი ფრანგი ნაშები. -აუუ ცანცარ, შენს ძმობას ვფიცავარ შენ ფანჯრებთან ვდგავარ. -აუ შენ მართლა გაგიფრენია ძმაოო. 6 წლიანი კონტრაქტით ხარ საფრანგეთში შე*ჩემა რა მოწიეე? -ჩამოხვალ თუ გელოდო ირაკლი? რა შეყვარებულივით მენაზები ბიჭო, ჩამო გავიყინეე. -მაგარი დარტყმული თუ არ იყო მე ვიყო ბოლო დონის ნაძირალაა ეე. არ უნდა გეთქვა შე*ჩემა რო მოდიოდი. ხო უნდა გარტყმევინო ეგ დარტყმული თავი ძირს რაა.-გაცხარებული ლაპარაკობდა ირაკლი, თან ტანსაცმელს იცვამდა. -ვაფშე არ შეცვლილხარ იკუშ. 10 წუთში ირაკლი ძლივს ჩავიდა სადარბაზოსთან. -ეეეეე ჩემო დათუჩაა-დაიყვირა და მონატრებულ ძმაკაცს მოეხვია. -როგორ ხარ იკუშ? -რავი ტოო, როგორ ვიქნები. რა უნამუსო ხარ ხვდები?-ღიმილი ეპარბოდა ირაკლის ხმას. -ვიცი მარა ჰოიცით, როგორც სანდრიკა იტყოდა, ცოტა გარეკილი მაქ.-გაეღიმა და სიგარეტს გაუკიდა. -წამო რაა ამოდი გაახარე მაკაა რაა, იცი როგორ ენატრები? და ლილუს, სულ შენს ხსენებაშია შე*ჩემა, მგონი ჩემზე მეტად უყვარხარ. -არა იკუშ მერე ამოვაალ რაა. მიდი ადი ეხა და მერე გნახავთ ბიჭებს. -აუ დათუჩიე მაგრა მომენატრე რაა. თბილისი ახმაურდა. დევდარიანი დაბრუნდაო. ~~~ -გაიღვიძე მარი. -რა ხდება? -დევდარიანი დაბრუნდა. -არააა?! ~~~ -გაიგე? -ვისზე? დათაზე? -ჰო გოგო. ვითომ იმის გამო? -არა მგონია. ხო ყველაფერი მორჩა? -რავიცი არ ვიცი. ~~~ -შენ ბიჭო კარგად ხარ?-ტელეფონში ჟღენტის ხმა გაისმა. -ჰო სანდრიკ-მოსალოდნელი რისხვისთვის მოემზადა დათა. -ჩემი ძველთაძველი ნაშისგან უნდა ვიგებდე შენს ჩამოსვლას ბიჭო? -სანდრიკ დღეს დილით ჩამოვედი რააა.-უთხრა ძმაკაცს და ღრმა ნაპასი ჩაარტყა. -აუუუ რამაგარიააა ტოო, მარა 5 წელი არ გავიდაა? -ჰორაა, ვიცი მაგრამ წამოვედი რაა. დავიღალე ბიჭო საფრანგეთში. მომენატრეეთ რაა. -დათა... -ჰო სანდრიკ. -იმის გამოც? -არვიცი. შენს ძმობას ვფიცავარ არ ვიცი რაა. ბიჭო მოიხოდეთ და სად ხარ შენ? - პეროვსკაიაზე გამოო რა მანდ ვარ. -აუ მანდ არის რამე საკაიფოო? -კი ბიჭო "ძველი ლონდონია" და გამო. -კაი შეეხმიანე ბიჭებს რაა მაგრად მომენატრეთ. -აუუ ჩვენცცც ტო, კაი მიდი დო ვსტრეჩი. ~~~ -ტუსა -ჰო მიკო. -ზიხარ? -მიკო რა ხდება? -ჩამოვიდა ტუსა. დევდარიანი დაბრუნდა. -მაღადავებ? -ჩემ ირაკლის ვფიცავარ ტუსა. ~~~ -მელანდები ხოო?-კაფეში ახალშემოსულმა ვაჩნაძემ ისე იყვირა, ყველამ მათკენ გამოიხედა. -ვაჩნაძეე შე ძველოო. მოდი აქქ ბიჭო. -დათა ტოო? აქ ხარ ბიჭო? აუ ჩემი მოვკვდები ახლა. რა გინდა ბიჭო აქ? არა როგორ არ გინდა მარა ეეე მოდი აქქქ. -აუ როგორ მომენატრე მიშოო. -ისევ ისეთი დათუჩიე ხარრ რაა. ისევ შეიკრიბა თბილისის ოთხეული. -მოყევი აბა რა ხდებოდა იქ?-ღიმილით იკითხა მაჭავარიანმა. -ჩვეულებრივია რაა. ნუ ნიჩივო. პროსტა მარტო არ უნდა იყო ბიჭო საფრანგეთში რაა. ძაან მომბეზრდა ეს ფრანგი მადმუაზელები და მათი ხელოვნური ჟესტები.-სიგარეტს გაუკიდა. -ჰო ნუ ეხა. რატო გადაწყვიტე ჩამოსვლა ჰაა?-კითხვაზე პასუხი ყველამ იცოდა. მაგრამ მაინც რა... -პროსტა. -არ ვიცოდი დოლიძეს პროსტა თუ ერქვა.-ყოველთვის პირდაპირი იყო ჟღენტი. -რა შუაშია სანდრიკ?-დაიძაბა დევდარიანი. -შუაში კიაარა თავშია ჩემო დათა.-სიგარეტი საფერფლეში ჩაწვა სანდრიკამ. -მორჩა ყველაფერი.-ახალ ღერს გაუკიდა დათამ. -დამიჯერე ეგ არასდროს მორჩება.-ბოლო სიტყვა თქვა ჟღენტმა და ბარი დატოვა. ყოველთვის ასეთი იყო სანდრიკა. არაორდინალური მოქმედებები ახასიათებდა. -რა დაემართა?-გაკვირვებულმა იკითხა ვაჩნაძემ. -არ იცნობ როგორიაა? -კი იკუშ მარაა, რავი რაა. -იკა რას შვები მიკოსთან?-საუბრის თემა გადაიტანა დათამ. -უფრო მიყვარს ტოო, რაღაც სასწაულად ბიჭო. აი რომ არ მყოფნის და სულ რომ მინდა ვუყურებდე ეგრე. -ძაან მაგარია იკუშ. -ტუსაც კარგად არის. -არ მიკითხია.-არავის გამოპარვია, როგორ დაეძაბა ძარღვი დათას კისერზე. -მაგრამ გინდოდა გეკითხა. ჰო გინდოდა და გეტყვი რომ ტუსა კარგადაა, მაგრამ უნდა ხვდებოდა რას ნიშნავს მისთვის "კარგად" ყოფნა დევდარიანის გარეშე. -მორჩი რაა. -დათა იცოდე, ყველამ ვიცით რატომ მოაწერე იმ მამაშენის კომპანიის კონტრაქტს ხელი და რატომ წახვედი, მოდი ნუ ატყუებ რა შენს თავს ხარაშო? -მორჩა მეთქი ყველაფერი მიშო ვერ გაიგე?-მუშტი მსუბუქად დაარტყა მაგიდას დათამ. -ვერა და არც გავიგებ დათა. -ჰო იცი რომ ნახავ? დათა ხო იცი? გამორიცხულია რაა. უეჭველი შეხვდები გესმის? და რა განცდა გექნება? მაშინაც იტყვი, რომ ყველაფერი მორჩა? არ დაუშვა გესმის? -5 წელი გავიდა ბიჭო კარგად ხარ?-საოცრად დაიძაბა დათა. -ბაზარი არააა. მეც ვიცი თვლა, მარა რაც 5 წლის განმავლობაში არ მითქვია ახლა გეტყვი გესმის? ანდა როგორ გეტყოდი ვაფშე არ გვეკონტაქტებოდი. ბარში ჟღენტი შემოვიდა. -დათა მისმინე არ არსებობს შენ და ტუსა ცალ-ცალკე გესმის? არ არსებობს. ვიცი გიყვარს და მასაც უყვარხარ. ჰოდა გაინძერი რაა. -და რამე ხდება? რამ აგაფორიაქათ? -არ დაუშვა რომ... -რა არ დაუშვა სანდრიკა? -ტუსა და მახვილაძე არ დაუშვა გესმის?-იცოდნენ, რომ ეს დათასთვის პიკი იყო, თორემ რა მახვილაძე? რის მახვილაძე? რა იგრძნო დათამ? ვერ გეტყვით. არ ვიცი. მხოლოდ ის დავინახე როგორ გავარდა ბარიდან და მანქანით "მოხია". ~~~ ოთახში ნერვიულად დააბოტებდა მიკო კანდელაკი. -პროსტა გესმის? დაბრუნდაო.-არანაკლებ შოკში იყო ელენე ასათიანი. -ტუსა ამოიღეე ხმა რაა.-გაკაპასდა მიკო. -და რა? -რა რა გოგო? დევდარიანი შვილო. ალო აქა ხარ? დათა დევდარიანი ჩამოვიდა ტუსა. და-თა. შენ ვიღაც მახვილაძე არ გეგონოს გესმის? არა რაა, ტუსა მისმენ? -გისმენ. -ტუსა გამოფხიზლდი. -და რაგავაკეთო ელენე? მივაკითხო? ვა დათა როგორ ხართქო? იცი ძაან მომენატრეთქო? -არა დებილი როომ იყავი ხუთი წლის წინ მივხვდი მარა ასეთი დონის თუ იყავი მართლა არ ვიცი რაა. ბრავო დოლიძე ბრავო.-ხელებს ჰაერში ასავსავებდა ასათიანი. -თავი დამანებეთ რაა.-საწოლზე დაემხო დოლიძე და უჩუმრად მისცა გზა ცრემლებს. ვის გამოეპარებოდა ტუსას ცრემლები? კანდელაკს და ასათიანს? ~~~ ჩაბნელებულ ოთახში მარტო იჯდა. აღარ ახსოვდა მერამდენე ბოთლს სვამდა. ოთახი ალკოჰოლის და სიგარეტის სუნით იყო გაჯერებული. მთვარის შუქი ძალიან მკრთალად აღწევდა ფარდებში და დათას ფერწასულ სახეს ეცემოდა. კიდევ ერთი ბოთლი ჩაცალა. შუშის ნამსხვრევების ხმაც გაიგონა. რა სჭირდა? ტუსა დოლიძე სჭირდა! 5 წლის მერეც მისი პატარა ფერია სჭირდა. მისი? გაეცინა. თვალები ჩასისხლიანებოდა. რომ შეგეხედათ ვერ დაიჯერებდით, რომ ადამიანი იყო. თავში მოგონებები ამოუტივტივდა. დევდარიანი ტიროდა. დიახ, ტიროდა მეორეჯერ. ყველაფერი სულ, სულ თავიდან გაახსენდა. ........ ........... 16 წლის იყო დოლიძე და 18 წლის დევდარიანი ერთმანეთი რომ გაიიცნეს დათას ძმაკაცის საბა მახვილაძის დაბადების დღეზე. როგორც ხდება მერე, ტუსას დაქალის, მიკოს შეყვარებული, ირაკლი მაჭავარიანი, დევდრიანის ძმაკაცი იყო და ძალიან დაახლოვდნენ. არანაირი მოწონება არ გააჩნდათ ერთმანეთის მიმართ, პირიქით კარგი მეგობრები იყვნენ. დრო გადიოდა და ერთმანეთის გარეშე ვერ ძლებდნენ ტუსა, დათა, მიკო, იკა, სანდრიკა, ელენე და მიშო. იმდენად დაახლოვდნენ, რომ ერთმანეთისთვის ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილები გახდნენ. დადიოდნენ ერთად, ერთობოდნენ და გიჟობდნენ, სანამ საბა მახვილაძე ზედმეტად არ შემოიჭრა დოლიძის ცხოვრებაში. მაშინ ხვდებოდა დევდარიანი, რომ ტუსას, როგორც მიკოს და ელენეს ისე არ უყურებდა. ხვდებოდა, რომ მასში ფესვებს იდგამდა ის გრძნობა, რაც მანამდე ხელწამოსაკრავი ეგონა. მახვილაძის ზეგავლენა ტუსას ცხოვრებაში იზრდებოდა. დოლიძის ტელეფონზე დღეში მინიმუმ, 8 ზარი შედიოდა საბასგან, რასაც რა თქმა უნდა ტუსა უპასუხოდ ტოვებდა. რამდენჯერ დაელაპარკნენ ბიჭები, რომ თავი დაენებებინა ტუსასთვის, მაგრამ თითქოს საბას უფრო ეძლეოდა სტიმული, რომ გოგონასთან დაახლოვებულიყო. განა საბა ცუდი ბიჭი იყო? უბრალოდ ტუსამ იცოდა, რომ დევდარიანამდე ვერ მივიდოდა. ვინ იყო მისთვის დევდარიანი? პირველი მამაკაცი. ეს რა თქმა უნდა მის გულში, მიკოსთან და ელენესთან. აღიზიანებდა მახვილაძის ყურადღება და მისი ადგილი თავის ცხოვრებაში რადგან მისთვის დევდარიანი პირველი იყო. უყვარდა და იცოდა, რომ საბას ვერ მიუშვებდა ოდნავადაც კი, მის გულამდე. ასე გრძელდებოდა. ტუსა და დათა "მეგობრობდნენ", მანამ სანამ.... მახვილაძემ ტუსა მოიტაცა. ღამის 3 საათზე დათას ტელეფონის გაუთავებელი ვიბრაცია აღვიძებს. ეკრანს "მიკო" დაეწერა და თითქოს რაღაცა ცუდი იგრძნო. არა კი იცოდა, რომ არ უნდა გაჰკვირვებოდა გიჟი მიკოს ზარი ამ დროს, მაგრამ ადამიანი ჰო გრძნობს რაღაცა ცუდს? ხელის კანკალით აიღო ტელეფონი. -მიკო? ხო მშვიდობაა? -დათა ტუსა დათაა... -მიკო რახდება-სისხლი აუდუღდა დევდარიანს. -მახვილაძემ მოიტაცა დათაა მოდი გთხოვ.-განწირულად კიოდა მიკო. ტელეფონი გათიშა და სახლიდან გავარდა. გზაში უამრავჯერ სცადა დოლიძესთან დაკავშირება. რისი იმედი ჰქოდა? ძლივს მიაღწია მიკოს სახლამდე, სადაც ყველა ელოდებოდა. -რახდება?-ოთახის კარი შეგლიჯა. -დროზე კვალს უნდა მივყვეთ, გესმის? -იცოდეთ ჩვენც მოვდივარ.-ტიროდა ასათიანი. -თქვენ ხოარ უბერავთ გოგო? -ირაკლი გთხოვვ რაა. -ელენე მისმინე არგვაქ ამდენი დრო დამშვიდდით, პირობას გაძლევთ ტუსასთან ერთად ჩამოვალთ. -ჩამოხვალთ?-პირი დააღო მიკომ. -არვიცი, ეჭვი მაქვს სვანეთში იქნება ეგ ს*** -დროზე შე*ჩემა-იღრიალა დათამ და ბინა დატოვა. შავი ჯიპი საოცარი სისწრაფით მოსწყდდა ადგილს. -როგორ მოხდა?-კბილებში გამოსცრა დევდარიანს. -მიკოსთან იყვნენ ბიჭო ყველა და დოლიძესთვის დაურეკია ჩამოო -და ჩავიდა ბიჭო?-წყობიდან გამოვიდა დათა. -ებეე მაცადე ბიჭო! იმ გამოსი****** უთქვია მალე ჩამო დევდარიანია ცუდადო, გამოიყოლე შენებიცო. ამან დაუწყო ბიჭებმა რატო არ მითხრესო, იმან უთხრა ყველა საავადმყოფოშიაო და ჩავიდნენ ბიჭო ეს ქათმებიც ესე აბნეულად და მერე საბას მოუკიდებია ხელი და ჩაუსვამს მანქანაში. -არ ვაცოცხლებ მაგ ნა******ს.-სიგარეტს გაუკიდა და სიჩქარეს მოუმატა დათამ. 5 საათიანი მგზავრობის შემდეგ ჩავიდნენ სვანეთში. უკვე გათენებული იყო და არ გაუჭირდებოდათ მათი პოვნა. ზედმეტად უფანტაზიო და დაუკვირვებელი იყო მახვილაძე. -გააჩერე ეს სახლია.-იღრიალა სანდრიკამ, იარაღი დატენა და მანქანიდან გადახტა. დათამაც აიღო იარაღი და გადავიდა. არ ვიცი, როგორ მაგრამ სრულიად უპრობლემოდ შევიდნენ სახლში. გადანაწილდნენ და ოთახებში ძებნა დაიწყეს. ოთახში ძირს ვიწექი და ცრემლებად ვიღვრებოდი. კარების ხმა გაისმა. ის პიროვნება შემოვიდა, ვინც ყველაზე მეტად მეზიზღებოდა. -რას შვები ტუსა?-საზარელი ხმით მკითხა.-აა არ მელაპარაკები? ბოდიში. დევდარიანი ვერ წამოგიყოლე. აქამდე სანამ არ მივედი ყურადღებას არ მაქცევდი ჰო შე ბ**ო. ახლა დამაცადე, რაც გუშინ ვერ განვახორციელე იმას გავაკეთებ ჩემო ტუსა.-ირონიულად გამიცინა და ჩემსკენ დაიძრა. -არ მომეკარო გაეთრიე აქედან, იცოდე განანებ გესმის? საბა არ მომეკარო გაეთრიე ნაგავო.-ბოლო ხმაზე ვკიოდი და ვტიროდი, მაგრამ ის უფრო გახელებით მახევდა ტანსაცმელს.-საბა გამიშვი, არ მომეკარო, საბააააა..-ნახევრად შიშველი ვიწექი მის წინ ის კი ხარბად მიყურებდა. კოცნა დამიწყო, ძალა აღარ მყოფნიდა, რომ წინააღმდეგობა გამეწია. ბოლოს მთელი ხმით დავიყვირე დათათქო. როდესაც მეგონა, რომ ცხოვრება დამენგრა, სწორედ მაშინ გავიგე იარაღის ხმა და საბას გინება. დავინახე ოთახში როგორ შემოვარდნენ ბიჭები. ყველა საბას ეცა, ბოლოს ირაკლიმ იღრიალა ტუსაო და დათა ჩემთან მოვარდა. ყველაფერი დამავიწყდა მაშინ, ისიც რომ დათას წინ შიშველი ვიყავი. ხელში ამიყვანა და მანქანამდე მიმიყვანა. -ყველაფერი კარგადაა გესმის? შენთან ვარ ჩემო პატარა. მითხარი საბამ იძალადა? მითხარი ტუსა.-თავი გავაქნიე.-მადლობა ღმერთს, ნუ გეშინია ტუსა.-თავისი პერანგი გაიძრო და მე ჩამაცვა. ცრემლები წამომივიდა.-ნუ გრცხვენია ტუსა, იცოდე შენს თითოეულ ცრემლს ვაზღვევინებთ.-მეხუტებოდა. მისგან იმხელა სითბო მოდიოდა, რომ მივხვდი როგორ სიგიჟემდე მიყვარდა. მივხვდი, რომ მის გვერდზე თავს ყველაზე დაცულად და უსაფრთხოდ ვგრძნობდი და მივხვდი, იმასაც რომ დათას გარეშე უბრალოდ არ შემეძლო! ბიჭები მოვიდნენ და მანქანაში ჩასხდნენ. დათა უკან დაჯდა ჩემთან. -როგოორაა?-ბუნდოვნად მესმოდა ირაკლის გაბზარული ხმა. -არვიცი იკუშ.. ჩაეძინა. დროზე მივასწარით იმ ახ****. გეფიცებით აი იქ რომ ვნახე ძირს უმწეოდ, მაშინ მივხვდი რომ საოცრად მიყვარდა გესმით? ვერ გადავიტანდი რამე რომ დაეშავებია იმ ნა******* ჩემი ტუსასთვის.-ყველაფერი მესმოდა, უბრალოდ იმ მომენტში ვერაფერს ვერ ვგრძნობდი, ვერც ჩემი გულის ცემას. ვერც იმ პეპლებს, თუ დინოზავრებს და საერთოდ ვერაფერს... ~~~ -ბიჭებო, გაიღვიძა.-ოთახიდან თვალებდასიებული კანდელაკი გამოვიდა. ლოგინზე უმწეოდ იწვა ტუსა და უაზროდ იყურებოდა. -ტუსს.. ჩემო პატარა.-გვერდით მიუწვა ვაჩნაძე.-როგორ გვანერვიულეე ტო, ხო აზრზე არ ხარ?! -ტუსიკოო ჩემო გოგო-მეორე მხრიდან მიუწვნენ სანდრიკა და ირაკლი.-ჰოიცი არაა რას ვუზამთ იმ ჩმორს? არ ინერვიულო კაი? ჩვენ გავალთ, აქ ვიქნებით ჰოო?!-შუბლზე აკკოცეს სათითაოდ და ყველამ დატოვა ოთახი, დათას გარდა. -დათა...-ცრემლებმა თავისით გაიკვლიეს გზა. -არ გინდა გთხოვ.-გვერდით მიუწვა დევდარიანი და ჩაეხუტა.-შენს თავს ვფიცავარ ტუსა იქ რომ დაგინახე თავი ბოლო დონის ს**ი მეგონა. შენ რომ ვერ დაგიცავი. -დათა კარრგი რაა... მადლობა დათ. -ტუს -ჰო -მიყვარხარ. ეგ იყო და ეგ. აი ზუსტად იმ დათას ერთმა სიტყვამ შეუცვალა ტუსას ცხოვრება. იმის მერე თბილისისთვის ტუსა დოლიძე დევდარიანისის გოგო იყო. მახვილაძე? მახვილაძემ გერმანიაში "მოხია". ...... .......... ............... -ტუსა გიყვარს? -არა რა სისულელეა.-ცხვირი აიბზუა დოლიძემ. -ტუსა გამარჯობა, მიკო ვარ კანდელაკი ეს კი ელენეა ასათიანი, შენი სიყრმის დაქალები. -მია კარგად ხარ? -მია? -რა მნიშვნელობა აქვს? მიკო. -და არ გახსოვს რომ მიას მხოლოდ მაშინ მიძახი, როცა ძალიან ცუდად ხარ? -არა, ისე დაგიძახე.. -მოდი იცი რააა?! ცოტა აზრზე მოდი და მერე მოვალთ ჩვენ.-ცივად უთხრა მიკომ და ოთახი დატოვა. -მიკოს ჰო იცნობ ტუსს? არ ინერვიულო რაა.-შუბლზე აკოცა და ასათიანიც წავიდა. დოლიძე ძალიან ჯიუტი იყო. მოკვდებოდა და თავისას მაინც გაიტანდა. ალბათ, სწორედ ამ სიჯიუტის გამო იყო ახლა ასე. თქვენ გგონიათ არ იცოდნენ, რომ ტუსას და დათას ერთმანეთი ისევ უყვარდათ? ყველამ იცოდა ეს. მთელმა თბილისმა. არ აღიარებდნენ. დათაც კაი ჯიუტი იყო და ეს სიჯიუტეა ყველაფრის მიზეზი. ისე, წარმოიდგინეთ... დოლიძე და დევდარიანი... ტუსა და დათ'ი. ანასტასია და დავითი. როგორც გინდათ.... მაინც შეუდარებლები არიან რაა... იყვნენ.... 5 წელი ტანჯულად გავიდა. ყოველ დღე ეელოდებოდა, რომ უბრალოდ, მხოლოდ იმას მაინც ეეტყოდნენ დარეკაო. ესეც კი ბედნიერება იქნებოდა მისთვის. ახლა? ახლა კი დათა თბილისში იყო. ერთ ქალაქში იყვნენ. ერთ ჰაერს სუნთქავდნენ.... იცოდა, იცოდა, რომ შეხვდებოდა... რა უნდა ექნა? რა რეაქცია ექნებოდა? ან რა იქნებოდა მერე? იქნებ დათას აღარ უყვარდა ან კიდევ სხვა ჰყავდა? აღარ შეეძლო. მანქანის გასაღებს იღებს და სახლიდან გარბის. სად? არრც თვითონ იცის. უბრლოდ, თითქოს ამხელა ქალაქში, მისთვის ჰაერი აღარაა. === -გადავირევი ნანა, შიშით ვეღარ გამოვსულვარ გარეთ -რა იყო? რა მოხდა? -ისეთი ავარია მოხდა შენთან რომ მოვდიოდი ჭკუიდან შევიშალე. -სად გოოგო? -აქ ამოსახვევში. მგონი ახალგაზრდა გოგო იყო. ვერ დავინახე კარგად. არ შემიძლია ეგეთების ყურება. -ღმერთო დაიფარე ყველა! === -დათა -რაიყო სანდრიკ? -ტუსა ბიჭო -რახდება?-ყვირილზე გადავიდა დათა. -ავარიაში მოყვა და ძალიან მძიმედაა დათა. ძალიან მძიმედაა გესმის? გადარჩენის შანსი თითქმის არაა დათაა-ბოლო ხმაზე ყვიროდა ჟღენტი. თვალის დახამხამებაში დატოვა სახლი დევდარიანმა. გზაში გამწარებული ყვიროდა და საჭეს ხელებს ურტყამდა. ტუსა რომ დაეკარგა? წამით არ გაჩერდებოდა ცოცხალი. ვერ წარმოედგინა, რომ შეიძლებოდა ვეღარ ენახა, ვეღარ გაეგონა მისი ტიტინი. ძლივს მიაღწია რესპუბლიკურამდე. ყველაზე მშვიდი და "უემოციო" ასათიანი, ბოლო ხმაზე რომ კიოდა, მაშინ მიხვდა რა ცუდად ჰქონდა საქმე... -როგორ მოხდა?-ყვიროდა. -არვიცი დათა მე და ელენე წამოვედით და ნახევარ საათში დაგვირეკეს. -ახლა სადაა? -სასწრაფო ოპერაცია იყო საჭირო. ექიმმა იმედებს ვერ მოგცემთო. ტუსა რომ დავკარგო დათა ვერ გადავიტან გესმის?-ხაოდა კანდელაკი. -ამის დედას შ****ი.-იღრიალა და კედელს მუშტი დაარტყა. წამში იფეთქა სისხლმა, მაგრამ დევდარიანს ამისთვის სცხელოდა? მისი პატარა გოგო სიკვდილს ებრძოდა. დერეფანში ტუსას ოპერაციიდან გამოსული ექიმები დარბოდნენ, რაც უფრო ამძიმებდა ბავშვების მდგომარეობას. დათა ცალკე იდგა კედელთან და ღმერთს ევედრებოდა ტუსა გადაერჩინა. ბოლო წვეთი იყო მათთვის, საოპერაციოდან გამოვარდნილი ექიმი როგორ ყვიროდა დროზე პაციენტს ვკარგავთო . დათამ ვეღარ მოითმინა და გვერდზე მდგარი შუშის სათავსო დალეწა. 6 საათიანი ოპერაციის შემდეგ ექიმი ჩქარი ნაბიჯით გამოვიდა საოპერაციოდან. პირველი მასთან დათან მივარდა. -ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ. გილოცავთ, ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა, მაგრამ ახლა მთავარიია იბრძოლოს. ყველაფერი თავის ორგანიზმზეა დამოკიდებული. მინდა გითხრათ ძალიან იღბლიანია, რადგან შუშის ძალიან დიდი ნაწილი ჰქონდა შერჭობილი გულ-მკერდის არეში, რომელიც მილიმეტრებით იყო აცდენილი გულს. კიდევ ერთხელ გილოცავთ! კედელთან ჩაიკეცა დათა. ვერ მიხვდა უნდა გახარებოდა? იქნებ ვერ გადარჩენილიყო? ვერ გამკლავებოდა ტუსას ორგანიზმი? არა! უნდა ებრძოლა. ტუსას გარეშე წამით არ იცოცხლებდა. 5 დღის განმავლობაში ახალი არაფერი არ ისმოდა. ექიმები მხოლოდ იმას ამბობდნენ, მთავარია იბრძოლოსო. მეექვსე დღეს პირველად შევიდა დათა რეანიმაციაში. რომ დაინახა იქ მოკვდა. უამრავ აპარატზე იყო შეერთებული. სუნთქვა შეეკრა. 5 წლის შემდეგ პირველად ნახა. ვეღარ მოითმინა. შეძლებისდაგვარად გვერდზე დაუწვა და თმაზე ფერება დაუწყო... რა ძალამ აალაპარაკა ვერ გეტყვით... -აქ არ უნდა იყო ტუსა გესმის? გამოფხიზლდი გთხოვ. მე თუ არა, სხვას მაინც გაუღიმე, შენი ლამაზი ღიმილით გთხოვ. ვერ გადავიტან შენ რომ არ მყავდე. ისედაც ბევრი დრო დავკარგეთ ტუს. არ ვაპირებ იცოდე. შენ უნდა ადგე. არ მაინტერესებს. შენ გაიღვიძებ და ისევ ჩემთან იქნები გესმის? რას მეუბნებოდი? მომწონს დევდარიანის გოგოს რომ მეძახიანო. სხვა რომ პატარას დაგიძახებდა, მზად იყავი მოგეკლა, მაგრამ შენ რომ მიძახი მიყვარსო. გთხოვ. ვიცი, რომ გაიგებ, ჩემსას გაიგონებ და ხვალ თვალს გაახელ. ადგები და ისევ ისეთი ტუსიკო იქნები. ოღოდ ჩემი. მიყვარხარ ტუსა. იმდენჯერ მიყვარხარ, რამდენჯერაც ვერ დათვლი. შენ რომ ამბობდი, ყველაზე ბოლო ვარსკვლავამდე მიყვარხარ.-შუბლზე კოცნის და რეანიმაციას ტოვებს. სასწაული ვიწამე მაშინ და არა მარტო მე, ვიწამეთ მთელმა თბილისმა, როცა ზუსტად მეექვსე დღეს, დათას შესვლიდან რამოდენიმე საათის შემდეგ ტუსამ თვალი გაახილა. -დოლიძე ანასტასიასთან თვქვენ ხართ?-ბავშვებს ჭაღარა თეთრხალათიანი მიუახლოვდა. -დიახ, რამე ახალია?-დათას ჩასისხლიანებულ თვალებში იმედის ნაპერწკალი გაჩნდა. -გუშინ მასთან რომელი იყავით? -მე-გაკვირვებული იდგა დევდარიანი. -დათა ბრძანდებით? -კი და რა ხდება? -როგორც ჩანს თქვენ მისთვის ძალიან ძვირფასი ხართ, გაიღვიძა და ეგრევე თქვენი სახელი თქვა. ახლა სუსტადაა, მაგრამ ნებას დაგრთავთ ცოტახნით მოინახულოთ. კიდევ ერთხელ გილოცავთ! არ სჯეროდა დათას. ვერ იაზრებდა ექიმის სიტყვებს. კარგა ხანს იდგა გაშეშებული. ფიქრებიდან სანდრიკას ხმამ გამოიყვანა. -დათა ადექი გამოყავთ რეანიმაციიდან. რეანიმაციის კარი გაიღო და ტუსა გამოიყვანეს. ყველა მასთან მივარდა. დათა მოშორებით იდგა და სიყვარულით სავსე თვალებით უყურებდა მის საყვარელ ადამიანს. დოლიძე? დოლიძე კანკალებდა. ეშინოდა მარჯვნივ გახედვის რადგან იცოდა იქ იდგა. გრძნობდა. სურნელი იგრძნო. 5 წლის მერეც ისევ ბოსი ესხა... და გაიხედაა. თვალებში შეხედა დევდარიანმა. გული გაუჩერდა. ძლივს მოსწყდა დათას თვალებს. მხოლოდ დევდარიანმა დათამ შეძლო დაენახა ტუსას ლოყაზე ჩამოგორებული ცრემლი... პალატაში რიგ-რიგობით შედიოდნენ ბავშვები. ბოლოს ვაჩნაძე გამოვიდა და დათას ანიშნა შედიო. ყველ სულმოუთქმელად ელოდა რა მოხდებოდა პალატაში, სადაც 5 წლის შემდეგ პირველად შეხვდებოდნენ დოლიძე და დევდარიანი... მთელი სხეული დაეჭიმა ტუსას კარებში შემოსული დათა რომ დაინახა. -როგორ ხარ ტუსა?-სკამი მისწია დათამ ტუსას საწოლთან. -კარგად დათა შენ?-ძლივს დაიმორჩილა ხმა ტუსამ. -არამიშავს რაა. როგორ მოგივიდა ტოო? -არვიცი. გაეცინა დათას. ტუსასაც გაეცინა. -მომენატრე იცი?-დათას სიტყვებმა ტუსას პულსი აუჩქრა. -არ ვიცი.-ფანჯარაში გაიხედა. ტირილი უნდოდა. -ძაან კარგად იცი. აღარა ხარ პატარა და უნდა ხვდებოდე. -დათა მორჩი რაა.. -გესმოდა? -არა.-მერე მიხვდა რა თქვა და შერცხვა. -ანუ გესმოდა. მერე ტუსა? -რა მერე დათა? -გიყვარვარ? -... -ანუ გიყვარვარ. -ზედმეტად თავდაჯერებული ხარ დათა საკუთარ თავში. -მე არ მკითხავ? -არა. იმიტომ რომ არ მაინტერესებს რაა. ყველაფერი მორჩა. -კარგი მასე თუ გაინტერესებს გეტყვი, რომ კი, მიყვარხარ. დოლიძე გამოშტერდა. გა-მო-შტე-რდა. აკანკალდა. გააცივა. გააცხელა. დევდარიანს ისევ უყვარდაა? ცრემლებს ძლივს იკავებდა. -ტირილს თუ დაიწყებ წავალ ტუს.-წამში მოიწმინდა ტუსამ ცრემლი. დათას გაეცინა. -რა გგაკავებს ტუსა? გიყვარვარ, მიყვარხარ და არ შეიძლება ვიყოთ ერთად? არ მინდა რაა მე უშენოდ და ვიცი არც შენ გინდა უჩემოდ. იცი როგორ მიყვარხარ? -დათა.. -ტუსა მისმინე ეგ სიჯიუტე დაგღუუპავს შენ. არ ვაპირებ შენს გაშვებას, ისედაც დიდი დრო დავხარჯე. -რატომ წახვედი დათა? -რატომ არ მენდე ტუსა? -ჯერ მე გკითხე. -იმიტომ წავედი, რომ არ შემეძო მეყურებინა იმისთვის თუ როგორ არ მენდობოდი შენ. -დათა... -რა დათა ტუსა? არ გჯეროდა, რომ არაფერი ხდებოდა ჩემსა და ბიგვავას შორის? რატომ არ დამიჯერე? -ყველა ამბობდა დათა დადისო და შენც შეიცვალე, მე კიდევ ვერ გადავიტანდი. -შენმა უნდობლობამ შემცვალა ტუსა გესმის? მაგრამ არ ვვაპირებ რაა, ჩემი ხარ და ჩემი იქნები. -დათა -ჰო ტუს -გვერდით მიუწვა დევდარიანი დოლიძეს. ორივეს ჟრუანტელმა დაუარა. -აი სულ სულ სულ ბოლო ვარსკვლავამდე მიყვარხარ.-ჩუმად უთხრა და ყელში აკოცა. დევდარიანზე ბედნიერი? უბრალოდ არავინ არ იყო. -შენ სულ ჩემთან იქნები ტუსა. არასდროს არ გაგიშვებ ხელს. -მპირდები? -გპირდები. პალატის კარი ვაჩნაძემ შეგლიჯა და ტუსა და დათა ერთმანეთზე ჩახუტებულები რომ დაინახა ყვირილი დაიწყო. იმდენი ქნეს ბავშვებმა, მთელ საავადმყოფოს გააგებიეს წყვილის შერიგება. დედაქალაქი შოკში იყო. დოლიძე და დევდარიანი შერიგდნენო ხმა გავარდა. და დაიწყო ახალი ცხოვრება. ტუსასთვის და დათასთვის. ულამაზესი და უმაგრესი 365 დღე წყვილისთვის. რატომ 365? -შენს სადარბაზოსთან ვარ ჩამოდი.- დათას ტელეფონში მახვილაძის ხმა გაისმა. გათიშა და ჩავიდა. ბევრი ილაპარაკეს, თუ ცოტა. -კაროჩეე, ტუსას უნდა შეეშვა რა დევდარიანო. ვერ იქნებით რაა ერთად. არ გამყოფებთ. იმ ძუკნას კიდე მე მივხედავ. დათას გადაეკეტა მახვილაძის სიტყვებზე და მუშტი გაარტყა. გამეტებით ურტყამდა დათა საბას. არ შეარჩენდა ტუსას ასე მოხსენიებას. ჩხუბი ატყდა? საშინელი. ბოლოს ვეღარაფერი მოიმოქმედა მახვილაძემ და... დევდარიანი დაჭრა. გულ-მკერდის არეში. დოლიძის ტელეფოონზე ზარია. -არ ინერვიულო. დათა დაჭრეს, მაგრამ ნუ გეშინია ყველაფერი კარგად იქნება. მხოლოდ ეს წინადადება ჩაესმოდა ყურებში. დაახლოებით 15 წუთში რესპუბლიკურში კივილით შედიის. თბილისი ახმაურდა, ისევ. მახვილაძე სად იყო? არავინ არ იცოდა. ოპერაცია, ოპერაცია, ოპერაცია. ტირილი. შიში. გამქრალი იმედი. გახსნებული ყველა სიტყვა. მოგონება. იმ პირველი "მიყვარხარს" შემდეგ. იმ 5 წლის შემდეგ და იმ 365 დღის შემდეგ. 15 აგვისტოს ღამეს... -მოკლეს. ეს იყო ბოლო სიტყვა, რაც თბილისმა გაიგო ირაკლი მაჭავარიანისგან. ეს იყო სიტყვა, რომელმაც თბილისს შავი სუდარა ჩააცვა. ეს იყო სიტყვა, რომელმაც მოუკლა გული უამრავ ადამიანს. ეს იყო სიტყვა, რომლითაც საბოლოოდ დაემშვიდობა თბილისი დათა დევდარიანს. დაკრძალვის დღეს მთელი თბილისი შეიკრიბა. დოლიძე აღარ იყო ის დოლიძე ყველა რომ გიჟდებოდა. ბოლო ხმაზე ხაოდა. სულ, სულ ბოლოჯერ მივიდა ტუსა დათასთან. ჩაიმუხლა და საბოლოოდ ჩაეხუტა. -რატომ წახვედი დათა? რატომ დამტოვე? ეს არის შენი დაპირება? მე რა გავაკეთო? არ შემიძლია უშენოდ, გთხოვ წამიყვანე შენთან. დათა გაახილე თვალი, გაახილე გთხოვ, ჩვენ ხომ მთელი ცხოვრება უნდა ვიყოთ ერთად? რატომ დათა რატომ? რატომ არ იბრძოლე ჩემთვის?-მიწას ხელებს უჭერდა და ბოლო ხმაზე კიოდა.- ცხოვრების ბოლომდე მეყვარები დათა. ვიცი ყოველ ღამით ჩემთან იქნები. შენ ხომ უკვე ვარსკვლავი ხარ. ჩემი ვარსკვლავი. მიყვარხარ და მეყვარები დათ.-ბოლოს ძლივს გამოიყვანეს ბიჭებმა ტუსა. დედაქალაქში აღარ იყვნენ ბიჭები. ვერ ეგუებოდნენ. მეოთხე წევრის გარეეშე ვერ იყვნენ. ვერ ძლებდნენ. ტუსა მონასტერში წავიდა. ჰო, წავიდა და წვიდა. ყოველ ღამით ანასტასია დოლიძე უყურებს ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავს და გრძნობს, რომ დევდარიანი ისევ მასთანაა. წლები გადის და გადის. ტუსა ისევ ზის ფანჯარასთან და ვარსკვლავს უყურებს... უყურებს და ჩუმად ეჩურჩულება. ბოლოს? ბოლოს აღარავინ აღარ ზის ფანჯარასთან. აღარ ელაპარაკება ვარსკვლავს არავინ. სამაგიეროდ... ახლა დედაქალაქს ორი კაშკაშა ვარსკვლავი დაჰყურებს თავზე. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.