შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

იტალიური ეზო. (მეექვსე თავი)


26-03-2017, 00:45
ავტორი liar girl
ნანახია 1 924

მეექვე თავი.
*
მაშინ როცა ყველაფერი ჩაბნელებული და დამთვერილია, არ არის საჭირო ყველაფრის ანთება და მტვრის გადაწმენდა გადაწყვიტო. მაშინ უნდა დადო კალამი და თქვა, რომ დაასრულე და მიდიხარ. არ უნდა ეცადო უკუნეთში, თუმცა მაინც მთვარის შუქით განათებულში წერო. როცა ასრულებ ანუ ასრულებ. აღარ ჭირდება მრავალი წერტილი ან წინადადების მიმატება. მოთხრობას ბოლო წერტილი დავუსვი. თითქოს ამ წიგნმა ჩემი რაღაც ნაწილიც წაიღო, თითქოს ჩემი ცხოვრების რაღაც ერა დასრულდა ამ წიგნთან ერთად. ვცრუობ ხოლმე, ვიძახი არ მიყვარს სენტიმენტებითქო, არადა ვიტყუები. მიყვარს სენტიმენტები, მიყვარს სევდა, მიყვარს მოზღვავებული ემოციები. მიყვარს ყველაფერი ის რასაც დავემშვიდობე, ყველაფერი ის რაც წყალმა ჩაიტანა და დაისაკუთრა. ჩემი თავიც მიყვარს, ჰო, როგორ არ მეყვარება, როცა დინებამ მეც წამიღო თან? თბილისიდან აქ ვენეციაში "წამომიღო". რატომ და რისთვის ვერც მე გამირკვევია, მაგრამ ფაქტია აქ ვარ და აქ ვიდგავ ფესვებს. არაფერი შემიცვლია.. ზუსტად იგივე ფერის იქნება, ზუსტად იგივე შრიფტით ეზნება წარწერა "იტალიური ეზო" , ზუსტად იგივე კაბას ჩავიცვამ.. არაფერი შემიცვლია, უბრალოდ უფლებაც კი არ მქონდა ამის. მენატრებიან, თქვენ გეტყვით, პრინციპში თქვენ რა? ჩემს ფიქრებს ვერტვი, მაგრამ ჩემმა ფიქრებმა ეს ხომ ყველაზე კარგად იციან, არაუშავს არც გამეორება აწყენთ. ხანდახან იმასაც ვფიქრობ მოსაწვევი ხომ არ გავუგზავნოთქო, მერე მახსენდება, როგორ 'მივაგდე' ყველა ერთად და მცხვენია, რომ ახლა ვენეციიდან თბილისსში მოსაწვევი გავუგზავნო.
მიუხედავად იმისა, რომ ასე ავდექი და წამოვედი, მე ისევ ძველი ჭორიკანა ვარ, არაფერი შეცვლილა.. ისევ ვადევნებ თვალ-ყურს ეზოს ამბებს და თქვენ წარმოიდგინეთ, მე ყველაფერი იმაზე უკეთ ვიცი ვიდრე ვინმეს წარმოუდგენია. მეღიმება. ნუცას ვჭირდები ახლა ყველაზე მეტად, მაგრამ არ დავურეკავ, უფრო ვეღარ ვატკენ. მე ვიცი, რომ გადაიტანს, უჩემოდ გადაიტანს ყველაფერს. ნუცა ძლიერი გოგოა, გაუძლებს. უნდა გაუძლოს! ვალდებულია, ყველასთან. ჩემთანაც კი. ყველაზე მეტად კი იტალიურ ეზოსთან, რომელიც ჩვენ ყველას ასე ძალიან გვიყვარს. წამოსვლის შემდეგაც, მე ისევ იტალიურ ეზოს ვეკუთვნი. მიუხედავად, რომ იტალიური ეზო მივატოვე, ის მე არ მიმატოვებს და იცით? ესაა იტალიური ეზოს ყველაზე დიდი ხიბლი. სადაც არ უნდა წახვიდე, ყოველთვის მოგაგნებს, არასდროს დაგკარგავს და რაც არ უნდა დააშავო ხელს არასდროს გკრავს.
ალბათ ამიტომ გადავწყვიტე 'მისთვის' წიგნი მიმეძღვნა. ჩვენი ეზოსთვის. არმინდა დამთავრებათქო ხომ ვამბობდი? მართლა არ მინდა, უბრალოდ ვალდებული ვარ. პრეზენტაცია ახლოვდება, მე კი გამომცემლობას უნდა ჩავაბარო მთლიანი ნაწერი. იმდენი ფიქრები და აზრები მიტრიალებს თავში, იმდენი რამის მიმატება შემიძლია..
მივამატო?
მგონი არ ღირს, უკვე პირადულებში გადავალ. ჯობია ის რაც გვეკუთვნის ჩვენ დაგვრჩეს ჩვენ. მოგონებებს ხომ ვერავინ წაგვართმევს არა? ყველაფერი, რომ წაგვართვან მოგონებებს ხომ ვერავინ წაიღებს?
ვერა, ვერავინ წაიღებს. სულ ჩვენთან დარჩებიან, სულ ჩვენები იქნებიან. ჩვენს ტვინსა და გულში. ჩვენი იქნებიან სამარადისოდ.
მენატრებით ყველა ერთად და ცალ-ცალკე.
გემშვიდობებით ფიქრებიდან.
თქვენი ლიზა კანდელაკი,
იტალიური ეზოს ჭორიკანა.
*
სიყვარული ფართო მცენააო, მეუბნებოდა კანდელაკი. არ მჯეროდა, ახლა ვიჯერებ. ახლა ვიჯერებ, როცა ლუკას ვუშვებ. ყველანაირად ვუშვებ. ვიღებ და გულიდან ვიგლეჯ. რატომო, რომ მკითხოთ, იცით? ვერ გიპასუხებთ. დრომ მოიტანა, ალბათ.. ან ჩვენ მოვიტანეთ. გავუუცხოვდით ერთმანეთს, ეს კი ყველაფერს ანადგურებს. არც ჩემი ბრალი ყოფილა, არც მისი. ტყუილად არ ვამბობდი დრომ მოიტანათქო, მართლა დროს მოუტანია..
ლუკა ჩემთვის რა იყო?
ამოუცნობი პიროვნება. პიროვნება, რომელიც იყო თან ყველაფერი და თან არაფერი. ასეთი რამ განგიცდიათ? როცა გრძნობ, რომ ადამიანს თავიდან ბოლომდე ეკუთვნი, მაგრამ თან საერთოდ არა. მე განვიცდი ახლა. ასეც უნდა იყოს.. ვამატებ ისევ "ალბათს".
მაინც არ მშორდება ფიქრები,
ფიქრები რომელიც გეკუთვნის შენ ლუკა.
ბევრჯერ მიცდია წერილის დაწერა, მერე გადამიფიქრია. ჩვენი სტილი არ იყო ეს. ალბათ ჩვენი ერთმანეთისადმი მცირე გრძნობების გამოხატვამ მოახდინა ერთმანეთის გადაყვარება. პირდაპირ არ გითქვამს, ვიცი არც მეტყვი, მაგრამ მე ყველაფერი ყოველთვის იმაზე უკეთ ვიცი სანამ მეტყვი, ამიტომ არც არის საჭირო. მოდი უბრალოდ წადი ან.. ან მე წავალ.. არა, ისევ ჯობია შენ წახვიდე, მე ვერ გავბედავ, მეშინია. ჰო, ნამდვილად მშიშარა ვარ. მოდი შენ იყავი მამაცი და შენ გადადგი ნაბიჯი, ის ნაბიჯი, რომლისაც მე ასე მეშინია, მაგრამ მზად ვარ. გეფიცები მზად ვარ. მზად ვარ იქიდან მოყოლებული რაც ერთმანეთის გადაყვარება დავიწყეთ. ზუსტად! ორივემ ერთდროულად, არცერთი ვყოფილვართ პირველი და მეორე. ზუსტად იმ მომენტში დავიწყე გადაყვარება როდესაც შენ. ზუსტად იმ მომენტში დავსვი წერტილი, როდესაც შენ. მეღიმება, ცრემლიც კი არ მივარდება.. არ ვიცი რა მჭირს, ავირიე, შევიცვალე.. ცრემლი? ცრემლიც კი აღარ მივარდება უკვე, ასე მგონია აღარც ჩამომივარდება. საკმარისად ჩამოვარდნენ. ეყოთ, ცრემლებსაც და მეც. წერილის წერა არ მინდოდა და ბოლოს მაინც ასე გამომდის, მიუხედავად იმისა, რომ არ ვწერ ფიქრებში მაინ წერა გამომდის.
ბოლოსთვის მადლობაც მინდა, რომ გითხრა.
მადლობა, რომ 15 წლის წინ ჩვენს იტალიურ ეზოში გადოხვედი. მადლობა, რომ ჩვენს სამეგობროში გააღე კარები და დაჯექი. მადლობა, რომ ბევრი რამ მასწავლე. მადლობა, რომ მაგრძნობინე ყველაფერი. მადლობა, რომ ჩემთან ერთად დაამთავრე. მადლობა, რომ შემიყვარე ისეთი, როგორიც ვიყავი. მადლობა, რომ სიყვარული მაჩუქე.
და
ბოლოს.
ვერ გეტყვი, მაშოდ შენს გამო ვიქეცითქო, მაგრამ ერთ-ერთი მიზეზი შენ იყავი. მადლობა, რომ ჩემში მაშოს დაბადებას შეუწყვე ხელი და დამეხმარე გავმხდარიყავი მარიამიდან მაშო.
მადლობა.
იცი?
ნახვამდის სათქმელად ჯერ გამარჯობა უნდა თქვა.
ამიტომ - გამარჯობა ლუკა და ნახვამდის.
შენი მაშო,
ფიქრებიდან გემშვიდობები.
*
მჭირდება გავიგო, როგორ უნდა დავუსვა ყველაფერ იმას წერტილი, რომელიც "თურმე" არც დაწყებულა. არ მარტო წერტილი, მძიმე, კითხვისნიშანი ან და ძახილისნიშანი.
როცა არი იცი ვერ დაუსვამ, მაგრამ ფაქტია გჭირდება. შენ უფრო გჭირდება თაბაგარო, ვიდრე მე. მითხარი გამიშვიო ხო და მეც გიშვებ. მითხარი დავასრულოდ ის რაც ჯერ არ დაგვიწყიაო ხო და მეც გეხმარები დასრულებაში. მითხარი უნდა წავიდეო ხო და მეც გიშვებ, მაგრამ ამ ყველაფერს თან მოსდევს აღუწერელი ტკივილი, სევდა და ტირილი. გიშვებ, მაგრამ არა ჩემი ნებით. გიშვებ იმიტომ, რომ შენ გჭირდება ასე მიშო, მე სრუილიად არ მინდა. არც მენდომება, არასდროს მენდომება. არ მახსოვს არანაირი პრინციბები, როცა მე შენ მიყვარხარ და როდესაც შენ ხარ. წახვედი, უფრო სწორედ მიდიხარ მაგრამ მე ისევ გელოდები და დაგელოდები. ისევ დაველოდები ჩვენს შეხვედრას, რომელიც მჯერა აუცილებლად მოხდება. ხუთი, ათი ან ოცი წლის მერე, მაგრამ მაინც მოხდება. მაშინ არ გაგიშვებ, არსად და არასდროს. ვიღაც იტყვის, ქალები ძლიერები არ არიანო, ქალებს სიყვარული არ შეუძლიათო. არავინ დაიჯეროს. ქალები იმაზე ძლიერები არიან და იმაზე დიდი სიყვარული შეუძლიათ ვიდრე რაიმე ცოცხლა არსებას. ზუსტად ისეთი სიყვარულით მიყვარხარ მე ელენე ახვლედიანს, შენ მიშო თაბაგარი, როგორიც ქალებმა ვიცით.
ტირილი არ მინდოდა, მაინც მეტირება.
ჩვენი ლაპარაკის მერე ბევრჯერ ავუკრძალე ჩემ თავს შენზე ფიქრი, მაგრამ ხო ხედავ არა? მე ვიცი, რომ ხედავ. უფრო სწორედ გრძნობ.. ჩემ თავს ვერაფერს ვუშვები. მენატრები.. მე შენ ისევ მენატრები..
ახლა, როცა მე ოთხკედელს შუა ფსიქიატრიულ კლინიკაში ვიმყოფები, მე ისევ საღად ვაზროვნებ. მე ისევ მჯერა, რომ შენ დაბრუნდები..
ყველა წავიდა, ლიზა, ნიკუშა, სანდრო, ლუკა და ახლა შენც მიდიხარ. ბიჭებიდან მხოლოდ დემეტრე არ გვტოვებს და ალბათ არც დაგვტოვებს. ჩვენ ისევ ისე ვართ, უბრალოდ მე აქ კლინიკაში გამომწყვდებული, მაგრამ ისევ თბილისსში, ხშირად მოდიან ხოლმე ჩემთან, ჩვენ ისევ გელოდებთ ყველა ერთად. უბრალოდ თქვენ უნდა დაბრუნდეთ რა..
ხო დაბრუნდებით?
ტუკ-ტუკ..
შემდეგი გაჩერება შიზოფრენია, ჩემი ჩასვლის დროა.
წარმოგიდგენია?
ხალხს წამლები აფრენინებს, მე შენი სიყვარული.
უნდა წავიდე, ჩემი ჩასვლის დროა, კარები იკეტება.
*
მე და დემეტრე.
ხშირად ვფიქრობთ, რა იქნებოდა ის უბედური შემთხვევა, რომ არა. რა იქნებოდა, ორივეს ნუცა, რომ არ შეყვარებოდა. რა იქნებოდა, ნუცას, ასე ძალიან, რომ არ ეეგოისტა. ხშირად ვფიქრობთ და ბოლოს რაღაც აზრამდე მივედით. ეს ყველაფერი, რომ არა ჩვენ არ ვიქნებოდით "ჩვენ". ჩვენი ეზო არ იქნებოდა ისეთი, როგორიც იყო. ახლა აღარ არის, მტვრის გარდა აღარაფერი არის დარჩენილი მისგან. ერთხელ გავბედე და შევედი, იცით? მზეც სხვანაირად ანათებს უკვე, წვიმაც სხვანაირად მოდის და სხვანაირად იღრუბლება ცა. ყველაფერი შეიცვალა, ყველანი შევიცვალეთ. აღარავინ დავრჩით იმ ეზოში ნუცას გარდა. ნუცა რატომ? ალბათ თავს იტანჯავს. ნიკუშას და სანდროს სახლში ის ბინადრობს, ერთი დღე ერთის სახლში, მეორე დღე მეორეს სახლში. ნუცა ისეთივე ეგეისტია, როგორიც წლების წინ იყო. ვერც ერთს უშვებს და ეს საბოლოოდ მასაც დაღუპავს. იქნებ უკეთესი იქნებოდა არცერთს არ ჰყვარებოდა? ან ნუცას არ ჰყვარებოდა არცერთი?
ნუცას ადანაშაულებენ. ამდენი წლის მერეც არიან ხალხი ვინ ნუცას ადანაშაულებს. მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი გაირკვა მის სიკვდილში მაინც ნუცას ადანაშაულებენ. მაინც თვლიან, რომ თვითმკვლელობა იყო. ნუცა თავის თავს ვერ პატიობს, თან ვერც მათ. ისევ ეგოისტობს და მისი ეგოისტობა ფარგლებს სცდება.. ვერ პატიობს, რომ ორივემ დატოვა. არცერთი დარჩა მასთან. ვერც მოგონებებს უშვებს, ორივეს მოგონებები უნდა, რომ მასთან იყოს ისინი თუ არა. ნუცა ასეთია, ნუცა სულ ასეთი იყო, უბრალოდ სიყვარულმა ზედმეტად გააეგოისტა. ჩვენ მაინც ვერ ვტოვებთ, მის გამო მაინც ჩევდივართ მე და მაშო ამ ეზოში, ელენე ვეღარ. ელენე იმ ოთხ კედელს ვერ ცდება, მაგრამ მჯერა, რომ გამოცდება. მჯერა, რომ დაგვიბრუნდება.
ჰო,
დემეტრეზე ვლაპარაკობდი. ჩემზე და დემეტრეზე და სად წამოვედი. იყო მომენტი, ჩვენც განვიცდიდით ურთიერთობაში ნგრევას, ჩვენც ვაპირებდით დაშლას, მაგრამ ვერ დავიშალეთ. არ შეგვეძლო, ჩვენ მაინც უნდა ვყოფილიყავით ერთად. ჩვენ მაინც უნდა გვყვარებოდა ერთმანეთი. გვიყვარს კიდევაც. არის დღეები, როდესაც ორივეს სიგიჟემდე გვიდა აქედან წავსლა, არის დღეები, როცა სული გვეხუთება და ვიხრჩობით მაგრამ აქაურობა არ გვიშვებს. თითქოს ჭაობში ვართ და ნელ-ნელა გვითრევს. დაე ჩაგვითრიოს, დაე აქ გავიგუდოთ და დაე აქ დავიხრჩოთ. მიწა ხომ მაინც იქნება ჩვენი, მიწა ხომ მაინც იქნება ჩვენი ნაცნობი.
რას არ მივცემდი, უბრალოდ დროში დამაბრუნა. ვერ ვბრუნდები.. ვერც დავბრუნდები..
ალბათ საჭირო იყო, ალბათ უნდა დავშლილიყავით. ბოლოს და ბოლოს ცოტა ბედისწერის ამბავიცაა რა.
ანო მენატრება ძველი ანო, ძველი ჩვენ მენატრება. ძველი ჩვენი თავები მენატრებიან. ყველა ერთად, ჩვენს იტალიურ ეზოში.
*
ჩემი ფიქრების დროც მოვა, უბრალოდ გავაგრძელოთ იქიდან საიდანაც გავჩერდით რა..
*
ელენეს დაბადების დღე იყო. 4 დეკემბერი. სულ ფეხის კანკალით ავაბიჯებდი "დაკლაკნილ" კიბეებზე. კარები ფრთხილად შევაღე. გრძელი 'შუშაბანდი' გავიარე და სამზარეულოში შევუხვიე. მზიაკო(ელენეს ბებია) და თამუნა(ელენეს დედა) ფუსფუსებდნენ. მაშინვე ვიგრძენი ხაჭაპურის სუნი და მზიაკოს ვედრების თვალებით შევხედე მანამ სანამ გამარჯობას ვეტყოდი, რომ ერთი ნაჭერი მოეცა. გაეცინა, ნაზად გადამკოცნა და ერთი ნაჭერი მომიჭრა, მერე თამუნასთან მივედი და ლოყაზე ნაზად ვაკოცე. გამიღიმა, თბილად და საყვარლად, როგორც ჩვევია ხოლმე.
-აბა, რაში მოგეხმაროთ ახალგაზრდებო?
ხაჭაპურის მოვკბიჩე და პირგამოტენილმა ვთქვი.
-ნუციკო რა, ხო ვერ გადაგაჩვიეთ რა, რომ პირგამოტენილმა არ უნდა ილაპარაკო. სანდრომ არ გნახოს ეგეთი, თორე გკრავს პანღურს.
გამკიცხავი მზერა მესროლა მზიაკომ და მერე თბილად გამიღიმა. მე სახე წამეშალა სანდროს გაგონებაზე.
-მზიაკო, დავშორდით მე და სანდრო. თქვენამდე არ მოუღწევია ამ ამბავს?
ტირილი მომინდა. არა, არ ვიტირებდი!
-არა ნუციკო, არც ელენეს უთქვამს რამე. რატო ბებო რა მოხდა?
გვერძე დამიჯდა მზიაკო, მერე ისევ წამოდგა და თეფშზე კიდევ ერთი ხაჭაპურის ნაჭერი დამიდო.
-მიდის.
პიკზე ვიყავი, ცოტაც და ტირილს დავიწყებდი.
-სად ნუცი? არ გადამრიო.
ახლაღა გამახსენდა, რომ თამუნაც აქ იყო და გვისმენდა. თვალებაცრემლიანებულმა ავხედე, ცოტა მაკლდა და ტირილს დავიწყებდი.
-უკრაინაში.
ორივეს ერთდროულად შეეცვალათ სახის მიმიკა. არაფერი უთქვამთ. მზიაკო მომიჯდა და ნაზად მიმიხუტა. დამამშვიდეს, მერე ელენესთან გამიშვეს ოთახში. ოთახში, რომ შევედი სრული ბარდაგი დამხვდა. ყველაფერი ამოყრილი ჰქონდა და აქეთ-იქით დარბოდა. ანო და მაშო წამოწოლილები უყურებდნენ და თან დასცინოდნენ.
-სად ხარ ნუც ამდენი ხანი? მოდი დაწექი ჩვენთან. ნახე რა დღეშია ეს.
სიცილით მითხრა მაშომ და ყავა მოსვა.
-გუშინ სად იყავით? სამივე რატომ გაქრით ერთდროულად?
-მე და მაშო, ამ ჩვენ უბრალოდ.. ელენეს დაბადებისდღისთვის კაბას ვეძებდით.
თავის მართლეით მითხრა ანომ, ამჯერად ელენეს გავხედე.
-სახლში ისეთ დაღლილი მოვედი ცუც, ეგრევე დამეძინა. არ მახსოვს, რომელი საათი იყო. რა იყო? მოხდა რამე?
-მე და სანდრო დავშორდით.
ერთი,
ორი,
სამი.
სამივეს ერთდროული კივილი..
-რა???
-უკრაინაში მიდის.
მერე ყველაფერი დაიწყო. მოყოლისას მე ისევ მომაწვა ცრემლები. უკვე მერამდენედ ვტიროდი მის გამო.. ვერ დამამშვიდეს, ძალიან დიდხანს ვერ დამამშვიდეს. ვტიროდი გაუჩერებლად. არც დაწყნარება მინდოდა, მინდოდა გულიდან ბოლომდე ამომეღო ის ტკივილი რასაც მისი წასვლიდან განვიცდიდი..
ხომ გახსოვთ არა?
დამპირდა არ წავალო.
*
ოთახის კარები ნიკუშამ, რომ შემოაღო მაშინ გავშრი. უკვე მეორედ ვიდექი მის წინ ატირებული.
-დაგვტოვებთ ცოტახანი?
გოგოებს გახედა. ნელა წამოდგენ სამივე ერთად და ოთახი დატოვეს. გვერდით მომიჯდა. ველოდებოდი რამეს როდის მეტყოდა, პირველი ხუთი წუთი ჩუმად იყო.
-რატო ტიროდი?
ხმა კიდევ უფრო დაბოხებოდა. ირონია სადღაც გამქრალიყო, უკვე მეორე დღეა მოსიარულე ირონია არ ჩანდა..
-არაფერია.
-სანდროს გამო?
წარმოითგინეთ და არც ახლა გამოუჩენია ირონიას თავი. არაფერი მიპასუხია, თვითონვე მიხვდა..
-უყვარხარ სანდროს, მალე ჩამოვა.
ცოტა ხმა ჩაეხლიჩა. ცოტა სახეც აემღვრა. ვერადროს ვხვდებოდი ასე რატომ მოსდიოდა, როდესაც სანდროზე მელაპარაკებოდა ან როცა ჩემზე და სანდროზე ლაპარაკობდა ვინმე.
-დამპირდა არ წავალო.
ამოვიხავლე. არა, არა და არა! ისევ არ ვიტირებ, არავითარ შემთხვევაში.
-მეც ნუც,- გამაჟრჟოლა. რამდენი ხანია ასე არ მოუმართავს, ასეთი ტონით.. ძველი ნიკუშა "მიბრუნდება"?-მარა ხო ციცი რა, არ წავიდოდა რამე ისე, რომ არ იყოს.. სანდრიკას ხო ენდობი არა?
-არ ვიცი, მართლა არ ვიცი.
-ისე არ გაუშვა, რომ არ ნახო.
-ნიკუშა, შენ ნახავ?
-არა.
-და მე მეუბნები ნახეო?
-ხო.
სიგარეტი გააბოლა.
-ჩამოვა ნიკუშა, იქ არ დარჩება. რატომ უბრაზდები? ხო იცი ისე არ წავიდოდა, რამე, რომ არ იყოს..
გავაჯავრე. ჩაეცინა.
-ჩვენთან სხვა პონტია რა..
-რა პონტი? სანდროს წასვლის შენც გეშინია არა? შენს არ გინდა, რომ წავიდეს იმიტომ, რომ გონია იქ დარჩება არა? არც შენ ხარ ჩემზე ნაკლები ეგოისტი ნიკუშა..
-წამოდი დავლიოთ.
წავედი. წავედით.
და
მერე
მოხდა ის რაც მოხდა!
მერე მოხდა ის რაც არ უნდა მომხდარიყო, მაგრამ ხო იცით არა? ყველა ასე ამბობს "რაც გიწერია, არ აგცდება."
*
ვერაზე ამბები დატრიალდა? დედა-შვილს ვერ აიყვანდა ისეთი. ამ კოცნის ამბავმა მაინც "გაჟონა". მაინც გავიდა ელენეს სახლიდან და მაინც მიაღწია სანდროს ყურამდე. არ ჯეროდა, არაფრით არ დაიჯერა. უფრო სწორედ ვერაფრით. არ ვიცი, როგორ და რანაირად მაგრამ გავიგე, ნიკუშამ უთხრაო.. იქ ამები ატყდა? არც მინდა ვიცოდე. მანდ ყველაფერი დასრულდა. მანდ ყველანაირ ძმაკაცობას დაუსვა სანდრომ წერტილი. მანდ ბიჭების სამეგობრო გაიყო. დემეტრე სანდროსთან წავიდა, ლუკა ნიკუშასთან, მიშო კი ვერცერთს ტოვებდა. ყველანაირად ცდილობდა რამე მოეგვარებინა, დაელაგებინა.. შეერიგებინა, მაგრამ არა და ვერა! ეგ ამბავი რაც მოხდა? სანდრო არ აპატიებდა. ნიკუშასთვის, რომ გეკითხათ? გეტყოდათ "ჩემი არაკაცული საქციელი არც უნდა მაპატიოსო". თქვენ აპატიებდით? თქვენ ძმაკაცს, დაქალს აპატიებდით?
ნუცამ დაიწყო ყველაფერი იმის ნგრევა, რაც ნიკუშას და სანდროს ჰქონდათ. აქედან დაიწყო ნელ-ნელა წერტილის დასმა.
ნუცა,
სხვა მიზეზი შეიძლებოდა? სხვა მიზეზს შეეძლო დაენგრია?
არა!
მარტო ნუცა,
გოგონა, რომელიც ასე გამეტებით უყვარდა ორივე მათგანს.
*
გოგებაშვილს მივუყვებოდით მე და ნიკუშა. იმ ქუჩებზე ვსეირნობდით სადაც ადრე მე და სანდრო. უტიფრად დავაბიჯებდი ამ მიწაზე და არ მრცხვენოდა. არ მრცხვენოდა და სახლიდან ცხვირის გამოყოფასაც კი ვბედავდი. ამ თემაზე არ ვფიქრობდი, ჩემ თავს ავუკრძალე ამ თემაზე ფიქრი, ვიცოდი ბოლოდ მომიღებდა, ვიცოდი ყველაფრის გაანალიზებისას ნუცა ავალიანი ყველანაირად მოკვდებოდა.
გითხარით?
ჩემი ეგოისტობა საზღვრებს ცდება..
*
დააკომენტარეთ!



№1  offline წევრი liar girl

Gossipy girl
Mxolod imis tkma shemidzlia rom droa is kalami davdo purcelze melans rom gvris magididan avdge da adgili dagitmo.
Me ak ver vxvdebi ris pasuxs eloda nuca chemgan me vxvdebi mxolod imas rom chems tvalcin ibadeboda avaliani ikmneboda da shendeboda rogorc mcerali da tu me lizas mis ashenebashi cvlili mimidzgvis im "soplel venecielze" bednieri dges am odnav gril games aravin aris .

ეგ ვენეციელი არასდროს ყოფილა სოფლელი და კარგად იცი შენ, არცაა მაგის თქმა და დამატება საჭირო. ხო და შეგიძლია იყო ბედნიერი ამ ოდნავ გრილ ღამეს, იმიტომ, რომ ნუცას ჩამოყალიბებას შენ შეუწყვე ხელი. შენ იმდენად კარგად ხვდები ნუცა რას ელოდა ლიზა იმდენად, უბრალოდ ან არ გინდა გაიაზრო ან არ გინდა აღიარო.

 


№2  offline ახალბედა მწერალი Gossipy girl

Filmis kadrebivit maxsovs marjanishvilze morbenali gogonebi.maxsovs rogor undodat iseti sigijis gaketeba rac mteli cxovreba emaxsovrebodat da rasac shvilebs moukvebodnen. Me meechveba tkvenma shvilebma icodnen vin iko liza kandelaki magram marjanishvils emaxsovreba da ver daivickebs verc gogebashvili da mitumetes verc melikishvili. Mikvarxar't da amas naklebi azri akvs meamakebi? Cota msubukia. Upro gichemeb imitom rom ..imitom!magas axsnas verc me vudzebni.
Maoceb da "sascauli" xar. Im imedebs amartleb rasac shenze jer kidev mashin chavidebi gulshi roca sheni pirveli istoria cavikitxe romelic bolomde chemi iko.
Exla is droa soplelma venecielma italiuri aqcentit gitxras "bravo" da im mis savardzelshi sadac chais crupavs prchxilis dakvnetamde daelodos shemdeg tavs.
Exla is droa roca amaki imit kiar var rom
Chems istorias bevri adamiani caikitxavs mashin roca davdeb, aramed imit rom nuca avalianma mis istoriashi saxeli liza mravlad "gamouri-a" ganicada da axsena .
Eg liza me vikavi.
Tumca agsasrulic male mova
Albat rogor gitxra cota gzashicaa...

 


№3  offline მოდერი Nia kvaratskhelia:)

არ დაგიკომენტარებ.

 


№4  offline წევრი Mmariami)

დილა ცრემლები დავიწყე.
რა დავაკომენტარო?
წარმოდგენა არ მაქვს რას ელოდები რო დაგიწერ
იმიტომ რომ
მე არ ვიცი რას დაგიწერ
ოდნავადაც არ ვიცი რას დაგიწერ.
ლიზა? ლიზასი არ ვიცი არ მესმის, ვეღარ ვიგებ
ვუყვარვართ?
იტალიური ეზო უყვარს?
რატო მიაგდო?
რატო ადგა და წავიდა?
ალბათ ჩამოსვლა ვეღარ კიარა აღარც უნდა გაბედოს!
მაგრამ
მინდა რომ ჩამოვიდეს
მინდა რომ იმის დაბრუნებაზე იწვალოს რაც თავისი ხელით მოისროლა
მინდა რომ ეზო მოენატროს
ჩვენ მოვენატროთ
და
არ ვიცი
იცი?
არ ვიცი
მინდა რომ ჩამოვიდეს მაგრამ არ ვიცი ეზო დახვდება თუ არა.
ეზოც კეტავს კარებს, სულ არავის დაელოდება, ეს ზუსტად ვიცი
და თუ ლიზას დაკეტილი კარები და ლოგინზე მე5ს ადგილი შევსებული დახვდა
აღარ ვიცი ღირს თუ არა.
ლუკა?
არ მინდოდა
ა რ ა!
უბრალოდ არა.
მინდოდა ლუკას და მაშოს ისევე გაეძლოთ ყველაფრისთვის როგორც ანომ და დემემ გაძლეს
უნდა გაეძლოთ
ვალდებულები იყვნენ.
ყველასთან.
მიშო და ელენე?
პრელესწ ^
ელენეს მდგომარეობას ვერ მივხვდი, სად არის მიშო, რატოა მარტო, რა უნდა იქ და მოკლედ
ჩვენ შორის ერთ-ერთი ვინც ბედნიერებას მართლა იმსახურებს
დეგენერატი, ცანცარა ელენეა.
ანო და დემეტე?
აი ეგენი
ეგენი ერთმანეთისთვის არიან დაბადებულები!
დემეტრე არ ვიცი
აიიი ტიპია რა
ისეთი
აი
არ ვიცი
ისეთი ტიპია რა
ანოც
ანოც ძააან ტიპია
და ეს ორი?
ეს ორი ერთად ხოო საერთოდ
მოკლედ ვიღაც მაინც უნდა იყოს ბედნიერი.
ნიკუშა?
აი მომენტი როცა ნიკუშა აღარ იყო ჩემთვის სიყალბე, მომენტი როცა ნიკუშამ ჩემთან პლიუსები დაიწერა და მომენტი როცა ნიკუშა, მენიკუშასეულა
ესეთი
ბევრად კარგია
ყალბი ირონიის გარეშე ნიკუშა ბევრად უკეთესია.
სანდრო
რა ვიცი
იდეაც არ უნდა ჰქონოდა წასვლის
თუმცა
მოკლედ
რა ვიცი რა
ესე არ უნდა ყოფილიყო
ყველაფერი სხვანაირად უნდა ყოფილიყო
ეზო ვალდებული იყო ყველაფერი სხვანაირად მოეხდინა
თუმცა..
ნუცა
ნუცა რა ვიცი არ მძულს
აღარ მესმის უბრალოდ
უკვე აღარ მესმის
ნაგავი ეგოისტია
თავის თავის იქეთ რომ არავინ აინტერესებს ისეთი
იცი როგორია?
არავინ არ უყვარს
საერთოდ
საკუთარი "მეს" მეტი არავინ
ნუცას ეგოისტობა რომ არა არაფერიც არ მოხდებოდა
და
არც ეგოისტობა ქვია იცი?
რაღაც სხვა სახელიაქვს ნუცას საქციელს
არ ვიცი რა ქვია
თუმცა
ეგოისტობის საზღვრებს ბოლომდე სცდება.
მე ვიცი რო სანდრო დაბრუნდება
კიარ მჯერა ვიცი
ან
საერთოდაც არ წავა
თუმცა მგონია რო ნუცასთან არ უნდა დაბრუნდეს
ნუცას არ უნდა აპატიოს
და
ბოლოს
ნუცა ღირსია
ღირსია იმ ტკივილის რასაც ეხლა აწმყოში განიცდის
ღირსია ორივეს დაკარგვის
მეგობრების დაკარგვის
და
მარტოობის ღირსია
და
საერთოდაც ეგეც ცოტაა ნუცასთვის, მეტის ღირსია, მეტი ტკივილის
ყველაფერი ნუცამ გააფუჭა
მეგობრობა
სიყვარული
ძმაკაცობა
დაქალობა
ეზო
ყველა ფერი!
და ღირსია ყველაფერი დაკარგოს რაც გააფუჭა
ან
რისი გაფუჭებაც არ უნდოდა.

პ.ს. აბა დიდი თავიო?! ეს არის დიდდი?! უფრო დიდი მინდოდა მე!

 


№5  offline მოდერი ენემი

არც კი ვიცი რა ვთქვა ეს თავი იმდენად ნუცასეულია
იმდენად ავალიანისაა რომ არ უნდა მიკვირდეს
ასეთი დრამატული სიტუაცია მაგრამ,
მაინც მაინც მიკვირს.
როგორ შეგიძლია იყო ასეთი ეგოისტი "ნუც"?
ან კანდელაკი მას ხომ შეეძლო დამშვიდობება მაინც?
ხომ შეეძლო მეგობრები ასე არ მიეტოვებინა?
არ ვიცი არ მესმის, ალბათ ვერც გავუგებ მათ,
მაგრამ ერთს კი ვუგებ იტალიური ეზოს. რატომ?
იმიტომ რომ როგორც თქვი ის არ გაგიშვებს
ის ისევ თავისიანად ჩაგთვლის ყოველთვის-ო,
მას არც ერთი არ ემეტება და რა ქნას?
მხოლოდ ერთი რამ შეუძლია,თავის მონატრება,
იმისთვის რომ უკან დაგაბრუნოს.
მე ამიტომ მჯერა რომ ლიზა დაბრუნდება.
რომ ძველი სასტავი ისევ ერთად იქნება.

პ.ს. ველი მომდევნო თავს, და იცი რატომ როგორც არ უნდა წერდე(დრამატულად)მე ამ ისტორიის ყოველ თავს დიდი სიამოვნებით წავიკითხავ "ნუც":D kissing_heart

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent