შენ ჩაგიფიქრე მაშინ თავი 10
თავში ათასი აზრი მიტრიალებს, ნერვიულობისგან ტუჩები სულ დავიჭამე, სისხლიც კი წამსკდა, თუმცა ახლა ამაზე ფიქრის თავი არ მაქვს , მთავარია როგორმე თვითმფრინავში აღმოვჩნდე თითებს შუბლზე ნერვიულად ვისმევ ვცდილობ თავი როგორმე დავამშვიდო , რომ საღად აზროვნება შევძლო, აეროპორტთან აჩერებს ფულს ვუწვდი და ხურდასაც ვუტოვებ რადგან დალოდებისთვის დროს ვერ დავხარაჯავ, ალბათ დენიზი უკან დამედევნა და წუთი წუთზე აქ გაჩნდება, გიჟივით შევვარდი შენობაში , სარეგისტრაციოსთან მივედი , ძვლივს დავიწყნარე სუნთქვა რომ საუბარი შემძლებოდა, -ქალბატონო , კარგად ხართ ერთ ერთი მომსახურე პერსონალი ბიჭი მომადგა უკნიდან და დიდი თავაზიანობით მკითხა, ეჰ ამან რომ იცოდეს მე რა ამბები გამოვიარე ამას სირცხვილით არ მკითხავდა, კი მეთქი თავით ვანიშნებ და ისიც მეცლება -ბილეთი მინდა სასწრაფოდ თბილისის მიმართულებით -ყველა ბილეთი გაყიდულია -რააა? არ არსებობს , არა! არა აუცილებლად უნდა წავიდე ყოველ მიზეზ გარეშე -ვერაფერს შევცვლით სამწუხაროდ დასევდიანებული სახით მეუბნება გოგონა , თმები სახეზე ჩამოყრია , მე კი ლამისაა დინამიტივით ავფეთქდე აუცილებლად უნდა წავიდე აქ ვერ დავრცები თქვენც ხომ კარგად გესმით ჩემი -ქალბატონო აუცილებლად უნდა აღმოვჩნდე თვითმფრინავში , საქართველოში უნდა გავფრინდე გესმით? ხელები დავუბბრახუნე და ალბათ საშინლად გაცოფებულისახე მქონდა შეშინდა ,უკან დაიხია და მაშინვე საბუთებში ჩარგო თავი, დრო და დრო ჩემსკენ აპარებდა მზერას , მე კი მიმიკას არე ვიცვლიდი, მხოლოდ ერთი მიზანი მქონდა რომ როგორმე ქვეყნიდან გამეღწია და მგონი ჩინეთში გაფრენაზეც არ ვიტყოდი ახლა უარს, უკან შეშინებული ვიყურებოდი , რომ დენიზს არ წავეყვანე -კარტგით ორი ადგფილლია დარცენილი, ოღონთ? -რა ოღონთ? მოთმინების ფიალა ამევსო -ბათუმის რეისზეა და 10 წუთში აფრინდება დაუფიქრებლად დავთანხმდი მიუხედავად იმისა რომ შუა ღამეზე ბათუმიდან თბილისში წასვლა გამიჭირდებოდა ფული გადავიხადე ბილეთი ავიღე და თვითმფრინავში მოვთავსდი, რომ ავფრინდით შევამჩნიე როგორ მოაყენა დენიზმა მანქანა, მადლობა ღმერთოო ნამდვილკად გადავრჩი, ამოვისუნთქე შვებით, ახლა დავფქრდი რომ გიჟივვით გამოვიყურები , თან ტელეფონი დამჯდარი მაქვს , გიგის ვთოვხე რომ აეროპორტში დამხვედროდა ალბათ რეკავდა, ინერვიულებდა, თან მე ბათუმში მივდივარ და არა თბილისში, უფფ ამდენი ფიქრისგან ლამისაა გავითიშო -გოგონი გაიღვიძეთ ! მესმის გოგონას მუდარით სავსე ხმა , თან ვიღაც მანჯღრევს აშკარად ხმის პატრონი, თვალებს ძვლივს ვახელ, ისევ თვითმფრინავში ვარ მაგრამ აშკარად არსად აღარ მივფრინავთ, ირგვლივ მიმოვიხედე და ჩემს წინ მდგარი გამხდარი ქერა გოგონას მეტი ვერავინ დავინახე, დოინჯ შემორტყმული იდგა და დამყურებდა ისე თითქოს ჩემს მოკვლას აპირებდა თავიდან ამ აზრის გაელვებისას შემეშინდა მაგრამ მერე მივხვდი რომ მე მელოდებოდა, ჩანთა ზურგზე მოვიგდე და ძირს ჩავედი, ციოდა თან ისე რომ ამაკანკალა , ზღვის ხმა აღწევდა , სიამოვნებამ დამიარა, მაგრამ ახლა სიამოვნებისთვის მცალია მე? უცხო ქალაქში სულ მარტო საკუთარი თავის იმედზე რომელიც ახლა ვერც კი აზროვნებს, ჯანდაბა! შენობაში შესულს სხეულზე მოფენილი სითბო მეამა, გარეთ გასულმა კი მივხვდი რომ შარში ვარ! არანარი მანქანა ან დასარეკი ჯიხური, თავი უკანასკნელ ადამიანად მივიჩნიე , დაფეთებული ვიყურებოდი ირგვლივ სიბნელეში -მგონი დახმარება გჭირდებათ, მოხუცი კაცი რომელსაც ხელში მცირე წლოვანი ბავშვი ეჭირა, მორიდებით მეუბნებოდა და ჩემსგან მოშორებით იდგა გიგი გამახსენდა მაშინ პირველად რომ ჩავედი თბილისში წლების შემდეგ და პადიესთან ვიდექი , მის გახსენებაზე ტანში გამმცრა -კი , თუ შეგიძლიათ რომ დამარეკინოთ ჩემი მობილური გაითიშა მამაკაცმა თავისი სმარტფონი გამომიწოდა და მანქანასთან დადგა , მე მაშინვე ავკრიბე გიგის ნომერი , არ იღებდა , მეორე ცდაზე აიღო -გიგი -თათი? სადხარ რამოხდა? კარგად ხარ? ვინერვიულე, ტელეფონი რატომ გაქვს გამორთული? ერთდროულად მომაყარა , დავიბენი აზრს ძვლივს მოვუყარე თავი -გიგი, მე ბათუმში ვარ , აეროპორტში, თბილისის რეისზე ბილეთი აღარ იყო -რაა? ბათუმში? ახლავე წამოვალ მანდ ახლოს რაიმე სანდო სასტუმრო არის რომ დამელოდო და ქუჩაში არ იდგე? ამის გაგონებაზზე იმდენად ავნერვიულდი რომ ცრემლები მომადგა ლამის იყო მეტირაა პატარა ბავშვივით შეშინებულს -არვიცი არაფერი ჩანს -სასტუმრო გჭირდებათ დასარჩენად? კაცმა გამომხედა და გამიღიმა, მის მხარზე დაედო ბავშვს თავი და ძინავდა, მე ვაყოვნებ ალბათ -დიახ დროებით -რახდება ვინ არის მანდ? -ერთი წამით გიგი -შეგიძლიათ ჩვენ გამოგვყვეთ ჩვენთან დაელოდეთ თქვენს მეუღლეს - არა იცით ის არ... მინდოდა მეთქვა ის ჩემი მეუღლე არ არის მეთქი მაგრამ გაჩუმება ვამჯობინე, ეს კაცი რომ მატყუებდეს, მოძალადე რომ იყოს? მაგრამ ბავშვით? -კარგი თუ არ შეგაწუხებთ -არა რას აბობთ აი ის ჩემი მანქანა წამობრძანდით -გიგი , გესმის ჩემი? -კი რახდება? ვის ესაუბრებოდი? -აქ ერთი კაცია ოჯახთან ერთად , მთავაზობს რომ მათთან დაგელოდო,ახლაც მისი ტელეფონით გირეკავ , მათ გავყვები და მისსამართს მოგწერ კარგი? -კარგი, ფრთხილად იყავი , თავს გაუფრთხილდი, მიყვარხარ ამის გაგონებაზე გავხევდი, როგორ ჩამოვიცურე სახიდან მობილური და გავთიშე არ მახსოვს , თითქოს სამყაროდან ძალიან შორს ვიყავი სადაც მხოლოდ მე და ახლა განცდილი შეგრძნებების მთელი მორევი ვიყავით , ზღვიდან მობერილი ნიავი მომეფინა სახეზე, თმები სახეზე გადმომიყარა , თუმცა ახლა სულაც არ მაწუხებდა სიცივე, სული მიხურდა -მოდიხართ? მომესმა შორიდან მამაკაცის ხმა და მისკენ წავედი , სასიამოვნო ხალხი აღმოჩნდნენ , როგორც აღმოჩნდა ეს პატარა თოჯინა ელენე, პაატას შვილიშვილია, მისი შვილი ლანა კი ახლახანს ჩამოფრინდა სტანბულიდან და ჩემს უკან იჯდა, ისიც გავიგე რომ თურმე შარშან გასცილდა ქმარს საუბარში ისე გავერთე რომ ვერც მივხვდიროგორ მივედით სახლამდე, დიდი სახლი იყო , სამ სართულიანი სანაპიროდან მოშორებით, ვკითხე რატომ არ გააკეთეთ საოჯახო სასტუმრო მეთქი და მიზეზად სწორედ ეს ფაქტი დამისახელეს როგორც კი მივედით კარებთან შემოგვეგება მაღალი პუტკუნა ქალბატონი "ლამარა" პაატას მეუღლე , თბილად მომესალმა და შიგნით შემიპატიჟა, მოშიებული იქნებიო და ცხელ ცხელი ხაჭაპურებიც გამომიტანა , პაატას დაუეკია გზაში რომ ვიყავით სტუმარი მომყავსო, მიკვირს რატომ გამომეპარა ეს ფაქტი, ტუმცა ვაღიარებ მარტლაც ზალიან მშიოდა მორიდება რომარა ალბათ მთლიაად შევჭამდი,სამი ნაჭერი მივირთვი და აივანზე გავედი , სადაც ლანა იჯდა და რაღაცას დარდიანად გაყურებდა -ბოდიში, სიმყუდროვეს თუ არ დაგირღვევთ აქ დავჯდები, მივუთითე მის გვერდით მდგარ პლასტმასის სკამზე -დაჯექი,ნუ გერიდება , თავისუფლად იყავი მეც დავჯექი და ვცადე მისი მზერა დამეჭირა -რაო ვინ ჩამოგაკითხავს? -გიგ, ღმერთო სულ დამავიწყდა მისამართის მიწერა -აი ჩემი მობილური და მიწერე, რამდენი ხანია რაც დაქორწინდით? -იცი, სიმართლე გითხრა ჩვენ შეყვარებულებიც კი არვართ, თავიდან შემეშინდა და ამიტომ აღარ გითხარით რომ არ იყო მეუღლე -მე კი ვფიქრობ რომ შენ თუ არა მაგ ბიჭს უყვარხარ გიგის სიტყვები გამახსენდა დამშვიდობებისას რომ მითხრა მიყვარხარო, ალბათ ახლა გავწითლდი სახეზე -აჰ არევიცი არა მგონია, ვიცრუე არადა ძალიანაც მინდა რომ ასე იყოს , თან ეჭვები მღრნის -შენც არ უდა იყო მის მიმართ გულგრილი -მეე? - ჰო შენ, აქ ჩამოხვედი თუ არა ოჯახის წევრებს კიარა პირველი მას დაურეკე , დარეკვის ერთადერთი შანსი გამოიყენე და თხოვე რომ რამე ერჩია -უბრალოდ ჩემები სტანბულში ცხოვრობენ , სხვა აქ არავინ არ მყავს -კარგი როგორც გინდა, ნუ აღიარებ მაგრამ ასე ჩანს არაფერი აღარ მითქვამს , ვიჯექით წყნარად ცოტა ხნით სანამ ისევ ლანა არ დაარღვევდა სიწყნარეს -სიყვარუყლი კარგია...თუმცა ჯერ კარგად უნდა დარწმუმუნდე გიყვარს თუ არა, მე შევცდი -არ გიყვარს? -ალბათ კი რადგან დღემდე მასზე ვფიქრობ როცა საკუთარ თავთან მარტო ვრჩები გამიხარდა და მესიამოვნა ამხელა ნდობას რომ მიცხადებდა -მაშინ რა მოხდა? -ჩემს ახლობელთან დაიჭირა საქმე , ორივე მატყუებდა და მღალატობდა, მე კი ამის პატიება არ შემიძლია -ვერც მე ვერ შევძლებდი ხელზე ჩემი ხელი დავადე და თანაგრძნობის ნიშნად გავუღიმე -არაუშავს , გამოცნდება ვიბნმე ვინც ნამდვილად იქნება ასეთი მშვენიერი ქალის გვერდით ყოფნის ღირსი და შენც ბედნიერი იქნები მასთან -იცი, ახლა ჩემთვის მთავარი ელენეა, მისი კეთილდღეობა, სწავლა -ჰო ის ისეთი საყვარელია -ჭკუიდან გადავყავარ ,მარტო მის გამო ღირდა ეს ყველაფერი ისეთი სიყვარულით საუბრობდა თავის ქალიშვილზე, წამით ისიც გავიფიქრე რომ ის არასდროს ჩაიდენდა ისეთ საქციელს რაც დედაჩემმა გამიკეტა დღეს, არა მაინც როგორ მომატყა, ან რას ფიქრობდა იქ რომ მივყავდი? ასე როგორ გამწირა , უსიყვარულოდ აპირებდა ჩემს გათხოვებას? მე ხომ მისი ერთადერთი შვილი ვარ, ბრაზი მომერია ლაბტ შემეტყო -რამე მოხდა? -არა რაღაც გამახსენდა -სიყვარულს ეხება? -დედაჩემს, მამა გარდამეცვალა წლებია, დედა მეორედ გათხოვდა სტანბულში, ახლა სწორედ იქედან მოვდივარ , გატხოვებას მიპირებდა და გამოვიქეცი, საშინელებაა არა? ზალიანმრცხვენია ამის აღიარების , სულ ორი დღით ჩავედი მასტან და... გიგი რას იფიქრებს ტავი დანანებით გავიქნიე და მზერა ავარიდე ლანას, მრცხვენოდა და იმიტომ -ნამდვილად სასინელებაა არვიცი რა გგითხრა, თუმცა აი იმის საბუთი რომკ გიგი მინიმუმ მოგწონს გაკვირვებულმა შევხედე რადგან ვერ მივხვდი -რაა? -შენ ახლა ის გადარდებს გიგი რას იიფიქრებს თავი დავხარე, რადგან მივხვდი ლანა მართალია, ასეთი რამ შემემთხვა , ახლა უცხო ოჯახში ვარ და იმაზე ვფიქრობ რას იფიქრებს გიგი ლანამ ეშმაკურად ჩაიღიმა, უცნაურია ისეთი შეგრძნება თითქოს დიდი ხანია ვიცნობ, თიტქოს ჩემს ოჯახში ვარ, სულაც არ ვგრზნობ თავს უხერხულად როგორც ჩანს ძილმა ისევ თავისი გაიტანა, სკამზე დამჯდარს ჩამეზინა, თვალები რომ გავახილე დილის 5 საათი იყო, პლედი დაეფაებინა ლანას ჩემთვის, ჩემს წინ იდგა მოაჯირზე მიყრდნობილი და სიგარეტს ეწეოდა, როგორ შევააწუხე, ჩემს გამო ღამეს ათევს -შენმა რომეომდარეკა, უკვე ბათუმშია წუთი წუთზე მოვა გიგის ხსენებაზე ცოტა სევფხიზლდი, წამოვდექი პლედი სკამზე მივაფინე და ლანას გვერდით დავდექი -ოჰო, გამოვფხიზლდით ჯულიეტ? ჩაიცინა და სიგარეტი გამომიწოდა -არა , არვეწევი მე -ღმერთო ჯანდაბა! რაიმე ნაკლი გაქვს? - სულაც არ ვთვლი რომ სიგარეტის მოწევა ნაკლია , უბრალოდ საზიანოა -განა რაც საზიანოა ცუდი არ არის? -ზოგჯერ არა ჩავიცინე და ჭიშკრისკენ გავიხედე რადგან მანქანის ფარებმა მოგვანათა , შემრცხვა თორემ ალბათ აქედან გადავხტებოდი რომ მალე მენახა -ახლა ნამდვილი პროფილი გვექნება მე და ლანა ერთდა გავემართეთ კიბისკენ , გიგიც შემოვიდა ეზოში , მისკენ გავიქეცი და ლამის კისერზე ჩამოვეკიდე, ხელები მაგრად მოვხვიე და მთელი ძალით მივეკარი, მთელი ემოციები მომაწვა და ცოტა მაკლდა რომ მეფლიკვინა მის მკლავებზე -ჩემო პატარა წელზე შემომხვია მისი დიდრონი ხელები და ჰაერში აამწია -გამარჯობა! ზურგს უკან ცაახველა ლანამ,მის ქმედებაზე გამეღიმა, გიგის მოვცილდი და მისკენ მივტრუალდი -გამარჯობა , თავაზიანად მიესალმა გიგი -მშვენიერი რომეო გყოლია ჯულლიეტ -რა? -ასე შეგვარქვა -შემობრზანდით მოისვენეთ და ხვალ დილით წადით , თქვენც დაღლილი იქნებით -არა წავალთ ჩვენ , ძალიან დიდი მადლობა დახმარებისთვის გიგის მადლობას არ დავჯერდი , ლანას მოვეხვიე და დავარიგე , სხვები რომ გაიღვიძებდნენ ყველას ჩემს მაგივრად დამშვიდობებოდა და მადლობა გადაეცა მათთვის, ნომრები გავცვალეთ და დავპირდი როგორც კი ჩავალ დაგირეკავ მეთქი გიგისთან ერთად მანქანაში ჩავჯექი და ქალქის გზას დავადექით -ახლა მომიყვები რა მოხდა? ვიცოდი რომ ამ საუბარს ვერ ავცდებოდი, მაგრამ მაინც მეუხერხულებოდა მასთან ამ თემაზე საუბარი -ვერც კი წარმოიდგენ რა მოხდა, ერთ ბიწს ვუყვარვარ წლებია ჰოდა დედამ რომ მითხრა დღეს მის ოჯახში დაპატიჟებული ვართ წვეულებაზეო, არ მესიამოვნა არა მეთქი ვუტხარი მაგრამ მერე დამითანხმეს, ვიფიქრერადგან ბევრი ხალხი იქნება დისკომფორტს არ სემიქმნის მეთქი, საფირფარეშოში შემთხვევით გავიგე რომ ჩემთვის ხელის თხოვნას აპირებდა, ჯურნალისტები საუბრობდნენ ამ სცეის გადასაღებად იყვნენ მოსულები მე კი მაშინვე გამოვიქეცი , დენიზი დამედევნა მაგრამ გამიმართლა და მოვახერხე გამოფრენა -რა სიგიჯეა! საღოოლ მაგარი ამბები გადაგიტანია რა, რა გარანტია გაქვს რომ სემდეგი რეისით შენები არ ჩამოვლენ? იქნებ უკვე ჩამოვიდნენ კიდეც და ტბილისშ გელოდებიან? გიგის სიტყვებმა იმდენად ამაფორიაქა რომ შიშიგან პირდაღებული ვუყურებდი -მაგაზე არც მიფიქრია -გინდა ცოტა ხნით სადმე წავიდეთ? -რაა? როგორ? სად? არა ასე მოუმზადებლები ყველაფრის გარეშე სად უნდა წავიდეთ? -კარგი რა გგონია მე ეს ყველაფერი არ გავითვალისწინე და აახლასაბარგულში კარავი არ მიდევს? -არა ნამდვილი გიჟი ხარ ! შეშლილი გამირიმა თუმცა გზისთვის მზერა არ მოუცილებია -და მაინცსად უნდა წავიდეთ? - შეგვიზლია აქვე ციხისძირში ზრვასთან ახლოს გავჩერდეთ, ახლოსაცაა, თუ რათმქაუნდა ზღვა გიყვარს -კი ძალიან თან , მაგრამ ... -ჩემი ნუ მოგეიდება შიშველიც კი მყავხარ ნანახი -ერააა? შევიკივლე და სკამზე შევიწყვე ფეხები -ნუ სულ შიშველი არა მაგრამ . ჩაიფხუკუნა სირცხვილისგან გავიბერე, არვიცოდი სად დავმალულიყავი, არაფერი მითქვამს ან რა უნდა მეთქვა? ციხისზირში გავჩერდით , სანაპიროზე მანქანა გზასთან დავაყენეთ და კარავი გავშალეთ, გიგიმ კარავთან ცეცხლიც დაანთო, ყველაფერი მზად ქონდა უკვე ეს საქმე კი მასყველაზე კარგად გამოდის, ნუ მე ასე მგონია ციოდა ამიტომ ცეცხლთან დავჯექით, ვვუყურებდი აღვივებულ ცეცხლს და კვამლს მისგან რომ ამოდიოდა და ჩემთვის ფიიქრებში ჩაკარგულმა ვერც კი გავაცნობიერე როგორ დავადე მხარზე თავი -გიგი... -რა იყო? -მადლობა -უბრალოდ ვიფიქრე რომ ზღვაზე რამდენიმე დღით დასვენება არ მაწყენდა და თურმე შენც ჩამოდიოდი და ბარემ მოგაკითხე რაა? ანუ აქ ჩემსგამო არ ჩამოვიდა? -მაინც მთელი ხმით გადაიხარხარა , ვერ მივხვდი სასაცილო რავთქვი მაგრამ არაფერი მიპასუხია -დაიჯერე სულელო? აქ შენს გამო ვარ რათქმაუნდა , ვინერვიულე თან ისე რომ სამი საათი ვიდექი თბილისის აეროპორტში და გირეკავდი იმ იმედით რომ ერთხელაც გამოვიდოდა, მერე რომ დამირეკე ბათუმში ჩამოვედიო მაშინვე წამოვედი ისე რომ სახლშიც არ გამიარიე, გზაში ათასმა აზრმა გამიელვა ტავში, ცუდ ხალთან რომ მოხხვედრილიყავი და მოეტყუებინათ, რამე რომ დაგშავებოდა ვერ ვაპატიებდი საკუთარ თავს რომ დროულად ვერ ჩამოვედი, ახლა კი აქვარ შენს გვერდიძთ მშვიდად და უდარდელად, რადგან შენ კარგად ხარ გული გამითბო,ორმაგად ამაღელვა, დამაბნია -გახსოვს რომ გითხარი , ჩამოხვალ და პასუხიც მითხარი მეთქი? მოიფიქრე? ელვა ნაცემივით წამოვვარდიუ და დაფეთებულმა შევხედე -გიგი ... მე -რა თათი? ახლა მისი თათი უფრო თბილად ნათქმი მომეჩვენა ვიდრე აქამდე, ახლა აჭარაში კარვის წინ ცეცხლთანნ მასზე მიხუტებული ვზივარ და მაინც მიძნელდება იმის თქმა რომ მასზე ვფიქრობ და დზალიანაც მოწმონს იქნებ ხვდდება,იქნებ ჩემს მზერაში კითხულობს სათქმელს?იქნებ გრძნობს ჩემს სათქმელს... მივხვდი რომ ნელნელა ჩვენი სახეები დაახლოვდნენ და როცა ცხვირით შემეხო ლოყაზე, მთელი სხეული დამეძაბა, შევკრთი...სიამოვნების ჟრუანტელმა დამიარა კისერზე მიმაკრო ტუჩები თითქოს მიეწებაო...და სველი კოცნა დამიტოვა,სუნთქვა შემეკმა სიამოვენბსგან -თათი? -რაა? ხმა წართმეულმა ძვლივს ამოვილუღლუღე, იქნებ არც გაუგია -მე მიყვარხარ, დაგელოდები გესმის? მოვეხვიე თველები დავხუჭე და მის მხარზე დავდე თავი, ასე გაცილებით მშვიდად ვიყავი -დავიძინოთ , დავიღალე ცეცხხლი დავტოვეთ დანთებული , თუმცა უკვე ქვრებოდა კარავში შევედით და პარალონზე დავწექით , პლედი დავიფარეთ, სივიწროვეს ვგრძნობდი, რადგან ერთი პლედის ქვეშ ვიწექით მალევე ვიგრძენი ჩემს გაყინულ სხეულზე მისი თითები, მხარზე დაათამაშებდა, ზემოდან ქვემოთ ხანაც პირიქით,, მერე ახლოს მოიწია, თმის სურნელი შეისუნთქა, წელზე მომხვიახელი მისკენ მიმიზიდა -გიგი რას აკეთებ? ვცდილობდი ნერვიულობა არ შემტყობოდა ხმაში -ვიძინებ აი ასე ტკბილად მითხრა და ჩემს კისერში ჩარგო თავი, ცხელ სუნთქვას ვგრძნობდი და ემოციებისგან პულს ვეღარ ვაკონტროლებდი, არვიცი როდისღა ჩამეძინა , თუმცა გეფიცებით ასეთ ბედნიერს ჯერ არ დამიძინია ბოდიშს გიხდით დაგვიანებისთვის, იმედია მოგეწონებათ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.