წითურა ღმერთები
- ერთი ამას შეხედეთ, ჩვენი საყვარელი სოფი! სანდრომ წინსაფარი მესროლა,რომელიც დავიჭირე, და წელზე შევიკარი. - დილა მშვიდობისა, სანდრო. - ახალი ამბავი გაიგე? - მკითხა, და თან ახალი ოფიციანტისკენ შებრუნდა. მისი ხელები დაკავებული იყო სუფთა თებშებით, რომელებიც სანდრომ ჭურჭლის სარეცხი მანქნიდან გამოუღო. ჩვენთან დილა ყოველთვის მშვიდია, რაც უჩვეულოა! მე გოგოს დავაკვირდი, მინდოდა გამეგო , მყავდა თუ არა ადრე ნანახი. - და როდიდან გავხდი საყვარელი? - ვკითხე სანდროს, თან გოგოს თვალს არ ვაშორებდი. გოგონამ ჩემკენ გამოიხედა. თითებს ნერვიულად ურტყავდა თებშის ძირს. მე პირდაპირი გაგებით მასში გავედი რათა მის უკან მენიუს სია ამეღო, მან ხმამაღლა დაიწივლა და თებშები ხელიდან გაუვარდა ესეიგი მართლა ახალია მე თითები დავატკაცუნე, და თებშები ჰაერში გავაჩერე, შემდეგ ნელა მაგიდაზე დავდე. , სამზარეულოდან გავედი, კაფეს კარებთან მივედი და წარწერა "დაკეტილია" ამოვატრიალე. აგვისტოს ბოლო როცხვები იყო. - შენს მოსვლამდე მან თქვა რომ არასდროს უნახია "სეიჯები" - დაბალი ხმით მითხრა სანდრომ მხრები ავიჩეჩე. გოგოს რეაქციამ საერთოდ არ გამაკვირვა. ერთი წლის განმავლობაში , ამ კაფეში მუდმივი თანამშრომელი მხოლოდ მე, მზარეული და სანდრო ვიყავით, დანარჩენები ცდილობდნენ ჩემგან თავი შორს დაეჭირათ და მალევე მიდიოდნენ. ჩემი ადგილი მხოლოდ იმიტომ არ დავკარგე , რომ უფროსი შეპირებულზე უფრო ნაკლებს მიხდიდა და იცოდა, რომ ხმას ვერ ამოვიღებდი. არც ვაპირებდი. არ ვაპირებდი ამის გამო აურზაური ამეტეხა, რადგან კარგად ვიცოდი, რომ სხვა არავინ ამიყვანს სამსახურში. სანდრომ მხარზე ხელი დამადო. - მთელი თვე არ მპასუხობდი სმსებზე - ლონდონში ვიყავი . - მერე რა? პასუხის გაცემა ხომ შეგეძლო. მისი ხელი მხრიდან მოვიშორე, და მაგიდებზე მენიუს დალაგება დავიწყე. სანდრო თავს არ მანებებდა. -როგორ მოგეწონა ლონდონში? - მკითხა სანდრომ და ხელიბი გადააჯვარედინა - ლამაზია. - ადამიანები და " სეიჯები " ურთიერთგაგებაში ცხოვრობე? - სეიჯი? მანდ მხოლოდ ექსტერმინოები ცხოვრობენ - ექტერმინოებიც სეიჯები არიან უბრალოდ მათ განსხვავებული ღირებულებები აქვთ - ჰო აბა! და შრამებიც უმუქდებათ იმიტომ რომ ადამიანებთან ბედნიერად ცხოვრობენ. სანდრო , ისინი სასტიკი ექსტრემისტები არიან, ისინი ატენიანური მონარქების მტრები არიან, და საერთოდ ყველა ბნელი არსების. არ დაგავიწყდეს. - უბრალოდ არ ვთვლი რომ ეს სიტუაცია სამართლიანია, სიტუაცია რომელშიც შენნაერები იზოლაციაში ხვდებიან. კაფეში სამი გოგო შემოვიდა თავიდან კარებში შეჩერდნენ , შემდეგ ფანჯარასთან განლაგებულ მაგიდასთან დასხდნენ. - წარმატებები - ჩაილაპარაკა სანდრომ და სამზარეულოშ გავიდა ღრმად ჩავისუნთქე, შემდეგ ბლოკნოტი ამოვიღე და გოგოებთან მივედი - დილა მშვიდობისა , მზად ხართ რამე შეუკვეთოთ? - ისე ვთქვი თითქოს ამ გოგოებს ცხოვრებაში პირველად ვხედავდე გოგონამ, რომელიც ჩემთან ახლოს იჯდა, გრძელი შავი თმები ზურგზე გადაიგდო. ერთმა უბრალოდ ამომხედა და თვალებში ჩამაშტერდა. - როგორც ყოველთვის , - ერთი თვე არ ვმუშაობდი და დამავიწყდა რა უკვეთავ შენ ლანა და შენი მეგობრები ლანამ რაღაც თქვა გაუგებრად სეიჯებზე და მენიუს დახედა. მან მოითხოვა რომ ნახევარი ინგრედიენტები კერძში არ დაგვემატებინა. მისი დაქალებიც ასეთივე უსიამოვნოები იყვნენ. მე სასმელი მივუტანე. ერთი წუთის შემდეგ, საპირფარეშოში ვიდექი. კედელს მივეყრდენი და რამდენჯერმე ღრმად ჩავისუნთქე. უცებ ვიღაცამ კარებზე დააბრახუნა. სააბაზანოში ბნელოდა. შუქი ავანთე - სოფო ვიცი მანდ ხარ, ახლავე გამოდი! - სანდრო....- უსიამოვნოდ ჩავიჩურჩულე. - გარეთ რაღაც ხდება! მე ვიგრძენი, როგორ აივსო ჩემი სხეული სითბოთი, და ჟრუანტელმა დამიარა. ხელებში ჩემი ძალა ვიგრძენი. კედლები აღარ იყო დაბრკოლება.... რადგან მოშორებით მესმოდა გულის ცემა, რომელიც ახლოვდებოდა, უფრო ჩქარა..... და ის ადამიანის არ იყო. კარი გავაღე. ჩემ წინ სანდრო იდგა, კაფეში აღარავინ აღარ იყო.რამდენიმე ნაბიჯი გადავდგი, დავინახე ლანა და თავის დაქალები,დიდი ინტერესით,რაღაცას უყურებდნენ. გარეთ გავვარდი, ცივმა ზღვის ნიავნა დამიბერა. ჩემს მოპირდაპირე პორტზე გადაჭიმული იყო შავი ღრუბელი, თითქოს ვიღაცამ ცეცხლი დაანთო და კვამლმა მოიცვა ყველაფერი. კვამლში ცეცხლი ციმციმებდა, მასში მოხვედრილი ხალხი, ყვიროდა, დახმარებას ითხოვდა.. გავშეშდი.მე ვიცოდი რომ უნდა დავხმარებოდი , მაგრამ ადგილიდან ვერ ვინძრეოდი. უცბად სანდრომ დამტოვა და იმ მხარეს გაიქცა , საიდანაც ყვირილი ისმოდა.მისმა გამბედაობამ ჩემი შიში გააქრო. ჰაერში ავფრინდი, და კვამლის ახლოს დავეშვი. ვერ ვხვდებოდი საიდან გაჩნდა ეს კვამლი.არ მქონდა გამბედაობა რომ რამე გამეკეთებინა, მეშინოდა რომ რამეს დავუშავებდი კვამლში მოხვეულ ხალხს, ამიტომ ხელი წინ გავწიე მეორე ხელში კი ცეცხლიანი ბურთი მეჭირა. ახლოდან ჩანდა თითქოს, კვამლი წვიმის წვეთებისგან იყო გაკეთებული, თუმცა როდესაც ხელი შევახე სისველე ვერ ვიგრძენი. მე ვგრძნობდი, როგორ იხეოდა საზღვარი განზომილებებს შორის,თითქოს ვიღაც ქსოვისლს ხევდა. განზომილებები რომ გადაკვეთო, უნდა ფლობდე უდიდეს მაგიას, რომელიც არც სუსტ არსებსბს და არც ადამიანებს არ აქვთ. შიშისგან გული მეშეკუმშა, როცა მივხვდი, როგორ მოწინააღმდეგეს შევხვდი. ვერ გავუმკლავდებოდი. კვამლი მასში მითრევდა, ნელნელა წინ მივდიოდი. ფეხი წამოვკარი, ვეცადე წონასწორობა შემეკავებინა, თუმცა კვამლი გაქრა ისე სწრაფად რომ ვერ მოვასწარი დამენახა ვინ შექმნა ის. თვალწინ საშინელი სურათი გადამეშალა. სადღაც ათიოდე ადამიანი მიწაზე იჯდა და აქეთ-იქით იყურებოდა, უმეტესობა დასისიხლიანებული იყო. ცენტრში კაცი იწვა, მისი თავის გარშემო სისხლის გუბე იდგა. - სოფი, გააკეთე რამე ! - სანდრომ დაიყვირა. მხოლოდ ახლა ხალხმა თავი ასწია და შემამჩნია. - არა, სანდრო, ის მოკვდა, არ შემიძლია... - რათქმაუნდა შეგიძლია, სეიჯი ხარ! სეიჯს ყველაფერი შეუძლია. მე შევხედე კაცს რომელიც მიწაზე იწვა, ვგრძნობდი რომ თვალები მიცრემლიანდებოდა, თავი დავაქნიე. რატომ აკეთებს სანდრო ამას?! მან ხომ იცის , რომ არ შემიძლია მკვდრის გაცოცხლება?! - ეს შენი ვალია. - არ ჩერდებოდა სანდრო ქალმა რომელიც ტირილს ძლივს იკავებდა, თქვა: - ორნი იყვნენ....ნაცრისფერი შრამებით. მას შავი ცეცხლი ესროლეს. ნაცრისფერი შრამი-ეკსტერმინო! შავი ცეცხლი - სიკვდილი! - ბოდიშით, ნამდვილად ვერ შევძლებ... უკან გავიწიე. მაინც ვერაფერს ვერ ვიზამდი. ეკსტერმინო- ბრიკსემში. ადამიანებს კლავენ. სისულელეა.გრძნობა მქონდა, თითქოს მათი მიზანი სეიჯი იყო...მაგრამ მე ერთადერთი სეიჯი ვარ ამ ქალაქში. ამ სურათის ყურება აღარ შემეძლო და იქაურობას გავეცალე... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.