ლელო (თავი 10)
ზუსტად ერთი კვირა გავიდა მას შემდეგ, რაც მაია გარდაიცვალა. ჩემი ცხოვრების ყველაზე საშინელი ერთი კვირა. თავიდან, პირველ დღეს მეც დავესწარი სამძიმარს და მომიწია შავებში ჩაცმულს გადამეკოცნა ათობით ადამიანი. ვალდებული ვიყავი მერეც იქ ვმდგარიყავი, მაგრამ ამას კახეთში წასვლა ვარჩიე. იქ არც ბებო იყო და არც ბაბუ, ორივე თბილისში იყვნენ. ხოდა მე მარტო დამტოვეს ნიკუშასთან და ჩვენს შორეულ ნათესავებთან ერთად, რომლებიც მათთან ერთად ცხოვრობენ და ვენახის მოვლაში ეხმარებიან. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ ბოლომდე არ მიფიქრია იმაზე, თუ რა იქნება ამის შემდეგ, ჩემი ცხოვრება უფრო ლამაზი გახდა. ყოველ დღე ადრე ვდგები. ქვემოთ დალი დეიდა და ცოტნე მხვდებიან. დალი, როგორც წესი სამზარეულოში ფუსფუსებს და ნიკუშას მოვლაში მეცილება, რომ მე დავისვენო, ცოტნე კი ყოველთვის ბაღში, ბოსტანში ან ვენახშია. ისევ იგივე. 23 მარტი, დილის ცხრის ნახევარია. ავდექი და თხლად ჩავიცვი, აქ თბილისზე მეტად ცხელა და რაც ჩამოვედი კარგი ამინდებია. ნიკუშას ოთახში შევიდარ. პატარას უკვე გაღვიძებია და ლოგინზე იჯდა. - დიდი ხანია გაიღვიძე? - არა. ახლა წამოვჯექი. - კარგია. - გავუღიმე და მისი ტანსაცმლის არჩევა დავიწყე. - სახლში მალე წავალთ? - სახლში ვარ ნიკუშ. - ჩვენს სახლში. - ესეც ჩვენია! - პირველად მოითხოვა სახლში წასვლა. ახლა კი სულ არ მინდა ნიკუშა იქ იყოს. ატირებული რუსკა, სევდიანი და ცივი მამა (ამაში მამას ვგავარ, როდესაც საშინლადაა ისიც ცივი ხდება), ატირებული ბებო და ჩაფიქრებული ბაბუ… მირჩევნია ახლა აქ იყოს. ყოველდღე გავისეირნოთ ვენახში, რომელსაც ბოლო არ აქვს, ვეთამაშო დამალობანა. მეზობლის პატარა ბავშვებთან ერთად წრეშიბურთი ითამაშოს და ყოველდღე სახლში მოყვანილი ბოსტნეულით იკვებოს. თანაც ჰაერის გამოცვლას არაფერი ჯობია. მოკლედ, აქ ყოფნა ნიკუშასთვის საუკეთესოა. ფიქრებიდან ნიკუშამ გამომარკვია, რომელიც მაისურის სახელოზე მექაჩებოდა, როდესაც ვაცმევდი. - თბილისზე გეუბნები. - მოიწყინე? - არა, უბრალოდ მაინტერესებს. - არ ვიცი პატარავ, ალბათ მალე წავალთ. - ჩაცმას მოვრჩი და ჩემს დამრიგებელს დავურეკე. - თამუნა მას… დღესაც ვერ მოვალ. - არ არის პრობლემა მეკო, რამდენი ხანიც გინდა იყავი ჩემო ლამაზო, უბრალოდ შემდეგ კვირაში საკონტროლოები გაქვს, ქართულსა და მათემატიკაში… არ მინდა ჩამორჩე. - არა მას, ყოველდღე ვინიშნავ და ვმეცადინეობ. - რამე ხომ არ გიჭირს? - არა მას… სავარაუდოდ ორშაბათ მოვალ. მამაც ვეღარ ძლებს ასე ცალ-ცალკე და ნიკუშასაც მოენატრა სახლი. - შენ არ გინდა დარჩენა? - კი მინდა მაგრამ… - კარგია მანდ? - კი! იცით რა სილამაზეა? სულ კარგი ამინდებია და ვენახში ვარ სულ… იქ გრილა და საშინლად სასიამოვნოა გადატვირთული ქუჩების შემდეგ მწვანეში ჩაფლული ადგილის დამკვიდრება. მომენატრეთ მას. - ჩემი დამრიგებელი ყველაზე საუკეთესოა, რაც შეიძლება წამოიდგინოთ. - მეც ჩემო კარგო! ორშაბათამდე. ახლა მეჩქარება და უნდა გავიქცე. გკოცნი. - ტელეფონ გამითიშა. პატარას ხელ-პირი დავბანე და ქვემოთ ჩავედით. დალიმ საუზმე მაგიდაზე დაგვახვედრა. - ცოტნე ბიძია სად არის? - თბილისში წავიდა, საყიდლებზე. რამე ხომ არ გინდა? - არა. მადლობა ყველაფრისთვის. - გავუღიმე და ჭამა დავიწყე. ნიკუშა მე მაკვირდებოდა და თან ჭამდა. - რა იყო? - ჩვენ გვერდით შენხელა გოგო ცხოვრობს. - მერე? - იმას სულ დედამისისნაირად აცვია, დიდი ქალის ფეხსაცმელები და ტუჩებზე მანიკური უსვია. - გამეცინა. - მანიკური კი არა პომადა. მერე? - შენ რატომ არ იცვამ ეგრე? - ქალივით? - ხო. - აბა ერთი კარგად შემომხედე, შენი აზრით მე უკვე ქალი ვარ? - შენ ყველაზე ლამაზი ქალი ხარ. - ჩვეულებრივი ინტონაციით მითხრა და თან ჭამა გააგრძელა. ისევ გაამეცინა და ჩაის ბოლო ყლუპი მოვსვი. - ჯერ ერთი მე არ ვარ ქალი, მე ჯერ გოგო ვარ, მე ბავშვი ვარ. მხოლოდ და მხოლოდ 16 წლის. და მეორეც… მე არ ვარ ყველაზე ლამაზი. - აბა ვინ არის? - არ ვიცი. არავინ იცის. მაგრამ მე არა. - ჩემთვის შენ ხარ. - ეს არ ნიშნავს იმას, რომ ყველასთვის ვარ. - ვისთვისაც არ ხარ. ის არის… რა ქვია? ვერაფერს რო ვერ ხედავენ. - ბრმა? - ხო. ბრმა. როგორც შენი საყვარელი მომღერალი. - რეი ჩარლზი. - ხო ეგ. მე მოვრჩი. ვენახში გავისეირნოთ რა. - წამოხტა. - მოიცადე. ხელები დაიბანე, სულ პავიდლოიანი ხარ. - ხელები დავბანე და მაგიდის ალაგება დავიწყე. - რას აკეთებ?- კივილით გამოვარდა დალი. - მე ავალაგებ. - რა მოხდა, მაგიდაა. - არა! - ხელიდან თეფში გამომტაცა და სამზარეულოში გაიტანა. ნიკუშას “კეპკა” დავაფარე, მეც მუქი ლურჯი, ნაიკის “კეპკა” დავიფარე და გავედით. ეზოდან გავდიოდით, როდესაც დალიმ მომაძახა. - დღეს სტუმარი ჩამოდის თბილისიდან! - ვინ? - დათომ დარეკა და მითხრა დღეს სამი სტუმარი ჩამოვაო. - სამი? - ეს მითხრა მხოლოდ. - მომაძახა დაბნეულმა და კარი მიიხურა. - იქნებ მამა და რუსკა არიან? - არამგონია. მათ თბილისში საქმე აქვთ. - ვენახებს შორი ბილიკს მივუყვებოდით მე და ნიკუშა. ის თავის სულელურ შეკითხვებს მისვამდა, მე კი ვპასუხობდი. მერე ვუყვებოდი საინტერესო ამბებს და ზოზგჯერ ვეთამაშებოდი. ყველაზე ბედნიერი წუთები გაიხსენეო, რომ მეტყვიან ეს გამახსენდება. მხოლოდ მე და ნიკუშა. ვტყუი. მიუხედავად იმისა, რომ აქ საოცარ დროს ვატარებ… მიუხედავად იმისა, რომ აქ ნიკუშასთან ერთად ვარ, მთელი დღე მას ვართობ, მზიან ამინდში ვენახებში დავსეირნობ, საღამოს კი ვერანდაზე მშვიდად ვკითხულობ წიგნს, ჩემთან ერთად ორი ნათესავი ცხოვრობს, რომლებიც თავს უაზრო კითხვებით არ მაბეზრებენ, ყოველ დღე ჩემს გემოზე ვმეცადინეობ, ორ დღეში ერთხელ მაინც, ძილის წინ ერთ ჭიქა შავ ღვინოს ვსვამ, იმიტომ რომ ცოტნეს და დალის თქმით ეს ჯანმრთელობის გასაღებია, მაინც ვგრძნობ, რომ რაღაც მაკლია. მაკლია ვიღაცის ყურადღება. არა… აქ უყურადღებოდ არავინ მტოვებს. დალი გაფაციცებულია, ოღონთ მე არ დავიღალო, ცოტნეც ყოველდღე ყვავილებით ხელში მოდის, რომ ჩვენ გაგვახალისოს, საღამოობით ერთად ვზივართ და ამბებს ვყვებით… მაგრამ მაინც მაკლია ვიღაც. თქვენც კარგად ხვდები ვინც… მთელი კვირაა მასთან არ მილაპარაკია. რადგან კვირის დასაწყისში მითხრა, რომ არ შემაწუხებდა. მითხრა, რომ მისთვის მხოლდ ერთი სიტყვა უნდა მიმეწერა, როდესაც ლაპარაკი მომინდებოდა. უკვე თორმეტი საათია. მე და ნიკუშა სახლში დაღლილები შევდივართ და მაცივრიდან გამოღებულ კომპოტს ვსვამთ. ნიკუშა გავიდა და ბავშვებთან თამაში დაიწყო. დალი დაღლილი მიესვენა დივანზე ჩემს გვერდით და ამოიხვნეშა. - რამე გინდა მედეა? - შენი დასვენება მინდა დალი დეიდა. ცოტა ხანი მოისვენე. სახლში ყველაფერს მე ვაკეთებ და აქაც რომ მოგეხმარო არაფერი დაშავდება! - დაშავდება და იგივე თემას ნუ აბრუნებ. შენ გირჩევნია ის წიგნი დაიწყო მე რომ გუშინ მოგეცი. - მოვრჩი. - მერე? - ამაზე დიდი საოცრება არასდროს წამიკითხავს. სიმართლე გითხრა ის უკვე წაკითხული მქონდა, მაგრამ თავიდან ბოლომდე ისეთივე ინტერესით წავიკითხე, როგორც პირველ ჯერზე. - მართლა? - კი. - რა იცი მაგ წიგნზე? - ვიცი რომ მართლა იტალიაზეა. მეცხრამეტე საუკუნის ორმოც და ათიანებში ხდებოდა ეგ ყველაფერი. ისტორიაში წელს ვისწავლე ზუსტად. ჯუზეპე გარიბალდი კი ჩემი სიყვარულია.- გავიღიმე და მაგიდაზე დადებულ “კრაზანას” დავხედე. დალიმ თვალები მინაბა და მე ესეც არ ვაცადე. - ერთი თხოვნა შემისრულე. - კარგი. - ერთი დღე მაჩუქე. - ეგ როგორ? - წადი და დაიძინე. მხოლოდ ერთ გამოძინებას გთხოვ. და გბიპრდები სახლს არ გადავწვავ. - დალიმ თავზე ხელი გადამისვა და კიბეს აუყვა. ზუსტად რვა დღეა ინტერნეტში არ ვყოფილვარ, ტელევიზორისა და კინოებისთვის არ მიყურებია. მაგრამ კონტაქტი ბოლომდე არ გამიწყვეტია სამყაროსგან. საბას და ბიჭებს ყოველდღე ვწერ. ქეთოს ღამე ვურეკავ და ველაპარალები ხოლმე. ჩემზე ძალიან ნერვიულობენ. ამის გაფიქრება და საბას ზარი ერთი იყო. - ჩამოვიდნენ? - შენ მაინც მითხარი ვინ ჩამოდის. - არა. - მტკიცედ თქვა. - ეგ კი არა გოგო…სანდრო სუ შეიშალა. - რა? - მთელი დღე ტელეფონით ხელში დადის რო დაურეკო. თვითონ არ რეკავს არ მინდა შევაწუხოო. აგიჟებ? - დღეს ვაპირებდი დარეკვას. მომენატრა. - შენ ის უნდა ნახო. მარა ნახავ ერთ ათ წუთში. - ბატონო?! - კარგად! - სიცილით გამითიშა ტელეფონი. სამზარეულოში დაბნეული გავედი. ბოკალში გუშინ ღამე მორჩენილი შავი საფერავი ჩავისხი და პირველი სართულის აივანზე დავჯექი. ყურსასმენები არ გამიკეთებია. ჩიხში მორბენალ ბავშვებს ვუყურებდი. ნიკუშა იმხელაზე იღიმოდა ლოყები გადახევაზე ჰქონდა. ჩვენს პირდაპირ ხუთი წლის ნიაკო ცხოვრობს. ის და ნიკუშა სულ ერთად არიან. ნიაკოს დედ-მამა არ ჰყავს და ბებოსთან ერთად ცხოვრობს. დედა უკვე აღარც მე მყავს. უცებ თავში საშინელი აზრი მომდის და თვალები ცრემლებით მევსება… ნიკუშას ახლა ობოლი ჰქვია. ჩემი პატარა ნიკუშა ობოლია. ცრემლები მოვიშორე, როდესაც ჩემთან ატირებული ნიკუშა მოვარდა და გადაყვლეფილი მუხლი მაჩვენა. - არ მტკივა! - ნიკუშა ტიროდა, ცრემლები სდიოდა, თუმცა არც ღნაოდა და არც წიკვინებდა. სახლიდან ხის ყუთი გამოვიტანე, სადაც სამედიცინო დახმარების ნივთები იყო. წამლები და რაღაცეები. ხის სკამზე დავსვი. მე მუხლებზე დავჯექი და მის ფეხს სპირტიანი ბამბით ფერება დავუწყე. საშინლად ჭუჭყიანი იყო, ამიტომ ბევრი ბამბის გამოცვლა დამჭირდა და ბოლოს წყალბადის ზეჟანგიც დავასხი. - შევახვიო, თუ მუხლს არაფერს შეახებ? - შეახვიე. - თვითონაც იცის, რომ ჯობია ღიად იყოს და შეუშრეს, მაგრამ იმდენად ჭკვიანია, რომ ხვდება, თავს ვერ მოუვლის და ისევ იტკენს. ნატკენზე ბინტი რამოდენიმეჯერ შემოვუხვიე და ჩავეხუტე. - წვენი ხო არ გინდა? - არა. - ცოტა ხანში დაგიძახებ და საჭმელად შემოდი კარგი? - ნიკუშა ადგილიდან არ ამდგარა და დარცხვენილი მიყურებდა. - მოხდა რამე? - თავისი ძალიან ღია თაფლისფერი თვალები მომანათა და გამიღიმა. - ყვავილების დაკრეფვაში მომეხმარები? - რად გინდა? - ნიაკოს უნდა ვაჩუქო. - გამეღიმა. ოთახში კარადის ერთ უჯრაში დალის საკერავი ნივთებია, მწვანე ატლასის ლენტა მოვჭერი და გარეთ გავედი. ნიკუშამ მინდვრის ყვავილები დაკრიფა და მომიტანა. მე შევახვიე და ლენტით შევკარი. პატარამ ხელი დაავლო და ჭიშკრისკენ წავიდა. მეც გავყევი და ჟანგიან კარს ავეკარი. ნიაკოს მხარზე ხელი დაადო და შემოაბრუნა. პატარა გოგონა ტიროდა, მაგრამ ნიკუშას და ყვავილების დანახვისგან სახე გაებადრა. ხელი ჩაკიდა და ჩემთან მოიყვანა. - მემე, თმის დაწვნა იცი? - რა თქმა უნდა. ამ დედოფალს ხომ არ უნდა? - ღიმილით ჩავხედე ნიაკოს, რომელიც აწითლებული ძლივს მიყურებდა. - კი. - ნიაკო ხელში ავიყვანე და დავაბზრიალე. ისიც იცინოდა. - შენ მეგობრებთან ერთად რატო არ ხარ? - მკითხა ნიაკომ და აივნისკენ წავედით. - მყავს. უბრალოდ აქ არ არიან. - რატო? - შენ იყავი ჩემი დაქალი. კარგი? - კარგი. - გამიღიმა და ჩემს წინ სკამზე მოთავსდა. ნიკუშა მას წინ დაუჯდა და ლაპარაკი დაიწყეს. ნიკუშამ მე გამომხედა. - ნიაკოს ბებიამისი თმას სულ ლამაზად უწნის, ახლა კიდე ვიღაცამ დაუშალა და ატირა. - ვინ დაუშალა? - საბამ. - მერე შენ რა ქენი? - წავაქციე. - ჰჰჰ. - შევიცხადე და გავხედე. - ნიაკო ატირა! მერე თვითონაც წამაქცია, მაგრამ მე დავარტყი და ის ატირებული გაიქცა. არ მინდოდა ასე ტკენოდა… მაგრამ მან ნიაკო აატირა. - ნიკუშა ჩხუბით ვერაფერს მოაგვარებ… მაგრამ კარგი ბიჭი ხარ, რომ ნიაკო დაიცავი! ვამაყობ. - ნიკუშას სახე გაუნათდა და ნიაკოს მიუბრუნდა. ნიაკო ნიკუშას თავის უფროს ძმაზე უყვებოდა, რომელიც თბილისში მამიდასთან ცხოვრობდა. თურმე მალე ნიაკოს თბილისში წაყვანასაც აპირებდნენ. ამის გაგონებაზე ნიკუშას თვალები გაუფართოვდა და ტაში შემოჰკრა. ნიაკომ ძმაზე გააგრძელა ლაპარაკი. მერე ნიკუშას ჰკითხა ძმა თუ გყავსო. - ძმა არა მაგრამ მემე მყავს. - შენი დაიკოა? - თვითონ ასე ამბობს… მაგრამ მგონი ჩემი დედიკოა. - შენი დედიკო ხომ აღარ არის. - მემე ამბობს, დედა ისაა ვინც გაგაჩინაო… მან უბრალოდ არ გამაჩინა, თორემ ჩემი დედიკო იქნებოდა. - ნიაკოს თმა შევუკარი. მერე მაგიდიდან მწვანე ლენტის ნარჩენიც შემოვახვიე თმის რეზინის დასაფარად. ნაწნავს სურათი გადავუღე და ვაჩვენე. პატარას ისე გაუხარდა ჩამეხუტა. ნიკუშა წამოდგა. - ნიაკო, არ ვითამაშოთ? - ვისეირნოთ რა… - ნიაკო წამოდგა და ჩემს ძმას ხელი ჩაკიდა რომელმაც მე გამომხედა. - ვენახებში გაგვასეირნებ? - უკვე დიდი ხანი გავიდა რაც დალიმ დაიძინა. - ორი წუთი… - სახლში შევედი. დალის უკვე ეღვიძა. - მე ბავშვებს გავასეირნებ და მოვალ. - სახლიდან სამი ქუდი გავიტანე, მზე იყო და არ მინდოდა მზის გულზე ეარათ. - მოიცადეთ. - ნიაკოს ეზოში გადავედი. - ლეილა ბებო! ლეილა ბებო! - ნიაკოს ბებიამ თავი ფანჯრიდან გამოყო. - ნიაკოს ვენახებში გავასეირნებ. - კარგი შვილო! - დღეს ისადილა? - არა ჯერ. და მალე მოიყვანე თუ შეიგიძლია! - ჩვენთან რომ ისადილოს შეიძლება? - კარგი შვილო. მადლობა! - გამიღიმა და უკან შებრუნდა. ვენახებს შორის ბილიკზე მივაბიჯებდი და წინ მიმავალ, უფრო მართებული იქნებოდა რომ მეთქვა, მობაჯბაჯე ადამიანებს ვაკვირდები. ტელეფონი ამოვიღე და სურათი გადავიღე. საშინლად შემშურდა მათი. ალეს მივწერე: “საშინლად მენატრები”. ათი წუთი ისე გავიდა, არც მოუწერია. არც ველოდი მოწერას. მთელი კვირა საერთოდ არ მიმიწერია და არ მომიკითხია. ეს ჩემგან საშინლად ეგოისტური საქციელი იყო. ათი წუთის შემდეგ მომდის მოკლე ტექსტური შეტყობინება. “სახლში მალე მობრუნდები? დალი დეიდამ სადილი უკვე გაამზადა. “ ბოლო ხმაზე ვიკივლე და ხტუნაობა დავიწყე. - ნიკუშა! ნიაკო! წავედით სახლში! - ასე მალე რატომ? - სტუმრები ჩამოვიდნენ. თან დღეს ნიაკო ჩვენთან ერთად ისადილებს. დალიმ კიდე გაამზადა ყველაფერი. - პატარები ღიმილით მობრუნდნენ უკან. - ვინც მიასწრებს გამარჯვებული იქნება! - სამივე ერთად მოვწყდით ადგილს. რაც შეიძლება ნელა მივრბოდი. - რა იყოთ? დამელოდეთ რა! აუ, მე უნდა წავაგო? - ვწუწუნებდი და მივზლოზინებდი. ისინი ბჟირდებოდნენ და გარბოდნენ. შევამჩნიე, როგორ ჩერდებოდა ნიკუშა და ნიაკოს ატარებდა. რამოდენიმე წუთში სამივე დაღლილები სირბილით შევვარდი ეზოში. ნიაკო ცოტათი წაიქცა და მას მივვარდი. - გეტკინა? - არა. - თქვა და ხელები დაიფერთხა. - მე გავიმარჯვე. - მითხრა და ჩამეხუტა. მეც ხელში ავიტაცე და დავტრიალე. მალევე გამახსენდა აქ ასე სირბილით რატომ მოვარდი და ბავშვი დავსვი. შევბრუნდი და აივანზე მდგარი ალეს მზერა დავინახე. ღმერთო როგორ მომენატრა მისი თვალები, რომლების სულ ასე მაშტერდებიან, მისი დიდი ღიმილი და დიდი მკლავები. მისი აჩეჩილი ყავისფერი თმა… ღმერთო! აივნიდან ჩამოირბინა და მეც მისკენ გავიქეცი. რამოდენიმე ნაბიჯიც და ალე ზუსტად ისე მაბზრიალებდა, როგორც რამოდენიმე წუთის წინ მე ნიაკოს. - საშინლად მომენატრე! - ჩავჩურჩულე და სახე მის ყელში ჩავრგე. იმან სახე მომაშორებინა და მომაშტერდა. თავისი დიდი, თაფლისფერი, ცეტი თვალებით ჩემს სახეზე დასეირნობდა. ცერა თითებით ლოყებზე მეფერებოდა. შუა ეზოში ვიდექით მე და ალე. ხელებით ჩემი სახე ეჭირა და მის სახესთან ისე ახლოს ჰქონდა მიდებული, ცხვირით თითქმის ვეხებოდი. - უშენოდ ვეღარ გავძელი. - ჩუმად ამოიჩურჩულა და მისი ამოშვებული ბგერები მთელს სახეზე მომედო. - აი ეს მომენატრა… - თქვა და ჯერ მარჯვენა თვალის ქვემოთ მაკოცე, მერე მარცხენის. მე გამეცინა და მკლავები მთელი ძალით შემოვხვიე. - კარგით ხო, გეყოთ! - გავიგონე აივნიდან მახოს ჯუჯღუნი და რელობაში დავბრუნდი. - ეს ხო არაფერს გაცდის. - ჩამდუდღუნა ალემ ყურში და წინ დამიდგა. მე მაგრად ვაკოცე. - დღეს მთელი დღე არ მომშორდები! - კატეგორიულად ვუთხარი და აივნისკენ წავედი, სახლიდან ქეთო გამოვარდა და შემომახტა. - მედიკო! - კაჰკიოდა თან აქეთი იქით კოტაობდა. - მომენატრა, ჩემი მედიკო ბაბო! - ნუ კივიხარ ქალო შეიშალა სამეზობლო. - ჩავკოცნე და მახოს გადასაკოცნად მივედი. იმან კიდე გულში კაი ძველი ძმაკაცივით ჩამიკრა. უკვე საღამოს ექვსი საათია. ჩვენ ოთხივე ვერანდაზე ვზივართ. მახო და ქეთო თავიანთ ამბებს ყვებიან. - წავედით. - სად? - გავისეირნოთ. ვენახებში. - ამ სიბნელეში ქალო? - ხო ახლაა კარგი. - მე არ მინდა. მე ხვალ წამოვალ. - კარგი ბატონო. ბარგი ამოალაგეთ? - ორი დღით ვრჩებით მარტო. მერე შენც მოდიხარ. - ამოიქოთქოთა ქეთევანმა. - ხო კაი. აბა თქვენ რა უნდა აკეთოთ? - ვიზამთ რამეს ნუ ნერვიულობ. წადით. - ისევ დაიჯუჯღუნა მახომ. მე სახლში შევედი და გარეთ დიდ ჟაკეტში გახვეული გამოვედი. საღამოობით გრილა. ალეს და მახოს ოთახიდან მასაც ჩამოვუტანე მოსაცმელი. - უჟმურებო! - მივაძახე აივნიდან ჩამოსვლისას. ალემ ხელი წელზე შემომხვია. - მომენატრე. - ღვინო გინდა? - რა? - ღვინო. ერთ ბოთლს წამოვიღებ. იცი რა გემრიელია? წვენივითაა. - სულ გალოთდი აქ. - ხო კაი კაი… - შენ როგორ ხარ? - ძალიან მაგრად. ყველაფერი იდეალურადაა. - მთელი კვირა ასეა? - არა. მთელი კვირა ყველაფერი შესანიშნავადაა. ახლა კი… იდეალურად. - ვუთხარი და ნელა მიმავალმა მხარზე თავი დავადე. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.