შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თინათინი (პროლოგი)


26-03-2017, 16:48
ავტორი evil spirit
ნანახია 1 603

თინათინი

თინათინი... სიმართლე გითხრათ, არც კი ვიცი რა დავწერო მასზე. ერთი ჩვეულებრივი გოგონა იყო, ჩვეულებრივი ქართველისთვის დამახასიატებელი გარეგნობით. არც მაღალი, აწოწილი ფეხები,გამოყვანილი წელი და სტანდარტული ზომები ქონდა. 1.70 ძლივს იქნებოდა. მუქი ფერის ხვეული თმა, შავი თვალები, გრძელი წამწამები, ცხვირი არც კეხიანი ქონდა, არც აპრეხილი და კურნოსა. მაგრამ... ჩაკეტილი. ადამიანებს ვერასდროს უგებდა, სულ ცდილობდა რომ არავის დაახლოვებოდა. ეს ყველაფერი მისი ბრალი არ არის! ასეთი გაზარდეს... უფრო სწორად ასეთი გამოწრთეს. დედას არასოდეს არ უყვარდა, ან შეიძლება უყვარდა მაგრამ მისი ტყუპის გამო მისთვის ვერ იცლიდნენ. მისი ტყუპი ძმა ლოგინად იყო ჩავარნილი და ვერ მოძრაობდა. მამამ მიატოვათ და სხვა ქალთან ერთად გაიქცა. ამდენ სტრესს ვეღარ გაუძლო ქალმა და ნარკომანი გახდა. თინათინს კი ყველა საქმის გაკეთება სულ მარტოს უწევდა. ძმა სიცოცხლეზე მეტად უყვარდა, მაგრამ დედამისს ვერ იტანდა ასეთი სუსტი რომ აღმოჩნდა, რომ ვერ გაუძლო, ტკივილს რომ დანებდა. მისთვის ეს სიკვდილზე უარესი იყო. ბავშვობიდან ყველა დასცინოდა. დახეული ტანსაცმლის და წონის გამო. მაგრამ ამასაც იტანდა, იმ სილასთან და დამცირებასთან ერთად რასაც დედამისი აყენებდა. სულ სცემდა, სულ უმიზეზოდ მაგრამ მისთვის ბუზი ზპილო იყო.

-თინათინ მე შენ რა გითხარი? რატო არ არის აქ სასმელი? აი ეხლა იცი რას გიზავ? მოგკლავ შე ლაწირაკო!- იქვე დადებული პოლის ჯოხი აიღო და უნდა დაერტყა, როცა ხელი აუქნია და ჯოხი აიცდინა.
- აღარ! გესმის?! აღარ გაბედო და თითი აღარ დამაკარო არც მე და არც დამის! მე შენზე აღარ ვიზრუნებ. მორჩა! სასმელი და ნარკოტიკი გინდა? მიბრძანდი და შენი ნაშრომით შენვე იშოვე.- უთხრა ლალის, შებრუნდა და დამის ოთახში შევიდა.
-ისევ გცემა?- მოესმა მისი ბოხი მაგრამ იმდენად თბილი და ტკიბილი ხმა რომ მაშინვე გაირიმა და საწოლზე ჩამოუჯდა.
- დღეიდან ვერც შენ და ვერც მე ვეღარაფერს დაგვიშავებს გეფიცები!- იმდენად მტკიცე ხმა ქონდა თვითონაც გაუკვირდა.- აბაა დამიანე დაიაურო გილოცავთ მე-18 დაბადების დღეს.- უთხრა მხიარული ტონით და ჯიბიდან კონვერტი ამოიღო.
- მადლობა თინი. მეც გილოცავ პატარა. ეგ რა არის?
- ეს იმის გარანტია რომ მალე ფეხზე ადგები და იცეკვებ კიდეც.- მხიარულად შემოკრა ტაში და კონვერტი გახსნა, სადაც ერთ-ერთი ექიმის მისამართი, ნომერი და სახელი ეწერა.
- თინათინ რა გააკეთე?- მაშინვე მიუხვდა ტყუპი.
- მამაჩვენი შემხვდა.- მშვიდად დაიწყო.- მითხრა რომ არ უნდოდა ასე მოქცევა, ჩვენი დატოვება იმ ალქაჯთან მაგრამ საყრდები სჭირდებოდა რომ მერე ჩვენთან ერთად ბედნიერად ეცხოვრა. იმ ქალთან ერთად კი არ გაქცეულა უბრალოდ მან გადაიყვანა საზღვარგარეთ და მორჩა. დღეს კი იმდენი ფული აქვს რომ შენც და მეც მოგვხედავს. გეფიცები მეც არ მჯეროდა თავიდან მაგრამ მისი თვალები... იმდენი რამე ჩანდა რომ დავიჯერე. იქნებ გვეცადა დამი? თან რომ მითხრა დამის მკურნალობის ხარჯებს ყველაფერს მე დავფარავო ეგრევე დავთანხმდი. გთხოვ!- ემუდარებოდა თინათინი დამის და ყელს იღადრიდა.
- კარგი...
დედამისი შემოვარდა გაგიჟებული თვალებით და დააკვირდა ტანსაცმელის ჩაკაგებით გართულ თინათინს.
- სად მიეთრევი?- იღრიალა მან, ჩანთა ხელიდან გამოგლიჯა და კედელზე მიანარცხა.
- ჩემთან მოდიან ლალი!- მამაკაცის ბოხი და მკაცრი ხმა გაისმა.
- შენ აქ რა გინდა? რა ნამუსით მოეთრიე აქ?- ყვირილს არ წყვეტდა ლალი.
- ჯერ ეს ერთი ნამუსზე შენ როგორ მელაპარაები? მგონი დაგავიწყდა რის გამომიგატოვე ხო? ახლა კი გამატარე ჩემი შვილები შენნაირი ქალისგან რაც შეიძლება შორს უნდა წავიყვანო!
- როგორი ქალისგან? შენგან განსხვავებით სხვის გამო არ მიმიგდია ოჯახი.- ოთახში სასოწარკვეთილი და ნერვული ხარხარი გაისმა.
- ამას ლაპარაკობს რომელმაც მთელ სამეზოაბლოს მი***ა, ხო კიდე ნარკომანი და უკვე სტაჟიანი ლოთი. კიდევ არ მინდა ყველა შენი შეცდომა და ცოდვა ჩამოვთვალო. მოკლედ ლალი მე მიმყავს თინათინი და დამი. იმის და მიუხედავად რომ ეს სახლი მე მეკუთვნის მაინც შენ დაგიტოვებ, მე აღარაფერში მჭირდება. თინათინ არ გჭირდება ბარგი იქ ყველაფერი იქნება, უბრალოდ დამის ეტლი წამოიღე კარგი?- ახლა თინათინს გახედა და დამი ხელში აიყვანა.


მოკლედ ... დიდი ხანია ვფიქრობ დავდო არ დავდო? ხოდა გადავწყვიტე და აგერ კი ვდებ :D არ ვიცი მოგეწონებათ თუ არა მაგრამ ვიმედოვნებ რომ ერთი მკითხველი მაინც მეყოლება... ახლა თქვენ იცით .... ველოდები შეფასებას ....



№1  offline მოდერი Eleniko13

ერთი მკითხველი ვარ.
--------------------
ლილიტის ქალიშვილი.

 


№2  offline წევრი amore

სასწრაფოდ ვითხოვ გაგრძელებას! <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent