ამქვეყნიურ ჯოჯოხეთს მოგიწყობ +18 (25)
ჩემი გონება აღარაფერს აღიქვამდა გარდა იმისა რომ ჩემ გამო შეიძლება მომკვდარიყო ჩემთვის ყველაზე ძვირფასი ადამიანი, მზად ვიყავი ზოგიერთ მომენტში მისთვის ჩემი ხელით მომეღო ბოლო მაგრამ საქმე საქმეზე რომ მიდგა ჩემი სულის ნაწილს ვკარგავდი მისი სახით, რომლის გარეშეც ვერ ვიარსებებდი. მუხლებზე ვიდექი, თვალი ერთ წერტილს გავუშტერე და მძმედ ვსუნთქავდი –ლინააა..... ალექსის მშვიდი ხმა მისწვდა ჩემს ყურთასმენას. ცოტახანი ხმა არ გავეცი, გონება დავძაბე, უკანასკნელი ძალები მოვიკრიბე, ახლა პანიკის და გვემის დრო არ იყო, დევილი უნდა გადამერჩინა და ამ ყველაფრისთვის წერტილი დამესვა. თავი მაღლა ავწიე და წამოვდექი. ჩვეული ცივი გამომეტყველება მივიღე –წამალი არსებობს ხომ ასეა. რაც შემეძლო მტკიცე ხმით ვთქვი. ალექსი დუმდა, თვალი ამარიდა–შემომხედე! ისევ არ მიყურებდა და ვგრძნობდი დანაშაულის გრძნობა უფლებას არ აძლევდა თვალებში ეცქირა ჩემთვის. მდგომარეობიდან გამოვდიოდი უკვე, ხელი ნიკაპზე მოვკიდე და ძალით შემოვაბრუნებინე თვალი –რადაც არ უნდა დამიჯდეს დევილს გადავრჩენ და შენ ამაში დამეხმარები!!! მშვიდი მაგრამ კატეგორიული ტონი მქონდა –შენ რომ არ გეთქვა ამას ისედაც ვიზამდი მაგრამ ფაქტი ერთია–მისი გადარჩენა შეუძლებელია! –ხოდა ამ შეუძლებელს შევძლებთ! არ ვნებდებოდი და ისევ მყარად ვიდექი ჩემ აზრზე –დროს ტყულად დაკარგავ. ზურგს უკან დევილის ხმა მომესმა რომელიც საწოლზე წამომჯდარიყო. ისევ გაფითრებული ჰქონდა ტუჩები მაგრამ ძველებურ გამომეტყველებას მიანც ინარჩუნებდა. შევბრუნდი და მისკენ წავედი, საწოლზე ჩამოვჯექი, გაკვირვებული და დაბნეული ვიყავი. ხმას არცერთი ვიღებდით, მერე ალექსისკენ შევბრუნდი –შხამის შემცველობა და გვერდითი მოვლენები მითხარი. –შენ გგონია ესენი ვიცი? პირველად ვარ ამ სიტუაციაში.. აქამდე არასდროს მქონია მსგავსი შემთხვევა პრაქტიკაში, შხამის შესახებაც თეორიული ცოდნა მაქვს –ხოდა თეორიულად მითხარი რას შეიცავს და რა მოსდის დევილს. –მე მხოლოდ ის ვიცი რომ თქვენნაირების მოკვლა მხოლოდ ერთმანეთის სისხლით შეგიძლიათ რათქმაუნდა ქიმიური ნივთიერებებიც ურევია. –ანტიდოტზე არაფერი გსმენია? აშკარად ვიძაბებოდი –ანტიდოტი არ არსებობს! ამის თქმა და ჩემი წამოვარდნა, შემდეგ კი ალექსის კედელზე მიხეთქება ერთი იყო –იპოვი! იპოვი რადაც არ უნდა დაგიჯდეს! უკვე ღრიალზე გადავედი–დევილი თუ მოკვდება სათითაოდ გაგიყენებთ მის გზას! ხელი გავუშვი და დევილისკენ შევბრუნდი რომელიც უკვე ჩემკენ მოდიოდა გასაშველებლად –ხელი არ მახლო! მასაც დავუღრიალე და სამზარეულოში გასვლა დავაპირე მაგრამ ის დამავიწყდა რომ დევილი ალექსივით მოთმინებით არ მომექცეოდა. მკლავშ ჩამავლო ხელი კარისკენ გამათრია. ვეჯაჯგურებოდი მაგრამ ასეთ მდგომარეობაშიც კი ჩემზე ძიერი იყო –გამიშვი ველურო! გამიშვი! დევილ გამიშვი! ისე არ ესმოდა ჩემი როგროც თქვენ არ გაგიგიათ ჩემი ხმა. სანამ კარში გავიდოდით ალექსს მიუბრუნდა –იცი რაც უნდა ქნა ძმაო. უკვე დროა. თვალი ჩაუკრა ოდნავ გაუღიმა და მანქანისკენ წამიყვანა. –მოიცადე გამიშვი! უკვე ძლაიან ვეჯაჯგურებოდი მაგრამ ეს ხო ხეა.–არ ამიხსნი რა ხდება? რა ძმაო? საერთოდ საიდან იცნობ. გაკაპასებული ვეკითებოდი და არადა არ ვმშვიდდებოდი –აგიხსნი ცოტა მადროვე. გაცრეცილი ტუჩებიდან წარმოთქვა და მანქანა დაქოქა. ასე 10 წუთი მაინც მივდიოდით, ქალაქიდან რომ გავედით მაშნაც ჩუმად ვიჯექი –ცუდად ხოარ ხარ? მოულოდნელად ვკითხე რბილი და მზრუნველი ტონით –არ არის საჭირო ასეთი დაფეთება! მკაცრი და ცივი ხმით მითრა ისე რომ გზისთვის თვალი არ მოუშორებია –უხეში! ჩემთვის ჩავიბურტყუნე და ფანჯარაში გავიხედე ჩემთვის საკმაოდ ნაცნობი გზისკენ წავედით და ნელნელა ავფორიქდი –აქეთ რატო მივდივართ? აღელვება მეტყობოდა ხმაში. დამაიგნორა და რამდენიმე წუთშ გააჩერა კიდევაც მანქანა –გადმოდი! ისევ ისეთი ხმა ჰქონდა –დევილ აქ რა გვინდა? –დროა კარტები გავხსნათ. დამაიმედებლად ჟღერდა მისი სიტყვები. უხმოდ დავყევი მის ნებას და ჩემთვის საკმაოდ ნაცნობი „თავშესაფრის’’ კიბეზე ავედით. მეორე სართულის კარი გავაღე თუარა მაშინვე თვალში სავარძელში მჯდომი თორნიკე მომხვდა, რომელსაც ზედმეტად სერიოზული სახე ჰქონდა –ლინა ჩემო გოგო. დამინახა და ჩემკენ წამოვიდა, ისეთი სითბო ვიგრძენი მისი დანახვისას და ჩახუტებისას ვერ აღვწერ. მხრებზე ხელებს მიჭერდა ჩახუტების დროს ისე თითქოს გამაგრებისა და ძალის მოკრებისკენ მიბიძგებდა. მეც ძალიან მაგრად ჩავეხუტე. მის უკან გავიხედე და ბართან მჯდომ რამდენიმე პიროვნებას გადავხედე. გაოცებისგან თვალები გამიფართოვდა –თქვენ.... როგორ... დევილ! რა ჯანდაბა ხდება! –დაჯექი! მიბრძანა და პატარა ბავშვივით დავემორჩილე. ენას ვერ ვიბრუნდებდი პირში იმდენად გაკვირვებული და შოკირებული ვიყავი. ფანაჯარსთან დადგა დევილი და ღრმად სუნთქვა დაიწყო, ოდნავ წელშ მოიხარა და ამოახველა, ერთს მეორე მოყვა, მეორეს მსამე და ისტერიული ხველა დაეწყო, თოკა და მე მივვარდით. მუხლებს ეყრდნობოდა და ისე ახველებდა, ნახველი კიარა სისხლი იყო, პირიდან სისხლი ამოსდიოდა. ამის დანახვაზე რამის იქვე მოვკვდი, უნებურად ტირილი დავიწყე უხმოდ. ცრემლები წამომივიდა და დევილს ხელზე დაეცა, ქვემოდან ამომხედა, სისხლიანი ჰქონდა ტუჩები, ოდნავ ჩაიღიმა –ნუ გეშინია პატარა. მითხრა და ისევ ისტერული ხველა აუტყდა. მე და თოკამ საწოლამდე მივიყვანეთ და წამოვაწვინეთ. რამდენიმე წუთში დაწყნარდა და ჩვეული მკაცრი გამომეტყველება მიიღო –დევილ უთხარი თორემ უარესად ხდები ხომ ხედავ! ჩემ უკან მდგომმა ნიკოლოზმა ამოიღო ხმა. დიახ არ მოგესმათ სწორედ ნიკოლოზ არაბული იყო ერთ–ერთი მათგანი რომელიც თავისი დის–სარას დახსნის გამო დამიახლოვდა და რომლის აქ დანახვამაც ასე გამაოცა. –მოვა და დავიწყებ! დევილმა მკაცრად უპასუხა –ნუ ჯიუტობ დევილ იქნებ საერთოდ დაიჭირეს ან გაუგეს რომ ჩვენ მხარესაა! ამჯერად ბელამ გამოთქვა აზრი რომელიც დევილის მდგომარეობით საკმაოდ შეწუხებული იყო მაგრამ მკაცრ იერს არ კარგავდა. დაასრულა თუარა ლაპარაკი კარი გაიღო და ალექსი შემოვიდა. ხელში კაფსულა ეჭირა. –თორნიკე შპრიცი! ბელამ თოკას მიმართა, ეს უკანასკნელიც წამოხტა და რამდენიმე წამში კაფსულიდან ამოღებულ სითხეს დევილს ვენაშ უკეთებდნენ. ჩემი აზრები მქონდა ამ „ბანდასთან“ დაკავშირებით მაგრამ მაინც მოთმინებით ველოდი ახსნა–განმარტებას. რამდენიმე წუთში დევილი ისევ ძველ ფორმას დაუბრუნდა, ტუჩებზე ფერი მიეცა, აღარც ახველებდა, უფრო ჯანსაღად გამოიყურებოდა, საწოლიდან წამოდგა, ალექსს გადაეხვია –მადლობა ძმაო. ალექსიც გადაეხვია და ზურგზე ხელი დაარტყა გასამხნევებლად –ეს მცირედია რაც შემეძლო შენთვის. –ეს ანტიდოტია? გაფითრებულმა ვიკითხე –ადრენალინია, ცოტახანს ძალას მოიკრებს ( ბელა) –მემგონი დროა ამიხსნა ასე არ ფიქრობთ? კატეგორიული და მაცრი სახე მქონდა. დევილმა ღრმად ჩაისუნთქა და დაიწყო –იმის მოყოლას არ ვაპირებ მე ვინ ვარ ან აქ შეკრებილებს საიდან ვიცნობ. იმით დავიწყებ რომ შენი მშობლები სამიზნეები იყვნენ, მამაშენმა და დედაშენმა ყოველთვის იცოდნენ შენი უნარები და შესაძლებლობები. ამას ჩემგან არ უნდა იგებდნენ მაგრამ მათ თქმა არ დასცალდთ. ორი წლის იყავი როცა იმ პიროვნებამ რომელიც ამ ყველაფრის თავი და თავია მამაშენთან მიგიყვანა, უტხრა რომ რადაც არ უნდა დასჯდომოდათ უნდა გაგფრთხილებოდნენ, მათ გაგზარდეს ისე როგორც მათი სისხლი და ხორცი, ეჭვი არავის შეჰქონდა რომ განსაკუთრებული იყავი. ჩვეულებრივი ბავშვის ცხოვრება გქონდა ჩემგან განსხვავებით, იმ კაცმა მამაშენს პირობა ჩამოართვა რომ 18 წლის რომ გახდებოდი უკან წაგიყვანდა, ხელშეკრულებით რომელიც მამაშენმა და იმ კაცმა დადეს ასე უნდა ყოფილიყო. ორივეს ხელმოწერა იყო მასზე დედაშანისაც და მამაშენისაც, მაგრამ მათ ის ვერ გაითვალისწინეს რომ ვერ დაგთმობდნენ იმდენად შეუყვარდი და იდენად გაგითავისეს რომ ვერ გაგიმეტეს იმ კაცის წამების და ექსპერიმენტების ობიექტი გამხდარიყავი, ისე მოხდა რომ უარი თქვეს ხელშეკრულებაზე და არ გაატანეს იმ კაცს შენი თავი. ერთი წლის განმავლობაში თითქოს დაწყნარდა სიტუაცია, მშვიდად ცხოვრობდნენ შენებიც მაგრამ როცა არ მოელი სწორედ მაშინ კარგავ ყველაფერს. მაგ კაცმა მოაწყო ავარია, მისი წყალობით მოხვდი მისი ქალიშილის–ალისიას კლანჭებში და საბოლოოდ მიიღო ის რაც უნდოდა. ყოველ შემთხვევაში მას ასე ეგონა. აქ უკვე მე გამოვჩნდი, მეც შენნაირი ვარ მაგრამ თავიდანვე ვიცოდი ჩემი როლი და ვალდებულებები. სწორედ იმ მიზნისთვის გავიზარდე რომ იმ კაცისთვის ბოლო მომეღო და არ დატანჯულიყო სხვა ჩემნაირად ან შენნაირად. შენგან განსხვავებით მას ჩემი თავი არავისთვის მიუცია და ყველაზე ჯოჯოხეთური და სასტიკი პირობებით აღმზარდა, როგორც კი დრო ჩამივარდა ხელში მაშინვე გავიქეცი და საკუთარი მიზნების განხორციელებას შევუდექი, ბელა ჩემი საუკეთესო მეგობარია რომელიც მაშინ შემხვდა როცა მიჭირდა, მთელი ცხოვრება მისი მადლობელი ვიქნები. მას შემდეგ დაიწყო ჩემზე ნადირობა და ვინაიდან მთელი სისასტიკით ვხოცავდი ჩემ მადევრებს DEVIL HUNTER შემარქვეს. როცა შენს შესახებ გავიგე გადავწყვიტე კოვზირად გამომეყენებინე მათ წინააღმდეგ. სწორედ ალექსი დამეხმარა შენზე რაღაცეების გარკვევაში, გეგონა რომ ალისია გწვრთნიდა, სინამდვილეში კი ჩემი და ალექსის გეგმის მიხედვით ვარჯიშობდი და დამოუკიდებელ ძლიერ ქალად გაყალიბებდით. (გაჩუმდა და ალექსმა განაგრძო) –მე და იოანე მაქსიმალურად გიფრთხილდებოდითმაგრამ როცა საქმე გართულდა და სიტუაციის კონტრლი თითქმის შეუძლებელი გახდა,, მაშინ გამოჩნდა დევილი საუკეთესო გეგმით, ერთხელ და სამუდამოდ გაგვენადგურებინა ეს კომპანია. მერე იყო ჩემი და შენი ურიერთობა, ესეც გეგმის ნაწილი იყო, დევილის აზრით კარგი იქნებოდა ჩემი სახით თუ დასაყრდენი გამოგიჩნდებოდა, სულ მარტო იყავი აბნეული და ვინმეს გვერდით დგომა გჭირდებოდა, საუკეთესო გზა კი ის იყო რომ დაგეჯერებინა თითქოს ერთმანეთი გვიყვარდა. ამაში უკვე თორნიკე ჩაერია, ჩემი ძმა და მეგობარი რომელსაც ბავშვობიდან ვიცნობ და მის მენტალისტურ შესაძლებლობებში ეჭვი არავის ეპარება, გაგიკვირდება მაგრამ მე და შენ ერთად არ ვწოლილვართ, თორნიკეს წყალობით ჰიპნოზი გაგიკეთეთ და დაგაჯერეთ რომ მე და შენ ერთმანეთი გვიყვარდა, საკმაოდ რთულად იყო საქმე რადგან ხანდახან თითქოს ხვდებოდი რომ გრძნობები რეალურად არ იყო ნამდვილი ჩემ მიმართ, ასე თუ ისე ბოლოს აირია ყველაფერი და იმის გათვალისწინებით რომ ალისია ჩემი ცოლია( ისიც იმიტომ რომ იმ წყეულმა კაცმა დაიჟინა ასე და მოკვლით დამემუქრა) ნელნელა ხვდებოდი რაღაცეებს, ხოდა სასწრაფოდ უნდა მოგვეშორებინე იმ ადგილას ამიტომ დავგეგმეთ შენი გატაცება და დევილიც სწორედ ზუსტ დროს გამოჩნდა. ის ერთთვიანი სიბნელე სწორი აღმოჩნდა შენს ჩამოსაყალიბებლად, უკვე დაქალებული, ჩამოყალიბებული და მტკიცე ადამინი გამოხვედი იქიდან. ( ალექსის შემდეგ თოკამ განაგრძო) –მერე გადავწყვიტეთ რომ მე უნდა დამემზადებინა შენთვის ყველა საბუთი და „შემთხვევით“ ინტერნეტით მე დამეკონტაქტე. –რაც შეეხება ფოტოებს ( აქ ისევ დევილი ჩაერთო) მამაშენმა ისინი ყოველივე შემთხვევისთვის დატოვა რადგან გცოდნოდა გარკვეულწილად შენ გარშემო ვინ იმოქმდებდა, იცოდა რომ გაარკვევდი მათ ვინაობას და საქმე აქამდე მივიდოდა, ასე ვთქვათ თადარიგი დაიჭირა და გაგაფრთხილა. ალისია ამ თამაშში მამამისის მხარესაა, თორნიკე მართლა მისი ბიძაშვილია. ( დაამთავრა დევილმა მონოლგი) –აი მე მართლა ჩემი დის დახსნ ამინდა იქიდან! გაიკრიჭა ნიკოლოზი და ოთახში ჩამოწოლილი დაძაბულობა ოდნავ განმუხტა. ყველაზე ჩუმად მე ვიჯექი, გონება სწრაფად იაზრებდა მათ ნათქვამს და ხან გახარებული, ხანაც სასოწარკვეთილი ვიყავი, მაბედნიერებდა იმის ცოდნა რომ აქ შეკრებილი ადამიანები სინამდვილეში დამნაშავეები არ აღმოჩნდნენ, ერთადერთი რაც მაინტერესებდა იმ კაცის ვინაობა იყო –ვინ არის ის კაცი! ექოსავით გაისმა ჩემი ხმა –შენ ალბათ ყველაზე კარგად იცნობ, მამაშენის მარჯვენა ხელი (ალექსი) –ის კაცი რომელიც მამაშენის ყველა წვრილმანს თვალს ადევნებდა (ბელა) –კაცი რომელიც ოჯახის წევრად მიგაჩნდა (თოკა) –ის რომელმაც თავიდანვე მიგანიშნა რომ საქმე სხვანაირად იყო შენ დაკავებასთან დაკავშირებით ( ალექსი) –კაცი რომელსაც შენი ბედი უნდა გადაეწყვიტა ციხეში ჩასმის შემთხვევაში (დევილი) –მამაჩემი ადვოკატი–თენგიზი! კბილებშ გამოვცერი და მთელი სხეული მისი ზიზღით ამევსო.... ......... დანანანააა აბა ჩემო კარგებო იმედები ხომ არ გაგიცრუეთ? რას იტყვით სიმართლის გაგების შემდეგ როგორ განვითარდება მოვლენები <3 პ.ს. ფეისბუქ კომენტარებს ვინც ტოვებთ მათ გასაგონად ვამბობ–ჩემი ფბდან ვერ გცემთ პასუხებს და ამ საიტის კომენტარებში თუ დატვებთ ხოლმე დიდად გამახარებთ <3 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.